ADIOS!
ADIOS!
სუნთქვის ხმაც უკვე, საკუთარი, მიფრთხობს ოცნებებს
ვიღებ ყურსასმენს, ბოლო ხმაზე ვუწევ რადიოს.
სენტიმენტალურს თუმც ვერ ვიტან დამშვიდობებებს,
გულამომჯდარი ჩაგჩურჩულებ ყურში:
ADIOS!
მერე გავქრები, რომ არ მნახო ასეთი სუსტი,
მერე - მოვკვდები, ან უბრალოდ აღვდგები მკვდრეთით,
მერე...
მომხვდება ცხოვრებისგან შავთეთრი მუშტი,
ვიგრძნობ, რომ უკვე ახლოვდება კედლები თეთრი,
ანუ ვგიჟდები, ან უბრალოდ ვებრძვი გონებას,
ეს ნაირფერი ნოსტალგიაც გამიზნულია...
აღმოსავლური სუნი ასდის ყველა გოდებას
და მონატრებაც სიგიჟემდე აზიურია!
თვითმფრინავი კი – ჩვენით გამთბარ მიწას მოწყდება,
გადაიშლება თვალწინ ზეცის თვალსაწიერი,
ყველა აზიურ მოგონებას ცრემლით მორეცხავს
თქვენით უზომოდ მოხიბლული
კავკასიელი
.