Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ზღაპარი
ლექსი
სალამურას თავგადასავალი


სალამურას თავგადასავალი

ნაწილი პირველი

განსაცდელი

უფლისწულის უცნაური საზმარი




ერთხელ ქონდარეთის ხელმწიფის ვაჟმა უცნაური სიზმარი ნახა...

ეს სიზმარი იმდენად საინტერესო მეჩვენება, რომ ამბის მოყოლა აქედან დავაპირე, მაგრამ მერე გადავიფიქრე. მართლაც, რა დროს ხელმწიფის ვაჟის სიზმარია, როცა თქვენ ისიც კი არ იცით, რა ქვეყანაა ქონდარეთი, ანდა ვინ არის მისი ხელმწიფე.

სიმართლე თუ გინდათ გაიგოთ, ასეთ ქვეყანას, სახელგანთქმული მოგზაურიც რომ იყოთ, ახლა ვერსად აღმოაჩენთ. მე კი სარწმუნო წყაროებიდან ვიცი: ქონდარეთი ნამდვილად არსებობდა. მაშინ სხვა დრო გახლდათ, მაშინ მთელი დედამიწა მხოლოდ მშვენიერი ზღაპრული ქვეყნებით იყო დასახლებული და ამ მშვენიერ ქვეყნებში ცხოვრობდნენ თქვენთვის ცნობილი და საყვარელი ზღაპრის გმირები.

ყველა ზღაპარი, რომელიც თქვენ გაგიგონიათ ან წაგიკითხავთ, რა თქმა უნდა, იმდროინდელია.

მაშ, ასე! დავიწყოთ თავიდან.

მაღალი მთებიდან ბარისკენ მოიჩქაროდა ატეხილ ჭალებში ჩაფლული მდინარე ჩქაფუნა.

მთის მდინარე როგორც კი ბარში ჩამოვიდოდა და გაივაკებდა, ორად იტოტებოდა. სწორედ ამ ტოტებს შორის იყო მოქცეული ქონდრისკაცების ულამაზესი ქვეყანა ქონდარეთი.

ქონდარეთს განაგებდა ხელმწიფე ქონდარ XV.

ქონდარ XV ამაყობდა თავისი შთამომავლობით. თუმცა ყველაზე მეტად მაინც ის აამაყებდა, რომ თავისი ქვეყნის მეთხუთმეტე მეფე იყო. არც მეტი, არც ნაკლები, საშინლად დაწყდებოდა გული, მეთოთხმეტე ან მეთექვსმეტე მეფე რომ ყოფილიყო.

რას იზამ, კაცია და გუნება!

ქონდარეთს დედოფალიც ჰყავდა. დედოფალს ერქვა ქონდარინე. ამბობენ, ახალგაზრდობაში თითქოს მზეთუნახავს ჰგავდაო. მაგრამ მას შემდეგ, რაც დედოფალი გახდა და ქვეყანას უფლისწული აჩუქა,მეტისმეტად გასუქდა.

ხელმწიფის პირველ ვეზირს - ქონდართუხუცესსაც ბევრი რამ ჰქონდა საამაყო.

თუმცა ქედმაღლობაში არ ჩამომართვანო, მხოლოდ თავისი უზარმაზარი ცხვირით ამაყობდა, განსაკუთრებით კი ცხვირზე წამოსკუპებული მეჭეჭით. ცხვირს რომ დააცემინებდა, ტყეში ფრინველი ფრთხებოდა. მერე ერთსა და ორს კი არ გაკმარებდათ, ისეთ ცხვირის ცემინებას ასტეხდა, გეგონებოდათ, ომი დაიწყოო.

ქვეყანაზე არც ერთი ქალიშვილი ისე არა ჰგავს მამას, როგორც ფრინტა ჰგავდა ქონდართუხუცესს. პირველ ვეზირს ძალიან უყვარდა თავისი ქალიშვილი და ყოველ დღე ეუბნებოდა: თუ გინდა მზეთუნახავი გახდე, მზეს ნუ დაენახვებიო. თანაც ოსტატებს ისე ააგებინა სასახლე, რომ ფრინტას ოთახის სარკმელი პირდაპირ მისჩერებოდა უფლისწულის ფანჯარას.

უფლისწულმა მხოლოდ ერთხელ მოჰკრა თვალი თავისი ფანჯრიდან ფრინტას ცხვირს და ქონდართუხუცესის ქალიშვილისაკენ მეორედ აღარ გაუხედავს.

მართლა, სულ გადამავიწყდა! უფლისწულს ქონდარუხი ერქვა. ერთხელ მეტად უცნაური სიზმარი ნახა. თუმცა ქონდარუხი, ალბათ,ვერასოდეს ნახავდა სიზმარს, ერთი მეზღაპრე რომ არ ჰყოლოდა მიჩენილი.

ეს მეზღაპრე, როგორც კი უფლისწულს ჩაეძინებოდა, დაუჯდებოდა სასთუმალთან და ზღაპრებს უყვებოდა.სწორედ ზღაპრები იყო მიზეზი მისი სიზმრებისა, რასაც მეზღაპრე უამბობდა, ამას ხედავდა ძილში უფლისწული.

ქონდარუხი თითქმის ძილში გაიზარდა.

ღამით ხომ ეძინა და ეძინა, არც დღისით იკლებდა ძილს, ამიტომ დღე-ღამის განმავლობაში უამრავ სიზმარს ხედავდა ხოლმე. მაგრამ ის, რაც ახლა მინდა გიამბოთ, არაფრით არ ჰგავდა ადრე ნანახ სიზმრებს.

მსუყე და გემრიელი სადილის შემდეგ უფლისწულმა ჩვეულებისამებრ დაიძინა. ჯერ ისევ დღე იყო და, თქვენ წარმოიდგინეთ, დღისით, მზისით, ღამე დაესიზმრა. ეს ალბათ, მეზღაპრის ბრალი იყო. როგორც ეტყობა, მოსწყინდა სულ მუდამ ფუნთუშა ღვეზელებსა და მოშიშხინე ტაფებზე ზღაპრების მოყოლა და ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავის ზღაპარი უამბო.

უფლისწულს მართლაც დაესიზმრა ციცინათელების ქვეყანა და მზეთუნუნახავი. მზეთუნახავ ბაიას ყვითელი ფურცლებისაგან შეკერილი კაბა ეცვა და, ციცინათელებით გარშემორტყმული, ტყეში მიდიოდა.

ოჰ, რა ლამაზი მზეთუნახავი იყო!

მანათობელი მწერები გზას უნათებდნენ, სიყვარულით თავს ევლებოდნენ და დასციმციმებდნენ. თუ ციცინათელა დაიღლებოდა, ერთი წუთით მზეთუნახავის თმაში ჩაიძინებდა.

მერე ისევ ამოფრინდებოდა და თავის ქალბატონს წინ მიუძღოდა.

ციცინათელები ხშირად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, ამიტომ მზეთუნახავის თმა ისე ბრჭყვიალებდა, მარგალიტებით მოოჭვილი გეგონებოდათ.

როცა ქონდარუხს გაეღვიძა, გაოცებისაგან თვალები დაჭყიტა. ასეთი სიზმარი არასოდეს ენახა. ესიზმრებოდა, როგორ ცხვებოდა ღუმელში ფუმფულა ღვეზელი, როგორ იწვებოდა და შიშხინებდა ტაფაზე ნაირ-ნაირი ძეხვები და კუპატები. ახლა კი უცებ მზეთუნახავი დაესიზმრა, ისიც ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი.

ამ სიზმრის შემდეგ ქონდარუხს სასხლეში ვეღარავინ ცნობდა.

გამოიცვალა. აღარც ჭამდა და აღარც სვამდა. თავის საყვარელ უგემრიელეს საჭმელებს პირს აღარ აკარებდა. ძველი მზარეული დაითხოვეს და ახალი მიოყვანეს.

მეზღაპრეც გამოცვალეს. ქონდარუხს მაინც არაფერი ეშველა.

- მომიყვანეთ ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი! მე მინდა მასთან ერთად ვითამაშო! - ღრიალებდა უფლისწული.

სასხლის კარი საგონებელში ჩავარდა. არავინ იცოდა ვინ იყო ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი, ანდა საიდან უნდა მოეყვანათ.




სალამურა და ზარმაცი ჭიამაიები

დედამიწის ზურგზე მხოლოდ მწყემსმა ბიჭუნამ სალამურამ იცოდა, სად იყო ციცინათელების ქვეყანა.

სალამურა ქონდარეთის აღმოსავლეთით, მეცხრე მთაზე მწყემსავდა ჭიამაიებს.

ზოგს, ალბათ, გაუკვირდება, ჭიამაიებს რა მწყემსვა და მოვლა-პატრონობა უნდაო? დიდად ცდება, ვინც ამას ფიქრობს. იმ დროს ამინდის ბიურო არ არსებობდა და ჭიამაიას უდიდესი სარგებლობა მოჰქონდა ხალხისათვის. საკმარისი იყო გეთქვა: ,,ჭია, ჭიამაია, ხვალ როგორი დარიაო“, და კარგად გაწვრთნილი ჭიამაია მაშინვე გაშლიდა ფრთებს, გაფრინდებოდა. ერთი-ორი საათის შემდეგ უკან დაბრუნდებოდა და ამინდის ამბავს მოიტანდა. ამინდის წინდაწინ ცოდნა ხელს უწყობდა მოსავლისა და ჭირნახულის ბარაქიანობას, გარდა ამისა, მოგზაურებსაც ხომ უნდა სცოდნოდათ, ხვალ როგორი დარი იქნებოდა, განეგრძოთ გზა თუ კარგ ამინდს დალოდებოდნენ.

იმდროინდელ მოგზაურებს პატარა კოლოფებში ყოველთვის ჰყავდათ დამწყვდეული ჭიამაიები.

თქვენ ახლაც შეგიძლიათ დაიჭიროთ ჭიამაია,ხელის გულზე დაისვათ და რამდენჯერმე გაუიმეოროთ:

ჭია, ჭიამაია, ხვალ როგორი დარია?

ჭიამაია მაშინვე გაშლის ფრთებს და ამინდის გასაგებად გაფრინდება, მაგრამ უკან თუ არ დაბრუნდა, ეს მხოლოდ იმისი ბრალი იქნება, რომ რადიოსა და ტელევიზორში ყოველ დღე გადმოსცემდნენ ამინდის ბიუროს ცნობებს.

სალამურას თავგადასავალი

აღარც თქვენ გაინტერესებთ ჭიამაიას მოტანილი ამბავი და არ უცდით მის მოფრენას.

დანამდვილებით ვერ გეტყვით, გეტყვით მხოლოდ იმას, რაც გამიგონია: მწყემს ბიჭუნას სალამურა იმიტომ ერქვა, რომ სალამურთან ერთად დაბადებულა.

ირიჟრაჟებდა თუ არა, უკვე ფეხზე იდგა. ჭრელ წინდებზე კოხტად ამოისხამდა ქალამნებს და წყალიკრეფიას ფოთლებზე დაგროვილი ნამით დაიბანდა ხელ-პირს. შავად დაწინწკლულ წითელ ქულაჯაში გაუყრიდა ხელებს და თავზე ნაბდის ქუდს მოირგებდა. მერე ქამარში გარჭობილ სალამურს ამოიღებდა, სულს ჩაჰბერავდა, ლერწმის ღეროდან ცისკრის სადიდებელი ჰანგები დაიღვრებოდა, ამ ხმებზე იღვიძებდა ბუნება, რომელსაც ჟრუანტელივით დაუვლიდა ნიავი.

ჭიამაიებსაც სალამურის კვნესა აღვიძებდათ, ბალახში მიმალული წითელი და ყვითელი ჭიამაიები გამოდიოდნენ და სალამურას გარშემო იყრიდნენ თავს. მწყემსი ბიჭუნა ორ ჭიამაიას გამოარჩევდა, წითელს ქარების ქვეყანაში გაგზავნიდა ამინდის გასაგებად, ყვითელს კი - წვიმის ქვეყანაში.

თუ საჭიროდ ჩათვლიდა, თან გამოუცდელ ჭიამაიებსაც გააყოლებდა, რათა ესწავლათ ქარისა და წვიმის ქვეყნების გზები.

მერე მთებში დიდი მზე ამოვიდოდა. სალამურა ახლა მზის ამოსვლისას დაუკრავდა. მწვანე ფერდობებს თბილი სხივები ეფინებოდა, სალამურა კი თავის ჭიამაიებს იალაღებზე გაშლიდა ფარასავით.

ერთ დღეს ორი ჭიამაია გაგზავნა სალამურამ, ერთი ქარის, მეორე წვიმის ქვეყანაში.

მოშუადღევდა.

ჭიამაიები არ ჩანდნენ.

სალამურა ღელავდა. სოფლებიდან ხალხმაც კი ამოაკითხა.

- სალამურავ, გვითხარი, ხვალ როგორი დარი იქნება?

სალამურამ ვერაფერი უთხრა,ანდა რას ეტყოდა, როცა მისი ჭიამაიები ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ.

ხალხი გაწბილებული გაბრუნდა. სალამურა კი ჭიამაიების საძებნელად გაეშურა.

დიდხანს მიდიოდა.

გზადაგზა სალამურს ჩაჰბერავდა, თუ გზა დაებნათ, ნაცნობ ხმას გაიგონებენ და მოფრინდებიანო.

ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, დიდი გზის გასაყართან შეჩერდა. ერთი გზა მარჯვნივ უხვევდა, მეორე - მარცხნივ. მარჯვენა ქარების ქვეყანაში მიდიოდა. მარცხენა - წვიმისაში. სალამურა დაფიქრებული იდგა, ვერ გადაეწყვიტა, საით წასულიყო.

უცებ დაბლა დაიხედა და რას ხედავს: ორივე ჭიამაია იქვე ბალახის ჩრდილში წამოწოლილა, ცაცები თავქვეშ ამოუდიათ და არხეინად სძინავთ.

-ჰაიტ, თქვე ძილისგუდებო! - დაუყვირა სალამურამ.

გულგახეთქილი ჭიამაიები წამოცვივდნენ, იმწამსვე გაშალეს ფრთები და გასაფრენად მოემზადდნენ, მაგრამ სალამურას ხმამ შეაჩერა:

-ასე გინდათ იცხოვროთ, ზარმაცებო?! ახლავე დაბრუნდით უკან!

ჭიამაიებს შერცხვათ სალამურასი და თავი მორცხვად დახარეს. ოღონდ დანაშაული გამოესყიდათ და დაუფიქრებლად გაფრინდებოდნენ ქარისა და წვიმის ქვეყნებში, მაგრამ გვიან იყო.

მზე უკვე ჩასასვლელად ემზადებოდა. დარცხვენილებმა გაშალეს ფრთები და თავის იალაღებს დაუბრუნდნენ.

სხვა რა გზა ჰქონდათ!




გრიგალი, შეხვედრა ტყის პირას

მეორე დღეს, ის იყო სალამურა ორ ჭიამაიას ამინდის გასაგებად აგზავნიდა, რომ ცა შავად მოიღრუბლა და დედამიწა საზარელმა ჭექა-ქუხილმა შეძრა, თან საშინელი გრიგალი ამოვარდა.

თითქოს ცამ პირი გახსნაო - კოკისპირული წვიმა წამოვიდა. არც სალამურა, არც მთის ძირში გაშლილი სოფლები ამ გრიგალსა და წვიმას არ ელოდნენ.

წვიმდა, აწყვეტილი გრიგალი დაჰქროდა. მთის ფერდობები ნიაღვრით დაისერა, მდინარეები ადიდდა და სოფლებს წალეკვით ემუქრებოდა.

თავით ფეხამდე გაწუწული სალამურა ქარ-წვიმაში დარბოდა, გაფანტულ ჭიამაიებს აგროვებდა.

- აი, რა გვიყო სიზარმაცემ,- ამბობდა სალამურა,- ჩვენ რომ გუშინ გაგვეგო,

როგორი ამინდი იქნებოდა დღეს, ასეთი რამე არ დაგვემართებოდა.

გვიან გამოიდარა. შავი ღრუბელი გაიფანტა და დასავლეთისკენ გადახრილი მზე გამოჩნდა. სალამურამ გაფანტულ ჭიამაიებს თავი მოუყარა და დათვალა. ოცდაათი დააკლდა.

სასოწარკვეთილმა კიდევ ერთხელ გადათვალა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ოცდაათი ჭიამაია დაკარგულიყო. დაკარგულებში ის ორი ზარმაციც ერია.

სალამურამ ჭიამაიები დააბინავა და და დაკარგულების საძებნელად გაეშურა. სალამურის დაკვრით გადაიარა მაღალი მთა და თავქვე დაეშვა ტყისკენ. დაღლილობა მხოლოდ ახლა იგრძნო, ტყის მახლობლად, ქვაზე ჩამოჯდა. ირგვლივ ნაღვლიანად მიმოიხედა. ამ თვალუწვდენელ ქვეყანაზე სად ეძებნა დაკარგული ჭიამაიები?

მზე მთებში ჩაესვენა. საღამოს ბინდი დაეფინა მწვანე ფერდობებს.

სალამურამ მწუხრისა დაუკრა, დაკვრით ისე გაერთო, ვერც კი შეამჩნია, როგორ წამოეპარა ღამე.

ცაზე უამრავი ვარსკვლავი აკიაფდა. სალამურამ გაოცებით აიხედა ზევით, ბევრი რამ ჰქონდა გაგონილი ღამისა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის შესახებ, მაგრამ არც ღამეული ცა და არც აციმციმებული ამდენი ვარსკვლავი ჯერ არ ენახა. ანდა როდის ნახავდა, როცა ჭიამაიებთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა.

ტყის თავზე მთვარე შემოჯდა, იქაურობას ოქროს ნათელი მოჰფინა. სალამურამ მთვარეს ძველი ნაცნობივით გაუღიმა: მთვარე დღისითაც ანათებს ხოლმე და იცნო. თუმცა დღისით ისეთი ბრჭყვიალა და შუქმფინარი არ არის. სალამურა ახლა ტყეს მიაშტერდა. უცებ მოეჩვენა, რომ ტყეც მოკიაფე ვარსკვლავებით იყო სავსე.

ოღონდ ტყის ვარსკვლავები მოძრაობდნენ, თანაც ქრებოდნენ და ინთებოდნენ, ქრებოდნენ და ინთებოდნენ.

სალამურა წამოდგა. გაყუჩდა. მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ტყისკენ და შეჩერდა, რადგან სიმღერა გაიგონა.

ტყიდან სიმღერით გამოვიდა ყვითელკაბიანი გოგონა. გოგონას გარს ეხვეოდა უამრავი ვარსკვლავი და ღამეში თვალისმომჭრელად ბრწყინავდა. რისი ვარსკვლავები! ვარსკვლავები კი არა, ციცინათელების ამალა მოჰყვებოდა.

გოგონა მღეროდა.

გაყუჩებული, ღამის ბინდით მოცული ტყე, მთები, კორდები და მდელოები ამ სიმღერით ტკბებოდნენ. სალამურასაც ისე მოეწონა, რომ ქამარში გარჭობილი სალამური ამოიღო და სული ჩაჰბერა, სალამურის ხმა გოგონას სიმღერას შეუხმატკბილა.

გოგონამ სალამურის ხმა რომ გაიგონა, შეჩერდა. ციცინათელებმა ახლა სალამურას გარშემო დაიწყეს ფრენა და ღამეში ნათლად გამოჩნდა სალამურის დამკვრელი წითელჩოხიანი მწყემსი ბიჭუნა.

- ვინ ხარ?-ჰკითხა ყვითელკაბიანმა გოგონამ.

- მე სალამურა ვარ, ჭიამაიების მწყემსი.

- მერე ამ ღამეში აქ რამ მოგიყვანა?

- ჭიამაიები დავკარგე და იმათ ძებნაში შემომაღამდა.

- განა შენ იცოდი, რომ მე მათი მოძებნა შემეძლო?

- არა აქ შემთხვევით მოვხვდი.

სალამურას თავგადასავალი

მაგრამ, თუ შეგიძლია, მაპოვნინე ჩემი ჭიამაიები, მადლობელი ვიქნები.

- კარგი გაპოვნინებ.

- მითხარი, რა გქვია ან ვინა ხარ?

- მეც მწყემსი ვარ, ოღონდ ციცინათელების მწყემსი. ბაია მქვია.

- ბაია! რა კარგი სახელია! მე მინახავს ლამაზი, ყვითელი ყვავილი, იმ ყვავილსაც ბაიას ეძახიან. მართლა, შენი კაბაც ხომ ბაიას ყვითელი ფურცლებისაგან არის შეკერილი!

ბაიამ გაიღიმა. არაფერი უპასუხა.

- როგორ მაპოვნინებ დაკარგულ ჭიამაიებს?

- ციცინათელებს გავგზავნი და უსათუოდ იპოვნიან. ციცინათელები კეთილები არიან. ისინი ღამით დაკარგულ, გზააბნეულ მგზავრებს პოულობენ და გზას უნათებენ.

ბაიამ ქვეყნის ორივე მახრეს გაგზავნა ციცინათელები, თან დაარიგა, ვინ უნდა ეძებნათ და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.






სალამურას და ბაიას საუბარი.

ღამის სიმღერა და დამშვიდობება

სალამურა და ბაია ტყის პირას ისხდნენ და ჭიამაიების საძებნელად გაგზავნილ ციცინათელებს ელოდნენ.

- რა კარგი ყოფილა ღამე, - თქვა სალამურამ, - მე ჭიამაიებთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი.

ღამე არასოდეს არ მენახა, რა კარგი ყოფილა!

-მე კი ციცინათელებთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ. ამიტომ დღე არ მინახავს. არ ვიცი, როგორია.

- დღე არ გინახავს?! - გაოცდა სალამურა.

- არა!

- მაშ, არც მზე გექნება ნანახი.

- არც მზე. მზეს როგორ ვნახავდი.

- განა შეიძლება მზის უნახაობა?!

- მე თუ დღისით არ დავიძინე, ციცინათელებს ღამით ვინ მოუვლის? - ბაიას ცრემლი მოადგა თვალზე, ძალიან უნდოდა მზე ენახა.

- შენ უსათუოდ უნდა ნახო მზე.

- როგორ?

- ხვალ მოვალ და ციცინათელებს მოვუვლი. შენ იძინე. განთიადისას გაგაღვიძებ და ერთად ვნახოთ მზის ამოსვლა.

- შენ თუ არ დაიძინე , ჭიამაიებს ვინ მოუვლის?

- მაშინ რიგრიგობით ვიძინოთ.

- კარგი, - დაეთანხმა ბაია.

- მზის ამოსვლის შემდეგ წავალ.

ჭიამაიების საძებნელად გაგზავნილი ციცინათელები ჯერ კიდევ არ ჩანდნენ.

- სალამურა, დაუკერი რამე,- შეეხვეწა ბაია.

- რა დავუკრა?

- რაც გინდა.

- ახლა ღამეა, მე კი ღამის ჰანგი არ ვიცი.

- მე ვიცი ცისკრისა, მზის ამოსვლისა, შუადღისა და მწუხრისა.

- მზის ამოსვლისა დაუკარი.

- ამ შუაღამით მზის ამოსვლისა როგორ დავუკრა?- გაეცინა სალამურას.

- რა ვქნათ?

- თუმცა ღამისას დავუკრავ.

- აკი ღამისა არ ვიციო?

- შენ ხომ წეღან მღეროდი? შენი სიმღერის ჰანგი იქნება ღამისა.

სალამურამ ღამისა დაუკრა.

ბაია სულგანაბული უგდებდა ყურს, თან უკვირდა, ასე უცებ, ერთი მოსმენით ჩემი სიმღერის ჰანგი სალამურამ როგორ გადაიღოო.

ეს მართლაც ღამის სიმღერა იყო!

ლერწმის ღეროდან დაღვრილი ჰანგები ხოტბას ასხამდა ტყის თავზე აელვებულ მთვარეს და იმ უთვალავ ვარსკვლავს, მომაჯადოებლად რომ ციმციმებდნენ ცის კაბადონზე.

დიდებას უძღვნიდა ღამის ნიავქარს, ტყეში ფოთლებს რომ აშრიალებდა და დედამიწას მზით გახურებულ გულ-მკერდს უგრილებდა.

- მადლობელი ვარ!- უთხრა ბაიამ, როგორც კი სალამურამ დაკვრა შეწყვიტა - არასოდეს დამავიწყდება ეს ღამე. ასეთი ღამე ჯერ არ მინახავს.

- მეც მადლობელი ვარ, ღამის სიმღერა რომ მასწავლე.

ბაიამ თვალი მოჰკრა ჭიამაიების საძებნელად გაგზავნილ ციცინათელებს და ფეხზე წამოდგა. სალამურაც წამოდგა ფეხზე.

ციცინათელებიც მოფრინდნენ და კარგი ამბავიც მოიტანეს: ჭიამაიები გადარჩენილან და ერთად შექუჩებულებს სძინავთ დღისა სა ღამის დღის გასაყართანო.

სალამურამ ბაიას და ამბის მომტან ციცინათელებს მადლობა გადაუხადა. ჭიამაიების პოვნამ უზომოდ გაახარა. მადლიერების გრძნობით აღვსილმა კიდევ დაუკრა ღამის სადიდებელი.

მერე ცამ გაფერმკრთალება დაიწყო, მერე მთვარე მთას ამეფარა და ვარსკვლავებიც სათითაოდ გაქრნენ. ციცინათელებმაც დაკარგეს ელვარება.

ჩემი დაძინების დრო მოახლოვდა, - თქვა ბაიამ და ჩამქრალ ციცინათელებს გახედა,- - ესენიც უნდა დავაძინო.

- ნახვამდის, ბაია!

- ნახვამდის , სალამურა!

- ბაია, მზის ამოსვლა გაჩვენო?

- ძალიან მინდა , სალამურა!

- მაშ, ხვალ ღამით მოვალ და რიგრიგობით ვმწყემსოთ ციცინათელები.

- მე დაგელოდები, სალამურა!

- უსათუოდ მოვალ, ბაია!

- ნახვამდის, სალამურა!

- ბაია, ნახვამდის!

ასე დაშორდნენ სალამურა და ბაია ერთმანეთს. ბაიამ დასაძინებლად წაასხა თავისი ციცინათელები.

სალამურა კი თავის გზას დაადგა. დღისა და ღამის გასაყართან გზააბნეული ჭიამაიები ელოდებოდნენ.




ისევ ქონდარეთი.

სახელგანთქმული ფეხბურთელის მარცხი

სანამ სალამურა თავის დაკარგულ ჭიამაიებს მიაგნებს, მოდი ჩვენ ქონდარეთს მივაკითხოთ. ვნახოთ, რა დღეშია უფლისწული, რომელსაც ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი დაესიზმრა.

ქონდარუხმა, მართალია, მეორე დღესვე მოუმატა ჭამას, მაგრამ დედოფალს მაინც ეჩვენებოდა, რომ მის ვაჟიშვილს ერთი დღის უჭმელობამ დიდი დაღი დაასვა. უფლისწულმა ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავზე ფიქრი არ მოიშალა და ესეც დიდად აწუხებდა ქონდარინეს. ამიტომ ხელმწიფეს მოეთათბირა და გადაწყვიტა: როგორმე ისე გაერთოთ ქონდარუხი, რომ ციცინათელების მზეთუნახავი დავიწყებოდა.

- იქნებ ფეხბურთის თამაში გინდა? - ჰკითხა დედოფალმა ქონდარინემ დამწუხრებულ უფლისწულს.

- რა არის ფეხბურთი? - გაოცდა ქონდარუხი.

- ფეხბურთი? ფეხბურთი შესანიშნავი თამაშია,- უპასუხა პირველმა ვეზირმა.

- ვითამაშოთ! - ბრძანა ქონდარუხმა.

მაშინვე აფრინეს ქალაქში შიკრიკი და ცნობილი ფეხბურთელი კვანტი დაუდე მოაყვანინეს.

ქონდარეთში ძალიან უყვარდათ ფეხბურთი, მაგრამ, სამწუხაროდ, გუნდი არ ჰყავდათ. ერთადერთი ფეხბურთელი იყო კვანტი დაუდე.

კვანტი მარტო გამოვიდოდა მოედანზე და ხან ერთ კარში გაიტანდა ბურთს და ხან მეორეში.

ფეხბურთის მოყვარული ქონდარელები აღტაცებით უკრავდნენ ტაშს. მაგრამ ქონდრისკაცებმა მარტო აღტაცება როდი იცოდნენ, ისინი დაუნდობლებიც იყვნენ. თუ კვანტი დაუდე კარს ააცილებდა, საზარელ ყვირილსა და სტვენას ასტეხდნენ.

მოედანზე უფრო ხშირად სტვენა და ღრიანცელი ისმოდა, ვიდრე ტაშისცემა. ცნობილ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხი ცოტათი მრუდე ჰქოდა, ამიტომ ბურთი ბადეში იშვიათად თუ გაეხვეოდა.

მიუხედავად ამისა, მთელი ქონდარეთი ამაყობდა თავისი ფეხბურთელით.

კვანტი დაუდე სასხლეში ბურთიანად გამოცხადდა.

ქონდარუხი ეზოში ჩამოიყვანეს, კვანტი დაუდეს უნდა გაერთო უფლისწული და ფეხბურთი ესწავლებინა.

კვანტიმ ბურთი მიწაზე დადო და ათიოდე ნაბიჯით დაიხია უკან.

სალამურას თავგადასავალი

მერე კი გასაოცარი სისწრაფით გაქანდა ბურთისაკენ.

მეფე ქონდარ XV, დედოფალი ქონდარინე და ქონდართუხუცესი სასახლის ფანჯრებიდან იხედებოდნენ ეზოში. მათ გულით უნდოდათ, ქონდარუხს დავიწყებოდა სიზმარში ნანახი საზიზღარი მზეთუნახავი.

ცნობილი ფეხბურთელი გაშმაგებით ეცა ბურთს და ფეხი მთელი მონდომებით მოუქნია.

მაგრამ თქვენ უკვე იცით, რომ კვანტი დაუდეს ცოტათი მრუდე ჰქონდა მარჯვენა ფეხი. ბურთი ირიბად გაფრინდა ჰაერში, ზუზუნით მოხაზა რკალი და მოხვდა იმ ფანჯრის მინას, რომლიდანაც ქონდართუხუცესი იხედებოდა.

ფანჯრის მინა დაიმსხვრა და ლაწალუწით ჩამოცვივდა ეზოში. პირველმა ვეზირმა ცხვირზე იტაცა ხელი. მინის წვეტიანი ნამსხვრევი ზედ მეჭეჭზე დასობოდა. ექიმებმა მაშინვე ამოაძრეს მინის ნამსხვრევი ცხვირიდან, მაგრამ ცხვირის ცემინება ვერაფრით შეუჩერეს. ისეთი ბათქაბუთქი ატყდა, ფანჯრის მინებს სულ ზრიალი გაჰქონდა.

- არ მინდა ფეხბურთია თამაში! - აღრიალდა უფლისწული.

ცნობილი ფეხბურთელი კვანტი დაუდე მინის ნამსხვრევისა და ქონდართუხუცესის შეურაცხყოფისათვის საპყრობილეში ჩასვეს.

- ეგ ფეხბურთელი კი არა, ნამდვილი გარეწარი ყოფილა! - თქვა პირველმა ვეზირმა, მეჭეჭი საჩვენებელი თითით მოისინჯა და ერთხელაც დააცემინა ცხვირი.




როგორ გაანადგურდა ერთ ღამეში

დაწერილი ოცდასამი ლექსი

ხელმწიფის კარის პოეტმა ჰილარიო ბუერამ, როგორც კი ქონდარუხის სიზმრის ამბავი გაიგო, დაჯდა და ერთ ღამეში ოცდასამი ლექსი დაწერა ციცნათელების ქვეყნის მშვენიერ მზეთუნახავზე.

ბუერა პოეტის ნამდვილი გავარი არ იყო.თუ გაინტერესებთ ნამდვილი გვარი, ახლავე მოგასენებთ: მამამისს, ცნობილ ცომი ზელიას, მთელი ქონდარეთი იცნობდა , როდორც საუკეთესო ხაბაზს. მამა ოცნებობდა, შვილიც ხაბაზი გაეზარდა, მაგრამ ოცნება არ გაუმართლდა.

შვილმა პურის ცხობას ლექსების წერა ამჯობინა.

ზელია გვარად არ გამოადგებოდა პოეტს. ამიტომშეიცვალა გვარიც.

- ნამდვილსა და დიდ პოეტს უსათუოდ მოგონილი გვარი უნდა ჰქონდესო,– ამბობდა სახელოვანი მწერალი.

თვითონაც არ იცოდა რას ნიშნავდა ბუერა, მაგრამ სიტყვების ჟღერადობა მოსწონდა.

- ჰა, როგორია მეგობარო? ჰილარიო ბუერა! როგორა ჟღერს? ხომ არის შესანიშნავი? - ეკითხებოდა ყველა ნაცნობს.

- შესანიშნავია, შესანიშნავი!– უდასტურებდნენ აქეთ–იქიდან.

მხოლოდ ერთმა ნაცნობმა გაუბედა როგორღაც და უთხრა:

მე მგონი უაზრობაა.

სახელოვანი პოეტი ამ ნაცნობს მერე აღარ მისალმებია. ქონდარეთში კი თუ პოეტი არ მოგესალმებოდა, სირცხვილად ითვლებოდა.

არასოდეს დაუწერია ჰილარიო ბუერას ერთ ღამეში ოცდასამი ლექსი. ოჰ, რა შთაგონებული ღამე იყო! მართალია, ოცდამესამე ლექსის წერისას ჩაეძინა, მაგრამ გაღვიძებისთანავე დაასრულა ლექსი და დიდად ნასიამოვნებიც დარჩა.

იმავე დილით ახალი რვეულით გამოეცხადა უფლისწულს. გამოძინებაც კი არ აცალა, უბიდან მაშინვე ამოღო რვეული.

ქონდარუხს მხოლოდ მეცამეტე ლექსის კითხვისას გამოეღვიძა. საწოლზე წამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა.ყური დაუგდო პოეტს და სლუკუნი აუტყდა. შთაგონებული ჰილარიო ბუერა ლექსებს კითხულობდა, ხოლო გულმოკლული ქონდარუხი ღაპაღუპით ღვრიდა ცრემლებს.

უკანასკნელ სტრიქონებზე უფლისწულმა ბრავილიც კი მორთო. მართლაც რა გული გაუძლებდა ასეთ სტრიქონებს:

ნუთუ ვერსდროს გნახავო,

შენ შემო მზეთუნახავო?!

პოეტს თურმე მარტო ქონდარუხი არ უსმენდა.

პირველ ვეზირს ერთი ჯადოსნური ჯამი ჰქონდა. თუ უნდოდა გაეგო რა ხდებოდა ანდა რას ლაპარაკობდნენ მეორე ოთახში, ამ ჯამს კედელზე მიადებდა და ზუსტად გაიგონებდა ყველაფერს.

ახლაც ასე მოიქცა. აიღო ჯადოსნური თიხის ჯამი და ძირით მიადო კედელს. ისე გარკვევით ისმოდა ჰილარიო ბუერას ხმა, გეგონებოდათ ვინმე დღევანდელი პოეტი ლექსებს რადიოში კითხულობსო.

კმაყოფილმა ჰილარიო ბუერამ დაამთავრა ლექსების კითხვა, მოწიწებით დაუკრა თავი უფლისწულსა და ოთახიდან გამოვიდა. გამოსავლისთანავე იგრძნო, ვიღაცამ მკლავში წაატანა ხელი. პოეტი შეკრთა და თავი სწრაფად მიაბრუნა გვერდზე

- ოჰ, ბატონო!– დილა მშვიდობისა.

- რა ლექსები წაუკითხე უფლისწულს?–ჰკითხა გაბრაზებულმა ქონდართ- უხუცესმა.

- ისეთი არაფერი, მორცხვად გაიღიმა პოეტმა, წუხელ დავწერე...

მშვენიერ მზეთუნახავზე.

- ვისზე?

- ციცინათელების...

- მერე?!– გააწყვეტინა სიტყვა ქონდართუხუცესმა,– განა შენ არ იცოდი, რომ იმ ჯოჯოზე ლექსების წერა კი არა, სიტყვის თქმაც კი აკრძალულია?

- მაპატიეთ, არ ვიცოდი, ბატონო.

- ერთ ღამეში ოცდაოთხი ლექსი! ღმერთო ჩემო, ეს პოეტები სულ გადაირივნენ! ოცდაოთხი ლექსი!

- ოცდასამი ბატონო,– ფრთხილად შეუსწორა სახელოვანმა პოეტმა ჰილერიო ბუერამ.

- თუნდაც ოცდასამი! ცოტაა განა ოცდასამი?

პოეტი დადუმდა. ვერაფერი უპასუხა.

- სად არის ლექსები, რა უყავი?– ისევ შეეკითხა ქონდართუხუცესი.

- აქა მაქვს ბატონო, უბის ჯიბეში.

- ახლავე დაწვი! ჩემს თვალწინ! – უბრძანა პირველმა ვეზირმა.

პოეტის საბედნიეროდ იქვე გიზგიზებდა ბუხარი. ჰილარიო ბუერამ მორჩილად ამოიღო ლექსების რვეული და ცეცხლს შეუკეთა.მერე თავი გადააქნია , შუბლზე ჩამოშლილი თმა კეფაზე გადაიყარა.

ასე გადარჩა სახელოვანი პოეტი ქონდართუხუცესის რისხვას. სამაგიეროდ, შთამომავლობამ ერთ ღამეში დაწერილი ოცდასამი ლექსი დაჰკარგა.






თათბირი ხელმწიფის სასახლეში.

ბრძენი კინა– ლოკო

ხელმწიფემ ნაზირ–ვეზირებთან თათბირი ისურვა. ყველა ვეზირი და მრჩეველი მოიწვია დარბაზში.

პირველი სიტყვა თვითონ ქონდარ XV წარმოთქვა.

დარბაზში მოწვეულებს განუმარტა, თუ რისთვის შეკრიბა ერთად ამდენი ხალხი.

- ქონდარუხი არაფერს აღარ ჭამს!– ასე დაასრულა თავისი სევდიანი სიტყვა ხელწიფემ.

უფლისწულის სავალალო მდგომარეობამ დიდად დაამწუხრა თათბირის მონაწილენი. ყველა სინანულით აქნევდა თავს და თვალებზე მომდგარ ცრემლს იწმენდდა.

- უფლისწული აღარ ჭამს!

- ღმერთო, რა გვეშველება!

- მერე რა მჭამელი ბავშვი იყო!

- აბა, აბა! რამდენს ჭამდა ეგ დალოცვილი?

ისმოდა აქეთ–იქიდან ვეზირებისა და მრჩევლების შეძახილები.

საშველი არ იყო. არავინ იცოდა, ნამდვილად არსებობდა თუ არა ციცინათელების ქვეყენა. თუ არსებობდა, სად და რომელ მხარეს უნდა ეძიათ; ან ცხოვრობდა კი ციცინათელების ქვეყანაში მზეთუნახავი?

იმ დროს ასეთი საკითხების გადაწყვეტა არც ისე იოლი საქმე იყო.

მოთათბირენი სამ ბანაკად გაიყვნენ.

სალამურას თავგადასავალი

ერთნი ამბობდნენ: ამგვარი ქვეყნის არსებობა შესაძლებელია და უნდა ვეძიოთო. ბანაკს მეფე ქონდარ XV ედგა სათავეში. მეორენი არ ეთანხმებოდნენ: ყოვლად შეუძლებელია ციცინათელების ქვეყანა არსებობდესო.

ამათ ქონდართუხუცესი მეთაურობდა.

მესამე ბანაკი არაფერს ამბობდა, თავს იკავებდა. ამიტომ მეთაურიც არ ჰყავდა.

დიდხანს, ძალიან დიდხანს იკამათეს. ბოლოს მეორე ვეზირმა წამოიყვირა: მოდი, კინა–ლოკოს ვკითხოთ!

მეორე ვეზირის წინადადებამ საერთო აღტაცება გამოიწვია. ჭკვიან მრჩეველს ტაშიც კი დაუკრეს. მერე სათითაოდ მივიდა ყველა და ხელი მაგრად ჩამოერთვა. მთელმა სასახლემ იცოდა, პირველ ვეზირს ჭკუით მეორე ვეზირი სჯობდა, მაგრამ ახალგაზრდა იყო და არ აწინაურებდნენ.

სახედაძმარებული ქონდრთუხუცესი განზე იდგა. მტკივანი კბილი ნიკაპამდე ჩამოეკიდა.

გაბრაზებული ბურტყუნებდა თავისთვის: პირველი ვეზირი მე ვარ და რატომ მაინცდამაინც მეორე ვეზირს გაახსენდაო კინა– ლოკო?

– ბრძენი კინა– ლოკო სასახლეში მოვიწვიოთ!–ბრძანა ხელმწიფემ.

– კინა–ლოკო არსად არ დადის, ხელწიფევ!– მიუგო ქონდართუხუცესმა.

– როგორ თუ არ დადის? გაუკვირდა ქონდარ XV-ს.

– ასეთი გუნებისაა, ხელმწიფევ, არსად არ დადის,– გაუმეორა პირველმა ვეზირმა.

ძალით მოვიყვანოთ!–ისევ ბრძანა ხელმწიფემ.

რა აზრი აქვს ძალით მოყვანას,– თქვა მეორე ვეზირმა,– კინა–ლოკო თუ ძალით მოვიყვანეთ, კრინტსაც ვერ დავაძვრევინებთ.

- ხელმწიფევ,– მიმართა მეორე ვეზირმა,– ელჩად მე გამაგზავნეთ, ოღონდ სხვებიც გამაყოლეთ, რომ ბრძენის ნათქვამის სისწორე დამიდასტურონ.

- ბრძენთან ჩვენ ყვალანი ერთად წავალთ, გარდა ხელმწიფისა,– წინ წამოდგა.

ქონდართუხუცესი და ქონდარ მეთხუთმეტეს მდაბლად დაუკრა თავი.

კინა–ლოკო ნამდვილი ჭკუის კოლოფი იყო. მას გაგონილი ჰქონდა, ვიღაც ბრძენმა მთელი ცხოვრება კასრში გაატარაო და გადაწყვიტა, თვითონაც ასე ეცხოვრა. ოღონდ ეს კია, ქონრადეთში კასრებს არ ამზადებდნენ და არ იცოდა რა ეღონა. ბოლოს გზის პირას ცარიელი ნიჯარა იპოვა. შიგ შეიხედა, კარგად დაათვალიერა, ენაც კი აუსვა: ერთი ვნახო, რა გემოსიაო. ძალიან მოეწონა ბრძენს ლოკოკინას ნიჯარა, ღმერთს მადლობა შესწირა და თქვა: აბა, ასეთ ბინას სადღა ვიშოვი, სწორედ ის არის, რასაც ვეძებდიო!

გზის პირას დასახლდა ბრძენი.

სახელიც შეიცვალა, კინა–ლოკო დაირქვა. სახელის მოგონებისთვის ისეთი დიდი ჯაფა არ დასდგომია, როგორც სახელოვან პოეტს ჰილარიო ბუერას. სიტყვა ლოკოკინა ბრძენმა დაანაწევრა და აღმოჩნდა, რომ იგი რვა ასოსაგან შედგებოდა. წინა ოთხი ასო უკან გადაიტანა, ხოლო ოთხი უკანა ასო–წინ. ასე გამოვიდა კინა–ლოკო.

ბრძენს არ გაჰკვირვებია,როცა ნიჯარიდან გარეთ გაიხმეს და უცებ ამდენი ნაზირ–ვეზირი დაინახა ერთად შეყრილი. მასთან უფრო ბევრიც მოსულა. საერთოდ, ხშირად მოდიოდნენ ბრძენთან რჩევა–დარიგების მისაღებად.

კინა– ლოკომ ასეთ დროს დაზარება არ იცოდა.

ერთხელ ჰკითხეს:

- ბრძენო კონა–ლოკო, წელს იქნება თუ არა გვალვა?

ბრძენმა უპასუხა:

- თუ წვიმა არ მოვიდა, გვალვა უსათუოდ იქნება!

იმ წელს მართლა არ მოვიდა წვიმა და საშინელი გვალვები დაიჭირა.

ერთხელ კიდევ ჰკითხეს:

- ბრძენო კინა–ლოკო, წელს გვექნება თუ არა ქონდრის მოსავალი?

ბრძენმა ამჯერად ასე უპასუხა:

- თუ საერთოდ, კარგი მოსავალი მოვიდა, ქონდარიც გვექნება უსათუოდ.

იმ წელს მართლაც კარგი მოსავალი მოვიდა და ქონდარელებს ქონდარი თავზე საყრელი ჰქონდათ.

აი, როგორი ბრძენი იყო კინა–ლოკო!

ხელმწიფის ელჩებმა კი სულ სხვა რამე ჰკითხეს.

- ო, დიდო ბრძენო კინა ლოკო, გვითხარით, არსებობს თუ არა ციცინათელების ქვეყანა?

- ღამე. – უპასუხა ბრძენმა.

- რა?– ჰკითხა ქონდართუხუცესმა.

- ღამე. – გაუმეორა ბრძენმა.

- რა?– ისევ ჰკითხა ქონდართუხუცესმა.

- ღამე.– თქვა მესამედ ბრძენმა კინა– ლოკომ და თავის ნიჟარაში შევიდა.

ხელმწიფის ელჩებმა ვერაფერი გაიგეს. ეს რა თავსატეხი გაუჩინათ ბრძენმა

ქონდრისკაცმა.



საგონებელში ჩავარდნილი

ელჩები მეორე ვეზირმა იხსნა

ხელმწიფის ელჩები ლაპარაკ–ლაპარაკით მიდიოდნენ სასახლისაკენ. ყველას ერთი სატყვა ეკერა პირზე: ,,ღამე“. ნეტავი რას ნიშნავდა ეს სიტყვა? ელჩები დარწმუნებულები იყვნენ, რომ კინა ლოკომ ბრძნული რჩევა მისცათ, მაგრამ ამ სიბრძნეს ამოხსნა უნდოდა. დაღონებულები სასახლის კარიბჭეს მიუახლოვდნენ.

უცებ მეორე ვეზირს თვალები გაუბრწყინდა და წამოიყვირა:

- მივხვდი, რასაც ნიშნავს ,,ღამე“! თუ გვინდა ციცინათელების ქვეყნის პოვნა, ღამით უნდა ვეძებოთ.

უცებ ყველა ელჩი შეთანხმებულივით გავარდა სასახლისაკენ. ისინი, რა თქმა უნდა , მაშინვე მიხვდნენ, რომ მეორე ვეზირმა კინა– ლოკოს სიბრძნე ამოხსნა. ოველ მათგანს უნდოდა, ხელმწიფის ქება დაემსახურებინა, უნდოდდა პირველი მისულიყო ქონდარ XV– სთან და ციცინათელების ქვეყნის ამბავი მიეხარებინა.

რკინის ჭიშკარი მეტად ვიწრო იყო და, აბა, ყველა ერთად როგორ დაეტეოდა! აქ მოხდა, რაც მოხდა.

ელჩები ჭიშკარში გაიჭედნენ, ვერც წინ მიდიოდნენ და ვერც უკან. სულ დაავიწყდათ კეთილშობილება და თავაზიანობა, ერთმანეთს ფერდებში მაგარ– მაგარ მუჯლუგუნებს სთავაზობდნენ, ტანსაცმელს ახევდნენ. ერთი ელჩი მეორე ვეზირს ყურზეც კი ჩამოეკიდა, თითქოს საყურე ყოფილიყო.

მერე ჭიშკარმა იხუვლა, ყველანი ერთად გაცვივდნენ ეზოში. საშინელი ზედახორა დაიწყო. ერთმანეთში ისე აირივნენ, ვერ გაარჩევდი, რომელი ფეხი რომლისა იყო და რომელი თავი– რომლისა.

ბოლოს მაინც მეორე ვეზირმა ივაჟკაცა.

ზედახორიდან გამოძვრა და რაც შეეძლო, მოკურცხლა ხელმწიფისაკენ.

როგორც იცით, მეორე ვეზირი სხვებზე ახალგაზრდა იყო და ახალგაზრდობამ მაინც თავისი გაიტანა.







ქონდართუხუცესის ვერაგული ზრახვები

ამ ზედახორაში მხოლოდ ქონდართუხუცესს არ მიუღია მონაწილეობა. მეორე ვეზირმა ამოხსნა თუ არ კინა–ლოკოს სიბრძნე. პირველ ვეზირს ვერაგულმა აზრმა გაუელვა თავში. იმწამსვე გაშორდა იქაურობას, თავისი სასახლისკენ გაეშურა. სწრაფად აირბინა მარმარილოს კიბეები და ქალიშვილის ოთახს მიადგა.

ფრინტა სარკის წინ იჯდა, თმას ივარვხნიდა. სარკეში დაინახა: კარი გაიღო და ოთახში მამა შემოვიდა.

- ოჰ, მამა!– ფრინტა წამოხტადა მამას მიეგება.

- ქონდართუხუცესმა თავზე გადაუსვა ხელი ქალიშვილს და ჰკითხა:

- წუხელ როგორ გეძინა შვილო?

კარგად – მიუგო ფრინტამ.

სალამურას თავგადასავალი

მერე ისევ სარკის წინ დაჯდა და თმის ვარცხნა

განაგრძო.

თურმე ჩვენს ქალაქში გამოცენილა ექიმი, რომელიც ცხვირებს აპატარავებს.

- შენ სადან იცი?

- ფურისულამ მითხრა.

ფურისულა მოახლე გოგო იყო.

- მერე რა ეშმაკად გინდა ცხვირის დაპატარავება?

- ცოტას დავიპატარავებ, უფრო ლამაზი ვიქნები.

- ცხვირი ჩვენი გვარის სიამაყეა!

- მაშინ მეჭეჭს მაინც მოვიშორებ.

- არავითარი მეჭეჭი!–გაბრაზდა ქონდართუხუცესი.– შენ ის გააკეთე, რასაც მე გეტყვი!

- რა გავაკეთო?

ქონდართუხუცესმა ქისა ამოიღო, ფრინტას მიუახლოვდა. ქისა გახსნა და მაგიდაზე დააპირქვავა. მაგიდაზე მარგალიტები და ძვირფასი თვლები გაიბნა. ფრინტას თვალები აუჭრელდა.

– ფურისაულას დაუძახე და უთხარი: ეს პატიოსანი თვლები კაბის გულისპირზე დაგიკეროს, ეს შვიდი მარგალიტი კი თმაში გადიბნიო. დღეს ასე უნდა გამოეწყო.

პირველმა ვეზირმა მარგალიტებიდან შვიდი ამოარჩია და განზე დააწყო.

– უჰ, როგორ ბრჭყვიალებენ!– ვერ დამალა აღტაცება ფრინტამ.

– უფლისწულმა ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავთან თამაში მოისურვა. დღეიდან შენ იქნები ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი.

- რა კარგია!– ტაში შემოჰკრა ფრინტამ.– რას ვითამაშებთ მე და უფლისწული?

- რასაც მოინდომებ, იმას ითამაშებთ.

- მერე გავხდები ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი?

- მომისმინე , ფრინტა! ამ ღამით შენ ბუჩქებში დაიმალები...

- ბუჩქებში? ისიც ღამით? მეშინია!

ნუ გეშინია! ფურისულა გვერდით გეყოლება, მაგრამ იმას მარგალიტები არ ექნება და ღამეში არ გამოჩნდება.

ხომ გახსოვს უფლისწულის ფანჯრის წინ ბუჩქებია, იქ დაიმალები. მე ფანჯრიდან ნიშანს მოგცემ, შენ ბუჩქიდან გამოხვალ და უფლისწულს დაენახვები. აციმციმებული და აბრჭყვიალებული რომ გაივლი, ქონდარუხს ნამდვილი ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი ეგონები.

- მერე?

- უფლისწული მოინდომებს შენთან თამაშს.

- რას ვითამაშებთ?

- ან თვალხუჭობანას, ან ასკინკილას.

- მე არ მიყვარს ასკინკილა.

- რა დროს ეგ არის, ფრინტა, მთავარია, უფლისწულმა შენათან თამაში მოინდომოს.

ქონდართუხუსეცმა კიდევ ერთხელ დაარიგა ქალიშვილი, ასე და ასე მოიქეციო, და

ოთახიდან გავიდა.




უფლისწულის გაღვიძება.

სასახლის ბაღში ციცინათელების ცრუ მზეთუნახავი

ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, როცა ქონდართუხუცესი თორმეტი ქონდრისკაცის თანხლებით შევიდა უფლისწულის საწოლ ოთახში.

უფლისწულს ეძინა.

- უფლისწულო!– ხმადაბლა დაუძახა ქონდართუხუცესმა – გაიღვიძეთ, უფლისწულო!

უფლისწულმა ხვრინვა ამოუშვა.

- უფლისწულო!– ქონდართუხუცესმა ხელი მოჰკიდა ქონდარუხს და ფრთხილად შეარხია.

უფლისწული გულაღმა ამოტრიალდა და მუცელი მოიფხანა.

ქონდართუხუცესმა ქონდრისკაცებს გადახედა და უფრო მაგრად შეანჯღრია ქონდარუხი. საშველი მაინც არ იყო. პირველმა ვეზირმა ამოიხვნესა და ფანჯარას მიაშურა, ეზოში გადაიხედა: იქ ერთი ბუჩქი საოცრად ციმციმებდა, კაცს ეგონებოდა, მთელი ქვეყნის ციცინათელები იმ ერთ ბუჩქს დახვევია.

ქონდართუხუცესი ისევ დაბრუნდა უფლისწულთან. ახლა უფრო მაგრად მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია.

- უფლისწულო! უფლისწულო!

ერთმა ქონდრისკაცმა ფეხის გულზე მოუღიტინა.

ქონდარუხმა ფეხი საბანში შემალა და გაიცინა. გაღვიძებით მაინც არ გაღვიძებია.

ახლა უკვე თორმეტივე ქონდრისკაცი დაესია ქონდარუხს. ზოგი უყვიროდა, ზოგი ამჯღრევდა, ზოგი უღიტინებდა. ბოლოდ და ბოლოს მოთმინების ფიალა აივსო! ყველაზე დაბალმა და მსუქანმა ქონდრისკაცმა ვეღარ გაუძლო ამდენ ბრძოლას და უფლისწულს ფეხის ცერათითზე კბილებით ჩააფრინდა.

ქონდარუხს განწირული ხმა აღმოხდა! ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ უფლისწულმა გაიღვიძა.

- იჩქარეთ უფლისწულო!– უთხრა ქონდართუხუცესმა.– ციცინათელების ქვეყნის მხეთუნახავმა თავისი ფეხით მოგაკითხათ.

- ვაი,თითი! ვაი, თითი!– ღრიალებდა ქონდარუხი, ნატკენი ცერა თითი მუჭში ჩებღუჯა.

- თქვენს ეზოში მზეთუნახავია,უფლისწულო!

უფლისწული წამოხტა და ფანჯრისკენ კოჭლობით გაიქცა.

- აბა, სადა?

აი, იქა! – ქონდარუხმა ფანჯარა გამოაღო, ამავე დროს ხელით ანიშნა თავის ქალიშვილს, ბუჩქებიდან გამოდიო.

ფრინტა ბუჩქიდან გამოვიდა.

ღმერთო, რა სანახაობა იყო!

აელვებული, აციმციმებული, აბრჭყვიალებული მზეთუნახავი ეზოში დადიოდა.

- ჩქარა ჩამაცვით! – ბრძანა უფლისწულმა.

თორმეტი ქონდრისკაცი დატრიალდა. თვალის დახამხამებაში გამოაწყვეს ხელმწიფის ვაჟი.წაღებს რომ აცმევდნენ, ერთი კი შეჰყვირა: ,,ვაიმე ფეხიო“, მაგრამ ამისათვის ყურადღება არავის მიუქცევია.

უფლისწულმა კიბეები ჩაირბინა და ეზოში გაიჭრა. უცებ გაშეშდა. მას ნელ–ნელა მიაუახლოვდა ციცინათელების მსეთუნახავი.

ათნაბიჯზე რომ მიუახლოვდა, მზეთუნახავი შეჩერდა.

- რა გქვია?–ჰკითხა ქონდარუხმა.

ქონდართუხუცესის ქალისვილს კინარამ წამოსცდა: ,,ფრინტა მქვიაო“, მაგრამ დროზე შეიკავა თავი.

- გინდა ვითამაშოთ?

- რა?–ჰკითხა მზეთუნახავმა.

ასკინკილა არ მიყვარს.

ქონრადთუხუცესს თავისი ჯადოქრული თიხის ჯამი კედელზე მიედო და ყველაფერს ისმენდა. გულზე სკდებოდა: ჩემი ქალისვილი ხომ დავარიგე, როგორ უნდა მოქცეულიყო, და რას ჰქვია, ასკინკილა არ მიყვარსო!

- მაშინ თვალხუჭობანა ვითამაშოთ!– არ ეშვებოდა უფლისწული.

- ვითანაშოთ,– დაეთანხმა მზეთუნახავი.

- ვინ დაიმალება.

- მე ვერ დავიმალები.

- რატომ?

- განა ვერა ხედავ რატომ?

- აჰა, ციცინატელები გისლიან ხელს. მაშ დაწიწკნობანა ვითამაშოთ.

- ეგეთი თამაში პირველად მესმის.

- შენ გაიქცევი, მე კი გამოგეკიდები. დაგიჭერ და თმას დაგაწიწკნი,– აუხსნა უფლისწულმა.

- ვაი, ეგრე ხომ მეტკინება?!

- მერე, რა, უნდა მოითმინო!– უფლისწული მზეთუნახავისკენ წავიდა, უნდოდა, ციცინათელებიანი თმა მოეწიწკნა, მაგრამ სახე დაინახა თუ არა, განწირული ხმით იყვირა:– ოჰ , ცხვირი! მომატყუეთ! ეს მზეთუნახავი კი არა, ფრინტაა!

გაბრაზებული ქონდარუხი სასახლის კიბეზე ავარდა.საწოლი ოთახის კარი შეაღო, ეგონა, ქონდართუხზუცესი იქვე დახვდებოდა, მაგრამ პირველ ვეზირს თავის ქონდრისკაცებიანად გაპარვა მოესწრო.

ამ დროს ხელმწიფე საიდუმლოდ ეთათბირებოდა მეორე ვეზირს.მათ გადაწყვიტეს, ციცინათელების ქვეყნის აღმოსაჩენად დედამიწის ოთხივე მხარეს ღამის შიკრიკები დაეგზავნათ.

ამის შესახებ უფლისწულმა არაფერი იცოდა.

სალამურას თავგადასავალი

ოთახში სეცვლისთანავე დაეძინა. დილით რომ გაიღვიძა, რაც წუხელ თავს გადახდა, ცხადი იყო, თუ სიზმარი, აღარ ახსოვდა.




დაკარგული ჭიამაიების პოვნა.

ისევ ტყის პირი.

სამწუხარო ამბავი

სალამურამ დღისა და ღამის გზის გასაყართან მიაგნო დაკარგულ ჭიამაიებს. უნდა გენახათ,როგორი სიხარულით სეეგებნენ თავიანთ პატრონს, ხელებზე დააფრინდნენ, ეფერებოდნენ, ხან ტიროდნენ, ხან იცინოდნენ.

– მე თქვენ აღარ დაგსჯით,–უპასუხა სალამურამ ზარმაცებს,– თქვენი სიზარმაცის საფასურად ამ ტანჯვასა და წვალებას გაკმარებთ. ალბათ უკვცე მიხვდით, რა უბედურების მოტანა სეუზლია სიზარმაცეს.

მშობლიურ იალაღებს მოწყვეტილებმა მართლაც მძიმე წუთები გამოიარეს: წვიმა, გრიგალი, მერე უგზოობა, სიში და უძილობა. ზარმაცებმა შეიგნეს დანაშაული და ახლა მადლიერების გრძნობით ხელებზე ეალერსებოდნენსალამურას.

- დრო აღარ იცდის, წავიდეთ– თქვა სალამურამ, – ჩვენ ღამისა და დღის გასაყართან ვიმყოფებით. სამწუხაროდ, თქვენ მხოლოდ ქარისა და წვიმის გზები იცით, თორემ აქედან სულ ადვილად მიაგნებდით იალაღებს.

წასვლა რომ დააპირეს, აღმოჩნდა, რომ სამ ჭიამაიას ფრთები ჰქონდა ნაღრძობი. ფრენა აღარ შეეძლოთ. სალამურამ იქვე მონახა ობობას ქსელი, ჭიამაიებს ნაღრძობი ფრთები სეუხვია.

მერე მხრებზე დაისვა და იალარებისაკენ გაჰყვა გზას. დანარცენები ფრენით დაედევნენ.

მზემ მთის მწვერვალებიდან ამოჰყო თავი.

სალამურამ გზა მოსჭრა. სულ მალე მივიდა საძოვრებზე.

საღამომდე მწყემსავდა , შემდეგ მწუხრისა დაუკრა და ჭიამაიები დააბინავა.

მთელი ღამე იმას ნატრობდა, ნეტავი როდის შესაღამოვდებაო, და, აჰა, ნანატრი დროც მოვიდა. სალამურა უკვე გზას ადგა, ტყისკენ მიდიოდა, სადაც ბაია ელოდებოდა.

როგორ უნდა ბაიას ნახვა, როგორ ჩქარობდა! აი იმ სერსაც გადაივლის და ტყე გამოჩნდება. ვიდრე ტყესთან მივა, კარგად დაღამდება კიდეც და ბაია თავის ციცინატელებიანად იქ დახვდება.

მაგრამ ეს რა ემართება სალამურას? სხეული მოუდუნდა, მუხლები მოეკვეთა... თავსაც ვეღარ იმაგრებს, მხრებზე უვარდება.

არაფეია, სალამურა მაინც მიაღწევს ტყეს, რადგან იქ ბაია ელოდება. შეჰპირდა და უნდა აჩვენოს კიდეც მზის ამოსვლა.

სალამურამ ჩაიჩოქა. წამოდგომა სცადა, მაგრამ ვეღარ შეძლო. წამოწვა, ცოტას დავისვენებ და წამოვდეგებიო. წამოწვა თუ არა, ძილის ნიავმა წამოუბერა და სალამურას თვალები დაუხუჭა.

დაღლილ-დაქანცულ მწყემს ბიჭუნას ღრმა ძილით ჩაეძინა.

მართლაც, სალამურას ხომ ორი დღე და ერთი ღამე არ უძინია! ჯერ იყო და გრიგალსა და წვიმას ებრძოდა, მერე დაკარგული ჭიამაიების საძებნელად გაეშურა, მერე ბაიას შეხვდა და მთელი ღამე თეთრად გაათენა; მერე ჭიამაიები მონახა, იალაღზე წაასხა და საღამომდე მწყემსა...როგორც ხედავთ, უძილობამ და დაღლილობამ თავისი გაიტანა; სალამურას დაეძინა.

როდესაც გაეღვიძა, ცა უკვე გაფერმკრთალებულიყო. ვარსკვლავებსაც დაეკარგათ ელვარება. სალამურა მიხვდა; მთელი რამე ძილში გაუტარებია.

ეს რა მომივიდა, რამდენი ხანი მძინებიაო,– გაიფიქრა და წამოხტა. სირბილით დაეშვა თავქვე, იქნებ როგორმე ბაიას დაძინებამდე მივუსწრო და დაგვიანებისათვის ბოდიში მოვუხადოო. რა თქმა უნდა, მზის ამოსვლას ვეღარ დაანახვებს, რადგან ბაია მთელი ღამე ციცინატელებს მწყემსავდა და, ალბათ, თვალიც არ მოუხუჭავს. რიგრიგობოთ რომ დაეძინათ, მაშინ სხვა იქნებოდა... არა, დაგვიანების მიზეზი უნდა აუხსნას! აბა, რა გამოვა, სალამურა მაყტუარა და ცრუპენტელ რომ ეგონოს ბაიას?! ხომ იფიქრებს, ჭიამაიები მომაძებნინა და მერე აღარც კი გავხსენებივარო.

სალამურას ერთი წუთითაც არ გახსენებია ბაია. სულ ახსოვდა მასთან გატარებული მშვენიერი ღამე. ბაია რომ არა, ალბათ ვერც ნახავდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ტყის თავზე დიდებულად დანათებულ მთვარეს.

აჰა, ტყისპირიც გამოჩნდა! ვერ წარმოიდგენთ, რა სიხარულით აუძგერდა გული, ტყის პირას მორიალე ციცინათელებს რომ მოჰკრა თვალი.

მართალია, ციცინათელები ისე არ ანათებდნენ და ციმციმებდნენ როგორც შუაღამით, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარია, ჯერ არ ეძინათ და ისევ დაფრინავდნენ. ბაიაც იქ იქნებაო, – გაივლო გუნაბაში და სირბილს მოუმატა.

სალამურა სულმოუთქმელად გარბოდა. თვალის დახამხამებაში გაჩნდა ტყესთან.

ციცინათელებმა სალამურა დაინახეს და მისკენ გამოფრინდნენ, ბიჭუნას გარშემო აღელვებულებმა დაიწყეს ფრენა. მწყემსი ბიჭუნა თვალებს აცეცებდა, იქნებ ბაია დავინახოო, მაგრამ მწყემსი გოგონა არსად ჩანდა.

–სად არის ბაია?– იკითხა სალამურამ გაბზარული ხმით.

ციცინათელები უფრო აღელდნენ და ერთმანეთში აირ– დაირივნენ.

–სად არის ბაია, ციცინათელებო, ნუთუ უკვე დაიძინა?!

–არა!– ერთხმად უპასუხეს ციცინათელებმა.

–მაშ რა იქნა?

–მოიტაცეს!

–მოიტაცეს?!

–ჰო, მოიტაცეს!

–ვინა, ვინ მოიტაცა?!

არ ვიცით!

- საით წაიყვანეს?

- არც ეგ ვიცით!

- რატომ არ დაედევნეთ, რატომ არ დაიმახსოვრეთ გზა!

- ჩვენ მეომრები არა ვართ, მაგრამ მაინც შევებრძოლეთ. ნახევარზე მეტი

ციცინათელა ბრძოლაში დაიღუპა, ჩვენ ტყეში შეგვლალეს და ისე გაიტაცეს ბაია.

- საბრალო ბაია!

- საბრალო, საბრალო ბაია!–აცრემლდნენ ციცინათელები.

- საბრალო ციცინათელები!

- საბრალო, საბრალო ციცინათელები!

ცაზე უკვე ყველა ვარსკვლავი გამქრალიყო. მხოლოდ ცისკრისა კიაფობდა.

- ჩვენ მეტი აღარ შეგვიძლია, – თქვეს ფერკამკრთალმა ციცინათელებმა,–ტყეში უნდა გავფრინდეთ.

ციცინათელები კი აღარ ანათებდნენ, ბჟუტავდნენ.

მშვიდობით სალამურავ!

- მშვიდობით იყავით ციცინათელებო! ნუ გეშინიათ, მე წავალ ბაიას საძებნელად და, სადაც არ უნდა იყოს, მოვნახავ, თავის ქვეყანას დავუბრუნებ!.. მშვიდობით იყავით ციცინათელებო! თავს მოუარეთ!

- თუ ბაიას საძებნელად მიდიხარ, ჩვენც წაგვიყვანე! – ახმაურდნენ ციცინათელები.

- სამწუხაროდ, ყველას ვერ წაგიყვანთ,–უთხრა სალამურამ, – ისე კი, რამდენიმე თუ წამომყვებით, კარგი იქნება.

- წამოგყვებით, წამოგყვებით!

ციცინათელებმა იმსჯელეს და ბოლოს ასე გადაწყვიტეს: რამდენიმე ყველაზე გონიერი და ყველაზე მოციმციმე ციცინათელა გაჰყვებოდა სალამურას.

სალამურამ ციცინათელები კოლოფში ჩასვა და იალაღებზე დაბრუნდა.

მგზავრობის თადარიგი დაიჭირა: ახალი ქალამნები ამოისხა და გუდაში საგზალი ჩააწყო, მერე რამდენიმე ჭკვიანი და გამოცდილი ჭიამაია იმავე კოლოფში ჩასხა, სადაც ციცინათელები ჰყავდა.

სალამურას თავგადასავალი

მერე დაისვენა. ხვალ დილით ადრე ბაიას საძებნელად მიეშურებოდა. ვინ იცის, რამდენი უნდა ევლო, რამოდენა გზა ედო წინ.




ბაიას საძებნელად გამგზავრება.

სირბილა, თოკზე მოსიარულეთა ქალაქი

ჯერ კარგად არ იყო გათენებული, სალამურას რომ გაეღვიძა. ჭიამაიები იალაღებზე გაუშვა, თან დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, ვინ რომელ დღეს უნდა გაფრენილიყო წვიმისა და ქარის ქვეყანაში ამინდის გასაგებად.ჭიამაიებმა აღუთქვეს: ჯავრი ნუ გაქვს, წესიერად მოვიქცევითო, და დაიმედებულმა სალამურამ იალაღები დატოვა. ოღონდ ეს კია, წასვლის წინ დამშვიდობებისა დაუკრა.

ჭიამაიებს გული აუჩუყდათ და ღაპაღუპით სდიოდათ ცრემლი.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ დღეს სალამურამ შორიდანვე შეამჩნია ქარავანი, ეს ან ქალაქი იქნება, ან ციხე- სიმაგრეო,- გაიფიქრა და ნაბიჯს მოუმატა.

დიდი ხნის სიარულის შემდეგ, როგორც იყო, გალავანს მიდგა. ჯერ მარჯვნივ გახედა კედელს, მერე- მარცხნივ. ზევითაც ააყოლა მზერა, გალავანს კარი ვერ უპოვა.

- ნადვილად სხვა მხარეს ექნება კარი, -თქვა ხმამაღალა და ახლა კარის საძებნელად გასწია. ორ საათზე მეტი დრო მოანდომა სალამურამ გალავნის შემოვლას.

როგორ გგონიათ, იპოვა კარი?

არა, სალამურამ კარს ვერ მიაგნო. გალავანს კარი არა ჰქონდა და როგორ მიაგნებდა?!

ეს რა უბედურებაა, ამხელა გალავანია და ალაყაფი არა აქვს! შიგ საიდან შედიან ან საიდან გამოდიან?სალამურა სასოწარკვეთამ შეიპყრო. ბაია უთუოდ ამ გალავანში ეყოლებათ დამწყვდეულიაო,- ფიქრობდა მწყემსი ბიჭუნა. თან მაღლა-მაღლა იხედებოდა.

-თუ მართლა აქა ჰყავთ, გალავანს სალამურის დაკვრით ერთხელაც შემოვუვლი და ბაია მიხვდება, რომ მის საძებნელად ვარ წამოსული და აქვე ახლომახლო ვიმყოფებიო.

სალამურამ ქამარში გარჭობილი სალამური ამოიღო და შუადღისა დაუკრა.

- ეი, მანდ რომელი ხარ?-მოესმა უცებ ზევიდან.

სალამურამ დაკვრა შეწყვიტა. კედელს ახედა და გალავნის რიკულებიდან თავგამოყოფილი ბიჭი დაინახა.

- სალამურა ვარ, - უპასუხა ბიჭუნამ.

- რომელი სალამურა?

- სალამურა – ჭიამაიების მწყემსი.

- ეგ კი აღარ ვიცოდი, თუ ჭიამაიებსაც მწყემსები სჭირდებოდათ. აბა დამენახვე, როგორი ხარ.

სალამურა ბუჩქებიდან გამოვიდა და ქვაზე შეხტა.

- ნუ გეშინია ბიჭო, რას მემალები.

- არ გემალები,- უპასუხა სალამურამ, -აი შემხედე, ქვაზე ვდგავარ.

- აჰა!

- მხედავ?

გხედავ, გხედავ! ჩამოსძახა ზევიდან უცნობმა. - რა პატარა ყოფილხარ, თუმცა რა, ჭიამაიების მწყემსი დიდი არც უნდა იყოს. ახლა ის მითხარი, აქ რას აკეთებ, რამ მოგიყვანა?

-ქვეყნის დათვალიერება გადავწყვიტე და ვმოგზაურობ.- რა პატარა ყოფილხარ, თუმცა რა, ჭიამაიების მწყემსი დიდი არც უნდა იყოს. ახლა ის მითხარი, აქ რას აკეთებ, რამ მოგიყვანა?

- ქვეყნის დათვალიერება გადავწყვიტე და ვმოგზაურობ,-სალამურამ იფიქრა სიფრთხილეს თავი არა სტკივაო და ნამდვილი მოსვლის მიზეზი დაუმალა,- დღეს ამ გალავანს მოვადექი,ირგვლივ შემოვუარე და რა გამოვიდა?კარი ვერ ვიპოვე.

- ეს, ჩემო ძმაო,- უთხრა უცნობმა,- ჩვეულებრივი ქალაქი ნუ გგონია, თუ თოკზე სიარული არ იცი, აქ ვერ ამოხვალ.

- ვთქვათ ვიცი, როგორღა ამოვიდე?

- იმ ხეს ხომ ხედავ?- ბიჭმა სალამურას დიდი ჭადარი დაანახა,- იმ ხეს ქამანდს ვესვრი და თოკს გავჭიმავ.

- მერე?

- მერე და თუ შეგიძლია, თოკს ამოჰყევი.

სალამურამ ქამანდის სროლა კი იცოდა, მაგრამ თოკზე სიარული არასოდეს უცდია.

კლდე-ღრეებში , ქარაფებზე ბევრჯერ უვლია ვიწრო ბილიკებით, მაგრამ თოკზე სიარული მაინც სხვაა, თოკზე ნამდვილად ვერ გაივლის სალამურა.

- უკეთესი რა იქნება, ეგ თოკი რომ ჩამოუშვა? ამოვცოცდები.

- ეე, შენ თოკზე სიარული არა გცოდნია.

- ჰო, არ ვიცი.

- მაშ აქედან ისე ვერ წახვალ, სანამ არ ისწავლი.

- თუკი მასწავლით, მაგას რა სჯობია.

- კარგი, ჩამოვუშვებ.- ამის თქმა და თოკის გადმოგდება ერთი იყო.

სალამურამ თოკი მოზიდა - თუ გამიძლებსო. მაგარი გამოდგა.

ის სალამურასთანა

ბიჭსაც გაუძლებდა, ზწდ ასივე ერთად რომ დაკიდებულიყო.

- მყემსი ბიჭუნა თოკს ცოცვით აჰყვა: ფეხებს გალავნიდან გადმოშვერილ

ქვებს აბიჯებდა და ასვლა ერთი-ორად უადვილდებოდა.

როგორც იყო, აცოცდა გალავანზე და შვებით ამოისუნთქა. უცნობმა ბიჭმა ხელი

ჩამოართვა და გაეცნო:

- ფოსტალიონი ვარ, წერილების დამტარებელი... სირბილა მქვია ... ყველა ჩემ

ტოლსა ვჯობნი სირბილში.

სალამურამ სირბილა გაიცნო და ქალაქს გადახედა.

თოკზე მოსიარულეთა ქალაქი არა ჰგავდა არც ერთ ქალაქს, რომელიც ჩვენ ანდა

სხვას უნახავს. სახლები ერთმანეთს სახურავებიდან სახურავებზე გაჭიმული თოკებით უკავშირდებოდა. თოკზე ადამიანები საქმიანად დადიოდნენ.

ისე ირეოდნენ, გეგონებოდათ,რუსთაველის პროსპექტიაო

ვთქვათ, სახლი ხუთსართულიანია. მეხუთე სართული მოქცეული იყო სულ

ქვევით, სადაც ჩვენებური სახლების პირველი სართულია. ჩვენ თუ ვამბობთ, ,,მეხუთე სართულზე უნდა ავიდეო“, ისინი ამბობდნენ: ,, მეხუთე სართულზე უნდა ჩავიდეო“, რადგან სართულებს ზევიდან ითვლიდნენ,სადარბაზო შესასვლელებიც სახურავებზე ჰქონდათ. ასევე ზევით იყო სავაჭროები, დუქნები, სახელოსნოები.

- უცნაური ქალაქია,- თქვა სალამურამ.

- უცნაური ეს კი არა, სხვა ქალაქებია,- უპასუხა სირბილამ,- მტვრიანსა და

ჭუჭყიან ქუჩებში სიარულს არ სჯობია სუფთა ჰაერზე იარო?! ჩვენს ქალაქში ყველა ჯანმთელია, ერთ ავადმყოფსაც ვერ ნახავ. მაგ გუდაში რა გიდევს?

- საგზალი წამოვიღე, ცოტა კიდევ დამრჩა.

- თამბაქო ხომ არა გაქვს?

- არა.

- იცოდე, თუ სიგარეტი გაქვს წამოღებული, ქალაქში არ შეგიშვებენ. შეიძლება,

ქალაქიდან გადაგაგდონ კიდეც.

- ჩემს სიცოცხლეში არ მომიწევია თამბაქო.

- იქნებ არაყი ან ღვინო წამოიღე?

- არც ეგ წამომიღია.

- ოო, მაგარი სასმელების შემოტანაზე სასტიკი სასჯელია. თუ ვინმე დაიჭირეს,

ფეხებით ჩამოჰკიდებენ შუა ქალაქში.

სალამურამ გუდას თავი მოხსნა და სირბილას უჩვენა, შიგ რა ეწყო.



ციცინათელებიანი და ჭიამაიებიანი ყუთიც კი უჩვენა.

- ციცინათელებსა და ჭიამაიებს ჩვენთან ყურადღებას არ აქცევენ, შეგიძლია

შემოიტანო.





ვიღაც ღონიერი ხელებით დასწვდა სალამურას

კეთილი და წესიერი ბიჭი აღმოჩნდა სირბილა. შეჰპირდა, ჩემთან, სახლში

წაგიყვან და ღამეს გაგათევინებ, ხვალ დილით კი ქალქის დათვალიერებას ვინ ჩიოდა, მთავარი სირბილას სახლამდე მისვლა იყო.

- იცი , რას გეტყვი, სირბილა, - უთხრა სალამურამ.- რახან თოკზე

სიარული არ შემიძლია, მოდი, დაბლა ჩამიშვი, მე მაინც მიწაზე სიარულსა ვარ შეჩვეული.

- ეგრე არაფერი გამოვა, - უპასუხა სირბილამ.

- რატომ?

- შემ ხომ არ იცი, სად ვცხოვრობ?

- ეგ მართალია, არ ვიცი, მაგრამ, სალამურა და ცოტა ხნის შემდეგ უთხრა,-

შენ თოკზე იარე, მე ქვევიდან გითვალთვალებ, საითაც წახვალ, ოქით გამოგყვები.

- თუ გინდა, ზურგზე მოგიკიდებ, ისეთი პატარა ხარ, რომ ადვილად

გზიდავ.

- არა, არა...

სალამურას თავგადასავალი

მიწაზე სიარული მირჩევნია.

სალამურამ, ბოლოს და ბოლოს, დაითანხმა სირბილა, ფოსტალიონმა ბიჭმა

თოკი ქალაქში ჩაჰკიდა და მწყემსი ბიჭუნაც მაშინვე ჩაცოცდა.

სალამურამ ქვემოდან ამოხედა სირბილას. სირბილა გალავნიდან თოკზე

გადავიდა და დინჯად გაჰყვა ქუჩას. სალამურა თვალს არ აშორებდა ახლახან გაცნობილ ბიჭს, ეშინოდა, თოკზე მოსიარულე ხალხში არ დაჰკარგვოდა, თან გრძნობდა, ყველას ყურადღება მიიპყრო. ხალხი მაშინვე მიხვდა, მიწაზე მიმავალი პაწაწინა ბიჭუნა ამ ქალაქის მკვიდრი არ იყო. ცნობისმოყვარეობით დასცქეროდნენ ზევიოდან.

სალამურამ გაიფიქრა, თუ ბაია აქ არის, ახლა გამოჩნდებაო.

სალამურს ჩაჰბერა, ქალაქში მომხიბვლელი ჰანგები დაიღვარა.

სალამურის ხმამ წარმოუდგენელი შთაბეჭდილება მოახდინა. თოკებზე სიარული შეწყდა, თითქმის ყველა ფანჯარა გაიღო. ღია ფანჯრებს ხალხი მოაწყდა, ყველა ცდილობდა, თავისი თვალით დაენახა ბიჭუნა, რომელიც ასე შესანიშნავად უკრავდა სალამურზე. უმეტესობა მაინც ქუჩაში გამოვიდა, თოკებზე ხალხის ტევა აღარ იყო.

სალამურა ფანჯრებს ათვალიერებდა: იქნებ სადმე ბაიას მოვკრა თვალიო, მაგრამ ბაია არსად ჩანდა. გულდაწყვეტილმა დაკვრა შეწყვიტა, სალამური ქამარში გაირჭო და გზა განაგრძო.

- ეი, ბიჭუნავ, კიდევ დაუკარი!- ჩამოსძახეს ზევიდან.

სალამურას უცებ სირბილა გაახსენდა და ძებნა დაუწყო. არც ისე იოლი იყო ამდენ ხალხში სირბილას პოვნა. მით უმეტეს, რომ ქვევიდან მარტო ადამიანთა ფეხები მოჩანდა.

სალამურამ მაინც განაგრძო გზა. მე თუ ვერ ვარჩევ, რომელია სირბილას ფეხები, ის ხომ მხედავს, მიწაზე ჩემს მეტი არავინაა.თუ მის სახლს გავცდი, დამიძახებს, აბა, რას იზამსო.

სალამურა ნელ-ნელა მიდიოდა, თან ზევით იყურებოდა, მომდევს თუ არა სირბილაო.

- ბიჭუნა, ვის ეძებ ასე გაფაციცებით?- გაიგონა სალამურამ ვიღაცის ხმა, თავი გვერდზე მიაბრუნა და ღია ფანჯარაში გადმომდგარი მელოტი კაცი დაინახა.

- სირბილას ვეძებ,- უპასუხა სალამურამ.- ამაღამ იმასთან უნდა გავათიო ღამე.

- აჰა, სირბილას ეძებ,- გაიღიმა მელოტმა.- მერე შენ არ იცოდი, რომ სირბილა ჩემი შვილია?

- მართლა? - გაუხარდა სალამურას, ასე იოლად რომ მიაგნო სირბილას სახლს,- საიდან უნდა მცოდნოდა, პირველად ვარ თქვენს ქალაქში.

- ისე, როგორ მოგეწონა ჩვენი ქალაქი... თუმცა ერთი ნახვით რას გაიგებ.- მელოტმა კვლავ გაიღიმა.- კარგი ხალხი ცხოვრობს... ძალიან კარგი... მუსიკა უყვართ... შენც მშვენივრად უკრავ.

ფანჯარასთან ახლოს მოდი და აქ დაუცადე.

სალამურა მეექვსე სართულის ფანჯარას მიუახლოვდა (ხომ არ დაგავიწყდათ,

რომ თოკზე მოსიარულეთა ქალაქში ზევიდან ქვევით ითვლიან სართულებს?). შენობის კედელს მიეყრდნო სირბილას დაუწყო ლოდინი. თოკებზე ხალხი ბუზებივით ირეოდა. მართლაც ძნელი იყო მარტო ფეხებით ადამიანის ცნობა.

უცებ სალამურამ იგრძნო, რომ ვიღაცა ღონიერიხელით დასწვდა მხრებში და ზევით აიტაცა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, სალამურამ დაყვირებაც ვერ მოასწრო. ეგ კი არა, ვერავინ მოჰკრა თვალი, ვერავინ დაინახა, სად გაქრა სალამურზე დამკვრელი ბიჭუნა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.










ალე ჰოპი- დაკოჭლებული ჯამბაზი










- ხა, ხა, ხა, ხა,- იცინოდა მელოტი და ნასიამოვნები ხელებს იფშვნეტდა,- ნუ გეშინია, ბიჭუნავ, შენ საიმედო კაცის ხელში მოხვდი. გაგიგონია ალე ჰოპი? თუ არ გაგიგონია, ახლა გაიგებ.

ამის გაგება არასოდეს არ არის გვიან... ალე ჰოპი, მე ვარ. ყველასაგან მივიწყებული.

ალე ჰოპი იცინოდა და ოთახში ბოლთას სცემდა. კოჭლობდა, მარცხენა ფეხს ცელივით იქნევდა.

- მე ვაჩვენებ მაგათ,- არ ცხრებოდა კოჭლი ბერიკაცი,- როგორ უნდა დავიწყება.

ხა, ხა, ხა,ხა! ჩემი სიცილი ხომ არ გაშინებს, ბიჭუნა. თუ გეშინია, აღარ გავიცინებ. შენ მალე დარწმუნდები, რა კითილი და სათნო კაცი ვარ, ისინი კი ბოროტები არიან.

მე შენ გაგწვრთნი, ჩემო ბიჭუნა, როგორც ფინიას, მე და შენ ერთად ვივლით ქალაქიდან ქალაქში. დიდი შენობის კადლებზე გავაკრავთ აფიშებს, აფიშებით ვაუწყებთ ხალხს, რომ ამა და ამ ქალაქს ესტუმრა სალამურზე დამკვრელი ჯამბაზი ბიჭუნა. ჰა, ხომ მოგწონს, სალამურზე დამკვრელი ჯამბაზი ბიჭუნა?!

სალამურა შიშით შესცქეროდა ალე ჰოპს, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა

ოთახში, კედლიდან კედელს აწყდებოდა და ბრდღვინავდა.

- და , რაც მთავარია, ფული გვექნება, ბლომად გვექნება ფული. ფულს ნიჩბებით მოვხვეტავთ.

- მე არ მინდა ფული,- თქვა სალამურამ,- გამიშვი!

- სად გაგიშვა, ბიჭუნა?

- გამიშვი. წავალ.

- სად წახვალ ბიჭუნა?

- წავალ ჩემი გზით.

- საით მიდის შენი გზა, ჩემო ბიჭუნა?

- არ ვიცი. ბაია უნდა მოვნახო.

- ჰოდა, თუ არ იცი, მე გასწავლი... სხვა ბაია არ გამაგონო, ჩვენი ბაია ახლა ფულია! შენ არ იფიქრო, თითქოს მარტო ფულს მოვხვეტავთ.

თუმცა არც ეგ არის ურიგო... მე რომ არ შეგხვედროდი, ვინ გაღირსებდა ისეთ სახელსა და დიდებას, როგორიც შენ გელოდება. მთელი ქვეყანა გაგიცნობს... თან ფული!ფული! ფული!

სალამურას თვალებიდან ცრემლი წასკდა. თავბედს იწყევლიდა, რატომ ფეხი არ

მომტყდა, სანამ აქ მოვიდოდიო. მართლაც, რა უნად ჰქნას? როგორღა უნდა უშველოს საბრალო ბაიას? ამ საზარელ კაცს ასე ადვილად ვერ დაუსხლტება ხელიდან.

- ნუ ტირი, ჩემო კეთილო ბიჭუნა! მალე შეეჩვევი აქაურობას.






წვრთნა




სალამურა ვერა და ვერ შეეჩვია ალე ჰოპთან ყოფნას.

უკვე ერთი კვირა გავიდა და გარეთაც კი არ გაუხედავს, კოჭლი ბერიკაცი გარეთ გახედვის ნებას არ აძლევდა.

ალე ჰოპმა კედლიდან კედელზე თოკი გაჭიმა და სალამურას თოკზე სიარულს აჩვევდა. პირველ ხანებში მწყემს ბიჭუნას ძალიან უჭირდა და არც ცდილობდა თოკზე სიარულის სწავლას. საშინლად იღლებოდა, მთელი ღამე სტკიოდა ფეხის კუნთები. მაგრამ მერე მიხვდა, რომ აქაურობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დააღწევდა თავს, თუ წესიერად ივარჯიშებდა და კარგად დაეუფლებოდა თოკზე სიარულს.

ერთი კვირის შემდეგ ალე ჰოპი აღტაცებული იყო სალამურას ნიჭითა და შესაძლებლობით.

- ყოჩაღ, ჩემო კეთილო ბიჭუნავ, შენ უკვე ჯამბაზი ხარ. მაგრამ ნამდვილ ჯამბაზობას ჯერ კიდევ ბევრი გიკლია, ახლა სალტო უნდა ვისწავლოთ. შენ იცი რა არის სალტო? სალტო მალაყია.

ჰაერში უნდა შეხტე, ამოტრიალდე და ისევ თოკზე დახტე ფეხებით.

სალამურას ჯამბაზობა მარტო თოკზე სიარული ეგონა. ეს სალტო თუ მალაყი

რაღა ჯანდაბაა? რად სჭირდება ახლა სალამურას მალაყი, გმაგრამ ალე ჰოპი არ ეშვებოდა.

სალამურას თავგადასავალი

ჯიუტად ავარჯიშებდა დღეში რვა საათს.

პირველი მალაყებისათვის ზამბარებიანი ტახტი გამოიყენეს. ზამბარებიან,

ზამბარებიან, რბილ ტახტზე უფრო იოლი იყო ხტუნვა, თანაც თუ დაეცემოდა, არაფერი ეტკინებოდა.

- ალე, ჰოპ!- დაუყვირებდა ბებერი ჯამბაზი და სალამურა მალაყზე გადადიოდა.

ასე შეეჩვია მწყემსი ბიჭუნა სალტოს.

ტახტზე რომ მოათავეს წვრთნა, მერე იატაკზე სინჯეს. იატაკზე ალე ჰოპმა ცარცით გაავლო ხაზი და სალამურას უთხრა:

- ამ ხაზზე დადექი, ჩემო ბიჭუნა.

სალამურა ხაზზე დადგა.

- ახლა, ჩემო ბიჭუნა, ისე ამოტრიალდი ჰაერში, რომ იქვე დადგე, სადაც ახლა დგახარ. დაიმახსოვრა , მთავარია სიზუსტე. აბა დავიწყოთ.

ალე ჰოპ!

სალამურა ოდნავ დაიხარა, ფეხის კუნთები დაჭიმა, მერე ახტა, ჰაერში

შემოტრიალდა და... იატაკზე გაადინა ზღართანი.

- არ ვარგა, ჩემო ბიჭუნა, თავიდან ვცადოთ.

სალამურამ ძლივს აითრია დაბეგვილი წელი.

- აღარ შემიძლია, ბატონო ალე ჰოპ!

- როგორც გეტყობა, დღეს ვახშამზე უარს ამბობ.

სალამურას ისე შიოდა,რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა. კიდევ ერთხელ სცადა ჰაერში

მალაყის გაკეთება, ამჯერად ორივე ფეხით ზუსტადხაზზე დადგა.

- ყოჩაღ, ჩემო ბიჭუნავ,- შეაქო ბებერმა ჯამბაზმა.- ერთხელაც და მერე დავისვენოთ.

ასე გადიოდა წვრთნაში დღეები. სალამურა უკვე ნამდვილი ჯამბაზივით

დახტოდა თოკზე და სალამურს უკრავდა. ალე ჰოპიც კმაყოფილებისაგან ღიღინებდა, თან მწყემს ბიჭუნას ეუბნებოდა:

- ერთხელ კიდევ, ჩემო კარგო ბიჭუნავ, ერთხელ კიდევ. მთავარია არ შევრცხვეთ.

სალამურას კი ერთი სული ჰქონდა, როდის დაამთავრებდა ვარჯიშს, რომ ლოგინში შეწოლილიყო. დღეში რვა საათი თოკზე ხტუნვა ისე ღლიდა და ქანცავდა, რომ ფიქრის თავიც კი არ ჰქონდა.

ზოგჯერ ბრაზდებოდა კიდეც – ბაიაზე არც კი ვფიქრობ, სულ გადამავიწყდაო.

- ახლა ორმაგი მალაყი, ჩემო ბიჭუნა,- უთრხა ალე ჰოპმა სალამურას.

- ორმაგი მალაყი რაღაა!-გაოცდა სალამურა.

- ორმაგი მალაყი ორმაგი სალტოა,- განუმარტა კოჭლმა ჯამბაზმა.

- ვერ გავიგე, ბატონო ალე ჰოპ.

- ახლავე აგიხსნი, ჩემო გონიერო ბიჭუნა! თუ ერთხელ ამოტრიალდები ჰაერში და თოკზე დადგები, ეს ერთმაგი მალაყია. თუ ორჯერ ამოტრიალდები და ისევ თოკზე დადგები,ეს ორმაგია.

- ორჯერ როგორ ამოვტრიალდები?!

დიდებულად, ჩემო ბიჭუნა, დიდებულად! ორჯერ კი არა, სამჯერ ამოტრიალებაც არაფერია... მთავარია ოთხჯერ ამოტრიალდე... ოთხმაგი სალტო- აი ჩვენი მიზანი!







აფიშა. სირბილა პოულობს სალამურას

თოკზე მოსიარულეთა ქალაქის ქუჩებში უზარმაზარი აფიშები გაჩნდა:

ყურადღება!

ყურადღება!

ყურადღება!



ნამდვილი სასწაულები!



სალამურზე დ ა მ კ ვ რ ე ლ ი ჯამბაზი ბ ი ჭ უ ნ ა!




ოთმაგი სალტო!!!

ჩ ვ ე ნ ა რ ა ვ ა რ თ საწაულებით გ ა ნ ე ბ ი ვ რ ე ბ უ ლ ე ბ ი და ნ ა მ დ ვ ი ლ ი

ს ა ს წ ა უ ლ ი თ უ გ ნ ე ბ ა ვ თ,

ე ს ა რ ი ს !

ფულის წამოღება არ დაგავიწყდეთ!

20 კაპიკად უდიდესი სიამოვნება გელით!

ნუ იძუნწებთ!

შეგიძლიათ მეტიც წამოიღოთ.

ყველანი სამოთხის პარკში!

დასაწყისი საღამოს 7 საათზე.

ბიჭუნა გაწვრთნა სახელოვანმა ჯამბაზმა ალე ჰოპმა!




ეს აფიშა თვითონ ალე ჰოპმა შეადგინა. მერე იმდენად მოეწონა, ოცჯერ მაინც წაილითხა.

ჯერ წაიკითხა უხმოდ, მერე ჩურჩულით, მერე ცოტა ხმას აუწია, ბოლოს წაიღიღინა კიდეც, ერთი ვნახოთ, მუსიკალურად როგორ ჟღერსო. ნაკლი ვერ მოუნახა. პირიქით, აღტაცებულმა სალამურასუთხრა: სწორედ ის გამოვიდა, რაც მინდოდაო. თავის დროზე რომ მეფიქრა, შეიძლებ ამწერალიც გამოვსულიყავიო.

აფიშა პირველად სირბილამ წაიკითხა, იგი ხომ ფოსტალიონი იყო და შინიდან დილით ადრე გამოდიოდა. ალე ჰოპმა კი აფიშები ქუჩებში ღამით გააკრა: ხალხი გაღვიძებისთანავე წაიკითხავს და მთელ დღეს ისე დაგეგმავს, რომ საღამოს სამოთხის პარკში მოვიდესო.

სირბილამ გულდასმით წაიკითხა აფიშა და, რა თქმა უნდა მიხვდა,სალამურზე დამკვრელი ჯამბაზი ბიჭუნა რომ სალამურა იყო.

აი, თურმე ვის ჩაუგდია ხელში საწყალი სალამურა! გაიფიქრა ფოსტალიონმა ბიჭმა. მას შემდეგ, რაც სალამურა დაიკარგა, სირბილა სულ ერთთავად წუხდა, ეს რა მომივიდა, მარტო როგორ გავუშვიო. ბევრი ეძება, მთელი ქალაქი შემოირბინა, მაგრამ სალამურას კვალს ვერსად მიაგნო.

ფოსტალიონმა ბიჭმა საწრაფოდ გახსნა ჩანთა და წერილები გადაათვალიერა.

იქნებ ალე ჰოპის წერილიც იყოს, რომ მასთან მისვლის საბაბი მომეცესო. ჩანთაში ალე ჰოპის წერილი მართლაც აღმოჩნდა. სირბილა სიხარულისაგან შეხტა და ეს სიხარული კინაღამ ძვირად დაუჯდა. თოკზე მარცხენა ფეხი დაუცდა, რომ არ ემარჯვა და წონასწორობა არ აღედგინა, ცუდი დღე გაუთენდებოდა.

სირბილა გასწორდა, მერე ქუდიც გაისწორა და სირბილით წავიდა ალე ჰოპის სახლისაკენ. რამდენიმე წუთში კოჭლი ჯამბაზის სახლთან გაჩნდა. სადარბაზოში შევიდა და სწრაფად დაეშვა მეექვსე სართულზე. კარზე ფრთხილად დააკაკუნა.

- ვინ არის?- მოესმა შიგნიდან ხმა, რომელიც ალე ჰოპის ხმას არ ჰგავდა,

- ფოსტალიონი ვარ, წერილი მოვიტანე.

- ბატონი ალე ჰოპი შინ არ გახლავთ.

- თქვენ ვინ ბრძანდებით?

- მე სალა მურა ვარ!

- გამარჯობა, ბიჭო! როგორ ხარ...

რამდენი გეძებე. შენს ძებნას გადავყევი!

- რომელი ხარ?

- სირბილა ვარ.

- გამარჯობა, სირბილა!

- კარი გამიღე სალამურა.

- როგორ გავაღო, კარი გარედან არის დაკეტილი.

- ალე ჰოპი სად წავიდა?

- არ ვიცი. მალე მოვა?

- არც ეგ ვიცი, როგორმე მიშველე, სირბილა, აქედან დამიხსენი.

სირბილა კარს მხრით მიაწვა, მერე ფეხებიც დაუშინა, მუხის კარი მაგრად იყო

დაკეტილი და ვერაფერი დააკლო.

- როგორ გიშველო, ბიჭო, ამ კარს ეშმაკიც ვერ გააღებს, იქნებ ფანჯრიდან გადმოხვიდე.

- დარაბებიც მაგრადაა დაკეტილი

- რა ვქნათ? - ჩაფიქრდა სირბილა, მერე უცებ ჰკითხა: მართლა ოთხმაგ სალტოს აკეთებ?

- კი, მერე ეგ რას მიშველი.

- თუკი ასე კარგად ისწავლე თოკზე დგომა, გაქცევას ადვილად მოგიხერხებთ. ალე ჰოპი კოჭლია და ვეღარ დაგეწევა, ნუ გეშინია, სალამურა, გამხნევდი...საღამოს სამოთხია პარკში მოვალ და გნახავ. კიდევ ცოტა ხანს დავრჩებოდი, წერილები რო არ მქონდეს დასარიგებელი. ნახვამდის, სალამურა!

- ნახვამდის, სირბილა!

ფოსტალიონმა ბიჭმა ალე ჰოპის წერილი კარზე აკრულ მწვანე ყუთში დატოვა და სირბილით აჰყვა კიბეს. მესამე სართულზე ალე ჰოპს შეეფეთა.

სალამურას თავგადასავალი

კოჭლი ჯამბაზი ღიღინ-ღიღინით მოდიოდა. სირბილა რომ დაინახა, დაეჭვებული შეჩერდა. კარგად ახსოვდა სალამურას ნათქვამი: სირბილასთან უნდა გავათიო ღამეო.

- აქ რას დაეხეტები ბიჭო!

- წერილი მოგიტანეთ, ბატონო ალე ჰოპ.

- მერე?

- ყუთში ჩავუშვი.

- მერე?

- მერე არაფერი. წამოვედი.

- კარზე თუ დააჯაჯუნე.

- დავაკაკუნე, ბატონო ალე ჰოპ.

- გიპასუხა ვინმემ?

- თქვენ შინ არ ბრძანდებოდით და ვინ მიპასუხებდა.

- აჰა, წერილი ყუთში ჩაუშვი... აჰა, კარგი, წადი,- ალე ჰოპი დამშვიდდა. სალამურას არავის ახვედრებდა, ეშინოდა, ვაითუ ბიჭუნა გამიბრიყვონ და გაქცევა აფიქრებინონო.

სირბილამ წასვლა დააპირა, მაგრამ კოჭლმა ჯამბაზმა ისევ შეაჩერა.

- ამ საღამოს ხომ მოხვალ?

- აუცილებლად, ბატონო ალე ჰოპ.

- ფულის წამოღება არ დაგავიწყდეს!

- ფულს თუ გინდათ, წინდაწინ მოგცემთ.

- მომეცი!-ალე ჰოპმა ხელი გაუშვირა.

სირბილამ ჯიბეები მოიქექა, აბაზიანი ამოიღო და კოჭლ ჯამბაზს გაუწოდა.




დიდი მოკრივის წერილი

ალე ჰოპმა მეექვსე სართულზე ჩასვლისთანავე გახსნა კარზე მიკრული ყუთი და წერილიც იქვე წაიკითხა:

,,ჩემო ძვირფასო მეგობარო ალე ჰოპ!

მივიღე შენი წერილი, რომელმაც ძალიან გამახარა. ბევრ საინტერესო ამბავს იწერები, ამიტომ არ შემიძლია მიღებისთანავე არ გიპასუხო.

ვიცი, ჩემო კეთილო მეგობარო, რას ნიშნავს, ყოფილი ჯამბაზი იყო.

შენ შეჩვეული იყავი დიდებას, სახელს, ტაშს. კაცმა რომ თქვას, არც ფული გაკლდა. მერე ყველაფერი ეს გაქრა, რადგან, ოთმაგი სალტო როცა დააპირე, ჩამოვარდი და ფეხი მოიტეხე. ფეხმოტეხილი ჯამბაზი კი იგივეა, რაც ცალხელა მოკრივე. ასე არ არის ჩემო კეთილო?

ახლა კი ბედი გწვევია. გიპოვია ისეთი ბიჭუნა, რომელიც კვლავ დაგიბრუნებს

ძველ, ერთხელ დაკარგულ დიდებას, შენი სახელი ისევ გამოჩნდება ქალაქის ქუჩებში გაკრულ აფიშებზე... ოჰ! რა ბედნიერებაა!

ასეთ დროს რით შემიძლია დავეხმარო უერთგულეს მეგობარს? ზოგი რამ მეც ძალმიძს, ჩემო კეთილო ალე ჰოპ.

ნუ იფიქრებ, რომ შენი ძველი მეგობარი მიდი მოადე დაბერდა და აღარაფრის თავი არა აქვს.

კარგი ქენი აფიშის ასლი რომ გამომიგზავნე. ხვალვე ვიშოვი მოზრდილ ქაღალდის ფურცლებს, ჩემი ხელით დავწერ აფიშებს და მთელ ქალაქს მოვფენ. ზოგიერთ რამეს ჩავუმატებ აფიშას, უფრო რომ მიიზიდოს ხალხი. აქაურების ამბავი მე მკითხე.

ნუთუ ეგ პატარა ბიჭუნა ოთხმაგ სალტოს აკეთებს. წარმოუდგენელია! დაუჯერებელია!აფერუმ შენს ვაჯკაცობას!შენ ყოფილხარ, რაც ყოფილხარ!

ერთი სიტყვით,ჩამოდი და ეგ ბიჭუნაც ჩამოიყვანე. დანარჩენი ჩემზე იყოს.

გკოცნი. გეხვევი ძმურად.

შენი უერთგულესი მეგობარი მ ი დ ი მ ო ა დ ე.

P.S.

ბინის შოვნაზე ზრუნვა არ დაგჭირდება. ჩემთან გაათევთ ღამეს“.




ალე ჰოპი დიდად ასიამოვნა მეგობრის წერილმა. წერილი რამდენჯერმე წაიკითხა, მერე დაკეცა და ჯიბეში შეინახა.

სალამურამ გასაღების ჩხაკუნი რომ გაიგონა, მაშინვე ტახტზე მიწვა და თავი მოიმძინარა, რადგან ძილი ჰქონდა ნაბრძანები.

კოჭლი ჯამბაზი ოთახში შევიდა, სალამურას გადახედა- ართი ვნახო- სძინავს თუ არაო. სალამურას ვითომ ახლაღა გაეღვიძა. თვალები მოიფშვნიტა და წამოჯდა.

- ყველაფერი მზად არის, ჩემო ბიჭუნა. ახლა სწორედ სამოთხის პარკიდან მოვდივარ შევამოწმე მაინც, როგორ დადგეს ანძები და როგორ დაჭიმეს თოკი. ჩინებულად! შენ წარმოიდგინე, ნაკლი ვერ ვუპოვე.- ალე ჰოპი ტახტზე ჩამოჯდა და სალამურას თავზე გადაუსვა ხელი- კარგად გეძინა?

- კარგად, ბატონო ალე ჰოპ!

- ფოსტალიონი ყოფილა და წერილი მოუტანია.

- არ ვიცი, ბატონო ალე ჰოპ, მე არაფერი გამიგია.



- მაშ კარგად გძინებია.

- აკი გითხარით, კარგად მეძინა-მეთქი.

ალე ჰოპი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სალამურას სირბილას მისვლა არ გაუგია.





სალამურზე დამკვრელი ჯამბაზი

ბიჭუნა, ოთმაგი სალტო


პარკი, რომელსაც ამ ქალაქში რატომღაც სამოთხისას უწოდებდნენ, ერთ- ერთი უზარმაზარი შენობის თავზე იყო გაშენებული.

გარშემო მაღალი რკინის მესერი ჰქონდა შემოვლებული, უბილეთოდ ჩიტიც კი ვერ გადაფრინდებოდა.

შესასვლელში თვითონ ალე ჰოპი იდგა, ყველა ბილეთს თავისი ხელით სინჯავდა, ყალბი ბილეთები არავინ შემომაპაროსო.

სამოთხის პარკისგან თითქმის მთელი ქალაქი დაძრულიყო. ყველას აინტერესებდა სალამურზე დამკვრელი ბიჭუნა, რომელიც ოთხმაგ მალაყს გადიოდა ჰაერში. სხვამ თუ არა, თოკზე მოსიარულე ხალხმა კარგად იცოდა ოთხმაგი მალაყის ფასი.

ამიტომაც მოდიოდნენ და მოდიოდნენ უწყვეტ ნაკადად.

შემოსასვლელს სირბილაც მოადგა.

- შენი ბილეთი?- ჰკითხა ალე ჰოპმა.

- მე ხომ ფული წინდაწინ მოგეცით, ბატონო ალე ჰოპ.

- როდის?

- დილით, როცა წერილი მოგიტანეთ.

- მე არაფერი არ ვიცი, ბილეთი მაჩვენე!

- როგორ არ გახსოვთ, ბატონო ალე ჰოპ, ოცკაპიკიანი მოგართვით დილით.

- ბილეთი!

- ბილეთის შესახებ არაფერი გითქვამთ.

- აქ ლაზღანდარობის ადგილი არ არის! მეორე თოკზე გადადი. ვერა ხედავ, ხალხს შესვლას უშლი!

სირბილა მეორე თოკზე გადავიდა. ბრაზი და ცრემლები ახრობდა, წინდაწინ

რატომ მივეცი ფულიო. ფოსტალიონ ბიჭს ჯიბეში კაპიკი არ მოეძევებოდა. გინდაც ჰქონოდა ფული, ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო

შინ მაინც არ წასულა.

ეს ხალხი რომ შევა, კიდევ ერთხელ ვცდი, იქნებ

როგორმე გავახსენო ალე ჰოპს ჩემი თავიო.

ხალხი ნელ-ნელა შედიოდა პარკში. სირბილა ყველას ეკითხებოდა, ზედმეტი

ბილეთი ხომ არა გაქვთო... სამწუხაროდ, ზედმეტი ბილეთი არავის აღმოაჩნდა. პარკში მეგობარი ბიჭებიც ელოდებოდნენ. გადაწყვეტილი ჰქონდათ, დღეს რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, სალამურა გაეთავისუფლებინათ. წინასწარი გეგმაც კი შეიმუშავეს.

თუ სირბილს პარკში ვერ შევიდოდა, მთელი გეგმები ჩაეფუშებოდა. ასეც მოხდა.

ალე ჰოპმა ცხვირწინ მიუხურა კარი და ზედ უზარმაზარი ბოქლომი დაადო.

იმედგაცრუებული ბიჭი უკან გამობრუნდა, პარკის მესერს გარშემო შემოუარა, იქნებ როგორმე გადავიპაროო. დგადაპარვა ყოვლად შეუძლებელი იყო,ყოველ ათ ნაბიჯზე დარაჯი იდგა.

სალამურას გაქცევ ადღეს უკვე აღარ მოხერხდებოდა. სირბილამ მარტო სირბილი იცოდა მაგარი, ისე კი გულჩვილი იყო. იქვე მესერთან ჩამოჯდა და მწარედ ატირდა.ეს როგორ დაემართა, როგორ გააწბილა დღეს სალამურა და მეგობარი ბიჭები.

სალამურა კი ამ დროს ანძაზე ადიოდა. მოედანზე ალე ჰოპი კოჭლობით დააბოტებდა და ხალხს სთხოვდა, ცოტათი უკან დაწეულიყვნენ.

სალამურას თავგადასავალი



- პატივცრემულო საზოგადოებავ,- მიმართავდა ალე ჰოპი ხალხს.

- მოდანზე ნუ

შემოიჭრებით. უკან დაიხიეთ, ასე უკეთესად დაინახავთ.

სალამურა თოკზე დადგა, ქამრიდან სალამური ამოიღო და ჩაჰბერა. მთელი

ხალხი სულგანაბული უსმენდა მწყემსი ბიჭუნას დაკვრას. სალამურა მწუხრის სიმღერას უკრავდა. ეს სიმღერა ცოტა სევდიანი იყო, ზოგიერთ ქალს გულმა უმტყუნა და აქვითინდა კიდეც.

მწყემსი ბიჭუნა სალამურს უკრავდა, თან თოკზე დადიოდა, ერთი თავიდან მეორე

თავში გავიდოდა, თოკზევე მოჭრიალდებოდა და სიარულს განაგრძობდა.

ყურადღება!- დაიყვირა უცებ ალე ჰოპმა.

ხალხი გაინაბა. ქალების ქვითინიც კი შეწყდა.

- აა- ლე ჰოპ!- დაიძახა მთელი ხმით კოჭლმა ჯამბაზმა.



სალამურა შეხტა, ჰაერში ამოტრიალდა და ისევ თოკზე დადგა. ეს ყველაფერი ისე გააკეთა, რომ სალამური პირიდან არ მოუშორებია და არც დაკვრა შეუწყვეტია.

ხალხში მოწონების შეძახილები გაისმა, ზოგმა ტაშიც კი დაუკრა.

ალე ჰოპმა ქუდი მოიხადა და მაყურებლებს ჩამოუარა

ასეთი სანახაობა ოც კაპიკზე გაცილებით მეტი ღირს ,- ყვიროდა ძველი ჯამბაზი, თან ხალხს ქუდს უწვდიდა,- ნუ გრცხვენიათ, ჩაიყავით ჯიბეში ხელი . ნაყინის ფული გაიმეტეთ ბიჭუნასათვის.

ქუდში მართლაც რამდენიმე შაურიანმაგაიღო ჩხრიალი.

- ყურადღება!- ისევ იყვირა კოჭლმა ჯამბაზმა.- ყურადღება!

ხალხი ისევ გაინბა.

- ა ლ ე ე ... ჰოოპ!... ჰოპ!

სალამურა ორჯერ ამოტრიალდა ჰაერში. არც ამჯერად შეუწყვეტია დაკვრა სალამურზე.

ორმაგმა სალტომ უფრო მეტი მოწონება დაიმსახურა და უფრო მეტმა მოიქექა ჯიბეები, რომ ალე ჰოპის ქუდში შაურიანი ჩაეგდო.

სალამურა თოკზე დადიოდა. სალამურს უკრავდა და თან ქვევით იხედებოდა, იქნებ საირბილას მოვკრა თვალიო.

აბა, როგორ მოჰკრავდა თვალს, როცა ფოსტალიონი ბიჭი ჯერ კიდევ მესერს გარეთ იყო და ვერაფრით ახერხებდა შიგ შესვლას.

პარკიდან ტაშის გრიალი მოისმა. ეს, ალბათ, სამმაგი სალტო არისო,- გაიფიქრა სირბილამ და რკინის მესერს მიადგა. უცებ დაინახა, რომ ყველა დარაჯი გარბოდა პარკის შუაგულისაკენ, სადაც ანძები იდგა. ეტყობა, ოთხმაგი სალტო აინტერესებდათ და დარაჯობას თავი მიანებეს.

სირბილასაც სწორედ ეს უნდოდა. მესერზე აცოცდა, გადაბობღდა და პარკში ჩახტა. მერე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოკურცხლა.

მოდანზე სამარისებური სიჩუმე იდგა. ყველა დაძაბული მისჩერებოდა ორ ანძას შორის დაჭიმულ თოკს, რომელზეც სალამურა იდგა და სალამურს უკრავდა.

- ყურადღება! ყურადღება! ყურადღება!- გაიგონა სირბილამ ალე ჰოპის ხმა,-

თქვენ ახლა ნახავთ საწაულს...

ოთხმაგი სალტო!

სალამურის ხმა რომ არა, სამოთხის პარკში ბუზის გაფრენას გაიგონებდით.

-ა ა ლ ე ე ... ჰოპ!.. ჰოპ!.. ჰოპ!.. ჰოპ!

ტაშის გრიალმა და ყიჟინამ შეძრა აქაურობა. სალამურა ჰაერში ოთხჯერ

ამოტრიალდა და ისევ თოკზე დადგა.

ეს მართლა სასწაული იყო!

ოთმაგი სალტო!

სალამურამდე ვერავინ ვერ შეძლო ოთჯერ ამოტრიალებულიყო ჰაეში და ისევ თოკზე დამდგარიყო.

ერთ დროს თვით ალე ჰოპიც დამარცხდა, როცა ოთხმაგი მალაყი დააპირა.

შაურიანები წვიმასავით წამოვიდა, ქუდში აღარ ეტეოდა და დაბლა ცვიოდა. ალე ჰოპი ფულს ხვეტავდა, თან ცალ ხელს მაღლა იშვერდა სალამურასკენ- იმას დაუკარით ტაშიო.







ლაყე კვერცხები. სალამურამ გაქცევა სცადა

შებიდდებისას ხალხი კმაყოფილი დაიშალა, ნელ-ნელა დაიშალა პარკი.

სალამურას ანძოდან ჩამოივლის.თანავე წაავლო ხელი ალე ჰოპმა.

- მოდი, ჩემო სახელოვანო ბიჭუნა, ამდენ ხალხში შეიძლება დავკარგოთ ერთმანეთი. ამიტომ მირჩევნია, ჩემთან ახლოს იყო.

ამ დროს ალე ჰოპის მელოტ თავზე რაღაცამ გაიღო თხლაშანი. კოჭლი ჯამბაზი შეხტა და შეჰყვირა. თავზე ხელი გადაისვა და ლაყე კვერცხის ნაჭუჭი შერჩა ხელში. ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტი თავი მოიწმინდა, თან აქეთ-იქით იყურებოდა მრისხანედ, თვალებს აბრიალებდა- ასეთი შეურაცხყოფა ვინ გამიბედაო.

ამის გაფიქრება და მეორე კვერცხის მოხვედრა ერთი იყო. ზედ კინკრიხოზე აფეთქდა მეორე ლაყე კვერცხი.

- ეს უკვე მეტისმეტია!- იღრიალა ალე ჰოპმა. - ამის უფლებას მე არავის არ მივცემ! ფუჰ, რა სუნია!

ბუჩქებიდან სეტყვასავით დაუშინეს კვერცხები. სალამურამ იფიქრა, რომ ეს ნამდვილად სირბილას მოწყობილი ოინებია და თუ გაქცევაა, ახლავე უნდა გავიქცეო. მაგრამ ალე ჰოპი, რაც უფრო მეტი კვერცხი ხვდებოდა, უფრო ძლიერდ უჭერდა ხელს, ამ დავიდარაბაში ეს ხვითოსავით ნაპოვნი ბიჭი არ დავკარგოო

კოჭლი ჯამბაზი გმირულად უძლებდა მელოტ თავზე კვერცხების თხლაშათხლუშს. სუნსაც უკვე არაფრად აგდებდა, ოღონდ ეს ბიჭი არ გამექცეს და ყველაფერს ავიტანო.

უცებ ალე ჰოპი შებარბაცდა და ორივე ხელი წაივლო თავზე. ეს უკვე ქათმია კვერცხი არ იყო.

ქათმის კვერცხი ასე ვერ შეაბარბაცებდა ძველ ჯამბაზს.

- ბატის კვერცხსაც მესვრით, თქვე უღმერთოებო?- იყვირა განწირული ხმით ძველმა ჯამბაზმა.

- სალამურა, რაღას უცდი, გაიქეცი!- გაიგონა ნაცნობი ხმა სალამურამ.

- მწყემსმა ბიჭმა აღარ დააყოვნა, მთელი ძალით მოუსვა გასასვლელისკენ.

- ალე ჰოპმა სწრაფად მოიწმინდა თავ-პირი და თვალები დაჭყიტა, გაქცეული სალამურა დაინახა და ყვირილით დაედევნა.

- სად გარბიხარ, ჩემო სახელოვანო ბიჭუნა, ხომ იცი, ვწესად გამექცევი!

ალე ჰოპი კოჭლობით მისდევდა გაქცეულ სალამურას, თან კოჭლი ფეხი უშლიდა სირბილს, თანაც- შაურიანებით დატენილი ჯიბეები. ჯიბეები ისე უჩხრისალებდა, გეგონებოდა, სურდა ფულით გატენილი ტომარა გარბისო.

კოჭლი ჯამბაზი პარკის გასასვლელთან რომ მივიდა, სალამურა უკვე თოკზე გარბოდა.

სირბილა და მისი მეგობრები, რომლებმაც ერთი კალათა ლაყე კვერცხი დაახალეს ალე ჰოპს, უკვე ზეიმობდნენ გამარჯვებას. სიცილ-ხარხარით გარბოდნენ თოკზე. თან სალამურას ასწავლიდნენ გასაქცევ გზებს. მაგრამ ზეიმი და სიხარული ნაადრევი გამოდგა.

სალამურა თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ დაემართა ასეთი რამ, როგორ გაუვარდა ხელიდან სალამური. ვაიმეო!- ართი შესძახა და შეშფოთებულმა ჩახედა მიწაზე დაგდებულ სალამურს.

რამდენიმე წუთის დაყოვნება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კოჭლი ჯამბაზი სალამურასთან გაჩენილიყო, სირბილას და მის ამხანაგებს ძალიან გაუკვირდათ, როცა შუა გზაზე გაჩერებული სალამურა დაინახეს.

დაუყვირეს კიდეც: არიქა, გაიქეცი, თორემ ალე ჰოპი დაგიჭერსო. ალე ჰოპმა მართლაც დაიჭირა სალამურა და ყურებიც კარგა მაგრა დაუსრის – ასეთი რამ მეორედ აგარ გამიბედოო.

- ხვალვე უნდა წავიდეთ ამ ქალაქიდან, თორემ ეს საძაგელი ბიჭები მოსვენებას არ მოგვცემენ.- თავისთვის ჩაილაპარაკა კოჭლმა ჯამბაზმა.

სალამურას თავგადასავალი

მერე სალამურას მიუბრუნდა: მითხარი, ჩემო პაწაწინა ბიჭუნა, შენ ხომ არ დააპირებდი გაქცევას, იმ საძაგელ ბიჭებს რომ არ გაებრიყვებინე?

სალამურამ არაფერი უპასუხა.

- ახლა შინ წავიდეთ და მოვისვენოთ. დღეს კარგად იმუშავე. კარგადაც დამრთავრდებოდა ყველაფერი, სულელურად რომ არ გაქცეულიყავი. მაინც ვისთან აპირებდი გაქცევას? ამდენი ხანი ტყუილად გაჭმევდი და გასმევდი? შენ ხომ ჩემ პურსა ჭამდი...

სალამურას ფეხები უკან რჩებოდა.

- გამოადგი ფეხი, შე ყაჩაღო!

- იქ ჩემი სალამურია.

- სადა?

- ჩამიცარდა, მიწაზე გდია.- სალამურამ ხელით აჩვენა, სად ეგდო სალამური.

- ოო, სალამურის დაკარგვა არ შეიძლება...

ჩავიდეთ და წამოვიღოთ.




მოკრივეთა ქალაქი. ძველი მოკრივე



მეორე დღესვე გაეშურნენ ალე ჰოპი და სალამურა იმ ქალაქში, სადაც კოჭლი ჯამბაზის მეგობარი მიდი მოადე ცხოვრობდა.

გზამ სალამურა ძალზე დაღალა და დაქანცა. სულ სირბილით მისდევდა ალე ჰოპს. გზადაგზა ეხვეწებოდა კიდეც:

ცოტა შევისვენოთ, ბატონო ალე ჰოპ, დავიღალე, სიარული აღარ შემიხლია.

- გამოადგი ფეხი, ზარმაცო, - უყვიროდა ალეჰოპი, - გუშინ იოლად გადამირჩი. ახლაც თუ გამაბრაზებ, ერთს მაგრად გაგბერტყავ ძველი ხურჯინივით.

სხვა რა გზა ჰქონდა, საწყალი სალამურა გარბოდა, როგორმე წინ მიმავალ კოჭლ ჯამბაზს რომ დასწეოდა.

ასე იარეს საღამომდე. არც შეუსვენიათ და არც უსადილიათ.

- ცოტა მაინც გვეჭამა, ბატონო ალე ჰოპ!

- ახლავე მივალთ ჩემს მეგობართან და გემრიელად გვავახშმებს .

ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა ქალაქი და სალამურამ ოდნავ შვებით ამოისუნთქა.

ქალაქი, სადაც მივიდნენ, და სადაც ალე ჰოპის ძველი მეგობარი მიდი მოადე ცხოვრობდა, ჩვეულებრივი იყო. ხალხი მიწაზე დადიოდა დას სახლებსაც შესასვლელები ჩვეულებრივად , პირველ სართულზე ჰქონდა.

ოღონდ ერთი უცნაური რამ შენიშნა სალამურამ: ყოველ მორდანზე მუშტი-კრივი იყო გამართული და ადამიანები ერთმანეთს ცხვირ-პირს ალეწავდნენ.

- ამ ქალაქში განსაკუთრებით უყვართ კრივი,- აუხსნა სალამურას ძველმა ჯამბაზმა, საღამოობით ასე იკრიბებიან და მუშტებს უხათქუნებენ ერთმანეთს. კარგი მოკრივე აქ ბევრ ფულს მოხვეტავდა... მაგრამ ფულის მოხვეტას მე ვასწავლი... თუმცა რასა ჰგავს ეს?! რატომ არ არის ქუჩებში ჩვენი აფიშები გაკრული? იქნებ არის და მე ვერ ვხედავ?

- არავითარი აფიშა არ არის.

- მით უარესი მაგათთვის!- რატომღაც მუქარით წარმოსთქვა კოჭლმა ჯამბაზმა,- უფრო მეტ ფულს ავაღლეტთ.

ალე ჰოპი შეჩერდა, ერთ პატარა სახლზე მიუთითა სალამურას:

- ამ სახლში ცხოვრობს ჩემი სტუმართმოყვარე მეგობარი.

კოჭლი ჯამბაზი კარს მიადგა და დააკაკუნა. რომელი ხარ? - გაისმა შიგნიდან ხრინწიანი ხმა.

- მე ვარ, ალე ჰოპი! - უპასუხა კოჭლმა ჯამბაზმა.

- ალე ჰოპ, ჩემო კეთილო და უძვირფასესო მეგობარო, - კარი გაიღო და სალამურან უზარმაზარი თავი დაინახა, ჯაგარა თმითა და წვერით შემოსილი.

ოჰ, დიდებულო და უკდავო ალე ჰოპ! ნუთუ შენ ხარ, მოდი, გადაგეხვიო.

ალე ჰოპი და მიდი მოადე გადაეხვივნენ და დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს. კაცი იფიქრებდა, ამათ ახლა ვერავითარი ძალა ვერ დააშორებსო, მაგრამ ბევრი კოცნისა და ზურგზე ხელების ტყაპუნის შემდეგ მაინც დაშორდნენ და ღიმილით აათვალიერ- ჩაათვალიერეს ერთმანეთი.

- ჰა, როგორა ხარ, ბებერო?- გაეხუმრა მიდი მოადე და მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარს.

- ახლა უკვე აღარაფერი მიშავს, ცოტათი მოვღონიერდი.

- სად არის შენი სახელგანთქმული ჯამბაზი. ერთი მაჩვენე, რა ჩიტია.

- აბა, სალამურა, ეჩვენე ბატონ მიდი მოადეს.

სალამურამ ნაბიჯი გაგადგა წინ.

- ეს არის კაცო?- გაოცდა მიდი-მოადე, - ეს ხომ ერთი ციცქნაა.

- სამაგიეროდ, ოქროა, ოქრო!

- ოთხმაგ მალაყს გადადის?

- გადადის და ეგრე?

- საინტერესოა.- მიდი მოადე ერთი წუთით ჩაფიქრდა, მერე გაიღიმა და სტუმრებს თავაზიანად მიმართა.- შემოდით...

დაღლილები იქნებით, დაისვენეთ.

- მიდი მოადე ოთახში შეუძღვა სტუმრებს. ოთხივე კედელზე უამრავი დიდი და პატარა, თითქმის ყველა ზომის სურათი ეკიდა . სურათებზე ახალგაზრდა მიდი მოადე იყო გამოსახული . მიდი მოადე კი ახალგაზრდობაში საკმაოდ ცნობილი მოკრივე გახლდათ. კრივის კვალი ახლაც ემჩნეოდა სახეზე. ცხვირი დაჭეჭყილი თუნუქის კოლოფივით ჰქონდა.

- საშინლად დავიღალეთ, -თქვა ალე ჰოპმა სკამზე რომ დაჯდა,- თანაც საშინლად მოგვშივდა.

- მოსვენებით კი მოგასვენებთ, მაგრამ...შიმშილისა რა მოგახსენოთ, - უპასუხა მიდი მოადემ, - დღეს არ მოგელოდით და თქვენი ვახშმისათვის არც მიზრუნია.

- ცოტა რაღაც მაინც გექნება.

- ეჰ, ჩემო მეგობარო, ალე, ჰოპ, რომ იცოდე, რა დღეში ვარ, ჩემს სახლში ბუზები და თაგვები შიმშილით იხოცებიან.

- შენი წერილი რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ჩემი მეგობარი მიდი მოადე გამოიცვლილა -მეთქი, შენ კი ისეთი ძუნწი ხარ, როგორიც იყავი.

- ძუნწი კი არა, ღარიბი ვარ, ჩემო კეთილო მეგობარო. ჰმ! შენდენი ფული რომ მქონდეს, ზღაპრულ ვახშამს გაგიშლიდი.

ძველმა მეგობრებმა კიდევ დიდხანს ილაპარაკეს.

ამ ლაპარაკიდან სალამურამ ერთი დასკვნა გამოიტანა: ამაღამაც წუხანდელიბით უვახშმოდ დარჩებოდა.




განხეთქილება. ძველი მოკრივე იმარჯვებს


სალამურა ძველი მეგობრების საუბარმა გააღვიძა.

- რატომ არ არის ქუჩაში გაკრული აფიშები?- ეკითხებოდა ალე ჰოპი ძველ მეგობარს.

- ვერ მოვასწარი. უფრო სწორად, აფიშის დასაწერი ქაღალდი ვერ ვიშოვე უფულოდ. უფულოდ არავინ არაფერს არ იძლევა.

- მაშ, რატომ მომარბენინებდი ამ გზაზე, თუ არც ვახშამი გქონდა და არც ქაღალდი.

- მეგონა, საგზალს თქვენ წამოიღებდით.

- საგზალი მეთრია ამხელა გზაზე?

- სამაგიეროდ დიდებული რაღაცეები მოვისაზრე და ეს საგახვედრე. აზრიც საქმეა, თუ არა!

- ვიცი, შენი აზრები! მაგ გაბურძგნულ თავში რა აზრი უნდა უნდა გიჭაჭანებდეს, შე, ბებერო!

- ჩვემ ხომ მეგობრები ვართ?

- მერე?

- ჰოდა, თუ მეგობრები ვართ, ერთმანეთს დახმარებაც უნდა გავუწიოთ.

- მაინც რა დახმერება გჭირდება?

- ყური დამიგდე, ალე ჰოპ. ჩვენს ბიჭუნას მოკრივის შესანიშნავი მონაცემები აქვს. პატარაა, მოძრავი, სხარტი, მოქნილი.

მაგ ბიჭუნას თავისი სისხარტისა დაა მოქნილობის წყალობით სამჯერ დიდი ბიჭის გალახვა შეუძლია.ო, რა სენსაცია იქნება!

- კრივი ჭირის დღესავით ეჯავრება სალამურას.

- მე, მგონი, არც ჯამბაზობა ეხატება გულზე. დამიჯერე, ალე, ჰოპ. მე გავწვრთნი, მე ვასწავლი კრივს.

- არავითარ შემთხვევაში!

- ფულს გავინაწილებთ, მეგობრულად გავიყოფთ.

- არავითარ შემთხვევაში!- ალე ჰოპი საწოლიდან წამოხტა.

- რას ჰქვია, არვითარ შემთხვევაში, ეგ ბიჭუნა შენი საკუთრება ხომ არ არის?

- დიახ, ჩემი საკუთრებაა! მე აღმოვაჩინე.

სალამურას თავგადასავალი

მე ვიპოვე, მე გავწვრთენი.

- ახლა მე გავწვრთნი და ჩემი საკუთრებაც იქნება.

- არა! არა! არა!- ღრიალებდა კოჭლი ჯამბაზი.

- ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.

- ღმერთმა დამიფაროს შენი მეგობრობისაგან. ჩვენ უვახშმოდ დაგვტოვე, შემ კი მთელი ღამე რაღაცას უსირცხვილოდ თქვლეფდი.

- მაშ არ მოგწონს ჩემი წინადადება, ალე ჰოპ?

- გითხარი, არა-მეთქი! ჩვენ ახლავ ედავტოვებთ აქაურობას.

- შენ შეგიძლია დატოვო აქაურობა. ბიჭუნას კი ვერ გაგატან, ჩემთან დარჩება.ძალიან მინდა კრივი შევასწავლო.

- როგორ თუ შენთან დარჩება?!

- ისე... ჩვეულებრივად.- მიდი მოადე ტახტზე წამოჯდა, გაიზმორა და თვალები მოიფშვნიტა.- ვერ ვიტან, როცა ერთი მდიდრდება და მეორეს სიღარიბეში ამოსდის სული.

- სალამურა, ადექი, ჩვენ მივდივართ!- ალე ჰოპი სალამურას დაადგა თავზე.-აბა, ჩქარა! წამოდექი! ახლავე უნდა წავიდეთ.

ამ ცბიერ და გაიძვერა კაცთან არაფერი გვესაქმება.

- რატომ ილანძღები, მეგობარო.- მშვიდად მიმართა მიდი მოადემ ძველ მეგობარს,- გირჩევნია, თავი შეიკავო. ერთხელ გითხარი და ახლაც გიმეორებ: ბიჭუნას მოეშვი, შენ კი ჯანდაბამდისაც გქონია გზა...

ალე ჰოპი სწრაფად იცმევდა ტანსაცმელს, თან სალამურასაც აჩქარებდა. მიდი მოადე კი ბოლთას სცემდა ოთახში და რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის. ხანდახან კოჭლ ჯამბაზს შეხედავდა, შეჩერდებოდა და დამცინავად ჩაიღიმებდა. სალამურა ალღოთი გრძნობდა, რომ ძველი მეგობრები მშვიდობიანად არ დაშორდებოდნენ ერთმანეთს. თვითონაც ღელავდა, გამალებით უცემდა გული.

-ალე ჰოპმა ხელი მოჰკიდა სალამურას და კარისაკენ წაიყვანა. კარი დაკეტილიაღმოჩნდა.



-გააღე კარი!- უბძანა მასპინძელს კოჭლმა ჯამბაზმა.

-ეგ ბიჭუნა ორივეს გვაცხოვრებს ,ჩემო...

-მძარცველო, შარაგზის ყაჩაღო, ახლავე გაგვიღე კარი!- სიტყვა გააწყვეტინა ალე ჰოპმა.

-ბიჭუნა, შენ განზე დადექი,- მიმართა სალამურას მიდი მოადემ, - ამ ბებერსა და კოჭლ ქოფაკს მე ვუჩვენებ, როგორ უნდა ლანძღვა- გინება.

- იმუქრები კიდეც, შე დაობებულო? იქნებ გინდა, ეგ თუნუქის კოლოფივით გაჭეჭყილი ცხვირი გაგისწორო!

ამდენ შეურაცხყოფას ვეღარ გაუძლო მიდი მოადემ. მოულოდნელად მოუქნია მუშტი და შიგ ყბაში სთხლიშა ალე ჰოპს. კოჭლი ჯამბაზი ჰაერში აიწია , ამოჭრიალდა და იატაკზე გაადინა ზღართანი.

- ეგეც შენი ოთხმაგი სალტო!- მიშნის მოგებით უთხრა მიდი მოადემ.

სალამურა შიშით კუთხეში მიიკუნტა. შეშინებული უყურებდა მიწაზე გულაღმა გაშოტილ კოჭლ ჯამბაზს.

მიდი მოადე მიუახლოვდა იატაკზე დაგდებულ მეგობარს, დაიხარა და სახეზე დახედა.

- როგორა გრძნობ თავს, ჩემო კეთილო მეგობარო?- სიცილით ჰკითხა ალე ჰოპს და გამობრუნდა.

უეცრად, ელვის უსწრაფესად წამოიჭრა ალე ჰოპი და მთელი ძალით ამოსცხო წიხლი ძველ მეგობარს. მიდი მოადე წაბარბაცდა, მოტრიალდა... ისე კი ერჩია, არ მოტრიალებულიყო, მაშინვე მოხვდა ცხვირში ვეებერთელა მუშტი.

მიდი მოადე ჩაიკეცა . მუხლებზე ჩაიჩოქა.

- ჰა, გემრიელია?- ალე ჰოპმა ჰკითხა ნიშნის მოგებით.- ხომ გადინე ცხვირიდან ძმარი?! გააღებ თუ არა კარს?!

კიდევ ერთხელ იგემა მიდი მოადემ ალე ჰოპის მუშტის ძალა.

მაგრამ აქ სასწაული მოხდა, იმის მაგივრად, რომ მეორე დარტყმას წაექცია და საბოლოდდ მოესპო მიდი მოადე, გამოფხიზლდა. ძველი მოკრივე სწრაფად წამოხტა და სეტყვასავით დააყარა მუშტები კოჭლ ჯამბაზს. კოჭლი ჯამბაზი დარეტიანდა, ხელს უმწეოდ ასავსავებდა ჰაერში, ცდილობდა ერთხელ მაინც მოერტყა ძველი მეგობრისათვის, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახვედრა.

ალე ჰოპი მამდენჯერმე დაეცა და წამოდგა. ისე იყო დარეტიანებული, რომ გარტყმა აღარ სჭირდებოდა , თვითონვე აწყდებოდა და ეხეთქებოდა კედლებს.

მიდი მოადემ კარიო გააღო, ქეჩოში წაავლო ხელი ალე ჰოპს და გარეთ ბურთივით გაისროლა, თან ერთი გემრიელი პანღურიც მიაყოლა.

კარი ისევ ჩაკეტა.

- ეგეც შენი ალე ჰოპი!- თქვა მიდი მოადემ და ცხვირით დაუსტვინა. ეტყობა, წეღან მოხვედრილი მუშტი სუნთქვას უშლიდა.

სალამურა სკამის ქვეშ იყო შემალული და შიშისაგან ცახცახებდა.

- სალამურა, სადა ხარ?- დაუძახა ძველმა მოკრივემ.

- აქა ვარ, ბატონო მიდი მოადე.

- გამოდი და ისაუზმე. როგორ მოგკლა შიმშილით, შე საცოდავო, მაგ ბებერმა ძუნწმა.

სალამურა სკამის ქვეშიდან გამოძვრა.

- აბა, მითხარი, სალამურა, კმაყოფილი ხარ თუ არა, ძველი პატრონი რომ დაგიზილე?

მწყემსს არც ალე ჰოპი ეპიტნავებოდა და არც მიდი მოადე.

ახლაც ორივე ერთნაირად ეჯავრებოდა.

ამიტომ შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია.

მიდი მოადემ მაგიდაზე პური, ყველი და ცივი წყალი მოიტანა.

- აბა, ჭამე!- მიუბრუნდა სალამურას.

ამ დროს კაკუნი გაისმა.

- რომელი ხარ?-იკითხა ძველმა მოკრივემ.

- მე ვარ, ალე ჰოპი.

- რისთვის გარჯილხარ ჩემო ძველო მეგობარო?

- გააღე კარი და გატყვი.

- კარის გაღებას ტყუილად ელოდები.მითხარი, რა გინდა.

- თანახმა ვარ, ძვირფასო ძმაო...კრივიც ვასწავლოთ სალამურას და შემოსავალიც თანაბრად გავიყოთ.

ნუთუ მართლა თანახმა ხარ, მეგობარო?

- ნამდვილად...

- ახლავე მოსცილდი აქაურობას, თუ არ გინდა მეორედ დაგიზილო გვერდები!

- ჩვენ ხომ ძველი მეგობრები ვართ...

- გეუბნები, ახლავე მოშორდი აქაურობას, თორემ შავ დღეს დაგაყენებ!

სალამურა პურსა და ყველს შეექცეოდა,ზედ ცივ წყალს აყოლებდა. ძველი მეგობრები კი ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ. მიდი მოადემ ვეღარ მოითმინა, კარი გააღო და ალე ჰოპს გაუვარდა.სალამურას არ დაუნახავს და არც იცოდა, გარეთ რა მოხდა. ეს კია, კოჭლი ჯამბაზი მერე აღარ გამოჩენილა და არც კარზე დაუკაკუნებია.






კრივის გაკვეთილები. პირველი ბრძოლები

ახლა მიდი მოადესთან დაიწყო ვარჯიშის გაუთავებელი დღეები. ჭერიდან ჩამოშვებული იყო თოკი. თოკზე ნახერხით გატენილი თოკი ეკიდა.

სწორედ ამ ტომარაზე ვარჯიშობდა სალამურა, დილიდან საღამომდე უშენდა და უშენდა მუშტებს. საღამოს ღონე გამოელეოდა და სასომიხდილი ეცემოდა იატაკზე.

მიდი მოადემ სხვადასხვა ილეთებიც ასწავლა. ასწავლა, როგორ უნდა გასცლოდა მოქნეულ მუშტს, სად და რა დროს უნდა მოერტყა მოწინააღმდეგესათვის, რომ წონასწორობიდან გამოეყვანა და საბოლოოდ დაემარცხებინა.

ერთ დღეს მეზობლის ბიჭი შემოიყვანა მიდი მოადემ და სალამურას უთხრა, ბიჭთან უნდა იჩხუბოო.

- რატომ უნდა ვიჩხუბო, ბატონო მიდი მოადე?- ჰკითხა გაკვირვებულმა სალამურამ.

- იმიტომ რომ შენი მოწინააღმდეგეა,

- საიდან არის შენი მოწინააგმდეგე?- დღეს პირველად ვხედავ.

მიდი მოადემ აუხსნა, რომ კრივი სპორტის ართ-ერთი სახეობაა და მოწინააღმდეგე სულაც არ ნიშნავს ნამდვილ მტერს.ისიც უთხრა, რომ მოწინააღმდეგეს დანდობა რა შეიძლება და მთელი ძალით უნდა იბრძოლოს საბოლოო გამარჯვებამდე.

ძველმა მოკრივემ სალამურას საგანგებოდ შეკერილი ტყავის ხელთათმანები ჩამოაცვა ხელებზე და მეზობელი ბიჭი წინ დააყენა.მეზობელი ბიჭი უკვე მომზადებული იდგა საბრძოლველად თავის ხელთათმანებიანად.

სალამურას თავგადასავალი

სალამურა შიშნარევი რიდით შესცქეროდა მასზე ორჯერ თუ სამჯერ უფრო დიდი მოწინააღმდეგეს.

- აბა, დაიწყეთ!- ბრძანა მიდი მოადემ,

ბრძოლა კარგად არც კი იყო დაწყებული, რომ სალამურამ საშინელი დარტყმა იგემანიკაპში.დაბარბაცდა, მერე იგრძნო, როგორ აყირავდა ოთახი და ქანაობა იწყო.მერე გონება დაჰკარგა.

როცა გონს მოეგო, ტახტზე იწვა. თავი უბრუოდა და სტკიოდა.გულხელდაკრეფილი მიდი მოადე ოთახში სცემდა ბოლთას. როგორც კი დაინახა, სალამურა გონზე მოვიდაო, მიუახლოვდა და უთხრა:

-მაგას გასწავლიდი ამდენ ხანს, მოწინააღმდეგეს ყბა მიუშვირე-თქო?

სალამურას კი ამ დროს იალაღებზე მიტოვებული ჭიამაიები გაახსენდა. გაახსენდა მწვანით შემოსილი მთები , მოჩუხჩუხე ვერცხლისფერი წყაროები და ლურჯად მოკრიალებული ცა.

ფიქრმა ისევ მიიყვანა ტყის პირასთან , სადაც ამ თვე-ნახევრის წინ ბაია ელოდებოდა . ბაიას გახსენებაზე ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა.

- ნუ ტირი სალამურა,- უთხრა მიდი მოადემ,- პირველი მარცხი შემდეგი გამარჯვების საწინდარია.

სალამურა კი ისევ ბაიაზე ფიქრობდა, ნუთუ ვერასოდეს დააღწევს თავს ამ საშინელ ადამიანებს, ვეღარ შეხვდება ბაიას? ალბათ, იმასაც ისე აწვალებენ და ტანჯავენ, როგორც სალამურას, პირადი გამდიდირებისა და სახელის მოხვეჭუსათვის იყენებენ.

იქნებ მართლაც უმჯობესია, კრივს თავი დავანებოთ და ისევ ჯამბაზობა დაგაწყებინო?- ეუბნებოდა მიდი მოადე.-არა არა. ვინ დაიჯერებს, რომ ძველმა მოკრივემ ჯამბაზი გაწვრთნა?! მაშინ ალე ჰოპს შეუძლია მიჩივლოს და შენი თავი წამართვას... ანდა რაში მჭირდება ეს საზიზღარი ჯამბაზობა...არა, შენ ნამდვილი მოკრივე უნდა გახდე! პირველმა მარვხმა არ შეგაშინოს . ხვალიდან განვაგრძობთ ვარჯიშს.

ორკვირიანი ვარჯიშის შემდეგ მიდი მოადემ ისევ შემოიყვანა მეზობლის ბიჭი.

- ბატონო მიდი მოადე, მე აღარ მინდა ამასთან ბრძოლა, - თქვა ბიჭმა ,- ძალიან პატარაა, ახლაც ერთი დარტყმით წავაქცევ.

სალამურა ღელავდა, თან თვალებით ზომავდა მოწინააღმდეგეს.

- აბა, დღესაც ვცადოთ , ჩემო კარგებო, ამბობდა მიდი მოადე.

მოწინააღმდეგენი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ.

- დავიწყოთ! გასცა ბრძანება ძველმა მოკრივემ.

მეზობლის ბიჭმა მარჯვენა ხელი მოუქნია სალამურას, სალამურამ თავი უკან გადასწია და ხელი აიცდინა. ხელთათმანმა ზედ ცხვირწინ გაიზუზუნა. ახლა მარცხენა ხელი მოუქნია მეზობლის ბიჭმა.

სალამურამ ამ დარტყმასაც მოარიდა თავი.

- ვახ!- წამოიძახა მეზობლის ბიჭმა.

- მიდი, მიდი, ჩემო სალამურა!- აქეზებდა ძველი მოკრივე.

ორივე მოწინააღმდეგე თავგამოდებით იბრძოდა. მაგრამ სალამურას უპირატესობა აშკარა იყო. სალამურა მეტოქეს სისწრაფით და მოქნილობით ჩაგრავდა. დარტყმებს ადვილად იცილებდა და მერე თვითონ გადადიოდა იერიშზე. სალამურას მეტოქეს დაღლაც დაეტყო. ამით, რა თქმა უნდა, მაშინვე ისარგებლა სალამურამ და მთელი შესაძლებლობით შეუტია.

მოწინააღმდეგემ დიდხანს ვეღარ გაუძლო, სალამურამ რამდენიმე დარტყმით დასცა ძირს.

- საკმარისია!- თქვა გახარებულმა ძველმა მოკრივემ.- ამის მეტი მე არაფერი მინდა.- მერე დამარცხებულს ცივი წყალი ასხურა და ყურები დაუსრისა.

მეზობლის ბიჭი წამოდგა და ლასლასით გაემართა კარისკენ.

-ასეა, ჩემო კარგო,-მიდი მოადემ კარამდე მიაცილა სალამურას მოწინააღმდეგე,- წინდაწინ არ უნდა იტრაბახო.

- მიდი მოადე მშვენიერ გუნებაზე დადგა.

სალამურას აქებდა და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდა. სალამურამ ერთხელ უკვე იწვნია სახელისა და დიდების ფასი, ძველი მოკრივის ნალაპარაკევს ყურადღებას არ აქცევდა, კარგად იცოდა, რისთვისაც აქებდა. ყოველი მისი გამარჯვებით უამრავი ფულის მოხვეტას აპირებდა ეს გაიძვერა დავერაგი კაცი.

მაგრამ სირართლე მაინც უნდა ითქვას, ამ გამარჯვებამ სალამურას თავისი თავისადმი რწმენა დაუბრუნა და განუმტკიცა. გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, გაქცეულიყო.ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? როდემდე უნდა იყენებდნენ სალამურას ბნელი ადამიანები თავიანთი ბნელი ზრახვებისათვის?

- დღეს დავისვენოთ, ჩემო კეთილო, ხვალიდან კი საქმეს შევუდგეთ!- უთხრა სალამურას ძველმა მოკრივემ.





გაქცევა

მიდი მოადე იმავე ღამეს გალეშილი მთვრალი დაბრუნდა შინ. ნახევარი საათი კარის გაღებას ეწვალა. ძლივს გააღო. მეორე ოთახში დიდხანს იბოდიალა, სიბნელეში ხან რას წამოედო და ხან რას დაეჯახა.

სალამურას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ძველმა მოკრივემ საწოლს ვერ მიაგნო.

- სალამურა, სალამურა,- ბურდღუნებდა ძველი მოკრივე, -გძინავს,ბიჭო, თუ თავს იკატუნებ... ხომ მიგიბერტყე შენი მასხარა პატრონი, ჰა? მეტი რა გინდა ბიჭო... ისე გარბოდა, უკან არ მოუხედავს... კარგი სირბილი სცოდნია, ვერ გაამტყუნებ.

უცებ სალამურამ ბრახუნი გაიგონა- ეტყობა სკამი წაიქცა, ამას ბრაგვანი მოჰყვა. ეს უკვე ძველი მოკრივე იყო. ძველი მოკრივე იატაკზე ეგდო.

- ეჰ, დავბერდი სალამურა... ხედავ, როგორ მომერია ღვინო? ახალგაზრდობაში ასე ადვილად ვერ მჩაგრავდა.

ახალგაზრდობაში მაგარი ვიყავი... ვერც კრივში მერეოდა ვერავინ... მერე ღვინო მომერია... დამჩაგრა... დამჩა... დამ...ხრრ.. ხრრ...ხრრ...

- ძველმა მოკრივემ ხვრინვა ამოუშვა.

- სალამურა მაშინვე წამოჯდალოგინზე და მიაყურა: ნამდვილად ხვრინავს თუ არაო?

თუ გაქცევაა, ახლა უნდა გავიქცეო,- გაიფიქრა სალამურამ და საწოლიდან ფრთხილად ჩამოცოცდა, ასევე ფრთხილად მიუახლოვდა იატაკზე გაშოტილ კაცს და უეცრად ცხვირწინ ღიად დარჩენილი კარი დაინახა.

მთვრალს დავიწყებოდა დაკეტვა.

- სიხარულისაგან კინაღამ გული გაუსკდა. ერთი წუთით დაეჭვდა კიდეც, იქნებ სულაც არ არის კარი ღია და მე მეჩვენესაო. მაგრამ ღია კარიდან მოკრივეთ აქალაქი და ქალაქის თავზე ვარსკვლთავებით მოჭედილი ცა დაინახა.

ვარსკვლავებით მოჭედილმა ცამ ბაიადა ტყისპირას გატარებულიბედნიერი ღემე მოაგონა. მაგრამ სალამირას ტკბილი მოგონებებისათვის დრო აღარ რჩებოდა. სასწრაფოდ უნდა ჩაეცვა და აქაურობას გასცლოდა.

ერთ წამში ჩაიცვა ტანსაცმელი. ასევე სწრაფად შეიკრა ქალამნები და გარეთ გავარდა. რამდენიმე წუთი სულმოუთქმელად ირბინა.

თვითონაც არ იცოდა, საით მიდიოდა, დაადგა გზას და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გარბოდა.

მოულოდნელად სალამურა შეჩერდა , თითქოს ქამანდი მოსდეს და დააკავეს ანდა ღრმა ნაპრალს წააწყდაო. კარგა ხანს იდგა ასე გაშეშებული. რა მოუვიდა? რატომ დგას სალამურა? არც წინ მიდის და არც უკან.

სალამურას თავგადასავალი

ბალიშის ქვეშამოდებული კოლოფი დაავიწყდა. იმ კოლოფით ხომ ციცინათაელები და ჭიამაიები ჰყავს წამოყვანილი. როგორ უმალავდა ჯერ ალე ჰოპს, ხოლო მერე მიდი მოადეს. დარწმუნებული იყო, ერთსაც და მეორესაც რომ მიეგნოთ, მაშინვე დაუხოცავდნენ საიდან სად წამოყვანილ ჭიამაიებსა და ციცინეთელებს.

ახლა რა ქნას;დაბრუნდეს უკან, თუ გზა განაგრძოს?დაბრუნდეს?!ვაითუ ძველი მოკრივე გაღვიძებული დახვდეს! მაში გაქცევაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ვეღარასოდეს დააღწევსთავს ძველი მოკრივის კლანჭებს. თუ არ დაბრუნდა?! რას იფიქრებენ საბრალონი.

არა! ამაზე ფიქრიც კი მკრეხელობაა!

რა თქმა უნდა ახლავე დაბრუნდება! თუნდაც გაღვიძებული დახვდეს, მაინც დაბრუნდება!

თურმე რანხელა გზა გამოუვლია! ნუთუ ამდენი ირბინა... მიდის, მიდის და ძველი მოკრივის სახლს ვერა და ვერ მიაღწია. იქნე ღამეში გზა აებნა? არა!ქალაქია ქუჩებში არც ისე ბნელა, ჯერ ისევ ანთია სანთლები და ფანჯრებიდან მკრთალი შუქი იღვრება.

აი ნაცნობი სახლი... რა ძნელი ახლა იქ მისვლა.

მაგრამ კარი ისევ ღიაა.

ალბათ, ძველი მოკრივე ისევ გდია იატაკზე და ხვრინავს. მართლაც ღვინით გალიშილს რა გააღვიძებს ასე მალე?!

სალამურამ მიირბინასახლთან. კიბეები ფრთხილად აიარა და ოთახში შევიდა.

გული შეეკუმშა.

ძველი მოკრივე იატაკზე აღარ ეგდო, მაგრამ ჩანს გაღვიძებია და სადღაც ბნელ კუთხეშია მიმალული. სადაც არის, წაავლებს სალამურას ყურში ხელს და ერთს ლაზათიანად წამოჰკრავს ქეჩოში.

სალამურამ შიშით მოათვალიერა ოთახი. არც ერთი კუნჭულიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. უცებ სწრაფად გავარდა თავის საწოლისაკენ მაგრამ სკამს დაეჯახა და საშინელი ხმაური ასტეხა.

- დავიღუპე!- წამოსცდა ხმამაღლა. იდგა და ელოდა, როდის წაავლებდა ძველი მოკრივე თავის რკინასავით მაგარ ხელს.

შემზარავ დუმილში გავიდა ორიოდე წუთი.

სალამურა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ამ ოთახში მის გარდა არავინ იყო, ალბათ,ძველი მოკრივე გაღვიძებისთანავე მიხვდა, რაც მოხდა და მაშინვე დაედევნა გაქცეულს. ოღონდ ის სხვა მხარეს წავიდა. როგორ იფიქრებდა, რომ სალამურა მთავარი, ყველაზე ნათელი ქუჩით დააპირებდა გაქცევას.

სალამურა ეცა თავის საწოლს და ბალიშის ქვეშიდან კოლოფი გამოაძვრინა, უბეში შეინახა.

მერე ღია კართან მივიდა, მიიხედ-მოიხედა და გაუჩინარდა.

ახლა წეღანდელივით აღარ გარბოდა მთავარ ქუჩაზე, იქ გავლა უკვე საშიში იყო.მიდი მოადე უკვე ბნელ შუკებს მოირბენდა და ძებნას მთავარ ქუჩაზეც დაუწყებდა, ამიტომ სალამურამ ბნელი შუკები აირჩია . ისედაც ერთი ციცქნა სიბნელემ შთანთქა. მიდი მოადე კი არა, თვით ეშმაკიც ვეღარ დაინახავდა თავისი ყოვლისმხედველი თვალით სალამურას.

როგორც იყო, ქალაქს გასცილდა.

ქალაქში, ასე თუ ისე, გზას იკვლევდა. ქალაქგარეთ კი იმდენად ბნელოდა, რომ ფეხის გადადგმაც შეუძლებელი იყო, თვალთან თითს ვერ მიიტანდი.

სალამურამ მაშინვე გახსნა თავისი ყუთი და ციცინათელები ამოაფრინა,

- აბა, ჩემო ციცინათელებო,- უთხრა სალამურამ, -ახლა თქვენ უნდა გამიკვლიოთ გზა.

- საით?- ახმაურდნენ ციცინათელები.

- საით?! ეგ არც მე ვიცი. მთავარია, აქაურობას გავშორდეთ. მერე კი ბაია უნდა მოვძებნოთ.

დამშეული და კოლოფში დამწყვდეული ციცინათელები ისე ძალუმად აღარ ციმციმებდნენ და ნათებდნენ. როგორც ტყისპირას, მაგრამ ის მკრთალი შუქი, რასაც ისინი გამოსცემდნენ, სალამურასთვის სრულიად საკმარისი იყო.




პოეტების ქვეყანაში.

აგამემნონ შუბლა

შევიდეს ამ ქალაქში სალამურა თუ გვერდი აუქციოს და გზა განაგრძოს? მაგრამ როგორ აუქციოს გვერდი? იქნებ ბაია სწორედ ამ ქალაქის მკვიდრებმა მოიტაცეს და აქა ჰყავთ დამწყვდეული? მით უმეტეს, ასეთი ლამაზი ქალაქი ჯერ გზად არ შემხვედრია. ბაიას უსათუოდ ამ ქალაქში მოიყვანდნენ.

თოკზე მოსიარულეთა და მოკრივეთა ქალაქებში სალამურა იმ დენი დრო დაკარგა და ინმენი უსიამოვნება შეხვდა, რომ ძალაუნებურად ასე ფიქრობდა. ამ ასეთი რამის გაფიქრებაც კი სისულელე იყო.თუ ყველა ქალაქსა და სოფელს გვერდზე მოიტოვებდა და მხოლოდ მინდორ-მინდორ და ტყე-ტყე ივლიდა, რა თქმა უნდა, ვერასოდეს მიგნებდა დაკარგულ მეგობარს.

ნამდვილი სამოთხის ბაღი აქ იყო და არ იქ, შენობის სახურავზე, სადაც ძველმა ჯამბაზმა ორ ანძას შორის გაჭიმულ თოკზე ახტუნავა სალამურა.

ქალაქი მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული. ქუჩებს ორივე მხარეს ულამაზესი გაზონები გასდევდა. გაზონები ფერად-ფერად ყვავილებს აეჭრელებინა. მარაოსავით გაშლილი პალმები ტოტებს ნელ-ნელა არხევდნენდა მაცოცხვებელი ნიავით აგრილებდნენ ქალაქს. ვარდის ბუჩქებზე ბულბულები ისხდნენ, გალობდნენ და მომნუსხველი გალობით ადიდებდნენ სილამაზის უკვდავებას.



თითქმის ყოველ ნაბიჯზე ათასფრად შეღებილი მერხები და ღია ფანჩატურები იდგა. თოთქმის ყოველ მოედანზე შადრევანი ჩქეფდა.

აგერ, აუზის შუაგულშიწყლიდან ამოზრდილ ხელოვნურ კლდეზე დგას მარმარილოსაგან გამოქანდაკებული ლამაზი და პუტკუნა, მთლად ტიტველი ბიჭი , რომელსაც მხრებზე ნახევრად გაშლილი პატარა ფრთები აქვს, ბიჭს ხელში მშვილდ- ისარი უჭირავს. მშვილდი მოზიდულია და ისარი პირდაპირ შენკენ არის მიმართული. სალამურა ხეს ამოეფარა, ისარი შემთხვევით არ გაუსხლტეს ხელოიდან და რა მომახვედროსო. უცენბ დაავ იწყდა, რპო ბიჭი მარმაარილოსგან იყო გამოქანდაკებული და მშვილდ- ისრის სროლა არ შეეძლო.

აუზის მოაჯირზე ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებული ზურმუხტის ბაყაყები სხედან, ბაყაყებს პირი აქვთ დაბჩენილი. დაბჩენილი პირიდანწყლის წვრილი ნაკადი ჩქეფს და წყალი პირდაპირ თავზე ესხმება მარმარილოს ბიჭს.

მეორე აუზში ყველაფერი შებრუნებული იყო. აუზის შუაგულში, კლდეზე, უზარმაზარი ზურმუხტისაგან გაკეთებული თვალებდაყვლეპილი ბაყაყი იჯდა.

ხოლო ფრთიანი ბიჭები აუზის მარმარილოს მოაჯირზე იდგნენ და ბაყაყს ისრებს უმიზნებდნენ. ისრები წყლის ნაკადებს ისროდნენ. წყალი ზუსტად ხვდებოდა ბაყაყს ად ასველებდა. სალამურას მოეჩვენა, რომ ამ თავსხმაში ზურმუხტის დიდი ბაყაყი უფრო გემრიელად გრძნობდა თავს, ვიდრე გაწუწული ფრთიანი ბიჭი. ასე იყო, თუ ისე, ყველაფერი მაინც ლამაზად გამოიყურებოდა.

ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა. ეტყობა, ამ ქალაქში ხალხი გვიან იღვიძებდა. მზემ უკვე შუბის ტარზე იაწია და ქუჩებში კაციშვილი არ ჭაჭანებდა.

სალამურა ნელა მიდიოდა, ხეებში ჩაფლულ ერთსართულიან ლამაზ სახლებს ავალიერებდა.

ირგვლი სამარიოსებური სიჩუმე გამეფებულიყო. სიჩუმეს მხოლოდ ბულბულებისა და იადონების სტვენა არღვევდა.

მაგრამ ამ სტვენა- გალობაში სალამურამ შთაგონებული ბუტბუტიც გაიგონა.

სალამურას თავგადასავალი

გვერდზე მიიხედა და ცისფერ ფანჩატურში მჯდარი კაცი დაინახა. სკამზე დაგაწოლილს ფეხები მაგიდაზე შეეწყო, თვალი სივრცისთვის გაეშტერებინა და ბუტბუტებდა. მაგიდაზე, ფეხებთან, საერთო რვეული ედო, ხოლო ყურში ფანქარი ჰქონდა გაჩრილი.

ყურში ფანქარ გაჩრილმა სალამურა დაინახა თუ არა, თვალებით გაოცება გამოხატა, მერე სახე გაებადრა, დინჯად გადმოალაგა მაგიდიდან ფეხები და წამოდგა. თავაზიანად მიესალმა სტუმარს.

-გამარჯობათ! გამარჯობათ!

-გაგიმარჯოთ!- მიესალმა სალამურაც

-როდის ჩამობრძანდით ჩვენს ქალაქში?

-ეს-ესაა მოვედი,- უპასუხა სალამურამ. - პირველი ვისაც შევხვდი, თქვენა ხართ.

-ძალიან სასიამოვნოა!..

ფრიად...ფრიად სასიამოვნოა! ასეც უნდა ყოფილიყო!

ნამდვილად ვიღაც სხვა ვგონივარ, - ფიქრობდა სალამურა, -ძველი ნაცნობივით მელაპარაკება.

- როგორ მოგეწონათ ჩვენი ქალაქი?

- ჯერ მთლიანად არ დამითვალიერებია... მე მხოლოდ ქალაქის ნაწილი ვნახე.

- რომელი?

სალამურამ ხელი გაიშვირა.

- თქვენ ძველი უბანი გინახავთ,- გაიღიმა ყურში ფანქარგაჩრილმა,- იქ სულ ბებერი პოეტები ცხოვრობენ. თქვენ ახალი უბანი უნად ნახოთ!

- რატომ იღვიძებთ ასე გვიან?- ჰკითხა სალამურამ

ეს ამბავი თქვენთვის, ალბათ საიდუმლოს არ წარმოადგენს. ჩვენ, პოეტებს, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, მთელი ღამე არ გვძინავს, ვმუშაობთ: თქვენ ჩემზე უკეთ იცით და რატომ მალაპარაკებთ?

ნამდვილად სხვა ვგონივარ,- ისევ გაიფიქრა სალამურამ, თქმით კი არაფერი უთქვამს.

მინდა გაგეცნით, მე ვარ პოეტი აგამემნონ შუბლა...აქ ჯერ კიდევახალგაზრდა პოეტად მთვლიან, მაგრამ არც ისეთი ახალგაზრდა ვარ, როგორც მაგათ ჰგონიათ.

- აგამემნონ შუბლა... ძლივს დამარცვლა სალამურამ.

- დიახ...ალბათ, გაგიგონიათ. საზღვარგარეთ ყველაზე მეტი წიგნი მე მაქვს გამოცემული.

ქუჩაში აქა-იქ უკვე გამოჩვდა ძილისა თუ უძილობისაგან დასიებული სახეები. ისინი გაკვირვებით უმზერდნენ სალამურასა და აგამემნონ შუბლას, ცისფერ ფანჩატურთან გულითადად რომ საუბრობდნენ.

- ხომ არ ვისაუზმოთ?- ჰკითხა სალამურას აგამემნონმა, - წამობრძანდით ჩემთან.

მე მარტო ვცხოვრობ.

სალამურას ისე შიოდა, მაშინვე დათანხმდა შინ წაყოლაზე.

აგამემნონ შუბლა ამაყად მიაბიჯებდა. თავაზიანად, ოღონდ შესამჩნევი თავშეკავებით ესალმებოდაქუჩებში სასეირნოდ გამოსულ ყველა ასაკის პოეტს.

- მე აქ ვცხოვრობ,- თქვა პოეტმა, - ძველი და ხალი უბნის სწაზღვარზე.

სალამურამ და პოეტმა პალმების ხეივანი გაიარეს და ერთსართულიან სახლთან მივიდნენ.





მითქმა- მოთქმა


სკვერებსა და მოედნებზე, ფანჩატურებში, აუზების გარშემო ყველა ასაკის პოეტები შეკრებილიყვნენ და მსჯელობდნენ. მათი მსჯელობის საგანი, რა თქმა უნდა, სალამურა იყო.

პოეტთა ქალაქის მკვიდრნი კეთილი და სტუმართმოყვარე ადამიანები იყვნენ. სტუმრის გამოჩენა ნამდვილი ზეიმი იყო მათთვის, მით უმეტეს, თუ სტუმარი პოეტი იყო.

ვინ არის ეს პატარა დარომელი ქვეყნიდანაა ჩამოსული? პოეტია თუ არ არის პოეტი?

აი, ეს საკითხები აწუხებდათ და აღელვებდათ ქუჩებში გამოფენილპოეტებს.

-მე მგონი, ეგ ჰილარიო ბუერა გახლავთ.- თქვა ერთმა ახალგაზრდა პოეტმა,- ჰონდარეთის სახელგანთქმული მგოსანი.

-შენ რა იცი?- შეეკითხა მეორე.

-სხვა რომელი ქვეყნის მკვიდრი იქნება ასე პატარ, თუ არა ქონდარეთისა!- უპასუხა პირველმა.- ქონდარეთი ხომ ქონდრისკაცების ქვეყანაა.

მთელს ქალაქში დაირხა ხმა. ყველგან ერთი დაიმავეს ამბიბდნენ:

-ჩვენს ქალაქს ეწვია სახელგანთქმული პოეტიჰილარიო ბუერა.

ჰილარიო ბუერას სახელი პოეტთა ქალაქში ყველას ჰქონდა გააგონილი, მაგრამ ლექსები ჯერვ არც ერთს არ წაეკითხა.

ასე თუ ისე, მთავარი საკითხი გადაწყვიტეს და დაასკვნეს: მათ ქალაქში ჩამოვიდა სახელგანთქმული პოეტი ჰილარიო ბუერა.

ახლა უმთავრესი საკითხი:- როგორ გამასპინძლებოდნენ სტუმარს?

- რა თქმა უნადა, ჯერ ქალაქი უნდა დავათვალიერებინოთ,- თქვა ერთმა.

- რასაკვირველია!- დაეთანხმა მეორე.

- აბა რა,ხომ უნდა ნახოს, როგორ ქალაქში ვცხოვრობთ.

- იქნებ სჯობია, ჯერ ვასაუზმოთ?

- რა თქმა უნდა , მშიერი იქნება. ამ უთენია სად ისაუზმებდა?- ახლა დარჩათ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: რა იქნა უდიდესი პოეტი ჰილარიო ბუერა?

- მე მგონი.- თქვა ერთმა.- აგამემნონ შუბლამ წაიყვანა.

- ოჰ, ეს აგამემნონ შუბლა! თუ ვინმე უცხო მწერალი ჩამოვიდა, მაშინვე დაისაკუთრებს!

- კაცი ვერ ჩამოსულა ჩვენს ქალაქში, მაგან რომ არ გამოგგვლიჯოს ხელიდან,- აღშფოთდა მეორე,- ჩვენც გვინდა პატივი ვცეთ სტუმარს.

- აბა, აბა!

- სტუმარი ღვთისაა. სტუმარი ყველას ეკუთვნის, ამიტომ ყველამ უნდა ვცეთპატივი, -თქვა სულ ახალგაზრდა პოეტმა ქალმა, რომელსაც ჯერ-ჯერობით ერთი-ორი ლექსი თუ ექნებოდა გამოქვეყნებული.

ყველა პოეტი უკვე ქუჩაში იყო გამოსული.

ყველამ შეიტყო პოეტთა ქალაქშიდიდი ჰილარიო ბუერას ჩამობრნება...თუმცა ჩვენ ხომ ვიცით. რომ ამ ქალაქში ჰილარიო ბუერა არ ჩამოსულა. ჰილარიუო ბუერა შეიძლება, ისე ქონდარეთშიაც და ჯერ არ მოუნელებია თავისი საქციელი, ქონდართუხუცესს როგორ დავემორჩილე და ჩემი ხელით როგორ დავწვი ერთ ღამეში დაწერილი ოცდასამი ლექსიო.

შეიძლება, ჰილარიო ბუერა არც არის ქონდარეთში... თუმცა ცოტა ხანს მოვითმინოთ და მოულოდნელ ამბებსაც შევოტყობთ.

მანამდე კი სალამურასგავყვეთ. ვნახოთ, რას აკეთებენ, ანდა რის გაკეთებას აპირებენ სალამურა და აგქამემნონ შუბლა.




საუბარი აივანზე



სალამურა და აგამემნონ შუბლა აივანზე ისხდნენ და საუბრობდნენ. აივანი ქალაქის ახალ უბანს გადასცქეროდა.

ახალი უბანი სრულებით არ ჰგავდა ძველ უბანს. ძველ უბანში ყველაფერი- სახლები, შადრევნები, ფანჩატურები, ხეები, ბუჩქები და გაზონებში ყვავილების განლაგებაც კი მომრგვალებული და მოჩუქურთმებული იყო.

ახალ უბანში ასეთ რამეს ვერ ნახავდით. ჯერ ერთი, ახალ უბანში ამდენი ყვავილი და ბუჩქი თვალში არ გეცემოდათ. მეორეც- ყველა ნაგებობა იყო კუთხოვანი, წახნაგოვანი, ეტყობა, ახალგაზრდები სიმგვალეს ვერ იტანდნენ.

აგამემნონ შუბლამ აივნიდან დაანახვა თეთრი ქანდაკება და უთხრა, ამ ქანდაკებას ,,პოეტის ოცნება“ ჰქვიაო. სალამურა ვერაფრით ვერ მიხვდა, რატომ ერქვა უზარმაზარ თეთრ ლოდს ,, პოეტის ოცნება“

- დიდი ხნით ჩამობრძანდით?-ჰკითხა ბოლოს აგამემნონ შუბლამ.

- მე არ ჩამოვსულვარ,- უპასუხა სალამურამ, - მე გზად გამოვიარე.

- საით მიეშურებით?

- თვითონაც არ ვიცი, დაკარგულ მეგობარს ვეძებ.

- აჰა, გასაგებია...

სალამურას თავგადასავალი

მე ვიცი, თქვენ დიდი ტკივილი გადაიტანეთ

სალამურას გაუკვირდა: ამან საიდან იცის, მე რა ტკივილი გადავიტანეო.

- მართლაც ძნელია, -თქვა აგამემნონ შუბლამ,- ოცდაშვიდი ლექსის დაწვა. ეს ველურობაა... როგორ გაბედეს.

- რა ოცდაშვიდი ლექსი?! - გაუკვირდა სალამურას.

- აჰ, ზუსტად აღარ მახსოვს იქნებ უფრო მეტი იყო ან ნაკლები?

- მე არაფერი ვიცი.

- როგორ არ იცით, ბატონო ჰილარიო ბუერა.

აგამემნონ შუბლასაც ჰილარიო ბუერად მიუღია ჩვენი სალამურა.

- მე ჰილარიო ბუერა კი არა, სალამურა ვარ.

აგამემნონ შუბლამ არ დაუჯერა.

- ვიცი, ვინც ბრძანდებით, ბატონო...

განა თქვენ არ დაწერეთ ოცდაცხრა ლექსიციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავზე?

- ვინ არის ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი?

- ყვითელკაბიანი გოგონა... მას კაბა ბაიას ყვითელი ფურცლებისაგან აქვს შეკერილი.

- სად არის ახლა ბაია?! წამოიყვირა სალამურამ და აღელვებისაგან გაფითრდა.

- განა არ იცით, რომ ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი ქონდარეთის უფლისწულისათვის მიუყვანიათ, ბატონო ჰილარიო ბუერა.

- მე სალამურა ვარ, ჭიამაიების მწყემსი. ბაია დავკარგე და მის საძებნელად წამოვედი.

- მართლა?

- დიახ! მე სალამურა ვარ და ბაიას ვეძებ. მითხარით:რა ქვეყანაა ქონდარეთი ანდა სად არის, რა გზით შეიძლება იქ მისვლა?

- ქონდარეთი... ქონდრისკაცების ქვეყანაა... ზუსტად არ ვიცი იქ მისვლა რა გზით შეიძლება.



მოხვედრა კლუბში.

ჩაშლილი ერთი ლექსის საღამო

სალამურა სიხარულისაგან ფეხზე არ იდგა, შიმშილიც კი გადაავიწყდა.

სულ ხტუნვა-ხტუნვით დაეშვა კიბეზე და ქუჩაში გამოვარდა. თურმე ბაია ცოცხალი ყოფილა! ამაზე სასიხარულო ამბავს რას შეიტყობდა.

მართალი რომ გითხრათ, ბოლო ხანებში სალამურამ ცოტათი დაკარგა იმედი. თუ ბაია ჩემსავით აწვალეს, ამდენ ტანჯვა წამებას როგორ გადაიტანდაო. ბაია ხომ მეტად ნაზი და ფაქიზი არსებაა.

სალამურა პოეტთა ქალაქში ჩამოსულით ბედს ვერ დაემდურება, სწორედ აქ გაიგო, სად, რომელ ქვეყანაშია ბაია . თუმცა ჯერჯერობით არ იცის, რა გზებით უნდა მივიდეს ქონდარეთში. მაგრამ ეგ არაფერია. ბოლოს და ბოლოს, გაიგებს, მივა და გამოიხსნის ბაიას.

ოჰ, რა გახარებული გამოვიდა!

ქუჩაში გამოფენილ პოეტებს საშინლად გაუკვირდათ, აგამემნონ შუბლას სახლიდან გამოსული სალამურა რომ დაინახეს.

აგამემნონ შუბლას სახლიდან გამოსული სალამურა რომ დაიბახეს.

აგამემნონ შუბლას სახლში შესული ბევრი უცხო პოეტი უნახავთ, იქიდან გამოსული კი -არა.

- იცით რა.

მოდი შეხვედრა მოვუწყოთ!- წამოიძახა პართენონმა, - შევიკრიბოთ კლუბში და შეხვედრა მოვუწყოთ. შეხვედრას მე გავხსნი, ძველი ჭიჭერონი მიესალმება.ამის შემდეგ გოგონები შემოვლენ და ყვავილებს მიართმევენ... სულ ბოლოს ურიგო არ იქნება, თუ ერთი ლექსის საღამოს გავმართავთ. მერე სტუმარსაც ვთხოვოთ, წაგვიკითხოს საკუთარი ლექსები.

პართენონის აზრი ყველას დაუჯდა ჭკუაში.

- აბა, ატრიალდით, ბიჭებო!- გასცა ბრძანება პართენონმა.

ბიჭები მართლა დატრიალდნენ, ზოგი კლუბში გაიქცადარბაზის მოსაწესრიგებლად, ზოგი სალამურას მიეახლა.

- ბატონო ჰილარიო ბუერა, - თავაზიანად მიმართესსალამურას, - წამობრძანდით კლუბში... იქ თქვენ პოეტები გელოდებიან.

- მე...მე... - სალამურას უნდოდა ეთქვა, მე ჰილარიო ბუერა არა ვარო, მაგრამ ვინ აცალა, კლუბისკენ გააქანეს. გზაში ამ მოიწყინოსო, შეკითხვები დააყარეს.

- როგორ მოგეწონათ ჩვენი ქალაქი?

- არის თუ არა დედამიწის ზურგზე ჩვენს ქვეყანაზე უფრო ლამაზი ქვეყანა?

- ვინ მიგაჩნიათ თანამედროვეობის უდიდეს პოეტად?

- რომელ ჩვენს პოეტს იცნობდით აქ ჩამოსვლამდე?

- მოგეწონათ თუ არა აგამემნონ შუბლას ლექსები?

,,რას ჩამაცივდნენ,- ფიქრობდა სალამურა,- ნეტავი რა უნდათ, რატომ არ მეშვებიან? ოღონდ გამაგებინა, საით არის ქონდარეთი და ახლავე დავტოვებდი აქაურობას და ჩემს გზას გავუდგებოდი.

არც მაგათი შადრევნები მინდა და არც ბულბულების სტვენაო“.

გზადაგზა ისიც იფიქრა, იქნებ უკეთესია, რომ მივყვები, შეიძლება ვიღაცას წამოსცდეს ანდა, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ მითხრას, რა გზით მივაგნო ქონდარეთსო.

კლუბი უკვე ხალხით იყო გაჭედილი. სცენაზე გრძელ მაგიდას რამდენიმე პოეტი უჯდა. როგორც კი დარბაზში სალამურა შემოიყვანეს, ყველანი ერთბაშად წამოდგნენფეხზე და ტაში დასცხეს. ვიღაცამ წამოიყვირა:

გაუმარჯოს სახელოვენ პოეტს ჰილარიო ბუერას!

გაუმარჯოს! - იღრიალა დარბაზმა.

პართენონი წამოდგა და ხელი მაღლა ასწია. ამით პოეტებს ანიშნა, გეყოფათ, საკმარისია, ახლა დაწყნარდითო.

სალამურა სცენაზე აიყვანეს და განცალკევებით მდგარ ყვავილებით მორთულ სკამზე შესვეს.

ბატონებო, -დაიწყო პართენონმა, - ჩვენს ქვეყანას ეწვია დიდი პოეტი ჰილარიო ბუერა...

სალამურამ ვეღარ მოითმინა და რაღაცის თქმა დააპირა. ეს დიდებული შეხვედრა, დღეს რომ უწყობდნენ, სინამდვილეში სხვას, ვიღაც ჰილარიო ბუერას ეკუთვნოდა. ამიტომ ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს.

სალამურასუნდოდა ეთქვა, ვინ იყო და ამ ქალაქში საიდან მოხვდა, მაგრამ პართენონმა შეაჩერა.

დაბრძანდით... ნუ შეწუხდებით, ბატონო ჰილარიო ბუერა!

სალამურას წამოდგომა პოეტებმა თავაზიანად მიიღეს და კიდევ ერთხელ დააგრიალეს მოწონების ტაში.

პართენონმა მოკლედ დაახასიათა ჰილარიო ბუერს პიროვნება და შემოქმედება. თან ისიც აღნიშნა, რომ ამ დიდებულ პოეტს პორველად ხვდებოდა და არც მისი ლექსებიჰქონდა წაკითხული.

შემდეგ სიტყვა მისალმებისათვის მისცეს ჭიჭერონს.

ახალგაზრდა კრიტიკოსმა გადაწყვიტა, ვიდრე მივესალმები, მოკლედ მოვუთხრობ, რა დიდსა და გმირული წარსულის მქონე ქვეყანას ესტუმრა საპატიო სტუმარიო.

ასეც მოიქცა.

მოკლედ გააცნო სტუმარს თავისი ქვეყნის ისტორია.

- საწყალი სალამურა გატანჯული იჯდა და ფიქრობდა, - რას მერჩიან ეს დალოცვილები, განა ახლა უქმად ჯდომის დრო მაქვსო. ჯერ გაიგონ ვინა ვარ, საიდან ვარ ჩამოსული და რისთვის ჩამოვედიო.

ჭიჭერონი გატაცებით ლაპარაკობდა.

მისალმების დამთავრებისთანავე კარი გაიღო და დარბაზში შემოვიდნენ თეთრ კაბაში გამოწყობილი ქალიშვილები, სახეგაბადრულებმა გაიარეს დარბაზი, სცენაზე ავიდნენ და სალამურას ყვავილები დააყარეს.

კლუბის დარბაზი ტაშმა შეაზანზარა.

აყრიდნენ და აყრიდნენ სალამურას ყვავილებს. იმდენი ყვავილები დააყარეს, რომ სალამურა მთლიანად ყვავილებმა დაფარა და აღარ ჩანდა.

,,ეს რა უბედურებაა,- უთხრა თავისთავს სალამურამ.

სალამურას თავგადასავალი

- მიდი მოადეს გავექეცი და ნუთუ ამას ვერ დავაღწევ თავს. თუმცა, რა, მიდი მოადე ერლი იყო და ესენი, ღმერთმა იცის, რამდენი არიან, რომელ ერთს გავექცევიო.“

ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო ერთი ლექსის საღამო.

სამწუხაროდ, ლექსი არც ერთს არ წაუკითხავს, რადგან დარბაზში ყვირილით შემოვარდა ერთი ახალგაზრდა პოეტი.

- ბატონებო, ბატონებო!

- რა გაყვირებს ბიჭო?- ჰკითხა პართენონმა.

- ჰილარიო ბუერა ჩამოვიდა!

- უყურე ახლა ამ ტუტუცს! აგერ არ ზის დიდებული ჰილარიო ბუერა?! ყვავილებშია ჩაფლული და ვერ ხედავ?

- ეგ არა, ,ბატონო, ნამდვილი ჰილარიო ბუერა ჩამოვიდა!

- აბა, ეს ვინაა?

- რა ვიცი მე, ვინაა.

პართენონი ყვავილების გროვასთან მივიდა და ჩასძახა:

- ვინა ხარ ბიჭო, შენ?

ყვავილების გროვამ საცოდავად დაიწრიპინა:

- მე... მე... სალამურა ვარ... ჭიამაიების მწყემსი...

- მერე თავიდან გეთქვა, შე კაცო! უფრო სხვანაირ შეხვედრას მოგიწყობდით. სად არის ნამდვილი ჰილარიო ბუერა?

- აგამემნონ შუბლამ წაუყვანა სახლში, - თქვა ახალგაზრდა პოეტმა.

- აუჰ!- იყვირა პართენონმა.

სცენაზე ყვავილების გროვა შეირხა და სალამურამ ამოჰყო თავი. დაწამებულმა გადახედა დარბაზს.

დარბაზი ნელ-ნელა იცლებოდა.

რატომ მოიყვანეს ამ დარბაზში ანდა რატომ მიატოვეს?

ყვავილების სურნელით გაბრუებულმა სალამურამვერ გაიგო, რა მოხდა.მით უმეტეს, რომ ყვავილებში ჩაფლულს კარგად არ ესმოდა, რას ლაპარაკობდნენ. ორივე ხელი აიფარა სახეზე და მწარედ ჩაფიქრდა.

იცით, რა ვქნათ, მოდით, ასე ჩაფიქრებული დავტოვოთ სალამურა და მერე მოვაკითხოთ, ახლა კი ქონდარეთს მივხედოთ.

გავიგოთ, ნამდვილად იქ არის ბაია თუ არა. თუ ქონდარეთშია, იმასაც გავიგებთ, რა დღეშია, როგორ გრძნობს თავს ხელმწიფის სასხლეში. ზოგს უყვარს და მოსწონს ხელმწიფის სასხლეში ყოფნა,ზოგს-არა. ზოგი იქ ბედნიერად გრძნოიბს თავს, ზოგი- უბედურია. ერთი სიტყვით, გავემგზავროთ ქონდარეთში და ვნახოთ, რა ხდება ქონდრისკაცების ქვეყანაში. ამისათვის ცოტათი უკან დახევა მოგვიხდება, რადგან ბაიას მოტაცების შემდეგ თითქმის ორი თვე გავიდა. თუკი ბაიას ამბავს მართლა გავიგებთ, რა უშავს, ორი თვით დავიხიოთ უკან.






ხელმწიფის მეთხუთმეტე ქანდაკება.

მეორე ვეზირი მაინც კმაყოფილია.




ქონდარეთის ქუჩებსა და მოედნებზე ხელმწიფის თოთხმეტი ქანდაკება იდგა. კაცმა რომ თქვას, ესენი ქანდაკებები კი არა, თუნუქის მილისაგან გამოკვეთილი და თეთრად შეღებილი ფიგურები იყო. დედა, როგორ ჰგავს ხელმწიფესო!- ვერ იტყოდა, მაგრამ ქონდარეთში მაიც ყველა ცნობდა, ერთხმად ამბობდნენ კიდეც:ეს მილი პირწავარდნილი ჩვენი ხელმწიფეაო.

თოთხმეტი ქანდაკება საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ქონდარი თავისი ქვეყნის მეთხუთმეტე მეფე გახლდათ, თვით ხელმწიფე და მთელი სასახლის კარი ასე ფიქრობდა: თუ ქონდარი მეთხუთმეტე ხელმწიფეა, რატომ დგას ქონდარეთში თოთხმეტი ქანდაკება, თოთხმეტი ხომ თხუთმეტზე ერთით ნაკლებიაო?

ქონდარეთში არითმეტიკა კარგად იცოდნენ და თხუთმეტამდე მიმატება და გამოკლება არ ეშლებოდათ.

ქონდარეთში მოქანდაკეები არა ჰყავდათ და მათ მოვალეობას დროებით, ვიდრე ამ ქვეყანაში მოქანდაკე დაიბადებოდა, მჭედელი დაჰკა- დაჰკა ასრულებდა.

დაჰკა-დაჰკა მშრომელი ქონდრისკაცი იყო. ქონდარეთში ყველა ცელი, ნამგალი, ჩაქუჩი, ლურსმანი, ყველა ტაფა, ქვაბი, კოვზი, ჩაგალი დაჰკა-დაჰკას ან მის მამა-პაპას- ცნობილ მჭედლებს გაუკეთებიათ.

მჭედელს საქმე გამოულევლად ჰქონდა და საშინლად ეზარებოდა ქანდაკებების კეთება. ,, დროს სულ უქმად ვკარგავო,- ფიქრობდა დაჰკა-დაჰკა,- მაგას მირჩევნია, ერთი კარგი ტაფა გამოვკვერო, ტაფაზე რამეს მაინც შევწვავ და ეს ქანდაკებები რისი მაქნისია, ვისიც არ უნდა იყოსო. ერთთავად წუხდა, როდის მოვრჩები ამ დავიდარაბას, რომ ჩემ საქმეს მივხედოო“.

როგორც ხედავთ, მჭედელ დაჰკა- დაჰკას ხელოვნების ბევრი არაფერი გაეგებოდა, სამაგიეროდ ზედმიწევნით კარგად იცოდა მჭედლობა.

იმ ოთახში, სადაც დაჰკა- დაჰკა ხელმწიფეს ,,აქანდაკებდა“, თუნუქზე ჩაქუჩია დარტყმისაგან ისეთი ხმაური იყო ატეხილი, რომ კაცი დაყრუვდებოდა.

მთელ ქონდარეთს უკვირდა: მიუხედავად იმისა, რომ ორივე ყურში ბამბა აქვს დაცული, ისეთ ხმაურს ხელმწიფის ფაქიზი სმენა მაინც როგორ უძლებსო? მაგრამ სასახლეში სულ სხვა აზრის იყვნენ, სასწხლის ქონდრისკაცები ამბობდნენ მხოლოდ ხელოვნების სიყვარულს შეუძლია ასეთი გმირობა ჩაადენინოსო.

ჩემი აზრით კი ქონრად XV, როგორც ამქვეყნად ყველა მეფე, თავისი უკვდავებისათვის ზრუნავდა: მე თუ ქვეყანაზე აღარ ვიქნები, ეს თხუთმეტი ქანდაკება მაინც დარჩეს , ხალხი შეხედავს და თავისი დიდი და სახელოვანი ხელწიფე გაახსენდებაო.

ასე იყო თუ ისე, ქონდარ XV სკამზე დაშეშებული იდგა, ხოლო მჭედელი დაჰკა-დაჰკა გამეტებით ურტყამდა ჩაქუჩს თუნუქის მილს. ამ დროს ოთახში ორივე ყურში თითებდაცობილი მეორე ვეზირი შემოვიდა.

მეორე ვეზირი ხელმწიფეს ეახლა და რაღაც მოახსენა. ხელმწიფემ ვერ გაიგონა, ამიტომ ვეზირმა გაუმეორა ნათქვამი. ხელმწიფემ ცალი ყურიდან ბამბა გამოიღო, დაიხარა და მაინც ვერ გაიგონა, რა უთხრეს. მეორე ყურიდანაც გამოიღო ბამბა... აბა, ასეთ ხმაურში ყურებიდან ბამბის დაძრობა რას უშველიდა! ვეზირი იძულებული იყო, შეეჩერებინა მჭედელი დაჰკა- დაჰკა.

მჭედელი შეჩერდა და ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

- ოჰ!- ამოიკვნესა ხელმწიფემ,- რა სასიამოვნო ყოფილა თურმე სიჩუმე!

- ხელმწიფევ,- მიმართა მეორე ვეზირმა,- ჩემმა ღამის შიკრიკებმა დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს!

- რა დავალება?

- ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი შეიპყრეს და მოიყვანეს.

- რას მეუბნები, ვეჟო?! ყოჩაღ, ყოჩაღ ღამის შიკრიკებო! - ხელმწიფე სკამიდან წამოხტა და რატომღაც შარვალი დაიფერთხა. - სად არის ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი?

- ჩემს სასახლეშია, ხელმწიფევ, სძინავს.

ეტყობა გზამ დაღალა.

- ქონდარუხს თუ შეატყობინე?

- არა, ხელმწიფევ, არავისთვის არ მითქვამს. პირველად თქვენ მოგახსენეთ.

- ვეზირო, შენ მაღალი ჯილდო დაიმსახურე, დღესვე დაგკიდებ მკერდზე ორდენს- მეორე ხარისხის ქონდრის ფოთოლს!

პირველი ხარისხის ქონდრის ფოთოლი თვით ხელმწიფეს ჰქონდა მიღებული და ამ ორდენით არავის აჯილდოებდა.

მეორე ვეზირი კმაყოფილი დარჩა.





ბაია ხელმწიფის სასახლეში



ხელმწიფის დიდ დარბაზში მთელი სასახლის კარი შეიკრიბა.

სალამურას თავგადასავალი

აქ იყვნენ მეფე ქონდარ XV, დედოფალი ქონდარინე, ქონდართუხუცესი, სხვა ნაზირ- ვეზირები, მრჩეველები, ხელმწიფისა და დედოფლის მთელი ამალა. მხოლოდ უფლისწულ ქონდარუხსა და მეორე ვეზირს ვერ მოჰკრავდით თვალს. ქონდარუხს ეძინა, ხოლო მეორე ვეზირს ხელმწიფის სასახლეში ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავიუნდა მოეყვანა.

ქონდართუხუცესი გაბოროტებული აბრიალებდა თვალებს, იმდენად იყო გაბოროტებული, ჩუმ-ჩუმად ჭაღარა წვერსაც კი იწიწკნიდა.

ასე რამ გააბოროტა ქოდართუხუცესი?

ჯერ ერთი, მეორე ვეზირი მისგან დაფარულად მოქმედებდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია: ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი მოჰგვარა უფლისწულს. მერე, რაც ყველაზე მეტად აწიწმატებდა, ის იყო, რომ ქონდართუხუცესს იმედი გაუცრუვდა, ეგონა, მზეთუნახავს ვერ მიაგნებდნენ და ხელმწიფის ვაჟი იძულებული იქნებოდა ფრინტასთან ეთამაშა ასკინკილა და თვალხუტობანა...

დარბაზი სულგანაბული ელოდა ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავს, ბოლოს კარი გაიღო და დარბაზში მეორე ვეზირმა ბაია შემოიყვანა.

საბრალო ბაია!

ვერ წარმოიდგენთ როგორი დაღლილი და გაწამებული სახე ჰქონდა!აბურდული და გაწეწილითმა სახეზე ჩამოშლოდა , ბაიას ყვითელი ფურცლებისაგან შეკერილი კაბა დაჭმუჭნოდა.

ყველა, როგორც ერთი, ბაიას მისჩერებოდა.მეორე ვეზირის მიერ მოყვანილი გოგონა ნამდვილად იყო თუ არა ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი და თუ იყო, ღირდა თუ არა ამდენ დავიდარაბად და წვალებად მისი მოყვანა?

- ღმერთო ჩემო, რა უშნოა!- თავი ვეღარ შეიკავა ქონდართუხუცესმა.

ამას ხომ ჩემი ფრინტა ათასჯერ სჯობია!

ვიღაცამ ქონდართუხუცესის ზურგს უკან დაცინვით ჩაიფრუტუნა. პირველმა ვეზირმა მაშინვე მიიხედა, ერთი ვნახო, დაცინვა ვინ გამიბედაო, მაგრამ იმდენ ქონდრისკაცებში რას იპოვიდა, ყველა გაშტერებული უმზერდა მზეთუნახავს.

ბაია შუა დარბაზში დაბნეული და შეშინებული იდგა. მან არ იცოდა, სად და ვისთან მოიყვანეს ან რა უნდოდათ, რას მოითხოვდნენ მისგან, ნამტირალევი თვალებით აქეთ-იქით იხედებოდა, თითქოს ნაცნობსა და სანუგეშო სახეს დაეძებსო. ამაოდ, მთელ დარბაზში აცეთ სახეს ვერ დაინახავდა!

- შეუძლებელია! - ეს არის ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი! - თქვა ქონდართუხუცესმა.

დარბაზს ეჭვი შეეპარა: დაჭმუჭნულ კაბიანი და თმააწეწილი გოგონა მზეთუნახავი არ იქნებაო.

- ჰკითხეთ, ვინ არის ან რომელი ქვეყნის მკვიდრია!- ბრძანა ხელმწიფემ.

- მეორე ვეზირი წინ წამოდგა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მისმა ღამის შიკრიკებმა ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი მოიყვანეს. ამიტომ გულდამშვიდებულად შეეკითხა:

- რა გქვია, შენ, გოგონავ?

- ბაია.

- ვინა ხარ?

- მე...

მე...მწყემსი ვარ.

- ხომ ვთქვი! - იყვირა ქონდრისკაცმა, - მყემსი არ შეიძლება მზეთუნახავი იყოს!

დარბაზი ახმაურდა:

-მყემსი ყოფილა!

- სად მწყემსი და სად მზეთუნახავი!

- ხა, ხა, ხა!

- ხა, ხა, ხა!

- ხო, ხო, ხო,ხო!

- დახატული მზეთუნახავია!

- ფუჰ! მწემსი!

- ფანჯრები გამოაღეთ, ლამის გავიგუდოთ.

ხელმწიფემ ხელი ასწია, დარბაზი გაჩუმდა.

- ვეჟო, - მიმართა მეორე ვეზირს ხელმწიფემ, - აკი ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავიაო?!

- ეს გოგონა ციცინათელების ქვეყნიდან მოიყვანეს ჩემმა შიკრიკებმა,- მეორე ვეზირი უცებ ბაიას ცმიუბრუნდა, -მითხარი გოგონა, გინახავს მზე?

- არა, არ მინახავს.- მიუგო ბაიამ.

- ხომ მოგახსენეთ,- მზეთუნახავია- მეთქი!- წამოიყვირა გახარებულმა მეორე ვეზირმა.- რა ჰქვია, გოგონა, შენს ქვეყანას?

- ციცინათელების ქვეყანა.

- მე არ მომიტყუებიხართ, ხელმწიფევ! - მეორე ვეზირმა მდაბლად დაუკრა თავი ქონდარ მეთხუთმეტეს, - ნამდვილად ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავია!

- მწემსი და მზეთუნახავი!- არ ცხრებოდა ქონდართუხუცესი. - ყველა მზეთუინახავი ხელწიფის ასულია, თუ ხელმწიფისა არ იქნება, პირველი ვეზირის ასული მაინც უნდა იყოს!

დაიწყო კამათი, აზრთა შეხლა- შემოხლა. ზოგი ამბობდა:სულ ერთია, მწყემსია თუ ხელმწიფის ასული, თუკი მზე არ უნახავს, უსათუოდ მზეთუნახავი არისო.

ზოგი ამ აზრს უარყოფდა – მზეთუნახავები მხოლოდ ხელმწიფის ასულები არიანო. მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როცა ხელმწიფეს არა ჰყავს ასული, შეიძლება, პირველი ვეზირის ქალიშვილი მზეთუნახავად ვაღიაროთო.

ზოგი სულ არაფერს ამბობდა, ჩვეულებრივად თავს იკავებდა: რომელი აზრიც გაიმარჯვებს, იმას მივემხროთო.

ბოლოს დედოფალმა ქონდარინემ ბაიასთან საუბარი ისურვა და ყაყანიც შეწყდა.

- გოგონა, - უთხრა ბაიას ქონდარინემ, - ბადმინტონის თამაში თუ იცი?

- მე არ ვიცი, რა არის ბადმინტონი, - უპასუხა ბაიამ.

- არც პინგ-პონგი გითამაშია?

- არა.

- რა უბედურებაა! არავინ იცის ბადმინტონისა და პინგ- პონგის თამაში!

სხვათა შორის, არც დედოფალმა იცოდა. ქონდარინეს გაგონილი ჰქონდა, რომ სადღაც, რომელიღაც ქვეყანაში თამაშობდნენ ბადმინტონსა და პინგ- პონგს. იმისთვისაც მოეკრა ყური, ეს თამაშობანი გახდომის და წონის დაკლებისათვის მისწრება არისო.

საშინლად უნდოდა დედოფალ ქონდარინეს ცოტათი მაინც მოეშორებინა ზედმეტი ქონი. მაშინვე მოიწყინა, როგორც კი გაიგო, რომ ყვითელკაბიან გოგონას არც ერთ თამაშზე წარმოდგენა არა ჰქონდა.

- ხელმწიფევ!- მიმართა მეორე ვეზირმა ქონდარ XV -ს – ჩვენ ტყუილად ვკამათობთ, თვითონ ქონდარუხი იტყვის, მზეთუნახავია თუ არა ეს გოგონა. მხოლოდ ქონდარუხმა იცის, ვინ დაესიზმრა.

,,ღმერთო, რა ჭკვიანია,- გაიფიქრა ხელმწიფემ,- ასე ახალგაზრდა რომ არ იყოს, ნამდვილად პირველ ვეზირად დავაწინაურებდი. მაინც რა ნელა გადის დრო, როდემდე უნდა ვუცადო მაგის დავერებასო“.

მეორე ვეზირის აზრი თითქმის ყველას დაუჯდა ჭკუაში. ახლა მთავარი იყო, უფლისწულს როგორმე გაღვიძებოდა.





ასკინკილა და თვალხუჭობანა

ქონდარუხის საძილე ოთახში ხელმწიფე და დედოფალი შევიდნენ. უფლისწულს ეძინა.

-ოჰ! ღმერთო ჩემო, როგორ გახდა!- ამოიკვნესა დედოფალმა, როგორც კი მძინარე ვაჟიშვილს დახედა.

სერთოდ, ყველა დედას ეჩვენება, რომ მისი შვილი ფერდაკარგული და გამხდარია, თუ ერთ დღეს შვილმა უგუნებობის გამო უხალისოდ ისადილა. ასე ეჩვენებოდა დედოფალსაც.ქონდარუხის გაპუნტულებული ლოყები თეთრ ბალიშზე წითელი ვარდებივით ჰყვაოდა.

სიმსუქნისაგან თვალებიც კი არ უჩანდა. საწყალი მზარეულიც ტყუილად გააძევეს. იმ უცნაური სიზმრის ნახვიდან ორი დღეც კი არ იყო გასული, უფლისწულს ისეთი ჭამის მადა გაეღვიძა, ათი ქონდრისკაცის ულუფას ერთ ჯერზე ნთქავდა

- შვილო, ქონდარუხ, გაიღვიძე! - დედოფალმა ქონდარინემ თავზე გადაუსვა ხელი.

სალამურას თავგადასავალი

- ნახე, ვინ მოგიყვანეთ.

თქვენ ალბათ ფიქრობთ, უფლისწულს რა გააღვიძებსო, მაგრამ არც ასე საქმე. ქონდარუხს ძილში მოშივნოდა. სიზმარში რძით სავსე ტოლჩასა და ნაირ- ნაირ ტკბილეულს ხედავდა. დედის სიტყვები ,,გაიღვიძე, ნახე, ვინ მოგიყვანეო“, მძინარეს და მოშიებულს ასე მოესმა: ,,გაიღვიძე, ნახე, რა საჭმელი მოგიტანეთო“, ქონდარუხმა იმწამსვე გაიღვიძა, აბა, რას იზამდა, როცა ეს სანატრელი სიტყვები გაიგონა? მუცელზე ორივე ხელი დაიტყაპუნა და საწოლზე წამოჯდა.

- სად არის საჭმელიაძ- იკითხა ახლადგაღვიძებულმა.

- ქონდარუხს შია! - ხმამაღლა დაიძახა ხელმწიფემ.



ამის დაძახება და კარების გაღება ერთი იყო.საძილე ოთახშივე შემოუტანეს რძით სავსე ტოლჩა და ცხელ- ცხელი ასფურცელა ქადა.

ქადა სამ ლუკმად არ ეყო. სამ ლუკმას სამი ყლუპი რძე უნდოდა, ჰოდა, ,ერთი ტოლჩა რძე სწორედ სამი ყლუპი იყო.

ამასობაში გარაშებიც მოვიდნენ, ტანსაცმელი შემოიტანეს. ხუთმა ფარეშმა სწრაფად გამოაწყო ქონდარუხი. მერე ხელმწიფე და დედოფალივაჟიშვილს აქეთ- იქით ამუდგნენ და დარბაზისაკენ წაიყვანეს.

ბაია ისევ შუა დარბაზში იდგ. სასახლის ქონდრისკაცები გოგონას გარშემო უვლიდნენდა ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ.

დარცხვენილი და შეშინებული ბაია ახლა ტყეში უპატრონოდ დარჩენილ ციცინათელებზე ფიქრობდა. ცრემლი ღაპაღუპით წამოუვიდა, როცა გაახსენდა, რა შეუბრალებლად დაერივნენღამის შიკრიკები ციცინათელებს.

ხელმწიფემ და დედოფალმა ქონდარუხი დიდ დარბაზში შემოიყვანეს. სასახლის ქონდრისკაცებმა მაშინვე დაიკავეს თავთავიანთი ადგილები.

-აბა, შვილო, მითხარი,- მიმატთა ხელმწიფემ თავის ვაჟიშვილს,- ვინ არის ეს გოგონა?

ქონდარუხი ბაიას მიაჩერდა.

მერ ახლოს მივიდა. მაიხარა, სახეში შეხედა და გახარებულმა წამოიყვირა:

- ეს ხომ ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავია!

- აკი მოგახსენეთ, ხელმწიფევ!- თქვა ამაყად მეორე ვეზირმა.

პირველ ვეზირს შურისა და სიბრაზისაგან ცხვირი გაულურჯდა.

- რა უყავი ციცინათელები?- ჰკითხა ბაიას ქონდარუხმა.

- ნახევარი თქვენმა შიკრიკებმა გაწყვიტეს... დანარჩენმა ტყეს შეაფარა თავი.

- რატომ არ წამოიყვანე დანარჩენი?

ბაიამ არაფერი უპასუხა.

- გინდა ასკინკილა ვითამაშოთ?- ისევ შეეკითხა უფლისწული.

- არ მინდა,- თავი გააქნია ბაიამ.

- რას ჰქვია არ გინდა?!- ერთად იღრიალეს ნაზირ- ვეზირებმა.

მერე ატყდა ყაყანი:

- უყურე ამ თავხედს!

- ეს უფლისწულია, შე გომბეშო!

- როგორ შეიძლება უარის თქმა!

- ახლავე ეთამაშე ასკინკილა!

ბაია შიშისაგან აცახცახდა.

- მე არ ვიცი, რა არის ასკინკილა.- თქვა ბაიამ სასოწარკვეთილი ხმით.

- ახლავე გასწავლი.- ბაიასთან მეორე ვეზირი მივიდა.- მარცხენა ფეხი ასწიე და მუხლში მოხარე.

გოგონამ მარცხენა ფეხი ასწია და მუხლში მოხარა.

- ახლა უფლისწული გაიქცევა, შენ კი ცალი ფეხით დაედევნები და დაიჭერ.

- ცალი ფეხით რატომ უნდა დავედევნო?

- ასეთია თამაშის წესი!- გაუმეორა მეორე ვეზირმა.

- ეს თუ ორი ფეხით ირბენს, მე ცალი ფეხით როგორ დავიჭერ?

დარბაზში ქონდრისკაცევის უკმაყოფილო წამოძახილები გაისმა: რამდენს ლაპარაკობს ეს გომბიო!

- ოჰ! რაყბედი ყოფილა!

ბაია ცალ ფეხზე იდგა და დაბნეული აცეცებდა თვალებს.

უფლისწული გაიქცა. კი არ გაიქცა, გაძუნძულდა. სირბილის დროს ლოყები და მუცელი სასაცილოდ უთახთახებდა.

- ოჰ, რა მოხდენილად გარბის!- წამოიძახა ერთმა ქონდრისკაცმა, თან ხელმწიფეს გადახედა, ნეტავი ჩემი ნათქვამი თუ გაიგონაო.

ხელმწიფემ, რა თქმა უნდა გაიგონა და კმაყოფილებით ჩაიღიმა კიდეც. ეამა ვაჟიშვილის ქება.

უფლისწული დარბაზში ხვნეშა- ხვნეშით დარბოდა , თან უკან- უკან იხედებოდა, ციცინათელების მზეთუნახავი ასკინკილით მომდევს თუ არაო.

ბაია ადგილიდან არ დაძრულა.

ქონდარუხი შედგა.

გაკვირვებულმა მოხედა ბაიას.

- ეგრა არ მინდა, ვა! გამომეკიდე!

- გაიქეცი და გამოგეკიდება, - უთხრა მეორე ვეზირმა. მერე ბაიას მიუბრუნდა, - აბა, გაეკიდე!

უფლისწული ისევ გაიქცა. მეორე ვეზირმა ცოტათი უბიძგა გოგონას, გოგონა წაბირძიკდა, კინაღამ წაიქცა.

მიდი, გაეკიდე, გაეკიდე!- შესძახეს ბაიას აქეთ- იქიდან.

ბაია ცალ ფეხზე ხტუნვა- ხტუნვით დაედევნა უფლისწულს.

ქონდარუხი სასაცილოდ დათახთახებდა დარბაზში. საბრალო ბაია კი ასკინკილით დასდევდა. ისე იყო დაღლილ- დაქანცული, რომ ორივე ფეხზე დგომაც გაუჭირდებოდა, ესენი კი ცალ ფეხზე ახტუნავებდნენ.

მთელი დარბაზი იცინოდა, ხორხოცობდა, უფლისწულს აქეზებდა:

- შენი ჭირიმე, უფლისწულო!

-ოჰ, რა ბიჭია!

-ნახეთ ნახეთ, როგორ გარბის ჩვენი საამაყო უფლისწული!

-ნამდვილი ქურცუკია!

ბაიას მუხლმა უმტყუნა, ღონემიხდილი ჩაიკეცა. თავი ვეღარ შეიმაგრა და წაიქცა.



-ახლავე წამოდექი! - უყვირეს წაქცეულ ბაიას ქონდრისკაცებმა.

ქონდარუხი ისევ გარბოდა. მერე დაინახა, როგორ ეგდო იატაკზე ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი და წამოიყვირა:

ოლოლო, შე ვერ დამიჭირე,!

- ვერ დაიჭირა, ჩვენი უფლისწული ვერ დაიჭირა!- ღრიალებდნენ გახარებული ქონდრისკაცები.

ბაიამ წამოდგომა სცადა. ვერ წამოდგა. ქონდარუხმა სახელოთი მოიწმინდა ოფლი და ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავს უთხრა:

- ახლა თვალხუჭობანა ვითამაშოთ!

- თვალხუჭობანა! შესანიშნავია, - წამოიძახა ხელმწიფემ,- ითამაშეთ, ცოტა ჩვენც გავერთობით.

- მეტი აღარ შემიძლია.- სუსტი, ძლივს გასაგონი ხმით თქვა ბაიამ.

- ვა, მე მინდა!- ცხვირი აიბზუა ქონდარუხმა.

უფლისწულს მაშინვე მოურბენინეს ხილაბანდი. ბაია წამოაყენეს და ამ ხილაბანდით აუხვიეს თვალები. თანაც ასწავლეს თამაშის წესი. უფლისწული ირბენს და შენ თვალ ახვეულმა უნდა დაიჭიროო.

ბაიას ესმოდა და უკვირდა, რატომ აიძულეს წეღან ცალ ფეხზე მხტუნავს უფლისწული დაეჭირა ანდა ახლა რად აიძულებენ ამასვე თვალახვეულს?

ბაიამ ხელები წინ გაიშვირა და გაუბედავად გადადგა ნაბიჯი. უფლისწულმა წვრილი ხმით დაუძახა: ,,კუ-კუ“ დეა ადგილი მოინაცვლ. ბაია პაწაწინა, სუსტ ხელებს აცეცებდა, ქონდარუხს ეძებდა.

- კუ-კუ!- ისევ დაიძახა უფლისწულმა, ეშმაკურად გაიღიმა და ფეხაკრეფით გაეცალა იმ ადგილს, სადაც ,, კუ- კუ“ თქვა.

ბაია ხელებგაწვდილი დადიოდა დარბაზში, უფლისწულის დაჭერას ცდილობდა. მიხვდა, ქონდრისკაცები მანამდე არ მოეშვებოდნენ, სანამ ქონდარუხს არ დაიჭერდა. ამიტომ ცდილობდა, რაც შეიძლება მალე დაეჭირა უფლისწული.

სალამურას თავგადასავალი

მერე, ალბათ, ცოტას დაასვენებდნენ და სულს მოათქმევინებდნენ. საბრალო გოგონა ხან კედელს მიაწყდა და ხან სვეტს.

ზოგჯერ სასახლია ქონდრისკაცებსაც აჯახებოდა. ეს ყველაგერი აუწერელ სიხარულსა და აღტაცებას იწვევდა. მთელი დარბაზი სიცილისაგან იგუდებოდა.

- კუ-კუ, კუ-კუ!- მოესმა ბაიას სულ ახლოდან, სწრაფად შემოტრიალდა და რაღაცას წაატანა ხელი.

თვალახვეულ გოგონას, აბა, საიდან უნადა სცოდნოდა, რომ ეს რაღაც სწორედ ქონდართუხუცესის მეჭეჭიანი ცხვირი იყო.

თურმე პირველი ვეზირი თვალხუჭობანას თამაშის დროს თვლემდა და ვერ დაინახა მისკენ გამოSვერილი ორი ხელი, თორემ როგორმე სახეს მოარიდებდა. ჯერ ვერ გაერკვა, ვერ მიხვდა, რა დაემართა,მაგრამ როცა თვალი გაახილა და დაინახა, რომ მის დიდად პატივცემულ ცხვირს ხელებით ჩაფრენოდნენ, საშინლად გაბრაზდა. თავი მთელი ძალით გაიქნია და საბრალო გოგონა იატაკზე დაანარცხა.

ქონდართუხიცესმა მაშინვე მოითხოვა, ბაია საპყრობილეში ჩასვითო. რამდენიმე ქონდრისკაციც კი მიემხრო, მაგრამ, კიდევ კარგი, ხელმწიფე მშვენიერ გუნებაზე გახლდათ და არ მოისურვა გოგონას დაპატიმრება: ეს გოგონა რომ საპყრობილეში ჩავსვა, ჩემი ვაჟიშვილი ხვალ ვის ეთამაშება ასკინკილას ანდა ჩვენ რითი გავერთოთო? პირველ ვეზირს ეწყინა ხელმწიფის უარი. მართალია, წყენა არ დაუმჩნევია, მაგრამ ისეთი ცხვირის ცემინება აუტყდა,რომ სასახლის ფანჯრის მინებს ზრიალი გაჰქონდა.

დარბაზი დაიშალა.

ჯერ ხელმწიფე და დედოფალი გავიდნენ. მათ უფლისწული მისდევდა. გახარებული ყველას ეკითხებოდა:

- როგორ გავრბოდი. ჰა?! ხომ ვერ დამიჭირა?!

უფლისწულს პირველი ვეზირი გაჰყვა, პირველ ვეზირს- მეორე. ასე გავიდნენ ნელ-ნელა და დარბაზი დაიცალა.

ბაია არავის გახსენებია.

დაღლილი და გაწამებული გოგონა იატაკზე ეგდო და ეძინა. იმდენად იყო დაღლილი, თავისი ციცინათელებიც კი არ დასიზმრებია.




ფეხბურთელის უარი და საიდუმლო საკანი.



ფრინტას ფანჯარაში სინათლე ანთია

არ ვიყავი მათლად მართალი, როცა ვთქვი: ბაია არავის გახსენებია მეთქი, უფრო სწორად რომ ვთქვა, ბაია ქონდართუხუცესს არ დავიწყებია. სასახლის ქონდრისკაცები როგორც კი დასაძინებლად წავიდ–წამოვიდნენ, პირველი ვეზირი მაშინვე შებრუნდა დარბაზში. დაავლო ხელი იატაკზე მიძინებულ ბაიას, თავისი მოსასხამი გადააფარა და ფარულად გააპარა სასხლიდან.

სად წაიყვანა?

ქონდართუხუცესს საპატიმროში ერთი საიდუმლი საკანი ჰქონდა. მისი არსებობა ტვითონ ხელმწიფემაც არ იცოდა.

პირველმა ვეზირმა სასწრაფოდ გაიარა სასახლის ჩაბნელებული ბაღი და საპატიმროს რკინის კარს მიადგა. კარზე შვიდჯერ დააკაკუნება საპატიმროში პირველი ვეზირის მობრძანებას ნიშნავდა.

შიგნიდან გასაღებმა გაიჩხაკუნა, მერე ჭრიალ–ჭრიალით მძიმედ გაიღო რკინის კარი და ქონდართუხუცესს ქლესური ღიმილით შეეგება საპატიმროს მცველთა უფროსი – ცალთვალა რაზა.

რაზა ქონდართუხუცესისი ყოველ სიტყვას და ყველა– სურვილს უსიტყვოდ ასრულებდა. როცა შეხვდებოდა, სულ თვალებში შესციცინებდა– ნეტავი რამე დამავალოს, რომ ახლავე შევუსრულოო.

პირველი ვეზირი საპატიმროში სევიდა და რკინის კარმა ისევ გაიჯახუნა.

- რას მიბრძანებთ, დიდო ბატონო?!– ცალთვალა რაზა ისე მოიხარა წელში, კინაღამ თავი ქვის იატაკს ხეთქა.

ქონდართუხუცესმა უხმოდ გადასცა ბაია რაზას და წინ გაუძღვა.ნელა აჰყვნენ ქვის კიბეებს. აიარეს ერთი სართული, მეორე , მესამე...

ქონდართუხუცესი და რაზა საპატიმროს კოშკში ადიოდნენ, ყოველ სართულზე რამდენიმე საკანი იყო. ერთ– ერთი საკნიდან ვიღაცამ დაუძახა პირველ ვეზირს.

- ბატონო ქონდართუხუცესო... ბატონო ქონდართუხუცესო... მე ხომ არაფერი დამიშავებია, რატომ მტანჯავ ამდენ ხანს?!

- ვინ არის?– ჰკითხა ქონდართუხუცესმა რაზას.

- ამ საკანში კვანტი დაუდეა... ფეხბურთელი.

- აჰა!– პირვალმა ვეზირმა ახლაღა იცნო ცნობილი ფეხბურთელი.

კვანტი დაუდეს მამამისიც ვეღარ იცნობდა, თმა და წვერი წამოზრდოდა და გაბურძგვნოდა, ტანისამოსი მთლად სემოფლეთოდა ტანზე.

შენ უდიდესი შეურაცხყოფა მომაყენე,– ცხვირში მომახვედრე ბურთი!

- უნებურად მომიხვდა ბატონო ქონდართუხუცესო, მაპატიეთ.

- გაპატიებ, თუ ფეხბურთს თავს დაანებებ და საპატიმროსი დადგები მცველად.

- მე შეიძლება ფეხბურთს თავი დავანებო, მაგრამ ...

- რა, მაგრამ?

- საპატიმროს მცველად არ დავდგები.

ქონდართუხუცესმა აღარ ისურვა კვანტი დაუდესთან ლაპარაკი და გზა განაგრძო. ქვის კიბეები აათავეს და კოშკის ჭერხოს მიადგნენ.

საიდუმლო საკანი სწორედ კოშკის ეზოში იყო მოთავსებული.

პირველმა ვეზირმა რაზას ანიშნა, ეს გოგონა ზევით უნდა დავამწყვდიოთო. რაზამ ბაია იატკზე დაასვენა.

ცარიელი საკანი გააღო და ხის კიბე გამოიტანა. კედელზე მიაყუდა და ზედ აბობღდა. ახლა ჭერხოში ასასვლელს უჩხიკინა გასაღები, დიდი წვალების შემდეგისიც გააღო.

ბაია ჭერში აიყვანეს , საიდუმლო საკანში დაამწყვდიეს და კარი ჩაუკეტეს.

გულდამშვიდებული წამოვიდა ქონდართუხუცესი... ბაიას ახლა მეორე ვეზირის ღამის შიკრიკები კი არა, თვით ღმერთიც ვეღარ მიაგნებდა. კვანტი დაუდეს საკანს რომ ჩაუარა, იფიქრა, ეს ფეხმრუდე ფეხბურთელი დამიძახებს და ციხის მცველად დადგომას შემეხვეწება, თანაც ბოდიშს მომიხდისო. მე კი არ ვაპატიებ და არ გავათავისუფლებო.

ქონდართუხუცესისათვის არავის დაუძახია და არც პატიება უთხოვია... საშინლად გააბრაზა პირველი ვეზირი ფეხბურთელის სიჯიუტემ.

შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, უფრო მკაცრად დასჯიდა, მაგრამ ქონდარეთში ამაზე დიდი სასჯელი არ არსებობდა.

პირველი ვეზირი მაინც კმაყოფილი იყო, ბაია რომ მოაცილა სასახლესა და ქონდარუხს.

სულ ღიღინ–ღიღინით მივიდა თავის სასახლემდე. არც ახლა ითამაშებსო ჩემს ფრინტასთან?

სასახლესთან შეცბუნებული შეჩერდა.

ფრინტას ფანჯარაში სანთელი ენთო. უკვე საკმაოდ გვიან იყო და ასეთ დროს ქონდართუხუცესის ქალიშვილი არასოდეს აანთებდა სანთელს... თანაც ფანჯარა ღიაა, ეს უკვე საეჭვოა!

პირველი ვეზირი სიბნელეში იდგა და ელოდა – ერთი ვნახო რა ამბავია ჩემს თავსო. დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი. ღია ფანჯარას ფრინტა მოადგა. ხელი დაუქნია ვიღაცას და რაღაც საგანი გადმოუგდო.

მერე სწრაფად მიხურა ფანჯარა.

აშკარა იყო, ფრინტას ფანჯრის ქვემოთ ვიღაც იდგა.

ვინ?

ამ კითხვამ მაუკარგა მოსვენება ქონდართუხუცესს.

ფეხაკრეფით წავიდა, თავისი თვალით რომ ენახა, ვინ იდგა ფრინტას ფანჯრის წინ, მაგრამ ქონდართუხუცესს მარტო ეს არ აინტერესებდა.

სალამურას თავგადასავალი

ახლავე უნდა გაეგო, რა გადმოაგდო მისმა საყვარელმა ქალიშვილმა.

ათიოდე ნაბიჯი კიდევ გადადგა და გარკვევით დაინახა ლანდი. ლანდი ჩაკუზულიყო და მიწაზე ხელებს აფათურებდა, ეტყობოდა ფრინტას გადმოგდებულ საგანს ეძებდა.

პირველი ვეზირი თითის წვერებზე შემდგარი ეპარებოდა ლანდს, ცდილობდა, ჩქამი არ გაეღო, ლანდმა ამასობაში იპოვა ფანჯრიდან გადმოგდებული საგანო და წამოდგა. ქონდართუხუცესი კი უკანასკნელი ნახტომისათვის მოემზადა, დაიძაბა.ერთი ნახტომი და საზიზღარი ლანდი დაჭერილი ეყოლებოდა.

მაგრამ ქონდართუხუცესი მოხუცი იყო და მხედველობა სუსტი ჰქონდა... თანაც ბნელოდა, ალბათ, ამიტომ ვერ დაინახა, რომ წელში მოხრილი და ნახტომისათვის მომზადებული საკუთარ მოსასხამზე იდგა.

პირველმა ვეზირმა ისკუპა და ვაი ამ სუპს, აქვე გაიშოტა და ხმელ ტოტებს აუყენა ლაწალუწი.

ლანდმა ერთი გაიშლიგინა სიბნელეში და მოჩვენებასავით გაქრა.

პირველი ვეზირი წამოდგომით კი წამოდგა,მაგრამ ეს რას უშველიდა... გაქცეულს ვერაფრით დაეწეოდა და ამიტომ არც უცდია გამოკიდება.

სამაგიეროდ თავის ქალიშვილზე ისე იყო გაბრაზებული, თვალებიდან სულ ნაპერწკლებს ჰყრიდა.

მაშინვე ავარდა ფრინტასთან. მაგრამ ფრინტამ იეშმაკა და თავი მოიმძინარა. ,,ამაღამ იძინოს, – გაიფიქრა ქონდართუხუცესმა,–იმასაც ნახავს, ხვალ რა დღეს დავაყრიო“.





ბაიას ამაოდ ეძებენ. ფრინტა მოიტაცეს.

წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა მეორე დღეს, როცა უფლისწული საუზმის შემდეგ ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავთან ასკინკილას ან თვალხუჭობანას თამაშს მოინდომებდა.

მართლაც ასე მოხდა. უფლისწული გააღვიძეს და ასაუზმეს.

კარგად გამოძღა ჩვენი უფლისწული და კარგ გუნებაზეც დადგა. მუცელზე ხელები დაიტყაპუნა და თქვა:

ახლა მზეთუნახავი მომიყვანეთ, უნდა ვითამაშო.

ბაია მანამდე არავის გახსენებია.

ახლაღა მოიკითხეს. ჯერ დიდხანს ეძებეს, მერე დიდხანს იფიქრეს და ვერაფრით გაიხსენეს, წუხელ სად დატოვეს ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი. პირველი ვეზირის შეწუხება არ უნდოდათ და მეორეს შეეკითხნენ:

– ხომ არ გახსოვთ, სად დავტოვეთ წუხელ ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი?

მეორე ვეზირმა საჩვენებელი თითი შუბლზე მიიდო და ჩაფიქრდა.ამგვარად უფრო უადვილდებოდა ფიქრი.

– მე მგონი, ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი დარბაზში დარჩა.

– იქ რომ არ აის?

– როგორ თუ არ არის?!

– ნამდვილად არ გახლავთ.

– ეძებეთ, სადმე იქნება დამალული!

მთელი სასახლე აწრიალდა, აიშალა. კიბეებზე არბოდნენ და ჩამორბოდნენ, ოთახებში შერბოდნენ და გამორბოდნენ. ისეთი ალიაქოთი ატყდა, გეგონებოდა, ხელმწიფის სასახლეს ხანძარი გაუჩნდაო.

რა თქმა უნდა, ყოველგვარი ფუსფუსი და ფაციფუცი ამაო იყო. ბაიას ვერც სასახლეში და ვერც სასახლის შემოგარენში ვერ მიაგნეს. ვერც მიაგნებდნენ.

ჩვენ ხომ ვიცით, სადაც არის დამწყვდეული საბრალო ბაია.

–ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი დაიკარგა!

–ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი გაიქცა!

ეს სიტყვები ლახვარივით მოხვდა გულზე უფლისწულს. ისეთი ღრიალი მორთო, რომ მჭედელ დაჰკა–დაჰკას ჩაქუჩის ხმა მასთან მოგონილი იყო. ყველამ თითები დაიცო ყურებში. ხელმწიფემ და დედოფალმა თითების დაცობა არ იკადრეს და ბამბა მოატანინეს ფარეშებს.

მაგრამ უფლისწულის ღრიალი ტკბილ სიმღერად მოგეჩვენებოდათ, ქონდართუხუცესის ბღავილი რომ მოგესმინათ.

ქონდართუხუცესი სასახლის კიბეზე ამორბოდა თან ცხვირს აცემინებდა, თან ბღაოდა.

– დავიღუპეთ! დავიღუპეთ!

ყველას ეგონა, ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავს რაღაც უბედურება შეემთხვა და იმიტომ ბღავისო ასე გამწარებული.

– რა მოხდა, გაგვაგებინეთ, რა დაემართა?!– დაესივნენ ქონდართუხუცესს აქეთ–იქიდან.

– დავიღუპეთ!..დავიღუპეთ!

- ბოლოს და ბოლოს, თქვი, რა მოუვიდა ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავს?

ხელმწიფევ, რა დროს ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავია. ქალიშვილი მომტაცეს, ჩემი ლამაზი, ჩემი მზეთუნახავი ფრინტა!

– ვინ გაბედა, ვინ მოიტაცა!

– პოეტმა ჰილარიო ბუერამ, იმ გარეწარმა, იმ მდაბიომ!..

ჰილარიო ბუერას ფრინტა არ მოუტაცნია, თავისი ნებით წაჰყვა. ჰილარიო ბუერას, როგორც სხვა პოეტს, მოგზაურობა უყვარდა. ფრინტასაც სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დაუოკებელი წყურვილი ჰკლავდა თურმე...

ეს პირველსავე შეხვედრაზე გამოარკვიეს ქონდართუხუცესის ქალიშვილმა და ხელმწიფის კარის პოეტმა, პირველსავე შეხვედრაზე გადაწყვიტეს გაპარულიყვნენ, რაგდან მამა ქონდარეთიდან გამგზავრების უფლებას არ მისცემდა თავის ქალიშვილს.

ფრინტას ფანჯრიდან გადმოგდებული საგანი, პირველმა ვეზირმა რომ დაინახა, პატარა კოლოფი იყო, ხოლო ის ლანდი– ჰილარიო ბუერა. იმ კოლოფში ბარათი იყო, ბარათში კი, აი, რა ეწერა: ,,ჩემო ერთადერთო მეგობარო ჰილარიო, ხვალ გათენებამდე მოვალ თეთრი იასამნის ბუჩქებთან, დამელოდე, ფრინტა“.

იასამნის ბუჩქთან გათენებამდე დახვდა ჰილარიო ბუერა, ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელი და გაუდგნენ გზას.

საით?

საითაც მოისურვეს, საითაც გული მიუწევდათ.

ბევრი ქვეყანა მოიარეს და ბოლოს, როგორც უკვე ვიცით, პოეტების ქვეყანას ეწვივნენ, სწორედ იმ დროს, როცა სალამურას ახალგაზრდა კრიტიკოსი ესალმებოდა. არც ჭიჭერონმა და არც სხვებმა მაშინ არ იცოდნენ, რომ ყვავილებში ჩაფლული სალამურა სახელოვანი პოეტი კი არა, უბრალო მწყემსი ბიჭუნა იყო, თანაც ჭიამაიების მწყემსი.

თქვენ, ალბათ, ისიც გესმით, რომ სალამურა საზეიმო შეხვედრის შემდეგ მარტოდმარტო დარჩა კლუბის დარბაზში მწარედ დაფიქრებული.

ამ ზღაპრის მეორე ნაწილის მოყოლას სწორედ აქედან დავიწყებ.






ნაწილი მეორე




საქმენი საგმირონი

მხცოვანი პოეტის რჩევა- დარიგება

ფიქრებიდან სალამურა მხცოვანი პოეტის ხმამ გამოარკვია. როდემდე გინდა იყო, ბიჭუნა, მაგ ყვავილებში ჩაფლული? გეტყობა, ძალიან მოგწონს ყვავილებში ჯდომა.

- სულაც არ მომწონს, - უპასუხა სალამურამ.

- თუ არ მოგწონს, გამოდი, რაღას უცდი?

- ვერ გამოვდივარ, ეკლები მკაწრავს.

მხცოვანი პოეტი სცენაზე ავიდა და სალამურა ყვავილებიდან ამოიყვანა. მწყემს ბიჭუნას ხელები და სახე რამდენიმე ადგილას გაკაწვროდა და სისხლი სდიოდა.

- მოდი, წამალს წაგისვამ. ცოტათი აგეწვება, მაგრამ არაფერია, მალე გაგივლის. - მხცოვანმა პოეტმა ტოგა გადაიწია და ჯიბიდან პატარა ბოთლი ამოიღო.

სალამურას თავგადასავალი

საცობი მოაძრო და მწყემს ბიჭუნას ნაკაწრებზე წაუსვა მუქი სითხე.

საწყალ სალამურას ისე აეწვა კანი, რომ სულ ცალ ფეხზე დაიწყო ხტუნვა.

- სული, სული შეუბერე!- დაარიგა მხცოვანმა პოეტმა.

სალამურამ სული შეუბერა დაკაწრულ ხელებს, მაგრამ ცხვირსა და ლოყას ვერაფერი მოუხერხა:

- ეგრე, ეგრე, გაუძელი! - ამხნევებდა მხცოვანი პოეტი. - ყოჩაღ, მაგარი ბიჭუნა ყოფილხარ, ერთი ცრემლიც არ ჩამოგვარდნია. აქაურ ბიჭებს რომ წაუსვა, სულ ღრიალით გასკდებიან.

- ბატონო, - მიმართა სალამურამ, როცა წვამ გაუარა, - ხომ ვერ მიმასწავლით ქონდარეთის გზას?

- ქონდარეთი...ქონდარეთი... ჩაფიქრდა მხცოვანი. აქედან შორს არის ქონდარეთი.

- ნუთუ ასე შორსაა? მაინც საითაა და რამდენ ხანში შევძლებ იქ მისვლას?

- ეგ ქვეყანა ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით არის ... მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვი, რამდენი დრო დაგეხარჯება იქ მისასვლელად, ვიღაც ქონდარელი ყოფილა ჩამოსული და თუ ასე გაინტერესებს, იმას ჰკითხე.

- აუცილებლად ვკითხავ.

- მაინც რატომ მიისწრაფი, ბიჭუნა, ასე ქონდარეთისკენ?

- სალამურამ არაფერი დაუმალა კეთილ პოეტს. უამბო, რა გადახდა თავს და რატომ მიდიოდა ქონდარეთში.

მხცოვან პოეტს, ეტყობა შეებრალა სალამურა, თავზე გადაუსვა ხელი და

მოეფერა.

თუ კვლავ ასე მოიქცევი, არაფერი გამოგივა.

ბოროტებას ნუკი გაექცევი, შეებრძოლე. შენ ხომ გსურს, ბაია დაუბრუნო ციცინათელების ქვეყანას?

- მე შევპირდი, ციცინათელების ამოსვლას გაჩვენებ-მეთქი და ვერ ვაჩვენე.

მესმის, კარგად მესმის შენი წუხილი. ყური დამიგდე, კარგო ბიჭუნავ, თუ ისევ ბედის მორჩილი იქნები, ბაიას ვერ გამოიხსნი. შენ ისე გათამაშებს ბედი, როგორც ნაფოტს მდინარე. შენ კი არ მიდიხარ, ამ მდინარეს მიჰყავხარ. შენი გზა სხვაა, მდინარე კი სხვა გზით მიგაქანებს. თუკი იცი, საით მიდის შენი გზა, ამ გზიდან როგორ წინააღმდეგობასაც არ უნდა წააწყდე, არ გადაუხვიო! რადგან არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანის შვილმა, ადრე თუ გვიან, არ დაძლიოს.

თუ ასე არ მოიქცევი, მიზანს ვერ მიაღწევ. კიდევ ერთს გეტყვი და დაიმახსოვრე. ბოროტებას ნუ დაეჩაგვრინები, თუ მოიხრი ქედს, ყოველ შემთხვევაში , როგორც შეძლებ, ისე შეებრძოლე. თუ ვინმეს საწყლად და დაჩაგრულად მოაჩვენებ თავს, უფრო მეტად მოინდონებს შენს დაჩაგვრას.

- გმადლობთ, ბატონო!

- ესეც იცოდე, ამქვეყნად ყველაზე უფრო ძლიერი სიკეთის ძალაა.

- გმადლობთ... ისე მოვიქცევი, როგორც თქვენ დამარიგეთ.

- ოღონდ, კეთილისა და ბოროტის გარჩევა უნდა შეგეძლოს.

- მაგის გარჩევა ადვილია.

- არც ისე ადვილია, ბიჭუნავ, როგორც შენ გგონია... ახლა წადი, რაც გითხარი, არ დაივიწყო.

- ნახვამდის, ბატონო.

-მოიცადე, შენ კარგი ბიჭუნა ჩანხარ და დიდ გზასაც ადგახარ.

მოდი, ამ წამალს გაგატან. ვინ იცის, სად და როდის გამოგადგება.

- სულ მატანთ?- გაუკვირდა სალამურას.

- მე კიდევა მაქვს... მინდვრისა და მთის ბალახებისაგან ვამზადებ ამ წამალს.

- კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სალამურამ, წამლიანი ბოთლი გუდაში შეინახა და დაემშვიდობა.






დახლზე გაშლილი ხილი.

ფრინტა სილამაზის სალონში

დახუთული ჰაერიდან სუფთა ჰაერზე რომ გამოვიდა, მძაფრად იგრძნო შიმშილი. აღარც ახსოვდა უკანასკნელად როდის ჭამა. უცებ გამოელია ღონე და ფილაქანზე ძლივს მილასლასებდა.

დუქანს ჩაუარა გვერდით. მედუქნეს დახლზე ათასნაირი ხილი ეწყო.

სალამურას თვალები აუჭრელდა. მწიფე ატმები, ჩაშაქრებული ყურძენი. ლოყაწითელი ვაშლი, თაფლის სანთელივით ყვითელი გულაბი მსხალი. შავი ქლიავი. რა გინდოდა, სულო და გულო, დახლზე რომ არ ყოფილიყო გაშლილი. სალამურა ხილის სუნმა გააბრუა და დაბარბაცდა. თავი ძლივს შეიკავა.

მერე სწრაფად გაშორდა დუქანს, ასე რომ მივჩერებივარ, ჩემთვის უფრო ცუდიაო.

,,სალამურს დავუკრავ, იქნებ შიმშილი დამავიწყოს“. - გაიფიქრა და ქამარში გარჭობილი სალამური ამოიღო. ის იყო, სული უნდა ჩაებერა, რომ ბულბულის სტვენა გაიგონა. ბულბული იქვე, ვარდის ბუჩქზე იჯდა და თავდავიწყებით გალობდა.

- ეს ძალიან მოეწონებოდა ბაიას, - თქვა ხმამაღლა. - მოდი დავისწავლი და, თუ ბაიას როდესმე შევხვდი და დავიხსენი, მოვასმენინებ.

მწყემსმა ბიჭუნამ სალამურს ჩაჰბერა და ბულბულის ჰანგი დაუკრა. ვერც კი გაიგო, როგორ მოგროვდა მის გარშემო ხალხი.

სალამურა გატაცებით უკრავდა.

როცა დაამთავრა, ხალხმა ტაში დასცხო. წვიმასავით წამოვიდა ხურდა ფული.

- ეს ბიჭუნა ქუჩის მუსიკოსი ყოფილა და ჩვენ პოეტი გვეგონა,- თქვა ერთმა.

- კიდევ დაუკარი!- შეეხვეწნენ სალამურას.

- მე თქვენი ბულბულის ჰანგი ვისწავლე... მეტს ვეღარ დავუკრავ, - უპასუხა სალამურამ და გზა განაგრძო.

- ამ ფულს ვის უტოვებ?

- ეგ ფული მე რად მინდა?

- შენი გასამრჯელოა.- უთხრეს სალამურას, - წაიღე.

ამ დროს მედუქნე გამოვარდა.

- ბიჭუნავ, არ გინდა ხილით ჩაიტკბარუნო პირი? ნახე, რანაირი ხილი მაქვს, უკეთესს ვერსად შეჭამ.

- მერე?..

- არ გინდა?

- მინდა.

- თუ ამ ფულს მომცემენ, თუ მიწაზე რაც ფული ყრია, ჩემი იქნება, რამდენსაც შეძლებ, იმდენი ჭამე... თუ გინდა, გზაშიც გაგატან.

ამ ცთუნებას უკვე ვეღარ გაუძლო სალამურამ და დათანხმდა. დახლს მიადგა და სულ ნარჩევი ხილი გადმოილაგა წინ. რაც ჭამა, ჭამა, რასაც ვერ მოერია, გუდაში ჩაიწყო. მედუქნემ კი ქვაფენულზე დაყრილი ფული მოხვეტა და ჩაიჯიბა.

მწყემსმა ბიჭუნამ ცოტათი ღონე მოიკრიბა და წავიდა.

ქუჩაში პირველსავე შემხვედრს ჰკითხა: ხომ არ იცით, სად შეიძლება ქონდარეთის სახელოვანი პოეტის ჰილარიო ბუერას ნახვა?

- აგამემნონ შუბლასთან, - არც კი დაფიქრებულა, ისე უპასუხა პირველმა შემხვედრმა.

სალამურას დრო აღარ დაუკარგავს, სირბილით მივიდა ნაცნობ სახლთან, კიბე აირბინა და კარზე დააკაკუნა.

კარი აგამემნონ შუბლამ გაუღო.

- რა გნებავთ?

- ჰილარიო ბუერას ნახვა მინდა.

- ჰილარიო ბუერას სძინავს.

- ეჰ, ჩემთვის იქნებ ქონდარეთის გზა ესწავლებინა.

- თუ გინდათ, ქალბატონი ფრინტა ნახეთ, შეიძლება იმან გასწავლოთ.

სალამურასათვის სულ ერთი იყო, ვინ ასწავლიდა ქონდარეთის გზას, სახელოვანი ჰილარიო ბუერა თუ ქალბატონი ფრინტა.

აგამემნონ შუბლა შებრუნდა და კარი მიხურა. სალამურა კარგახანს ელოდებოდა კარის წინ დაყუდებული, ალბათ გამოვა და ქალბატონ ფრინტას გამაცნობსო. მაგრამ აგამემნონ შუბლა არ გამოდიოდა.

ხელმეორედ დააკაკუნა.

კარი ისევ აგამემნონ შუბლამ გააღო.

- მე მინდა ქალბატონი ფრინტა ვნახო.

- აჰ, სულ დამავიწყდა, ქალბატონი ფრინტა შინ არ არის, სილამაზის სალონში წავიდა , ცხვირი უნდა გაილამაზოს.

- სად არის ეგ სილამაზის სალონი?

- ზუსტად ჩემი სახლის წინ...

სალამურას თავგადასავალი

ოღონდ ქუჩა უნდა გადაჭრათ.

სალამურა კიბეზე დაეშვა. მერე სირბითით გადაჭრა ქუჩა და სილამაზის სალონის წინ აღმოჩნდა.

ფრინტა ჯერ არ შესულიყო საოპერაციო ოთახში. მოსაცდელში იჯდა მოწყენილი.

სალამურა მივიდა და სთხოვა: ქონდარეთში მივდივარ და, თუ შეიძლება, გზა მასწავლეთო.

- ქონდარეთი ჩემი სამშობლოა. - თქვა ფრინტამ, მამაჩემი ქონდართუხუცესია, ხელმწიფის შემდეგ პირველი ქონდრისკაცი. დიახ, პირველი ვეზირია და მე მისი ქალიშვილი ვარ. თუ ქონდარეთში ჩახვალთ, გადაეცით, რომ მე მნახეთ და უხვად დაგასაჩუქრებთ. უთხარით, რომ კარგად ვგრძნობ თავს. მართალია, მოგზაურობამ, ცოტა არ იყოს დამღალა, მაგრამ არა უშავს, მე მაინც ბედნიერი ვარ... როცა ქონდარეთში ჩახვალთ...

- გზას თუ არ მასწავლით, - გააწყვეტინა სალამურამ, - როგორ ჩავიდე ქონდარეთში?

-აჰ, თქვენ გზა არ გცოდნიათ.

- დიახ, არ ვიცი.

- გზა არც მე ვიცი.

ჩვენ ბევრი ქვეყანა მოვიარეთ, ძნელია იმ ქვეყნების და იმ გზების დამახსოვრება. ძალიანაც რომ მინდოდეს, მარტო უკან ვერ დავბრუნდები. ისე კი კმაყოფილი ვარ მოგზაურობით... ქონდარეთში ჩასვლისთანავე მამაჩემს მიაკითხეთ, იგი კეთილია და უსათუოდ დაგასაჩუქრებთ, მით უმეტეს თუ ჩემს ამბავს ჩაუტანთ.

- ის მაინც გეცოდინებათ, იქ არის თუ არა ციცინათელების მწყემსი გოგონა.

- რა თქმა უნდა, იქ არის! ჯერ ხმები დაყარეს, ვითომ ციცინათელების მზეთუნახავიაო, მაგრამ მწყემსი აღმოჩნდა, ერთ ღამეს მეც ვიყავი ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი. ჩვენს შორის დარჩეს და, მაინცდამაინც სასიამოვნო არ ყოფილა...

სალამურამ აღარ დაუგდო ყური ფრინტას ყბედობას, მაშინვე დატოვა სილამაზის სალონი და აღმოსავლეთის გზას დაადგა.




ქონდარელები ფეხბურთელის

განთავისუფლებას მოითხოვენ

ქონდარელებს მოთმონების ფიალა აევსოთ.

ერთხანს სამართლიანად მიაჩნდათ ცნობილი ფეხბურთელ დაუდეს დასჯა.

კვანტი დაუდემ, მართალია, უნებური, მაგრამ მაინც დანაშაული ჩაიადინაო: ხელმწიფის სასახლის ფანჯარა ჩალეწა და ქონდართუხუცესს ცხვირზე წამოსკუპებული საამაყო მეჭეჭი დაუზიანაო.

მიუხედავად ამისა, მაინც არ ეგონათ, თუ ამ უნებურ დანაშაულს ამდენი ხნის პატიმრობა მოჰყვებოდა.

ორჯერ ბრძენ კინა ლოკოს დააწერინეს დიდი არზა. არზაში ქონდარელები სთხოვდნენ პირველ ვეზირს, ჩვენს სათაყვანებელ ფეხბურთელს აპატიეთ დანაშაული და გაათავისუფლეთო.

ასე ძლიერ უყვარდათ თავიანთი ერთადერთი, სათაყვანებელი ფეხბურთელი. თუ არ გჯერათ, წავიკითხოთ ბრძენი კინა-ლოკოს მიერ დაწერილი არზა, გინდ პირველი, გინდ მეორე. თუმცა სულ ერთია, რომელს წაიკითხავთ, პირველსა თუ მეორეს, ორივე კინა- ლოკოს დაერილია და ყოველი პატიოსანი ქონდარელის სულისკვეთებით არის გამსჭვალული. აი, თვით არზაც:

,, კეთილშობილო, ყოვლად განათლებულო , დიდებულო, ვეზირთა შორის უპირველესო, მოწყალეო ქონდართუხხუცესო!

თქვენი გულკეთილობისა და ლმობიერების ამბავი საქვეყნოდ არის ცნობილი.

ვიცით, რომ ჩვენმა ფეხბურთელმა კვანტი დაუდემ საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ფანჯარა ჩალეწა და მინის ნამსხვრევები დაესო მეჭეჭს, რომელიც ასერიგად ამშვენებს თქვენ უკეთილშობილეს ცხვირს.



იმ შავბნელ დღეს მთელი ქონდარეთი გლოვობდა. ყველა თავში იცემდა ხელს ანდა იმავე თავზე ნაცარს იყრიდა: ეს არ დაგვემართაო.

მაგრამ გავიდა დრო და ყველაფერი კეთილად დაბოლოვდა. თქვენს უკეთილშობილეს ცხვირზე მეჭეჭი ისე ბრწყინავს, როგორც დიდი მარგალიტი ჩვენი უსაყვარლესი მეფის ქონრად მეთხუთმეტის გვირგვინზე.

თავხედმა ფეხბურთელმა საკადრისი სასჯელი მიიღო.

ახლა დადგა ჯამი მისი პატიებისა, რახანია ქონდარელებს ფეხბურთი არ გვინახავს. ძალიან მოგვენატრა ფეხბურთის თამაში .

გაიღეთ მოწყალება. გაათავისუფლეთ კვანტი დაუდე...

ო, დიდო ქონდართუხუცესო, ვეზირთა შორის უპირველესო, რა მადლიერნი ვიქნებით თქვენი კეთილი გულისა, თუკი კვანტი დაუდეს გაათავისუფლებთ.

ფეხბურთის ქონდარელ გულშემატკივართა სახელით ხელს ვაწერ




ბრძენი კინა-ლოკო“.




არც პირველ, არც მეორე არზაზე ქონდართუხუცესსპასუხი არ გაუცია. პირიქით, საშინლად აღაშფოთა ორივე წერილმა, აღშფოთებულს ისეთი ცხვირის ცემინება აუტყდა, რომ მისი სასახლის გარშემო დარგული ხეებიდან გულგახეთქილი ჩიტები პანტაპუნტით ცვიოდნენ მიწაზე.

- ასე არაფერი გამოვა,- უთხრა ქონდარელ გულშემატკივრებს მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ, - ვისაც ჩვენს საამაყო ფეხბურთელზე გული შესტკივა, მე წამომყვება!

- სად?- იკითხეს გაუბედავად აქეთ-იქიდან.

- სადა და ქონდართუხუცესთან. ხომ ნახეთ, არაფერი გამოვიდა.

ახლა მივიდეთ პირველ ვეზირთან და მოვითხოვოთ კვანტი დაუდეს გათავისუფლება. ჩვენ უფეხბურთოდ ცხოვრება არ შეგვიძლია. მაშასადამე ჩვენი ფეხბურთელი უნდა დაგვიბრუნოს პირველმა ვეზირმა.

- ვაშა!- წამოიძახეს გახარებულმა ქონდარელებმა.

- დროს დაკარგვა აღარ შეიძლება, აბა, წავიდეთ!

- სად?- ისევ იკითხეს გაუბედავად ქონდარელებმა

- რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ ერთი და იგივე. გაბრაზდა დაჰკა-დაჰკა და ჩაქუჩი დაჰკრა გრდემლს ( თქვენ ალბათ მიხვდით, რომ მჭედელი და ფეხბურთის ქონდარელი გულშემატკივრები დაჰკა-დაჰკას სამჭედლოში თათბირობდნენ).

- რა საჭიროა ყველას წასვლა?- იკითხა ცომი ზელიამ, სახელოვანი პოეტის ჰილარიო ბუერას მამამ. ცომი ზელიას ქონდართუხუცესის სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა, რადგან მისმა შვილმა პირველ ვეზირს ერთადერთი ქალიშვილი მოსტაცა და არ იცოდა, ეს საქმე როგორ დაბოლოვდებოდა.

- ჰო, რა საჭიროა?!- მხარი აუბა დალაქმა ცომი ზელიას.

- მაშ რა ვქნათ?- იკითხა დაჰკა- დაჰკამ

- მარტო შენ წადი,- ძლივა გასაგონად წარმოთქვა ჰილარიო ბუერას მამამ.

- მხდალებო!- დაიგრგვინა მჭედელმა და საბერველი დაქაჩა. სამჭედლოში ნაცრის კორიანტელი დატრიალდა,- ფეხბურთის ყურება ხომ გინდათ!

- გვინდა!- ერთმად წამოიძახა ყველამ.

- თუ გინდათ, წამომყევით!

ქონდარელები სამჭედლოში მიმოიფანტნენ, ზოგი ტანსაცმელს იბერტყავდა- ნაცარი დაგვეყარაო, ზოგს ხველა აუტყდა, ვითომ ნაცარი გადაგვცდა და ვიხრჩობითო, ზოგი კი კუთხეში მიმდგარიყო და თვალებს ისრესდა.

- თავს ნუ იკატუნებთ, მშიშრებო, -შეუტია მჭედელმა,- მარტო წასვლას რა აზრი აქვს. ვისაც ჩვენს ფეხბურთელზე გული შესტკივა, ახლავე წამომყვება.

თუ არ წამოხვალთ, თქვენი სიმხდალის ამბავს ქვეყანას მოვდებ.

ჩვენს შორის დარჩეს და, ქონდარელები ცოტათი მშიშრები იყვნენ, მიუხედავად ამისა, სიამაყე არ აკლდათ.

სალამურას თავგადასავალი

მაშინვე შეწყვიტეს ტანისამოსის ბერტყვა, ხველება და თვალების სრესა.

მჭედელი დაჰკა-დაჰკა სამჭედლოდან გამოვიდა და უკან მოუხედავად გაუდგა გზას ქონდართუხუცესის სასახლისაკენ.ერთხანს ასე იარა, მერე შეჩერდა და უკან მოიხედა, მართალია, ქონდარელები იხალისოდ მისდევდნენ, ფეხს ითრევდნენ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონად, მთავარი ის იყო, რომ მაინც მიჰყვებოდნენ.

- რისი გაშინიათ? უფრო გაბედულად გამოადგით ფეხი!- შეუძახა

მჭედელმა, ქონდარელებმა ნაბიჯს მოუმატეს.

მჭედელმა ერთო-ორჯერ კიდევ გაამხნევა, სათავეში ჩაუდგა და მტკიცე ნაბიჯებით გაუძღვა ქონდარელებს.





სალამურა ქონდართუხუცესთან ქარბორბალა-ქონდართუხუცესის

პირადი მცველი

ქონდართუხუცესი თავის სასახლეში იყო და ესაუბრებოდა...

აბა, თუ მიხვდებით, ვის ესაუბრებოდა?

ვისა და სალამურას.

გაგიკვირდათ? აქ გასაკვირი არაფერია. სალამურამ ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს და ბოლოს მიაგნო ქონდარეთს. რა თქმა უნდა, ქონდარეთში ჩამოსვლა ერთიათად გაუჭირდებოდა, თან რომ არ წამოეყვანა ჭიამაიები და ციცინათელები. დღისით ჭიამაიები უკვლევდნენ გზას, ღამით ციცინათელები და, როგორც ხედავთ, სალამურა ქონდარეთში აღმოჩნდა.

არათუ ქონდარეთში, თვით ქონდართუხუცესის სასახლეში ამოჰყო თავი.

სალამურა ისე მოიქცა, როგორც ფრინტამ უთხრა. ქონდარეთში მისვლისთანავე პირველ ვეზირს მიაკითხა და ქალიშვილის ამბავი მიუტანა.

- მაშ, ჩემი ფრინტა ნახე?!- ქონდართუხუცესს თვალებზე ცრემლი მოერია.

- დიახ, ბატონო, - უპასუხა სალამურამ.

- ალბათ ძალიან გამოიცვალა, გახდა.

- წინათ არ მინახავს, არ ვიცი, როგორი იყო.

ისე კი გამხდარი ჩანს, ცხვირად არის ქცეული, ბატონო.

- რეგვენო!- გაბრაზდა პირველი ვეზირი, -ცხვირი ჩვენი შთამომავლობის სიამაყეა.

სალამურა დაიბნა, ვერაფრის თქმა ვეღარ მოახერხა, მხოლოდ ნერწყვი გადაყლაპა.

- მაშ, შენ ამბობ, რომ კიდევ ვახსოვარ ჩემს ფრინტას.

- დიახ, ბატონო. სულ თქვენზე მელაპარაკებოდა. მითხრა, მამაჩემისთანა კეთილი კაცი მთელს ქვეყანაზე არ არსებობსო.

- კიდევ რას ამბობდა?

- ჩემს ამბავს რომ ჩაუტან, ძალიან გაუხარდებაო.

- მერე?

- რა ვიცი, გაუხარდებაო... კეთილი გული აქვსო და...

- ჰო, დაამთავრე, რა გითხრა.

-დაგასაჩუქრებსო...- დაამთავრა სალამურამ და კიდევ ერთხელ გადაყლაპა ნერწყვი.

პირველმა ვეზირმა, საქვეყნოდ ცნობილმა ძუნწმა, უსიამოვნოდ შეიჭმუხნა წარბები, თავი გვერდზე მიაბრუნა და ცხვირი დააცემინა. სალამურა გულგახეთქილი შეხტა. ეგონა, შიგ ყურებში დამახალეს თოფიო.

- ასე გითხრა... დაგასაჩუქრებსო?

- დიახ, ბატონო...

მაგრამ მე არავითარი საჩუქარი არ მინდა, ისედაც ბედის მადლობელი ვარ, ქონდარეთს რომ მოვაგენი.

- მაინც რატომ გიხარია ასე ქონდარეთში ჩამოსვლა?

- მიხარია, ბატონო.

- რატომ?

- მითხრეს და მეც რატომღაც დავიჯერე, რომ ჩემი მეგობარი აქ არის, ქონდარეთში.

- ვინ არის შენი მეგობარი?

- იქნებ თქვენც გაგეგონოთ, ბატონო, და გზა მიმასწავლოთ.

- ჰო, მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი?

-ბაია, ციცინათელების მწყემსი გოგონა. მას ბაიას ყვითელი ფურცლებისაგან შეკერილი კაბა აცვია.

- რაო? - იქუხა ქონდართუხუცესმა.

სალამურას შიშისაგან ფერი ეცვალა. ელდანაკრავი მისჩერებოდა ქონდართუხუცესს. ვერ გაეგო, ასე რამ განარისხა ხელმწიფის შემდეგ ქონდარეთში პირველი ქონდრისკაცი.

- რად გინდა ბაია?

- ბატონო... ბაია ციცინათელების ქვეყნიდან მოიტაცეს...მე კი შევპირდი, მზის ამოსვლას გაჩვენებ მეთქი და ვერ ავუსრულე... ახლა მინდა წავიყვანო და ვაჩვენო...მინდა თავის ქვეყანას დავუბრუნო. ციცინათელები შეშფოთებული არიან ბაიას დაკარგვით.

- აჰა, გასაგებია! მაშ მზის ამოსვლა გინდა აჩვენო არა?! ციცინათელების ქვეყანაში გინდა დააბრუნო?! ბრიყვო, შენ იცი, ეგ გომბიო რომ არ გამოჩენილიყო ხელმწიფის სასახლეში, დღეს ჩემი ფრინტა დედოფალი იქნებოდა?! ახლა კი რა გამოვიდა, ვიღაც ვიგინდარამ მომტაცა! მართალი უთქვამს ფრინტას, ისე დაგასაჩუქრებ, ეს საჩუქარი სიკვდილამდე არ დაგავიწყდეს.- ქონდართუხუცესი სავარძლიდან წამოდგა და ოთახში დაიწყო სიარული, გამწარებული ბრდღვინავდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.

მერე შეჩერდა, კარს მიაშტერდა და ხმამაღლა დაიძახა: - ქარბორბალა!

კარი გაიღო.

ოთახში საზამთროსავით მრგვალი ქონდრისკაცი შემოვიდა. ეს იყო ქარბორბალა-ქონდართუხუცესის პირადი მცველი. ქარბორბალას მომრევს ქონდარეთში ვერ იპოვიდით, მისი შიშით მთელი ქონდარეთი ძრწოდა.

- ქარბორბალა, შეიპყარი სე არამზადა!- ბრძანა პირველმა ვეზირმა.

ქონდართუხუცესის პირადმა მცველმა ბოროტი მზერა შეანათა სალამურას, მელოტი კეფა მოიფხანა და მწყემსი ბიჭუნას შესაპყრობად გამოგორდა.




ქარბორბალა ქონდარელებს დაერია

ვინ იცის, როგორ დატრიალდებოდა სალამურას ბედის ჩარხი, ამ დროს ღია ფანჯარაში რაღაც უცნაური ხმაური რომ აარ შემოჭრილიყო.

ქონდართუხუცესისა და მისი პირადი მცველის, ქარბორბალას ყურადღება სწორედ ამ ხმაურმა მიიპყრო. ორივეს მაშინვე გადაავიწყდა სალამურა. ჯერ პირველი ვეზირი ეცა ფანჯარას და ქუჩაში გადაიხედა, მერე ქარბორბალაც მიიჭრა ფანჯარასთან.

ქუჩაში მჭედელი დაჰკა-დაჰკა იდგა ფეხბურთია გულშემატკივრებთან ერთად და ზევით იყურებოდა. რაღაცას ხმამაღლა ამბობდა, მაგრამ ქონდართუხუცესს მისი ნათქვამი არ ესმოდა, რადგან ყველანი თითქოს ერთდროულად ცდილობდნენ ელაპარაკათ.

ქონდართუხუცესმა ყურებში თითები დაიცო.

ამით ანიშნა, თუ ასე ერთხმად იყაყანებთ, არ მოგისმენთო.

მაშინ მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ დააჩუმა ფეხბურთის ქონდარელი გულშემატკივრები და თვითონ მიმართა პირველ ვეზირს:

- ო, ვეზირთა უპირველესო, ყოვლად განათლებულო და ბრძენო ქონდართუხუცესო, გაიღეთ მოწყალება და გაათავისუფლეთ ჩვენი საყვარელი ფეხბურთელი კვანტი დაუდე.

- არავითარ შემთხვევაში!- იყვირა პირველმა ვეზირმა.

- აპატიეთ, ბატონო ვეზირო!

- დიდო ვეზირო, გევედრებით, შეუნდეთ დანაშაული.

- მეტს აღარ იზამს, - შეჰბღაოდნენ ქვევიდან ქონდარელები.

- ეგ თქვენი ფეხბურთელი ჯიუტი და თავხედია,- თქვა

გაბრაზებულმა ქონდართუხუცესმა, - ციხის მცველობა შევთავაზე და უარი მითხრა. არავითარ შეთხვევაში არ ვაპატიებ!

- უნდა აპატიოთ!

- დიდო ვეზირო, ჩვენც შეგვიბრალეთ!

- უფეხბურთოდ გაძლება აღარ შეგვიძლია!

ქონდართუხუცესი განრისხდა.

სალამურას თავგადასავალი

ცხვირზე წამოსკუპებული მეჭეჭი გაულურჯდა და აუთრთოლდა.

- ქარბორბალა, რასა ჰგავს ეს,-იყვირა მან, - აჯანყებას ხომ არ აპირებენ?!

ქარბორბალამ თვალებში შეხედა პარტონს და ანიშნა, მიბრძანე, როგორ მოვიქცეო.

- ახლავე ჩადი და გარეკე ეს მეამბოხეები!

პირველი ვეზირის პირადი მცველი მისი სიმსუქნისათვის შეუფერებელი სისწრაფით გაეშურა კარისაკენ, კი არ გაეშურა, გაგორდა. ქონდართუხუცესმა ფანჯარა მიიხურა და თავის ქვეშევრდომს დაედევნა.

სალამურა ორივეს დაავიწყდა. ქონდართუხუცესი ბოლო ხანებში ძალიან გულმავიწყი გახდა. ხელმწიფის კარზე ჩუმ-ჩუმად დასცინოდნენ კიდეც, ბერიკაცს საშინელი სკლეროზი სჭირს და ეგ მოუღებსო ბოლოს. რაც შეეხება ქარბორბალას, იგი ისეთი მსუქანი და ღონიერი იყო, მეხსიერება სულ არ სჭირდებოდა.



ამიტომ არც არის გასაკვირი, წასვლის წინ სალამურა რომ არ გაახსენდათ.

მწყემსმა ბიჭუნამ ფანჯარა გამოაღო და გადაიხედა, ერთი ვნახო, ქუჩაში რა ხდებაო. ქვევით მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა, დაბნეული ქონდარელები იდგნენ და სასახლის ფანჯრებს შესცქეროდნენ, ფანჯარა რომ გაიღო, ეგონათ ისევ ქონდართუხუცესი გადმოდგაო და აყაყანდნენ, მაგარ როგორც კი სალამურა დაინახეს, დაჩუმდნენ.

უცებ ყველანი ერთად შეტოკდნენ, თითქოს ხეებს ქარმა დაუბერაო, ქონდარელები შეირხნენ და ოხვრისმაგვარი ხმაც აღმოხდათ, სასახლის დარბაზიდან ზვავივით გამოვარდა ქარბორბალა, თან გაბოროტებული ბრდღვინავდა, მუშტებს ატრიალებდა.

- ნუ გეშინიათ, ძმებო! - დაიძახა მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ, - ეგ ერთი რას დაგვაკლებს!

ქარბორბალა დატრიალდა და მერე როგორ დატრიალდ! გარშემო სულ მტვრის კოეიანტელი დააყენა. ვისაც მოარტყა მუშტი, იქვე ადგილზე დასვა. დაჰკა-დაჰკას მიერ გამხნევებული ქონდარელები მაინც არ შედრკნენ, ყველანი ქარბორბალას დაესივნენ.

ქონდართუხუცესის პირადი მცველი ჯარასავით ტრიალებდა. მის გარშემო მწიფე მსხლებივით ცვიოდნენ ქონდარელები. ძირს დაცემულები დგებოდნენ და გარბოდნენ, მეორედ შებრძოლებას ვეღარ უბედავდნენ ქარბორბალას.

- ძმებო, ნუ გარბიხართ!- უხმობდა გაქცეულებს მჭედელი დაჰკა-დაჰკა, - თუ ბრძოლაა, ბოლომდე ვიბრძოლოთ!

მაგრამ ფეხბურთელის გულშემატკივართა რიგები თანდათანობით თხელდებოდა. ვისაც ქარბორბალამ მუშტი მოარტყა, ფეხზე არ დააყენა.

თავპირდალეწილი ქონდარელები შეშინებულები გარბოდნენ.

სადარბაზო შესასვლელთან ქონდართუხუცესი იდგა, სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტდა და ქარბორბალას აქეზებდა.

- ეგრე, მიდი, ქარბორბალა! დასცხე მაგ ჭუჭყიანებს!

ქარბორბალა სულ გაგიჟდა და გადაირია. გაცოფებული იქნევდა ხელებს და წინ ვეღარავის ხედავდა. ხუმრობა ხომ არ იყო, თვითონ პირველი ვეზირი ადევნებდა თვალს მის გმირულ ბრძოლას.

პატრონის მიერ წაქეზებულმა ერთხელ კიდევ მოიქნია მუშტი, მაგრამ ვერავის მოარტყა. კიდევ კარგი, რომ ეს მოქნეული მუშტი არავის მოხვდა, თორემ შუაზე გახეთქავდა. ეს რა მომივიდა, როგორ შევრცხვიო, - გაიფიქრა ქონდართუხუცესის პირადმა მცველმა და მეორედ უფრო მაგრად მოიქნია ხელი. მუშტმა ჰაერში გაიზუზუნა და სამი ქონდარელი დასცა ძირს. თვითონ ქარბორბალამაც ვეღარ შეიკავა თავი და ქვაფენილზე დაენარცხა.

სალამურა ისე გაიტაცა ჩხუბის ცქერამ, რომ სულ გადაავიქყდა, წეღან დაპატიმრებას რომ უპირებდნენ.

როცა ქარბორბალა ძირს დაებერტყა, მწყემსი ბიჭუნა კინაღამ სიცილით გაიგუდა – სულ არ სცოდნია ჩხუბიო.

წაქცეულ ქარბორბალას ქონდარელები დააცხრნენ თავზე. თითქოს ქონდართუხუცესის პირადი მცველი ამას ელოდაო, წამოიწია, წამოდგა, ათიოდე ქონდარელი ჰაერში აიტაცა, მერე მძლავრად შეარხია მხრები და საწყლები სულ ზღართა-ზღურთით დაალეწა ქვაფენილს.

ეგრე, ეგრე, ჩემო ქარბორბალა!- ყვიროდა გახარებული ქონდართუხუცესი.

ქარბორბალამ ორ ქონდარელს ხელი ჩაავლო და სულ ერთმანეთს უჩაჩქუნა.

- ამის ყურება უკვე აღარ შემიძლია! - წამოიძახა სალამურამ და ფანჯარას მოსცილდა.




სალამურას და ქარბორბალას პირველი შერკინება

ქარბორბალას ბრძოლა უკვე მოგებული ჰქონდა. ზოგი მოწინააღმდეგე გაექცა, ზოგი დაბლა ეგდო და წელს ძლივს ითრევდა. მხოლოდ მჭედელი დაჰკა-დაჰკა იდგა ფეხზე. თუმცა ამას ფეხზე დგომა აღარ ეთქმოდა, დაღლილ- დაქანცული, გასავათებული სასხლის წინ დარბოდა, ხოლო ქარბორბალა დასაჭერად დასდევდა.

ეგ არის ამათი მოთავე, ეგ პირუტყვი, ეგა!- ყვიროდა ქონდართუხუცესი, -ახლავე დაიჭირე! ციხეში უნდა დავალპო იმ ფეხბურთელთან ერთად!

პირველი ვეზირი ამას რომ უყვიროდა თავის პირად მცველს, ვიღაცამ ისე სწრაფად ჩაუქროლა გვერდით, რომ ქონდართუხუცესმა მხოლოდ ჰაერის მხევა იგრძნო.

სალამურა შურდულივით გავარდა ქუჩაში. ქარბორბალას, ის იყო, ხელი უნდა წაევლო მჭედელ დაჰკა- დაჰკასათვის, რომ მწყემსამა ბიჭუნამ შეუძახა:

- ეი, საზამთროვ, ერთი მეც მეჩხუბე, ვნახოთ რა ბიჭი ხარ!

- მე ვარ საზამთრო? - გაოცებული შეჩერდა ქარბორბალა და სალამურას მიაშტერდა.

- საზამთრო ხარ, მა რა, თანაც დამპალი საზამთრო!

- იცი, რას გიზამ, შე ჭიაყელავ, შენა!- ქარბორბალამ წინდაწინვე წარმოიდგინა რას უზამდა და სიამოვნებისაგან სახე გაებადრა.

აგრამ სალამურამ ქონდართუხუცესის პირად მცველს ეს მომავალი სიამოვნების განცდა ბოლომდე არ დააცალა. მოქნეული მუშტი მთელი ძალით ამოარტყა ღიპში.

- ვაი!- ამოაბოყინა ქარბორბალამ.

- ეგ დამიჭირე, ეგ!- დაუყვირა ქონდართუხიცესმა , - მჭედელი ვერსად გამექცევა.

- ახლავე! - დაამშვიდა პირადმა მცველმა.

- ახლავ...

სალამურამ სიტყვა არ დაამთავრებინა ,,საზამთროს“, ახლა მარცხენა ხელი ამოარტყა მუცელში.

- ვაი!- ისევ ამოაბოყინა ქარბორბალამ.

- ვაი არ გიშველის, - უთხრა სალამურამ, - თუ შეგიძლია, მეჩხუბე.

ქარბორბალამ იფიქრა, ეს ბიჭი ვიდრე რაღაცას მეუბნება, დრო უნდა ვიხელთოო და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოუქნია მუშტი. ამ მუშტის აცილება სალამურასთვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა. თავი უკან გადაწია და ხელმა ჰაერში გაიზუილა. მართალია სიმწრითა და ტანჯვა- წვალებით ისწავლა კრივი, მაგრამ, თქვენ ნახავთ, როგორ გამოადგება ახლა ეს ხელოვნება.

რამდენიმეჯერ რომ აიცილა სალამურამ მოქნეული ხელი, ქარბორბალა მიხვდა, ამ ბიჭთან ბრძოლა გამიძნელდებაო.ეს გამომეტყველებაზეც კი შეეტყო- სახეზე ოდნავ შესამჩნევად გამოეხატა სასოწარკვეთა.სალამურა სწორედ ამ წუთს ელოდა. მანამდე სულ უკან-უკან იხევდა, დარტყმას იცილებდა.

სალამურას თავგადასავალი

როგორც კი თავს მოარიდებდა მოქნეულ ხელს, სალამურა თვითონ გადადიოდა შეტევაზე – ან ყბაში, ან ღიპში უთავაზებდა მუშტს.

ქარბორბალა თავის გულს ასკდებოდა. ნუთუ ერთხელ მაინც ვერ გავარტყამ ამ ჭიაყელასაო.

ერთი თუ მოვარტყი, მერე ვნახავ, რა ბიჭიც არისო. რაც უფრო მეტად ცდილობდა გარტყმას, მით უფრო ვერ ახერხებდა,ჰაერში უახროდ იქნევდა ხელებს.

ქონდართუხუცესი კი სადარბაზო შესასვლელის წინ იდგა და ბოღმისაგან გულზე სკდებოდა. მსახურებს უხმობდა, მსახურები მხრებს იჩეჩავდნენ: იქ, სადაც ქარბორბალა ჩხუბობს, ჩვენ როგორ ჩავერევითო.თან ამშვიდებდნენ პირველ ვეზირს, მაგ ბიჭს ახლავე ბოლოს მოუღებსო.

- ახლა კი დროა, საბოლოო შეტევაზე გადავიდე, - ფიქრობდა ამ დროს სალამურა. ერთხელაც ავიცილებ დარტყმას და მერე შევუტევ.

ასეც მოიქცა.

სალამურამ შეტევა დაიწყო

ოჰ, რა ოსტატურად იბრძოდა სალამურა. ეს იყო მოკრივის ნამდვილი ხელოვნება. ხან მარჯვნიდან, ხან მარცხნიდან, ხან პირდაპირ ურტყამდა მწყემსი ბიჭუნა მოწინააღმდეგეს.

იგი მარჯვედ ურტყამდა და ასევე ოსტატურად ირიდებდა ბორბალას დარტყმებს. დაიხრებიდა, ისევ გაიმართებოდა და გამუდმებით უტევდა.

ქარბორბალა მჭედელ დაჰკა-დაჰკას საბერველივით ქშინავდა, გამოშტერდა, თვალებს უაზროდ აჭყეტდა.

ახლა ქარბორბალა იხევდა უკან, მაგრამ მისი უკან დახევა უკვე იძულებითი იყო- სალამურამ აიძულა.

ქარბორბალას ბრძოლა უკვე აღარ შეეძლო, ხელები ჩამოუვარდა, მწყემსმა ბიჭუნამ ერთიც ამოსცხო ღიპში და პირველი ვეზირის პირადმა მცველმა თავისი პატრონის წინ გაადინა ზღართანი.

- დაიჭირეთ, ეგ საზიზღარი !- უბძანა მსახურებს ქონდართუხუცესმა და სალამურასაკენ გაიშვირა თითი.

მაგრამ მსახურებს ქარბორბალას მომრევის დაჭერა არც ისე იოლ საქმედ მიაჩნდათ.

- დაიჭირეთ!- არ ცხრებოდა პირველი ვეზირი.

არც სალამურა იდგა გულხელდაკრეფილი. როგორც კი ქარბორბალა წაიქცა, გაიფიქრა, ახლა კი დროა თავს ვუშველოო და მოჰკურცხლა კიდეც. რამდენიმე მსახური დაედევნა. მაგრამ არც ერთ მათგანს არ უცდია მთელი სიჩქსრით დადევნებოდა გაქცეულს. ან ეშინოდათ, ჩვენც არ გაგვლახისო, ანდა მოეწონათ: მარჯვე ბიჭი არისო და არ უნდოდათ მისი დაჭერა.

ასე იყო, თუ ისე, სალამურამ თავს უშველა. მსახურებმა ქუჩის მოსახვევამდე სდიეს.

მერე ხელი ჩაიქნიეს - სულ ერთია ვეღარ დავეწევითო და უკან გამობრუნდნენ ხელმოცარულნი.




ქონდარელებისა და სალამურას დამეგობრება

როგორც კი სალამურამ მარჯვნივ გაუხვია, ქუჩის კუთხეში უამრავი ხალხი დაინახა. გაიფიქრა: - უჰ, რამდენი ჩასაფრებულა ჩემს დასაჭერად, ამათ კი ვეღარ გავექცევიო და გაჩერდა.

თუმცა დააკვირდა თუ არა ქონდრისკაცებს, მაშინვე მიხვდა, რომ ესენი ქარბორბალას ნაცემი ქონდარელები იყვნენ. თავპირდალეწილები, დასისხლიანებულები იდგნენ და სალამურას ელოდებოდნენ.

ვიდრე მწყემსი ბიჭუნა ქონდართუხუცესის პირად მცველს ებრძოდა, ძირსდაცემულმა, გალახულმა ქონდარელებმა წელი აითრიეს და თავს უშველეს. ქუჩის ჯუთხემდე მოვიდნენ და იქიდან ადევნებდნენ თვალს სალამურასა და ქარბორბალას ჩხუბს.

სალამურამ პირველი შეხვედრისთანავე იგრძნო, რომ ქონდარელები მისდამი კეთილად იყვნენ განწყობილნი – მადლიერების გრძნობით შესცქეროდნენ. არა მარტო მადლიერება, ქონდრისკაცებს სახეზე მოწიწებაც კი ეხატებოდათ.

- ყოჩაღ, ბიჭო! - სალამურას მხარზე დაჰკრა ხელი მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ. -ნამდვილი გმირი ხარ.

შენ მარტომ მოახერხე ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვერ შევძელით. თუ გვიძმობ, შენი ერთგული ძმები ვიქნებით.

მწყემსმა ბიჭუნამ მორცხვად გაიღიმა და ხელები გაშალა:

- ეგ საზამთრო უარესის ღირსი იყო, მაგრამ რა მექნა, მეტი აღარ შემეძლო.

- რას ამბობ, ბიჭო, მთელს ქონდარეთში მაგის მომრევი შენ გამოჩნდი, თორემ სუყველას დაგვხოცავდა, - უთხრა მჭედელმა.

ქონდარელები სალამურას გარშემო მოგროვდენენ. ყოველი მათგანი ცდილობდა მადლობის სიტყვა ეთქვა სალამურასათვის, ხელი ჩამოერთმია. მწყემსი ბიჭუნა ყველას სახეზე აკვირდებოდა: ზოგს შუბლი ჰქონდა გახეთქილი, ზოგს-ცხვირი, ზოგს თვალი ჩალურჯებოდა.

სალამურას გაახსენდა გუდაში რომ ეგდო კეთილი მხცოვანი პოეტის ნაჩუქარი წამლიანი ბოთლი. იმწამსვე გუდა მოიხსნა და ქონდარელებს მიმართა:

- ახლა მადლობის დრო არ არის, ძმებო!- გუდიდან ბოთლი ამოიღო და ქონდრისკაცებს აჩვენა, -ამ ბოთლში წამალია, წამალი კი არა, საწაულია. ახლავე მოგირჩენთ ჭრილობებს. მართალია, ჭრილობა ცოტათი აგეწვებათ, მაგრამ რას იზამთ, უნდა გაუძლოთ.

ქონდარელები სასწაულის მოლოდინში გაყუჩდნენ.

სალამურამ ბოთლს საცობი მოაძრო და ყველას სათითაოდ წაუსვა ჭრილობაზე წამალი.

- ოჰ, ოჰ, ოჰ, ოჰ! ცეცხლი მოგვეკიდა, ცეცხლი!- ყვიროდნენ ქონდარელები და თან გამწარებული ხტუნავდნენ.

ნუ გეშინიათ, ძმებო, - უთხრა სალამურამ, -ერთმანეთს სულიშეუბერეთ და წვა მალე გაგივლით.

ქონდარელებისათვის შორიდან რომ შეგეხედათ, ნამდვილად იტყოდით, გაგიჟდნენო. ოცდაათიოდე ქონდრისკაცი გამწარებული ხტოდა. ზოგი მარცხენა ფეხზე, ზოგი- მარჯვენაზე, ზოგი კი – ორივეზე. ხტუნვა არაფერია. ქონდრისკაცები დაწყვილებულიყვნენ და სიმწრისაგან დაჭყანულები ერთმანეთს მთელი ძალით უბერავდნენ სულს სახეში. სალამურას სიცილი წასკდა. ამ სანახაობას ვერც მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ გაუძლო- მასაც აუტყდა სიცილი.

რა დაგემართათ, ძმებო, - ეუბნებოდა სალამურა, -ნუთუ ამ პატარა ტკივილს ვერ უნდა გაუძლოთ?

- გვეწვის! გვეწვის!- ყვიროდნენ ქონდრისლაცები.

- ქონდართუხუცესი ჩვენს მისვლას და ქარბორბალას დამარცხებას არ გვაპატიებს! - თქვა მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ , - წავიდეთ, თორემ ხელკეტიანებს დაგვადევნებს.

რადგანქონდარეთში სხვა საბრძოლო იარაღი არ არსებობდა, მეფის გვარდია ხელკეტებით იყო შეიარაღებული.ამიტომაც შეარქვა ხალხმა ხელკეტიანები.

ხელკეტიანების ხსენებაზე ქონდარელები შეცბნენ. ხტუნვასა და სულის ბერვაში კარგად ვერ გაიგონეს მჭედელ დაჰკლა-დაჰკას ნათქვამი. ეგონათ, ხელკეტიანები უკვე მოდიანო და შეშინებულები მიმოიფანტნენ.

ქუჩაში მარტო მჭედელი დაჰკა-დაჰკა და სალამურა დარჩნენ.




საიდუმლო გვირაბი

დაჰკა-დაჰკამ სალამურა სამჭედლოში მიიყვანა.

გზაში ერთმათეთი გაიცნეს.

მჭედელმა უკვე იცოდა, რომ სალამურა ჭიამაიების მწყემსი იყო და ქონდარეთში ბაიას საძებრად იყო ჩამოსული. იცოდა, აქ ჩამოსვლამდე რა გადახდა თავს, როგორი ტანჯვა- წვალება გამოიარა.

სალამურას თავგადასავალი

თუმცა ისიც კი უთხრა: ზოგი ჭირი მარგებელია, მოკრივე მიდი მოადე რომ არ შეგხვედროდა, ქარბორბალას ასე ადვილად ვერ დაამარცხებდიო.

სალამურამაც გაიცნო მჭედელი. შეიტყო, რომ დაჰკა-დაჰკა ქონდარეთში მოქანდაკის მოვალეობასაც ასრულებდა და ქალაქის მოედანზე დადგმული თუნუქის მილები, რომლებსაც რატომღაც ქონდარ მეთხუთმეტის ქანდაკებებს უწოდებდნენ, მჭედლის ნახელავი იყო.

ამ საუბრის შემდეგ მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ მოიწყინა, მწარედ ჩაფიქრდა.

- რატომ ჩაფიქრდი, მჭედელო? - ჰკითხა სალამურამ.

თუ არ დავიმალეთ, ცუდად წაგვივა საქმე, ჩემო სალამურა.- უპასუხა მჭედელმა.

- ამ საღამოს ხელკეტიანები მოვლენ და დაგვიჭერენ.

-რატომ მოვლენ, ხელკეტიანებისათვის ხომ არაფერი დაგვიშავებია?

- ისინი ხელმწიფეს და ხელმწიფის კარისკაცებს იცავენ, თუ მათ ვინმემ რამე დაუშავა, მაშინვე აღმართავენ ხელკეტებს, დამნაშავეებს დააპატიმრებენ.

- რა დავუშავეთ ხელმწიფეს ან მის კარისკაცებს, პირიქით, ქარბორბალა თქვენ დაგერიათ.

- ჩვენ მოვითხოვეთ ჩვენი საყვარელი ფეხბურთელის გათავისუფლება. შენ კი პირველი ვეზირის პირადი მცველი გალახე. ერთი სიტყვით, ჩვენ უნდა დავიმალოთ, თორემ დაგვიჭერენ და დღის სინათლეს მოგვანატრებენ.

- სად დავიმალოთ?

- სად?- დაფიქრდა მჭედელი, - მე ვიცი, სადაც უნდა დავიმალოთ.

მჭედელმა კარადიდან პური და ყველი გამოიღო და ხურჯინში ჩაალაგა. მერე სამჭედლოში იბორიალა ერთხანს, ქვაბებსა და კოვზებს რახარუხი აუტეხა. ხურჯინში კიდევ პატარა ქვაბი, ერთი დანა და ორი კოვზიც ჩააწყო. სალამურას სულაც არ უნდოდაახლა გაქცევაზე და დამალვაზე ეფიქრა.რა დროს დამალვაა, როცა ბაიას საძებრადაა ჩამოსული?! რადაც არ უნდა დაუჯდეს, საბრალო ბაია უნდა ნახოს და ციცინათელების ქვეყანას დაუბრუნოს.

ვიდრე სალამურა ამას ფიქრობდა, დაჰკა-დაჰკამ ხურჯინი სანოვაგითა და საჭირო ნივთებით გამოტენა და მხარზე მოიგდო.

-აბა, წავიდეთ, ძმაო!- უთხრა სალამურას.

მწყემსი ბიჭუნა შეყოყმანდა.

მჭედელი დაჰკა- დაჰკა მიხვდა, რატომღაც ითრევდა ფეხს სალამურა და გაიღიმა.

- ნუ გეშინია, სალამურა, ჩვენ ქონდარეთთან კავშირს არ გავწყვეტთ. ბაია თუ ქონდარეთშია, უსათუოდ მოვნახავთ.

მე თვითონ მოგეხმარები. ახლა კი აუცილებლად უნდა დავიმალოთ, თორემ თუ დაგვიჭირეს, მერე ბაიაზე ფიქრიც კი ზედმეტი იქნება.

მჭედელი დაჰკა-დაჰკა დამაჯერებლად ლაპარაკობდა და სალამურასაც ჭკუაში დაუჯდა მისი რჩევა.

სამჭედლოს კარი დაკეტეს და გზას გაუდგნენ.

უკაცრიელი ქუჩებით იარეს.

მჭედელი დაჰკა-დაჰკა ქალაქის განაპირას ჭიშკართან შეჩერდა და სალამურას სთხოვა, ცოტა ხანს დამელოდეთო. სალამურას რა გზა ჰქონდა, - დაგელოდებიო, უთხრა და იქვე აიტუზა. მჭედელმ აკი ჭიშკარი შეაღო და შევიდა.

დიდხანს არ დასჭირვებია სალამურას ლოდინი. ორ- სამ წუთში ისევ გაიგონა კარის ჭრიალი, გვერდზე მიიხედა და მჭედლის ჭრელ ხურჯინს მოჰკრა თვალი.

-აქ ჩემი მეგობარი ცომი ზელია ცხოვრობს, - თქვა მჭედელმა ,- სახელგანთქმული პოეტის ჰილარიო ბუერას მამა.

- ჰილარიო ბუერას მამა?!- გაოცდა სალამურა.

- შენ საიდან იცნობ ჰილარიო ბუერას? მან ხომ თვით ქონდართუხუცესს მოსტაცა ქალიშვილი!

- ვიცნობ,- მიუგო სალამურამ.- ქალბატონი ფრინტა გავიცანი... ჰილარიო ბუერა კი ვერ ვნახე, არ ეცალა – აგამემნონ შუბლას ლექსებს თარგმნიდა ქონდარულ ენაზე.

მერე გზადაგზა უამბო მჭედელ დაჰკა-დაჰკას, სად შეხვდა ფრინტას და როგორ გაიცნო პირველი ვეზირის გრძელცხვირა ქალიშვილი.

ამ საუბრით მიადგნენ ნდინარე ჩქაფუნას.

თქვენ , ალბათ, გახსოვთ, რომ ქონდარეთი ქჩაფუნას ნაპირებზე იყო გაშენებული. მთიდან მოვარდნილი მდინარე ბარში ორ ტოტად იყოფოდა და სწორედ მდინარის ამ ორ ტოტს შორის იყო მოქცეული ეს ულამაზესი ქვეყანა.

მჭედელი სამი მუხის ძირას დაგდებულ ლოდთან შეჩერდა.

ხურჯინი მხრიდან ჩამოიხსნა და სალამურას უთხრა:

- მოდი, მომეხმარე, ეს ლოდი ამაწევინე.

ორივე დაეჯაჯგურა ლოდს და ძვრა ვერ უყო.

- აბა, უფრო ღონივრად!- თქვა მჭედელმა.

ახლა უფრო ღონივრად დაეჯაჯგურნენ და ლოდი ოდნავ გადასწიეს გვერდზე. ლოდის ქვეშ ხვრელი გამოჩნდა.

- ხედავ იმ კუნძულს მდინარეში?- ჰკითხა მჭწდწლმა სალამურას და ხელი გაიშვირა მდინარისაკენ.

- ვხედავ, - მიუგო სალამურამ.

მდინარეში მართლაც მშვენიერი ხეებით დაბურული პატარა კუნძული იყო ამოზრდილი.

- ეს გვირაბი, - განმარტა დაჰკა-დაჰკამ, -საიდუმლოა, ამის არსებობა მხოლოდ მე და ცომი ზელიამ ვიცით.

- საიდუმლოა? - გაოცდა მწყემსი ბიჭუნა.

- რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა გვირაბს გავივლით და იმ კუნძულზე აღმოვჩნდებით. მერე რამდენიც უნდა გვეძებონ ხელკეტიანებმა, ვერ გვიპოვნიან. ამ ლოდს ახლა მეც მოვერევი, - განაგრძო მჭედელმა, - შენ კი წადი, ფიჩხი და ბალახი მოაგროვე.

სალამურამ იქვე ტყეში მოაგროვა ფიჩხი და ბალახი. როცა უკან დაბრუნდა, შეამჩნია, რომ მჭედელს ლოდი კიდევ გაეწია გვერდზე.

ხვრელი ახლა უფრო დიდად ჩანდა. შიგ მჭედელიც და სალამურაც თავისუფლად გაძვრებოდნენ.

ხვრელში ჯერ სალამურა გაძვრა. მჭედელმა ხურჯინი ჩააწოდა, მერე ფიჩხი და ბალახბულახი გაამზადა. თვითონაც ჩავიდა გვირაბში და ქვემოდან გვირაბის ჩასასვლელს წინასწარ გამზადებული ფიჩხი წააფარა.

-ახლა ამ გვირაბს ეშმაკიც ვერ იპოვის , ისე შევნიღბე, - თქვა მჭედელმა და სალამურას ხურჯინი გამოართვა . - ფრთხილად იარე, სალამურა, გვირაბი ბნელია და სადმე კედლიდან გამოშვერილ ქვას არ წაჰკრა შუბლი.

-მაგის ჯავრი ნუ გაქვს, - გაიცინა სალამურამ, - მე სიბნელის არ მეშინია.

მწყემსმა ბიჭუნამ გულის ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და გახსნა, ციცინათელები ამოაფრინა. ბნელი გვირაბი ერთ წამში გაანათეს ბაიას ციცინათელებმა.



ქონდარეთში გაკრული განცხადება. მჭედელი დაჰკა-დაჰკა დაეჭვებულია

მთელ ქონდარეთში ხმა დაირხა: ვიღაც უცნობ ბიჭს ქონდართუხუცესის პირადი მცველი ისე უცემია, რომ ახლაც ფეხზე ვეღარა დგებაო.

ამ ამბავს ქონდართუხუცესი სასახლის კარზე მალავდა.

არ უნდოდა ხელმწიფესა და მის ნაზირ-ვეზირებს გაეგოთ, რადგან ქარბორბალას უძლეველობა ხალხში ზღაპრად იყო გასული და მისი გალახვა, ისიც ვიღაც უცნობი ბიჭის მიერ, პირველი ვეზირის სახელსაც და ძლიერებასაც შეჰბღალავდა. ქონდართუხუცესმა კარგად იცოდა, ხელმწიფის კარისკაცები ჩუმ-ჩუმად დასცინოდნენ, მასხარადაც აიგდებდნენ, ამიტომ მალავდა ასე გულმოდგინედ ამ ამბავს.

მაგრამ ხალხას პირს ხომ ვერ აუკერავ?

უძლეველი ქარბორბალას გალახვის ამბავმა ხელმწიფის სასახლეშიც შეაღწია.

სალამურას თავგადასავალი

ქონდართუხუცესის შიში გამართლდა. მეფის კარისკაცები აჩურჩულდნენ, პირველ ვეზირს ზურგს უკან დასცინოდნენ, თანაც ძალიან აინტერესებდათ ქარბორბალას მომრევის ნახვა.

იმდენი იჩურჩულეს, მცონარა უფლისწულის ყურსაც მისწვდა ეს ხმა, უფლისწულმა ბღავილი მორთო. ოჰ, როგორ აბღავლდა! ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია! გინდა თუ არა, ახლა ჩემ თვალწინ აჩხუბეთ ქარბორბალა და უცნობი ბიჭიო. სხვამ თუ ნახა, მე რითი ვარ სხვაზე ნაკლები, მეც მინდა ვნახო, ქარბორბალას როგორ გალახავენო. ჩვენი უფლისწული სეირისმოყვარულიც გახლდათ.

ხელმწიფეს არავისზე ნაკლებად არ მიაჩნდა თავისი ერთადერთი ვაჟიშვილი.

პირიქით, მთელს ცისქვეშეთში მასზე უკეთესი არ ეგულებოდა. ამიტომაც დაიბარა ქონდართუხუცესი და დაწვრილებით გამოჰკითხა უცნობი ბიჭის ამბავი.

ქონდართუხუცესმა ყველაფერი უამბო ხელმწიფეს, ოღონდ ერთი რამ დაუმალა, არ უთქვამს, თუ ბაიას საძებრად იყო ქონდარეთში ჩამოსული ჭიამაიების მწყემსი ბიჭუნა. ბაია ყველას, მათ შორის ქონდარუხსაც გადაავიწყდა და რა საჭიროა ახლა ამისი გახსენებაო.

- სად არის ახლა ის ბიჭი?- ჰკითხა პირველ ვეზირს ხელმწიფემ.

- არ ვიცი, დიდო მეფეო, გაიქცა,- უპასუხა ქონდართუხიცესმა.

- უნდა იპოვო და მომგვარო.

-დიდო მეფეო, გავიგე, თურმე ის ბიჭი ერთხანს დაჰკა- დაჰკას სამჭედლოში იმალებოდა, ხოლო მჭედელი დაჰკა- დაჰკა რა საშიში პიროვნებაც არის, თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. იგი ამასწინანდელი ამბოხების მეთაური გახლდათ. ამიტომ ხელკეტიანებს სამჭედლო დავარბევინე. სულ ნაცარტუტად ვაქციეთ იქაურობა.

- ეგ კარგი გიქნია, მაგრამ ის ბიჭი მაინც უნდა მონახო სადმე.

- თქვენი წყალობით მოვნახავ, დიდო ხელმწიფევ!- დააიმედა პირველმა ვეზირმა.

- ჰო, ეგრე, მაამე, მაამე,- ბუტბუტებდა კმაყოფილი ხელმწიფე.

მაგრამ დღეები გადიოდა და ქარბორბალას მომრევი ბიჭი არსად ჩანდა. უფლისწული კი მთელი ხმით ბღაოდა და ღამღამობით საბანს აღარ იხურავდა – გინდათ თუ არა, ის ღონიერი ბიჭი მომგვარეთო.

ხელმწიფემ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ქონდართუხუცესის თანამდებობიდან გადაყენება, მაგრამ ვერ დააყენა ისევ ძველი მიზეზების გამო .

მეორე ვეზირი ახალგახრდაა დაპირველ ვეზირად როგორ დავაყენოო. როდის დაბერდება ეს წყეულიო.

ქონდართუხუცესმა თავის მსახურებს მთელს ქალაქში გამოაკვრევინა განცხადება. სად არ ნახავდით ამ განცხადებას გაკრულს, - ხეზე, ღობეზე, შენობის კედლებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, სადაც კი შეიძლებოდა გაკვრა, ყველგან მიაწება ქონდართუხუცესმა შავი მელნით დაწერილი ქაღალდი.









განცხადება




ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულია უცნობი ბიჭი,

რომელმაც ჩხუბში სძლია უძლეველ ქარბორბალას.

ჩვენი დიდებული ხელმწიფის ვაჟს- ქონდარუხს სურს

იხილოს უცნობი ბიჭისა და ქარბორბალას შერკინება.

თუ ამ ბრძოლაში უცნობი გაიმარჯვებს, ჩვენი მოწყალე

ხელმწიფე უხვად დაასაჩუქრებს გამარჯვებულს,

თუ დამარცხდა, მაშინ საჩუქარს მიიღებს ქარბორბალა.

ორივე შემთხვევაში ხელმწიფე ჰპირდება უცნობ

ბიჭს, რომ ერთ თხოვნას უსათუოდ შეუსრულებს, როგორიც არ უნდა იყოს იგი.

უცნობ ბიჭს უფლება ეძლევა გამოცხადდეს

პირდაპირ მეფის სასახლეში. მის თავისუფლებას არავითარი

საშიშროება არ ემუქრება.

სიტყვა ხელმწიფისა კანონია!

ხელმწიფის სახელით ხელს ვაწერ

ქ ო ნ დ ა რ თ უ ხ უ ც ე ს ი.




როდესაც ასეთ განცხადებას აკრავდნენ ქუჩებში, სალამურა და მჭედელი დაჰკა-დაჰკა მდინარის პირზე ისხდნენ და თევზაობდნენ. თადარიგიან მჭედელს ანკესებიც კი წამოეღო. მთელი დღე კუნძულზე რა უნდა ვაკეთოთ, ხანდახან წავითევზავებთ, ცოტას გავერთობითო.

იმ დღეს საღამომდე ითევზავეს.

შებიდდებისას ცომი ზელია მოვიდა და ვახშამი მოუტანათ.

მჭედელმა ტყეში ცეცხლი დაანთო და დაჭერილი თევზიც მოხარშა. სამივემ გემრიელად ივახშმა.

მაშ სულ დაანგრიეს ჩემი სამჭედლო?- ჰკითხა ცომი ზელიას დაჰკა-დაჰკამ.

სულ ნაცარტუტად აქციეს.

მჭედელი ყოველ მოსვლაზე ეკითხებოდა ცომი ზელიას თავისი სამჭედლოს ამბავს. გული სტკიოდა დაჰკა- დაჰკას, ძალიან უყვარდა თავისი სამჭედლო. ქონდარეთში თითქმის ყველა ქვაბი , ტაფა, ტაშტი, კოვზი, ჩანგალი, დანა იმ სამჭედლოში იყო დამზადებული.

ცომი ზელიამ ვახშმის ბოლოს უბეში ჩააპარა ხელი და რაღაც ქაღალდი ამოიღო.

-ეგ რა ქაღალდიაძ- ჰკითხა დაჰკა- დაჰკამ.

-გავცხადებაა.

-რა განცხადება?

ცომი ზელიამ ქაღალდი გაუწოდა. მჭედელმა გამოართვა და ხმამაღლა წაიკითხა.

- მთელ ქალაქში გააკრეს, - თქვა ცომი ზელიამ, - ერთი ავაძრე და წამოვიღე.

- მახეს უგებენ სალამურას, - თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა მჭედელმა.

- აკი წერია, მეფის სიტყვა კანონიაო?- იკითხა სალამურამ.

- მერე რა, რომ წერია?!

- თუ არ დამიჭერენ, ხვალვე წავალ და შევებრძოლები იმ საზამთროს.

- დაგიჭერენ... ჯერ გაჩხუბებენ და მერე უსათუოდ დაგიჭერენ... მე კარგად ვიცნობ ქონდართუხუცესს,- თქვა მჭედელმა.

- აქ ჯდომა რას მიშველი?! მე ბაიას საძებნელად წამოვედი და არა კუნძულზე დასამალად.

ცოტა ხანს მოითმინე, ბიჭო...

ეს ამბავი მიწყნარდება და მერე ღამღამობით შევძლებთ ქონდარეთში გადასვლას. ახლა ღამის შიკრიკები მშიერი ძაღლებივით დაძრწიან ქალაქში, შენცა და მეც, ორივეს დაგვეძებენ.

ცომი ზელია წავიდა. წასვლის წინ შეჰპირდა, ხვალ საღამოსაც გამოგივლიო. მჭედელმა დაჰკა- დაჰკამ და სალამურამ გვირაბამდე მიაცილეს ცომი ზელია, მერე გულდაწყვეტილები გასცქეროდნენ ქონდარეთს.

- ის რა შენობაა, გაღმა კოშკივით რომ მოჩანს?- იკითხა სალამურამ.

- ეგ ციხეა. ჩვენი ფეხბურთელი მანდ არის დამწყვდეული.

ორივენი მდინარის პირას ჩამოსხდნენ. მწყემსმა ბიჭუნამ ქამარში გარჭობილი სალამური ამოიღო და ჩაჰბერა.

ღამის სიმღერა დაუკრა.




ბაია და მოციმციმე ოქროს ვარსკვლავები

მთელი დღე ეძინა ბაიას. როდესაც ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ, თვალები გაახილა, წამოდგა და ხის ჯამიდან წყალი მოსვა.

რკინის გისოსებიანი სარკმლიდან ცას გახედა.

თვალები ცრემლით აევსო. თავი დახარა და ბაიას ყვითელი ფურცლებისაგან შეკერილი კაბის კალთით ცრემლი მოიწმინდა.

მერე ისევ გაიხედა სარკმელში.

- ვარსკვლავებო, მოციმციმე, ოქროს ვარსკვლავებო, როგორ არიან ჩემი ციცინათელები?

ვარსკვლავები უხმოდ ციმციმებდნენ. შეიძლება არც სდუმდნენ...

სალამურას თავგადასავალი

შეიძლება ბაიას უამბობდნენ კიდეც, როგორც ცხოვრობდნენ. უიმისოდ ციცინათელები, მაგრამ ვარსკვლავების ხმა მწყემსი გოგონას საკნამდე ვერ აღწევდა.

- ვარსკვლავებო, მოციმციმე, ლამაზო ვარსკვლავებო, ისევ ვახსოვარ ჩემს ციცინათელებს?

შორს, ძალიან შორს ციმციმებდნენ ვარსკვლავები, მათი ხმა კი არა, ციმციმიც ძლივს აღწევდა ბაიას საკნამდე.

- ვარსკვლავებო, მოციმციმე, მშვენიერო ვარსკვლავებო! დაგაეცით ჩემს ციცინათელებს, რომ მე ძლიერ ძლიერ მიყვარს ისინი და თუ ოდესმე გავთავისუფლდები, მხოლოდ მათ დავუბრუნდები.

არც ვარსკვლავებს ესმოდათ ბაიას ხმა. ისინი შეიძლება მთელი გულისყურითა და მონდომებით ცდილობდნენ ბაიას ხმის გაგონებას, მაგრამ ციცინათელების მწემსი გოგონა ძალიან შორს იყო ვარსკვლავებისაგან.

ბაიას ხმა კი არა, მისი თვალების ელვარება ძლივს აღწევდა ვარსკვლავებამდე.

- ვარსკვლავებო, მოციმციმე, უნაზესო ვერსკვლავებო! თუ სადმე სალამურას მოჰკრათ თვალი, აცნობეთ,რომ მე ამ საკანში ვარ დამწყვდეული. დგადაეცით, რომ მისი სალამურის ხმა არ დამვიწყებია.

სწორედ ამ დროს სარკმელში შემოიჭრა ნაცნობი ჰანგი. ბაიას მღელვარებისაგან გული შეეკუმშა. მერე თრთოლამ აიტანა.

ეს ხომ სალამურზე დაკრული ღამის სიმღერა იყო. ამ სიმღერას ქვეყანაზე მხოლოდ სალამურა უკრავდა.

- გმადლობთ, ოქროს ვარსკვლავებო, ჩემი ვედრება რომ შეისმინეთ. თქვენ ძალიან, ძალიან კეთილი ვარსკვლავები ხართ.

საბრალო ბაიას ეგონა, თითქოს ვარსკვლავებმა მონახეს სალამურა და მისი ნათქვამი გადასცეს. სინამდვილეში კი სალამურა და მჭედელი დაჰკა- დაჰკა მდინარის პირასს ისხდნენ მოწყენილები.

მჭედელს ორივე ხელი სახეზე აეფარებინა და თავის დანგრეულ სამჭედლოზე ფიქრობდა. მწყემსი ბიჭუნა კი სალამურზე ღამის სიმღერას უკრავდა.

თვალებგაბრწყინებული ბაია სმენად იყო ქცეული, ღამის სიმღერამ მოაგონა ტყისპირი, სადაც პირველად შეხვდა სალამურას. მოაგონა ისიც, როგორ გაგზავნა ციცინათელები გზააბნეული ჭიამაიების საძებრად.

გული სიხარულით ევსებოდა ბაიას. გრძნობდა, სალამურა სადღაც აქვე იყო, რადგან ძალიან ახლოდან ისმოდა სალამურას ხმა. ეს სიახლივე იმედის ნაპერწკალს უღვივებდა ბაიას.

მაგრამ ღამის სიმღერის ჰანგი შეწყდა და ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ბაიას მოეჩვენა, თითქოს უფრო დაბნელდა. მართალია, მისი საკანი ღამით არასოდეს ყოფილა განათებული, მაგრამ მაინც ისე მოეჩვენა, თითქოს უფრო დაბნელდა.

მართალია, მისი საკანი ღამით არასოდეს ყოფილა განათებული, მაგრანმ მაინც ისე მოეჩვენა, თითქოს მის საკლანში ღრუბლიანი ღამის წყვდიადმა დაისადგურა.

-სალამურა, უუუ!- ისე დაიძახა ბაიამ, გეგონებოდა ტყეში დაკარგა მეგობარი და იმას ეძახისო. - სალამურა, უუუ!

ნეტავი თუ გაიგონა სალამურამ ბაიას ხმა?! თუ გაიგონა, ერთხელაც დაუძახებს.

-სალამურა, ჩემო მეგობარო! სალამურააა!

ბაიამ მიაყურა. იქნებ სალამურას მოესმა ჩემი ძახილი და პასუხი გამაგონოსო, მაგრამ პასუხი არ ისმოდა.

სა- ლა- მუ-რაა!

ცა და დედამიწა დუმილს მოეცვა. არავინ იძლეოდა პასუხს. ბაიას მაინც სჯეროდა, რომ მისი ძახილი სალამურამ გაიგონა ისევე, როგორც ვარსკვლავებმა. მერე რაა, რომ სალამურას ხმა ვერ აღწევდა საკნამდე, არც ვარსკვლავების ხმას მოუღწევია ბაიამდე, მთავარია, ბაიას ძახილი გაიგონონ მათ – ვარსკვლავებმა და სალამურამ.

- სალამურა, თუ გესმის ჩემი ხმა, კიდევ ერთხელ დაუკარი ღამის ღამის სიმღერა!

ბაია გაყუჩდა, ღამის სიმღერის მოლოდინში გაიტრუნა. მაგრამ გადიოდა დრო და სალამურას ხმა არ ისმოდა.

- სალამურა, თუ გესმის ჩემი ხმა, თუ კიდევ გახსოვარ, ჩემო კარგო სალამურა, კიდევ დაუკარი ღამის სიმღერა.

ამაოდ ელოდა ბაია ღამის სიმღერის ტკბილ ხმებს.

იდგა და ელოდა, სარკმელს მიშტერებული, დაუსრულებლად ელოდა. ფეხზე დგომამ დაღალა. სხეული უდუნდებოდა, მუხლები ეკეცებოდა, მაინც ელოდა.

მერე ცამ ნელ-ნელა იწყო გაფერმკრთალება, ვარსკვლავები თითო- თითოდ ქრებოდნენ ციდან. ბაიას უკვე აღარ შეეძლო ფეხზე დგომა, ჩაიჩოქა, მერე გულაღმა დაწვა იატაკზე. დაღლილი თვალებით მიაჩერდა სარკმელს, საიდანაც მოჩანდა მკრთალად განათებული ცა და ერთადერთი ვარსკვლავი- ცისკრისა. გარეთ თენდებოდა.

ბაიას დაეძინა.



,,მაღრიბელი “ ჯამბაზი

ქონდარეთი ერთ მშვენიერ დღეს საოცრად გამოცოცხლდა.

ყველა, დიდი თუ პატარა, უკლებლად ფეხბურთის მოედნისაკენ მიეშურებოდა. ყოველი მათგანი უცნაური სანახაობის მომსწრე უნდა გამხდარიყო.

უნდა ენახა უცხოელი ჯამბაზი, რომელიც თოკზე გადიოდა, თოკზევე გადადიოდა ოთხმაგ მალაყს და თანაც სალამურს უკრავდა.

ასეთი რამ ჯერ ქონდარელებს არ ენახათ.

ქალაქში გაკრულმა აფიშებმა ქონდარეთს ამცნო, რომ მაღრიბთა ქვეყნიდან ჩამოვიდა მთელ მსოფლიოში ცნობილი თოკზე მოსიარულე ჯამბაზი ჩალამურა. სინამდვილეში კი არავითარი მაღრიბელი ჯამბაზი არ ჩამოსულა. ჩალამურა იგივე სალამურა იყო. ოღონდ წინა ასო ,,ს“ შეცვალა ,,ჩ“-თი, რომ თავისი სახელისათვის უფრო სხვანაირი ჟღერადობა მიეცა.

რატომ გადაწყვიტა სალამურამ ქონდარელებისათვის ეჩვენებინა ეს სანახაობა?

როცა ხეებზე, ღობეებსა და შენობებზე გაკრული ქონდართუხუცესის განცხადებები იმდენად დაძველდა, რომ გაყვითლდა, თანაც ქარბორბალას მომრევი უცნობი ბიჭის არსებობა ყველას და მათ შორისა უფლისწულსაც გადაავიწყდა, სალამურა ღამღამობით პატარა კუნძულიდან ქონდარეთში გადმოდიოდა. ხელმწიფის სასახლეს აუვლიდა და ჩაუვლიდა, სალამურზე ღამის სიმღერას აკვნესებდა.

მწყემსმა ბიჭუნამ უკვე იცოდა, რომ ბაია ღამის შიკრიკებს უფლისწულის გასართობად მიეყვანათ სასახლეში. ციცინათელების მწყემსი გოგონა იქ ეგულებოდა და ამიტომაც მიდიოდა თითქმის ყოველ ღამე სასახლესთან, იქნებ როგორმე გავაგონო სალამურის ხმა და მივახვედრო, რომ ქონდარეთში მის წასაყვანად ჩამოვედიო.

სალამურის დაკვრით ხელმწიფის სასახლეს ათჯერ მაინც შემოუარა. თვალი სულ ფანჯრისაკენ ეჭირა, იქნებ რომელიმე ფანჯარა გაიღოს და ბაიამ გადმოიხედოსო, მაგრამ არც ერთი ფანჯარა არ გაღებულა და, რა თქმა უნდა, არც ბაიას გამოუხედავს.

სალამურამ და მჭედელმა დაჰკა- დაჰკამ ამაზე ბევრი იფიქრეს და ითათბირეს.

ბოლოს გადაწყვიტეს, უნდა მოეწყოთ ისეთი სანახაობა, რომელსაც მთელი ქონდარეთი დაესწრებოდა. მაშინ ადვილად გაიგებდნენ, ბაია ნამდვილად იმყოფებოდა ქონდარეთში თუ არა.

სალამურას უცებ გაახსენდა, რომ თოკზე სიარული და მალაყზე გადასვლა შეეძლო.

სალამურას თავგადასავალი

აბა, ამაზე უკეთეს გასართობსა და სანახაობას რას მოიფიქრებდნენ? წინდაწინვე იცოდნენ, თოკზე მოსიარულე ჯამბაზის სანახავად მთელი ქონდარეთი დაიძრებოდა. ისიც იცოდნენ, ხელმწიფე თავის ჯალაბიანად და ნაზირ-ვეზირებიანად უსათუოდა ეწვეოდა ფეხბურთის მოედანს, სადაც ორ მაღალ ანძას შორის თოკი იყო გაჭიმული.

თერძს საიდუმლოდ მოურიგდა ცომი ზელია და სალამურასათვის ჭრელაჭრულა ტანსაცმელი შეაკერვინა, ვითომ მაღრიბელიაო. ასეთივე მაღრიბული ქუდი შეუკერა მექუდეს. ქონდარეთში მაინც არ იცოდნენ, რა ქვეყანა იყო ეს მაღრიბი და ვერაფერს ხვდებოდნენ.

მაგრამ მთავარი იყო ისე შეენიღბათ სალამურა, რომ ქონდართუხუცესსა და ქარბორბალას, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც ვერ ეცნოთ.

ამისათვის დასჭირდათ ულვაშის შოვნა.

დალაქთანაც მივიდა მოსალაპარაკებლად ცომი ზელია. დალაქი უგუნებოდ იყო და უარი უთხრა: ულვაშებს ვერ გავაკეთებო. მას შემდეგ, რაც ქარბორბალამ მიბეგვა ქონდართუხუცესის სასახლის წინ, დალაქი ერთთავად უგუნებობას უჩიოდა. მაგრამ ცომი ზელიამ უთხრა:

- რა მოგივიდა, შე კაცო, ქარბორბალამ მეც გვარიანად დამზილა , მაგრამ ცომის ზელა კი არ მიმიტოვებია?!

ასეთი პასუხის შემდეგ რაღა ეთქმოდა დალაქს, დაჯდა და სიმინდის ფოჩებისაგან მშვენიერი ულვაში დაამზადა.

მაღრიბულ ტანსაცმელში გამოწყობილ სალამურას ვეღარ იცნობდით. სიმინდის ფოჩის ულვაშმა ხომ სულ გამოცვალა და ნამდვილ მაღრიბელს დაამსგავსა.

როდესაც ცომი ზელია თავისი მოზელილი ცომით სალამურას ულვაშებს აკრავდა, მჭედელმა დაჰკა- დაჰკამ ჰკითხა:

- ეგ ულვაში თოკზე ხტუნვის დროს ხომ არ ჩამოვარდება?

- რას ამბობ, დაჰკა- დაჰკა, ეს ულვაში მაინც არ მოძვრება, ზედ გინდა მთელი ქონდარეთი დაეკიდოს. ხომ იცი, ვისი მოზელილია ეს ცომი!

მჭედელი დაჰკა-დაჰკა დამშვიდდა. თუმცა საშინლად წყდებოდა გული თვითონაც რომ ვერ ესწრებოდა ასეთ სანახაობას.

იგი ჯერ კიდევ ემალებოდა პირველი ვეზირის რისხვას.

ფეხბურთელის მოედანი უკვე ქონდარელებით გაჭედილიყო. მხოლოდ ხელმწიფის ოჯახისა და მისი ამალისათვის განკუთვნილი ლოჟა იყო ცარიელი. ბოლოს როგორც იქნა, მობრძანდა ხელმწიფე თავისი ამალიანად.

ქონდარ მეთხუთმეტის მოსვლისთანავე საყვირს ჩაჰბერეს.

ამით ამცნეს ყველას სანახაობის დაწყება.





,, მაღრიბელი“ ჯამბაზი ქონდარელებს თავის

ხელოვნებას უჩვენებს, მაგრამ...

მოედანზე მაღრიბულ ტანსაცმელში გამოწყობილი სალამურა გამოვიდა, ხელის აწევით მიესალმა ქონდარელებს. ატყდა ერთი ყიჟინა და ტაში გრიალი, ვიღაცამ ისიც კი უყვირა: გაუმარჯოს მაღრიბელსო!

სალამურა სამეფო ლოჟას მიუახლოვდა და ხელმწიფეს მიესალმა. ხელმწიფის ნჯავრი სულ არ ჰქონდა, მყემს ბიჭუნას ერთი ფიქრი აწვალებდა; სეფექალებში იქნებ ბაიას მოვკრა თვალიო.

- ოჰ, რა მოხდენილი ყმაწვილია!- ამოიოხრა დედოფალმა ქონდარინემ და თან მუჯლუგუნი გაჰკრა თავის ვაჟს, რომელსაც ლოჟის მოაჯირზე ჩამოედო თავი და გემრიელად ფშვინავდა.

სალამურა გაბრუნდა. ანძაზე სწრაფად აცოცდა და აზლა ზევიდან მიესალმა ქონდარელებს.ეს ყველაფერი ალე ჰოპისაგან ჰქონდა ნასწავლი. ქონდარელებმა მისალმებას ისევ ტაშითა და ღრიანცელით უპასუხეს.

მწყემსმა ბიჭუნამ ქამრიდან სალამური ამოიღო და თოკზე დადგა.

ქონდარელები სულგანაბული შესცქეროდნენ, ასეთ საოცრებას პირველად ხედავდნენ.

სალამურამ გაიარ-გამოიარა თოკზე, მერე შუა ადგილას შეჩერდა. შეხტა და ფეხებით თოკი დაქაჩა. თითქოს გასინჯა, კარგად არის დამაგრებული თუ არაო, ქონდარელებს შიშისაგან გული გადაუქანდათ: თოკი არ გაწყდეს და მაღრიბელი ძირს არ ჩამოვარდესო.

მწყემსმა ბიჭუნამ ახლა გაირბინ- გამოირბინა თოკზე. მარცხენა ანძასთან ერთი წმით დაყოვნდა, სალამურა ჩაჰბერა და დაკვრა – დაკვრით გაეშურა მარჯვენა ანძისაკენ.

ასე დადიოდა ერთი თავიდან მეორე თავამდე. ხანდახან შეხტებოდა, ერთმაგ მალაყზე გადავიდოდა და ისევ განაგრძობდა სიარულს. ქონდარელებს გული ეკუმშებოდათ, მაგრამ სალტოს შემდეგ, როცა სალამურა ისევ თოკზე დადგებოდა, ყველას ერთბაშად აღტაცების ყიჟინა აღმოხდებოდა.

ჯერ ერთმაგი სალტო, მერე ორმაგი, მერე სამმაგი... ქონდარელები უკვე ფეხზე იდგნენ.

ასეთი რამ მათ სიზმარშიაც არ ენახათ. მოედანი გამუდმებულად გუგუნებდა.

-ჩა-ლა-მუ-რა!

-ჩა-ლა- მუ-რა!

-ჩა-ლა-მუ-რა!

-ჩა-ლა-მუ-რა!

სალამურა ოთხმაგი მალაყისათვის მოემზადა, მარჯვენა ანძაზე ცოტა ხანს დაისვენა და კვლავ ჩაჰბერა სალამურს. ღამისა დაუკრა, სხვა სიმღერა თუ ვერ იცნო ბაიამ, ამას ხომ ნამდვილად იცნობსო.

მოედანი ახალი საოცრების მოლოდინში გაინაბა. ყველას უკვირდა, ამ ყოჩაღმა მაღრიბელმა ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოსო- ჰაერში სამჯერ ამოტრიალდა და ისევ თოკზე დადგაო. ქონდარელებს ოთხმაგი მალაყის წარმოდგენაც კი არ შეეძლოთ.

სალამურა ჰაერში ოთჯერ ისე ამოტრიალდა, რომ სალამურზე დაკვრა არ შეუწყვეტია. ქონდარელებმა ნამდვილად დაკარგეს ზომიერების გრძნობა: ყველა ხტოდა, ღრიალებდა, მაღლა ისროდა ქუდს. ჰაერში ნასროლმა ქუდებმა ცა დააბნელა.

მაგრამ არც სალამურას და არც ქონდარელებს არ შეუმჩნევიათ ერთი მარცხი, რომელი მაღრიბელ ჯამბაზს მოუვიდა.

როდესაც მწყემსი ბიჭუნა ოთხმაგ მალაყზე გადადიოდა, მოულოდნელად ცომი ზელიას დაკრული ულვაში მოსძვრა და იქვე თოკზე დაეკიდა პატარა ხურჯინივით.

ქონდარელებმა რომ ვერ შენიშნეს გასაგებია, ისეთ ყოფაში იყვნენ, ულვაშის კი არა, ქუდის გადაძრობასაც კი ვერ შეამჩნევდნენ, სამწუხარო ის იყო, თვითონ სალამურამ ვერ იგრძნო ულვაშის დაკარგვა.

ერთადერთიო, ვინც ეს დაინახა, დალაქი გახლდათ. დალაქმაც იმიტომ შეამჩნია, რომ მთელი ამ სანახაობის მანძილზე თავის გაკეთებულ ულვაშს შესცქეროდა და ტკბებოდა: ეს რა მშვენიერი ულვაში გამიკეთებიაო. მაგრამ როცა მისი ნახელავი ჩამოუვარდა სალამურას და თოკზე გადაეკიდა, მოედნიდან ჩუმად გაიპარა. თუმცა გზაში კი ფიქრობდა, რა ჩემი ბრალია, ცომი ზელიას კარგად ვერ მიუწებებიაო.

სალამურა ყიჟინსა და ღრიანცელში ჩამოცოცდა ანძიდან. მიწას დადგა თუ არა ფეხი, კიდევ ერთხელ მიესალმა ხელების აწევით ქონდარელებს. ერთი სული ჰქონდა, ხელმწიფის ლოჟასთან მისულიყო და ბაია ენახა. დარწმუნებული იყო, ბაიამ მიცნო და ლოჟასთან რომ მივალ, უსათუოდ დამენახვებაო.

მივიდა.

სალამურას მისვლა და ქონდართუხუცესის ლოჟიდან გასვლა ერთი იყო.

დედოფალმა ქონდარინემ ყვავილი ნესროლა სალამურას.

სალამურას თავგადასავალი

სალამურა ყვავილის ასაღებად დაიხარა, ვიდრე აიღებდა, ქონდართუხუცესი და ათი ხელკეტიანი დაადგა თავზე.

სალამურა შეიპყრეს.

მოედანი გაიტრუნა. ვერავინ მიხვდა, რა ხდებოდა.

-დიდო მეფეო!,- მოედნიდან მიმართა ქონდართუხუცესმა, - ამ თაღლითმა მოგატყუათ, იგი მაღრიბელი ჯამბაზი კი არა, ის უცნობი ბიჭია, რომელმაც ჩემი პირადი მცველი ქარბორბალა გალახა. ათი დღე ვეძებდით და ძლივს მივაგენით. - მერე დაცინვით ჰკითხა სალამურას: - რა უყავი ულვაში, ჯამბაზო?

სალამურამ საულვაშეზე მოისვა ხელი , ახლაღა იგრძნო ულვაშის დაკარგვა.

ქონდართუხუცესმა ქუდიც მოიხადა, რათა ხელმწიფისათვის ეჩვენებინა სალამურას შეუნიღბავი სახე.

-მშვენიერი ყმაწვილია!- ისევ ამოიოხრა დედოფალმა და რატომღაც თავისი ახალგაზრდობა გაახსენდა.

ხელმწიფე დაიბნა. არ იცოდა, რა ექნა. ვერ გაერკვა, რატომ არ შეიძლებოდა ის უცნობი ბიჭი მაღრიბელი ჯამბაზიც ყოფილიყო.

ამ გამოუვალი მდგომარეობიდან უფლისწულმა ქონდარუხმა გამოიყვანა:

- იჩხუბონ!- თქვა ქონდარუხმა.

- რა ბრძანეთ?- შეეკითხა პირველი ვეზირი.

- იჩხუბონ ქარბორბალამ და უცნობმა ბიჭმა, ვა!

- ახლა? - ისევ შეეკითხა ქონდართუხუცესი.

- ვა, მინდა! იჩხუბონ, ჩორემ ტირილს დავიწყებ.

- ახლავე იჩხუბონ, თორემ ტირილს დავიწყებ.

- ახლავე იჩხუბონ!- გასცა ბრძანება ქონდარ მეთხუთმეტემ, - ასე მოისურვა უფლისწულმა.

ქონდართუხუცესი გავარდა და ქარბორბალა უცებ შემოიყვანა მოედანზე. პირველი ვეზირი გზადაგზა ეკითხებოდა თავის პირად მცველს, ახლა მაინც თუ შეგიძლია დაამარცხოო.

- რას ბრძანებთ, ქონდართუხუცესო, მაშინ დაღლილი ვიყავი და იმიტომ ვერ მოვერიე, ახლა ერთი დარტყმით სულ მარილივით დავფშვნი.

- აბა, შენ იცი, არ შემარცხვინო, - გაამხნევა პირველმა ვეზირმა თავისი პირადი მცველი.




ქარბორბალას და სალამურას მეორე შერკინება

ქონდართუხუცესმა ხელკეტიანები გაიყვანა მოედნიდან და თვითონაც გავიდა.

სალამურა და ქარბორბალა მოედანზე მარტონი დარჩნენ, ერთმანეთის პირისპირ მდგარნი.

ქარბორბალა სალამურასთან ჩხუბს ისე იყო მოწყურებული, სულ კბილებს აკრაჭუნებდა და ცახცახებდა. სალამურას კი, პირიქით, თოკზე სიარულითა და ხტუნვით დაღლილს, ჩხუბის თავი აღარა ჰქონდა. თანაც ფიქრობდა: ეს საზამთრო ახლაც რომ გავლახო, ნამდვილად შარს მომდებენ და დამიჭერენო.

- ეი, რატომ არ ჩხუბობენ?! მინდა, ვა! - ამოილუღლუღა უფლისწულმა.

- დაიწყეთ ჩხუბი! - ლოჟიდან დასჭყივლა ქონდართუხუცესმა.

ქონდარელებმა უკვე იცოდნენ, ამ უცნობ ბიჭს ერთხელ ნაცემი რომ ჰყავდა ქარბორბალა, მაგრამ დღეს რას იზამდა, ამაზე პასუხის გაცემა უჭირდათ. თან უკვე მოესწროთ სალამურას შეყვარება და ეცოდებოდათ, გაავებულ ქარბორბალას წინ მოწყენით მდგარს რომ უყურებდნენ.

ამასობაში მუშტებმომარჯვებული ქარბორბალა ნელ-ნელა უახლოვდებოდა სალამურას, თითქოს ეპარებაო, მაგრამ სალამურა საკმაოდ ეშმაკი ბიჭუნა იყო, არაფერი არ გამოპარვია. ქონდართუხუცესის პირადმა მცველმა როგორც კი იფიქრა, ახლა კი მივუწვდენ ხელსაო, მაშინვე გასარტყმელად მოუქნია მუშტი. სალამურამ ოდნავ უკან გადასწია თავი და მოქნეული ხელი აიცდინა. გაოცებულმა ქარბორბალამ თვალები დაჭყიტა, ეს როგორ მოხდა,რომ ვერც იმ დღეს მოახერხა ამ უცნობი ბიჭისთვის ხელის გარტყმას.

სალამურას მოულოდნელად ძალიან სასაცილო აზრმა გაუელვა თავში.

მოდი ამ საზამთროს ისე გავლახავ, არც მე გავარტყამ ხელს და არც იმას გავარტყმევინებო. სხვა რომ არა იყოს რა, შარს ხომ ვერ მომდებენ, რატომ სცემეო.

ასეც მოიქცა.

ქარბორბალამ ისევ მოუქნია ხელი და ააცდინა.

ქონდარელები უკმაყოფილოდ შეიშმუშნენ, ეს რა გამოვიდა, ჩხუბს გაურბისო. ერთხელ თუ მიბეგვა, ახლა ჩვენს თვალწინ მიბეგვოსო.

მაგრამ სალამურამ უცნაური რამ გააკეთა: ჯიბეში ჩაიწყო ხელები და ისე დაუდგა წინ ქარბორბალას. ქარბორბალამ ეს რომ დაინახა, სულ გადაირია, მთელი ძალით ეკვეთა მოწინააღმდეგეს.

სალამურა სხარტი და მოქნილი ბიჭუნა იყო. ადვილად ირიდებდა ქარბორბალას დარტყმებს. თანაც ასე გამწარებულს და გაბოროტებულს რომ ხედავდა, სიცილს ვეღარ იკავებდა.

ამან სულ დააკარგვინა ჭკუა ქონდართუხუცესის პირად მცველს. ოხ, ნეტავი ერთხელ მაინც გამარტყმევინოს და მეტი არაფერი მინდაო. მაშინ მე ვიცი და ჩემმა ბიჭობამაო! ქარბორბალა ერთი ორჯერ თავისივე მოქნეული მკლავის ძალამ დასცა ძირს . მკლავი ისე მაგრა მოუქნია სალამურას, თავი ვეღარ შეიმაგრა, ჯერ დაპროწიალდა და მერე მიწაზე გაიშხლართა.

სალამურამ ორჯერვე დააცალა წამოდგომა.

ქარბორბალამ წამოდგომისას ორჯერვე გააპარა მზერა ქონდართუხუცესისკენ, ძალიან ხომ არ მიბრაზდება პატრონი, ჯერჯეროპბით რომ ვერ მოვერიეო.

ხოლო ქონდარელებმა ბოლოს და ბოლოს გაუგეს სალამურას, ხერხს მიუხვდნენ და სიცილით იხოცებოდნენ, თავგზააბნეულსა და გაცოფებულ ქარბორბალას რომ უყურებდნენ.

სალამურა თავისმა ხერხმა გაიტაცა. ქარბორბალას კი არ ეჩხუბებოდა, თითქოს ეთამაშებოდა. ხანდახან ისე ახლოს მივიდოდა მოწინააღმდეგესთან, რომ ქარბორბალა გუნებაში იტყოდა, ახლა კი ამას შავ დღეს დავაყენებო, ერთს ისეთს დავცხებ, სულ დავლეწავ და დავშლიო.

მაგრამ მოიქნევდა ხელს და თვითონვე ზღართანით დაენარცხებოდა მიწას.

ქონდარელებს მეტი რა უნდოდათ? იცინოდნენ და ხარხარებდნენ... სალამურას შეძახილებით აქეზებდნენ.

ქონდართუხუცესი სიმწრისაგან წვერებს იწიწკნიდა.

ეს რა ჰქნა, სულ მასხრად აიგდო ჩემი პირადი მცველიო. თან იმედს არ ჰკარგავდა, ერთი თუ მოარტყა, მერე საქმე კარგად წავაო.

მართლაც, ეს ერთი დარტყმა იყო საქმე.

ალბათ ამ ორთაბრძოლას შეწყვეტდნენ, უფლისწულს რომ არ მოსწონებოდა. უფლისწული ქონდარუხი ერთობოდა, იცინოდა და ტაშს უკრავდა, რაც ძალიან სიამოვნებდა მეფე ქონდარ მეთხუთმეტეს.

ქარბორბალა ხელების უმიზნოდ ქნევამ დაღალა და გაასავათა.

რაც უფრო მეტად იღლებოდა, უფრო მეტად მწარდებოდა სულ უაზროდ იქნევდა ხელებს. ბოლოს ძლიერად მოქნეული მარჯვენა თვითონვე ითხლიშა სახეში. ქარბორბალა შეცბუნდა, ასეთ მარცხს სულ არ მოელოდა. სახე მოებრიცა . თვალები დაუელამდა.

ასე იდგა ერთხანს.

მერე გაიცინა, შეხტა და შეკუნტრუშდა. იქვე დაუარა დავლური. უნდა გენახათ, რა სასაცილოდ დაძუნძულებდა და დააფართხუნებდა ხელებს.

მერე ისევ შეჩერდა, დაელმებული თვალები გადაატრიალ-გადმოატრიალა. მერე ისევ მუშტები შეჰკრა და ცხვირწინ დაიტრიალა.

სალამურას თავგადასავალი

ყველას ეგონა, ხელმეორედ აპირებდა სალამურასთან ბრძოლის დაწყებას, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო რამ გააკეთა: საკუთარ ცხვირ-პირს დაუშინა მუშტები.

- გაგიჟდა, დააბით! - ყვიროდნენ ქონდარელები, თან სიცილით იგუდებოდნენ.

მაგრამ ქარბორბალას დაბმა ძნელი იყო, მით უმეტეს გაგიჟებული ქარბორბალასი.

საკუთარ სახეში ხათქახუთქმა სულ გამოათაყვანა და გამოალენჩა პირველი ვეზირის პირადი მცველი. ჯერ ვითომ მეც თოკზე მოსიარულე ჯამბაზი ვარ და წონასწორობას ვიცავო, ხელებგაშლილმა გაიარა ოციოდე ნაბიჯი. მერე მთელ მოედანს კოტრიალ-კოტრიალით შემოუარა,აქაოდა მალაყზე გადავდივარო.

ამის შემდეგ შუა მოედანზე დაჯდა თავისთვის დაიწყო სიმღერა.

ნაღვლიანად მღეროდა, თუმცა სიმღერა მაინცადამაინც ნაღვლიანი არ იყო:

ქონდართუხუცესზე ძუნწი

ქვეყნად არავინ მინახავსო,

ადგილი რომ აღარ დარჩა,

ოქროს ძხვირში ინახავსო.

ქონდარელების სიცილის ახალმა ტალღამ შეაზანზარა მოედანი.

- ტყუის! - იყვირა ქონდართუხუცესმა, - ახლავე დაიჭირეთ ეგ მატყუარა! ოქროს ცხვირში რა უნდა! აჰა, ნახეთ! - მერე ნესტოებიდან ორ ნაკადად გამოუშვა ჰაერი, მის გარშემო მყოფნი რომ დაერწმუნებინა, არავითარი ოქრო არა მაქვსო.

ოცი ხელკეტიანი გაიჭრა მოედანზე. ქარბორბალამ რომ დაინახა ხელკეტიანები მოდიანო, მინდორზე გაიშოტა და გულზე ხელები დაიკტიფა, ვითომ მოვკვდიო.

- ახლავე ადექი და წამოგვყევი, - უბრძანა ხელკეტიანთა უფროსმა.

ქარბორბალა არ განძრეულა, თავს იმკვდარუნებდა.

- ადექი, - ისევ უბრძანა უფროსმა.

ქარბორბალა არც ახლა ინძრეოდა, ყურსაც არ იბერტყავდა.

- აიყვანეთ და გაათრიეთ მოედნიდან!- მიმართა უფროსმა თავის ხელქვეითებს.

ოცივე ხელკეტიანი ერთად დასწვდა ქარბორბალასდა მოედნიდან გაყვანა დაუპირა. გათრევა ასე არ უნდაო, - იბღავლა ქარბორბალამ. წამოიწია, მაგრამ როგორ წამოიწია, ყველანი ერთად ჰაერში აიტაცა და აქეთ- იქით მიჰყარ- მოჰყარა. მერე ვისაც ხელი წაატანა, ბურთივით ისროლა მოედანზე, ოცივე რომ დააწვინა, ხელკეტიანთა უფროსს გამოეკიდა, შენი ჯინი მჭირს, ყურები უნდა დაგაჭრაო.

ხელკეტიანთა უფროსი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გარბოდა, უკან- უკან იხედებიდა, თან საცოდავი ხმით ეკითხებოდა:

- რა დაგიშავე ბიჭო, რას მერჩი?!

ხელკეტიანთა უფროსი ქარბორბალაზე მარდი აღმოჩნდა, გასწრებაც მოახერხა და მიმალვაც. ქარბორბალამ წინ რომ ვერავინ დაინახა, ვეღარ გაიხსენა, რისთვის გარბოდა ასე გამწარებული ანდა ვის მისდევდა.

გაჩერდა და ჩაფიქრდა, - ნეტავი რატომ გავრბოდიო.

ეს წამიერი ჩაფიქრება საკმარისი აღმოჩნდა. ვიდრე ქარბორბალა უფროსს დასდევდა დასაჭერად, ხელკეტიანები გონს მოვიდნენ და წამოდგნენ.

ისევ მოიმარჭვეს კეტები. ჩაფიქრებული ქარბორბალა დაინახეს თუ არა, მიეპარნენ უკანიდან და... ოცმა თუ არა, თხუთმეტმა მაინც ერთად დასცხო კეტი ქონდართუხუცესისგაგიჟებულ პირად მცველს.

ქარბორბალა წაქცევით არ წაქცეულა, ცოტათი შებარბაცდა. თავი საკმაოდ მაგარი ჰქონდა და თხუთმეტი კეტი რას უზამდა?! ხელკეტიანებმა მოჰკიდეს ხელი და მოედნიდან გაიყვანეს.

ქონდარელები ამ მეორე სანახაობის კმაყოფილნიც დარჩნენ. იმდენი იცინეს, მუცელზე კანი აღარ შერჩათ.

უფლისწულმაც იცინა და იცინა, სიცილისაგან სულ თახთახებდა. ხელმწიფეცა და დედოფალიც კმაყოფილი იყვნენ, რადგან მათმა ერთადერთმა შვილმა ასე მშვენივრად გაატარა დრო.

ხელმწიფე წამოდგა, ეგონა სანახაობა ამით დამთავრდაო, მაგრამ მოტყუვდა.





უფლისწულისა და სალამურას შეხვედრა.

წკიპურტი,

რომელმაც შეძრა მთელი ქონდარეთი



- მეც მინდა, ვა! - წაიბურტყუნა უკმაყოფილოდ უფლისწულმა ქონდარუხმა.

- რა გინდა? - თითქმის ერთდროულად ჰკითხეს ხელმწიფემ და დედოფალმა.

- მეც მინდა ვეჭიდაო.

- ვისა?

- აი, იმას. - ქონდარუხმახელი გაიშვირა სალამურასაკენ.

სალამურას ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. ქარბორბალას საქციელით გაკვირვებული მწყემსი ბიჭუნა იქვე დარჩა, სადაც იდგა, ვიდრე პირველი ვეზირის დარეტიანებული პირადი მცველი მოედნიდან არ გაიყვანეს.

წასვლა რომ დააპირა, ხელმწიფის რამდენიმე ჯარისკაცი მივიდა და უთხრა: თვით უფლისწულმა მოინდომა თქვენთან ჭიდაობაო. ახლა კი ნადვილად ცუდად წამივა საქმეო, - გაიფიქრა სალამურამ.

ქონდარუხს უხსნიდნენ, უმარტავდნენ – უფლისწულისათვის უხერხული და შეუფერებელიცაა ვიღაც უცნობ ვიგინდარასთან ჭიდაობაო. მაგრამ ქონდარუხი ჯორზე შეჯდა და ჩამოსვლა აღარ მოისურვა. გინდა თუ არა, უნდა ვეჭიდაოო.

პირველმა ვეზირმა ისიც კი თქვა, - ეგ უცნობი ბიჭი ჯადოქარია, ხომ ნახეთ, რკინასავით კაცი, რომლის მომრევი ქონდარეთში არ მოიძებნებოდა, მოაჯადოვა და მერე გააგიჟაო. ამ გულუბრყვილო და სათნოებით აღსავსე ბავშვს იმ ავ სულთან საჭიდაოდ რომ უშვებთ, ნეტავი რას ფიქრობთო?!

არავითარმა შეგონებამ არ გაჭრა.

უფლისწული ერთთავად იმეორებდა:

- მინდა, ვა, უნდა ვეჭიდაო.

ქონდარელები წასასვლელად წამოიშალნენ, მაგრამ ხელმწიფის ლოჟაში დიდი ჩოჩქოლი რომ შენიშნეს, იფიქრეს, აქ კიდევ სეირი მზადდებაო. ქონდარელები, როგორც ყველა სხვა ქვეყნის მკვიდრნი, გართობის მოყვარულნი იყვნენ და ამიტომ ახალი სეირის მოლოდინში თავ-თავიანთ ადგილებზევე დარჩნენ.

მოედანზე უფლისწული გამობაყბაყდა.

ხელმწიფე და დედოფალი სიყვარულით შესცქეროდნენ ერთადერთ ვაჟიშვილს. გუნაბაში ფიქრობდნენ: ის უცნობი ბიჭი მართლა ჯადოქარი არ იყოს და რამე ცუდი არ დამართოსო ჩვენს შვილს, მაგრამ ქონდარუხი ისე ვაჟკაცურად გაბაჯბაჯდა მოედანზე, რომ ორივეს სიხარულის ცრემლი მოადგა თვალებზე.

სალამურა ასე ახლოს პირველად ხედავდა უფლისწულს და თვალს არ აშორებდა, აკვირდებოდა.

- არ მონუსხოს მაგ შეჩვენებულმა! - ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა ქონდართუხუცესმა, სინამდვილეში კი ხელმწიფისა და დედოფლის გასაგონად თქვა, თან თვალი გააპარა მათკენ, ერთი ვნახოთ, რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა ნათქვამმაო.

ქონდარუხმაც გულდაგულ შეათვალიერა სალამურა, ორჯერ ირგვლივ შემოუარა და გამომწვევად დაუდგა წინ.

ორივენი უხმოდ მისჩერებოდნენ ერთმანეთს თვალებში.

ბოლოს დუმილი უფლისწულმა დაარღვია.

- რა გქვია?

- სალამურა.

- სალამურა?

- გითხარი, სალამურა მქვია- მეთქი, შენ რაღა გქვია?

- მე?

- ო, შენ.

- მე...მე... ქონდარუხი.

- მართლა უფლისწული ხარ?

- მე?

- ო, შენ.

- მე...მე...რა მკითხე?

-დაგავიწყდა?

- ვა, დამავიწყდა და რა ვქნა.

- რა უნდა ჰქნა? არაფერი.

სალამურას თავგადასავალი

მე ისა გკითხე, ნამდვილად უფლისწული ხარ-მეთქი?

- მე?

- სხვა შენს მეტი აქ არავინ არის.

- ვარ, მაშ არა ვარ?! ნამდვილად უფლისწული ვარ!

- მერე ასე რამ გაგასუქა?

- ვა, მაშ როგორი უნდა ვიყო? უფლისწული ვარ და...

- შენ ისეთი ბიჭი ჩანხარ, ძილიც გეყვარება.

- მე?

- ჰო, შენ.

- მაშ უძილობით თვალებს ხომ არ დავითხრი. შევჭამ და დავიძინებ, შევჭამ და - დავიძინებ, შევჭამ და დავიძინებ. მეტი რა ვქნა, უფლისწული ვარ და...

- შენ მოაყვანინე ბაია სასახლეში?

- ვინა?

- ბაია.

- ვინ არის ბაია?

- ციცინათელების მწყემსი გოგონა.

- ჰო.

მე მოვაყვანინე. ციცინათელების მზეთუნახავი მეგონა. ის კი მწყემსი ყოფილა.

- მერე, რა იქნა, სად არის ახლა?

- ვინა?

- ვინა და ბაია, ციცინათელების მწყემსი გოგონა.

- აბა მე რა ვიცი, რა იქნა... თუ გინდა დამეჭიდე.

- ჯერ მითხარი, რა იქნა ბაია.

- დაიკარგა.

- სად დაიკარგა?

- ვინა?

- ვინა და ბაია.

- მე რა ვიცი სად დაიკარგა... მე უფლისწული ვარ...

- წკიპურტი ხომ იცი?

- რა?

- არ გაგიგონია წკიპურტი?

- არა.

- არც მოგხვედრია?

- სადა?

- სადა და ცხვირში.

- არა.

- თუ არ მოგხვედრია, ახლა მოგხვდება, - სალამურა ისე გააბრაზა უფლისწულის პასუხებმა, სულ დაავიწყდა, ხელმწიფე თავის ამალიანად მას რომ მისჩერებოდა. უფლისწულს შიგ ცხვირში დაჰკრა წკიპურტი.

- ეგრე არ მინდა, ვა! - წამოიძახა ქონდარუხმა და ცხვირზე წაივლო ხელი.

- ის კარგია, ბაია რომ დაიკრგა?- სალამურას კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ხელმწიფის ლოჟაში ერთი ალიაქოთი ატყდა.

- მან უფლისწულს ცხვირში წკიპურტი გაარტყა!- წამოიყვირა ვიღაცამ.

- ოჰ, ოჰ, წკიპურტი!

- მერე ვის?

- ჩვენს საყვარელ უფლისწულს!

- მერე და სად?

- ცხვირში!

- არამზადა!

- სალახანა!

- თავხედი!

- ახლავე დაიჭირეთ!

- ჩააქვავეთ!

- როგორ გაუბედა!

- ოჰ, ოჰ, წკიპურტი!

- უფლისწულს ცხვირში წკიპურტი გაარტყა!

- დედოფალ ქონდარინეს გული შეუღონდა.

- ჩქარა, წყალი, - ბრძანა ხელმწიფემ, -ეგ არამზადა კი დაიჭირეთ და ჩამოახრჩეთ.

მოედანზე ხელკეტიანები გამოცვივდნენ დაგეშილი ძაღლებივით.

ახლა ოცი კი არა, მთელი გვარდია მოდიოდა. სალამურამ გაქცევა დააპირა, მაგრამ ყოველი მხრიდან შეუკრეს გასაქცევი გზა.

საბრალო მწყემსი ბიჭუნა ხელკეტიანების ალყაში მოექცა. საშველი არ იყო, უნდა დანებებულიყო.

ხელმწიფის ლოჟაში დედოფალ ქონდარინეს გარდა ყველანი ფეხზე იდგნენ და გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს ხელკეტიანების მოქმედებას. უფლისწული პირველმა და მეორე ვეზირმა გაიყვანეს მოედნიდან. უფლისწული ბუზღუნებდა, ნუ წამიყვანთ, უნდა ვეჭიდავოო, მაგრამ მისი ბუზღუნი არც პირველმა და არც მეორე ვეზირმა აინუშიაც არ ჩააგდო.

ხელკეტიანების რკალი თანდათან პატარავდებოდა, მჭიდროდ შეკრულნი მოდიოდნენ. ათიოდე ნაბიჯიც კიდევ და სალამურას ხელში ჩაიგდებდნენ. უცებ სალამურას ბრწყინვალე აზრმა გაუელვა თვალში.

სიხარულისაგან თვალები აუციმციმდა.

ხელმწიფის ლოჟაში უკვე ზეიმობდნენ სალამურას დაჭერას, მაგრამ ზეიმი ნაადრევი გამოდგა. სალამურამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან, მერე გაქანდა, მიწას დაჰკრა ღონივრად ფეხები და ჰაერში აიჭრა. ოთხმაგი მალაყით გადაევლო თავზე ხელკეტიანებს, ხელკეტიანებმა თვალები დახუჭეს და რატომღაც ქუდებზე წაივლეს ხელები.

სალამურა უკვე ალყის გარეთ იყო და მთელი ძალით გარბოდა.

- დაიჭირეთ არ გაუშვათ!- დაუყვირა ხელკეტიანებს გენერალმა. ხელკეტიანები სალამურას დაედევნენ.

სალამურამ ხალხისაკენ აიღო გეზი, ხალხს შეერია და გაუჩინარდა. ხელკეტიანებიც, რა თქმა უნდა, ხალხს ეკვეთნენ, ხელკეტებით დაერივნენ – ახლავე მოგვეცით დამნაშავეო. ქონდარელებმა უარი თქვეს – ამ ბიჭს ვერ მოგცემთო.

მაშინ გვარდიელები უფრო გაწიწმატდნენ და ქონდარელებს ხელკეტები დაუშინეს. ქონდრისკაცები აღაშფოთა ხელკეტიანების ასეთმა თავგასულობამ. თუ ბრძოლაა, ბრძოლა იყოსო და... მართლაც, ათიოდე წუთის შემდეგ ფეხბურთის მოედანი ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსა.

ხელმწიფე თავის ამალიანად გაიპარა. ყველანი თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ სასახლისაკენ. დედოფალი ქონდარინე, წეღან რომ გული წაუვიდა და წყლის შხეფებით და ძლივს მოასულიერეს, ყველაზე წინ გარბოდა.

ეგ არაფერი, თვით გენერალმა მიატოვა თავისი გვარდიელები. მართალია, ორივე ფეხით კოჭლი იყო და ისე სწრაფად ვერ გარბოდა, როგორც დედოფალი ქონდარინე, მაგრამ მაინც ხომ გარბოდა.

ჰოდა, თუ გენერალი გარბის, უსარდლო გვარდიამ რა უნდა ქნას?

ბრძოლაში ხელკეტიანები დამარცხდნენ. ბრძოლის ველს ზურგი შეაქციეს და თავიანთ სარდალს მიბაძეს. ერთი სიტყვით, გაიქცნენ.

ქონდარელები გამარჯვებას ზეიმობდნენ.

სალამურა ხელში აყვანილი მიჰყავდათ.

ასე დატოვეს მოედანი.

კუნძულზე

ქონდარელები აღარ ეშვებოდნენ სალამურას, ყველას მასთან ახლოს ყოფნა უნდოდა. ისიც გაიგეს, რომ ჩალამურა კი არა, სალამურა ერქვა.

ცომი ზელია ღელავდა, მჭედელ დაჰკა-დაჰკას მითითების თანახმად, სალამურა სანახაობის დამთავრების შემდეგ კუნძულზე უნდა მიეყვანა და ვერ ახერხებდა. ანდა, როგორ მოახერხებდა, როცა ყველა ქონდარელი თავს ვალდებულად სთვლიდა, ქარბორბალას მომრევი თოკზე მოსიარულე ბიჭი თავის სახლში დაეპატიჟა ქონდრის უგემრიელეს შეჭამანდზე.

სალამურა ყველას ერთდროულად ვერ ეწვეოდა, ამიტომ ყოველ ქონდარელს შეჰპირდა, დღეს თუ არა, ხვალ-ზეგ უსათუოდ მოვალო.

სხვა რომ ვერა იღონა რა, ცომი ზელიამ საქვეყნოდ გამოაცხადა: სალამურა დღეს ჩემი სტუმარია, ადრევე შემპირდაო. ასეთ შემთხვევაში რა უნდა ექნათ ქონდარელებს? თუ ადრევე მართლა შეჰპირდა ცომი ზელიას, სტუმარს ხომ ვერ გამოგლეჯდნენ ხელიდან.

ქონდარელებს ზრდილობა რა აკლდათ და კარგად იცოდნენ სტუმარ მასპინძლობის წესები.

ჩვენ უკვე ვიცით, ცომი ზელია ქონდარეთის განაპირა უბანში ცხოვრობდა. იქიდან ადვილი იყო მისვლა სამ მუხასთან, საიდანაც კუნძულზე გვირაბი დაგიოდა.

ბოლოს და ბოლოს მიაღწიეს გვირაბს და გაძვრნენ.

ცომი ზელიას გვირაბში გაახსენდა, რომ სალამურას მისი დაკრული ულვაში მოსძვრა და დარცხვენილმა გაიფიქრა, დაჰკა- დაჰკას როგორ შევხედო თვალებშიო. მაინც რა მატრაბახებდა ამდენს, წინდაწინ საიდან უნდა მცოდნოდა, ულვაში მოძვრებოდა თუ არაო.

დაჰკა-დაჰკას შეხვედრისა რცხვენოდა და კინაღამ უკან გამობრუნდა, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია, ჩემი ბრალია და რასაც მეტყვის მჭედელი, ჩემზე ახი იქნებაო.

კუნძულზე მჭედელი დაჰკა-დაჰკა აღელვებული დახვდათ – ამდენ ხანს რატომ დაიგვიანეო.

სალამურას თავგადასავალი

ცომი ზელიამ დაწვრილებით უამბო, რაც მოხდა ფეხბურთის მოედანზე.

- საკვირველია, - თქვა მჭედელმა, - ჩვენ ისე შევნიღბეთ სალამურა, არც ქონდართუხუცესს და არც ქარბორბალას არ უნდა ეცნოთ.

- არ ვიცი იცნეს, - უპასუხა ცომი ზელიამ.

- ულვაში რომ არ ჩამომვარდნოდა, ალბათ ვერც მიცნობდნენ, - გულუბრყვილოდ წარმოთქვა სალამურამ. ვერ მიხვდა, რატომ მალავდა ცომი ზელია ულვაშის ჩამოვარდნას.

- მაშ ულვაში მოგძვრა? - ჰკითხა მჭედელმა სალამურას.

ცომი ზელია აიწურა, გაწითლდა.

ვერც კი გავიგე, ისე ჩამომვარდა.

- მაშ, ყველაფერი შენი ბრალი ყოფილა, - ცომი ზელიას მიუბრუნდა მჭედელი. - აკი მთელი ქონდარეთი რომ დაეკიდოს, მაინც ვერ მოძვრებაო?

- არ ვიცი, ალბათ ულვაში არ ვარგოდა, - თავი იმართლა ცომი ზელიამ.

- თავს ნუ იმართლებ, - გაბრაზდა დაჰკა- დაჰკა. - შენს გაფუჭებულ საქმეს სხვას ნუ აბრალებ. ამ ბოლო დროს ძალიან მიუშვი საქმეს ხელი.

შენი გამომცხვარი პური აღარც კი იჭმევა.

ცომი ზელია დარცხვენილი იდგა და არაფერს ამბობდა. იგი დამნაშავედ გრძნობდა თავს. ცოტა უკეთესად რომ მომეზილა ცომი, ალბათ, სალამურას ახლაც ზედ ექნებოდა ულვაში მიკრულიო.

- თუმცა ,,ზოგი ჭირი მარგებელიაო“, - ჩაილაპარაკა მჭედელმა. ეს გამოთქმა ძალიან უყვარდა და, როგორც კი ამის წარმოთქმის საშუალებას მოიხელთებდა, მაშინვე იტყოდა ხოლმე. - ესე იგი, ხელკეტიანები დაამარცხეთ... - განაგრძო ლაპარაკი,- ეს კარგია...ესე იგი ხელკეტიანების დამარცხება არც ისე ძნელი ყოფილა.

ჩვენ შეგვიძლია უფრო გაბედულად მოვითხოვოთ ჩვენი საამაყო ფეხბურთელის კვანტი დაუდეს გათავისუფლება.

- რა თქმა უნდა , შეგვიძლია!- მაშინვე დაეთანხმა ცომი ზელია, რადგან ასე იოლად გადაურჩა დაჰკა- დაჰკას გაბრაზებას,

- ახლა წადი და ბრძენ კინა-ლოკოს გადაეცი, ნუ დაიძინებს. ამაღამ ვინახულებ და მოვეთათბირები.

დარცხვენილ ცომი ზელიას ხმა არ ამოუღია, ისე გატრიალდა და წავიდა მჭედლის დავალების შესასრულებლად.

დაჰკა-დაჰკამ ხელმეორედ მოაყოლა სალამურას ფეხბურთის მოედანზე მომხდარი ამბავი, თან სულ ერთთავად იმეორებდა, ეს რა გიქნია, შე ეშმაკის ფეხო, ქარბორბალა როგორ გაგიგიჟებიაო. უფლისწუკზეც ბევრი იხარხარა.

- მაშ, იმ მუთაქამ ჭიდაობა მოინდომა?

- გინდა თუ არა, დამეჭიდეო.

- მაშ, დაჰკარი ცხვირში წკიპურტი?

სიცილსა და ლაპარაკში შემოაღამდათ.

ნელ-ნელა ვარსკვლავებით მოიჭედა ზეცა.

შუაღამე რომ მოახლოვდა, მჭედელი დაჰკა-დაჰკა წამოდგა – ჩემი წასვლის დრო მოახლოვდაო.

სალამურა მარტო დარჩა კუნძულზე.




ციცინათელები მიფრინავენ ბაიას

საძებნელად და პოულობენ

კუნძელზე მარტო დარჩენილი სალამურა ფიქრებმა გაიტაცა.

ბაია სასახლიდან გაქრა, დაიკარგაო. ჰო. ასე თქვა უფლისწულმა ქონდარუხმა. ალბათ, დრო იხელთა და გაიქცა. მაშ, სად უნდა დაკარგულიყო? თუ სასახლიდან გაიქცა, შორს ვერ წავიდოდა, ადვილი შესაძლებელია, რომ სადმე აქვე, ახლომახლო შეაფარა ტყეს თავი.

თუ ბაია ნამდვილად ასე მოიქცა, მაშინ სულ იოლად მიაგნებს.

ახლავე გადააფრენს ციცინათელებს. ციცინათელებმა კი თავიანთი საქმე ზედმიწევნით კარგად იციან.

სალამურა ციცინათელებიანი კოლოფიამოიღო და გახსნა

-თქვენი იმედიღა მაქვს, ციცინათელებო. ახლავე გაფრინდით ბაიას საძებრად. მოიარეთ ეს ტყეები და თუ ბაია სადმე ნახოთ, მაშინვე დაბრუნდით უკან და შემატყობინეთ. აბა თქვენ იცით, ციცინათელებო, როგორი მონდომებით დაუწყებთ ძებნას.

ციცინათელები კოლოფიდან ამოფრინდნენ და ღამის სიბნელეში აციმციმდნენ.

- ხომ გიყვართ ბაია, ციცინათელებო?

- გვიყვარს, ძალიან გვიყვარს! - ახმაურდნენ ციცინათელები.

- მაშ ყველა ტყე დაიარეთ და ეძებეთ.

- უსათუოდ მოვძებნით! თუ ბაია სადმე აქ არის, უსათუოდ მოვძებნით!- ციცინათელები ნაპერწკლებივით გაიფანტნენ ღამეში.

სალამურა დიდხანს ადევნებდა თვალს მათ ციმციმს. მერე ციცინათელები ღამის სიბნელემ შთანთქა.

სალამურამ მდინარის ნაპირისაკენ გასწია. იგი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ბაიას ამბავს დღეს უსათუოდ შეიტყობდა.

მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ბაია ტყეში არ იყო გახიზნული. ციცინათელების მწყემსი გოგონა ქონდართუხუცესს საპყრობილეში ჰყავდა დამწყვდეული, ისიც საიდუმლო საკანში, რომლის არსებობა მხოლოდ პირველმა ვეზირმა და მისმა უერთგულესმა ციხის მცველმა რაზამ იცოდნენ.

მიაგნებენ თუ არა ციცინათელები ბაიას?

ვნახოთ.

ბაიამ, როგორც კი ვარსკვლავები აელვარდნენ ცაზე, თვალები გაახილა და თავისი ჯამიდან წყათლი მოსვა. ცუდი სიზმრები ნახა და უგუნებოდ იყო. ნაღვლიანი თვალებით შეხედა ვარსკვლავებს და ატირდა.

- ეჰ, ვარსკვლავებო, მშვენიერო, მოციმციმე ვარსკვლავებო! მე აღარავის ვახსოვარ! ჩემმა ციცინათელებმაც კი დამივიწყეს.

ბაიამ იმედი დაკარგა. აღარ ეგონა, თუ ამ საკნიდან ოდესმე თავს დააღწევდა.

მართლაც, რისი იმედი უნდა ჰქონოდა. ვინ გაიგებდა ანდა როგორ გაიგებდა, რომ ბაია ამ საპყრობილეში იყო დამწყვდეული? თუნდაც გაეგოთ! მერე ვინ უშველიდა? ვინ დაიხსნიდა მწყემს გოგონას!

ციცინათელები?

ციცინათელებს რა შეუძლიათ? არაფერი. ისინი ბაიას აქედან ვერ გაიყვანენ.

სალამურა?

სალამურას, ალბათ, აღარც კი ახსოვს ბაია. ერთხელ, მხოლოდ ერთხელ შეხვდა და დაკარგული ჭიამაიები აპოვნინა. თუნდაც ახსოვდეს, ვინ ეტყოდა, რომ ბაია ღამის შიკრიკებმა მოიტაცეს და აქ წამოიყვანეს?

ასე ფიქრობდა ბაია და ცრემლი ღაპაღუპით სცვიოდა.

იქნებ ვარსკვლავებმა უთხრეს?

ბაია ხომ ყოველ ღამე ელაპარაკებოდა ვარსკვლავებს. ხან სალამურასთან, ხან ციცინათელებთან აბარებდა თავის ამბავს.

ვინ იცის, იქნებ მართლა ესმოდათ ვარსკვლავებს ბაიას ხმა. ერთხელ ხომ გააგონეს სალამურას დაკვრა.

თუ არა ვარსკვლავები, სხვა ვინ გადასცემდა ბაიას სურვილს ჭიამაიების მწყემს ბიჭუნას?

- ვარსკვლავებო, მშვენიერო, უნაზესო ვარსკვლავებო, დაგაეცით სალამურას, რომ მე ისევ მახსოვს ღამის სიმღერა.

ვარსკვლავებთან საუბარში ახლაც მთელი ღამე გაათია ბაიამ. ცა ისევ გაფერმკრთალდა, ვარსკვლავებმაც თანდათან დაკარგეს ელვარება და სათითაოდ მიიპარებოდნენ ციდან. სულ მალე, ალბათ, , განათდება.

ბაიას უკვე ეძინება. ქუთუთოები დაუმძიმდა – თვალები ეხუჭება, ძილის წინ კიდევ ერთხელ ახედა ცას და გაოცდა, საკუთარ თვალებს აღარ დაუჯერა.

ცაზე ისევ ციმციმებდნენ ვარსკვლავები. ოღონდ საოცარი ის იყო, რომ ვარსკვლავები ახლა ციმციმთან ერთად მოძრაობდნენ კიდეც.

სალამურას თავგადასავალი

ბაიამ იფიქრა, ალბათ ძალიან დავიღალე და მეჩვენებაო.

მაგრამ არა, არ ეჩვენებოდა.

ვარსკვლავები თითქოს ცას მოსწყდნენ და გისოსებიანი სარკმლის წინ დაფრინავდნენ. მერე საკანში შემოიჭრნენ.

ჯერ ერთი შემოფრინდა, მერე – მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე... საკანი ვარსკვლავებით აელვარდა.

- ბაია, ბაია ვიპოვეთ, - ატეხეს ჟრიამული ციცინათელებმა.

- ოჰ, ჩემო კარგო ციცინათელებო, - სიხარულის ცრემლი მოადგა ბაიას თვალზე, - ნუთუ მომაგენით, ნუთუ მიპოვეთ, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო.

ციცინათელები დააფრინდნენ წინ გაშვერილ ხელებზე ბაიას. საბრალო ციცინათელები! სიხარულისაგან თრთოდნენ , სიყვარულით ეალერსებოდნენ ამდენი ხნის დაკარგულსა და გატანჯულ ბაიას.

- უკვე თენდება, - თქვეს ციცინათელებმა, - ახლა წავალთ და სალამურას შევატყობინებთ, რომ გიპოვეთ... მთელი ღამე გველოდება.

- ნუთუ სალამურაც აქ არის?

-აქ არის, შენს საძებრად წამოვედით ყველანი და, როგორც იქნა, გიპოვეთ.

- გმადლობთ, ჩემო კარგებო. სალამურას გადაეცით, რომ არ დამვიწყებია. ყოველთვის მახსოვდა ღამის სიმღერა.

გახარებული ციცინათელები ისევ აფრინდნენ, სარკმელს მიაშურეს, ერთხელაც დაემშვიდობნენ ბაიას და მთელი სისწრაფით გასწიეს სალამურასაკენ.

ბაიას ეს ყველაფერი ტკბილი სიზმარი ეგონა. ბაია ბედნიერი იყო.

ისე ჩაეძინა, რომ მომხიბვლელი, ბედნიერების ღიმილი არ მოშორებია მის სახეს.

ხვალინდელი ღამის იმედით ჩაეძინა. რახან ერთხელ მოაგნეს ციცინათელებმა, მეორედაც მოაკითხავდნენ, უსათუოდ მოაკითხავდნენ მეორედაც.

ბაია ბედნიერი იყო!

ნუთუ ამიერიდან ციცინათელების მწყემსი გოგონა მარტო აღარ იქნება?!





ტყისმჭრელები კუნძულზე


სალამურას იმედი გაუმართლდა: ციცინათელებმა ბაიას ამბავი მოუტანეს. გახარებულმა ტაში შემოჰკრა და სულ თითისწვერებზე დაიწყო ცეკვა. მაგრამ როცა გაიგო, რომ ბაია საპყრობულეში იყო დამწყვდეული, შექიფრიანდა, დანაღვლიანდა კიდეც. არც ისე ადვილი იქნებოდა ბაიას გათავისუფლება.

მჭედელი დაჰკა-დაჰკაც აგვიანებდა მოსვლას და, ცოტა არ იყოს, ამანაც ჩააფიქრა. უკვე კარგად გათენდა. მზე ამოიწვერა.

მჭედელი დაჰკა- დაჰკა ჯერ არსად ჩანდა. სალამურას უნდოდა მჭედელს მოთათბირებოდა ბაიას თაობაზე, რადგან მან უკვე იცოდა ქონდარეთის ასავალ-დასავალი. ალბათ მჭედელი ეტყოდა და ასწავლიდა, რა ხერხითა თუ მანქანებით შესძლებდა სალამურა საბრალო ბაიას დახსნას.

დაჰკა-დაჰკა იგვიანებდა.

სალამურას მის ლოდინში გული ელეოდა.

ბოლოს, როგორც იქნა, მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ გვირაბიდან თავი აქოჰყო. ძალიან შეწუხებული სახე ჰქონდა მჭედელს. მიწიდან ამოძვრა, ტანისამოსი დაიფერთხა და სალამურა ტყისაკენ წაიყვანა.

-ძალიან ცუდი ამბავი მოვიტანე, - თქვა დაჰკა-დაჰკამ.

-რა მოხდა?! - შეშფოთდა სალამურა.

- წუხელ, ვიდრე ქონდარეთში გადავიდოდი, ხელკეტიანებს ყველა ოჯახიდან თითო ქონდარელი წაუყვანიათ.

- სად?

- სად წაიყვანდნენ? საპყრობილეში თურმე ტევა აღარ არის!

- ეს ყველაფერი ჩემი ბრალია,- თქვა სალამურამ, - მე რომ არ გამომსარჩლებოდნენ, არაფერიც არ მოხდებოდა.

- ეგ რა სისულელე წამოგცდა! - შეუტია მჭედელმა დაჰკა- დაჰკამ, - ისინი სამართლიანად მოიქცნენ.

სამართლიანობისათვის კი დასჯა ვის გაუგია.

- ყველას ერთად ვერ მოერივნენ და ცალ-ცალკე შეიპყრეს. გაიძვერები! ვერაგები! მუქთახორები!

- ბაიაც საპყრობილეში ჰყოლიათ დამწყვდეული.

- ვინ გითხრა? საიდან გაიგე?

- ციცინათელებმა მომიტანეს ამბავი. - სალამურამ უამბო, როგორ გააფრინა წუხელ ციცინათელები და რა დააბარა. უამბო, თუ რამდენი უფრენიათ საწყლებს ტყეში, მერე მდინარის პირას ნაცნობი ხმა გაუგონიათ, იმ ხმას მიჰყოლიან და ერთ- ერთ საკანში ბაია აღმოუჩენიათ.

- ნუ გეშინია, ჩემო სალამურა, - უთხრა ვმჭედელმა, - ჩვენ ყველას გავათავისუფლებთ. ბაია სულ მალე იხილავს მზის ამოსვლას. თუ ერთხელ ფეხბურთის მოედანზე დამარცხდნენ ხელკეტიანები, რატომ არ შეიძლება მეორედაც დავამარცხოთ? ახლა ქონდარეთიდან ცომი ზელია მოიყვანს ტყისმჭრელებს. ყველა ქონდარელისთვის უნდა დავამზადოთ ხელკეტი და მერე ვნახოთ, როგორ გაგვიმკლავდებიან ისინი.

მხოლოდ საპყრობილის რკინის კარის გაღება გაგვიძნელდება, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, იმასაც გავაღებთ.

სალამურა აღტაცებული შესცქეროდა დაჰკა-დაჰკას. მოხიბლული იყო მჭედლის გამბედაობით და შეუპოვრობით.

კუნძულზე ცოტა ხნის შემდეგ მართლა მოვიდნენ ცომი ზელია და ექვსი ტყისმჭრელი. ისინი მოსვლისთანავე შეუდგნენ საქმეს- ხელკეტების დამზადება დაიწყეს. დაჰკა-დაჰკაც ცომი ზელიაც და სალამურაც ეხმარებოდნენ ტყისმჭრელებს.

სალამურა ტყეში ხეტიალის დროს მდინარე ჩქაფუნას ნაპირზე მივიდა. აქ მდინარის კალაპოტი ვიწროვდებოდა და სულ ახლოს მოჩანდა საპყრობილის კედელი. გისოსებიანი ფანჯრებიდან ქონდარელები იხედებოდნენ, რაღაცას ყვიროდნენ, მუშტებს იქნევდნენ.

საპყრობილის წინ მოედანზე ხელკეტიაქნები იდგნენ და კარებს დარაჯობდნენ.

სალამურამ იფიქრა, მოდი ამ ხეზე ავცოცდები და იქიდან ჩუმად ვუთვალთვალებ ფანჯრებს, იქნებ ბაიასაც მოვკრა თვალიო. მართლაც აცოცდა ხეზე .

ორიოდე წუთში ხეს კენწეროზე მოექცა. დიდხანს ათვალიერა სარკმლები , მაგრამ ბაია ვერ დაინახა. ანდა, როგორ დაინახავდა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ცისკრის ვარსკვლავები აკიაფდებოდა თუ არა, ბაია იძინებდა.

,,აჰ, ნეტავი ერთი გრძელი თოკი მომცაო, - გაიფიქრა სალამურამ, - იმ საკვამურს ქამანდს ვესროდი, მერე თოკს დავჭიმავდი, ამ ხეზე გამოვაბამდი და სულ ადვილად გადავიდოდი საპყრობილეშიო. მერე ფიქრშივე დასძინა, - თოკის შოვნაზე ადვილი რა არისო“.

მაშინვე ჩამოცოცდა ხიდან და მჭედელ დაჰკა-დაჰკასთან გაიქცა.

მჭედელმა გულდასმით მოუსმინა სალამურას, მხარზე დაარტყა ხელი და საზრიანობა მოუწონა.

თოკს, რა თქმა უნდა, ადვილად იშოვიდა. ცომი ზელიამ თქვა: თუ გინდათ, ახლავე მოვარბენინებო.

ჩვენი თოკი გრეხია მაგის მეტს რას აკეთებსო.

ასე გადაწყდა, ცომი ზელია მოიტანდა თოკს, შებინდებისას სალამურა ხეზე ავიდოდა და იქიდან ქამანდს მოსდებდა საკვამლე მილს. სალამურას თან ექნებოდა სათადარიგო თოკიც, რომელსაც საკვამურში ჩაუშვებდა და მერე თვითონაც ჩაჰყვებოდა...

თუმცა, რატომ ვყვებით წინდაწინ, უმჯობესია ამბებისა და მოვლენების განვითარებას მივდიოთ, რა გვეჩქარება?

ცომი ზელია თოკის მოსატანად მაშინვე აფრინეს ქონდარეთში.

სალამურას თავგადასავალი

თვითონ კი ხელკეტების დამზადება განაგრძეს.

ხუთი-ექვსი საათის შემდეგ საკმაო რაოდენობით დაამზადეს კეტი.

- საკმარისია, - თქვა მჭედელმა, - ახლა მთავარია, ქონდარეთში გადავიტანოთ. ქონდარელები მზად არიან და გვეელოდებიან.

ამასობაში ცომი ზელია აქოშინებული დაბრუნდა, თან საკმაოდ გრძელი თოკი მოიტანა.

- საკმაოდ გრძელია, - სულს ძლივს ითქვამდა ცომი ზელია, - ქამანდადაც ეყოფა და საკვამურში ჩასაშვებადაც.

შემდეგ დაიწყეს ხელკეტების გაზიდვა ქონდარეთში. სალამურა კუნძულზე დარჩა – შებინდებას ელოდებოდა.

- აბა, შენ იცი, ჩემო სალამურა, - უთხარა მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ დამშვიდობებისას, - ჩვენ უკვე გავიტანეთ კეტები და მივდივართ. დღეს თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ამ გამარჯვების მთავარი გმირი შენ იქნები. შენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ ხელკეტების უკანასკნელი კონა გაიტანა და სალამურა მარტო დატოვა.





ხის კენწეროდან ნასროლი ქამანდი


შებინდებისას სალამურა მდინარის პირას მაღალ ხეზე აცოცდა.

ხის კენწეროდან გადახედა საპყრობილეს, - ერთი ვნახო, ხელკეტიანი გუშაგები რას აკეთებენო.

ხელკეტიანები სარგადაყლაპულებივით იდგნენ გაჭიმულები. ყოველ მათგანს თავისი საყარაულო ადგილი ჰქონდა მიჩენილი და იმ აგდილიდან ფეხს არ იცვლიდა. ახლა მთავარი იყო, სალამურას ისე ესროლა ქამანდი, რომ ეზოში არავის შეემჩნია.

ქამანდის სროლა კარგად იცოდა. საერთოდ, ყველა ნამდვილმა და გამოცდილმა მწყემსმა კარგად იცის ქამანდის სროლა. ჩვენი სალამურაც ხომ ნამდვილი მქყემსი იყო. ახლა ნახავთ, პირველსავე ცდაზე მოსდებს თუ არა ქამანდს საკვამლე მილს.

მწყემსმა ბიჭუნამ თანაბრად აკრიფა თოკი და მარჯვენა ხელში გადაიტანა. ერთხელ კიდევ გახედა ხელკეტიანებს და, როცა დარწნუნდა ვერავინ მამჩნევსო, მარჯვენა ხელი მთელი ძალით გაიქნია.

თოკი შხივილით გაიშალა, გველივით დაიკლაკნა.

სალამურამ გულისფანცქალით გააყოლა თვალი.

მაინც არ იყო დარწმუნებული პირველსავე ცდით მიზანს თუ მიაღწევდა. მართალია, ამ ხეზე ამოსვლამდე , ტყეში ივარჯიშა, მაგრამ იმ ვარჯიშის იმედი არ ჰქონდა, რადგან ძალიან დიდი ხანია არ უსვრია ქამანდი. ასეთ რამეს კი გამუდმებული წვრთნა და ვარჯიში უნდოდა.

ეჭვი უსაფუძვლო გამოდგა. ქამანდს ასე ოსტატურად ამერიკული ფილმების გმირი კოვბოებიც ვერ ისროდნენ.

სალამურამ ზუსტი სროლით მოსდო საკვამლე მილს ქამანდი და თოკი მოჭიმა: მთელი ძალით მოქაჩა და ხის ტოტს გამოაბა. ეს ისე სხარტად და სწრაფად გააკეთა, ქვეყანაზე არავის შეუმჩნევია.

უკვე ღამდებოდა, სალამურამ წელზე შემოიხვია სათადარიგო თოკი.

ხის კენწერო იზნიქებოდა, ამიტომ სალამურას მთელი თავისი ძალების დაძაბვა და ოსტატობის გამოყენება დასჭირდა, ადვილი საქმე როდია გადასვლა ისეთ თოკზე, რომელიც ზნექადი ხის კენწეროს წყალობით კარდაგ არ არის დაჭიმული. მით უმეტეს, თუ ქვემოთ მდინარე ჩქაფუნობს.

სალამურამ ნახევარი მანძილი გაიარა და ციხეს გადახედა – შემამჩნიეს თუ არაო.

მაგრამ ხელკეტიანები, როგორც უკვე ვთქვი, სარგადაყლაპულებივით იდგნენ და სულ ერთ მხარეს – წინ იყურებოდნენ. ისინი საშიშროებას წინიდან ელოდნენ და ზევით რატომ აიხედავდნენ?

მწყემსი ბიჭუნა უკვე აღარ ჩქარობდა, რადგან საკმაოდ ჩამობნელდა და აჩქარება შეიძლება საბედისწერო გამომდგარიყო. ნელ-ნელა მიდიოდა თოკზე, ყოველ ნაბიჯს ზომავდა, ფეხი არ დამიცდეს და მდინარეში ტყაპუნი არ გავადინოო.

ისე კი ჯობდა, თავიდან აჩქარებულიყო, რადგან საოცრად მალე ჩამოღამდა და და თოკის დანახვა კია რა, თვალთან თითის მიტანაც ჭირდა.

რა ხანია დგას ერთ ადგილზე და წინ ნაბიჯიც კი ვერ გადაუდგამს. დასწყევლოს ეშმაკმა, რა ძნელი ყოფილა ასეთ ღამეში წონასწორობის დაჭერა!

მაგრამ როდემდე უნდა მდგარიყო ასე?

დრო აღარ იცდიდა. ქონდარელები ხომ სალამურას ელოდებოდნენ. სალამურაზეც იყო დამოკიდებული საპყრობილეში შემწყვდეული ქონდრისკაცებისა და ბაიას განთავისუფლების ბედი.

დაყოვნება აღარ შეიძლებოდა.

ნუთუ ქონდარელებსა და მჭედელ დაჰკა-დაჰკას ვერ გაუმართლებს სალამურა იმედს? მაგრამ როგორ უნდა გაუმართლოს იმედი, როცა ათი წუთია გაუნძრევლად დგას და წინ ნაბიჯიც კი ვერ წაუდგამს.

ვარსკვლავებიანი ცის ფონზე, მართალია, მკრთალად, მაგრამ მაინც შესამჩნევად იყო გამოკვეთილი სახურავისა და საკვამურის კონტურები. სწორედ ის უკლავდა გულს, რომ საკვამური ასე ახლოს იყო, თვითონ კი ფეხის გადადგმას ვერ ახერხებდა.

ოჰ, რა გულისწამღებად ხმაურობდა მდინარე ჩქაფუნა.

სასოწარკვეთილ სალამურას ფეხის დაჭიმული კუნთები დაეღალა, გრძნობდა, თანდათან როგორ ელეოდა მუხლებში ძალა.

იმასაც გრძნობდა, რომ დიდხანს ასე დგომას ვეღარ შესძლებდა.

სალამურას უცებ სიხარულისაგან სახე გაებადრა: ციცინათელები გაახსენდა, ფრთხილად მოიხსნა გუდა და გუდიდან ამოიღო კოლოფი, სადაც ციცინათელები ჰყავდა დამწყვდეული, ციცინათელები ციმციმით ამოფრინდნენ და სალამურას გარშემო დაიწყეს ტრიალი. მათ ჯერ არ იცოდნენ, რას დაავალებდა სალამურა.

- ჩემო კარგო ციცინათელებო, თოკი გამინათეთ!

ციცინათელებმა სიხარულით შეასრულეს სალამურას დავალება. ღამეში ოქროსფრად გაბრწყინდა თოკის პატარა მონაკვეთი. სალამურა ერთი ნაბიჯი გადადგა წინ.

ახლა თოკის მეორე მონაკვეთი გაუნათეს ციცინათელებმა. სალამურამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ცოტათი დამშვიდდა. სული მოითქვა.

ასე გაჰყვა ნელ-ნელა თოკს და ციხის სახურავსაც მიაღწია.





საკვამურიდან საკანში

სალამურა სახურავზე გადაცოცდა, ახლა კი შვებით ამოისუნთქა.

დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ რა ექნა, მთელი სხეული დაბუჟებულივით ჰქონდა. განსაკუთრებით ფეხები სტკიოდა.

ცოტა ხანს დაისვენა, ციცინათელები ჩასხა კოლოფში და გუდაში შეინახა.

მეორე წელზე მოხვეული თოკი მოიხსნა და საკვამურს მიადგა. ჩახედა. საკვამლე მილი იმ ღამეზე უფრო ბნელი იყო და ამიტომ უძიროდ მოეჩვენა.

საკვამურს თოკი შემოახვია და გაკვანძა.შემდეგ მილში ჩაუშვადა თვითონაც ფრხილად ჩაჰყვა თოკს. მთელი სიმძიმე და ჯაფა მარტო ხელებს რომ არ დასდგომოდა, კედლის გამოღრუტნულ ადგილებს საფეხურებად იყენებდა, ქალამნის ჭვინტებს ჰყოფდა შიგ და ებჯინებოდა.

ასე ჩაცოცდა ბოლომდე და ბუხარში აღმოჩნდა.

ოჰ, როგორ გაუკვირდა ბრძენ კინა-ლოკოს, როდესაც მოულოდნელად ბუხრიდან გამოსული მთლად გამურული ბიჭი დაინახა! გაოცებისაგან კინაღამ შეჰყვირა, მაგრა,, როგორც ბრძენმა, თავი შეიკავა.

სალამურას თავგადასავალი

განა შეიძლება ბრძენმა შეჰყვიროს, რანაირადაც არ უნდა გააოცოს მოულოდნელმა შემთხვევამ?

სალამურას არ ეგონა, თუ მიწაზე ფეხის დადგმისთანავე ვინმეს შეეფერებოდა. ამ შეხვედრას მწყემსი ბიჭუნა არ ელოდა.

მიუხედავად ამისა, არ დაბნეულა. დამხვდურის ვინაობა რომ გამოერკვია, მაშინვე ჰკითხა;

- თქვენ ვინა ხართ?

- მე ბრძენი კინა- ლოკო ვარ.

სალამურა ბრძენ კინა- ლოკოს პიორადად არ იცნობდა, არც ენახა. ისე კი გაგონილი ჰქონდა მისი სახელი.

-მერე აქ რატომ ხართ?

-ღმერთო ჩემო, ნუთუ თქვენ არ იცით , ეს რა დაწესებულებაა? ეს ხომ საპყრობილეა და მე – ბრძენი კინა- ლოკო შეპყრობილი ვარ.

-თქვენ რატომღა შეგიპყრეს , ბრძენო კინა-ლოკო?

- განა ვიცი? დამავლეს ხელი და წამომიყვანეს. ჩემი ნიჟარა დაამსხვრიეს, კეტები დაუშინეს. ნეტავი გამაგენინა, იმას რას ერჩოდნენ?

სალამურამ საკანი მოათვალიერა.

საკანში ნახევრად ბნელოდა. კარებში დატანებული პატარა სარკმლიდან მკრთალი შუქი იღვრებოდა. ეტყობა, კარი დერეფანში გადიოდა და იქ სინათლე ენთო.

- ეს კარი დაკეტილია?- იკითხა სალამურამ.

- დაკეტილი რომ არ იყოს, აქ რა გამაჩერებდა? - გაიცინა ბრძენმა კინა- ლოკომ, - დაკეტილია, ჩემო კარგო, დაკეტილი.

- მაშ, აქედან გასვლას ვერ მოვახერხებ?

- ჭუჭრუტანაც არ არის, რომ გაძვრე.

სალამურას ნაღველი შემოაწვა გულზე .

როგორ იფიქრებდა, რომ საკვამურით პირდაპირ საკანში ამოყოფდა თავს.შეპყრობილთა დასახსნელად მოვიდა და თვითონვე დატყვევებული და შეპყრობილი აღმოჩნდა.

სწორედ ამას ჰქვია ბედის დაცინვა.

- სხვა გზა არა მაქვს, თუ მოვახერხე და ჭვარტლმა არ დამახრჩო, უკანვე უნდა ავცოცდე.

- როგორც გენებოს, ჩემო კარგო, მე კი მანდ შეძრომას და აცოცებას ვერ შევძლებ. ჯანი არ მომდევს, დასუსტებული ვარ.

- ნუ გეშინიათ, ბრძენო კინა- ლოკო, მალე გაგათავისუფლებთ.მთელი ქონდარეთი ფეხზე დგას.

- ოჰ, - ამოიხვნეშა ბრძენმა კინა-ლოკომ.

ამ დროს ბრძენმა და სალამურამ გასაღებების ჩხაკუნი და ყვირილი გაიგონეს:

- რა ამბავია მანდ, კინა- ლოკო, ვინ ლაპარაკობს.

სალამურამ ბუხარში აძვრომა და დამალვა მოასწრო.

კარი გაიღო.

საკანში ქონდართუხუცესი და ციხის მცველი რაზა შემოვიდნენ.

- ვის ელაპარაკებოდი? - მკაცრად ჰკითხა ბრძენ კინა- ლოკოს ქონდართუხუცესმა.

- მე? - ვითომ გაოცდა კინა-ლოკო.

- დიახ, შენ.

- არავის! - მოკლედ და მშრალად მიუგო ბრძენმა და ყურებამდე გაწითლდა, რადგან იცრუა. მას კი გაგებული ჰქონდა და იცოდა, რომ არც ერთი ცნობილი ბრძენი არასოდეს არ ამბობდა ტყუილს. მერე ამაზე დიდხანს იფიქრა და ასეთ დასკვნამდე მივიდა: არსებობს ორნაირი ტყუილი: - მავნე და სასარგებლო. თუ ტყუილს რაიმე სარგებლობისა და სიკეთის მოტანა შეუძლია, მაშინ თვით ბრძენსაც აქვს უფლება ზოგჯერ ტყუილი თქვასო.

მართალია, ბრძენი კინა-ლოკო ყურებიანად გაწითლდა, მაგრამ საკანში სანახევროდ ბნელოდა და მისი სიწითლე ქონდართუხუვესს არ შეუმჩნევია. ციხის მცველი რაზა, როგორც ვიცით, ცალთვალა იყო და მით უმეტეს ვერ შეამჩნევდა.

- ვის ელაპარაკებოდი? - განმეორებით ჰკითხა პირველმა ვეზირმა.

- არავის, - გაუმეორა ბრძენმა კინა- ლოკომ და კიდევ უფრო გაწითლდა.

- როგორ თუ არავის? მე გარკვევით გავიგონე ლაპარაკი.

- ბრძენს უფლება აქვს საკუთარ თავს ელაპარაკოს.

- რაზა, ახლავე დაათვალიერე საკანი!- უბძანა ქონდართუხუცესმა ციხის მცველს.

რაზამ გულისყურით დაათვალიერა საკანი , ცალი თვალით ბუხარშიც კი შეიხედა, მაგრამ ვერავინ აღმოაჩინა.

- ოჰო, აქ ბუხარიც ყოფილა! - წამოიძახა პირველმა ვეზირმა,- აქედან გაპარვაც შეიძლება.

- აქედან ჯერ არავინ გაპარულა, - მშვიდად და თვითდაჯერებით თქვა ციხის მცველმა და რატომღაც გაიცინა.

- ახლავე გაიყვანე სხვა საკანში!

- არც ერთი საკანი არ არის თავისუფალი.

- მე ხომ ვიცი, რომ არის! - გაბრაზდა პირველი ვეზირი, - მატომ მიმალავ?!

- იქნებ სხვა დროს დაგჭირდეს, დიდო ქონდართუხუცესო.

- ახლავე გაიყვანე, აქ მაგის გაჩერება არ შეიძლება.

ქონდართუხუცესი საკნიდან გავიდა. გასვლისთანავე რაღაც ხმაური გაიგონა და დერეფანს გახედა.

დერეფანში სახეგაბადრული მორბოდა ხელკეტიანთა ყოფილი უფროსი უფროსი, რომელსაც ახლა ახალი თანადმდებობა მიეღო: იგი ქონდართუხუცესის პირადი მცველი გახდა.

- ოჰ, ვეზირთა შორის უპირველესო, - შუა გზიდან მიაძახა ახალმა პირადმა მცველმა, - თქვენი ქალიშვილი ფრინტა ჩამობრძანდა და შინ გელოდებათ.

- ნუთუ ჩემი ფრინტა დაბრუნდა! - წამოიძახა ქონდართუხუცესმა და ხელი ქისისაკენ წაიღო, სამახარობლოს ვაჩუქებო, მაგრამ უცებ გადაიფიქრა. ამ რეგვენს ხომ არ ჩამოუყვანია და რა შუაშია, რატომ უნდა დავასაჩუქროო.

- ფრინტას დაბრუნებამ ყველაფერი დაავიწყა პირველ ვეზირს, შურდულივით გავარდა გასასვლელისაკენ.

დროებით მივატოვოთ სალამურა ბუხარში შემალული და ქონდართუხუცესს გავყვეთ, რაც არ უნდა იყოს, საინტერესოა, ამდენი ხნის განშორების შემდეგ, როგორ შეხვდებიან მამა და ქალიშვილი ერთმანეთს.





ქონდართუხუცესი ვერ ცნობს თავის ქალიშვილს.

ქონდარელების ალყაში

რაც ქარბორბალა გაგიჯდა, პირველმა ვეზირმა თავის პირად მცველად ხელკეტიანთა უფროსი აიყვანა. პირად მცველს სასახლის დარაჯობა უფრო ევალებოდა, ვიდრე ქონდართუხუცესის დაცვა. სულ სასახლეში ტრიალებდა, ამიტომ პირველმა მან გაიგო ფრინტას ჩამოსვლა და თავის პატრონს შეატყობინა.

ახლა ერთად მოდიოდნენ სასახლისაკენ.

ქონდართუხუცესი გზადაგზა ფიქრობდა, თუ ჩემმა ქალიშვილმა ის გაიძვერა ჰილარიო ბუერა შინ დამახვედრა, ნამდვილად გავგიჟდებიო.სად ჩემი ასული და სად ვიღაც ცომი ზელიას სულელი ვაჟიო?!

საბედნიეროდ, ჰილარიო ბუერა შინ არ დახვედრია. ყოფილ კარის პოეტსაც მოენატრა თავისი მშობლები, ოჯახი და გულმა იქითკენ გაუწია.

პირველმა ვეზირმა კიბეები სულმოუთქმენლად აირბინა. ფრინტას ოთახის კარი შეაღო და შეცბუნებული შედგა.

ვიღაც სხვა, უცხო ქალიშვილი დახვდა ფრინტას ოთახში.

ეს ქონდართუხუცესს მოეჩვენა, თორემ ოთახში ნამდვილად ფრინტა იყო.

საოცარია, მამამ საკუთარი ქალიშვილი ვეღარ იცნო.

- მამა, - წამოიძახა ფრინტამ.

- რატომ მეძახი მამას, შენ ხომ ჩემი შვივლი არა ხარ?

- როგორ თუ არა ვარ.

აბა, კარგად დამაკვირდი?!

ქონდართუხუცესი დააკვირდა, კარგად დააკვირდა. ქალიშვილს ღიმილი ფრინტასი ჰქონდა, თვალებიც, თმაც და რაც მთავარია, ხმაც სულ ფრინტას ხმას მიუგავდა, მიუხედავად ამისა, ქალიშვილი მაინც არ იყო ფრინტა.

- ოჰ, მამა, ნუთუ ვერ მიცანი? - ფრინტამ სარკეში ჩაიხედა და გაიცინა, - მე ხომ ცხვირის ოპერაცია გავიკეთე.

სალამურას თავგადასავალი

შემომხედე, რა ლამაზი ვარ.

მამამ ორივე ხელი თავზე წაივლო.

- ეგ რა გიქნია, ფრინტა, რა უყავი ჩვენი საამაყო ცხვირი, ნუთუ ის პაწაწინა ლამაზი მეჭეჭიც აღარ დაიყოვე?

- არა.

- მაშ, როგორ უნდა შეგატყონ, რომ ჩემი შვილი ხარ?!

- სულაც არ არის სავალდებულო. სამაგიეროდ უფრო ლამაზი ვარ.

- ყველაფერი იმ გაიძვერა ჰილარიო ბუერას ბრალია. იმან გაგაბრიყვა და გაგასულელა.

- რას ამბობ, მამა, ყველა მეუბნება, ახლა გაცილებით უფრო ლამაზი ხარო.

- ახლავე დატოვე ჩემი სახლი!

- მამა!

- ან დაბრუნდი ისეთივე, როგორიც წახვედი, ანდა...

- ისეთივე როგორღა დავბრუნდე? -გააწყვეტინა სიტყვა ფრინტამ.

- თუ ცხვირის დაპატარავება შესძელი, გაზრდასაც მოახერხებ.

- ეგ შეუძლებელია.

- თუ ეგრეა, მაშ, ახლავე დატოვე ჩემი სახლი, - გაბრაზებული ქონდართუხუცესი ფრინტას ოთახიდან გავიდა და კარი მიიჯახუნა.

აცრემლებულმა ფრინტამაც დატოვა თავისი ოთახი. კიბეებზე ისე დაეშვა, არავის გაუჩერებია.

ასე გავიდა სახლიდან და ღამეულ ქუჩას გაჰყვა ცომი ზელიას სახლისაკენ, სადაც ერგული ჰილარიო ბუერა ეგულებოდა.

ქონდართუხუცესი თავის ოთახში ბრდღვინავდა, გამწარებული კედლებს აწყდებოდა. ,, ოჰ, ეს ახალგაზრდობი!- ფიქრობდა პირველი ვეზირი, - სულ არ სცემენ პატივს წინაპრებს! მათ არაფრად უღირთ, ერთი დაკვრით მოიშორონ ის, რაც საუკუნეებით შექმნილა.

ღმერთო, რა ცხვირი დაჰკარგა ჩვენმა შთამომავლობამ!“

პირველი ვეზირი ისევ ფრინტას ოთახისაკენ გაიჭრა, აქაოდა, მამამ გამაგდოო, იმ სულელმა მართლა არ იფიქროს სასახლიდან წასვლაო.

უკვე გვიან იყო.

ქონდართუხუცესმა ყველა ოთახი დაირბინა. ფრინტა ვერსად აღმოაჩინა. მერე კიბეზე ჩაკუნკულდა, კარებში მდგარ ახალ პირად მცველსჰკითხა: ჩემს ქალიშვილს აქეთ ხომ არ გაუვლიაო.

- ამ ათი წუთის წინ გაიარა, პირველო ვეზირო! - უპასუხა ახალმა პირადმა მცველმა.

- მერე, შე რეგვენო, რატომ არ გააჩერე?

- ვერ გავბედე.

- მე რატომ არ მაცნობე?

- რა ვიცოდი, თუ...

- რა ეშველება ამდენ სულელს! - არ დააცალა სიტყვის დამთავრება ქონდართუხუცესმა. - ახლავე წამომყევი.

პირველი ვეზირი აჩქარებული ნაბიჯით მიდიოდა ქუჩაში, იქნებ როგორმე ჩემს ქალიშვილს დავეწიო და უკან დავაბრუნოო. ფეხდაფეხ ახალი პირადი მცველი მისდევდა კეტმომარჯვებული. თუ ვინმე მის პატრონს თავს დაესხმოდა, დასაცავად მზად იყო.

გაიარეს ერთი ქუჩა, მეორე... ფრინტა თითქოს მიწამ ჩაყლაპა.

მესამე ქუჩის კუთხესთან შეჩერდნენ. ქონდართუხუცესის მახვილ სმენას არ გამოპარვია ჩურჩული, რომელიც უცებ სიბნელიდან მოესმა.

- იქით უკვე ძალიან ბნელა, - თქვა ვეზირმა, - უკან ხომ არ დავბრუნდეთ? -ქარბორბალა რომ ხლებოდა თან, უსათუოდ განაგრძობდა გზას, მაგრამ ახალი პირადი მცველის იმედი მაინცდამაინც არ ჰქონდა.

- დავბრუნდეთ! - მაშინვე დაეთანხმა გახარებული პირადი მცველი.

უკან დაბრუნებულებს ათიოდე ქონდარელმა გადაუჭრა გზა, შეშინებულებმა მარჯვნივ დააპირეს გაქცევა, მაგრამ მარჯვნივაც ქონდარელები დახვდნენ.

- მე ქონდართუხუცესი ვარ! - იყვირა პირველმა ვეზირმა, იქნებ ამით მაინც შევაშინო ეს თავხედებიო.

- ჩვენც სწორედ ქონდართუხუცესს ვეძებთ. ხელმწიფის პირველ ვეზირს. - უპასუხა მჭედელმა დაჰკა- დაჰკამ.

- ახლოს არ მოხვიდეთ, თორემ ყველას სასტიკად დაგსჯით! - დაემუქრა ქონდართუხუცესი.

- მაგ ყვირილს გირჩევნია, საპყრობილეს კარი გააღო და ჩვენი ძმები გაათავისუფლო.

- როგორ მიბედავთ, მე პირველი ვეზირი ვარ.

- იმ პატარა გოგონას რაღას ერჩოდი, რატომ დაამწყვდიე?

- რომელ გოგონას? - გაიკვირვა ქონდართუხუცესმა, ვითომ ვერ გაიგო, რომელ გოგონაზე ეკითხებოდნენ.

- ციცინათელების მწყემს გოგონას.

- არავითარი გოგონა მე არ დამიმწყვდევია.

- კარგი, ვნახოთ.

ქონდართუხუცესი გაოცებული იყო, ნეტა საიდან გაიგეს, ის გომბიო მე რომ შევიპყარი. ეს ამბავი მარტო მე და ციხის მცველმა რაზამ ვიცოდით და, თუ იმან გამცა, მეორე თვალსაც დავუვსებო.

-წინ გაგვიძეხი! - უბრძანა ქონდართუხუცესს მჭედელმა დაჰკა- დაჰკამ.

- რსად არ წამოვალ, ჩემს ქალიშვილს ვეძებ.

- შენი ქალიშვილი მშვიდობიანად მივიდოდა ჩემ სახლამდე, - მიუგო ცომი ზელიამ, - იქ მას ჩემი შვილი ელოდებოდა.

- ოჰ, თქვე გაიძვერებო, - წამოიძახა ქონდართუხუცესმა, - ყველაფერი შენი შვილის ბრალია. ახლა ჩემი ფრინტა დედოფალი იქნებოდა.

- ლაპარაკის დრო აღარ არის. გაგვიძეხი წინ! - კიდევ ერთხელ უბრძანა მჭწდწლმა დაჰკა- დაჰკამ.

სხვა რა გზა ჰქონდა ქონდართუხუცესს, ხელი გაბრაზებით ჩაიქნია და წინ გაუძღვა ამბოხებულ ქონდარელებს.

უხმოდ მიაბიჯებდა. ზოგჯერ ბოროტად გადახედავდა თავის პირად მცველს, შენი იმედი ჩემს მტერსაც ნუ ჰქონიაო. შენც ვითომ პირადი მცველი გქვია, აფსუს, ჩემი უბედური ქარბორბალა რა დროს გაგიჟდაო.




გალიაში შემწყვდეული ქარბორბალა.

ციხის მცველი რაზა.

ქარბორბალა მარწუხებში




ახლა ისევ ბუხარში შემალულ სალამურას დავუბრუნდეთ.

თუმცა ციხის მცველი ერთ საკანს საგულდაგულოდ მალავდა, ვინ იცის, როდის დაგვჭირდებაო, მაგრამ იძულებული გახდა, ბრძენი კინა- ლოკო მაინც იქ გადაეყვანა. ასე უბრძანა თვით ქონდართუხუცესმა. რაზასთვის კი მისი სიტყვა კანონი იყო.

ციხის მცველი იმ ღამეს ძალიან წინდაუხედავად მოიქცა და ამ დაუდევრობის სიმწარე მერე იწვნია კიდეც.

როდესაც ბრძენი კინა- ლოკო გაიყვანა, საკნის კარი ღია დატოვა, იფიქრა, რატომ დავკეტო, შიგ მაინც არავინ არისო. ჩვენ კი ვიცით, რომ სალამურა ბუხარში იყო შეყუჟული და სწორედ იმას ნატრობდა, იქნებ ციხის მცველმა რაზამ კარი ღია დატოვოსო.

დერეფანში ფეხის ხმა მიწყდა თუ არა, სალამურა ბუხრიდან გამოძვრა. ღია კარში თავი გაჰყო და მიმოიხედა.

დერეფანში არავინ ჩანდა.მხოლოდ შორიდან ძლივს გასაგონად მოისმოდა ღიღინი.

სალამურა ფრთხილად გაჰყვა დერეფანს.

ღღიღინი ახლა უფრო ახლოდან ისმოდა. მწყემს ბიჭუნას ხმაც და ჰანგიც ეცნაურა. ათიოდე ნაბიჯის შემდეგ გარკვევით გაიგონა სიტყვებიც:

ქონდართუხუცესზე ძუნწი

ქვეყნად არავინ მინახავსო,

ადგილი რომ აღარ დარჩა,

ოქროს ცხვირში ინახავსო.

ეს ხომ ქარბორბალაა – ქონდართუხიცესის ყოფილი მცველი!

ქარბორბალა ზოოპარკის მგელივით რკინის დიდ გალიაში იყო დამწყვდეული. მოწყენილი იჯდა და თავისთვის ღიღინებდა.

სალამურა გალის მიუახლოვდა.

- გამარჯობა, ქარბორბალა.

ქარბორბალამ სიმღერა შეწყვიტა და სალამურას შეხედა, არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია მასზე ძველი მეტოქის დანახვას.

- გალიაში რს გინდა, რატომ საკანში არ ხარ? - სალამურა დარწმუნებული იყო, ქარბორბალამ ვერ მიცნოო.

სალამურას თავგადასავალი

ყოფილმა პირადმა მცველმა ირიბად გადახედა სალამურას და ღიმილით ჩაილაპარაკა:

- რომელი საკანი გამიძლებს, კარებს მუშტის ერთი დაკვრით ვამტვრევ.

- ამ გალის ვერაფერი მოუხერხე?

- ვერა. ვერც ამ გალიას და ვერც შენ.

- მიცანი ქარბორბალა?

- გიცანი. თუმცა ძალიან გამურულხარ, მაგრამ მაინც გიცანი.

შენც დაგიჭირეს?

- არა. ქონდარელები უნდა გავათავისუფლოთ. ამიტომ შემოვიპარე ციხეში.

- მეც გამათავისუფლეთ რა! - შეეხვეწა ქარბორბალა, - მეც ხომ ქონდარელი ვარ.

- შენზე ამბობენ, გაგიჟდაო.

- ცოტა ხნით მაშინ გავგიჟდი, შენ რომ ვერ მოგერიე. ახლა მოვჭკვიანდი.

- არა მჯერა.

- ოღონდ აქედან გამომიშვი და რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ. შენი ყურმოჭრილი მონა ვიქნები.

- მე მონები არ მჭირდება,

- ეჰ, არავის აღარ სჯერა ჩემი.

- ქარბორბალა, რომ გაგათავისუფლო, ისევ ქონდართუხიცესს დაუდგები მცველად?

- ვისა?! - იღრიალა ქარბორბალამ, - იმან დამამწყვდია ამ გალიაში. გაჩენის დღეს ვაწყევლინებ, თუ სადმე მოვიხელთე.

- კარგი, მაშ პირობა მომეცი, რომ ჭკვიანად იქნები, ისე მოიქცევი, როგორც მე დაგარიგებ.

- პირობას გაძლევ, შენს მეტს არავის დაუჯერებ.

ვიდრე სალამურა დაარიგებდა, ქარბორბალა როგორ უნდა მოქცეულიყო, ციხის მცველმა გასაღებების ჩხაკაჩხუკით ჩამოიარა. ქარბორბალასთან მოსაუბრე, გამურული ბიჭი რომ დაინახა, თავის ერთადერთ თვალსაც არ დაუჯერა და მოიფშვნიტა – ხომ არ მეჩვენებაო.

- ეს ვიღაა?! - წამოიძახა შეძრწუნებულმა.

- მე საკვამლე მილების მწმენდავი ვარ, ბატონო, ნუთუ ვერ მატყობთ?

- მერე აქ რა გინდათ?

- როგორ თუ რა მინდა? მილებს ვწმენდ.

- ვის რად სჭირდება მილების წმენდა? ოცი წელია აქ ცეცხლი არ დანთებულა.

- ჰოდა, სწორედ იმიტომ დამავალეს, რომ ცეცხლი ოცი წელი არ დაგინთია, - შეიყოლია სალამურამ ციხის მცველი საუბარში.

- სტყუი, შენთვის არავის არაფერი დაუვალებია.

- როგორ გეკადრებათ, ბატონო.

- ამ გიჟს რაღას ელაპარაკებოდი?

- ისეთს არაფერს, ცოტა ხანს შევჩერდი სასაუბროდ.

- მე არაფერი არ ვიცი, სანამ შენს ვინაობას გამოვარკვევ, საკანში უნდა დაგამწყვდიო.

სწორედ ერთი საკანი დამრჩა ცარიელი.

- არ წამოვალ, მე აქ დავუცდი ქონდართუხუცესს,- სალამურა, ვითომ შეშინდაო, რკინის გალიას მიეკრო ზურგით.

ციხის მცველი დაეჯაჯგურა, ახლავე წამომყევიო. სალამურა არ ნებდებოდა, გალიას ჩაჭიდებული წინააღმდეგობას უწევდა. ციხის მცველი არ ეშვებოდა. ამ ჯაჯგურში ქარბორბალამ გამოყო ხელი გალიიდან და რაზას წაავლო.

რაზამ ტკივილისაგან მანჭვა-გრეხა დაიწყო, თან ყვირილი მორთო:

- უჰ, უჰ, ხელი გამიშვი!.. მტკივა!.. ხელი გამიშვი, შე გიჟო, თორემ ეს ბიჭი გამექცევა!

ქარბორბალამ მეორე ხელიც ჩასჭიდა ციხის მცველს და თავისკენ მოზიდა. სალამურამ წელზე მიმაგრებული გასაღებები მოხსნა.

ციხის მცველი ფეხებს იქნევდა, ყვიროდა, ილანძღებოდა. მერე მშველელსაც უხმო.მაგრამ მჭედელი არსად იყო.

- ჩემს მოსვლამდე ასე გეჭიროს! -უთხრა სალამურამ ქარბორბალას და დერეფანში გაიქცა.

თავიდან დაჰყვა, ყველა საკნის კარს აღებდა და დატყვევებულებს ათავისუფლებდა. თან არიგებდა, ჯერჯერობით აქ იყავით, ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოთ. როცა ყველას გავათავისუფლებთ, მერე გავაღებ ციხის კარს და გარეთ ერთად გავალთო.

პირველი სართული მოთავდა.

მერე მეორე სართულზე დაუარა საკნებს. გახარებული ქონდარელები სალამურას ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, მადლობას უხდიდნენ. ახლა მაგის დრო არ არისო, - უთხრა სალამურამ, - საბრძოლველი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვსო.

მეორე სართულიც მოათავა.

ბაია ნამდვილად მესამე სართულზე იქნებაო, - ფიქრობდა სალამურა და კიბეზე არბოდა. მაგრამ არც მესამე სართულზე აღმოჩნდა ბაია.

გათავისუფლებული ქონდარელები სალამურას გარშემო ტრიალებდნენ, აღტაცებული ათასნაირ სამადლობელო სიტყვებს ეუბნებოდნენ, მაგრამ სალამურა გაშტერებული იდგა, თითქოს ქონდარელთა ნათქვამი არ ესმოდა.

,, ნუთუ ციცინათელებმა მომატყუეს? - დაეჭვდა მწყემსი ბიჭუნა, - რისთვის დასჭირდებოდათ ასეთი ტყუილის თქმა?.. ნუთუ ერთი საკანი მაინც არ დარჩა გაუღებელი?“

სალამურას ფიქრის დრო აღარ ჰქონდა. გარედან ჟრიამული შემოესმა და აჩქარდა. ქონდარელებს მიმართა, უკან მომყევითო და კიბე ჩაირბინა. მეორე სართულიდანაც გაჰყვნენ ქონდარელები ... პირველიდანაც...




ქონდართუხუცესი არღვევს პირობას.

სალამურა საიდუმლო საკანში

თაქონდართუხუცესსა და მის ახალ პირად მცველს ქონდარელები საპყრობილემდე მიჰყვნენ.

საპყრობილეს წინ ხელკეტიანების გვარდია იდგა საბრძოლველად მომზადებული. ბრძოლის დაწყებას აპირებდნენ, მაგრამ პირველი ვეზირი რომ დაინახეს, შეჩერდნენ. ეტყობა, სამოყვროდ მოვიდნენო, - იფიქრეს.

- სიტყვა სიტყვაა, - უთხრა მჭედელ დაჰკა-დაჰკას ქონდართუხუცესმა, - ახლავე გავაღებ საპყრობილეს და ყველას გამოვუშვებთ.

ქონდართუხუცესს ახალი პირადი მცველის წაყვანა უნდოდა და მჭედელმა არ ჰქნა: ეს მძევლად დატოვე, კარის გაღებას ორი კაცი რად უნდაო.

პირველი ვეზირი მარტო წავიდა საპყრობილესაკენ. მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ გაიფიქრა, რა ტყუილად გავაწამეთ ის ბიჭი, თუმცა რა ვიცოდით, თუ საქმე ასე იოლად მოგვარდებოდაო. შეიძლება, ისიც შეიპყრეს და ბნელ საკანში დაამწყვდიესო.

ქონდართუხუცესი სულ სხვას ფიქრობდა. მას ბრძოლა ჯერ წაგებულად არ მიაჩნდა.

ვერაგული აზრებით აღჭურვილი, როგორც კი ხელკეტიანების ზურგს ამოფარა, მოტრიალდა და თავის ქვეშევრდომებს უბრძანა:

ახლავე გარეკეთ ეს ველურები!

ხელკეტიანები დაიძრნენ.

ქონდარელები მიხვდნენ, თუ რა შეცდომა მოუვიდათ, ქონდართუხუცესი რომ გაუშვეს ხელიდან, მაგრამ თითზე კბენა გვიან იყო. კეტმომარჯვებული გვარდია წინ მოიწევდა.

ქონდარელებმაც მოიმარჯვეს ხელკეტები და საბრძოლველად მოემზადნენ.

სწორედ ამ დროს გააღო სალამურამ საპყრობილეს კარი და განთავისუფლებული ქონდრისკაცები ყიჟინით გამოცვივდნენ გარეთ.

ხელკეტიანებს თავზარი დაეცათ. მიხვდნენ, რომ ბრძოლას აღარ ჰქონდა აზრი და კეტები დაბლა დაჰყარეს, ეს კი იმას ნიშნავდა, გნებდებითო.

სალამურას ამის შემდეგ აღარ მოუცდია, უკან შებრუნდა.

ციხის მცველი რაზა ისევ ღრიალებდა, რაც უფრო მეტს ყვიროდა და მოძრაობდა, ქარბორბალა უფრო მეტად უჭერდა ხელს.

-სად არის ბაია? - მისვლისთანავე ჰკითხა სალამურამ რაზას.

- არ ვიცი... არ ვიცი... - ბღაოდა რაზა.

- ახლავე მითხარი, სად დაამწყვდიე ბაია.

- ვაი, ვაი, მტკივა! - ისევ ღრიალებდა რაზა.

სალამურას თავგადასავალი

ეტყობა, უარი რომ უთხრა სალამურას, ქარბორბალამ კიდევ უფრო მაგრა მოუჭირა ხელები.

- იტყვი თუ არა! - დასჭექა ქარბორბალამ.

- ვიტყვი, ვიტყვი! მე არ დამიმწყვდევია... ქონდართუხუცესმა.. ვაი...ვაი!..

მტკივა!

- ჰო, აბა, თქვი, - ცოტათი შეუშვა ხელები ქარბორბალამ და ციხის მცველს სული მოათქმევინა.

- კოშკშია... მაღლა,- ამომარცვლა ციხის მცველმა, - კარი ჭერზეა ამოჭრილი... კიბე იქვე გდია... მიადგამ... და... ახვალ... ჭერხოში...

სალამურა მთელი სისწრაფით გაქანდა, კი არ გაქანდა, გაფრინდა.

სამივე სართული თვალის ერთ დახამხამებაში აირბინა.

ესეც ჭერხო!

მაგრამ საიდან უნდა ავიდეს ჭერხოში? აგერ, ჭერზე კარია ამოჭრილი, ხის კიბეც აქვე გდია. სალამურამ კიბე მიადგა კედელს და ზედ ავიდა. გასაღები მოარგო კარს. გააღო დაჭერხოში ამოყო თავი.

-ვინ არის? - იკითხა შეშინებულმა ბაიამ, აგა ამ დროს თავის საყვარელ ვარსკვლავებს ელაპარაკებოდა და არავის მოელოდა.

სალამურამ ბაიას ხმა რომ გაიგონა, კინაღამ მუხლები მოეკკეცა, სუნთქვა შეეკრა, ხმის ამოღება ვეღარ მოახერხა.

-ვინ არის?- ისევ იკითხა ბაიამ.

- მე ვარ, სალამურა, - ძლივს წარმოთქვა აღელვებულმა მწყემსმა ბიჭუნამ.

ბაიამ უცებ ვერ დაიჯერა.

სალამურა ჭერხოში ავიდა.

- ბაია, მე ვარ, სალამურა!

- სალამურა!

- ბაია!

- ჩემო კარგო სალამურა! ჩემო მეგობარო! - ბაია ხელებ გაშვერილი გაიქცა და სალამურას გადაეხვია.

ერთმანეთს ეხვეოდნენ მეგობრები და ტიროდნენ, ვერც ბაიამ, ვერც სალამურამ ცრემლი ვერ შეიკავეს.

- რამდენი გეძებე, ბაია, და, როგორც იქნა, მოგაგენი.

- მეც სულ შენზე ვფიქრობდი, სალამურა, სულ მჯეროდა, რომ ბოლოს მაინც მომაგნებდი.

- აკი შეგპირდი, მზის ამოსვლას გაჩვენებ- მეთქი. მზის ამოსვლა უნდა გაჩვენო, ბაია!

- მე ჯერაც არ მინახავს მზის ამოსვლა, ვიცოდი, რომ მზის ამოსვლას შენს მეტი ვერავინ ჩვენებდა.

- მხოლოდ წუხელ გავიგე, რომ აქ იყავი. შენმა ციცინათელებმა მითხრეს.

- ჩემი ციცინათელები! საიდან გაჩნდნენ აქ ჩემი ციცინათელები?

- მე წამოვიყვანე. მათ ბევრი დახმარება გამიწიეს.

ბევრჯერ გამინათეს ბნელი ღამე.

- ისინი ძალიან გულკეთილები არიან.

- ძალიან.

- ამას წინათ ღამის სიმღერა გავიგონე. ალბათ შენ უკრავდი.

- სხვას ვის შეეძლო მაგის დაკვრა?.. მხოლოდ მე და შენ ვიცით ღამის სიმღერა.

- ისე მენატრებოდა და უცებ გავოგონე.

- მე ვუკრავდი...მდინარის პირას ვიჯექი და შენთვის ვუკრავდი. მაგრამ არ ვიცოდი, თუ გესმოდა.

- როცა დაკვრას მორჩი, გთხოვე, კიდევ ერთხელ დაუკარი-მეთქი.

- შენი ხმა არ გამიგონია, თორემ დავუკრავდი.

- ვიცი.

- აი, გათენდება და მზის ამოსვლისას დავუკრავ. მე შეგპირდი და უსათუოდ გაჩვენებ მზის ამოსვლას.

- მზის ამოსვლას შენს მეტი ვერავინ მაჩვენებს.




მჭედელი დაჰკა-დაჰკა პოულობს სალამურას და ბაიას.

ქარბორბალას უნდა მჭედელი გახდეს

ქონდარელები გამარჯვებას ზეიმობდნენ.

მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ ბრძანება გასცა: მაშხალები აანთეთო, ქონდარელებმა მაშხალები აანთეს და საპყრობილეს წინ მოედანი გააჩირაღდნეს.

-სალამურას ვერ ვხედავ, - თქვა მჭედელმა და მოედანს კიდევ ერთხელ გადახედა, - სად არის სალამურა?

- მართლა, სად არის სალამურაა? - გაიმეორა ცომი ზელიამაც.

ქონდარელები შეწუხდნენ, მაშხალები მაღლა ასწიეს, უფრო კარგად რომ გაენათებინათ მოედანი.

- ალბათ, საპყრობილედან ჯერ არ გამოსულა, - თქვა ვიღაცამ.

მჭედელი დაჰკა-დაჰკა რამდენიმე ქონდრისკაცის თანხლებით საპყრობილეში შევიდა. შესვლისთანავე ქონდარელებმა ყვირილი გაიგონეს და თითქმის სირბილით გაიარეს დერეფანი. გაკვირვებულები შეჩერდნენ ქარბორბალას გალიის წინ.

ქარბორბალას ისევ ჩაბღუჯული ჰყავდა ციხის მცველი რაზა და ხელს არ უშვებდა, რაზა ყვიროდა, ილანძღებოდა, შველას ითხოვდა.

- გაუშვი ხელი! - უთხრა მჭედელმა ქარბორბალას, - რატომ დაგიჭერია?

- არ გავუშვებ! - უპასუხა ქარბორბალამ.

- საპყრობილე გავაუქმეთ და ეგ კაცი საშიში აღარ არის.

- არ გავუშვებ, არ გავუშვებ! - ჯიუტად იმეორებდა ქარბორბალა.

- ქარბორბალა ხომ გაგიჯდა, - გადაუჩურჩულა ცომი ზელიამ მჭედელს, - ძალით უნდა გავაშვებინოთ.

ქონდარელებმა სცადეს ქარბორბალას ძლიერი ხელებიდან გამოეგლიჯათ ციხის მცველი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

მარწუხებივით უჭერდა ხელებს და ექვსიოდე ქონდარელის ძალა საკმარისი არ აღმოჩნდა.

- არ გავუშვებ, - ბურდღუნებდა გალიაში დამწყვდეული ქარბორბალა, - მე სულაც არ გავგიჟებულვარ... სულაც არ გავგიჟებულვარ, - როგორც ჩანს, გაიგონა ცომი ზელიას ჩურჩული.

- თუ არ გაგიჟებულხარ, ხელს რატომ არ უშვებ?

- სანამ სალამურა არ მოვა და არ მეტყვის: ქარბორბალა, გეყოფა, ახლა შეგიძლია ხელი გაუშვა, სულ ასე მეყოლება დაჭერილი.

- სად არის სალამურა?

- ზევით წავიდა, - საქმიანად უპასუხა ქარბორბალამ.

- ჭერხოშია... - ამოიკვნესა მისუსტებული ხმით რაზამ, ციხის მცველი ან მართლა გასავათდა, ანდა თავს იკატუნებდა- ქონდარელებს აცოდებდა თავს, იქნებ როგორმე დამიხსნან ამ გიჟის მარწუხებინადო, - იქ საიდუმლო საკანია... იქ არის...

- როგორ? სალამურა დატყვევებულია? - იყვირა მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ.

- არა... ციცინათელების მწყემს გოგონას უნდა გაუღოს კარი.

ქონდარელები ახლა ჭერხოსაკენ გაეშურნენ. ხის კიბეზე მჭედელი დაჰკა-დაჰკა ავიდა. ჭერხოში შეიხედა.

სალამურა და ბაია აიტაკზე ისხდნენ.

კედლისთვის ზურგები მიეყრდნოთ და პატარა სარკმლიდან ვარსკვლავებიან ცას გაჰყურებდნენ, თან საუბრობდნენ.

- სალამურა, როდემდე აპირებ აქ დარჩენას? - ხუმრობის კილოთი ჰკითხა მჭედელმა.

- სულ დამავიწყდა, რომ საკანში ვართ... - თქვა სალამურამ, - ახლავე მოვდივართ.

სალამურამ და მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ ბაია ჭერხოდან ჩამოიყვანეს. ქონდარელები აღტაცებულნი დარჩნენ ბაიას სილამაზით, განსაკუთრებით კი ნებისყოფით – ასეთ ფაქიზ არსებას მძიმე დღეები რა ვაჟკაცურად გადაუტანიაო. გზადაგზა ბოდიშსაც კი უხდიდნენ: ჩვენ რომ გვცოდნოდა, ბაია, აქ ჰყავდათ დამწყვდეული, უფრო ადრე გაგათავისუფლებდითო.

მჭედელი დაჰკა-დაჰკა დარწმუნებული არ იყო, რომ ქარბორბალა მოჭკვიანდა. ისევ გიჟი ეგონა. ამას როგორ წარმოიდგენდა, რომ ქონდართუხუცესის ყოფილი პირადი მცველი ახლა სალამურას დავალებას ასრულებდა. მაგრამ როგორც კი გალიასთან მივიდნენ, ეს ეჭვები გაუქარწყლდა.

- ქარბორბალავ, კიდევ გიჭირავს? - სიცილით ჰკითხა სალამურამ.

- სანამ არ მეტყვით , ხელს არ გავუშვებ.

- გაუშვი!

ციხისმცველი რაზა ქარბორბალას ხელებისაგან გათაქონდართუხუცესსა და მის ახალ პირად მცველს ქონდარელები საპყრობილემდე მიჰყვნენ.

სალამურას თავგადასავალი

საპყრობილეს წინ ხელკეტიანების გვარდია იდგა საბრძოლველად მომზადებული. ბრძოლის დაწყებას აპირებდნენ, მაგრამ პირველი ვეზირი რომ დაინახეს, შეჩერდნენ. ეტყობა, სამოყვროდ მოვიდნენო, - იფიქრეს.

- ოჰ, ამოიკვნესა რაზამ და დაბუჟებული და ნატკენი ხელების ქნევით გაბარბაცდა, თან უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა, - ეს რა მომივიდა, ეს როგორ დამემართა!

სალამურამ გალიის ბოქლომს გასაღები მოარგო.

- გალიის კარსაც აღებ? - შეშფოთდნენ ქონდარელები.

- ეს ძველი ქარბორბალა ნუ გგონიათ, - უთხრა მათ სალამურამ. - აი, ნახავთ, რა წესიერად მოიქცევა.

- ჯერ მაინც ნუ ვენდობით.

- არა.შევპირდი და უნდა გავათავისუფლო.

სალამურას ნათქვამი რომ გაიგონა, ქარბორბალას ერთი კურცხალი ჩამოუგორდა ლოყაზე. ქონდარელებმა პირი მოარიდეს.მიხვდნენ, რომ გალიაში დამწყვდეული ქონდართუხუცესის ყოფილი პირადი მცველი მართლა აღარ იყო ძველი ქარბორბალა.

სალამურამ გალიის კარი გააღო.

ქარბორბალა გამოვიდა და გაიცინა. პირი ყურებამდე გაეხა. მერე სიამოვნებისაგან გაიზმორა და თქვა:

- ახლა ქონდართუხუცესი მაჩვენეთ.

მე ვიცი, რასაც ვუზამ!

- ქარბორბალა, შენ ხომ პორობა მომეცი, წესიერად მოვიქცევიო.

- მერე? ქონდართუხუცესს ძველი ხურჯინივით რომ გავბერტყავ, წესიერად მოქცევა არ იქნება?

- არა, ძმაო ქარბორბალა!

- მაშ, რა ვქნა?

- რამე საქმეს მოჰკიდე ხელი.

- განა ქონდართუხუცესის გაბერტყვა საქმე არ არის?

- შეგირდად დამიდექი, ქარბორბალა, - უთხრა მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ, - შენგან ნამდვილი მჭედელი გამოვა.

- აი, მჭედლობა კი ნამდვილი საქმეა! - თქვა სალამურამ.

- როგორც შენ მეტყვი, ისე მოვიქცევი. - გახარებული ქარბორბალა დაღლილ ხელებს იფშვნეტდა. მართალია, ღონიერი იყო, მაგრამ ხელები მაინც დაეღალა. ცოტა ხანს კი არ ეჭირა ციხის მცველი რაზა!




გამარჯვებულთა ზეიმი. მზის ამოსვლა

საპყრობილეს წინ მოედანი მაშხალებით იყო გაჩირაღდნებული.

მთელ ქონდარეთს ამ მოედანზე მოეყარა თავი.

ხელმწიფეც აქ იყო თავის ნაზირ-ვეზირებიანად.

დედოფალი ქონდარინე ამრეზილი იყურებოდა. უკმაყოფილოდ წკურავდა თვალებს – როგორ გამიბედეთ, ამ შუაღამით გარეთ რომ გამომიყვანეთო. ჯერ კიდევ არ იცოდა, ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა ქონდარეთში.

- ქონდარელებო! - წინ წამოდგა მჭედელი დაჰკა-დაჰკა, - სალამურა დიდი ხნის წინათ ციცინათელების მწყემს გოგონას შეჰპირდა მზის ამოსვლას გიჩვენებო.

მაგრამ ის გოგონა ხელმწიფემ ღამის შიკრიკებს მოატაცებინა მცონარა უფლისწულის გასართობად.სალამურა არც ხიფათს, არც დაბრკოლებებს არ შეუშინდა, ტანჯვითა და წვალებით გამოიარა გზა და ქონდარეთში ჩამოვიდა. ციცინათელების მწყემსი გოგონა გაათავისუფლა. აი, ასეთია ძალა ნამდვილი მეგობრობისა.

- გაუმარჯოს სალამურას!- იგრიალეს ქონდარელებმა.

- დღეს ჩვენ ყველანი სალამურას უნდა ვუმადლოდეთ, მან მდინარის გაღმიდან ქამანდი ესროლა ციხის საკვამლე მილს, ხოლო მერე ხის კენწეროდან გაიარა თოკი და სახურავზე გავიდა. საკვამლე მილიდან იგი ჩაძვრა საპყრობილეში , გააღო ყველა საკნის კარი და ქონდარელები გაათავისუფლა. ასე რომ არ გაეკეთებინა, ალბათ, სამკვდრო- სასიცოცხლოდ შევებრძოლებოდით ხელკეტიანებს და სისხლიც დაიღვრებოდა, სალამურამ აგვაცილა ეს სისხლისღვრა.

- გაუმარჯოს სალამურას!- ისევ დაიგუგუნეს ქონდარელებმა.

- არავინ იცის, რას ერჩოდნენ, ან რისთვის შეიპყრეს ბრძენი კინა-ლოკო. ტყუილუბრალოდ ჩაამწყვდიეს საკანში. მის საკანში საკვამლე მილიდან ჩაძვრა სალამურა.

ისინი ერთმანეთს დაელაპარაკნენ და ეს ლაპარაკი გაიგონა ქონდართუხუცესმა. პირველმა ვეზირმა მოსთხოვა ჩვენს ბრძენ კინა- ლოკოს, გეთქვა თანამოსაუბრე, მაგრამ კინა- ლოკომ არ გასცა ბუხარში შემალული სალამურა.

- გაუმარჯოს ბრძენ კინა- ლოკოს! - დაიქუხეს ქონდარელებმა.

- ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელი კვანტი დაუდე უმიზეზოდ შეიპყრეს. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ქონდართუხუცესმა მას ციხის მცველობა შესთავაზა და კვანტი დაუდემ უარი უთხრა. იგი ციხის მცველი რომ გამხდარიყო, ფეხბურთელი აღარ იქნებოდა და ჩვენ, ქონდარელები, ვეღარ დავტკბებოდით მისი თამაშით. კვანტი დაუდემ ნამდვილი გმირობა ჩაიდინა.

- გაუმარჯოს კვანტი დაუდეს! - შესძახეს ქონდარელებმა და წვერგაუპარსავი ფეხბურთელი რამდენჯერმე აისროლეს ჰაერში.

- თქვენ წინაშეა ციცინათელების მწყემსი გოგონა, - მჭედელმა დაჰკა-დაჰკამ ხელი მოჰკიდა და ყველას დასანახად წინ დააყენა.

- ამ გოგონას ბაია ჰქვია.

- უჰ, რა ლამაზია!

- ნამდვილი მზეთუნახავია!

- ამის მსგავსი არაფერი გვინახავს!

- კალმით არის დახატული! - გაისმა აქეთ- იქიდან აღტაცებულ ქონდარელთა შეძახილები.

- ეს გოგონა, - განაგრძო მჭედელმა დაჰკა- დაჰკამ, - ხელმწიფის შიკრიკებმა მოიტაცეს ციცინათელების ქვეყნიდან, რათა ღორმუცელა და ძილისგუდა უფლისწული გაერთო. ესეც არ აკმარეს. იმიტომ, რომ ქონდართუხუცესს თავისი ქალიშვილის დედოფლად გახდომა სურდა და ეგონა, ბაია უშლიდა ხელს, საბრალო გოგონა საიდუმლო საკანში დაამწყვდიეს. მაგრამ ციცინათელების მწყემსმა გოგონამ ყველა ტანჯვა- წვალება გადაიტანა და რაც მთავარია, არ დაჰკარგა რწმენა, მას სჯეროდა, რომ მისი მეგობარი სალამურა მიაკითხავდა და გაათავისუფლებდა. ასეც მოხდა.

- გაუმარჯოს ბაიას! - კიდევ ერთხმად იგრიალეს ქონდარელებმა.

- მე არაფერი არ ვიცოდი! - თქვა ხელმწიფემ.

- რას ჰქვია არ იცოდით! ახლა ყველაფერს მე ნუკი დამაბრალებთ. - გაწიწმატდა ქონდართუხუცესი.

- გამიშვით, - იღრიალა ქარბორბალამ და ქონდართუხუცესისაკენ გავარდა მუშტმომარჯვებული.

-ქარბორბალა! - დაუძახა სალამურამ, - ახლავე უკან დაბრუნდი!

ქარბორბალა ელდანაკრავივით შეჩერდა. ხელები ჩამოუშვა და დარცხვენილმა ჩაილაპარაკა:

- ჰო.

მართლა, სულ დამავიწყდა...

მჭედელს უნდოდა ეთქვა რაღაც, მაგრამ ქონდარელებმა რა დააცადეს:

- აღარ გვინდა მეფე!

- არც ქონდართუხუცესი!

- არც დედოფალი!

- როგორ თუ აღარ გინდათ დედოფალი, -თქვა დედოფალმა ქონდარინემ, - თქვენ ვინ გეკითხებათ?! მე დედოფლადა ვარ დაბადებული! აბა, ისე როგორ უნდა ვიცხოვრო?

- ისევე, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ.

- არ შემიძლია, მე დედოფალი ვარ და ჩემი შვილი კი უფლისწულია.

- დედოფალი მართალს ამბობს, - დაუდასტურა ხელმწიფემ. - ამ საკითხს ეგრე ადვილად ვერ გადავწყვეტთ.

- ამას წინათ, - თქვა მჭედელმა, - რამდენიმე ქონდარელმა ღუმელისათვის თუნუქის მილები შემიკვეთა.

სალამურას თავგადასავალი

მე შევპირდი, გაგიკეთებთ-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ სამჭედლო დამინგრიეს, პირობას მაინც ავასრულებ. ქონდარეთში დგას ხელმწიფის თხუთმეტი ქანდაკება. ყველა ჩემი გაკეთებულია და ვიცი, რომ ეს ქანდაკებები ღუმელის მილებად გამოდგება. ვისაც მილი დასჭირდება, შეუძლია ჩამოხსნას და შინ წაიღოს.

მჭედელ დაჰკა- დაჰკას სიტყვებმა ქონდრისკაცები გულიანად აცინა.



- ეგ ქანდაკებებია და არა მილები. - წამოიძახა ხელმწიფემ.

- მერე რა, ჩვენ მილებად გამოგვადგება!- უთხრეს ქონდარ მეთხუთმეტეს.

უკვე თენდებოდა.

სალამურამ ხელი მოჰკიდა ბაიას და ჰკითხა:

- ხომ არ გეძინება?

- არა. - უპასუხა ბაიამ.

- ხედავ, თითქმის გათენდა.

- ვხედავ.

- წავიდეთ.

- სად?

- იმ გორაზე მინდა აგიყვანო.

სალამურა და ბაია ხელიხელჩაკიდებულები წავიდნენ. ქონდარელებმა თვალი გააყოლეს. მარტო თვალი კია არა, მიმავალ სალამურასა და ბაიასაკენ მიბრუნდნენ. მათი თვალებიდან დიდი სიყვარულისა და მადლიერების შუქი იღვრებოდა.

- რატომ წაიყვანა , ბაია, ვა, - თქვა ქონდარუხმა, - მე მინდოდა ასკინკილა მეთამაშა.

- დგაჩუმდი! - შეუტია ხელმწიფემ.

- მინდა, ვა!

- რა დროს ასკინკილაა, ქონდარუხ! - ამოიოხრა დედოფალმა, - ვერა ხედავ, რა დღეში ვართ?

ქონდარელები დიდხანს იდგნენ მდუმარედ და უმზერდნენ მიმავალთ. სალამურა და ბაია თვალს მიეფარნენ, აღარ ჩანდნენ.

ქონდარელები მაინც არ განძრეულან, ერთთავად იდგნენ და გასცქეროდნენ იმ გზას, საითაც სალამურა და ბაია მიდიოდნენ.

- ნეტავი საით წავისნენ? - იკითხა ვიღაცამ.

- მზის ამოსვლა უნდა აჩვენოს ბაიას.

- ნუთუ არასოდეს არ უნახავს მზის ამოსვლა?

- არა, პირველას დღეს უნდა ნახოს.

- რა ბედნიერია!

სალამურა და ბაია ასასვლელ ბილიკს მიჰყვებოდნენ ხელიხელჩაკიდებულები. ბაია ჯერ უნახავი სილამაზისა და განუცდელი სიხარულის მოლოდინით იყო აგზნებული. ამიტომ დუმდა. დუმდა სალამურაც, რადგან არ იცოდა, ღამეულ ფერებს მიჩვეული მწყემსი გოგონა როგორ აღიქვამდა მზის ამოსვლის დიდებულებას.

ჯერ ჰორიზონტი მტრედისფრად განათდა. მერე ნელ-ნელა დიდი, ლამაზი, ოქროსფერი მზე ამოიწვერა. მწყემსმა ბიჭუნამ სალამურს ჩაჰბერა და მზის ამოსვლისა დაუკრა.

მზის ამოსვლისთანავე გარშემო ყველაფერმა იცვალა ფერი. მწვანესა და ლურჯს ოქრო შეერია და უფრო მეტი ბრწყინვალებით ააელვარა.

ბაიას მოეჩვენა, რომ ქვეყანა ჯადოსნური ხმებით აივსო.

სალამურის ხმას ტყეებიდან , მინდვრებიდან, ზეციდან ათასგვარი ჰანგი ერწყმოდა. ამ ჰანგებით მგალობელი ჩიტები ესალმებოდნენ გათენებას . ბაიამ სახესა და სხეულზე მზის თბილი სხივების შეხება იგრძნო, ნეტარებით შეიშმუშნა და მზეს გაუღიმა.

სალამურა მიხვდა, ბაია არასიდეს ყოფილა ასეთი ბედნიერი. უფრო მეტი გატაცებით ჩაჰბერს სალამურს და საოცრად კმაყოფილმა გადახედა ქონდარეთს, საიდანაც ათასი წყვილი თვალი მისჩერებოდა.

ქონდარელებიც ბედნიერები იყვნენ.

- მან პირველად ნახა მზის ამოსვლა!

- ნეტავი მოეწონა თუ არა?

- რა თქმა უნდა, მოეწონებოდა.

- ჩვენ უკვე შევეჩვიეთ და ისე ლამაზი არ გვეჩვენება.

- მაინც ლამაზია!

- არაფერი შეედრება პირველად განცდილ სიხარულს!

- რა ბედნიერია!

- ბრძენი კინა- ლოკოც გასცქედოდა სალამურას და ბაიას. მერე თავი მიაბრუნა, ხელმწიფესა და მის ამალას გადახედა, მერე აღტაცებულ ქონდარელებს გადაავლო თვალი და თავისთვის ჩაილაპარაკა:

- მაინც რატომ განვსხვავდებით ასე ერთმანეთისგან, ჩვენ ხომ ყველანი ქონდრისკაცები ვართ?.. - ეს თქვა და ახალი ნიჟარის საძებნელად გაემართა.

აქ უნდა დამთავრებულიყო ჩვენი ზღაპარი, მაგრამ...




აქ ნამდვილად მთავრდება ზღაპარი

მაგრამ მაინც დარჩა ზოგიერთი წვრილმანი მოსაყოლი.

ბარემ იმასაც გიამბობთ...

საიდან დავიწყოთ?

დავიწყოთ თუნდაც იქიდან, რომ ქონდარელებმა ბაია და სალამურა დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს. სალამურას გუდა ოქროს ფულით გაუვსეს და გაატანეს.

საიდან იშოვეს ამდენი ოქროს ფული? ხელმწიფისა და მისი ნაზირ- ვეზირების სალაროებიდან, მაინც ჩვენი ოფლითა აქვთ ნაშოვნიო, და თანაბრად გაინაწილეს. რა თქმა უნდა, სალამურასაც არგუნეს წილი. სალამურა უარს ამბობდა, ერთი მწყემსი ბიჭი ვარ და რაში გამომადგებაო. - შენი წილია და როგორც გინდა, ისე გამოიყენეო. ისიც უთხრეს, ნუ დაგვივიწყე, გვინახულე, თან ბაია წამოიყვანეო. - უსათუოდ გინახულებთ და ბაიასაც თან წამოვიყვანო, - უპასუხა მწყემსმა ბიჭუნამ.

ქონდარელებმა თავკაცად მჭედელი დაჰკა- დაჰკა აირჩიეს. ამბობენ, კარგად გაუძღვა საქმესო.

ქარბორბალა შესამიშნავი მჭედელი დადგა და სახელიც გაითქვა. მაგრამ სანამ სახელს გაითვამდა, არა ერთი და ორი გრდემლი და ჩაქუჩი დაამტვრია. ბოლოს მაინც იშოვა თავისი ღონისა და ძალის შესაფერი იარაღებიო, - ამასაც ამბობენ.

ხელმწიფეს არავითარი საქმე არ ემარჯვებოდა და თურმე ლექსების წერას მიჰყო ხელი. სულელს, ალბათ ეგონა, ლექსების წერა ადვილია, რა საქმის ცოდნე უნდაო. ის კი არ იცოდა, რომ კარგ ლექსებს მხოლოდ კარგი პოეტები წერენ, დიდად განათლებული და ჭკვიანი ადამიანები.

ქონდართუხუცესმა მკითხაობა დაიწყო. ცრუმორწმუნე ქონდარელებს ატყუებდა და დიდ მოგებასაც ნახულობდა. აი , სად გამოადგა ჯადოსნური თიხის ჯამი! მიეპარებოდა ხოლმე ცრუმორწმუნე ქონდარელის სახლს, თიხის ჯამს მიდებდა გარედან კედელზე და გარკვევით ესმოდა ყველაფერი, რასაც შინ ამბობდნენ.

ამის შემდეგ ქონდართუხუცესმა მშვენივრად იცოდა, რა ხდებოდა ოჯახში, რა უჭირდათ, რა უხაროდათ. როცა ოჯახის ყველა წვრილმანი იცი, მკითხაობა სულაც არ არის ძნელი. ზოგი გულუბრყვილო ქონდარელი იმასაც კი ამბობდა, ქონდართუხუცესი ნამდვილი გულთმისანიაო.

ჰილარიო ბუერამ ქონდარეთში გამოსცა აგამემნონ შუბლას ლექსების კრებული. ასე, რომ აგამემნონ შუბლას, როგორც პოეტს, ქონდარეთშიც იცნობდნენ.

ფრინტამ კოსმეტიკის კაბინეტი გახსნა და ,,სილამაზის სალონი“ დაარქვა. ქონდარელი ქალები ხშირად დადიოდნენ მასთან გასალამაზებლად და გასაახალაზრდავებლად. მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც დედოფალი ქონდარინე აკითხავდა. მას ყოველთვის ახსენდებოდა თავისი ახალგაზრდობა და გულდაწყვეტილი იყო.

ფრინტას ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის მოხდა, რომ ვაჟი შეეძინა.

ვაჟის შეძენამ ძალიან გაახარა. თუმცა გაკვირვებას ვერ მალავდა, ცხვირის ოპერაცია გავიკეთე და ჩემს შვილს რატომ უნდა გამოჰყოლოდა ასეთი ცხვირი, როგორიც ოპერაციამდე მქონდაო.

სალამურას თავგადასავალი

მართლაც, შვილიშვილი პირწავარდნილი ბაბუამისი იყო და ბაბუა ჭეშმატიტად ამაყობდა თავისი შვილიშვილის საგვარეულო, მეჭეჭიანი ცხვირით.

ცნობილი ფეხბურთელი კვანტი- დაუდე ისე დარბოდა მოედანზე, ხან ერთ კარში ურტყამდა ბურთს და ხან მეორეში. მრუდე ფეხის გამო, მართალია, ბურთი იშვიათად გაჰქონდა, მაგრამ ქონდარელებს მაინც ძველებურად უყვარდათ თავიანთი ფეხბურთელი და ძველებურადვე ამაყობდნენ მისით.

დედოფალმა ქონდარინემ ქსოვა დაიწყო და შესანიშნავ ჯემპრებს ქსოვდა თურმე. თანაც კარგ ფასად ასაღებდა. უფლისწულმა სპორტს მიჰყო ხელი .

დილის გასამხნევებელ ვარჯიშს ასრულებდა, უნად გავხდეო. სულ ოცნებობდა ნეტავი ისე გავხდე, სალამურასავით თოკზე სიარული შევძლოო. თოკზე სიარულისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ გახდა და კარგად ივარჯიშა, შეიძლება მოკრივე გამოვიდეს.

ბრძენმა კინა- ლოკომ ახალ ნიჟარაში დაიწყო ცხოვრება, ქონდარელები ისევ ბრძენად სთვლიდნენდა ეკითხებოდნენ:

- ბრძენო კინა- ლოკო, ქონდრის მოსავალს როგორი პირი უჩანს?

- თუ მოსავალი მოვიდა, ქონდარი თავზე საყრელი გვექნება, - უპასუხებდა ბრძენი კინა- ლოკო.

იგი ნამდვილი ბრძენი იყო.

ერთი სიტყვით ,ქონდარეთპი ცხოვრება დუღდა.

თქვენ ალბათ სალამურასა და ბაიას ამბავიც გაინტერესებთ.

ამასაც გიამბობთ, არ დაგზარდებით.

შინ მისვლამდე მხცოვანი პოეტი, მოკრივე მიდი მოადე, ჯამბაზი ალე ჰოპი და წერილების დამტარებელი ბიჭი სირბილა მოინახულეს.

მხცოვან პოეტს ძალიან გაუხარდა სალამურას ნახვა და გმირული საქციელისათვის შეაქო კიდეც. მერე სალამურას და ბაიას უთხრა: თქვენი ნახვით ისე გავიხარე, რასაც მთხოვთ, აგისრულებთო.

სალამურა მადლობა გადაუხადა რჩევა- დარიგებისა და წამლისათვის. ერთმაც და მეორემაც ბაიას მოძებნაში დიდი დახმარე გამიწიაო. ბოლოს ჰკითხა: დიდო პოეტო, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენც თქვენსავით გავიზარდოთ?

- ეგ შეკითხვა კი არა, უფრო სურვილია, - უპასუხა მხცოვანმა პოეტმა, - და მაგ სურვილს ისათუოდა შეგისრულებთ, თუ ჩემს რჩევას დაიჯერებთ.

ბავშვს ცოდნა ზრდის, ცოდნას კი წიგნი იძლევა.ალბათ, გაგიგონიათ, რომ ბავშვები სწავლობენ, სკოლაში დადიან, პირველი კლასიდან გადაჰყავთ მეორეში, მერე მერედან – მესამეში, მესამედან- მეოთხეში და ასე შემდეგ.

რატომ გადადიან ბავშვები ერთი კლასიდან მეორეში? იმიტომ რომ იზრდებიან. რა ზრდით? ისევ და ისევ წიგნები, ცოდნის შეძენა. და თუ თქვენ გინდათ გაიზარდოთ და დიდები გახდეთ, უსათუოდ უნდა ისწავლოთ, იკითხოთ წიგნები. - მხცოვანმა პოეტმა სალამურას და ბაიას ორი ,,დედაენა“ გამოუტანა და აჩუქა, - თუ ამ წიგნით დაიწყებთ სწავლას, უსათუოდ გაიზრდებითო.

სალამურა და ბაია შეჰპირდნენ, უსათუოდ ვისწავლითო. კიდევ გადაუხადეს მადლობა კეთილ მხცოვან პოეტს და გზას გაუდგნენ.

მერე ძველი მოკრივე მიდი მოადე ინახულეს.

ძველმა მოკრივემ სიხარულისაგან ტაში შემოჰკრა და შეჰყვირა:

- შენი ფეხით მოხვედი ჩემო ბიჭუნა?!

მიდი მოადე გუნებაში ფიქრობდა, ეს რა ბედი მეწია, თან პატარა გოგონაც მოიყვანა. ახლა კი ნამდვილად ვერსად გამექცევიანო, კარის ჩაკეტვაც კი დააპირა.

სალამურას გაეცინა და უთხრა:

- ტყუილად ირჯებით, ბატონო მიდი მოადე. მე თქვენთან არ დავრჩები და ვერც დამტობებთ! - მერე გუდას პირი მოხსნა და ოქროს ფულის ნახევარი დაუტოვა.

- რადგან კრივი მასწავლეთ, გასამრჯელოც მიიღეთ. თქვენ ხომ იმიტომ ეჩხუბეთ თქვენს მეგობარს და ამ ოთახში ჩამკეტეთ, რომ ფული გეშოვათ? აჰა, ფული! ოღონდ ერთსა გთხოვთ, ვისაც კრივის სწავლა სურს, უსასყიდლოდ ასწავლეთ.

მიდი მოადემ ამდენი ფული რომ დაინახა, თვალები აუჭრელდა. პირობა მაინც მისცა- ხვალვე გავაკრავ განცხადებას ქალაქში და ვინც მოინდომებს, უსასყიდლოდ ვასწავლიო.

ყოფილმა სახელოვანმა ჯამბაზმა მარტო კარის ჩაკეტვა კი არა, გალახვაც კი დაუპირა სალამურას, სულ შენი ბრალია, მიდი მოადემ რომ მცემა და შენი თავი ხელიდან გამომგლიჯაო. ბაიამ ხო სულ მთლად დააკარგვინა ჭკუა, ეს გოგონა ნამდვილი სასწაულიაო.

- აჰა, რას იტყვით? თოკზე მოსიარულე ჯამბაზი გოგონა! შესანიშნავია! - ყვიროდა ალე ჰოპი და იცინოდა. - თქვენ ორივე ერთად იხტუნავებთ თოკზე.

მაგრამ არც ბაია და არც სალამურა თოკზე სიარულსა და ჯამბაზობას არ აპირებდნენ. სალამურამ იგივე უთხრა ალე ჰოპს, რაც მიდი მოადეს.

დაუტოვა ფული და დაემშვიდობა, ფული რომ დაინახა, ყოფილი ჯამბაზი, მოკრივესგან განსხვავებით, ატირდა... თქვენ წარმოიდგინეთ, ცრემლიც კი წამოსცვივდა. ალე ჰოპი მაინც ძველი არტისტი იყო.

ყველაზე მეტად სალამურას დანახვა წერილების დამტარებელ ბიჭუნას, სირბილას კეთილი გული ჰქონდა. სამოთხის ბაღიდან, როდესაც ალე ჰოპმა პირველად გამოიყვანა სალამურზე დამკვრელი ბიჭუნა, სირბილამ სცადა სალამურას გაპარება, მაგრამ რა ვუყოთ, თუ არ გამოუვიდა. მთავარი ისაა, რომ კარგი და მოსიყვარულე გულის ბიჭი აღშმოჩნდა.

სალამურამ მას მშვენიერი ტყავის ჩანთა უყიდა. თოკზე მოსიარულეთა ქალაქში არც ერთ ფოსტალიონს არ ჰქონდა ასეთი ჩანთა.

მერე სალამურა და ბაია მივიდნენ ტყისპირას, სადაც ციცინათელები ეგულებოდათ. სამწუხაროდ, იქ ერთი ციცინათელაც კი არ აღმოჩნდა.

ციცინათელები ბაიას საძებრად მთელ მსოფლიოში გაფანტულიყვნენ. თუ ახლა ღამით, ტყის მახლობლად, წყაროზე ანდა გზის პირას ბუჩქების თავზე მოციმციმე ციცინათელებს დაინახავთ, იცოდეთ, რომ ისინი დღემდე ეძებენ ბაიას და ვეღარ პოულობენ.

რატომ ვერ პოულობენ?

იმიტომ რომ ბაია ისე პატარა აღარ არის. გაიზარდა. როგორ გაიზარდა? ახლავე გეტყვით...

არც სალამურას დახვდნე იალაღებზე თავისი ჭიამაიები. ისინიც გაფრენილიყვნენ ქვეყნის ოთხსავე მხარეს, იქნებ ჩვენი სალამურა სადმე მოვნახოთო. ამიტომ სალამურამ კოლოფში დამწყვდეული ციცინათელები და ჭიამაიებიც გააფრინა, სიყვარული და ათიათასი მადლობა დაადევნა უკან. მერე მოჰკიდა ბაიას ხელი და სკოლაში წაიყვანა.

რა თქმა უნდა, ორივემ წაიღო მხცოვანი პოეტის ნაჩუქარი ,,დედაენა“.

სალამურა და ბაია ცოდნას იძენდნენ, კლასიდან კლასში გადადიოდნენ და, რასაკვირველია, იზრდებოდნენ კიდეც. შეიძლება ამიტომაც ვეღარ იპოვეს ჭიამაიებმა და ციცინათელებმა თავიანთი ძველი პატრონები.

თქვენ, ალბათ, ისიც გაინტერესებთ, ქონდარეთი მოინახილეს თუ არა ბაიამ და სალამურამ. ორი- სამი წლის შემდეგ, ზაფხულის არდადეგებზე გაეშურნენ ქონდარელი მეგობრების სანახავად, ძალიან მოენეტრათ, ძალიან უნდოდათ მათთან შეხვედრა, მაგრამ ქონდარეთს ვეღარ მიაგნეს, ქონდარეთი ვეღარ იპოვეს.

ეს გასაგებიც არის, ქონდარეთს რომ მიაგნო და ნახო, ისეთივე პატარა უნდა იყო, როგორიც ქონდრისკაცები არიან.

ხოლო სალამურა და ბაია აღარ იყვნენ ასეთი პატარები.

აი, აქ ნამდვილად მთავრდება ჩვენი ზღაპარი..