Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
პოეზიასთან ზიარება


მთარგმნელი გოგია დალილა
პოეზიასთან ზიარება


 

ვთხოვე, აიღონ ლექსი

როგორც ფოტო სლაიდი

და სინათლეზე გახედონ, 

 

ან ყური მიადონ და მოუსმინონ მის ფუსფუსს.

 

ვუთხარი - ჩააგდონ  ლექსში თაგვი

და უყურონ, როგორ გაიკვლევს გზას,

 

როგორ მოივლის ლექსის ოთახებს

და ხელის ცეცებით როგორ მიაგნებს სინათლის ჩამრთველს.

 

მინდა, რომ ლექსის ზედაპირი

წყლის თხილამურებით გადასერონ

და ნაპირზე მყოფთ, ხელის ნაცვლად, ავტორის სახელი დაუქნიონ.

 

მაგრამ მათ მხოლოდ სურთ,

ლექსი სკამზე მიაბან

და წამებით აიძულონ აღიარება,

 

შოლტის ცემით იწყებენ,

რომ გაარკვიონ, მაინც რატომ დაიწერა.

 


.