Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
შემოვიჭრები


შემოვიჭრები





შემოვიჭრები...
შიშველ ხელებით შემოვამტვრევ სულის კარიბჭეს,
ყველა ტანჯულ “მე”-ს სისხლით მოვნიშნავ,
მერე – გულგრილად გადავაბიჯებ.

შემოვიჭრები,
გადაჯაჭვული შეშლილ “მე”-სთან ჟინით სიახლის...
და ყველა სუსტ “მე”-ს სასიკვდილო, კუთვნილ განაჩენს,
პირში მივახლი!..

შემოვიჭრები,
დავლაშქრავ გულს და ყველა გრძნობას
ჩავრეცხავ არყით,
ხელს ჩამოვართმევ გამარჯვებულ სიამაყეს და
ცრემლებად ქცეულ ყველა სისუსტეს მის ფერხთით დავყრი

გადაახვიეთ,
უკვე გულს მირევს ეს უბადრუკი, თბილი ტიტრები,
ამბიციების ურიცხვი ჯარით,
ბედნიერების გადასარჩენად 
შემოვიჭრები!...



.