(არც)ერთი დღე ემოციის გარეშე
(არც)ერთი დღე ემოციის გარეშე
ორიათასმეათე 28 თებერვალი თენდებოდა. ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა თვალი გაახილა და იგრძნო, რომ ემოციების ატროფია დამართნოდა. საწოლზე წამოჯდა, საჩვენებლი და შუა თითით მარცხენა თვალი მოისრისა.
აივანზე გავიდა, მისი სახლის წინ აივანზე ისევ ის ქალი იდგა და სარეცხს ფენდა, ვისი ნახვისთვისაც დროზე ადრეც გაუღვიძია ხშირად. ეს ქალი არასოდეს აქცევდა მას ყურადგებას და სულ ავიწყდებოდა რომ მისი ხალათი მარცხნიდან მარჯვნივ იყო გადადებული და სარეცხის გასაფენად გადმოყუდებულს ნახევრად მკერდიც მოუჩანდა... მაგრამ დღეს ხომ უემოციობა ჭირდა და ეს ქალიც უბრალოდ მეზობლის ქალი იყო და მეტი არაფერი... არც ულურჯესი ცით დამტკბარა და ჯერ ბევრი თვალით გაუთვალავი მზის სხივები შეუსუნთქავს. არც ბეღურების ხმაში ჯერ ისევ ძილჩარჩენილი ჭიკჭიკი მოუსმენია. შხაპი მიიღო და არ უგრძვნია მისი პერანგის გაუთოვების სუნში მისი სისუფთავის სუნი რომ ირეოდა და მას ლიმნიანი ჩაის სურნელი ერთვოდა ...
ბოლოჯერ ჩაიხედა სარკეში და სახლიდან გავიდა... ჩართო აიპოდი და ძალიან ჩვეულებრივად დაწყო მისთვის ყველზე საყვარლი სიმღერა...
რომელსაც თითქოს ყოველ დილით პირველად უსმენდა. არ უგრძვნია მანამდე რასაც გრძნობდა, თითქოს გულში რომ ვიღაც ხელს უყოფდა და სასიამოვნოდ უქავებდა ...
მეეზოვეს ისე ჩაუარა არც უფიქრია, რომ ის გარდა იმისა, რომ ამაში ხელფასს იღებდა, ბევრად ღირსეული ადამიანი იყო და გარკვეულ წილად ღვაწლშიც იყო ჩვენს გადაყრილს რომ ალაგებდა...
ავტობუსში ასულს, ისიც არ უგრძვნია თხოვნის თვალებით, რომ შეხედა მოხუცმა, რომელიც თავზე მორიდებულად ადგა... ინსტიქტურად დაუთმო ადგილი და არც მისი გულწრფელი დალოცვით გამთბარა ამ ადამიანის გული. მას ხომ დღეს შეგრძნებების ატროფია სჭირდა.. მერე ფანჯარასთან იდგა, სივრცეში იყურებოდა, ავტობუსის რწევას დაყვებოდა, მაგრამ უწინდელივით ეს სივრცე არ ეღრმავებოდე. ახლოს მთავრდებოდა თვალთან.
სამსახურში მისულს, არც იმ ფორმიანი დაცვის ბიჭისთვის უთქვამს თბილი გამარჯობა. გამარჯობა რომელიც იმასაც იტევდა, რომ „მერე რა მანდ რომ დგახარ, მალე ყველაფერი კარგად იქნება და უკეთეს სამსახურსაც იშოვნი“.
ლიფტში შემოსული დახვეწილი ქალბატონისთვისაც არ დაუხედავს ფეხსაცმელზე, რომ მარტივად და უცებ გაეგო მასზე რამე... მისი სუნიც არ უგრძვნია... თითქოს ჰაერს ჰქონდა ეს დახვეწილი სუნამოს და თმის სუნი...
სამუშაო დღემაც ძალიან ჩვეულებრივად ჩაიარა. არც მისი თანამშრომლის ტოქსიკური ორსულობა იყო მისთვის შესამჩნევი და ჩვეულებრივი მოვლენა იყო დღეს. არ გასჩენია მასზე მზრუნველობითი სურვილები. არც იმაზე უფიქრია, რა ბედნიერი იქნება თვითონაც რომ ეყოლება ცოლი ორსულად და ისიც საოცრად მგძნობიარე რომ იქნება, როგორც მისი ორსული თანამშრომელი. არც იმაზე უფიქრია მის ცოლს ყველაზე მეტად მისი პერანგი ერთ ღილზე შეკრული და ისიც აცდენილი რომ მოუხდება და არც ის კადრი წარმოუდგენია მისი პერანგით და მისივე 5 ზომით დიდი „შლოპანცებით„ აბაზანისკენ გაქცეულს უცებ ფეხზე რომ გაძვრება, წამით წაიბორძიკებს და გააგძელებს გზას...
სამსახურიდან გამოსულს, ლამპიონის თბილი შუქით გამთბარი თბილისიც არ მოსწონებია.
სასიამოვნოდ დადაღლილობისას უფრო ლამაზი რომ ეჩვენებოდა ყველაფერი. უფრო მგრძნობიარე რომ იყო..
არც ქიაჩელზე გაუვლია, სადაც წელიწადის ყველა დრო საოცრად იგრძნობოდა. სადაც ყველაზე ხასხასა ოქროსფერი ჭადრის ფოთლები ცვიოდა.. სადაც ატროფიამდე ამ ფოთლებს ფეხით ჰაერში ყრიდა და პატარა ბავშვივით ევსებოდა გული. არ შეუხედავს კაფის ვიტრინებში, სადაც ცოტა ხნით მაინც ყველა ბედნიერი იყო საოცრად თბილ ქუჩაზე, რომლის ბოლოც 2 ტაძრით მთავრდებაოდა..
ისევ ჩაჯდა ავტობუსში და მიაშტერდა შუშას, სადაც მის თავს ხედავდა არეკლილს და ამ სახის იქეთ ქუჩის პეიზაჟები იცვლებოდა.მიხვდა, რომ ეს დღე დაიკარგა და არა მუქ ლურჯად, არამედ შავთეთრად დაღამდა.. დაღამდა ზამთრის ბოლო დღე. გაზაფხულის მაუწყებელი...
.