Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
რომანი
ქურდის მტერი


ქურდის მტერი

---
რედაქტორი: თამარ ღონღაძე
---

შესავალი
არა მარტო უყვარდათ, არამედ, როგორც კერპს, ისე ეთაყვანებოდნენ მუსიკას ტიტე კედიას ექვსსულიან ოჯახში. ეს კერპად ქცევა თუ ზღვარგადასული სიყვარული აწგანსვენებული ტიტე კედიას გატაცებით დაიწყო.

ამ კაცს ყველაზე თუ ყველაფერზე მეტად მუსიკა უყვარდა. განსაკუთრებით კი _ კლასიკური მუსიკა. ბატონი ტიტე არცერთ კონცერტს არ დააკლდებოდა, ოპერის თეატრში იქნებოდა თუ კონსერვატორიის დარბაზში. მისი ეს გატაცება და აღტაცება იქამდე მივიდა, რომ პროფესიით ინჟინერმა კაცმა ქარხანაში მუშაობას თავი დაანება და ოპერის თეატრში მოეწყო სცენის უბრალო ტექნიკოსად. ასე და ამგვარად, ორკესტრის ყველა წევრი გაიცნო ბატონმა ტიტემ, კლასიკური მუსიკის სამყაროში საკუთარი თავის მაძიებელმა კაცმა. მან ცოლიც კი მუსიკოსი მოიყვანა. ქალბატონი ანეტა, ანია ვაჩნაძე ვიოლინოზე უკრავდა.

თვითონ ბატონი ტიტე კი საშუალო ხმითა და კარგი სმენით დაეჯილდოებინა განგებას. სუფრაზეც კარგად მღეროდა. ერთობ სასიამოვნო კაცი გახლდათ ბატონი ტიტე. ასეთივე იყო იგი საკუთარ ოჯახსა თუ მუსკლუბში.
ბატონ ტიტეს თავისი პროფესიის ერთი მეგობარიც კი არ ჰყავდა და ქორწილში მეჯვარედაც პიანისტი ლეო მელია წაიყვანა. ერთი შვილი იყოლია კედიების ოჯახმა. ვაჟი შეეძინათ და ზაქარია ფალიაშვილის პატივ¬საცემად ბიჭს ზაქარია დაარქვეს.

შვილს მუსიკალური განათლება მისცეს. _ ზაქარია დედასავით ვიოლინოზე უკრავდა. რძალიც მუსიკათმცოდნე შევიდა კედიების ოჯახში, ნანა როგავა. ორი შვილი ეყოლა ცოლ-ქმარს შვიდი წლის სხვაობით. პირველი გოგონას მერე ბიჭი უნდოდათ და სურვილიც აუსრულდათ. ბედნიერ ოჯახში ვაჟიც გაჩნდა. ბიჭს პაპის პატივსაცემად ტიტე დაარქვეს და ძეობაზე წარმოთქმულ ყველა სადღეგრძელოში ახალშობილ ბიჭს მუსიკალურ ნიჭსა თუ ბედნიერ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ულოცავდნენ.
დრო გავიდა და ბატონი ტიტე გარდაიცვალა.

გულზე დარდშემოყ¬რილმა და შავებით შემოსილმა ოჯახმა ბატონი ტიტეს დასაფლავება ისე წარმართა, ერთი, ვიოლინოს შალითაში არ ჩაუდიათ გარდაცვლილი, სხვა მხრივ კი, ვიოლინოს პანაშვიდს უფრო ჰგავდა ეს რიტუალი, ვიდრე სცენის ტექნიკოსისა თუ ინჟინრის დასაფლავებას.
ბავშვები მუსსკოლაში სწავლობდნენ, ორივე _ ვიოლინოს კლასში. ქალბატონმა ანეტამ გადაწყვიტა, რომ ასე უფრო ადვილი იქნებოდა ბავ¬შვების კარგად, ესე იგი, მუსიკალურად აღზრდა. ნიას მუსიკა მოსწონდა და შეიყვარა კიდეც. ადვილად და კარგად სწავლობდა სკოლაში, ტექნიკუმში და მერე კონსერვატორიაშიც. ქალიშვილი ოჯახის სახე იყო, მისი ტრადიციების დამცველი და გამგრძელებელი. იმავეს ვერ ვიტყვით ოჯახის უმცროს წევრზე. პატარა ტიტე, გარდა იმისა, რომ პაპის სახელსა და გვარს ატარებდა, სხვა არარა აკავშირებდა წინაპრის მიერ შექმნილ ოჯახსა თუ მუსკლუბთან.

ასაკის გამო ოჯახში უარი არ გაუვიდა და ისიც იძულებული შეიქნა ევლო თუ ეტანჯა მუსსკოლაში. ერთადერთი კი, რაც მან აქ შეიძინა, ეს მუსიკის უსაზღვრო ზიზღი გახლდათ. ოცნებაში იყო ეს თუ სიზმარში, ვიოლინოს შემქმნელ ოსტატსა თუ მუსიკის მასწავლებლს _ ყველას ერთად წვავდა და სპობდა ამქვეყნად და წარმოსახვის წყალობით ჯოჯოხეთში გზავნიდა. ოჯახი კი ცხოვრობდა ხან კარგად და ხან _ ისე რა. სამჯერ გათხოვდა უფროსი ქალიშვილი და სამივეჯერ მუსიკოსზე. სამჯერ გაშორდა ქმარს და ისევ მუსიკას ასწავლიდა მუსტექნიკუმში.
ტიტე კი, რაც წამოიზარდა, ყველას და ყველაფერს გაებუტა და გაემიჯნა ოჯახში, განსაკუთრებით კი _ მუსიკას.

ვერც ვიოლინოს იტანდა, ვერც ოჯახის წევრებს. არც უფროსების შეგონებას უგდებდა ყურს. თუმცა მას კარგი პაპის სახელის ხსენებაც კი არ აღიზიანებდა ისე, როგორც ბებიის გაუთავებელი ფერება და თავზე ხელის სმა, რაც, სულაც, გულს ურევდა. სახლში მუდამ გვიან და, ხშირად ნაჩხუბარი მიდიოდა. ოჯახმა არ იცოდა და, ბიჭი კინგბოქსინგში ვარჯიშობდა. და თუ მაინც რამეს უსმენდა, ეს რეპი იყო ან თავისივე გამოგონილი და გაუგებარი ენისა თუ მელოდიის ნარევ-ნაზავ ხმათა ხმაური.
დავა ოჯახში ხშირი იყო.

ეს სცენა ერთნაირად იწყებოდა და მთავრდებოდა _ იმეცადინე! ჭკუას არიგებდნენ ტიტეს. ის კი დუმდა ან რეპს უსმენდა. თუკი თავს მაინც არ დაანებებდნენ, მაშინ სახლიდან მიდიოდა და კიბეზე გასული გინებას არ იშურებდა ოჯახის ყველა წევრის მისამართით.
ყველაზე მეტად მისი და ნია აქტიურობდა. ეს კი მართლა აუტანელი იყო ჩვიდმეტი წლის ბიჭისთვის. არც დის არ სჯეროდა მას და არც, საერთოდ, გოგოებისთვის დამახასიათებელი პრანჭია ლაპარაკისა თუ პათეტიკის.
თავს მიხედე! ან: რაც მე მინდა, იმას ვიზამ! მუდამ ეს ორი ფრაზა ჰქონდა ბიჭს დის შეგონებაზე პასუხად გამზადებული.

ნია მაინც არ ეშვებოდა და უფრო აქტიურად არიგებდა ძმას ჭკუას. ტიტე ბრაზობდა, მაგრამ იმდენი კი აღარ იცოდა, რომ ქალის თავიდან მოსაშორებლად, უბრალოდ, მშვიდი და გრილი მზერა იყო საჭირო და საკმარისი. ასე და ამგვარად დიოდა ამ ოჯახში საქმე იყო თუ უბრალო ოჯახურ — შინაურული საუბარი და სიტყვა, ანუ ერთად ყოფნის თანამდევი ჩვეულებანი.
I თავი
მზიანი და ხმაურიანი დილა იდგა. ტიტე სახლიდან გავიდა და თან საძულველი ვიოლინოც წაიღო. ეზო გაიარა და გვერდით მდგარი სახლის სარდაფში ჩავიდა. აქ ინსტრუმენტი კედელს მიაყუდა და ხელცარიელი უკან გამობრუნდა.

ასე შემსუბუქებულმა ჰაერი ჩაისუნთქა და ნელი ნაბიჯით გაუყვა პეკინის ქუჩას. არსად არ ეჩქარებოდა ტიტეს. თან იცოდა, სად უნდა მისულიყო სწავლის დროის უსაქმოდ გასატარებლად. ქუჩა გაიარა და ბუკიას სახელობის ბაღში შევიდა. აქ ბევრი ხალხი ისხდა და იდგა _ ზოგი მისი ტოლი, ზოგი უფროსი ან უმცროსი. აქა-იქ პატარა ბავშვიანი დედებიც ისხდნენ ცალკე სკამებზე. ტიტე თავისი საძმოს მუდმივ სამყოფ სკამთან მივიდა და `გაუს~ შეძახებით ბიჭებს მიესალმა.

სკამზე დაჯდა და მათ ლაპარაკს უგდო ყური.
თემო ახლადგაცნობილი გოგოს ისტორიას ყვებოდა. ირწმუნებოდა, ლია ჰქვია, ლამაზია, მოდელია, ვუყვარვარ და არ მასვენებსო. ხან გოგოსგან შეხვედრაზე უარი რომ მიიღო, იმას მოყვა, ხან _ ღამე ტელეფონის გაუთავებელი ზარის ამბავი გაიხსენა. ბიჭები ტყუილს კი ხვდებოდნენ, მაგრამ მაინც უსმენდნენ. კარგი მოყოლა იცოდა თემომ და ისინიც ასე ერთობოდნენ მუქთა მასხარას მოსმენით. იმდენი ილაპარაკა თემომ, რომ ადრე ნახსენები სახელი დაავიწყდა და ლია თეად მოიხსენია.

ახლა უკვე ახალი გოგოს ისტორიას ყვებოდა. უცებ და ერთხმად აუტყდათ ბიჭებს სიცილი.
_ თუ არ გჯერათ, ნუ გჯერათ! _ გაცხარდა თემო.
სულ გადაირივნენ ბიჭები. იცინოდნენ და იცინოდნენ, საზღვარი აღარ ჰქონდა მათ ამ მხიარულებას და ნაწყენი თემო ამაყი ნაბიჯით გაშორდა ბიჭებს, ვითომდა, წყლის დასალევად.

ქურდის მტერი


_ ასე სჯობია, გული გაიგრილე! _ არ ასვენებდა დაბალი ტანის სქელი ბიჭი თემოს.
სიცილით დაღლილი ტიტე ზურგით ვითომ საზურგეს მიაწვა. რაც არ იყო, რა დაიჭერდა და ძირს მოადინა ზღართანი. დავარდნილი ბიჭის დანახვაზე ამხანაგებს სიცილის ახალი მიზეზიც მიეცათ.

როგორც იყო, დაიღალნენ და დაბალი ტანის სქელუა გოგიმ იკითხა:
_ იმათ რა ვუქნათ?
_ ვიჩხუბეთ და ეგ იყო, _ არხეინად თქვა სათვალეში მზერაგალეულმა კახამ.
_ ეჰ, არა, ძმაო, მასე არ გამოვა, ვაკელები იძახიან, ისინი ჩვენ ვცემეთო.
_ მე კი ვიტყვი, ჩვენ ვცემეთ-მეთქი და სულ ეგ არის! _ დაასკვნა კახამ.
_ არ გვეთვლება ეგ ნაღდ საქმედ! სჯობია, ისე ვცემოთ, რომ ჩვენზე კი არა, საერთოდ ჩხუბზეც კი ვეღარ ილაპარაკონ!
_ რა, მოვკლათ?
_ რა მოხდა, რო?!
ყველას გაეცინა.
_ ბევრნი არიან, ოხრები, თანაც ყველა ვარჯიშობს, _ აღნიშნა კახამ.
მეც ვვარჯიშობ! _ თქვა ტიტემ.
_ ჰო, ვიცი. მსოფლიო ჩემპიონი ხარ. ოღონდ ვიოლინოს დაკვრაში!
_ რაცა ვარ, ესა ვარ! ტკივილისგან მაინც არ ავტირდები შენსავით! არც მიშველეს დავიძახებ და მტრის თვალზე ფარანსაც ყოველთვის ავანთებ!
ვინ ტირის?! _ აენთო კახა.
_ შენ!
_ ოო, არ გინდა ახლა!
ტიტე ფეხზე ადგა და მშვიდი ხმით უთხრა კახას:
_ აი, იქ სადარბაზოა და თუ გული გერჩის, მე და შენ მარტო შევიდეთ და პირობას ვიძლევი, ჩხუბში ხელს არავინ შეგვიშლის.
უცებ ჩაქრა კახა, _ ესეც ძმაკაცია რა! _ ჩაიბურტყუნა ბიჭმა და ტიტეს თვალი აარიდა.
ორმეტრიანი ბიჭი შეემატა საძმოს, ირაკლი ჭიაურელი, რომელსაც გრძელი ფეხების გამო მეტსახელად წეროს ეძახდნენ ამხანაგები. ისიც საკუთარი სახელივით შეგუებოდა მას და ნათლობის სახელს აღარც იჩემებდა. ღონიერი და ნავარჯიშევი ბიჭი იყო წერო. ტანთან და ძალასთნ ერთად არც გონება დაეშურებინა მისთვის ბუნებას და ამხანაგებს შეხედა თუ არა, მიხვდა, მათ შორის რაღაც მომხდარიყო და საქმეს კარგი პირი არ უჩანდა.
_ რა ხდება? _ იკითხა წერომ.
_ იმ ჩხუბზე ვლაპარაკობთ, _ უპასუხა თემომ.
_ მერე?
_ ისინი, ყველა ვარჯიშობს. ჩვენგან კი _ სულ ორი.
_ რა ვქნა ახლა მე? სათვალით ვივარჯიშო კრივში თუ ავიღო და ბომბის მაგიერ ვესროლო ვაკელებს? _ იკითხა კახამ და ბიჭებს კვლავ სიცილი აუტყდათ.
_ მარტო კრივი არ არის სპორტი.

შტანგაზეც შეგიძლია სიარული. სირბილიც და, ასე ძალასთან ერთად ნებისყოფასაც მოიკრებ. ეს კი მთავარია!
_ სწორია! _ დაეთანხმა თემო წეროს.
ჩვენ ექვსი სული ვართ. ისინი კი, მგონი, მთელი ბატალიონი! _ აღნიშნა გოგიმ.
_ რვანი არიან, მაგრამ ყველა ვარჯიშობს და თან ერთ კლუბში. ეს კი უკვე მიზანდასახული და ორგანიზებული საძმოა. ნამდვილი საქმეც ასე იწყება, _ ახსნა იმ ჯგუფის ძალა და არსი წერომ.
_ ჩვენ რა ვქნათ, შენ ის თქვი! აქედანვე წავიდეთ დარბაზში თუ ხვალამდე მოვიცადოთ? _ იკითხა თემომ.
_ არა, მასეთ საქმეში ფულია საჭირო! _ შენიშნა გოგიმ.
_ ე, ეგ არ არ გვინდა, ძმაო! მე რომ ახლა მამაჩემს ფული ვთხოვო, კარიდან კი არა, ფანჯრიდან გამისვრის იმავე წამს, _ თქვა თემომ.
_ აბა, რა ვქნათ? _ იკითხა ტიტემ.
ისეც შეიძლება ვარჯიში, _ აღნიშნა წერომ.
_ მაინც როგორ?
_ მე და შენ ხომ გვაქვს კრივის თათმანები?
_ გვაქვს!
_ ორივე ვვარჯიშობთ.
_ კი, ასეა!
_ ჰოდა, ავიდეთ ლისის ტბაზე და ჩვენს საძმოს ბრძოლის ხელოვნება ავუხსნათ.
_ რაც ჩვენ იმათ გვირტყეს, იმას სპორტი ჰქვია? _ იკითხა კახამ.
_ აბა, ჩვენ ვცემეთო? _ ჰკითხა გოგიმ კახას.
ბიჭებს ჩაეღიმათ.
_ წავედით ლისზე! _ გაიხსენა საქმე წერომ.
_ თათმანი?
_ მე ჩემსას მოვიტან, შენ კი შენი მოიტანე!
_ მე აქვე, სარდაფში მაქვს ჩანთა დამალული.
_ `სკრიპკასთან~ ერთად, _ მიხვდა კახა.
_ სათვალესთან ერთად, _ არ ჩამორჩა და გაკენწლა ტიტემ.
_ საქმე! _ უთხრა ტიტეს წერომ და ბიჭები ეზოდან გავიდნენ.
გინდა ვარჯიში? _ ჰკითხა გოგის თემომ.
_ მე ერთი რამ მინდა ამქვეყნად და ეს ის არის, რომ ჭამა მიყვარს ძალიან!
კახას გაეცინა.

თემომ თავი გადაიქნია და გოგიმ თქვა:
_ თუ იმათ ცემა უწერიათ, მაგას ტიტე და წერო თუ იზამენ!
_ მე ჩხუბის არ მეშინია, _ აღშფოთდა თემო.
ამასობაში წერო და ტიტეც მოვიდნენ. ორივეს ჩანთა ეკავა ხელში და ორივე მზად იყო საძმოს გასაწვრთნელად.
_ ტაქსი გვინდა, _ თქვა გოგიმ.
_ ფეხით სიარულიც ვარჯიშია, _ მიუგო გოგის წერომ და ყველა ერთად ფეხით გაემართა ლისის ტბისკენ. აღმართზე, გოგის გარდა, ყველამ კარგად იარა. ქანცგაწყვეტილი სქელი ბიჭი გზაში შედგა და ცოტა დააკლდა, უარი რომ არ თქვა არა მარტო ვარჯიშზე, არამედ თვით ძმაკაცებსა და, საერთოდ, ყველაფერზე, თუკი რამ იყო და არ იყო, მისი ან სხვისი, ახლოს თუ შორს.
წერო მიხვდა ბიჭის გასაჭირს. ჭკვიანმა ბიჭმა ისიც გაიაზრა, რომ თუკი ის ახლა გოგის დაუყვავებდა, ის საერთოდ აღარ გაინძრეოდა. წერომ ბიჭს, ღონიერმა სუსტს, ერთი შეუბღვირა და გოგიც ძალით და ჩანჩალით კვლავ გაჰყვა ამხანაგებს.


ლისის ტბის აღმართზე წიწვოვან ტყეში შევიდნენ და ბიჭები პატარა მდელოზე მოეწყვნენ. ვინ ხის ძირზე ჩამოჯდა, ვინ _ მიწაზე. გოგი კი მიწაზე დაწვა და იქვე დაიძინა.
_ ოი, რა ზარმაცია! _ წამოიძახა კახამ და ყველა ბიჭი ერთად ახარხარდა.
_ ამან უნდა ისწავლოს კრივი? _ იკითხა თემომ.
_ ლოტოს კოჭივით მოკლე და სქელი ბიჭი აქამდე ფეხით რომ ამოვიდა, ისიც საქმეა, _ თქვა წერომ და იქვე დაამატა, _ ხუთ წუთს კიდევ ვისვენებთ და ვარჯიშსაც ვიწყებთ! _ გამოაცხადა მან და წელში გაიზნიქა.
არასდროს არ ეზარებოდა ამ ბიჭს საქმე და ვარჯიში. ერთადერთი იყო ის თავის საძმოში, ვინც სკოლა კარგი ნიშნებით დაამთავრა და არც ქუჩასა და დარბაზში იყო საშუალო. ყველა საქმეში გამოირჩეოდა.


ბიჭები ცოტა ხნით გაჩუმდნენ, ისვენებდნენ და ვაკელებთან ჩხუბსაც იხსენებდნენ.
_ დროა, _ თქვა წერომ და ტიტეს მიმართა, _ დავიწყოთ!
_ როგორ?
_ ჯერ ,,რაზმინკა~!
გოგი გააღვიძეს და რიგში ჩადგომა მოსთხოვეს.
_ მე არ შემიძლია და, ვისაც უნდა და რამდენიც უნდა, იმდენი მირტყას! არავის არ ვაწუხებ!
წეროს გაეცინა და მშვიდი ხმით უთხრა:
_ დღეს მთაზე ამოსვლას გითვლი ვარჯიშად! შემდეგ კი, როგორც ყველა, შენც ისე ივარჯიშებ!
ბიჭებმა ვარჯიში დაიწყეს. კუნთი და სახსარი, ხერხემალი და კიდური _ ყველაფერი გაიხურეს და დაიმუშავეს.
_ ახლა „სპარინგი“! _ თქვა წერომ და ტიტეს ცალკე უთხრა:
_ ჯერ მე და შენ, მერე კი _ ამათ.
ბიჭებმა ხელზე თათმანი ჩაიცვეს და „სპარინგიც“ დაიწყო. ორმეტრიან წეროს შუბლამდე სწვდებოდა ტიტე. წონაშიც დიდი იყო მათ შორის განსხვავება. 185 სანტიმეტრი სიმაღლის ტიტე ოთხმოც კილოს იწონიდა.

ორმეტრიანი წერო კი 101 კილოგრამი იყო. ტიტე კინგბოქსინგში ვარჯიშობდა, წერო კი _ კრივში.
წერო ხელებით იგერიებდა ტიტეს ყველა შეტევას, ტიტე კი ფეხის დარტყმით სწვდებოდა ამხანაგს.

ქურდის მტერი


_ ეს ბრძოლის სხვადასხვა ტექნიკაა! _ აღნიშნა თემომ.
_ ჰო, და, სახეობათა შორის ბრძოლას უყურე! _ აუხსნა კახამ მას მიზანი.
სწრაფი კონტრშეტევით და ზუსტი დარტყმით ძირს დასცა წერომ ტიტე.
_ ეს უკვე ჩხუბია! _ იყვირა გოგიმ.
_ იყოს! _ თქვა ტიტემ და ფეხზე ადგა.
ისევ გაგრძელდა შეჯიბრება და ამჯერად ნამდვილი იყო ეს ბრძოლა.
ტიტე უცებ მივიდა ახლო მანძილზე და სარმა გამოჰკრა ფეხში წეროს. წერო ძირს დაეცა. მალე ფეხზე ადგა და ბრძოლაც გაგრძელდა.

ორი ზუსტი დარტყმა და ტიტე ნოკდაუნში ჩააგდო. გაუჭირდა ბიჭს ფეხზე ადგომა.
_ ზოგი რამ უკვე განახეთ! ახლა თქვენი ჯერია! _ მიმართა წერომ კახას და თემოს.
_ გავაგრძელოთ! _ მკაცრად ითხოვა ფეხზე ახლადამდგარმა ტიტემ.
_ მე და შენ ძმები ვართ და თუ მაინც შუღლი აგყვა, სჯობია, ვარჯიშს თავი დავანებოთ!
ტიტე დაფიქრდა. წერომ თათმანი გაიხადა და თემოს მიაწოდა. ამის დანახვაზე ტიტემაც გაიძრო ხელზე თათმანი და კახას მისცა.
ბიჭებმა თათმანები მოირგეს და პირისპირ დადგნენ.
_ სათვალე მოიხსენი!
_ მინუს ოთხი მაქვს და ისე ვერ ვხედავ!
_ შენ შტანგაზე უნდა იარო! დილით კი _ სირბილი!
_ მოიტა თათმანი! _ წერომ თათმანი ჩაიცვა და თემოს წინ დადგა.
ეი, მაგრა არ იყოს! _ გააფრთხილა ბიჭმა წერო.
„სპარინგი“ დაიწყო.
წერომ რაც იცოდა, იმას ასწავლიდა ამხანაგს. წახალისების მიზნით, ერთი- ორჯერ კარგად გაარტყმევინა თემოს ყბაში და გულმოცემული მეგობარი გვარიანად დაღალა.


_ დღეს გვეყო, _ წამოიძახა გოგიმ.
რატომ? _ იკითხა კახამ.
მშია, ძამა, მე! ვერ ხედავ, ამხელა კაცი რომ ვარ?!
ლოტოს კოჭის მსგავს ბიჭს ყველამ ერთად გახედა და სიცილიც ერთად აუტყდათ.
_ კარგი ასე იყოს! _ დაეთანხმა წერო გოგის და ვარჯიშიც დამთავრდა.
_ კიდე ერთი, _ თქვა წერომ, _ გოგის და კახას საძმოში ევალებათ ყოველ დილით სირბილი და შტანგით ვარჯიში.
_ სადა მაქვს შტანგა.
_ არც მე არა მაქვს, _ იუარა ორივე ბიჭმა ერთად.
_ მე მაქვს გირები და მოგცემთ, _ დააიმედა ორივე წერომ.
კახას არა უთქვამს რა. გოგიმ კი წამიერი ფიქრის მერე განაცხადა:
_ გინდა მომკალით, მე ვერ ვივარჯიშებ!
_ ივარჯიშებ და თან დიეტასაც დაიცავ! ესეც იცოდე, ხუთი საათის მერე ჭამა და საჭმელი, მავნე ჩვევაა და მტერი ჯანმრთელობის!
_ აი, ზუსტად ეგ მიყვარს და სხვა არც არაფერი მინდა ამ ქვეყანაზე!
_ ჰოდა, სუსტი იქნები!
_ საჭმელი მირჩევნია!
_ ეეჰ! _ წყენით ამოთქვა წერომ და მან და ტიტემ ჩანთები ჩაალაგეს.
ბიჭები ტყიდან გამოვიდნენ და დაღმართს დაუყვნენ.
_ ახლა რა ვქნათ? _ ჰკითხა თემომ წეროს.
_ მე მამაჩემთან უნდა მივიდე სამსახურში, დამიბარა.
_ შენ რას იზამ? _ ახლა ტიტეს ჰკითხა თემომ.
_ მშია და სახლში უნდა მივიდე!
ბიჭები ქალაქში დაბრუნდნენ და თავ-თავიანთ საქმეებზე წავიდნენ. ტიტე მეზობელი სახლის სარდაფში ჩავიდა. ჩანთა ძველი ავეჯის უკან დამალა.

ვიოლინო ხელში აიღო და შინ დაბრუნდა.
კარი ბებიამ გაუღო.
_ მოხვედი, შვილო, _ გაიხარა მოხუცმა მისი დანახვით.
_ არა, ისევ გზაში ვარ!
ქალმა ბიჭს გაუღიმა და სამზადში შეჰყვა.
_ რა გვაქვს?
_ სუფი და კატლეტი.
_ ეჰ, ახალი და საინტერესო ამ სახლში არასდროს არაფერი არ იპოვება!
_ მაინც რა გინდა?
_ რაიმე დელიკატესი!
_ ბანანი გვაქვს!
ანეტა, გერმანიაში რომ სუფრაზე უმი ბანანი დადო, ეს იგივეა, ქართველს უმი კარტოფილი მიუტანო საჭმელად.
_ ეჰ, გერმანიაში შეიქმნა ყველა დროის უდიადესი მუსიკა და ფილოსოფიაც.
_ ოი, ოღონდაც, ეგ მუსიკა არ გამაგონო და თუ გინდა, მოიტანე და შენ თვალწინ შევჭამ უმად კარტოფილს!
ეწყინა მოხუცს მუსიკის ხსენებაზე ბიჭის ასეთი რეაქცია. უხმოდ გაუწყო შვილიშვილს სუფრა და ასევე უხმოდ გავიდა ნაწყენი ქალი სამზადიდან მისაღებ ოთახში.
II თავი
დარბაზში ორსაათიანი ვარჯიშის მერე დაღლილი და ოფლიანი ბიჭები სააბაზანო ოთახში შევიდნენ. შხაპის ქვეშ დადგნენ და ოფლად დაღვრილი სხეულიდან მარილიანი ჭუჭყი ჩამოირეცხეს.
_ კარგი ვარჯიში იყო დღეს! _აღნიშნა ქერა ბიჭმა.
_ ცუდი როდის იყო? _ იკითხა ტიტემ.
_ არ ვიცი, მაგრამ ყოველდღე არ გამომდის ის, რაც მინდა!
_ მწვრთნელმა შეგაქო დღეს და კარგად იმიტომაც გამოგივიდა, _ შეახსენა ქერა ბიჭს შავტუხამ.
შავტუხას ქერა ბიჭის მიერ `ანთებული ფანარი~ ედო მარცხენა თვალზე. ტიტემ ბიჭს ერთიც შეხედა და გაეღიმა.
ბიჭებმა გაიმშრალეს, ტანზე ჩაიცეს და გარეთ გავიდნენ.


_ საბურთალოზე ვინ მოდის? _ იკითხა შავტუხამ.
_ მე! _ ერთად დაიძახა სამმა ბიჭმა და შავტუხა ბიჭის ძველი `ოპელი~ უცებ გაივსო მგზავრებით. ბიჭმა მანქანა დაქოქა და მუსიკა ჩართო. მხიარულად იმგზავრეს და მალე გავიდნენ ვერის პარკიდან პეკინის ქუჩაზე.
_ მე აქ ჩამოვალ. თქვა ტიტემ და პატრონმა მანქანა გააჩერა. ბიჭებ¬მა გმადლობთ-არაფერს გაცვალეს და ტიტე ბუკიას ბაღში შევიდა. როგორც ყოველთვის, ახლაც ბევრი ხალხი იყო ბაღში.

ტიტე ნარჩევ და ნაჩვევ სკამთან მივიდა და გვერდით მიუჯდა თავის ამხანაგებს.
_ რა ხდება კრივში? _ იკითხა გოგიმ.
_ რამდენჯერ უნდა გითხრა, კინგ ბოქსინგში ვვარჯიშობ და არა კრივში.
_ ერთი ოხერია ეგ!
ტიტეს გაეცინა და გოგის ჰკითხა:
_ წერომ რაც გითხრა, იმას თუ აკეთებ?
_ შენ გიჟი ხო არა ხარ, მე თუ საჭმელი არ ვჭამე, რად მინდა მაშინ ეს ცხოვრება?! ის კი არადა, ხანდახან ღამე ვდგები და ისე ვჭამ, თუ მაცივარში კარგი საჭმელია.
_ იცოდე, დაგსჯის წერო!
_ შენ აქ არა ხარ?!
_ სხვადასხვა წონაში ვართ მე და წერო. თან მე ორი წელია, რაც ვარჯიში დავიწყე, წერო კი დარბაზშია, მგონი, დაბადებული... და კიდევ ერთი, ქალაქის ჩემპიონატი მოიგო შარშან მოსწავლეთა შორის. შენ რა, დაგავიწყდა?!
_ შენ სპორტში არა ხარ?!
_ ვარ რა!
_ ეჰ, წერო უნდა იყოს რესტორნის პატრონის შვილი და მე _ პედაგოგის?
_ რა არის, რა არ მოგწონს, სქელო?
_ მამაჩემის მცირე ხელფასი და ყოველდღე ბოსტნეულის წვნიანი!
_ მაინც, რა გიყვარს?
_ ხორცი!
_ ხიზილალა?
_ ეჰ, პაპაჩემი რომ გარდაიცვალა, ბიძაჩემმა ქელეხი გადაუხადა. კარგი სუფრა იყო და ცოტა ხიზილალაც დარჩა. ბიძაჩემმა მამაჩემს მისცა, რაც ქელეხზე ხიზილალა გადარჩა და სულ მე შევჭამე. რომ იცოდე, რა გემრიელია!
_ ბიძაშენი სად მუშაობს?
_ მშენებელია.
_ მერე, დაიწყე იმასთან მუშაობა!
_ აბა, რას ვიზამ! ამ ბაღში ხომ არ დავლპები!
ბიჭებთან სრიალა ნაბიჯით მივიდა ჟღალთმიანი ბიჭი.

ხელში ცხვირსახოცი ეკავა და ცხვირს იქავებდა.
_ გია, პაჟარ! _მიესალმნენ ბიჭს ამხანაგები.
„კაიფშია“, _ მიხვდა ტიტე ჯგერენაიას ცხვირის ფხანის მიზეზს.
_ პაჟარ, რა ხდება? _ყასიდად ჰკითხა ბიჭმა.
_ ამბავია.
_ მაინც?
_ გუშინ მთვრალი ფრაერი გავწეწე, დღეს კი ცოტა ვიკაიფე და ახლა თქვენ გეპატიჟებით, სადაც გინდათ!
_ ხინკალი! _ დაიძახა გოგიმ.
_ კი, მარა, წერომ ხომ თქვა, ასეთი საქმე ჩვენ არ გვინდაო, _ იკითხა კახამ.
_ წეროს ოთხთვალა მამა მილიონერია, მამაჩემი კი, რაც გერმანიაში წავიდა, იმის მერე თვალითაც არ მინახავს.
_ რაო, რას იწერება? _ იკითხა ტიტემ.
_ არც არაფერს.

ქურდის მტერი

მაგრამ, თუ ფული იშოვა და ოჯახი დაივიწყა, ჭირში მოეხმაროს იმას ის ფული. მარა თუ უჭირს და იმიტომ არის ჩუმად, ღმერთი იყოს ჯანოს ფარი და მახვილი!
_ ესე იგი, გუშინ გაჭირვებულს მიეხმარე? _ იკითხა კახამ.
_ გაჭირვებული კაცი სასტუმრო „მარიოტში“ არ ქეიფობს ასლარიანი ღვინით.
_ ჰო, ეგ გასაგებია, მარა ხინკალი? _ იკითხა გოგიმ.
უცებ ატყდა სიცილი. გოგიც აჰყვა ბიჭებს და ყველა ერთად მხიარულად წავიდა ახლო კაფეში.


_ წერო? _ იკითხა კახამ.
_ ეჰ, წეროს მამამისმა იცი, რა უთხრა?
_ არა.
_ თვრამეტი წლის რომ გახდები, ავტოს გიყიდიო. შენ თუ იყიდი, ორჯერ თვრამეტი წლისა შენთვის მანქანას?
_ აი, მესმის მამა! _გაუხარდა გოგის.
კაფეში შევიდნენ და კუთხის მაგიდა დაიკავეს. ხინკლი, ქაბაბი და ლუდი შეუკვეთეს. პაჟარას შეთავაზებულ არაყზე კი
უარი თქვეს.
_ ცხვირს ნუ იფხან, თორემ ვინმე მიხვდება! ძაღლებს კი, მეტი არც რა უნდათ, _ გააფრთხილა ამხანაგი ტიტემ. ბიჭმა ცხვირს თავი ანება და კაფეს მოავლო თვალი.
_ ბევრი კარგი გოგოა აქ და ჩვენი კი _ არცერთი! _ შურით თქვა პაჟარამ.
_ შენ იკაიფე და მალე ქალი კი არა, „ის“ საერთოდ აღარ დაგჭირდება! _ „დააიმედა“ პაჟარა გოგიმ.
_ ეს ამბავი ტელევიზორში თქვეს, თუ შენ თვითონ მოიფიქრე ახლა?!
_ არა, ძმაო! მეზობელი მყავს, ისეთი ლამაზი ცოლი ჰყავდა, იმ სიგრძე ფეხები ჰქონდა, მთელი დღე ფანჯარასთან ვიდექი, რომ დამენახა. ის კი გაქრა.

ვიკითხე, რა ხდება-მეთქი. ნიკა წამალზე დაჯდა და ქალთან ყოფნაც აღარ შეუძლიაო. ლამაზი თიკო კი ნიკას ძმაკაცს გაჰყვა. იქვე, მეზობელ ქუჩაზე.
_ ის რა ძმაკაცი ყოფილა!
_ „ის“ თუ არ გჭირდება, რა მნიშვნელი აქვს, ქალს ვინ წაიყვანს, ძმაკაცი თუ უცხო ტომის ბელადი!
_ მე გეტყვი კაი რამეს!
_ მაინც?
_ ადრე ხო ფანჯარასთან ელოდი და იქიდან უყურებდი იმ გოგოს! ახლა იმ სახლის სადარბაზოში დახვდი და უფრო ახლოდან ნახავ იმ ქალს.
_ ტრაკამდე ვერ მივწვდებოდი, თორე! . .
ბიჭებს სიცილი აუტყდათ.
_ თორე, რა? _ იკითხა პაჟარამ.
_ მაგარი ვინმეა, ძმებო, ქაბატო თიკა.
_ ბიჭო, ლოტოს კოჭს რო გავხარ, ცოტა გახდი რა! ასე კი, აბა, რა შენი საქმეა მაღალი ან ლამაზი ქალი?!
_ პაჟარ, ნუ იკბინები!
_ კიდე ახალი ამბავი! ხინკალზე დაგპატიჟე, პატივს გცემ! შენ კი მეუბნები, მალე ცვედანი გახდები და ჯერ რო არ მომიყვანია, ის ცოლიც გამიბახე.

აბა, ძმებო, თქვენ მითხარით, ვინ არის აქ კბენია? იქნება და, მე ვერ ვხვდები?!
ბიჭებს გაეცინათ. მიმტანმა ხინკალი, ქაბაბი და ლუდი მიიტანა სუფრაზე. ვახშამი დაიწყო და ბიჭებიც გაჩუმდნენ. რაც იყო, მიირთვეს. ცოტა კიდევ ილაპარაკეს და ქუჩაში გავიდნენ.
_ ახლა რა ვქნათ? _ იკითხა კახამ.
_ მე ერთი კარგი ადგილი ვიცი. სულ მდიდარი ბიძები დადიან.

მივალ და უვადო სესხს ავიღებ. თუ ვინმეს უნდა, წამოვიდეს. ხანდახან კარგი ფულია, ხანდახან კი _ პატრული და სწრაფად
სარბენი.
ტიტე დაფიქრდა. სხვებმა უარი თქვეს და ბიჭები დაიშალნენ. ტიტე საცავ-სარდაფში ჩავიდა, ვიოლინო აიღო და სახლში დაბრუნდა. ნიამ გაუღო კარი. ბიჭმა დას შეხედა და ჰკითხა:
_ ისინი შინ არიან?
_ ვინ ისინი?
_ შენი დედ-მამა!
_ შენი რა არიან?
_ არიან რა!
_ ისევ სკოლა გააცდინე, _ ამოიცნო გოგომ ძმის საქციელი.
_ ეგ შენი საქმე არ არის!
_ არის! ოჯახს არცხვენ!
_ ვინ მეუბნება?! შენ მეუბნები მაგას?!
_ ვითომ და, მე რატომ არ უნდა გითხრა?
_ მისმინე! სამი ქმარი გყავდა თუ სამი ნაქმარევი! ყველა ერთად შეკრიბე და ჭკუაც იმათ ასწავლე!
_ კიდევ, თუ გინდ, შეგიძლია სამივეს ერთად მისცე! გასაგებია შენთვის? შე, `სკრიპკას~ აკიდებულო `პუტანკა~!
_ ბინძური კაცი ხარ შენ! _ იყვირა გოგომ და ატირებული გაიქცა წინკარიდან ოთახში.


იქვე ბებია გამოესარჩალა ნიას და ახლა მას უსმინა ტიტემ.
„ხო არ დავხოცო ესენი ყველა ერთად“, _ გაიფიქრა ბიჭმა და ლოჯში, მისთვის გადატიხრულ, კაბინის მსგავს ოთახში შევიდა. საწოლ-სავარძელი გაშალა და ზედ დაწვა. ნავარჯიშევს და დაღლილს თვალზე რული მოეკიდა. პაჟარას ნათქვამი გაახსენდა უცებ ბურანში, ხანდახან იქ კარგი ფული იშოვებაო. ძილმა დასძლია და ბიჭი მას მიენდო. ჯერ ისევ მშვიდი და გრილი იყო მაისის ღამე.


III თავი
ბუკიას ბაღში ხის მერხზე ექვსი ბიჭი იჯდა. ზოგი ლაპარაკობდა და ზოგიც ისმენდა. ორს სპორტული ჩანთა ედო სკამის წინ. ოთხიც ისე, ხელცარიელი იყო ბაღში მოსული.
_ დრო გადის. არ გვინდა ამდენი სჯა და ბაასი. მოკლედ თქვით! გინდათ თუ არა დღეს ვარჯიში? _ იკითხა წერომ.
_ თუ გინდა, მომკალით! მე იმ აღმართზე ვეღარ ავალ! _ უარი თქვა გოგიმ.
_ შენ პაჟარ?
_ გაზეთში გახვეული აგურის ხმარება ვიცი.

არც სირბილი მიჭირს, მეტი კი მე არ მჭირდება.
_ იცოდე, მაგ საქმეს შეეშვი, თორემ, ინატრებ ბუკიას ბაღში ჯდომას და სუფთა ჰაერს!
პაჟარამ წეროს ახედა. მერე კი მკაცრად თქვა:
_ თუ გინდა, სარკესთან დადექი! თავს დაინახავ თუ არა, ჭკუაც იქვე დაირიგე! გამიგე?! _ წელვით და ცალკე გამოთქვა ბოლო სიტყვა პაჟარამ.
წერო უცებ აენთო, მაგრამ ჩხუბი მაშინვე გადაიფიქრა, რადგან პაჟარას მეგობრად თვლიდა.
_ ძმურად გითხარი, მარა შენც მართალი ხარ, შენი საქმისა შენ იცი!
მკაცრი დუმილი ჩამოწვა ბიჭებს შორის. ისეთი, როგორი მიჯნაც არის ხოლმე უცხოთა შორის.
_ ვინ მოდის? _ისევ იკითხა წერომ.
_ მე, მე! _ იქვე გამოთქვეს ვარჯიშისა თუ წეროსთან ყოფნის სურვილი კახამ, თემომ და ტიტემ.
_ მაშ, წავედით! _ თქვა წერომ და ოთხნი ერთად დაიძრნენ ლისის ტბისკენ. აღმართი ფეხით აიარეს და წიწვოვან ტყეში შევიდნენ.

ხუთი წუთი დაისვენეს და ვარჯიშიც დაიწყეს. ჯერ მოთელვა, შემდეგ ცალკე ილეთები დაამუშავეს _ ზოგი კრივის იყო და ზოგიც _ კინგ ბოქსინგის. ბიჭები დაიღალნენ და ცოტა ისევ დაისვენეს.
_ ახლა „სპარინგი“! მე და კახა და შენ და თემო. მერე კი, მე და შენ, _ უთხრა წერომ ტიტეს და ისიც დაეთანხმა.
_ თუ სათვალე გამიტყდა, მაშინ თვალზეც დამერხევა, _ ახსნა თავისი ჭირი კახამ.
_ მე ყელსქვევით გირტყამ და მოზომილად.

შენ კი, სადაც გინდა და როგორც გინდა, ყველანაირად თავისუფალი ხარ!
_ მერე ეგ სამართლიანია?
_ მე ჩემპიონი ვარ! შენ?
კახას გაეცინა.
_ რა გაცინებს?
_ მე ის ოთხთვალა ვარ, აქ და ახლა, ქალაქის ჩემპიონს რომ ბოლოს მოუღებს!
_ აი, ვარჯიშის პირველი სიკეთე! რწმენა მოგცა უკვე! ეს კი გამარჯვების დასაწყისია!
კახამ და წერომ ხელებზე თათმანები ჩაიცვეს და `სპარინგი~ დაიწყო. ვარჯიში თამაშს უფრო ჰგავდა.
წერო თავს იცავდა და იშვიათად ურტყამდა. მაინც სიქა გასძვრა კახას. წერო მიხვდა და დაზავება შესთავაზა მოწინააღმდეგეს. ბიჭმა გაიცინა და დაეთანხმა.
ახლა ტიტემ და თემომ ჩაიცვეს თითო თათმანი. „სპარინგი“ დაიწყო.

არც ტიტე ცდილობდა თემოს ცემას და თან ძალასაც ზოგავდა.

ქურდის მტერი

ამის შემდეგ წეროსთან ჰქონდა საინტერესო შეხვედრა. ღლაბუც-ღლაბუცში თემომ მუშტი ქვემოდან ამოსცხო ტიტეს. დარტყმა დიდი სურვილითა და მცირე ცოდნით, უფრო კი შემთხვევით, კარგი გამოვიდა და ნიკაპში მუშტმოხვედრილი ბიჭი ძირს დავარდა.
უცებ ადგა ტიტე ფეხზე. პირველად ტერფის წვერით მუხლში დაარტყა თემოს. აკოჭლებულ და სახეგახსნილ ბიჭს მუშტი ზემოდან ქვევით დასცხო და გონდაკარგული თემოც ძირს დაეცა.
ერთი და ორი წამი ბიჭი უძრავად იწვა მიწაზე.
_ ნოკაუტია, ოხერი! _ წყენით თქვა წერომ და თემოს მივარდა. ჯერ პირი გაუღო, მერე ფეხზე წამოაყენა და იმდენი ანჯღრია, გონზე მოიყვანა.


_ როგორ ხარ? _ ჩასძახა წერომ ყურში ბიჭს.
ა? _ იკითხა თემომ.
ხელზე თათმანი გახადეს თემოს და წერომ ტიტეს უთხრა:
_ არა ხარ შენ მართალი! შენ ჩხუბი იცი, ამან კი _ არა!
_ აბერკოტი რა იყო?!
_ შემთხვევა!
_ ჩხუბის სწავლა ჩხუბში მოდის.
_ ღირს დღეს ვარჯიშის გაგრძელება? _ იკითხა წერომ.
_ ხვალ ვივარჯიშოთ!
_ აა, არა! ხვალ მამაჩემს სანადიროდ მივყავარ.
_ აი, მამა მესმის! _ თქვა კახამ.
_ შენც წამოდი!
_ არა, ჩემი საქმე ინტერნეტია!
_ მე წამიყვანე! _ ითხოვა ტიტემ.
_ რატომაც არა! დილით ექვს საათზე გამოგივლი და ქუჩაში დამ¬ხვდი!
_ იქა ვარ!
_ შენ რას იზამ? _ ახლა თემოს ჰკითხა წერომ.
_ მე უნდა დავისვენო.
_ უნდა შერიგდეთ!
_ არც ახლა მიჩხუბია, შემთხვევა იყო და სულ ეგ არის!
გაუხარდა წეროს თემოს ნათქვამი და მხარზე მოხვია ხელი.
_ ა, გოგო არ გეგონო!
ბიჭები ქალაქისკენ დაიძრნენ. დაღმართი ჩაიარეს, შემდეგ კანდელაკის ქუჩა და, პეკინზე გასულები ერთად შეჯგუფდნენ.
_ ახლა რას იზამთ? _ იკითხა წერომ.
_ მე სახლში, _ თქვა თემომ.
_ მეც, _ თქვა კახამ.
_ შენ ხვალ, ჩექმა და საწვიმარი დაგჭირდება.
_ საწვიმარი მაქვს, ჩექმა კი _ არა.
_ ფეხი რა ზომა გაქვს?
_ ორმოცდაორი.
_ მე მაქვს მაგ ზომის ჩექმა. ნახმარია, მარა ამჯერად გამოდგება!
_ ესე იგი, ხვალამდე!
_ ადრე დაიძინე! მიუჩვეველზე დილით ადგომა ჭირს!
_ კარგი! _ თქვა ტიტემ და ბიჭები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და დაიშალნენ.
ტიტეს კარები სახლში ნიამ გაუღო. ბიჭს ამრეზით შეხედა და თავის და ბებიის ოთახში შევიდა.
_ აქ მოდი! _ გაისმა მისაღები ოთახიდან კაცის ხმა.
„ნოტაცია“, _ გაიფიქრა ტიტემ და მამასთან მივიდა.
_ რა უთხარი შენ გუშინ ბავშვს?
_ ბავშვი ვინ არის?
_ შენი და ნია.
_ ჩემზე შვიდი წლით უფროსია და კიდევ ბავშვია?
_ ნიას ასაკს არ გეკითხები! გუშინ რაც უთხარი, ის გაიმეორე!
_ რაც ვუთხარი, ზუსტად ის უნდა მეთქვა!
_ არაკაცი ხარ შენ!
_ აბა, შენი შვილი მერაბ კოსტავას ხომ არ დავემსგავსებოდი, `მუზიკანტ~!
_ მე...

მე... მე მერაბს ვიცნობდი და ისიც მუსიკოსი იყო. ახლა კი აქედან გაეთრიე! _ იყვირა კაცმა და ხმაც ჩაეხლიჩა.
ტიტეს არაფერი უთქვამს. ლოჯში მისთვის გატიხრულ ოთახსა თუ კაბინაში გავიდა და საწოლ-სავარძელი გაშალა. ზედ წამოწვა და ფიქრი დაიწყო. ხვალ კი კარგად გავერთობი. საწვიმარი მაქვს.

ვინ გამაღვი¬ძებს? მაღვიძარა ანეტას აქვს. ბებიასთან გავიდა და საათი ითხოვა.
_ რად გინდა? _ გაიკვირა ქალმა.
_ დამრიგებელმა თქვა, ხვალ ტყეში გაგიყვანთ ფრინველისა და ტყის მოსასმენადო. მგონი, რაღაც ახალი მეთოდია სმენის გასაუმჯობესებლად.
ქალმა ბიჭს საათი მისცა და უკან გამობრუნებული ტიტე საკუთარმა საქციელმა გააოცა. საიდან და როგორ მოიგონა ასე უცებ და უმალ ასეთი ტყუილი? თავის ოთახში შევიდა, მაღვიძარა ექვსის ნახევარზე დააყენა, მომართა და თავთან ახლოს, იატაკზე დადო. ტყე, თოფი, ნადირობა... „კაცი ვარ რა“! _ გაიფიქრა ბიჭმა და გვერდი იცვალა ხვალის მოლოდინში. ვერც ტელევიზორის და ვერც ლაპარაკის ხმამ ვეღარ შეუშალა, მშვიდათ და სწრაფად დასძინებოდა.
IV თავი
ცარიელი იყო დილის ქალაქში ეზო თუ ქუჩა.

ტიტემ ცას ახედა. ალიონის წითელში ქრებოდა ღრუბლის შავი ნაგლეჯი. „რა ლამაზია დილა!“ _ გაიფიქრა ბიჭმა და კარგა ხანს უყურა ჭრელ ფერად ანთებულ უსაზღვრო სივრცეს. კანტიკუნტად გამოჩნდა ქუჩაში მოძრავი მანქანები. ბიჭი მოსასვლელ მხარეს თვალს არ აშორებდა. თვითონ კი საათი არ ჰქონდა და არც გამვლელი არ ჩანდა აქ სადმე. კარგა ხანს იწრიალა ასე, წინ და უკან.

ხმა გაიგონა თუ არა, ქუჩას გახედა. „ჟ“ კლასის მერსდესი მოდიოდა მისკენ. გუმანით მიხვდა, ეს წერო იყო და გაიხარა. ბიჭის წინ გაჩერდა მანქანა. სამნი ისხდნენ კაბინაში. წერო და ორიც ხნიერი კაცი.
_ მოდი! _ დაუძახა წერომ ტიტეს და ისიც გამარჯობის თქმასთან ერთად შეხტა მანქანაში.


_ ეს ტიტეა, ჩემი მეგობარი! _ წარუდგინა ბიჭმა ამხანაგი თანამგზავრებს, _ მამაჩემს იცნობ, _ უთხრა მან ტიტეს, _ ძია ვანიკო კი მამას ბავშვობის ამხანაგია და გაიცანი!
კაცებმა ბიჭს გაუღიმეს და ხელი ჩამოართვეს. მანქანა დაიძრა და მიმართულება აღმოსავლეთისკენ აიღო.
_ კახეთში მივდივართ? _ იკითხა ტიტემ.
_ ჰო, ივრის ველზე კარგი სანადიროა ახლა!
უცებ ძაღლმა დაიყეფა და ტიტე სკამზე შეხტა. უკან გაიხედა და ორი ძაღლი იჯდა საბარგულში. ორივე ერთნაირი იყო და ერთი ჯიშის, კურცხალი. კარგად დაათვალიერა ბიჭმა ჯიშიანი ძაღლები.
ტრასაზე გავიდნენ და მანქანაში რადიო ჩართეს. ხან მუსიკას უსმენდნენ და ხან _ ახალ ამბებს.

ორ საათში ტრასიდან უასფალტო გზაზე გადაუხვიეს და თხუთმეტ წუთში ტრიალ ველზე, კორომთან გაჩერდნენ.
_ მოვედით! _ გაიხარა წერომ.
_ შენ ძაღლებს მიხედე! _ დაასაქმა ბიჭი მამამ.
მანქანიდან ყველა გადავიდა. ბიჭებმა ძაღლები გადმოიყვანეს რომლებმაც მანქანის ირგვლივ იწყეს წრიალი. მიწას სუნავდნენ და ალაგ-ალაგ ფსამდნენ კიდეც.
_ ლამაზი ძაღლებია, _ აღნიშნა ტიტემ.
_ რა, ჩემი ძაღლი პირველად ნახე? _ გაიკვირა წერომ.
_ აქ უფრო ლამაზია.
_ აქ, ბუნებაში ვართ!
_ დროა, _ დაუძახა წეროს მამამ.
წერომ ტიტეს რეზინის ჩექმები მისცა და ზედაც დააყოლა, _ საწვიმარი არ გინდა, დღეს კარგი ამინდია!
ტიტემ ჩექმა ჩაიცვა, კაცებმა კი თოფები ააწყვეს.
_ შვილი, სანადიროდ ნამყოფი ხარ? _ ჰკითხა ტიტეს გუჯამ.
_ ა, არა! _ წამდაყოვნებით თქვა ტიტემ.
_ არა უშავს, ცოტას ახლა გასწავლით და ცოტას_მერე. ახლა კი, აქ მოდი!
ტიტე კაცთან მივიდა და იმანაც თოფი მისცა ბიჭს.


_ გახსენი!
ტიტემ ხრახნი იპოვა და თოფი გადახსნა.
ახლა ვაზნები მისცეს და დატენაც დაავალეს. ესეც გააკეთა ბიჭმა.
_ აი, იმ ხეს ხედავ? _ ჰკითხა გუჯამ ბიჭს და შორიახლოს მდგარი ხმელი ხეც დაანახა.
_ კი.
ჰოდა, იმ ხის წვერს ესროლე ისე, რომ წვერი მოტყდეს!
ტიტემ ხის წვერო მიზანში ამოიღო და თოფის ჩახმახი რბილად დაუშვა. სროლის ხმა და, ხეს წვერი მოსწყდა.
_ სროლა ვინ გასწავლა? _ იკითხა ვანიკომ.
_ თვითონ ვისწავლე ტირში.
_ ნიჭიერია, _ მოიწონეს კაცებმა ბიჭი და იქვე დარიგებაც მისცეს, _ სიარულში თოფის ლულა მიწისკენ გქონდეს! გზაში სწორზე იდექი და ხაზი არ დაარღვიო! მწყერს დაბლა არ ესროლო, ძაღლს მოხვდება! რომ აფრინდება, მერე შენ იცი და შენმა მიზანმა!
ძაღლები წინ წავიდნენ და ოთხი მონადირე უკან გაჰყვა.

ქურდის მტერი

ოც მეტრში ორი მწყერი ააფრინეს ძაღლებმა, ორივე ჩამოაგდეს კაცებმა.სამ საათამდე ინადირეს და რაც კი ტიტეს ვაზნები ჰქონდა, ყველა დახარჯა. სამი მწყერი ჩამოაგდო და თავიც ამაყად ეჭირა ახალმონათლულ მონადირეს.
_ დროა, საკმარისია! _ თქვეს კაცებმა და ნადირობაც დამთავრდა. მანქანასთან დაბრუნდნენ. საბარგულიდან გაზქურა გადმოიღეს და ცეცხლი დაანთეს.

წყალი გააცხელეს და მწყერი გაფუფქეს, გაპუტეს და გამოშიგნეს. ტაფაზე კარაქი გაადნეს და გასუფთავებული მწყერი ზედ დააწყვეს. უცებ აშიშხინდა მსუქანი ხორცი.
_ აბა, საქმე! _ უბრძანა წეროს მამამ.
წეროს ტიტე მიეხმარა და გასაშლელი სკამი, მაგიდა თუ საველე ჭურჭელი, უცებ ააწყვეს და გააწყვეს. მწყერიც შეიწვა და საველე სამხარი დაიწყო. ხორცს არაყს აყოლებდნენ და კარგ ხასიათზე დადგნენ გუჯა და ვანიკო. ხუმრობა-ხუმრობაში ბიჭებსაც დაალევინეს ორი ჭიქა და ისინიც გამხიარულდნენ.
_ მონადირის საიდუმლო თუ იცი? _ ჰკითხა ვანიკომ ტიტეს.
_ ა, არა!
_ მაშ, მისმინე! გაზაფხულზე ნადირობა არ შეიძლება და აი, რატომ!
იყო ერთი მონადირე.

წრიპა გოგიას ეძახდნენ. წრიპას ნადირობა უყვარდა, ცოლი კი უშლიდა. არ მოსწონდა ქმრის გარე-გარე წანწალი. ჰოდა, გოგიამ მოიფიქრა, ცოლს ეჩხუბა და, ვითომდა ნაწყენი, სახლიდან წავიდა. წავიდა და... სანადიროდ წავიდა. ისიც კახეთში ჩამოვიდა სანადიროდ მამის ამხანაგთან.
კარგად მიიღეს.

აქეიფეს და დასაწოლად მეორე სართულზე აიყვანეს. წამოწვა გოგია და ძილს ელოდება. უცებ ფანჯარა იღება და იქიდან კაცი გადმოდის ოთახში. საწოლთან მივიდა ეს კაცი. გოგიას ლოგინში შეუწვა, ბაყვებში ხელი ამოუსვა და ეუბნება, შენ გენაცვალე, მაროო.
მისცხო გოგიამ და მის დანახვაზე ის კაცი, როგორც მოვიდა, ისე წავიდა. სკუპ და, ფანჯრიდან გაუჩინარდა.
გამხიარულებული ბიჭები ჩაბჟირდნენ.
_ ვერ გავიგე.

გაიკვირვა ვანიკომ. მე მონადირის საიდუმლოს ვყვები, თქვენ კი იცინით! რა ჰქვია ამას?
ბიჭები სულ გადაირივნენ. ვანიკომ კი ამბავი განაგრძო.
_ მოკლედ, ნაწყენია გოგია. ადგა, ტანზე ჩაიცვა და სახლში ბრუნდება. ბნელა. არც მანქანაა და არც ურემი. ფეხით მიდის კაცი გზაზე.

დაინახა, ვირი ძოვს მინდორში. ფეხით სიარულს სჯობიაო და ვირზე ამხედრდა. მიერეკება სახედარს და მგზავრობს გოგია. უცებ ხმაური ესმის. ზურგს უკან მიიხედა თუ არა, ვირიც შეახტა ბეჭებზე. ქლოშინებს ულაყი და გოგია მიხვდა, დედალ ვირზე შემჯდარა. ახედა ცას თურმე გოგიამ და ღმერთს ეხვეწება, ოღონდ იმას ნუ ააცილებს, მე ნუ მომახვედრებს და რასაც გინდა, იმას ვიზამო.


ღმერთს კი დაუძახია: წრიპა გოგია! გაზაფხულზე ცოლს უარს ნუ ეტყვი და ნურც სანადიროდ ნუ ივლი, თორემ მაგაზე დიდი და გრძელი აღარ აგცდებაო.
ახლა კი მართლა იმდენი იცინეს, ჩაბჟირდნენ ცოტა არყით შემთვრალი ბიჭები.
სვამდნენ და ლაპარაკობდნენ. ამ გართობაში კი ვანიკომ უცებ მოიწყინა.
_ რა არის, ძმაო! _ ჰკითხა გუჯამ.
_ არ მინდა ამერიკაში.
_ დარჩი რა, ვინ გიშლის?!
_ ერთი შვილი მყავს და ისიც იქ არის. მარტომ აქ რა უნდა ვქნა? იქ შვილიშვილს მაინც ვასეირნებ პარკში.
_ ბიჭი რო დააბრუნო?
_ ეჰ, იქაური ცოლი ჰყავს. ის აქ აღარ ჩამოვა.
_ რამე გამოჩნდება!
_ რა უნდა გამოჩნდეს? ამ ძაღლს რა ვუყო, ისიც კი არ ვიცი! არადა, ათი წელია, რაც ტანგო მყავს.
_ ბებერს არავინ არ აიყვანს. იქ კი, ვიზა მე ძლივს გამიკეთა ბიჭმა, ძაღლს კი არა!
_ მე, იცი, აგერ, მყავს უკვე ძაღლი!
_ ვიცი, ძმაო, ვიცი!
_ მე ავიყვან ამ ძაღლს! _ უცებ თქვა ტიტემ.
ვანიკო დაფიქრდა ერთ წამს და იკითხა:
_ მერე და, მონადირე ძაღლის მოვლა იცი?
_ რა უნდა, ვაჭმევ, ვასეირნებ, თუ ბატონი გუჯა წამომიყვანს, სანადიროდაც ვატარებ!
გუჯამ ვანიკოს შეხედა და უთხრა:
_ ქუჩაში თუ არ გაუშვებ, იქნება და, ამ ბიჭს მისცე! მეც თვალს ვადევნებ და, თუ საშველი არ იქნა, ვიზა გამოუგზავნე, როგორც უკვე იქაურების ნათესავს.

ტომას ჯეფერსონი ტანგოს ამერიკის მოქალაქეობაზე უარს ვეღარ ეტყვის!
ვანიკოს გაეცინა. ძაღლს შეხედა და მიხვდა, სხვა გზა მაინც არ იყო.
_ კარგი, გყავდეს! _ უთხრა მან ტიტეს და ბიჭი გახალისდა.
_ ისე მოვუვლი, ისე მოვუვლი!.. _ იმედს აძლევდა ტიტე უფროს კაცს და თან უხაროდა, რომ აწი ნამდვილად ივლიდა წეროსა და მამამისთან ერთად სანადიროდ.
_ კარგი, კარგი! _ დაეთანხმა კაცი ბიჭს.
_ ესე იგი, ჩემია!
_ ასეა, ძამიკო! შენია აწი ეს ძაღლი და მიხედე! თუ მოუვლი, კარგ მეგობრობას გაგიწევს!
აღარ აეწყო სუფრა.
_ ხომ არ დავბრუნდეთ? _ იკითხა გუჯამ.
_ დავბრუნდეთ, _ თქვა ვანიკომ და რაც იყო წასაღები, უცებ აალაგეს, მანქანაში ჩატვირთეს და ქალაქში დაბრუნდნენ. ჯერ ტიტე მიიყვანეს სახლში.

საბარგულიდან ძაღლი გადმოიყვანეს. კარგა ხანს ეფერებოდა ვანიკო ტანგოს. თითქოს რაღაცას მიხვდა, ძაღლიც ეფერებოდა და წკმუტუნებდა.
გუჯას ძაღლი და ამხანაგი ერთად შეეცოდა. ერთხანს უყურა და ბოლოს ვანიკოს ჰკითხა:
_ იქნებ დარჩე იქ, სადაც დაიბადე!
ვანიკოს ცრემლი მოადგა თვალზე და ძაღლს თავი ანება. საბელი ბიჭს მისცა და მანქანაში ჩაჯდა.
წერომ ამხანაგს ხუთი მწყერი მისცა და ხუმრობით უთხრა:
_ ეს ამის წილია. თუ ნადირობას ისწავლი, იქნება და, შემდეგ ჯერზე შენც შეგხვდეს შენი წილი!
ტიტემ გაიცინა და ძაღლთან ერთად შევიდა სახლის ეზოში.

მანქანა წავიდა და მგზავრებიც თან გაიყოლა.
ბიჭს შინ კარები ნიამ გაუღო. ძაღლის დანახვაზე გაოცებით იკითხა:
_ ეს რა არის?
_ რა კი არა, ვინ!
_ რაა? ვინ?! _ ვერ გაიგო ნიამ.
_ ჩვენს მუსიკალურ ოჯახს ერთი დირიჟორი აკლდა და აი, აგერ ესეც გვყავს!
ნია მამის ოთახში შევარდა და ძმის ნათქვამ-ნამოქმედარი შეატყობინა.
ტიტე გამოიძახეს და ისიც ძაღლთან ერთად გამოცხადდა მამის წინაშე.
_ რა ჭუჭყიანია?! _ გაიოცა კაცმა.
_ ინადირა და ველზე ასეა.
_ კი მარა, შენ როდის ისწავლე ნადირობა?
_ დღეს, _ თქვა ბიჭმა და მამამისს მწყრის აცმა აჩვენა.
_ ბებიას მიეცი, შეგიწვავს.
_ მე უკვე ვჭამე, ეს თქვენია!
_ კი მარა, როდის აქეთ დაიწყე ჩვენზე ფიქრი? _ გაოცდა კაცი.
_ მუდამ თქვენზე ვფიქრობ, ოღონდ, თქვენ ვერ ხვდებით!
ზაქროს გაეცინა და ეჭვით იკითხა:
_ კი მარა, სამოთახიან `ხრუშჩოვკაში~ ხუთი სული და ძაღლი ერთად როგორ უნდა დავეტიოთ?
_ ტანგო ჩემს ოთახში იცხოვრებს!
_ შენი ოთახი სულ შვიდი კვადრატია.
_ ჩვენ გვეყოფა.
_ ჰაერი?
_ ფანჯარას გავაღებ.
_ შენ იცი! _ თქვა კაცმა და ძაღლის ახლავე დაბანა ითხოვა.
ტიტეს ბებიას მწყერი მისცა და ძაღლი დასაბანად გაიყვანა. ტანგო აბაზანაში ჩასვა და ნელთბილი წყლით დაბანა. ძირს გადმოსვა და ძაღლმა ტანი გაიბერტყა. ტიტე უცებ დასველდა. ბიჭს გაეცინა.
_ მართალია, მეც დასაბანი ვარ! _ უთხრა მან ძაღლს და თვითონაც დაიბანა.

ქურდის მტერი

ორივე სუფთა იყო _ ძაღლი და პატრონი _ ტიტე და უცხო ბინაში ოდნავ შეცბუნებული ტანგო.
ბიჭის ოთახში შევიდნენ. ტიტემ ძაღლს საწოლის წინ ორად გაკეცილი პლედი დაუფინა და ლოგინში ჩაწვა. დაღლილსა და ნასიამოვნებს, თვალის დახუჭვისთანავე ისე დაეძინა, რომ, ფიქრი რა არის, ისიც კი არ გაჰკარებია მის გონებას.
V თავი
ბიჭს დილით წკმუტუნი ჩაესმა. თვალი გაახილა და ძაღლს შეხედა, რომელიც თავზე წამოსდგომოდა. ტანგოს მზერამ ბიჭი გააოცა. თითქოს და, თვალებით ელაპარაკებოდა.

„გარეთ გასვლა უნდა“, _ იაზრა ტიტემ.
ფეხზე ადგა, თავს მიხედა, ჩაიცვა და ძაღლს საბელი ჩააბა, გარეთ გავიდა და ეზოში საბელი შეხსნა ტანგოს. ძაღლმა სირბილი დაიწყო. მთელი ეზო მოიარა, დასუნა, აქა-იქ მიაფსა და ბოლოს დაიცალა. პატრონის წინ შედგა და თვალებში შეხედა ტიტეს. „ეს ძაღლი ნამდვილად თვალებით ლაპარაკობს“, _ დაასკვნა ბიჭმა და ძაღლი სახლში აიყვანა.
სამზადში ბებია საქმიანობდა.
_ ამისთვის რა გვაქვს? _ იკითხა ბიჭმა.
_ პური.
_ მარტო პური?
_ აბა, მწყერი მაცივარშია და თუ გინდა, ის აჭამე.
_ ა, არა! _ უარი თქვა ბიჭმა და იქვე გაიხსენა, ძაღლის საჭმელი სპეცმაღაზიაში იყიდებოდა. მას კი ფული არ ჰქონდა.
_ პური იყოს, _ დათანხმდა ტიტე რეალობას და ძაღლს პურის გამ¬ხმარი ნაჭერი მისცა.

ძაღლმა ნაჭერს დასუნა და არ შეჭამა. ტიტე მიხვდა, არც ისე ადვილი იქნებოდა ასეთი ჯიშისა და ნაპატივები ძაღლის შენახვა. ტანგო თავის ოთახში გაიყვანა და თვითონ ვიოლინოთი ხელში სკოლაში წავიდა. სკოლის დერეფანი სავსე იყო ბავშვებით. ტიტეს დანახვაზე კლასელები გაოცდნენ. მის გარდა კლასში ერთადერთი ბიჭი იკა რურუა იყო. ის ტიტესთან მივიდა და ჰკითხა:
_ თუ იცი, რა მოხდა?
_ არა.
_ მგონი, გაგრიცხეს!
_ ეგ არაფერი!
_ აბა, აქ რატომღა მოხვედი?
_ ფული მჭირდება!
ბიჭს გაეცინა.
_ რა გაცინებს?
_ აქ ფულიანი ვინ სწავლობს?
_ როსტომაშვილი.
_ მერე მაგის დახარჯული ფული ვის და სად უნახავს?
„რაც არის, არის“, _ გაიფიქრა ტიტემ და ამხანაგს გაშორდა, საკლასო ოთახში შევიდა და ბოლო მერხზე მარტო მჯდარ გოგოს შეავლო თვალი მუწუკიან სახეზე.

ცივი სიმშვიდე ეფინა გოგოს. არავის აქცევდა ყურადღებას და იჯდა მარტო, ფიქრში გართული.
_ ყველაზე ლამაზს ჩვენს კლასში და მთელ სკოლაში ჩემი ალმიანი სალამი!
_ ფარისეველი! _ მოკლედ უპასუხა გოგომ ბიჭს.
_ სხვა, როგორ ხარ? _ იხტიბარი არ გაიტეხა ტიტემ.
_ რაც შენ სკოლაში არ დადიხარ, ცოტა დაისვენა ყურმა და თვალმა ერთად.
_ რა, ასე მაგრად გძულვარ?
_ მე მარტო ფიბი მიყვარს!
_ ფიბი ვინ არის?
_ ბიჭზე უკეთესია. ესე იგი, ძაღლი!
_ მეც მყავს ძაღლი.
_ პიდბული?
_ არა, კურცხალი.
_ ცუდი ხალხი კლავს ცხოველებს.
_ ესე იგი, შენ ხორცს არ ჭამ?
_ მე ნამცხვარი და ნაყინი მიყვარს.
_ ჰოდა, ცოტა ფულს თუ მასესხებ, მე და ტანგო კოკა-კოლათი დავლევთ შენი და ფიბის სადღეგრძელოს!
_ ვერ ეღირსები!
_ მახინჯი! _ მიაძახა ბიჭმა გოგოს და საკლასო ოთახიდან გავიდა.
_ მათხოვარი! _ არ ჩამორჩა გოგო.
_ ბიჭს ყური არ უგდია, ისე დაიწყო ფიქრი: რა ვქნა, ა? რა ვაჭამო მე იმ, ძაღლების არისტოკრატს? ვიოლინო გავყიდო თუ.... ე, არა! მაშინ ტანგოს კი არა, მეც გარეთ გამომაგდებენ.
_ კედია! _ მოესმა ტიტეს ნაცნობი და მისთვის უსიამოვნო ხმა.


ბიჭმა უკან მიიხედა და დერეფანში თავისი კლასის დამრიგებელი დაინახა. უხალისოდ მივიდა ტიტე პედაგოგთან.
_ ხვალ მშობელს მოიყვან! _ მკაცრად ბრძანა შავ პიჯაკსა და თეთრ მაქმანიან პერანგში გაწკიპულმა ქერა ქალმა.
_ რატომ?
_ პირველ რიგში, სკოლაში აღარ დადიხარ! გარეთ რაც ხდება, ვიცით და ცუდია! და საერთოდ, შენი მშობლების მაგიერ სკოლა პასუხისგებას არ აპირებს, გასაგებია? _ იკითხა ქალმა და მკაცრად მოკუმა ისედაც პატარა პირი.
_ დიახ, მას! _ დაეთანხმა ბიჭი დამრიგებელს და თავის გზაზე წავიდა. გაიფიქრა: ეს რომ ოჯახმა გაიგოს... მორჩა კარგი ცხოვრება და დაიწყო ომი! რა უნდა ექნა? ამ ტვინის ჭყლეტით ბიჭი სკოლიდან გამოვიდა და პეკინის ქუჩისკენ აიღო გეზი.

ბუკიას ბაღში თემო და გოგი დახვდნენ საძმოს ნაჩვევ სკამზე. ტიტე ბიჭებს მიესალმა და გვერდით მიუჯდა.
_ რა არის, ბაირონ, რატო ხარ მოწყენილი? _ ჰკითხა თემომ.
_ ბაირონი პოეტი იყო.
_ აბა, ჯოხით სიმებს ვინ ანძრევს?
_ შენ და მამაშენი.
_ ვიცი მე, ვის ოჯახში უჭირავს ყველას ერთად ხელში ერთი რამ და ერთ ხმაში რას და როგორ ანძრევენ!
_ შენი დედა რო ..., _ მშვიდი და ცივი ხმით გამოხატა ტიტემ თემოს დედის მიმართ სექსინტერესი.
უცებ ეცა ბიჭი ბიჭს. ჩხუბს ნაჩვევი იყო ტიტე და წონა-ზომითაც ბევრად მეტი მეტოქეზე. მან კინგ ბოქსინგის სულ ორი ილეთი გამოიყენა. ჯერ ყელში დაარტყა მსუბუქად მუშტი სუნთქვაშეკრულ ბიჭს, მუხლში ფეხი ამოჰკრა და თემო ძირს დაეხეთქა.


გოგი შუაში ჩადგა.
_ არაცერთი არა ხართ მართალი! _ ყვიროდა ნაწყენი ბიჭი.
_ შენც ხო არ გინდა? _ ჰკითხა მას ტიტემ.
_ ძმაკაცს ერევი?! _ შეუბრუნა კითხვა გოგიმ და სახეზე წყენა დაეტყო.
_ რა არის, რო?
_ მოდი, აქა ვარ! _ ამაყი იყო გოგი ამ გამოწვევის დროს და მზად _ წაგებული ჩხუბის და ცემის ასატანად.
ვერ უპასუხა ასეთ გოგის ტიტემ. წამით საძულველ ინსტრუმენტს შეხედა. ისე, რომ არც არაფერი უთქვამს. ვიოლინო სკამთან დატოვა და... ოღონდ იქაურობას გარიდებოდა და, უნებლიეთ სახლს მიადგა.
კარი ბებიამ გაუღო.


_ ასე ადრე რატომ მოხვედი? ვიოლინო სადღაა?
_ ვიღაც ბიჭები დამხვდნენ ქუჩაში, მცემეს და ვიოლინოც წაიღეს.
ქალმა ბიჭს შეხედა, აწითლებულ სახეზე წყენა შეატყო და ნათქვამიც დაიჯერა.
_ არ ინერვიულო, შვილო, ახალს გიყიდით! _ დაამშვიდა ბიჭი ქალმა.
კარებზე ზარის ხმა გაისმა. ტიტე თავის ოთახში გავიდა და სკამზე ჩამოჯდა. ძაღლი მიელაქუცა და ისიც კისერზე მოეხვია ტანგოს.
_ ტიტე! _ გაისმა მოხუცის ხმა და ბიჭის ოთახში ხელში ვიოლინოჩახუტებული ქალი შევიდა.
_ ეს გოგიმ მოიტანა. ტიტეს დარჩაო ბაღში.
_ არ წაუღიათ, ესე იგი.
_ არა, შვილო! აბა, ცუდ ბიჭებს ვიოლინო რად უნდათ? _ თქვა ქალმა და ვიოლინო სკამზე დადო.


ბებია ოთახიდან გავიდა და ტიტე ძაღლს დაელაპარაკა:
_ ბარონ მიუნჰაუზენ! აბა, მითხარი, მე შენ ახლა რა უნდა გაჭამო? ისე, გერმანელ ბარონს შეიძლება, მუსიკაც გიყვარს. ტიტე თავის ნათქვამ¬ზე თვითონვე გამხიარულდა და შალითიდან ვიოლინო ამოიღო. მკერდზე მიიდო და დაკვრა დაიწყო. ძაღლმა პატრონს ახედა და აწკმუტუნდა.
_ მგონი, სმენა გაქვს და არ იცოდი, _ უთხრა ბიჭმა ძაღლს და იქვე შესთავაზა, _ იქნება და, ჩემ მაგიერ მუსიკაზე შენ იარო. ძაღლი აღარ წკავწკავებდა, ისე უყურებდა თავის ახალ პატრონს.
_ ხმას აღარ იღებ, ესე იგი, არც შენ გიყვარს ვიოლინოს კნავილი.

ქურდის მტერი

მოდი, ჩემს მოგონილ ენაზე ჩემ მიერ დაწერილ რეპს მოგასმენინებ.
ძაღლმა პირი გააღო და ქასქასი იწყო.
_ თუ ასეა, მისმინე! „არია და მარია, ჩუქუ-ჩუქუ არიან. ხერხი, ბურღი, ტარია და კარებში ალია. ასე ესა, ტრაწი ჭირთ, ტრმ-ტრმ არიან. ახტა-დახტა ვალია, თუ ვალია, ვალი ვარ. ტრმ-ტრმ, ხუხუ-ხახ, თეთრი ყვავი ვარდია.“
ამ და ასეთ ამბავში, ტიტეს ოთახში ბებია შევიდა და ბიჭს ამაყად ახარა:
_ კარგი ამბავია, _ ეს თქვა ქალმა და ბიჭს შუბლზე აკოცა.
_ რა მოხდა, ანეტა?
_ ნია გიზოს შეურიგდა!
_ ეგ ვიღაა?
_ შენი სიძე.
_ სიძე სამი გყავდათ.

ეს რომელია?
_ გრცხვენოდეს! _ თქვა ქალმა და ოთახიდან ნაწყენი გავიდა.
_ ის ბოზობს და მე უნდა მრცხვენოდეს. ლოგიკა და ქალი _ ერთი ნაგავია.
კლასელი გოგოს ნათქვამიც გაიხსენა, მე ნაყინი და ნამცხვარი მიყვარსო. გუნებაში დააყოლა: მე რომ თქვენი, ყველას დედა ერთად!.... ხასიათი გაუფუჭდა, ვიოლინო კედელზე მიაყუდა, ლოგინ-სავარძელი გაშალა და დაწვა. აშლილი ნერვების ბრალი იყო თუ მოწყენის, ბიჭს უცებ დაეძინა.
საღამო იყო და ტიტე დედამ გააღვიძა.
_ რა არის? _ იკითხა ბიჭმა.
_ შვიდ საათზე გიზო მოვა.

კოკა-კოლა და კონიაკი უნდა მოიტანო. მე ვახშამს ვამზადებ.
_ ერთი რა!!
_ ტიტე! _ მკაცრად იყვირა ქალმა.
_ ცუდ გუნებაზე დადგა ტიტე. მაინც ადგა, ხელ-პირი დაიბანა, ჩანთა და ფული აიღო. ძაღლს დაუძახა და მაღაზიაში წავიდა.
_ ეს მინდა ახლა მე? ისევ იმ ნაბიჭვარს უნდა ვუყურო ჩემს სახლში. ქალი რომ თხოვდება, ქმართან მიდის. ნიამ კი, ვისაც კი მისცა, ყველა სახლში მოიყვანა.

საქმეა ახლა ეს?! _ ამ ფიქრში მაღაზიაში შევიდა. რაც დააბარეს, იყიდა და სახლში დაბრუნდა.
_ კარგია, რომ დროზე მოხვედი. გიზო უკვე აქ არის, _ ახარა ბიჭს დედამ.
ტიტეს არაფერი უთქვამს. ძაღლს საბელი მოხსნა და მისაღების გავ¬ლით თავის კაბინაში წავიდა. მაგიდასთან მისი ნაცნობი, შუაზე თმაგადავარცხნილი, სუნამოთი აყროლებული კაცი იჯდა. გიზო ბიჭს მიესალმა და ძაღლს შეხედა.

ისევ ბიჭს ახედა და შეგონების კილოთი მიმართა:
_ ძაღლს რწყილები ჰყავს და სახლში თუ ძაღლია, თან ასეთი დიდი, ჰიგიენა ძნელი დასაცავია!
_ მერე, შენ ვინ გეკითხება? _ შეუტია ბიჭმა კაცს.
_ როგორ?! მე შენი სიძე ვარ!
_ ბევრნი ხართ, ვინცა ხართ, _ თქვა ტიტემ და ძაღლთან ერთად თავის ოთახში შევიდა.
მამის ბოდიში და მაპატიე გაიგონა ბიჭმა ზურგს უკან. უცებ ინანა ტიტემ, რომ მისი ძაღლი პიდბული ან, სულაც, მგელი არ იყო. დიდი სიამოვნებით შეაჭმევდა ახლა ის ამ სიძეს ყველაზე აგრესიულ მხეცს. ტანზე გაიხადა და ლოგინში ჩაწვა. ძაღლი საწოლის წინ პლედზე მიუწვა და ყველაზე შფოთიანი, უძილო და გრძელი ღამე გაატარა ამ ღამით ბიჭმა თავის პატარა ოთახსა თუ კაბინაში.
VI თავი
უძილო და ნერვაშლილი ბიჭი დილით ყველაზე ადრე ადგა. ძაღლი გარეთ გაიყვანა და დიდხანს ასეირნა ეზოში.

უკან დაბრუნებულს კარი ბებიამ გაუღო და იქვე ამცნო:
_ მამას უნდა შენთან ლაპარაკი!
ბიჭი მისაღებ ოთახში შევიდა და მაგიდასთან მჯდარი მამის წინ დადგა.
_ მისმინე, _ თქვა ზაქრომ, _ სამოთახიან `ხრუშჩოვკაში~ ექვსი სული და კიდევ ძაღლი, ვერ მოვთავსდებით. თან ძაღლის სუნთქვის სიხშირე ადამიანისაზე მეტია და ჰაერიც მეტი სჭირდება. საწყენია, მაგრამ ძაღლი ძველ პატრონს უნდა დაუბრუნო!
_ არა! _ თქვა ბიჭმა.
_ არას შენს ნაყიდ სახლში იტყვი! ეს სახლი კი ჯერ ისევ ჩემია!
_ მაშინ მეც წავალ ამ შენი სახლიდან!
_ მაინც სად?
_ იქ, სადაც შენ, შენი შვილი და სიძე არ იქნებით!
_ შენ თუ ძაღლი გირჩევნია ჩვენს ოჯახს!.. _ თქვა ზაქრომ და შვილს მკაცრად შეხედა.
_ ახლავე წავალ! _ თქვა ბიჭმა და თავის კაბინა-ოთახში გავიდა. რაც კი რამ ჰქონდა და სჭირდებოდა, ჩანთაში ჩააწყო.

კედელზე მიყუდებული ვიოლინო მოხვდა თვალში. ინსტრუმენტი ხელში აიღო, კედელს მიახეთქა და ნაფოტებად აქცია ძველი და მშრალი ხე. ძაღლს საბელი ჩააბა ტიტემ და სიტყვის უთქმელად სახლიდან წავიდა.
_ მალე მოხვალ! _ უკან მიაძახა ზაქრომ შვილს.
_ შენი მართლა მუსიკოსი და ანანისტი დედაც!.. _ შეაგინა ბიჭმა პასუხად მამას და კიბეზეც ჩაირბნა. ჩანთა საცავ სარდაფში შეინახა და ძაღლთან ერთად ბუკიას ბაღში გავიდა. ტიტეს ამხანაგები ბაღში არ ჩანდნენ.

ისიც სხვა ნაცნობ ბიჭებს მიუჯდა გვერდით.
_ კარგი ძაღლია, ბიძაჩემსაც ჰყავს ასეთი, _ თქვა ერთმა.
_ თუ ბიძაშენს ჰყავს... _ დაცინვით აღნიშნა მეორემ.
_ პოინტერი გაგიგია?
_ ჰო, კი.
_ ჰოდა, კინოლოგებმა პოინტერი და კურცხალი შეაჯიბრეს ერთიმეორეს. ყველა საკითხში კურცხალმა აჯობა. ადრე კი ეს ორი ძაღლი ითვლებოდა ერთიმეორის კონკურენტ ჯიშებად.
_ ეს როდის იყო?
_ ადრე.
_ იმის მერე თუ შეაჯიბრეს კიდევ?
_ არ ვიცი.
_ ჰოდა, არც ის არ იცი, ახლა რომელი ძაღლი სჯობია?!
ბაღში წერო გამოჩნდა. ჩვეულ სკამზე დაჯდა და ტიტეს გამოხედა. ბიჭი გურის და ლეოს დაემშვიდობა და წეროსთან გადაჯდა.
_ შენ და თემომ რა ქენით? _ იკითხა წერომ.
_ ვიჩხუბეთ!
_ ეე, არ გამოვა ასე! ძმაკაცობა და ჩხუბი ერთად?
_ ეგ არაფერი! უფრო ცუდი საქმეც მოხდა.
_ მაინც?
_ სახლიდან წამოვედი.
_ რატომ?
_ მესამე სიძე დაბრუნდა გუშინ სახლში.
_ ეგ შენი საქმე არ არის.
_ რატომ?
_ ქორწინება პირადი საქმეა და სხვას არაფერი ესაქმება.
_ შენ ყოველთვის იცი, ვინ და რა უნდა აკეთოს? _ ჰკითხა ნაწყენმა ბიჭმა.
_ სჯობია სახლში დაბრუნდე! _ ისევ ურჩია წერომ ამხანაგს.
_ არა.
წერომ ტიტეს შეხედა და მიხვდა, აქ შეგონება არ გაჭრიდა.
_ ამაღამ ჩემთან წამოდი და მერე ვნახოთ!
ტიტე ჩუმად იჯდა და მშიერ ტანგოს უყურებდა.

„წეროს რომ ვუთხრა, ძაღლს შია-მეთქი, რას იტყვის? თუ თავი არ მქონდა, რატომ წამოვიყვანე?“ _ ეს გაიფიქრა და ნერვიულად მოკუმა ტუჩები.
ბაღში პაჟარა შემოვიდა.
„აი, ვინ მჭირდება“, _ გაიფიქრა ტიტემ და ბიჭს ისე ხალისიანად შეხვდა, უცხოს ეგონებოდა, დიდი ხანია ამ ბიჭს თავისი ამხანაგი არ უნახავსო.
გამარჯობის თქმა არ აცალა, ისე უთხრა ტიტემ პაჟარას:
_ შენთან საქმე მაქვს!
_ თქვი!
_ მეც მინდა ის საქმე.
_ ჩხუბი იცი, მარა სირბილი თუ იცი?
_ კი და კარგადაც!
_ არ გინდათ, _მკაცრად თქვა წერომ.
_ მინდა! _ თქვა ტიტემ.
_ წერო! _ მიმართა წეროს პაჟარამ, _ შენ, გაჭირვება რა არის, არ იცი. აბა, ერთი, ჩვენ გვკითხე, რა და როგორ არის!
_ კაი, რას აკეთებ, ის მაინც თქვი!
პაჟარას გაეცინა და მარტივად ახსნა:
_ მთვრალ ფრაერს რესტორანთან ვხვდები, ფულს უვადოდ ვსესხულობ და ჰერი-ჰერი! ქარო, ზურგზე მიმაკარი ფეხი!
_ დაგიჭერენ!
_ შეიძლება, და მაშინ შავ ცხოვრებას მივყოფ ხელს და იქნებ `განაბიც~ კი გავხდე.
_ შოფრის ნათქვამი თუ იცი?
_ არა და შოფრობასაც არ ვაპირებ!
_ მაინც მოგიყვები.

ქურდის მტერი

შოფერი დაიჭირეს ავარიაზე. გარეთ რომ გამოვიდა, ასეთ ამბავს მოყვა.

ზონაში რომ შევდიოდით, ათნი ვიყავითო. ცხრა მომავალი `განაბი~ იყო და ერთიც მე _ მძღოლიო. `სროკის~ მერე რომ გამოვედი, ახლა ცხრანი ვიყავით. მე ისევ `შოფერი~, რვიდან ზოგი `ბოზი~ და ზოგიც `ფუფლო~ იყო. ის ერთი, `განაბი~ კი `კრიტში~ გადაიყვანეს და მგონი, სამუდამოდ იქ დარჩაო.
_ მერე, რა არის რო?
_ თვითონ იფიქრე და იქნებ მიხვდე!
პაჟარა მინიშნებას მიხვდა. წერო თვალით აზომა და გაიფიქრა, თუ წეროსთან ჩხუბი მოუვიდოდა, მარცხი ელოდა. გაგონილს წაუყრუა და ძალით გაიცინა კიდეც.
გოგი და თემო, ბოლოს კახა და ამ სკამის საძმოს ყველა წევრი შეიკრიბა ბაღში.

ბევრი ილაპარაკეს რაგბიზე, გოგოებზე, ჩხუბზე _ ყველაფერზე, რაც იცოდნენ და არ იცოდნენ, და დაღამდა კიდეც.
კრება დაიშალა და წერომ ტიტეს ჰკითხა:
_ წამოხვალ ჩემთან?
_ არა!
წერომ პაჟარას გახედა და მიხვდა, ახლა ტიტე გონებით მასთან იყო.
_ დამიცადე! _ უთხრა ტიტემ პაჟარას და ძაღლიანად სარდაფში გაიქცა. ძაღლი კარების სახელურზე მიაბა და უკან სირბილით დაბრუნდა. ტიტე და პაჟარა ბაღიდან ერთად გავიდნენ. ტაქსი გააჩერეს და პაჟარამ მცხეთის გზაზე რესტორნებთან გაყვანა სთხოვა მძღოლს. ადგილზე მალე მივიდნენ. პაჟარამ ხარჯი გადაიხადა და ორივე კაბინიდან ჩავიდა.

მანქანა წავიდა და პაჟარამ ტიტე რესტორნების უკან, ტყეში გაიყვანა.
_ აქ რა გვინდა? _ ჰკითხა ტიტემ.
_ ნაშუაღამევს მთვრალი აშიკები და იმათი `ნაშები~ აქეთ წამოვლენ. ოღონდ არ იხმაურო! ცოტა და, ნახავ, ყველაფერი აეწყობა! მთავრია, არ დაიბნე!
_ ბევრი გიშოვია ამ საქმეზე?
_ მდიდარი ვერ გახდები, მარა... კაიფის ფული არის.
_ მაინც?

_ ორასი-სამასი ლარი, შეიძლება მეტი ან ნაკლები, მობილური, საათიც. მარა, შეიძლება ისეც მოხდეს, თუ ტიპს არ გავასწარით, ადგილზე დაგვხოცოს.
_ ბევრი ფული მჭირდება!
_ რამდენი?
_ სახლი რო ვიყიდო!
_ ეიო, ლეიო, ლა-ჰუ-ჰუ!
_ რა არის?!
_ იცი, სახლი რა ღირს?
_ არა.
_ შეიძლება ათი, ოცი და მეტიც... ა თ ა ს ი.

გაიგე?
_ იაფი სახლებიც ხო არის?
_ ავჭალაში.
_ ეგ შორია..
_ ხო გაქ სახლი.
_ წამოვედი.
_ ერთოთახიანი აიღე გირაოში.
_ ეგ როგორ?
_ ორ ან სამი ათას დოლარს აძლევ, ვთქვათ, ერთი წლით. ერთი წელი ბინაში ცხოვრობ და მერე ფულს გიბრუნებენ და ახალ ბინაში გადადიხარ. ასე იაფია და საქმეც იორღად გამოვა.
_ სამი ათასს რამდენ ხანში ვიშოვი?
_ ამ საქმეში, რაც ყველაზე მეტი მიშოვია, ხუთასი ლარი იყო. მეტი ფული `ფრაერს~ თან არა აქვს.
_ მობილური და საათი?
_ მოპარული მობილური, ჰა, ოცი ლარი. საათი, ნუ გაწიე, ოცდაათი ლარი.
_ ორ თვეში ვიშოვი სამი ათასს!
_ ჯიგარო! ჯერ ადგილს უნდა ცვლა. მერე ფრაერი მუდამ ადგილზე არ არის.

ამასობაში კი დრო გადის და თუ ჭკვიანად არ იქნები, მუქთა ბაითზე იცხოვრებ და არც არავინ არ გკითხავს, შენ ბინა გინდა თუ არა. გაიგე?
_ ცვლაში დრო იკარგება? _ იკითხა ტიტემ.
_ კვირაში ორჯერ, ჰა, სამჯერ შეიძლება ამ საქმის კეთება და ესეც დიდი რისკია!
_ ესე იგი, ბინის ფულს ვერ ვიშოვი?!
_ იქირავე რა!
_ ეგ რა ღირს?
_ ერთოთახიანი _ თვეში ორასი ლარი.
ტიტე დაფიქრდა.
_ თუ გამდიდრება გინდა, სჯობია სხვა საქმე იპოვო!
_ მაინც?
_ ეგ რო ვიცოდე, აქ არ ვიქნებოდი.
_ მოდი, კაზინო წავიღოთ!
_ რა თქვი?
_ კაზინო გავიტანოთ!
_ მისმინე, ოქროს ბიჭი! ჯერ იქ დაცვაა და ტყვია არავისთვის არ ენანებათ. ახლა კი უარესი მოისმინე! ყველა კაზინო მაფიას ეკუთვნის და თუ გიპოვეს, და გიპოვიან, ღმერთს `სროკზე~ წასვლას სთხოვ, ისეთ დღეში ჩაგვაგდებენ.
_ მაინც ვიფიქროთ.
_ იარაღი გაქვს?
_ არა.
_ მე მაქვს.
_ ძვირია?
_ რუსულ ნაგანს ორას დოლარად იყიდი. მარა, იმათ ავტომატები აქვთ ისეთი, რუსულ არმიას სიზმარში რო არ უნახავს.
_ რაღაცა უნდა ვქნათ!
_ ჰოდა, ზუსტად იმ რაღაცას ელოდები ახლა აქ! _ ეს თქვა პაჟარამ და ფულზე აჭრილ ბიჭს საქმის არსიც აუხსნა.
_ პირველად ხარ და კარგად მისმინე! ფრაერს დავინახავთ და უკნიდან ვეპარებით. ფეხს ფეხში გამოვკრავთ და წაქცეულს უცებ ვწმენდთ. მერე კი გავრბივართ სულ ტყე-ტყე და ხის ჩრდილს შეფარებული.

ასე ნაკლებ გამოვჩნდებით, თუ მდევარი აგვყვა.
_ იარაღი? _ იკითხა ტიტემ.
_ ამ შემთხვევაში არ გვჭირდება და თან საქმეს ამძიმებს.
_ მე წავაქცევ. ორი წელია, რაც კინგ ბოქსინგში ვვარჯიშობ.
_ მაგიტომ წამოგიყვანე. აბა, ბრუციანი კახა და სქელო გოგია რად მინდა? ლაპარაკის ხმა შემოესმათ და პატარა ყაჩაღებმა სმენა დაძაბეს. კაცის ბოხი და ქალის ნაზი ხმა გაირჩა შორიახლოს.
_ `პუტანკა~ ჰყავს, _ თქვა პაჟარამ. ცოტა ვაცადოთ, ტანზე გაიხდიან და ცემა-ტყეპა არც დაგვჭირდება, ისე ავართმევთ რაცა აქვს.
ბიჭები ხმას მიჰყვნენ და მაღალ ბუჩქებში კაცის კვნესის ხმა მოესმათ.
_ მინეტია, _ თქვა პაჟარამ და ტიტეს ანიშნა, მიდი და, რაც შეგიძლია, სწრაფად იმოქმედე.
ბიჭი ბუჩქებში შევარდა და სქელი და მელოტი კაცი ფეხზე წამოვარდა.

მარტო შარვალი ჰქონდა კაცს ჩახდილი. ბიჭმა მელოტს ნიკაპში ამოსცხო და მთვრალი კაცი მოწყვეტით დაეცა ძირს.
_ ნი ბეიწე რებიატა, ია ვას ბეზ პლატნა აბსლუჟუ! _ აყვიდა რუსის გოგო.
_ ზატკნის! _ უბრძანა პაჟარამ და გოგოც გაჩუმდა.
კაცი გაჩხრიკეს. საფულე, საათი და მობილური აართვეს.
_ ეს? _ იკითხა ტიტემ გოგოზე.
_ ეგენი თან ფულს არ ატარებენ.
_ აი, აიგე, _ თქვა გოგომ და ჩანთა მიაწოდა ტიტეს.
ბიჭმა ჩანთა გახსნა და იქ ხუთი ლარი, ორი პრეზერვატივი და
ცხვირსახოცი იდო.
_ სუ ეს არის? _ გაიოცა ტიტემ.
_ გითხარი, ესენი თან ფულს არ ატარებენ. ზოგი ფულს იქით ართმევს¬ და ესენიც ასე თავს იზღვევენ.
ტიტემ გოგოს უკან მიუგდო ჩანთა და ფული.
_ ახლა? _ ჰკითხმა მან პაჟარას.
_ ახლა თესი და მალე!
ტყე-ტყე მირბოდა ორი ბიჭი. ძაღლი ხო არ მოგვდევს, რატო გავრბივართ? _ იკითხა ტიტემ.
_ შეიძლება იმ გოგოს „სუტენიორი“ ჰყავს და არ გვინდა ჩვენ ახლა ჩხუბი.
ტყიდან დიღომში გავიდნენ, ტაქსი გააჩერეს და ისევ საბურთალოზე გავიდნენ.

პეკინის ქუჩაზე ჩამოვიდნენ და პირველივე ეზოში შევიდნენ. ფანრის ახლოს სკამზე დასხდნენ და „ტყავი“ გაჩხრიკეს. ორასი დოლარი და სამასი ლარი იყო.
_ ვაჰ, შენი ბედია! _ თქვა პაჟარამ.
_ რა არის ჩემი ბედი! პირველ საქმეზე ყველას უმართლებს. თუ გინდა, დოღზედაც კი ითამაშებ.
ფული გაიყვეს. საათი ათვალიერეს.
_ `სვოჩის~ საათია.

ახალი ორას ლარამდე ღირს. ეს, ჰა, გაწიე-გახიე,
ოცდაათი ლარი ეღირება. ტელეფონი ნოკიას ფირმისაა. ა, ესეც ოცდაათი ლარი! რომელიც გინდა, ის აირჩიე.
ტიტემ ტელეფონი აიღო ხელში.
_ მე საათი, _ თქვა პაჟარამ და ქონება ბოლომდე გაიყვეს.
_ დავიღალე, _ თქვა პაჟარამ და ფეხზე ადგა, _ ხვალამდე! _ უთხრა ტიტეს და ჩქარი ნაბიჯით სახლისკენ გასწია.

ქურდის მტერი


ტიტემ ეზო დაათვალიერა.

ამაღამ რა ვქნა? ჩაეკითხა თავის თავს და გაახსენდა, სარდაფში ძველი ავეჯი ეყარა. ტანგოც იქ არის! ტიტემ უცებ გაიხარა. რაც მე ის ძაღლი ეს ორი დღე ვაშიმშილე, ხვალ ავუნაზღაურებ. ფეხზე ადგა და სარდაფის გზას დაადგა. ტელეფონი ახმაურდა ბიჭის ხელში. მიხვდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ხაზზე. მაინც გასცა პასუხი.
_ ჩვენი ხარ, ჯიგარ? _ გაისმა კითხვა ტელეფონში.
_ თქვენ ვინა ხართ?
_ განაბს ელაპარაკები, ძამიკო!
_ მერე?
_ უნდა შევხვდეთ.
ტიტეს გაეცინა და იკითხა:
_ მე თვითონ მოვიდე პოლიციაში, თუ თქვენ მიმიყვანთ?
_ ბიჭი, თუ იცი, რას ამბობ? მე ხარფუხელი კოჩია ვარ! _ იყვირა უცხომ და ტიტემ ტელეფონი იქვე გამორთო.

აპარატი გახსნა, სიმბარათი ამოიღო და შორს ისროლა. სარდაფში ჩავიდა. პატრონს წკმუტუნით შეეგება კარების სახელურს მიბმული ტანგო. „შია“, _ გაიფიქრა ტიტემ. გული ეტკინა და წყენა დაეუფლა. არ უნდა დამვიწყებოდა! ბიჭი ძაღლს მიეფერა და დაიფიცა:
_ ხვალ გავსწორდებით! იმდენს გაჭმევ, რომ იქნება და, მუცელზე გასკდე!
_ ბიჭი დაღლილი იყო და ბნელში ხელის ცეცებით მიაკვლია აქ დაწყობილს ძველ ავეჯს. ფიცრები იატაკზე დააწყო და ზედ დაწვა.

თავქვეშ სპორტულ ჩანთა ამოიდო და ფიქრი დაიწყო: „პაჟარას სახლიც აქვს და ცხელი საჭმელიც. მე კი მომჭირნედ უნდა ვიყო, თორემ, ბინას ვერ ვიქირავებ“... ეს `თორემ~ უშლიდა ხელს! „თუ არადა, მაშინ?! ისევ ზაქროსთან უნდა დავბრუნდე, ბოდიში მოვუხადო და თან იმ გაპუდრულ გიზოს ვუყურო, როგორ ჟიმავს ნიას მეზობელ ოთახში. ეი, არა! აწი მარტო ვიცხოვრებ და აღარც ვიოლინო მჭირდება და აღარც იმათი დამადლებული ბულიონი“. უცებ გახალისდა: „ვიოლინო დავამტვრიე და ფირალი გავხდი. თავისუფალი კაცი ვარ აწი მე! უფალი ჩემი ნებისა, ვით დემონი თვისი ქვაბისა! სარდაფის ბნელს თვალი შეავლო და იქვე გაიხსენა, პაჟარას იარაღი აქვს, მე _ არა. ვიყიდი“.

იაზრა და ისევ პაჟარას ნათქვამი გაიხსენა, რუსულ ნაგანს ორას დოლარად იყიდიო. ვიყიდი, გაიფიქრა მან და დაიმედებული სარდაფის სიბნელესა და ძილს თვალ-დახუჭული მიენდო.
VII თავი
ფიცრებზე გვერდდაბეგვილმა ბიჭმა სარდაფის მეორე მხარეს თავი დაიცალა. ძაღლი სახელურიდან ახსნა და გარეთ გავიდა. კიბეზე უკან მიიხედა და ძაღლი არ მისდევდა. უკან შებრუნდა და კინაღამ გული აერია. ძაღლი მის განავალს ჭამდა. მთელი ძალით ამოსცხო წიხლი ძაღლს და ისიც აკივლდა.


_ ფუ, შენი! _ გამოსცრა ბიჭმა და ზევით ავიდა. ამჯერად ძაღლიც უკან მიჰყვა. ალმაცერად გახედა ბიჭმა ძაღლს და გუშინდელი დანაპირები გაიხსენა. „რაც არის, არის“, _ უთხრა თავს და მაღაზიაშ შევიდა. ძეხვი იყიდა და ბუკიას ბაღში გავიდა. სკამზე დაჯდა. ძაღლიც მის წინ შედგა და თვალებში მიაჩერდა.


_ აიღე! _ უთხრა მას ბიჭმა და ძეხვი გადაუგდო. ძაღლმა უცებ შეჭამა ის, რაც მისცეს. „ჯიშიანია და არისტოკრატი ძაღლი ჰქვია. ეს კი რა ქნა. ნეხვიჭამია, ღორია და მეტი არც არაფერი“! _ გაიფიქრა ტიტემ და ბაღში მოსულ პაჟარას ჰკიდა თვალი. ბიჭები ერთიმეორეს მისალმნენ და პაჟარამ ჰკითხა:
_ რად გინდა ეს ძაღლი?
ტიტეს განავალი გაახსენდა და არც არაფერი უთქვამს.
_ შენ თუ იცი, ძაღლი რომ მტერია?!
_ ვითომ რატომ?
_ ჩვენ მგლები ვართ, ეს კი ძაღლია, დარაჯი.
_ მონადირეა.
_ მგელზე.
ბიჭმა ერთხანს ძაღლს უყურა და უცებ მიხვდა, წეროსთან ერთად ყოფნის სურვილმა ათხოვნინა მას ეს ძაღლი. „ნეხვიჭამია!“ _ გაიფიქრა და ძაღლს თვალებში ჩახედა.

იმავ წამს შეეცოდა ცხოველი და დაბნეულმა პაჟარას ჰკითხა:
_ რა ვუყო, მე ახლა ამას?
_ გაუშვი.
_ სად?
_ სადაც უნდა, იქ წავიდეს.
_ წეროს მამის ამხანაგისაა. შევპირდი მოვუვლი-მეთქი. ამან კი მძღნე¬რი არ შეჭამა?
_ ეგ როგორ?
_ მე ვისაქმე, ამან კიდე, მივიდა და, შეჭამა.
_ ფუუფ! _ ამოაფურთხა პაჟარამ.
_ პატრონს დავუბრუნებ! _ წამოიძახა ტიტემ.
_ მასეც შეიძლება!
_ ისე, მე თვითონ ვთხოვე, სახლიდანაც ამისთვის წამოვედი, _ ეს თქვა და დამტვრეული ვიოლინო, სიძე, ოჯახის წევრები და გინება გაიხსენა. არა, „ასე არ შეიძლება“, _ უთხრა საკუთარ თავს და ძაღლის დატოვება არჩია.
_ სამ საათზე საქმეა.
_ რა ხდება?
_ გოიმი თამაშზე დავსვი, მარა ბევრი მომივიდა. ახლა კი არ იხდის.
_ მერე?
_ სტრელი მაქვს.
ბევრი რამდენია?
_ ხუთი ათასი.
_ პრობლემა რაშია?
_ ბოლო დარიგება დაწვა და იძახის, არ ვიხდიო.
_ ეგ როდის იყო?
_ თვე გავიდა უკვე.
_ თუ ტყუილზე დაგწვა, კი არ მოუგე, აწერავ!
_ რაშიც დამწვა, ის ფოსტა ქვითია.

იქამდე წაგებული კი ბარდება.
_ მე რა უნდა ვქნა?
_ თუ ძაღლს მოიშორებ, წამო და საქმეში წილიც გამოჩნდება.
_ რა, აქ დავაგდო?
_ რომელი პიპინია ერისთავი შენ ხარ, ასეთი ძაღლით, რო პარკში ისეირნო.
_ სჯობია, წეროს დავუბრუნებ!
_ რა გახდა ასეთი?
_ წეროს მამის ძმაკაცის ძაღლია და პირობა მივეცი, მოვუვლი-მეთქი.
_ ჰო, თუ ასეა, დიდება ამ ძაღლს და მის ნათესავ ყველა ნეხვიჭამია ძაღლს ამ ქვეყანაზე!
_ წამო, _ თქვა ტიტემ და ბიჭები ძაღლთან ერთად წეროს სახლისკენ გაემართნენ. ეზოში შევიდნენ და წეროს ქვევიდან დაუძახეს. ისიც ფანჯარაში გამოდგა და ძაღლისა და ბიჭების დანახვაზე მიხვდა, რაც ხდებოდა.
_ ახლავე! _ დაიძახა ზემოდან და ხუთ წუთში გარეთ იყო.


_ რა არის? _ იკითხა წერომ.
_ თუ გახსოვს, გითხარი, ჩემი და ქმარს შეურიგდა და მე სახლიდან წამოვედი-მეთქი.
_ კი.
_ ბოდიში, მარა მე ძაღლს ვეღარ მოვუვლი!
წერომ პაჟარას შეხედა. ერთ წამს უხმოდ უყურა. ბოლოს კი მკაც¬რად თქვა:
_ იცოდე, პაჟარ, შენ თუ ეს ბიჭი შავსაქმეში გახვიე, მე და შენ ცუდი საქმე გველის!
_ ესე იგი, მე ვუთხარი ამის დას, გათხოვდი და ტიტეს _ ზედსიძის გამო სახლიდან წამოდი-მეთქი?
_ არა, ეგ არა, მარა... შენ იცი, რაც გითხარი!
_ ვიცი. უბრალოდ, ვერ მიტან და სუ ეს არის!
_ მე ჩემი გითხარი!
_ მე არავის არ ვაძალებ ჩემთან ყოფნას.
_ მომე! _ ბრაზით თქვა წერომ და ძაღლის საბელი წაართვა ტიტეს ხელიდან. უკან არ მოუხედავს, ისე აიყვანა ცხოველი სახლში.
_ კრივი უფრო მაგარია თუ კინგ ბოქსინგი? _ იკითხა პაჟარამ.
_ წერო ჯიგარია! _ უცებ შეაწყვეტინა სპორტის სახეობათა რკვევა ტიტემ.
ბიჭები ეზოდან გავიდნენ და პაჟარამ გუშინ ნაშოვნ საათზე დაიხედა.


_ მართლა, გუშინ დამირეკეს.
_ კარტა უნდა ამოგეღო.
_ ეგ ვქენი, მარა მერე სხვა რაღაც მინდა, რო გითხრა!
_ თქვი!
_ განაბი ვარო, ავლაბრელი კოჩია.
_ იქნებ იყო, იქნებ არა. ისე, ფულის ხალხი ქუჩის ხალხს ხშირად აჭმევს.
_ შეიძლება ძაღლიც იყო.
_ ქუჩის ენა იმათაც იციან, _ ეს თქვა პაჟარამ და ანაგის ქუჩისკენ გაუხვია.
_ საით მიდიხარ?
_ ხო გითხარი, სტრელია-მეთქი.
_ ვინმე უნდა მოჰყვეს?
_ მისნაირი მაიმუნი.
ტიტეს გაეცინა.
კინოთეატრ `გაზაფხულის~ წინ დიდხანს იდგნენ ბიჭები.

ქურდის მტერი

არავინ არ მისულა მათთან რაიმის სათქმელად.
_ გადამაგდო ოხერმა. ჩვენც სახლში მივადგეთ! _ თქვა პაჟარამ და გოთუას ქუჩისკენ წავიდა ორივე.
_ რო თქვი, ბევრი მოვუგეო, ცოტა რამდენი იქნებოდა?
_ ათასი დოლარი სამყოფი იყო, მარა ვიღორე. ძალიან მუქთა ვინმე იყო ის ოხერი.
_ ათასი რატო?
_ ფრაერს იმედნი არ უნდა მოუგო, რო ფული ღირსებას არჩიოს.
_ ფრაერს რა ჰქვია?
_ ჭადო.
_ არა, ნამდვილი სახელი.
_ რა ვიცი, მე რო მაგის სიმინდიანი დედაც...
ბიჭები ჭადოს სახლს მიადგნენ. პაჟარამაც დაუძახა.

ქერათმიანი გოგო გამოვიდა აივანზე. მტრედივით ლამაზი, ცქრიალა გოგო იყო.
_ სახლში არ არის, _ ღიმილით თქვა გოგომ და ბიჭები მიხვდნენ, გოგომ იცრუა, ჭადო კი იმალებოდა.
_ რა ვქნათ? _ იკითხა ტიტემ.
_ ჭადოს უთხარი, ნუ იმალება, თორე იმის მაგივრად შენ წაგიყვან! _ დაემუქრა პაჟარა გოგოს.
უცებ შეხტა და შეფრინდა გოგო სახლში.
ბიჭები ბუკიას ბაღში დაბრუნდნენ. ტიტეს მოშივდა. კაფეში შევიდნენ. ნამცხვარი და ყავა აიღეს, ისამხრეს და გარეთ გავიდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილზე. ბუკიას ბაღში შევიდა ორივე. ტიტესთვის უცხო ორი ბიჭი დახვდათ შადრევანთან.
_ აი, ეს არის ჭადო, _ თქვა პაჟარამ და ტიტემ ბიჭი სახის ნაკვთებით წეღან ნანახ გოგოს მიამსგავსა.

გვერდში შავგვრემანი, ყურებდამტვრეული, ბუღასავით ბიჭი ედგა ჭადოს. ფართო ბეჭები და მშვიდი მზერა კი კარგს არაფერს ამბობდა მის
ხასიათზე.
_ ეს ის არის, _ უთხრა ჭადომ შავტუხა ბიჭს.
_ ესე იგი, პაჟარა შენა ხარ?
_ ესე იგი.
_ მართლა წითელი ხარ, ოხერი! _ თქვა და გაიცინა ბიჭმა.
_ ეი, ზრდილობიანად!
_ კარგი, მისმინე! შენ ამ ცოტა ხნის წინ ოჯახში მიხვედი და ჩემს საცოლეს შეურაცხყოფა მიაყენე. ახლა კი იმ გოგოსთან მიხვალ და ბოდიშს მოუხდი!
_ ჯერ ეს მითხარი, შენ თვითონ ვინა ხარ?
_ ვინ ვინ არის, სახლში ჰკითხავ ლამაზ მამიკოს. მე კი შავი გაგების კაცი ვარ და საქმეც აგიხსენი!
_ არც მე ვარ მუქთა მგზავრი. სახელი გკითხე და მიპასუხე!
_ ვატო მქვია, საძმო უთოსაც მეძახის!
„ჰგავს,“ _ გაიფიქრა ტიტემ და მიხვდა, ბიჭი კარგად იყო ქუჩაში საქმის გასარჩევად მომზადებული.
_ მე, იცი, პაჟარა ვარ! _ თქვა ბიჭმა და ტიტე მიხვდა, კოზირი ამჯერად უთოს მხარეს იყო.
_ ახლა მივდივართ და იმ გოგოს ბოდიშს უხდი!
_ `ფუფლოს~ ოჯახს ბოდიშს შენ მოუხდი, გაიგე, ოქროს ბიჭი?
_ მერედა, ვინ არის აქ ფუფლო?
_ შენი ცოლისძმა ჭადო.
_ ეს ვინ გადაწყვიტა?
_ მე.
_ ესე იგი, შენ განაბი ხარ?
_ ქურდულად ვცხოვრობ.
_ ეს ვინ იცის?
_ მე.
_ ეგ საკმარისი არ არის. საქმის კურსში ვინა გყავს?
_ ჩემი საძმო.
_ ეგ არ ითვლება! მე გეკითხები გასგებად, რომელ განაბთან მიგაქვს `ობშიაკის~ წილი და ვინ იცის შენ შესახებ?
_ ეგ შენი საქმე არ არის.
_ ჩემი საქმეა! შავი საძმო მიცნობს და ქურდულ `ობშიაკში~ შენატანიც მაქვს.
_ ეგ შენი საქმეა. ამან კი ფული წააგო და უნდა გადაიხადოს.

თუ არადა, ყურებში მოხვდება!
_ შენ ამის უფლება არა გაქვს!
_ არც შენ!
_ ამას ქურდული `სხოდკა~ გადაწყვეტს და არა შენ!
_ მისმინე! მოგებული მივიღო, თორე, იქნება და, `სხოდკამდე~ ვეღარც კი მიაღწიო!
_ „ყ“-ზე დამეხიე!
ისედაც წითელი პაჟარა სულაც ხანძარს დაემსგავსა.
_ წამო, _ უთხრა მან ვატო-უთოს და შორიახლოს მდგარი სახლი დაანახა.
ოთხივე ერთად დაიძრა. ტიტემ ფიქრი იწყო: ეს ისე, ლაპარაკობს და იქნებ ხვალ-ზეგ, მართლა განაბი გახდეს. მერე არ გინდა ქუჩაში გავლა ან ცხოვრება?! პაჟარას გახედა. წინ მიდიოდა, ვითომდა, თავი კაცი, მაგრამ დაძაბულს ნაბიჯზე ეტყობოდა, მოტეხილი იყო პაჟარა და ჩხუბზეც იმიტომ გადავიდა.
სადარბაზოში შევიდნენ თუ არა, პაჟარამ უცებ სახეში ხეთქა უთოს. მას კი არც შესტყობია ბიჭის ეს დარტყმა. დამუშავებული მოძრაობით ტანში შეუვარდა უთო პაჟარას, თავს ზემოთ გადაიგდო და ნეხვის ტომარასავით დააგდო მეტლახის იატაკზე. „კლასიკურს ჭიდაობს,“ იაზრა ტიტემ და მუშტი ყელში გლიჯა ბიჭს.

უცებ სუნთქვაშეკრული უთო, იქვე ჩაიკეცა და ახლა ჭადო მიახტა ტიტეს. ერთი დაქნევით დაიბერტყა ტიტემ ბიჭი და ძირს დავარდნილს თავზე დაადგა.
_ ახლა რა გიქნა _ მო...ტყ... თუ მოგკლა? _ ჰკითხა გულაღმა დაგდებულ ბიჭს ტიტემ.
_ ა, არა, არა რა! _ წამოიძახა ბიჭმა და ახლა ის საოცრად ჰგავდა გოგოს, უფრო ზუსტად, ტიტეს მიერ ნანახ მის დას.
სიცილი აუტყდა ბიჭს ჭადოს ასეთ შიშნარევ პასუხზე. ჭადო მიატოვა და პაჟარა ააყენა ფეხზე.
_ ოო, ოი! _ კვნესოდა ხერხემალნატკენი პაჟარა.

გზაში ოდნავ გამოკეთდა და ტრაბახი დაიწყო.
_ უნდოდა და მოხვდა, _ უხსნიდა პაჟარა ტიტეს.
ტაქსი გააჩერეს და პაჟარას სახლში მივიდნენ. სახლში კი პაჟარას დედა დახვდათ.
_ რა ხდება? _ იკითხა ქალმა.
_ არაფერი.
ორივე პაჟარას ოთახში შევიდა. პაჟარა დივანზე დაჯდა და ტიტეს ჰკითხა:
_ რა იყო, დროზე ვერ მისცხე?
_ დროზე, როგორ იქნებოდა?!
_ ეეჰ, ეგ მერე! ახლა კი საქმე! ცოტა კი მომხვდა, მარა ფულის აღების მეტი შანსიც გაჩნდა!
_ ეგ როგორ? არ იბოზებს?
_ ქურდები!.. გივი შუსტრიაკს ვიცნობ და იმას ვეტყვი ამ საქმეს.
_ გივი ვინ არის?
_ ეი, მართლა ფრაერი ხარ!
_ მე არ მითქვამს, განაბი ვარ და საქმეს ვწყვეტ-მეთქი.
_ კარგი კარგი, რაც არის, არის.

ხვალ გნახავ ბაღში, თორმეტ საათზე და დანარჩენს იქ გეტყვი!
ბიჭები ერთიმეორეს დაშორდნენ და ტიტე ისევ უბანში დაბრუნდა.
VIII თავი
წერო შადრევანთან იდგა და წყალს სვამდა.
_ ჩემზე ნაწყენი ხო არა ხარ? _ მოესმა ზურგს უკან ტიტეს ხმა და მიიხედა. ერთ წამს თვალი თვალში გაუყარა წერომ ამხანაგს და მცირე დაყოვნების შემდეგ ჰკითხა:
_ გინდა, პირდაპირ გეტყვი?
_ გისმენ!
პაჟარას მართლა აქვს ოჯახში პრობლემა. დედამისი არჩენს ამხელა ბიჭს, მაგრამ, რასაც ის აკეთებს, მაინც არ არის კარგი. შენ კი უარესს შვრები. არ გშია, არ გწყურია და ამხანაგს ხელს უწყობ ცუდ საქმეში. თავი უნდა ანებოთ ორივემ მთვრალი ხალხის ძარცვას!
_ კარგი, აწი ფხიზლებს გავწეწავთ!
_ არ გეხუმრები!
_ ახლა მე ვიტყვი!
_ გისმენ!
_ შენ ისეთი მამა გყავს, რომ ძმაკაცს სჯობია!
_ შენ რა დაგიშავა მამაშენმა?
_ სიძის მხარე დაიჭირა.


_ ცრუობ!
_ ახლა კი ზედმეტი მოგდის!
_ შენ შენს ოჯახს ლანძღავ და მე მომდის ზედმეტი?
_ აბა, მითხარი, სიძე სჯობია თუ შვილი?
_ ესე იგი, ნია შვილი არ არის.
_ ბოროტი ენის ნაშიერია, ვინც არის და რაც არის!
_ ყველა ქალი ასეა. არც ჩემი და ასვენებს ენას. რაიმე რომ არ თქვას, ენა გაუხმება, ალბათ!
_ მერე?
_ ქალი ასეთია და, თუ ყურადღებას არ მიაქცევ, თვითონ გაჩერდება. თან ტელეფონიც გაქვს არა, სახლში?
_ ძაღლიც გამიგდეს! _ თქვა ტიტემ და იქვე გაახსენდა ტანგოს მიერ შეჭმული ქაქი.
_ ჩემთან არის ის ძაღლი, წამო და განახებ! ჩემთან იყოს, ისე კი შენი იქნება.

ქურდის მტერი

როცა გინდა და სადაც გინდა, წაიყვან. ტანგო შენია!
ამაზე პასუხის ნაცვლად სხვა რამ თქვა ტიტემ:
_ ახლა პაჟარა მოვა აქ.
_ რა ხდება?
_ განაბთან უნდა ავიდეთ.
_ რატომ?
ტიტე წეროს გუშინდელ ამბავს მოუყვა და ისიც აენთო. ტიტე მიხვდა, არ იყო წერო ახლა მის მხარეზე.
_ რა არის?
_ ჯერ ერთი, თამაშზე დასმა რა წესია! და მეორეც: თუ იცი, განაბთან რო მიხვალ, მის მერე მუდამ ვალი რო გექნება განაბის?
_ ეს რატო?
_ შენ თამაშზე დასვი ის ბიჭი.

განაბი ქურდულ კანონზე დაგსვამს და ძროხასავით მოგწველის!
ტიტე დაფიქრდა.
_ გაუ! _ გაისმა სალამი და ბიჭებთან პაჟარა მივიდა.
_ არ ისვენებ, არა? _ ჰკითხა მას წერომ.
_ ძმაო, მისმინე და გაიგე! ჩვენ ღარიბი ხალხი ვართ და ფული გვინდა, რო ვიშოვოთ!
_ მე მოგაწყობ სამსახურში!
_ მაინც სად?
_ მამაჩემთან.
_ რა, მზარეული უნდა გავხდე?
_ ესე იგი, ციხეში ჯდომა გირჩევნია?
_ მზარეულის სახელსა და ფულს, დიახაც, რო ციხე მირჩევნია!
_ ამას რას ერჩი?
_ ტიტე თვითონ ირჩევს, რა უნდა და რა არა. არ ვაძალებ, თუ უნდა, ახლავე გავიდეს საქმიდან! _ ეს თქვა პაჟარამ, მიბრუნდა და წავიდა.
_ ვერ მივატოვებ! _ თქვა ტიტემ და თითქმის სირბილით წასულ პაჟარას გზაში მიეწია. ტაქსი გააჩერეს და ტიტემ ბაღში დარჩენილ წეროს გახედა.
_ ხო, თვალი არ მოაშორო, იქნება და, დაგისტვინოს, მზარეულის ადგილი აქვს შენთვის.
ტაქსი ვეძისში ავიდა. მანქანა მაღალმესრიან ეზოსთან გაჩერდა და ბიჭები ძირს ჩამოვიდნენ. პაჟარამ ზარი დარეკა და ცოტა ხნის მერე დაბალმა და სქელმა კაცმა გააღო კარი.
_ ვა, რიჟა! _ მიესალმა კაცი პაჟარას.


_ პაჟარა მქვია, _ შეუსწორა ბიჭმა მას.
_ რაც გქვია, ჭკვიანად იყავი! _ მკაცრად თქვა მასპინძელმა და ბიჭები ეზოში შეიყვანა. ეზოში კი რკინის მაგიდაზე ანიშნა, იქ დასხედითო და გააფრთხილა კიდეც:
_ წყნარად ისხედით და არ იხმაუროთ! _ თვითონ სახლში შევიდა და გაქრა. ბალავარზე შემდგარი ერთსართულიანი ულამაზო შენობა იყო.
_ ეს ვინ არის? _ იკითხა ტიტემ.
_ ბალუ ჰქვია. შოფერი და შუსტრიაკია, მარა განაბთან არის და, უნდა ჭრის და უნდა კერავს.
_ ჩვენი საქმე თუ იცის?
_ გუშინ ვიყავი აქ და ყველაფერი მოვუყევი.
_ გუშინ ცუდად არ იყავი?
_ საქმე მუდამ კარგად მხდის.
_ მერე, რაო?
_ იმასაც მოვუსმენთ და მერე ვნახოთ, რა იქნებაო.


ეს ,,მერე~ ტიტეს არ მოეწონა.
ეზოს კარებზე ზარი დაირეკა.
ბალუ გარეთ გამოვიდა და ჭიშკარი გააღო. ეზოში ხნიერი მელოტი კაცი, უთო და ჭადო შემოვიდნენ.
_ ვა, იორამ! _ ღიმილით შეეგება ბალუ იორამს, _ თქვენც იქ დასხედით! _ უთხრა ბალუმ უთოს და ჭადოს. ახლა ოთხნი ისხდნენ რკინის მაგიდასთან. ოთხივე ჩუმად იჯდა. ცერად უყურებდნენ ერთიმეორეს და უთო ტიტეს სწავლობდა.

გუშინ ის პირველად სცემეს და თან როგორ! ერთი დარტყმით გათიშა ვიღაც უცხო და უცნობმა ბიჭმა ქუჩაში.
იორამი და ბალუ სახლში იყვნენ და კარგა ხანს არ ისმოდა იქიდან ხმა.
_ რა ხდება? _ იკითხა ჭადომ.
_ ჯერ ამინდზე და სხვა რამეზე ილაპარაკებენ და მერე შენ შესახებ, _ დაცინვით უთხრა ჭადოს პაჟარამ.
_ შენც მაგას ელოდები! _ მიანიშნა უთომ.
პაჟარა გაჩუმდა. ტიტე მიხვდა, მელოტი კაცი, ანუ იორამიც განაბი იყო. უთოს შეხედა და ისიც იაზრა, თუკი რაიმეს იკითხავდა, თავის არცოდნასა და სისუსტეს გამოავლენდა ამ ბიჭების წინ.
როგორც იქნა, ხალიჩაზე დაუძახეს და ოთხივე სახლში შევიდა. ბრჭყვიალა და ძვირფასი ნივთებით იყო გაწყობილი გარედან უშნო, უსახური სახლის ოთახები. მისაღებ ოთახში თუ დარბაზში შევიდნენ და ორი ბებერი განაბის წინ დადგა ოთხი ბიჭი.
_ ესენი არიან? _ ჰკითხა გივიმ ბალუს.
_ რა არის, გამარჯობა არ იცით? _ იკითხა ბალუმ.

ბიჭები ორივე განაბს მიესალმნენ და ბალუმ სიტყვა თქვა:
_ შალვოვიჩ, ეს ის ბიჭები არიან.
_ დასხედით! _ თქვა გივიმ და ბიჭები დივანის წინ დაბალ სკამებზე დასხდნენ.
გაოცებით უყურებდა ტიტე გივის. არსად ენახა მას ასეთი ნაცრისფერი კანი ადამიანის სახეზე.
ერთხანს ჩუმად ისხდნენ.
_ დიდხანს გიცადოთ? _ იკითხა იორამმა.
_ მოვყვე? _ იკითხა პაჟარამ.
_ არა, მკითხავი სონა ვარ და ჭიქაში ჩავიხედავ, შენი ამბავი რო გავიგო!
ბიჭებს გაეცინათ, ქურდებს კი _ არა.
_ მე და ჭადოს თამაში გვქონდა. ხუთი ათას დოლარს ვუგებდი. ბოლო დარიგებაზე ჩაწყობილი კარტი დაწვა. კონში ხუთასი დოლარი იდო. ოთხი ათას ხუთას ლარს, სუფთად მოგებულს, ვითხოვდი.

აი, ეს კაცი კი მოვიდა და იძახის, მოგებული არ ბარდება და კატალაზე ფუფლოს ნუ იძახიო. ამ ლაპარაკში კი ჩხუბიც მოხდა.
_ შენ რას იტყვი? _ ჰკითხა გივიმ უთოს.
_ ახალი საქმე დახატა. მე ვუთხარი, განაბის გარეშე შენ საქმეს ნუ წყვეტ-მეთქი. გარდა ამისა, ოჯახში მივიდა და ჩემს საცოლეს დაემუქ¬რა, წაგიყვანო. ჩხუბიც ამან დაიწყო. მე კი განაბთან ვეძახდი ამ საქმის გასარკვევად.


_ ე, ეგ არ უთქვამს. ეგ კი არა, იძახდა, ქურდი ვარ და შავი გაგების ხალხიც მიცნობსო. ეს კაცი ვინ არის, თქვენ, ალბათ, ჩემზე უკეთ იცით და მეც აქა ვარ.
_ უთოს ვიცნობ. ქურდულ `ობშიაკში~ ფულიც მოაქვს. ბევრი არა, მარა რაღაც იცის. აი, შენ კი არ გიცნობ, _ თქვა იორამამ და პაჟარაც უფრო წითელი გახდა.
_ მე ვიცნობ, _ თქვა ბალუმ და გაიცინა.
_ მეც შემომაქვს `ობშიაკში~ ფული, _ უცებ თქვა პაჟარამ.
_ ახლა მიხვდი? _ იკითხა იორამმა.
_ დავა არ უნდა, განათლება აკლია ამ ბიჭს, მარა რაც თამაშზე თქვა, სწორია, _ მოკლედ ახსნა გივიმ პაჟარას პრეტენზიის არსი. იორამს კი არაფერი აღარ უთქვამს.

მალევე ისევ გივიმ თქვა:
_ ოთხი ათას ხუთასი დოლარი მისაღებია.
_ რა გქვია, ბიჭო, შენ? _ ჰკითხა ჭადოს გივიმ.
_ ზაზა.
_ ჰოდა, ჩემო ზაზა! რადგან წააგე, უნდა ჩააბარო!
_ ახლა კი შენ მისმინე! რა გქვია, ბიჭი?
_ პაჟარა.
_ ჰო, ხანძარ! ხულიგნობისა კი შენგან აქვს უთოს მისაღები. ერთი დარტყმა საკმაო იქნება ამ ჯერზე, _ ეს უკვე უთოს უთხრა გივიმ. უთო ფეხზე ადგა და პაჟარას ფეხზე ადგომაც ითხოვა. ისიც ფეხზე ადგა და უთომ ისეთი ხეთქა ბიჭს ყბაში, რომ საცოდავი ტომარასავით დაენარცხა იატაკზე. ძლივს ააყენა ტიტემ ძმაკაცი ფეხზე.
_ ამანაც იჩხუბა! _ უთხრა უთომ გივის ტიტეზე.
_ ჩხუბი ვინ დაიწყო?
_ პაჟარამ.
_ ჰოდა, მორჩა! შენ აქ კრივის დარბაზი ხო არ გგონია, ა?
უთო გაჩუმდა.


_ ფულს კი შენ მე ჩამაბარებ. ამ საქმისთვის სამი დღე გეყოფა, _ უთხრა უთოს გივიმ და ტიტეს პაჟარას ნათქვამი გაახსენდა: რადგან ფრაერმა `შავი~ ჩარია „რაზბორში“, ახლა უფრო მეტი შანსი გვაქვს ფულის ასაღებადო.
_ ახლა კი სახლებში და მეტი აღარ იჩხუბოთ! _ ბრძანა გივიმ და ტიტე მიხვდა, იორამი და გივი _ ორივე განაბი იყო, მაგრამ გივის მეტი წონა ჰქონდა ამ შავ თუ ბნელ სამყაროში.
ბიჭები ქურდებს დაემშვიდობნენ და ოთახიდან გავიდნენ.

ქურდის მტერი

სახლიდან და ეზოდან ისინი ბალუმ გააცილა. პაჟარას თვალი ჩაუკრა და ჭიშკარიც ჩაკეტა. ოთხივე ბიჭი ნაწყენი იყო. უხმოდ ჩაიარეს დაღმართი და ნახვამდისაც არ უთქვამთ, ისე დაშორდნენ ერთმანეთს.


_ მოსაწევი მინდა, _ თქვა პაჟარამ.
_ არ ვეწევი.
_ სიგარეტს არ ვამბობ.
_ აბა, მარიხუანა ხუანას ექნება.
_ მე ვიცი, ვისაც აქვს!
პაჟარამ ლვოვის ქუჩაზე შეუხვია და ჩიხში მდგარ სახლთან გაჩერდა.
_ კოლია! _ დაიძახა მან და გერმანული ნაგაზი აყეფდა ეზოში.
_ კტო ტამ? _ გაისმა კითხვა რუსულ ენაზე.
_ ია, პაჟარა ვარ.
_ რა გინდა?
_ იცი, რაც...
_ ფული გაქ?
_ მაქ.
_ რამდენი გინდა?
_ ოცი ლარის იყოს.
_ ახლავე.
_ საიდან ლაპარაკობს ოხერი? _ იკითხა ტიტემ, რადგან ვერავის ხადავდა.
_ ფარდის უკან არის.
მაღალი, ჩიყვიანი ბიჭი გამოვიდა ეზოში და მესერთან მივიდა.
_ ფული! _ თქვა და პაჟარამაც მისცა.
იმანაც ქაღალდში გახვეული ანაშა მიაწოდა და სახლში შებრუნდა.
ბიჭებმა გზაში პაპიროსი იყიდეს. სადარაბაზოში შევიდნენ. პაჟარამ პაპიროსიდან თუთუნი გადმოყარა და ანაშით შეავსო. ცეცხლი მოუკიდა და მოსწია. მეოთხე ნაფაზზე დაახველა და ტიტეს ჰკითხა:
_ გინდა?
_ არა.
კიდევ მოსწია პაჟარამ და ისეთი ხველა აუტყდა, კინაღამ დაიხრჩო.

ნამწვი გადააგდო და ორივე სადარბაზოდან გავიდა.
_ მშია, _ თქვა პაჟარამ.
_ მეც, _ დაეთანხმა ტიტე.
პეკინზე გავიდნენ და კაფეში ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან მოეწყვნენ. ეკლერი და ფორთოხლის წვენი აიღეს. ჭამა დაიწყეს და პაჟარა ხასიათზე მოვიდა.
_ მოვა დრო და, ხელშეუხებელი კაცი გავხდები ამ ქალაქში!
_ ასეა! _ არ გაუცრუა იმედი ამხანაგს ტიტემ.


_ ჩხუბში ვალი აქვთ. ფული კი სანახევროა.
_ კი, მარა განაბს არ უნდა ჩაბარდეს ის ფული `ობშიაკში~?
_ ნახევარს ჩვენ მოგვცემენ.
_ მართლა?
_ მართლა!
ბინას ვიგირავებ, იაზრა ტიტემ და იქვე გაიხარა.
_ უთოს კი არ შევარჩენ! სხვა დროს შევხვდებით. არც _ გივის!
ტიტე დაფიქრდა:
_ რა, განაბი უნდა ცემო?
_ ა, არა. ეს ისე ვთქვი...
წამით შეყოვნდა და ტიტემ იკითხა:
_ რა ფერის კანი ჰქონდა გივის?!
_ `კრიტის~ ფერის კანი აქვს გივის.
_ ვერ გავიგე.
_ ოცწლიანი `სროკი~ აქვს მოხდილი და აქედან ათი წელი `კრიტში~ იჯდა.
_ ეს სად?
_ მიწის ქვეშ, სარდაფში, შე, მართლა, თაფლიან პურზე გაზრდილო!
სამხარს მორჩნენ და ბუკიას ბაღში გავიდნენ. აქ იყვნენ წერო, თემო, კახა და გოგი.

პაჟარა და ტიტე სკამის წინ იდგნენ და მომხდარ ამბავს ყვებოდნენ. ფართოდ გაედგა ტიტეს ფეხები განზე და უკვე ძველი ბიჭი საქმიანი ტონით ყვებოდა დღეს და გუშინ მომხდარ ამბავს. მას სმენადქცეული შეჰყურებდნენ კახა, თემო და გოგი. მარტო წერო არ იყო ტრაბახის სმენით მონუსხული და მოსალოდნელ ცუდ ამბავს გუმანით გრძნობდა.
IX თავი
ადრეული დილის მზეს ახედა ტიტემ. ჯერ ადრეა და იმათ სძინავთ, _ გაიფიქრა ბიჭმა და თავის თავს ჰკითხა: „მე რა ვქნა?“ _ ვარჯიშიც გაიხსენა, _ „რამდენი ხანია დარბაზში არ ვყოფილვარ!“ სარდაფში დაბრუნდა, სპორტული პიჟამო ჩაიცვა და ლისის ტბის გზას დაადგა ზანტი ძუნძულით. სირბილში სისხლმა გაიღვიძა და ტიტე ხასიათზე მოვიდა. აღმართი აირბინა და ტბის ნაპირზეც გავიდა.
ეამა ბიჭს მოლურჯო წყლის ცქერა და სუფთა ჰაერის სუნთქვა.

ტბას გაუყვა წრეზე და ძუნძულიდან სირბილზე გადავიდა. ნაძვნარში შევიდა და შედგა. წერო მორბოდა მისკენ.
_ ტიტე, _ გაიხარა წერომ მისი დანახვით.
_ აქ რას აკეთებ?
_ რასაც შენ.
_ მერე, საათის ისრის საწინააღმდეგოდ უნდა ირბინო თუ მისი მიმართულებით?
_ რა მნიშვნელობა აქვს!
_ აბა, წიგნიც უკუღმა იკითხე!
_ კითხვა არ მიყვარს.
_ უარზე ხარ, _ თქვა წერომ და სირბილი განაგრძო.
ტიტეც მის გზას გაჰყვა და ბიჭები კიდევ ერთხელ შეხვდენ ერთმანეთს წრეზე.
_ ხო არ დაისვენებ? _ ჰკითხა ტიტემ.
_ ცოტა ხანს შეიძლება.
_ ორივე ხის მერხზე ჩამოსხდა.
_ კრივზე გადმოდი და ერთად ვივარჯიშებთ!
_ სჯობია, შენ გადმოდი ჩვენთან, კინგ ბოქსინგი უფრო მობილურია.
_ კრივის და ხოლიფილდის ინტერესი მაქვს.
_ მე კი ჩხუბი მინდა, რომ ვიცოდე.
_ მაშინ ხრიდოლზე მიდი!
_ ჯერ ესეც მყოფნის.
_ შინ თუ დაბრუნდი?
_ მე მალე ჩემი სახლი მექნება!
_ არ ეშვები არა, პაჟარას?
_ მალე ათას ორასი დოლარი მექნება და ბინას ვიგირავებ.
_ არ გეყოფა.
_ მაშინ ვიქირავებ.
_ ჩემთან იცხოვრე!
_ მადლობა, მარა, სხვის კოშკს ჩემი ქოხი მირჩევნია!
_ მერე ოჯახი?
_ სიძე ცუდი ნათესავია.
_ იქ სიძის გარდა, სხვა არ ცხოვრობს?
_ ცხოვრობს და ბევრი.

სამოთახიან `ხრუშჩოვკაში~ ხუთი სულია.
აღარ გააღიზიანა წერომ ტიტე ოჯახზე ლაპარაკით. ისე ჰკითხა:
_ ტურნიკზე თუ ივარჯიშებ?
_ რატო არა! _ დაეთანხმა ტიტე და ორივე ტურნიკთან მივიდა.
ორმეტრიანი წერო მალე დაიღლა ტურნიკზე. ტიტემ ეს შენიშნა და თავი შეაკლა სპორტულ ღერძს. თითქოს იბრძოდა, ქანცის გაწყვტამდე ივარჯიშა. ბოლოს ისიც დაიღლა და ძირს ჩამოხტა.
_ ვიბანაოთ? _ იკითხა წერომ.
_ კარგია გოგირდის წყალი! _ დაეთანხმა ტიტე და ბიჭები აბანოში შევიდნენ. თითო ლარი გადაიხადეს და გოგირდიანი წყლის ქვეშ მარილიანი ოფლი ჩამოიბანეს. ტანი გაიმშრალეს და ქალაქში დაბრუნდნენ.
_ ახლა რა ვქნათ, _ იკითხა ტიტემ.


_ მე უნარები მაქვს სამეცადინო.
_ რად გინდა?
_ ჯერ ერთი, საჭიროა და მერე, მამამ მთხოვა და მესამე, პრიზიც არის.
_ რა პრიზი?
_ თუ ბიზნესსკოლაში გამოცდებს კარგად ჩავაბარებ, გუჯა ნახმარ `გოლფს~ მიყიდის.
_ ნაღდში?
_ გუჯას ტყუილი ჯერ არ გამიგია!
_ კარგია მანქანა და ოდესმე მეც ვიყიდი.
ოდესმე ნახმარ `გოლფს~ კი არა, ახალ `მერსედესს~ იყიდი. ოღონდ, იმ ოხერს მიაფურთხე და მუშაობა დაიწყე მზარეულად! პაპაჩემმა და მამაჩემმაც ასე დაიწყეს.
_ ჰო, თუ ტრადიციები გაქვთ!
_ რა, შენს ოჯახს ტრადიცია არა აქვს?
_ ბევრი გავაცდინე. დღეს სამზე დარბაზში უნდა ვიყო, _ ტიტემ წეროს ბანზე აუგდო სიტყვა.
_ კარგად, კარგად, _ თქვა ორივემ ერთად და დაიშალნენ.
ტიტემ სარდაფში ტანსაცმელი გამოიცვალა და მიხვდა, ეს, რაც ეცვა, ჭუჭყიანი იყო უკვე და ოფლის სუნი ასდიოდა ქსოვილს. „სარდაფ¬ში ვინ რას გამირეცხავს?“ _ ფიქრი მოსწყინდა და სარდაფიდან გავიდა. ბუკიას ბაღში შევიდა და სკამზე მოეწყო.

თანდათან დაისვენა ძარღვმა და კუნთმა. ფილტვი ჰაერით აევსო და კარგ ხასიათზეც დადგა. ნაშუადღევს ბაღი გაივსო და თემოც გამოჩნდა.
ტიტეს სკამიდან მოშორებით მდგარ სკამზე დაჯდა და მისკენ არც გაუხედავს. „ძმაკაცია, ნაწყენია,“ _ იაზრა ტიტემ და თემოსთან მივიდა. ხელი გაუწოდა ამხანაგს და თემომ კარგა ხანს უყურა მას. ბოლოს ჩხუბს შერიგება არჩია და ხელი ჩამოართვა. მითუმეტეს ახლა, როცა ახლოს მშველელიც არ ჩანდა.
_ დღეს რას აკეთებ?
_ აქა ვარ რა.
_ გინდა კინგ ბოქსინგზე?
_ არა, წეროსთან ვიწყებ ვარჯიშს.
_ კინგ ბოქსინგი უფრო ქმედითია.
_ ჰო, შენ მოერევი წეროს.
_ სხვადასხვა წონაში ვართ.
_ არც მე და შენ არა ვართ ერთ წონაში.
_ ჰა, ხუთი-ექვსი კილო იყოს განსხვავება, _ თქვა ტიტემ და მერეღა მიხვდა თემოს ნათქვამის ქვეტექსტს.
მალე გოგი და კახა შეუერთდნენ ბიჭებს.

ქურდის მტერი

სამის ნახევრამდე დარჩა ტიტე ბაღში და ლაპარაკით ერთობოდა. სამის ნახევარზე ვარჯიშზე წავიდა და ექვს საათზე ისევ ბაღში იყო. ცარიელი იყო მისი საძმოს სკამი და ისიც მარტო იჯდა. მოსწყინდა მარტო ყოფნა. „როდემდე ვიყო ასე, ა?“ _ გაიფიქრა და პაჟარაც გამოჩნდა.
ტიტე გაიბადრა.
_ კაი საქმეა! _ შორიდან დაიძახა ბიჭმა. ახლოს მივიდა და ტიტეს ხმადაბლა აუწყა, _ `ნაკოლშიკი~ გამოვიდა ჩემზე.
_ მერე?
_ მგონი აგიხდა ოცნება! დიდი ფულზეა ბაზარი!
_ ვნახოთ!
_ აბა, სხვა რა საქმე გვაქვს.

შვიდ საათზე დავიბარე და `გოლიათის~ წინ იდგება.
_ ახლა რომელი საათია?
_ თხუთმეტი წუთი დრო გვაქვს და ნელა წავიდეთ. არ ეგონოს, მშიერი ღლაპები არიანო.
_ კარგი.
ორივე ბიჭი ფიქრში წავიდა. პაჟარა განაბის და უთოს `აბაროტზე~ ოცნებობდა, ტიტე _ ბინაზე.
_ ის ფული როდის იქნება?
_ მალე! _ თქვა პაჟარამ და ფეხზე ადგა, _ წამო, _ უთხრა ტიტეს და ორივე გოლიათების მაღაზიასთან გავიდა. ძველი `ოპელი~ იდგა მაღაზიის წინ.
_ აქ არის, _ უთხრა ბიჭმა ბიჭს და ორივე მანქანასთან მივიდა.
_ დაჯე! _ თქვა მძღოლმა და ბიჭები მანქანაში დასხდნენ. კაცმა იქვე დაიწყო ლაპარაკი, _ ვიცი, რო კარგი ბიჭები ხართ.

არც ეს საქმეა ძნელი, მარა... ადრე თუ გიქნიათ ასეთი საქმე? საქმე ის იყო, ერევანში რო ბანკი გაიტანეს. ეს, ისე რა, `ბარსეტკაა~.
_ ისინი დაიწვნენ.
_ ჩვენ არ დავიწვებით!
_ ოი, რა ხაარ! _ გაეცინა კაცს.
_ ქება და გინება საქმის მერე, _ თქვა პაჟარამ, _ ახლა კი პირობა და თანხა გვითხარი!
_ მატყუებს ის ოხერი! არადა, ძმა ძაღლი ჰყავს. რო ვიდავო, მაჯობებს. სხვ გზა არა მაქვს, ასე უნდა დავსაჯო.
_ ფული რამდენია?
_ ორმოცი ათასი ლარი.
_ სამ წილად არა?
_ არა, ძმაო!
_ რატო?
_ მე ჩემი ფული უნდა დავიბრუნო. რაც მოგებაა, სულ თქვენ!
_ შენი რამდენია?
_ ოცი ათასი.
_ ბევრია.
_ ეე, არაა! _ გაიღრიჯა მძღოლი და ტიტემ მძღოლის ჭიანი და ჭუჭყიანი კბილები დაინახა სარკეში.
_ რა ვქნათ? _ იკითხა პაჟარამ.
„მე ბინისთვის მეყოფა,“ _ გაიფიქრა ტიტემ და მოკლედ თქვა:
_ ჩემს წილად, მე თანახმა ვარ!
_ კარგი! _ თქვა პაჟარამ, _ მასე იყოს!
_ მაშ, მისმინეთ! _ ალაპარაკდა მძღოლი, _ ჩემი მანქანა იცით, არა?
_ მერე?
_ ხვალ ათ საათზე წერეთელზე ვიქნები.

მუდამ იქ ვცვლით ლარს დოლარზე. ის ნაბიჭვარი ჩია ტანის ვირთხაა. კიდე ბუღალტერი გოგო იქნება ჩვენთან ერთად. გადმოვალთ თუ არა ეს ხალხი მანქანიდან, ერთი მე დამარტყით და ერთიც იმ ნაგავს. გოგოს ცოტა ეყოფა. კეისს ითრევთ და გარბიხართ. მერე ვხვდებით და კაცურად ვიყოფთ, როგორც შევთანხმდით.

იცოდეთ, ფრაერი არ გეგონოთ, შავი გაგების ხალხი მიცნობს და პატივს მცემს.
ტიტე მიხვდა, ცუდი კაცი იყო ეს ფრაერი.
_ სად გნახოთ? _ იკითხა პაჟარამ.
_ ისევ აქ.
_ აბა, თქვენი იმედი მაქვს!
_ ჩვენ _ შენი!
_ უეჭველი იქ ვიქნებით და ფულიც ადგილზე იქნება!
_ ხვალამდე!
_ იცოდეთ, მე ჩემს ფულს ვიბრუნებ, თქვენ კი _ დანარჩენს, რაც იქნება, იმას აიღებთ!
_ გავიგეთ!
_ აბა, წავედი!
_ კარგად!
მანქანა წავიდა და ტიტემ იკითხა:
_ ვითომ მართალს ამბობს?
_ ფაქტი ჯიუტია! ორივე ერთიმეორეზე დიდი ნაგავია.
_ უ, რა მახინჯი პირი აქვს!
_ კოცნა არ დაგჭირდება. ფული კი საჭიროა.
_ ახლა რა ვქნათ?
_ ფული გვაქვს, წამო და კარგად გავერთოთ!
_ ქალები? _ იკითხა ტიტემ.
_ ა, შენ ქალთან ნამყოფი არა ხარ, არა, ჯიგარო? _ თქვა და გადაიხარხარა კიდეც პაჟარამ.
ტიტეს შერცხვა და გაჩუმდა.
პაჟარა მიხვდა და უფრო გამხიარულდა.
_ წამო! _ უთხრა ტიტეს და ტაქსი გააჩერა. ხუთ წუთში ქუჩის ბოლოში იყვნენ. სასტუმრო `ხიბლის~ სარდაფში ჩავიდნენ და ტიტემ იკითხა:
_ აქ არის ბორდელი?
_ ოფიციალურად აბანო.

ჯერ მამაშა ვნახოთ! სარდაფში ბარის ოთახიც იყო. ბიჭები შიგ შევიდნენ
და მამაშაც მხიარულად შეხვდა პაჟარას.
_ აი, კაი ბიჭიც მოვიდა! სიძე ხარ, შე ძველო!
_ ეს ტიტეა, _ წარადგინა ამხანაგი პაჟარამ.
_ რახან შენთან ერთად არის, ესე იგი, ეგეც კარგი ბიჭია, არა?
_ აბა, გოგოები შენა გყავს და...
მამაშას გაეცინა.
_ დავუძახო? _ იკითხა ქალმა.
_ დაუძახე!
_ აბა, ყველა აქეთ! _ დაიძახა ქალმა და ბარში ათიოდე გოგო შემოვიდა. ზოგი მაღალი იყო, ზოგი _ დაბალი. გამხდარი და მსუქანი, შავი, ჟღალი და ყვითელი, სახეფართე რუსი გოგოებიც ერიათ.
_ მიდი! _ უთხრა პაჟარამ ტიტეს.
_ სად?
_ პირველად ხარ და პირველი შენ აირჩიე!
მამაშას გაეცინა და გოგოებს უთხრა:
_ ვაჟწულია! ვისაც ეს აირჩევს, ბედიც ეწევა.

ასეთია, გოგოებო, ჩვენი ყისმათი!
გოგოებს გაეცინათ.
ტიტეს შერცხვა და სასმელი ითხოვა.
_ შამპანური, არა? _ იკითხა ქალმა და პასუხს არ დაელოდა, ისე გახსნა ბოთლი.
ოთხი ჭიქა დაასხა და ტიტეს დააკვირდა.
ბიჭმა ჭიქა გამოცალა, სიმშვიდე იგრძნო და გოგოებს შეავლო თვალი. ერთი მაღალი და წაბლისფერთმიანი გოგო კუთხეში იდგა და იატაკს უყურებდა. გრძელი, ხუჭუჭა თმა კი უკან ჰქონდა გადავარცხნილი. არაფრით არ ჰგავდა მეძავს და არც თავის გამოჩენა არ უცდია ამ წუთში.
_ აი, ის! _ თქვა ტიტემ და ცოტა ხმადაბლა გამოუვიდა ნათქვამი.
_ გაჰყევი! _ უთხრა გოგოს ქალმა და ისიც დახლთან მივიდა.
_ რომელ ნომერში?
_ ყველა ცარიელია.
ტიტე გოგოს გაჰყვა და ცარიელ ნომერში შევიდნენ.

ტახტი და კარადა იდგა წინა ოთახში, უკანა ოთახში შხაპი და პატარა აუზი იყო.
_ იბანავებ? _ ჰკითხა გოგომ.
_ კი, _ დაეთანხმა ტიტე და აუზიან ოთახში გავიდა.
_ ამ ოთახში იხდიან, _ თქვა გოგომ და ტიტე უკან დაბრუნდა. გოგოს შეხედა და შერცხვა. არაფრით არ ჰგავდა ეს გოგო მეძავს.
ბიჭის მზერას მიხვდა გოგო და პირველმა გაიხადა ტანზე. გრძელ თეთრ ფეხებზე იდგა. აწეული, მკვრივთავიანი ძუძუები ჰქონდა გოგოს, ფართო მხრები და მრგვალი, ისიც ზეაწული გავა.
_ ჰე, გაიხადე! _ დაბალი ხმით თქვა გოგომ და ბიჭის მზერაში პატარა ბიჭი და ბავშვიც კი დაინახა წამიერად.
ტიტემ ტანზე გაიხადა და გოგოსთან ერთად შევიდა სველ ოთახში.

შხაპი მიიღეს და აუზში ჩაწვნენ.
„ძალიან ლამაზია,“ _ გაიფიქრა ტიტემ და ჰკითხა:
_ რა გქვია?
_ ლეია.
_ ლია?
_ ლეია.
_ ლეია, ლეი! ასე უფრო ლამაზია, _ დაეთანხმა ბიჭი გოგოს.
გოგოს არაფერი უთქვამს.
არც ბიჭი ითხოვდა რამეს.
_ დრო გადის, _ თქვა გოგომ.
_ მერე რა?
_ საათი ოცდაათი ლარი ღირს.
_ ეგ არაფერი! _ თქვა ბიჭმა.
_ კარგა ხანს ორივე ჩუმად იწვა აუზში. გოგო მიხვდა, ბიჭი მისი მზერით არ დაიღლებოდა. გვერდში მიუწვა და მკერდზე აკოცა. ელექტროშოკივით დაუარა ტანში ამ კოცნამ ტიტეს და თვითონაც სცადა ეკოცნა.
_ ტუჩებში არა!
_ რატო?
_ „ის“ როგორ გინდა? პირდაპირ თუ უკომპლექსო?
ტიტე ვერ მიხვდა, რა ჰკითხეს.
_ ორივე? _ იკითხა გოგომ.
_ ა, ხო, ა....
_ კარგი, წამო, _ უთხრა გოგომ და წინა ოთახში გავიდნენ.

ქურდის მტერი

ტახტზე დაწვნენ და ტიტე აენთო.
_ მოიცა, _ უთხრა გოგომ და ჩანთიდან პრეზერვატივი ამოიღო.


_ ეს ჩაიცვი!
_ როგორ? _ იკითხა ბიჭმა და გოგო მიხვდა, მართლა ბავშვი იყო დღეს მისი კლიენტი.
თვითონ ჩააცვა და ფერებაც დაუწყო. ბიჭი ქალში შევიდა და როგორც ბუშტი, უცებ გასკდა და დაიცალა. ბიჭი ჩვარივით დაეფინა ქალს ტანზე. გოგომ ცოტა აცალა და შხაპიც შესთავაზა. შემდეგ ისევ ტახტზე დაბრუნდნენ.
_ ზურგზე დაწექი! _ უთხრა გოგომ ბიჭს. ისიც ასე მოიქცა.

ხუთ კოცნაში ისევე აინთო ბიჭი. გოგომ ისევ ჩააცვა პრეზერვატივი და პირში ჩაიდო გაბზეკილი ასო. ბიჭმა ერთხანს ამ გრძნობას უგდო ყური.
_ არა, ასე თითქოს ვანძრევ, _ გაიფიქრა მან და ისევ ძველი პოზა სთხოვა გოგოს. ამჯერად სამ წუთამდე გაგრძელდა ხახუნი და ხვნეშა. ბიჭი დაიცალა და ისევ ჩვარივით ექცა. ისევე აცალა გოგომ ბიჭს დასვენება და წასვლამდე შხაპიც შესთავაზა.

შხაპის ქვეშ ტანზე საპონი წაუსვა და მოაშორა. ისევ ღონეზე მოვიდა ბიჭი. წინ ოთახში გავიდნენ და გოგომ უცებ ჩაიცვა. მოკლე შავი კაბა და თეთრი მაისური ისე მორგებოდა ტანზე, რომ ბიჭს დედოფლის სწორი ეგონა ახლა ეს მეძავი. „ლამაზია“, _ გაიფიქრა ტიტემ და გული დასწყდა, ეს გოგო რომ აქ იყო. ბარში შევიდნენ და ტიტე დახლს მიუჯდა. გოგო კი გზაშივე სადღაც გაქრა.
_ კარგი იყო? _ ჰკითხა მამაშამ.
_ კი, _ დაეთანხმა ტიტე ქალს და მაშინვე პაჟარა იკითხა.


_ იმან გოგო მოხსნა, თან წაიყვანა. ასე იცის ხოლმე. შენი ფული კი გადაიხადა და ასე დაგიბარა, ხვალ გნახავ უბანშიო.
_ კარგი! _ თქვა ტიტემ და ბარიდან წავიდა. სუფთაც ეჩვენა, სარდაფის მერე ქუჩის გამონაბოლქვით გაჯერებული ჰაერი. ვაჟამდე ჩავიდა და უცებ გაიხსენა, სარდაფში უნდა დაეძინა ფიცარზე. ჯიბიდან ფული ამოიღო და დათვალა. ორასი დოლარი და ორმოცი ლარი ჰქონდა.

„ხვალ სხვას ვიშოვი“, _ გაიფიქრა მან და უკან შებრუნდა. სიცილი აუტყდა მამაშას მის დანახვაზე. ტიტემაც გაიღიმა და აღარც რცხვენოდა.
_ ლეი მინდა! _ უთხრა მან მამაშას.
_ ლეი! _ დაიძახა ქალმა და ბარში ლეი შევიდა.
უცებ შეიცოდა ბიჭმა ლეი და მისი ნორჩი სილამაზის აქ ყოფნა. პირველი სიყვარული ბიჭს უადგილო ადგილას ესტუმრა ისე, რომ
თავდაპირველად ვერც მიხვდა, მის თავს რა ხდებოდა.
X თავი
ტიტე ბუკიას ბაღში სკამზე იჯდა და ამხანაგს ელოდებოდა. ქუჩაში მოძრავ მანქანებს თვალს აყოლებდა და ფიქრში გუშინდელ ღამეს ანგარიშობდა: კარგია ის ცხოვრება, მაგრამ ძვირია, ორასი დოლარიდან ორმოციღა დამრჩა.

კარგად კი მეძინა. ტანს უგდო ყური. მშვიდი და მსუბუქი ეჩვენა ბიჭს თავისი სხეული. დღესაც თუ ფული ვიშოვე... _ გაიფიქრა მან და პაჟარა გამოჩნდა.
_ მზად ხარ? _ იკითხა ბიჭმა.
_ ის გაქვს?
_ რა ის?
_ იაღარი.
_ აქ არის ექვსი ძმა და, ყველა _ ერთგული.
_ ახლა რა დროა?
_ ცხრა.
_ წავიდეთ!
_ ჯერ გეგმა!
_ აბა, თქვი!
_ მისმინე! უკნიდან მე ვეპარები და ფეხს ფეხში გამოვდებ. შენ სახეში ურტყამ და თიშავ. კეისს, ვისთანაც ახლოს იქნება, ის „იადებს“ და გავრბივართ.

ორივე _ სხვადასხვა მხარეს.
_ იმან თქვა, მეც უნდა მომხვდესო.
_ იმასაც მიარტყი!
_ ქალს?
_ იმასაც!
_ ახლა კი ტაქსი გვინდა!
_ გვინდა!
ტაქსი გააჩერეს და წერეთელის პროსპექტზე გავიდნენ.
_ ჯერ დრო გვაქვს, აქაურობა ავითვისოთ! _ თქვა პაჟარამ და ბიჭებ¬მა ჯიხური დაზვერეს. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იყო ეს, ჯიხურად წოდებული, ვალუტის გადამცვლელი მცირე ფირმა. შემდეგ ახლომახლო სადარბაზო იყო თუ თაღი, ქუჩა იყო თუ ჩიხი _ ყველა ადგილი „დაშმონეს“, ჯიხურთან დაბრუნდნენ და კარის მოშორებით დადგნენ. კარგა ხანს ელოდნენ საქმეს.
_ რომელი საათია? _ იკითხა ტიტემ.
_ თერთმეტი დაიწყო.
_ ადგილი ხო არ შეგვეშალა?
_ ნუ გეშინია! ცხვარი მგელს ვერ გაექცევა.
თერთმეტი საათი გახდა და მანქანა ბანკის წინ გაჩერდა. იქიდან სამი მგზავრი გადმოვიდა.

`ნაკოლის~ მომცემი ჩია ტანის კაცი და შავგვრემანი სქელი ქალი.
_ დროა! _ თვალით ანიშნა პაჟარამ ტიტეს. კაცს მივარდა და ფეხი ფეხში გამოსდო. ძირს დავარდნილ კაცს ტიტემ ფეხი ამოსცხო სახეში და გონდაკარგული კაცი ასფალტს დაეკრა. პაჟარამ კეისს ხელი დაავლო და გაიქცა. ქალმა იკივლა, `ნაკოლის~ მიმცემი ტიტეს მივარდა. მკერდში ხელი ჩაავლო და მეეეო, იყვირა თუ იკითხა.

ბიჭს მთელი ძალით ეჭიდებოდა და ტიტემ ისეთი ამოსცხო კაცს ყბაში, რომ ჭიანი კბილები, არც დაუსლოკინებია, ისე გადასცდა ყელში. ტიტე გაიქცა, ქალი აკივლდა. შენობიდან ფირმის დაცვა გამოვარდა. ორნი იყვნენ, ფორმაში ჩაცმული ზორბა ბიჭები.
_ რა მოხდა? _ იკითხა მწითურმა.
_ იქით გაიქცა!
_ არა _ იქით! _ კაცი მარჯვნივ უთითებდა და ქალი _ მარცხნივ. გონდაკარგული კაცი კი ძირს ეგდო და არც არავის ახსოვდა.
დაცვამ ქუჩა დაზვერა, ბევრი იყო აქ გამვლელი, ზოგი მარჯვნივ მიდიოდა და ზოგიც _ მარცხნივ.
არავინ ჩანდა საეჭვო.

დაცვამ უცებ იაზრა, ეს ძარცვა მათი ზარალი რომ არ იყო და დამშვიდდა.
_ ეს ვინ არის? _ იკითხა ისევ წითურმა და ძირს დაგდებულ კაცს ხელი მიაშვირა.
_ ჩვენი უფროსია, _ უპასუხა ქალმა.
_ ბევრი წაიღეს?
_ სულ!
_ უნდა განაცხადოთ!
_ ამის ძმა პოლიციის კაპიტანია.
_ გშველებიათ აბა! _ იმედი მისცა ზარალში ჩაცვენილ ხალხს დაცვის ბიჭმა და გონდაკარგული კაცი კოლეგებთან ერთად ბანკის შენობაში შეიყვანა.
დიდუბიდან დიღომში სირბილით, იქიდან კი ტაქსით საბურთალოზე გამოვიდა და სულ მალე ტიტე ბუკიას ბაღში იდგა. გამვლელ ქალს საათი ჰკითხა. თორმეტი საათი იყო. „ასე უცებ და მარტივად!..“ _ გაიფიქრა ტიტემ და ჟინიანმა ხალისმა მოიცვა მისი გულ-გვამი. წინ და უკან იწყო ბაღში სიარული. პაჟარა კი არ ჩანდა.

ეი, სად არის ოხერი? თუ დაიჭირეს?! _ გაიფიქრა თავისთვის. არა, ბოლო მე წამოვედი. კარგა ხანს იარა ასე ბაღში და საათი იკითხა. უკვე ორი საათი იყო დაწყებული. „არ არის კარგი ამბავი,“ _ გაიფიქრა ბიჭმა და ვიღაცამ დაუძახა კიდეც. მიიხედა და ტაქსიდან პაჟარა ეძახდა. მთელი სულით გაიხარა ტიტემ, ტაქსთან მივარდა და მანქანაში ჩაჯდა.

პაჟარასთან ავიდნენ სახლში და გამარჯვებით გახარებულმა ბიჭებმა უცებ ხტუნვა, ცეკვა და თამაში გამართეს. სხვაზე კი არ უფიქრიათ. ცოტა ხანში ცეკვითა და ხტუნვით დაღლილები სავარძლებში ჩაესვენნენ.
_ მაგარი იყო! კარგი იყო! _ ხარობდნენ ბიჭები და ტიტემ გაიხსენა:
_ მეც ასე მითხრა იმ ლობიომ.
_ ლობიო დაისჯება.
_ ეს როგორ?
_ როგორ და, ვერ იბოზებს, მისი `ნაკოლია~. ჰოდა, ამხანაგის გაყიდვისთვის უნდა დავსაჯოთ! ჯარიმა ოცი ათასი ლარი!
_ ეუ, არ გინდა!
_ რატომ?
_ სიტყვა გვაქვს ნათქვამი!
_ მე მასეთ კაცუნებს სიტყვას არ ვაძლევ!
_ აბა, ის ლაპარაკი რა იყო?
_ ავაგდე ფრაერი.
_ განაბი რომ მოიყვანოს?
_ მაშინ ფულის მიცემა მოგვიწევს.
_ ესე იგი, თუ საქმეში განაბია, სიტყვა სიტყვაა, თუ არადა, წილის მოტეხვა შეიძლება?!
_ არ მიყვარს მე ეგ ხალხი.
_ რატომ?
_ ლაპარაკში ფულს შოულობენ და, ჩვენ რისკზე მივდივართ!
_ რა, ამ ფულიდან `ობშიაკს~ წილი არ უნდა მივცეთ?
_ ხო, გივი მე უთოს საბერტყ ტომრად დამაყენებს და მე `ობშიაკში~ წილს მივიტან!
_ შენ არ მიხვედი ბალუსთან?
_ ეს იმიტომ, რომ უთო მაინც აწევდა ამ ბაზარს განაბთან.
_ კარგი, `ობშიაკს~ წილს ნუ მივცემთ, მარა `ნაკოლშიკს~, რაც ეკუთვნის, უნდა მივცეთ!
_ არა!
_ რას ჰქვია, არა?!
_ მისმინე, ამ საქმეს მე ჩემს თავზე ვიღებ და თუ რამე მოხდა, ,,ატვეჩაიც~ მე ვარ!
_ არ გინდა, ფულზე ნუ ავარდები!
_ მისმინე, ამხელა კუში მე პირველად შემხვდა.

ქურდის მტერი

ორი წელზე მეტია, რაც ამ საქმეს ვადგავარ.
_ ვერ გავიგე, განაბთან მიმიყვანე, ახლა აგინებ. კაცს სიტყვა მიეცი, ახლა აგდებ. ახსენი, რა ხდება?
_ ჩვენ ჩვენს თავს უნდა მივხედოთ!
_ გაგება?
_ მისმინე, შენ რა გგონია, გივი იმ ფულს `ობშიაკს~ მისცემს?
_ აბა!
_ მოგხვდა წარამარა!
ტიტეს ეწყინა.


_ ფული გავიყოთ! _ ისე თქვა, რომ ეს უკვე ჩხუბს მოასწავებდა.
_ კი, ძმაო! _ თქვა პაჟარამ და გვერდით ოთახიდან პარკი გამოიტანა.
ტიტემ პარკი გახსნა და ათი ათასი იყო. მიხვდა, პაჟარა იმ ფულს არ დათმობდა. სცადა აეხსნა, რომ დანაპირები ფული აუცილებლად უნდა მიეცათ.
პაჟარამ კი მოკლედ უთხრა:
_ ეს საქმე მე მოვიტანე, შენ კი კეთილი ინებე და მადლობა თქვი, კაცად რომ გაქციე!
_ ვცემ, _ გაფიქრა ტიტემ და პაჟარას ნაგანი გაიხსენა, _ გავთიშავ და იმასაც წავიღებ, მაშინ იძულებული იქნება, რომ მომკლას. შავი გაგების კაცს იარაღს ვაწერ. ტიტემ პაჟარას შეხედა და გაოცდა. ბიჭს ხალათის შიგნით იარაღის ტარი ჩაებღუჯა.

„ერთი ამის!“ _ გაიფიქრა მან და სავარძლიდან ადგა.
_ კარგად! _ უთხრა ამხანაგს და ბინიდან წავიდა.
_ სულ კარგად! _ მიაძახა პაჟარამ და ტიტეც მიხვდა, აწი გაჭირდებოდა მათ შორის ამხანგობა.
ტიტემ ბუკიას ბაღში ვერავინ ნახა. „ფული სად შევინახო?“ _ გაიფიქრა და ყველაზე სანდო წერო გაიხსენა. იქვე მიხვდა, ნაპარავს წერო სახლში არ შეიტანდა. ახლა გოგი გაახსენდა და მას მიადგა სახლში. დაუძახა და ისიც გამოვიდა.
_ რა ხდება? _ იკითხა ბიჭმა.


_ აი, ეს უნდა შემინახო!
_ ეს რა არის?
_ საიდუმლო!
_ არ ეშვები, არა, პაჟარას?
_ სწავლა და მასწი რო არ მიყვარს, იმიტო მოვკიდე ამ საქმეს ხელი. ახლა კი ეს მითხარი, ძმაკაცი ხარ თუ არა?!
_ კი.
_ ჰოდა, ეს პარკი შემინახე და საიდუმლოც მასთან ერთად. მერე ჩამოდი და ხინკალი ვჭამოთ!
_ არ მინდა მასეთი ხინკალი!
_ რატო?
_ ციხის სუნი გიდის.
_ შენ ციხეში ნამყოფი ხარ?
_ არა.
_ ჰოდა, მალე ჩამოდი! მეც მშია და მწვადსაც გიყიდი!
გოგის გაეცინა.
_ რა გაცინებს?
_ ასე მგონია და ვხვდები, მალე დიდი ხნით ვეღარ გნახავ.
_ ჯვარი მწერია!
_ ჯვარს ქორწილში წერენ.
_ შენ კი...
_ რა, მე კი?..
_ არ ვიცი, _ თქვა გოგიმ და მოკლე მსუქან ფეხებზე შემდგარი ბიჭი ნელი ნაბიჯით უკან ავიდა სახლში. ხელში პარკს წონიდა და ფიქრობდა, „რა ქნა ამ ოხერმა ისეთი, რომ ჯიბეში არ ეტევა და პარკში ინახავს. თან მე მომცა, საიდუმლოდ შეინახეო. საერთოდ, წეროს ენდობა.

ახლა კი მე ამირჩია.“ _ ფიქრი შეწყვიტა და თავს უთხრა, რაც არის, არის, და ეს ქვეყანაც უჩემოდ არის. ასეთი აზრით სახლში ავიდა. პარკი გახსნა, შიგ ჩაიხედა და დაიბნა. ეს რა, ბანკი წაიღო ოხერმა, თუ მილიონის პატ¬რონი ბებია მოუკვდა და რაც დარჩა, ამას უანდერძა. იქვე იაზრა, თუ დააგვიანებდა, ტიტე იეჭვიანებდა. პარკი თავის ოთახში დამალა. ეზოში ჩავიდა და ტიტეს წინ გაიჭიმა.
_ ნახე არა? _ ჰკითხა ბიჭმა.
გოგი გაწითლდა.
_ არსად წამოგცდეს, თორემ სქელი ხარ და გოჭივით დაგკლავ! გაიგე?
_ კი.
_ ჰოდა, წამო ახლა და ხინკალი ვჭამოთ!
_ მწვადი?
_ ეგეც.
უცებ გამხიარულდა გოგი და მოკლე და სქელი ფეხების ძუნძულით გაჰყვა კატასავით მოქნილ გრძელფეხება ბიჭს.


XI თავი
დილის გრილი და ჯერ კიდევ სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა ტიტემ და ქუჩაში მოძრავ მანქანებს გააყოლა თვალი. „ჯერ ადრეა. მშრალ ხიდთან ჯერ კიდევ არ იქნება შეკრებილი მაკლერი და კლიენტი. ჩემი ფული გოგის აქვს. ჰოდა, მეც იმას წავიყვან ბინის დასაგირავებლად. ისეთი იერი აქვს, კაცი არ იფიქრებს, ეს ღლაპი რამის წამრთმევიაო.“ _ ცოტა ხანს კიდევ იარა ქუჩაში და ამხანაგის ეზოშიც შევიდა.
_ გოგი! _ დაუძახა ბიჭს ქვევიდან.

პირმრგვალი შავგვრემანი ქალი გადმოდგა აივანზე.
_ სძინავს, შვილო! _ ისეთი კილოთი თქვა ქალმა ეს ორი სიტყვა, ტიტეს თავი კახეთში ეგონა.
_ გააღვიძეთ რა! _ სთხოვა ბიჭმა.
_ კარგი, შვილო! _ ისევ დინჯი და მორჩილი ხმით თქვა ქალმა და ბინაში შებრუნდა.
ცდამ უწია ტიტეს და როგორც იქნა, გოგიც გამოჩნდა.
_ რა არის? _ იკითხა ბიჭმა.
_ ჩამო და გეტყვი!
_ ცოტა გვიან არ შეიძლება?
_ შუადღეა, უფრო გვიან როდის იქნება?!
_ ჯერ რო არ მისაუზმია?
_ ჩამო და, სადაც გინდა, იქ ისაუზმებ!
_ მწვადი? _ იკითხა გოგიმ.
ტიტეს გაეცინა.
_ დილაუთენია, აბა, მწვადს რა სჯობია!
_ აბა, შუადღეაო?
_ ჩამო და, რაც გინდა და სადაც გინდა...
_ კარგი! მაშ, მოვდივარ!
ნაღდი კახელია. საჭმელი და ძილი. სხვა კი, დაიწვას, თუ გინდა, პლანეტა. ისევ დიდხანს იცადა ტიტემ და გოგიც გამოჩნდა.

დინჯი ნაბიჯით გამოვიდა სადარბაზოდან და ამხანაგთან მივიდა.
_ სად ვისაუზმოთ? _ იკითხა გამარჯობის მაგივრად.
_ შენ სად გინდა?
_ `ზარმაცებში~.
_ იქ რა ხდება?
_ ჩვენებურები მუშაობენ. მწვადიც კარგი აქვთ. ხაშლამაცა აქვთ და ზედ დედას პურებიც.
_ ხო, კახელები მაგრები ხართ სამზადში!
_ აბა, მეგრელებმა ხორცისა რა იცით?! ღომსა ჭამთ და მუცელში ხორცის ადგილს არ იტოვებთ.
ტიტეს სიცილი აუტყდა.
_ რა გაცინებს, რა? მართალი არა ვთქვი?
_ კი, ასეა!
_ მაშ, წავედით, სადაც მე გითხარი!
ტაქსი გააჩერეს და ,,ზარმაცებში’’ გავიდნენ. ხაში, მწვადი, ხაშლამა. საუზმის მაგივრად სადილი გამოუვიდათ ბიჭებს.
_ ახლა კი საქმე! _ თქვა ტიტემ და გოგის აუხსნა, რომ ბინის გირაობა უნდოდა.
_ ახალგაზრდები ვართ და არ გვენდობიან!
_ ცოლად კი არ მომყავს, რო მენდოს.

ჯერ ფულს გადავუხდი და ბინას მერე ავიღებ.
_ კარგი, ვცადოთ, _ თქვა გოგიმ და ბიჭები მშრალ ხიდთან გავიდნენ.
უამრავი ხალხი ირეოდა ხიდზე. პარკში, საითაც არ უნდა გაგეხედა, ზოგი ქირაობდა, ზოგი გირაობდა, ყიდდნენ და ყიდულობდნენ. არავინ მიაქცია ბიჭებს ყურადღება.
_ მაკლერი ვნახოთ, _ იაზრა გოგიმ და ასეც ქნეს.
_ ბორდელის საქმე მე არ მაბარია! _ მკაცრად თქვა უარი გამხდარმა ბერიკაცმა.
სხვამ პასუხიც კი არ გასცა ბიჭებს.
_ ხო გითხარი! ახალგაზრდები ვართ და არ გვენდობიან-მეთქი.
_ რას ეძებთ? _ გაისმა ხმა და ბიჭების წინ მაღალი შუახანს გადაცილებული ქერა ქალი დადგა. ბევრი საცხი ესვა ქალს დამჭკნარ სახეზე.

მაგრამ ეტყობოდა, ოდესღაც ლამაზი იქნებოდა.
ტიტემ თვალი შეავლო ქალს და ბინა იკითხა.
_ მშობლები? _ შეუბრუნა კითხვა ქალმა.
_ რა მშობლები? კაცები ვართ! _ აღშფოთდა ტიტე.
_ ბინა როგორი გინდათ?
_ ერთოთახიანი, ოღონდ, სუფთა და ყველა საჭირო საკითხიც ადგილზე.
_ გირაოსთვის რამდენი გაქვთ?
_ სამი ათასი.
_ ოი, ცოტაა, ბიჭებო!
_ ბევრი რო მქონდეს, ბინას სულაც ვიყიდდი!
_ რა ხნით გინდათ?
_ ერთი წლით.
_ დოლიძეზე მაქვს ერთოთახიანი ბინა, მარა ჩემს მეზობლებს ხმაური არ უყვართ, _ თქვა ქალმა და ბიჭებს გაერიდა.
_ წყნარად ვიქნებით! _ იყვირა ორივე ბიჭმა ერთად და ქალს აეკიდნენ.
_ აბა, ახლა რატომ ყვირით?
_ აღარ ვიყვირებთ, _ დაამშვიდა ქალი ტიტემ.
ერთხანს ღმილით უყურა ქალმა ბიჭს და დინჯად იკითხა:
_ პასპორტი თუ გაქვს?
_ არა.
_ ოი, გაჭირდება!
_ რა?
_ კონტრაქტის გაფორმება.
_ სიტყვა რისთვის არის?! სიტყვიერად შევთანხმდეთ და პირობას ძალა ექნება!
_ კარგი, გენდობი, ოღონდ, ერთი პირობით!
_ რა არის?
_ არ იხმაურო!
_ არა, ხმას არ გავიღებ!
_ მაშინ ასე ვქნათ, თუ მეზობლებმა გკითხეს, ასე თქვი, ლიდა ჩხეიძის დისშვილი ვარ-თქო.

ქურდის მტერი

კარგი?
_ ძალაშია!
_ კარგი, მაშინ ხვალ შევხვდეთ!
_ დღეს იყოს!
_ ფული თანა გაქვს?
_ ერთ საათში შევხვდეთ და ყველაფერი თავის ადგილზე იქნება!
_ ასე გეჩქარება?
_ კაცი ვარ და ცალკე მინდა ცხოვრება!
ქალს გაეღიმა და დაბალი ხმით თქვა:
_ ერთ საათში დოლიძის დასაწყისში ვიქნები.
შეთანხმდნენ, დაიშალნენ. ბიჭებმა ფული აიღეს და დროზე ადრე დათქმულ ადგილას იყვნენ. ქალმა ცოტა დააგვიანა.

ტაქსით მოვიდა და სამივე მთიან ქუჩაზე ავიდა. ბინა მეორე სართულზე იყო. უბრალოდ, სტანდარტულად მოწყობილ ბინაში გასაშლელი დივანი, მაგიდა, ორი სავარძელი და სერვანდი იდგა. სამზარეულო და სხვა სველი წერტილებიც სუფთად იყო შენახული.
_ კარგია! _ მოიწონა ტიტემ და პარკი გახსნა. ფული ამოალაგა და სამი ათასი გადათვალა, _ ეს თქვენ! _ უთხრა ქალს და გირაო მიაწოდა. ლიდამ ფული გამოართვა, ერთი უცნაურად გაიღიმა და სახლის გასაღები მიაწოდა ბიჭს.
_ ერთი წლის მერე გავსწორდებით, _ თქვა ქალმა და იმავეც უც¬ნაური ღიმილით გავიდა სახლიდან.
_ რა ეწყინა? _ შეამჩნია და ვერ ახსნა ტიტემ ქალის მზერის მიზეზი.
_ რა და, ფულს ისე უყურებდა, მე ვიფიქრე, ახლა გვეცემა და წაიღებს-მეთქი.
_ გოგი, ასე ადვილია ჩემთვის ფულის წართმევა?
_ არა, მე ეგ არ მითქვამს.

ქალის მზერა დავიჭირე.
ბიჭები სავარძელბში ისხდნენ და როგორც პრინცი ახალ სასახლეს, ისე ათვალიერებდნენ ნაგირავებ ერთოთახიან ბინას.
_ უნდა აღვნიშნოთ!
_ როგორ?
_ ჯერ მაგნიტოფონი ვიყიდოთ თავისი ატრიბუტებით, მერე _ ლუდი და თევზი!
_ კარგია! _ დაეთანხმა ჭამისთვის მუდამ მზადმყოფი გოგი ამხანაგს და ბიჭები ფეხზე ადგნენ. ტიტემ ათასი ლარი ამოიღო პარკიდან.
_ სულ წამოიღე! _ ურჩია გოგიმ.
_ რატომ?
_ შენ ჯერ ამ ბინას არ იცნობ. იყოს ფული ჩემთან! როცა დაგჭირდება, მოხვალ და აიღებ, როგორც ბანკში.
_ კარგი! _ დაეთანხმა ტიტე ამხანაგს და ათასი ლარი ჯიბეში ჩაიდო.
პარკი იღლიაში ამოიჩარა და ბიჭები ბინიდან გავიდნენ.

ტაქსი გააჩერეს. ფული გოგისთან დააბინავეს და საყიდლებზე გასწიეს. მაგნიტოფონი, კასეტები და დისკები იყიდეს. შემდეგ _ ლუდი და თევზი. გოგის ხიზილალაზე დარჩა თვალი. ტიტემ ეს შეამჩნია და ერთი ქილა იყიდა. გახალისებულები დაბრუნდნენ ბიჭები ბინაში, კარები გააღეს და...

დიასახლისი დახვდათ.
უცებ ორივე მხარე შეცბა.
_ რა მოხდა? _ იკითხა გოგიმ.
_ ჩემი მისამართი არ დაგიტოვეთ და არც თქვენი გვარი და სახელი მიკითხავს.
_ ტიტე კედია.
_ ლიდა ჩხეიძე.
_ ეგ უკვე თქვით.
_ მე ვერაზე ვცხოვრობ, გოგებაშვილის თხუთმეტში. თუკი რამე დაგჭირდეთ, გამაგებინეთ, _ თქვა ქალმა და სანამ ბიჭები კიდევ რამეს იკითხავდნენ, ქალი ბინიდან გაქრა.
_ ეს ვიღაც აფერისტია! _ წამოიძახა გოგიმ.
_ მეც ეჭვი მაქვს!
ორივე ბიჭი გარეთ გავარდა, ქალი კი არსად ჩანდა.
_ მეზობელთან ვიკითხოთ! _ იაზრა გოგიმ.
პირველ სართულზე ზარი დარეკეს და კარებში გამოსულ კაცს ლიდა ჩხეიძის საცხოვრებელი ჰკითხეს.
_ აქ ბინა აქვს, მაგრამ თვითონ ვერაზე ცხოვრობს.

სხვა კი არ ვიცი, _ თქვა კაცმა და კარი დახურა.
უცებ დაწყნარდნენ ეჭვს აყოლლი ბიჭები.
_ ეჭვიანი კაცი ხარ!
_ შენ?
_ მეც.
ბიჭებმა გაიცინეს და ბინაში ავიდნენ. ლუდი გახსნეს, თევზი გაფცქვნეს. ხიზილალის ქილას თვითონ გოგიმ მიხედა და ქეიფი დაიწყო. დანაყრდნენ და ტიტემ რეპი ჩართო. ნახევარ საათს უსმინა გოგიმ ამ ხმაურს და ბოლოს ბრაზით იკითხა:
_ ერთი მითხარი, რას უსმენ შენ ახლა?
_ მუსიკას.
_ ეს მუსიკა არ არის! ასე მგონია, დედას იგინებიან!
_ ჰო, ეგეც არის.

ქუჩის თავისებური პოეზიაა რეპი.
_ ესე იგი, შაირები.
ტიტეს გაეცინა.
_ რა გაცინებს? გამორთე, თორე გასკდა თავი!
ტიტემ ბიჭს სურვილი შეუსრულა და სახე გაებადრა ყურდასვენებულ გოგის.
_ ეჰ, არ გესმის თავისუფლება და ქუჩის პოეზია.
_ გალაკტიონი მაქვს წაკითხული, ვაჟა-ფშაველა. აი, იქ არის ნამ¬დვილი სიყვარულის თავისუფლება!
_ მამაშენი მართლა ,,მასწია~, არა?
_ მამაშენი?
_ მე სახლიდან წამოვედი.
_ არა ხარ მართალი!
_ მისმინე, ქალთან ყოფილხარ?
გოგი დაიბნა.
_ ააა... არა!
_ ჰოდა, სიყვარულზე ხვალამდე არ ილაპარაკო!
_ რატომ ხვალამდე?
_ წამო, წავედით!
ოც წუთში სასტუმრო `ხიბლის~ აბონოს ბარში იყვნენ. `მამაშა~ შინაურულად მიესალამა ტიტეს და მისი ამხანაგის დანახვაზე ხუმრობით იკითხა:
_ ახალი სიძეა?
_ ასეა, _ დაეთანხმა ტიტე ქალს.
_ შენ ლეი!
_ მიმიხვდით!
_ ადვილია.
_ რატომ?
_ სახეზე გაწერია.
_ რა?
_ გიყვარს!
ტიტე გაწითლდა.
_ ახლავე! _ თქვა ქალმა და გოგოებს დაუძახა.
ბარში გოგოები შემოვიდნენ. ლეის არც უკითხავს, ისე მიუჯდა გვერდში ტიტეს.
_ ამოირჩიე! _ უთხრა ტიტემ გოგის.
_ როგორ?
_ რომელი მოგწონს?
ბიჭი გოგოების თვალთავლში დაიბნა და თავისდაუნებურად გაიშვირა ხელი მოკლე კაბაში გამოწყობილი შავწინდებიანი გოგოსკენ.
წყვილები ნომრებში დარიგდნენ.

ტიტემ ლეის კისერში აკოცა და სავარძელში ჩასვა.
_ როგორ ხარ? _ ჰკითხა გოგოს და მზერად იქცა. ლეი მიხვდა, ბიჭი სხვას ფიქრობდა და სხვას ამბობდა. პირველი ვარ მე ამისთვის და თვალიც ასე იმიტომ დამადგა. ასაკითაც ჩემზე უმცროსია. ბავშვია რა.
_ რატო ხარ ჩუმად?
_ აბა, რა ვთქვა?
_ ასეთი ლამაზი გოგო აქ როგორ მოხვდი?
უცებ გაბრაზდა გოგო და უკვე ამრეზილმა უპასუხა:
_ რაც გინდა, ის გააკეთე, ასეთი ლაპარაკის დრო კი მე არა მაქვს!
ტიტე მიხვდა, გოგოს აწყენინა.

უცებ, ისე, რომ თვითონვე არ ელოდა, გულწრფელად უთხრა:
_ მე შენ მიყვარხარ!
მიხვდა მეძავი, ბიჭი მართალს ამბობდა. მაინც ირონიულად ჰკითხა:
_ მაინც, რა გაინტერესებს?
_ აქ როგორ მოხვდი?
_ მეგობარი ბიჭი მყავდა. არეული კაცი იყო. იპარავდა, კაიფობდა და, რა ვიცი, რას არ აკეთებდა. მერე დაიჭირეს და სახლში წამალი უპოვეს. პოლიციელმა მითხრა, თუ ჩემი მორჩილი არ გახდები, შენც „სროკზე“ გაგიშვებო. ჯერ საყვარლად ვყავდი, მერე მოვბეზრდი და აქ მომიყვანა.

მითხრა, იმუშავებ და დანაშაულს ფულით გადაიხდიო. იმის მერე აქა ვარ და ეს საქმეც ასეა.
_ ვინ არის ის ოხერი?
_ ოპერია სამმართველოში.
_ გვარი და სახელი არა აქვს?
_ ედოს ეძახიან. ისე, ედვარდ სააკიანია.
_ მერე, პოლიციაში არ იციან, რას აკეთებენ?
_ ფულის შოვნის ოსტატია და ვერ ელევიან.
_ ესე იგი, ფულია მთავარი?!
სიცილი წასკდა გოგოს. პატარა ბიჭი იჯდა მის წინ და ყველა მისი კითხვა წრფელი იყო და სასაცილოც. არ დასცინოდა, ისე იცინოდა პატარა და საყვარელი ბიჭის კითხვასა თუ აზრზე.
ტიტემ თავი დაკიდა და ლეიც მიხვდა, ზედმეტი მოუვიდა, არ უნდა გაეცინა. საოცრად შეეცოდა ეს წრფელი არსება და თვითონ მიუჯდა გვერდში.

ქურდის მტერი

მთელი არსებით მიეცა ბიჭს და უცებ გაათბო მისი პატარა ნაწყენი გული და მისი ახალგაზრდა სხეული. ძალიან მალე დაიკარგა ბიჭი საკუთარ თავსა თუ ამ ქალის განცდაში.
ნაშუაღამევს კარებზე გოგის ხმა გაისმა:
_ წამო რა, კაცო, დავიღალე ამ ცარიელ ბარში ჯდომით!
ტიტე გოგოს დაემშვიდობა, მამაშას ვალი გაუსტუმრა და გოგისთან ერთად გარეთ გავიდა. მშვიდი და უხმაურო იყო ნაშუაღამევს ქალაქის ქუჩა. კანტიკუნტად მოძრაობდა მანქანა თუ ფეხით მოსიარულე.
_ გოგი!
_ რა?
_ აბა, სიყვარულზე ლექსი თქვი!
გოგის გაეცინა და ბიჭები უხმოდ და ჩაფიქრებულნი გაუყვნენ პეკინის ქუჩას. ტიტე ლეიზე ფიქრობდა, გოგი _ თავის პირველ ქალზე. ღამე კი, ძილს მინებებული, მშვიდად სუნთქავდა მზიანი დღის მერე.
XII თავი
ტიტემ კაფეში ისაუზმა და ბუკიას ბაღში გავიდა.

აქ მყოფ ხალხს თვალი შეავლო და ჩვეულ სკამზე გვერდით მიუჯდა ამხანაგებს.
_ გავიგე, შავ ცხოვრებას აწვები! _ შენიშნა ბიჭს წერომ.
_ ცოტ-ცოტას და სამყოფს ვშოულობ.
_ პაჟარამ გასწავლა ასეთი ლაპარაკი?
_ ჯერ იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი!
_ ღმერთზე არ ხუმრობენ!
_ ოო, წერო, შენი ადგილი ტაძარშია!
_ ჩემი ადგილი ბიზნესსკოლაშია და მალე კიდეც ვიქნები იქ!
_ მერე რა იქნება?
_ საქმე.
_ მიზანი ფულია, არა?
_ ფული საშუალებაა. მიზანი სხვა რამეა.
_ ჰოდა, ეს საშუალება მეც მჭირდება!
_ მაინც, რისთვის?
_ კარგად მინდა, რომ ვიცხოვრო.
_ ციხეში კარგად ვერ იცხოვრებ!
_ ვინ მიჭერს, რო?
_ საქმე, რომელსაც შენ აკეთებ!
_ მამაშენი ბიზნესის კაცია.
_ მამაშენი მუსიკოსი.
_ აი, სწორედ ეგ მიშლის ნერვებს ყველაზე მეტად!
_ მამა არ მოგწონს?
_ `სკრიპკა~ მძულს და, საერთოდ, თავისუფალი არჩევანი დემოკრატიის გული და ძარღვია!
_ შავ ცხოვრებაში არჩევანი არ არსებობს.
_ აბა, რა არსებობს?
_ იძულებითი მორჩილება!
_ ვერ გავიგე!
_ მშიერი კაცი ჩადის დანაშაულს და კუჭი მისი მორალის საფუძველი. შენ არ გშია და მაინც იპარავ. აქ ჩნდება სული ანტიქმედი.
_ მაინც რატომ?

_ სიამოვნების გამო მიდიხარ დანაშულზე და უფრო გაირყვნები, ვინემ მშიერი კაცი!
_ კაი ერთი რაა! როგორც მინდა, ისე ვცხოვრობ!
_ შეიცვლი მაგ აზრს, ოღონდ, უცხოსთან და ჭუჭყიან საკანში.
_ მე ნებისყოფა მაქვს.
_ ძალა და თავისუფალი ნება სხვადასხვა რამეა.
_ ფილოსოფია გიყვარს შენ!
_ წიგნებს ვკითხულობ და თან _ ყურადღებით!
_ მაინც?
_ ზოგად უნარებს გამოცდაზე აბარებენ, მე კი ეს ცოდნა რეალურ გარემოშიც გამომადგა.
ტიტეს გაეცინა და დინჯად თქვა:
_ ერთი, მუსიკოსის ოჯახში ცხოვრობდე! დედა, მამა, და, ბებია, სიძე და, მგონი, კედლები _ ყველა მუსიკოსი იყოს, მერე ნახავდი, რა არის მოწყენა და თავისუფალი არჩევანი!
_ პაპაჩემი რესტორანში მუშაობდა. მამაჩემიც ასე არის და მეც ასევე ვიქნები.
_ ორი რესტორანი გაქვთ, არა?
_ პაპაჩემი მზარეული იყო. მამაჩემს კი ისე ასწავლა ეს საქმე, რომ ახლა გუჯა მენეჯერია და ორ რესტორანში წილი აქვს.
_ მესამე?
_ ვისწავლი, გვერდში ამოვუდგები და მესამეც იქნება!
_ ჭკვიანი კაცია მამაშენი და იცის თავისი საქმე!
_ შენ რომ წეროს მხარი არ დაუჭირო, თემოც აღარ იქნები, არა? _ იკითხა ტიტემ.
_ მართალია და...
ტიტეს გაეცინა.

ბიჭები არ აყვნენ.
_ დღეს რა ვქნათ? _ იკითხა თემომ.
_ ორ საათზე ინგლისურის გაკვეთილი მაქვს. იქიდან ვარჯიშზე
მივდივარ. საღამოს კი ისევ აქ მოვალ.
_ რესტორანში ინგლისური ენა რაში გჭირდება?
_ სასმელი ევროპიდან შემოგვაქვს. უცხოელი ტურისტიც გამრავლდა თბილისში. იმათ კი ქართული ენა არ იციან.
_ ო, ხო, ხო!
_ შავი ხბო!
ბაღთან ტაქსი გაჩერდა და მანქანიდან პაჟარა გადმოვიდა.
_ აი, მოვიდა ჟღალი ნავსი და ოხერი კაცი!
_ პაჟარა ძმაკაცია არა, ჩვენი? _ იკითხა ტიტემ.
_ არის რა!..
პაჟარა სკამის წინ დადგა.

ბიჭებს თვალი შეავლო და ღიმილით იკითხა.
_ ისევ ჭორში იხრჩობთ არა, ბიჭებო, თავს?
_ შენა ხარ მედიტაციური გურუ და ლაპარაკი, აბა, რაში გჭირდება?
პაჟარამ წეროს შეხედა და მიხვდა, არ იყო ახლა ორმეტრიანი გოლიათი მისი ხუმობის მოსასმენად და საკამათოთ განწყობილი და ჩხუბს თავი აარიდა. ტიტე გვერდზე გაიხმო და ხმადაბლა უთხრა:
_ გივი გველოდება.
_ ახლავე წავიდეთ?
_ არა, ერთი წლის მერე!
ტიტე ბიჭებს დაემშვიდობა, პაჟარა _ არა და ორივე ბარიდან გავიდა.
_ ამ ბაღს ბუკიას სახელი კი არა, ჭორის ბუდე უნდა ერქვას, _ აბუზღუნდა პაჟარა. ტიტე მიხვდა, ვიზე იყო ბიჭი ნაწყენი. არაფერი უთხრა და პაჟარას ბრაზიც მალევე განელდა.
_ ბინა ვიგირავე! _ ახარა ტიტემ ამხანაგს.
_ ეგ კარგია, `ხატა~ გვექნება!
ტაქსი დაიჭირეს და ვეძისში ავიდნენ, ეზოში კარები ბალუმ გაუღო.
_ შემოდით, უთოც აქ არის, _ მხიარულად თქვა სქელმა კაცმა და ბიჭებს განაბის სახლში შეუძღვა. გივი და უთოც ტელევიზორს უსხდნენ.

არ მოეწონა ეს სურათი ტიტეს.
_ ა, ეს თქვენა ხართ! _ იცნო გივიმ ბიჭები.
ორივე ერთად მიესალმა გივის და მის შეთავაზებულ სკამებზე ჩამოსხდნენ.
_ ფული ადგილზეა! _ თქვა გივიმ, _ ნახევარი `ობშიაკს~, ნახევარი კი თქვენია, მარა მეც მაქვს ერთი თხოვნა.
_ გისმენთ! _ დაეთანხმა პაჟარა.
_ ავად ვარ და წამლის ფული მჭირდება. ათას დოლარს ხო არ დამითმობთ, როგორც უფროს ძმას?
_ კი, ბატონო! _ დაეთანხმა პაჟარა.
_ რადგან ასე ძმურად გადავწყვიტეთ საქმე, აგერ თქვენთვის, თითოსთვის ხუთას-ხუთასი დოლარია და ჩემი იმედიც მუდამ გქონდეთ! _ თქვა გივიმ და პაჟარას და ტიტეს ხუთას-ხუთასი დოლარი მისცა.
_ სხვა საქმე გაქვთ? _ იკითხა ბალუმ.
_ არა, _ თქვა პაჟარამ.
_ მაშინ წამოდით! _ ბიჭები გივის დაემშვიდობნენ. უთო განაბთან დარჩა და ორნი გარეთ გავიდნენ.
_ კიდე გინდა `ობშიაკში~ ფულის მიტანა? _ ჰკითხა პაჟარამ ტიტეს.
_ ღორი ყოფილა!
_ პაჟარას გაეცინა.
_ არა, კეთილი კაცია გივი და ზონაში პატიმარს მშიერს ხო არ დატოვებს! განაბია ის კაცი.
ტიტე ისედაც მიხვდა, ვის დარჩა ის ფული.
_ ახლა რა ვქნათ?
_ ვისადილოთ და მერე თუ გინდა, ახალი `ნაშები~ გავჩითოთ.


_ ვინ ახალი `ნაშები~?
_ მდიდრების ბორდელია. გამოძახებით მოდიან. საათი ორასი დოლარი ღირს.
_ მისმინე, `ხიბლში~ ერთი გოგოა. ლეი ჰქვია. მომპარავის `ნაშა~ ყოფილა. ძაღლს აუგდია ის ბიჭი და გოგსთვის უთქვამს, თუ ჭკუით არ იქნები, შენც `სროკს~ აგკიდებო. ჯერ თვითონ უხმარია და რო მობეზრებია, იქ ჩაუბარებია.


_ მომპარავი კი არა, ბარიგა იყო მაგისი ბიჭი. ის ძაღლი ფულში გადააგდო.
_ გოგო რა შუაშია, მერე?
_ ასეა, ძმაო! ან შენ იხმარ, ან შენ გიხმარენ. ნახე არა, გივი! `ტრუხა ბაზარში~ ფულს იღებს და მუდამ სკამზე ჯდომისგან სულაც ტრაკს დაემსგავსა ოდესღაც მომპარავი კაცი.
კაფეში შევიდნენ და ისადილეს.

ქურდის მტერი

ასი გრამი არაყი დალიეს და პაჟარამ ისევ იკითხა:
_ რა ვქნათ, ავიყვანოთ ახალი ნაშები?
_ არა, მე ლეი უნდა ვნახო.
_ ხო არ შეგიყვარდა?
_ ა, არა!
_ პირველზე იცის, მარა არა უშავს, ყველაფერი ბეზრდება კაცს და მათ შორის, ყველაზე ადრე _ ასეთი ქალი.
_ უბრალოდ, მეცოდება, _ თავი იმართლა ტიტემ.
_ ძმაკაც, შეცოდებიდან მოდის შეყვარება.
სადილს მორჩნენ და გარეთ გავიდნენ.
_ საით? _ იკითხა პაჟარამ.
_ `ხიბლში~!
_ მე კი ახალ გოგოებს გავსინჯავ. ვნახოთ, რა ჯიშისანი არიან მდიდ¬რების ფაშატები!
ტიტე `ხიბლში~ წავიდა, პაჟარა _ ახალი გოგოების გასასინჯად.

მხიარულად შეხვდა ტიტეს `მამაშა~:
_ სიძე!
დახლის წინ ორი ბიჭი იჯდა და გოგოებს ათვალიერებდა.
_ ლეი ჩემთან დაჯდეს!
_ თუ დაწვეს? _ სიცილით იკითხა ქალმა.
ტიტეს გაეცინა.
_ გიყვარს? _ იცინოდა ქალი და ლეი გვერდში მიუსვა ბიჭს. შამაპანური აიღეს და თითო ჭიქა დალიეს.
_ ჩემთან წავიდეთ!
_ სად შენთან?
_ ბინა მაქვს.
_ ეგ ნორას უნდა უთხრა და უფრო ძვირი დაგიჯდება.
ტიტემ `მამაშას~ თავისი სურვილი უთხრა და ქალმა ასი ლარი ითხოვა. ტიტემ გადაიხადა და გოგო და ბიჭი გარეთ გავიდნენ.
სუფთა ეჩვენა სარდაფის მერე ქუჩის ჰაერი ორივეს. ტაქსში ჩასხდნენ და დოლიძეზე ავიდნენ. გზაში შამპანური და შოკოლადი იყიდეს. ბინაში შესულ ბიჭს კი სულ სხვა გრძნობა დაეუფლა.

თითქოს სხვა იყო ლეი, მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი ამ პლანეტაზე. გოგო დივანზე ჩამოჯდა და ბიჭმა სუფრა გაშალა. შამპანური გახსნა და ჭიქებში ჩამოასხა.
_ ეს ჩვენ გაგვიმარჯოს, ხატულა! _ უთხრა ბიჭმა გოგოს და შამპანურის დალევა შესთავაზა.
ლეიმ მოსვა, ტიტემ ჭიქა დაცალა და არყის მერე, შამპანურმა, მართლა, კარგ ხასიათზე დააყენა.
_ მე შენ აღარ გაგიშვებ! _ უთხრა მან გოგოს.
_ ეგ არ გამოვა!
_ რატომ?
_ იმის ვალი მაქვს!
_ ძაღლის?
_ ჰო!
_ მე გავისტუმრებ!
_ არ გამოვა.
_ რატომ?
_ თუ გაიგო, პატარა ბიჭს ფული გაქვს, წამალს ჩაგიგდებს და ფულს ისე წაიღებს, ან სულაც „სროკზე“ გაგიშვებს. თან მე სხვა გეგმა მაქვს.


_ მაინც?
_ ამერიკაში უნდა წავიდე.
_ იქ რა ხდება?
_ იქ არავინ არ მიცნობს და იქნებ გავთხოვდე!
_ აქ რა გიშლის ხელს?
_ ფული არა მაქვს.
_ ფული, ფული!..
_ ჩემთან იყავი და მე მოგცემ იმ ფულს!
_ შენთან ვარ და ვიცი, რომ ფულს მომცემ!
_ არა, საყვარლად დარჩი ჩემთან!
_ ეგ ხნიერი და მდიდარი კაცების საქმეა.
_ მეც ვიქნები მდიდარი!
_ სად მუშაობ?
_ არსად.
_ ჰოდა, არსად ნაშოვნი ფული უცებ იხარჯება და მუქთა `ბაითიც~ არ აგცდება!
_ თუ ჩემთან დარჩები, მუშაობას დავიწყებ!
_ მე ამერიკაში მივდივარ.
_ რამდენი უნდა მაგ საქმეს?
_ ოცი ათასი დოლარი უნდა საჭირო საბუთების გაკეთებას.
_ შენ რამდენი გაქვს?
გოგოს არ უპასუხია.
ტიტე მიხვდა, ის არ იკითხა, რაც უნდა ეკითხა. შერცხვა და უცებ უარესი დააბრეხვა:
_ ჩემნაირ ბიჭს თუ გაყვები აქ ცოლად?
_ მე შენზე უფროსი ვარ!
_ მაინც?
_ ოცდაორი წლის ვარ!
_ ხუთი წელი ბევრია?
_ სხვა თემაზე ვილაპარაკოთ.
ტიტე მიხვდა, სათქმელი არ ჰქონდა და გოგოს მიუჯდა გვერდში. აკოცა და იმანაც აკოცა. დიდხანს კოცნიდნენ ერთიმეორეს. ტანზე გაიხადეს და ორი ერთ სხეულად შეიკრა. არაყნასვამ ტიტეს სექსი გაუგრძელდა და მთელი ღამე არც დაუსვენია. დილით ჩაეძინა და დილითვე გააღვიძა ლეიმ.
ბიჭმა თვალი გაახილა და ქვევიდან ზევით ახედა გოგოს.

ლამაზია! ეს რომ წავა, მერე რა უნდა ვქნა, ა? _ ჰკითხა თავის თავს და ლეის სთხოვა:
_ დარჩი რა!
_ ჩვენ დღე გვძინავს.
_ რატომ?
_ ღამის სამუშაო გვაქვს, ბიჭუნი! _ მკაცრი ხმით თქვა ლეიმ.
_ კარგი, ავდგები!
_ არ გინდა, ფული მომეცი და თვითონ წავალ!
ტიტე ფეხზე ადგა, დაიბანა და ლეი გააცილა. ტაქსში ჩასვა და მისამართი ჰკითხა ლეის.
_ შენ დარჩი, _ სთხოვა გოგომ.
_ არა! _ მოკლედ თქვა ბიჭმა.
ახალ დიღომში გავიდნენ.
_ არ გადმოხვიდე! _ ისევ სთხოვა გოგომ ბიჭს. ტიტემ გოგოს ფული მისცა და გოგო უცებ გაქრა ჯერ მანქანიდან და მერე სადარბაზოში გაუჩინარდა.
„აწი ვიცი, სადაც ცხოვრობს,“ _ გაიფიქრა ტიტემ და საბურთალოზე დაბრუნდა. გზაში შიმშილი იგრძნო.

ტაქსით გოგის ეზოში შევიდა და ამხანაგს დაუძახა.
_ რა არის? _ გაისმა ხმა აივნიდან.
_ ჩამო, ვისაუზმოთ!
_ `ზარმაცებში~?
_ იქ იყოს!
გახარებული გოგი ხუთ წუთში მანქანაში იჯდა. მანქანა დიდუბის გზას დაადგა და ტიტემ იგრძნო, რომ საოცრად დაღლილიყო იმ დღეს უზომო სექსისა თუ უძილო ღამის მერე. რესტორანში ოფიციანტს შეკვეთა მისცეს და გოგიმ წამოიძახა:
_ შენები გეძებენ!
_ რა უნდათ?
_ შენზე დარდობენ.
ტიტე დაფიქრდა. ჯიბიდან ფული ამოიღო და გოგის მისცა. აი, ეს იმათ მიუტანე.
ფული არ უთხოვიათ.
_ ქენი სიკეთე და გააკეთე, რასაც გთხოვ!
ისადილეს და დაიშალნენ. ტიტე ნაქირავებ ბინაში შევიდა და გაუხდელად დაწვა ლოგინზე. თეთრეული კი ისედაც არ ჰქონდა.

ლეის სუნი იგრძნო მუთაქაზე. ბედი არ გინდა?! ასეთი გოგო და, მეძავი! კიდევ ერთხელ ეწყინა ბიჭს და თვალები დახუჭა. დაღლილსა და მაძღარს უცებ ჩაეძინა...
XIII თავი
კარებზე ზარის ხმა გაისმა. ტიტემ გაიგონა და ძილი არჩია. გვერდი იცვალა და მუთაქის ქვეშ დამალა თავი. ისევ ახმაურდა კარებზე ზარი. ამჯერად უწყვეტად და დაჟინებით.

„ვინ არის, ოხერი?“ _ გაიფიქრა ბიჭმა და ფეხზე ადგა. მივიდა და სათვალთვალოში გაიხედა. ჭაღარათმიანი ხნიერი ქალი იდგა კარებთან. ბიჭმა კარები გააღო და ქალს შეხედა. ძლიერ ჰგავდა ეს ქალი სკოლის ხნიერ პედაგოგს.
_ თქვენ ვინ ხართ? _ ჰკითხა ქალმა.
_ ტიტე.
_ ამ ბინაში ვისთან ხართ? _ ისევ იკითხა ქალმა.
ტიტემ დიასახლისის ნათქვამი გაიხსენა და უცებ უპასუხა:
_ ლიდა ჩხეიძის დისშვილი ვარ!
_ ტყუი! _ იყვირა ქალმა.
_ არა, რატომ?
_ ლიდა ჩხეიძე მე ვარ და შენ ჩემი დისშვილი არა ხარ!
უცებ დაიზაფრა ბიჭი.
_ ახლა თქვი, აქ რას აკეთებ, თორემ უცებ დავუძახებ პატრულს!
_ ვიგირავე მე ეს ბინა.
_ ვისგან?
_ ასე თქვა, ლიდა ჩხეიძე ვარო.
_ არა! ეს ბინა მე თინა მაყაშვილს მივაქირავე და ამ თვის ქირა არ გადაუხდია.
იმ წამს გაახსენდა ბიჭს გოგის ნათქვამი და სიბრაზისგან ელდანაცემი კინაღამ გაგიჟდა.
უხმო და აზრარეული იდგა ტიტე ქალის წინ და არ იცოდა, რა უნდა ეფიქრა, ან რა უნდა ეთქვა.
_ გაიწიე! _ ბრძანა ქალმა და სახლშიც ჯიქურ შევიდა. მაგიდაზე შამპანურის ბოთლი, შოკოლადის ნარჩენი და ცარიელი ჭიქები დაინახა და წითელი წიწაკის ფერი დაედო ნაოჭიან სახეზე.
_ თქვენ რამდენი წლისა ხართ? _ იკითხა ქალმა.
_ ჩვივდმეტის.
_ მშობლები გყავთ?
_ აბა?! _ გაიოცა ტიტემ.

_ მერე, იმათ იციან თქვენი აქ და ასეთი ყოფნის ამბავი?
_ თქვენ ვინ ბრძანდებით? _ ჰკითხა ბიჭმა.
_ ამ ბინის პატრონი!
_ არა, მაგას არ გეკითხებით.

ქურდის მტერი

რა პროფესის ბრძანდებით?
_ ქიმიის მასწავლებელი ვარ! _ თქვა ქალმა და ტიტეს მთელი არსებით შესძულდა ეს ქალი.

მისი ხმა, იერი, ლაპარაკის მანერა. დიდი სიამოვნებით მიახრჩობდა.
_ ბინა უნდა დამიცალოთ! _ თქვა ქალმა.
_ ვაჰ, მე ფული მაქვს აქ გადახდილი!
_ რამდენი?
_ სამი ათასი ლარი!
_ საიდან პატარა ბიჭს სამი ათასი მანეთი? ოცი წლის პედაგოგი ვარ და ჩემი ხელფასი სულ ორასი ლარია. ამიტომ ვაქირავებ ამ ბინას და თვითონ კი დასთან ვცხოვრობ.
_ ვიზიარებ დისშვილის სიხარულს!
_ თუ შეიძლება, თქვენი ირონია თქვენთვის შეინახეთ!
_ ფული?
_ თუ ახლავე არ წახვალთ აქედან, ახლავე პოლიციას გამოვიძახებ!
ტიტე დაფიქრდა და მიხვდა, პოლიციას კითხვაზე პასუხს ვერ გასცემდა. სამი ათასი ლარი მისი ასაკის ბიჭს საიდან უნდა ჰქონოდა?!
_ კარგი წავალ! _ თქვა მან და ნივთების შეგროვება დაიწყო. რაც ჰქონდა _ ტანსაცმელი, მაგნიტოფონი და კასეტა _ ერთად მოაგროვა და ისე, რომ პირი არ დაუბანია, სახლიდან გავიდა.
_ გასაღები! _ გაისმა ქალის წიკვინა ხმა.
ბიჭმა ქალს გასაღები მისცა და წავიდა. ქუჩაში ტაქსი გააჩერა და თავისი სახლის მეზობელ სახლთან მივიდა.

ათვისებულ სარდაფში ჩავიდა და ნივთები იქ დააწყო. ზემოთ ამოვიდა და ახლაღა მიხვდა, გადააგდო იმ ბებერმა ჩათლახმა. ქალის სახე გაიხსენა, დამჭკნარი კანი და ქერად შეღებილი თმა ჰქონდა ოხერს. ბრაზით კინაღამ დაიხრჩო ბიჭი. „ვიპოვი და ყელში ბრიტვას გამოვუსვამ,“ _ გაიფიქრა და დაიჯერა კიდეც. ბუკიას ბაღში რიგში ჩაწყობილ სკამებზე ბევრი ხალხი ისხდა.
ტიტე თავის ამხანაგებს მიუჯდა გვერდში. გამარჯობა არ უთქვამს, სკამზე დაჯდა თუ არა, თავი ჩაქინდრა.


_ რა არის, რა დაძმარებული სახე გაქვს? _ ჰკითხა თემომ.
_ მე ვიცი! _ თქვა გოგიმ.
_ რა? _ იკითხა წერომ.
_ გადაგვაგდეს!
_ ვინ? რა? _ ვერ გაიგო წერომ.
_ ბინა ვიგირავეთ. სხვისი ბინა სხვამ შეგვტენა და ფული დაიკარგა!
_ ვაა! _ აღშფოთდა პაჟარა, _ გირაო დიდი იყო?
_ სამი ათასი.
ტიტე იჯდა და ხმას არ იღებდა. გრძნობდა, თუ ის ახლა ხმას ამოიღებდა, შეიძლება ტირილიც კი დაეწყო.
_ უნდა გეკითხა! _ შენიშნა პაჟარამ.
_ შენ რას იზამდი?
_ მე კაცის ხასიათს იერზე ვკითხულობ.
_ ის ქალი იყო.
_ ვინც იყო!
_ ახლა რა ვქნათ? _ იკითხა თემომ.
_ ხო, მართლა! _ წამოიძახა გოგიმ და ჯიბიდან კონვერტი ამოიღო, _ ეს შენ! _ უთხრა ტიტეს და კონვერტი გაუწოდა.
ტიტემ კონვერტი გახსნა და წერილი და ფული ამოიღო.
`შვილო, ფული თვალები არ არის და თუ შენ ჩვენი ნახვა არ გინდა, თავსაც ნუ შეიწუხებ!~ ტიტემ ფულს დახედა. ასის მაგივრად ორასი დოლარი იყო.
_ ასე ფულის შოვნაც შეიძლება! _ იხუმრა ბიჭმა და წერილი დახია. ფული კი გოგის მისცა.
_ რატომ მაძლევ? _ იკითხა ბიჭმა.
_ დაგჭირდება!
გოგი დაფიქრდა და წეროს გახედა. სხვაგან იყურებოდა წერო.


_ მართლა მჭირდება! _ თქვა მან და ფული მადლობასთან ერთად ჯიბისკენ გააქანა. მისთვის დიდი თანხა იყო მთელი ორასი ამერიკული დოლარი.
_ სჯობია სახლში დაბრუნდე! _ ურჩია ტიტეს წერომ.
_ იქნებ სიძესაც ბოდიში მოვუხადო!
_ რატომაც არა, რო?
_ შენ რო გეყოლება მესამე ზედსიძე, იმას მოუხდი ბოდიშს!
წერომ ტიტეს ახედა. მისცხებდა ახლა ის ამ ბიჭს, მაგრამ თავი შეიკავა.
ყველა მიხვდა, დაიძაბა ორივე ჩხუბისთავი.
_ ამაღამ ჩემთან წამოდი! _ თქვა პაჟარამ.
_ შენთან რატომ? _ იკითხა გოგიმ.
_ ამაღამ დედაჩემი მორიგეა და სახლშიც მარტო ვარ, _ თქვა პაჟარამ და ტიტეს ხელი გამოსდო მკლავში. სეირნობით, მაგრამ მალე მივიდნენ ბიჭები პაჟარას სახლში.
_ ანაშა მოვწიოთ და ვივახშმოთ!
_ არ ვეწევი!
_ შენ ისე ივახშმე, _ დაეთანხმა პაჟარა სტუმარს და სამზარეულოში სუფრა გაშალა. შემწვარი ძეხვი, ყველი და ჩაი გემრიელი ეჩვენა ტიტეს და იქვე გაახსენდა, დიდი ხანია, რაც მას სახლში არ უჭამია.

თან გაიფიქრა, შინ ყოფნა კარგი იყო თუ ცუდი, ის უკან აღარ მიბრუნდებოდა.
XIV თავი
_ ადგომის დროა, _ ჩაესმა ძილში ტიტეს პაჟარას ხმა. ბიჭმა თვალი გაახილა, _ ათ საათზე დედაჩემი მოვა!
ტიტე ფეხზე ადგა და თავს მიხედა. აბაზანიდან სამზარეულოში შევიდა და აქ უკვე მზად ჰქონდა პაჟარას საუზმე. ტიტე მაგიდას მიუჯდა და იკითხა:
_ საქმე მაქვს, თუ გამომყვები?
_ თქვი!
_ ის ქალი უნდა მოვძებნო.
_ სად?
_ მშრალ ხიდთან.
_ ესე იგი, შენ გგონია, რომ ის იქ ასე მალე მივა?
ბიჭმა ქალის სახე გაიხსენა. მჭკნარ სახეზე ბევრი საცხი ესვა, ჭაღარა თმა კი ქერად ჰქონდა შეღებილი.
_ არასდროს არ დამავიწყდება!
_ სხვა საქმე ვნახოთ!
_ ესე იგი, შერჩა!
_ თუ ოდესმე და სადმე შეგხვდა, დაისჯება. თუ არადა, დროს და ნერვებს ტყუილად ნუ დახარჯავ!
_ უნდა მოვკლა!
_ ათი წელი ვიღაც ჩათლახი ქალის გამო ციხის ნარი უნდა ხეხო!
_ ღირსებისთვის!
_ ჩვენს საქმეში ფულია ღირსება!
ტიტე დაფიქრდა. ის სხვანაირად ფიქრობდა, პაჟარას კი არაფერი უთხრა.
_ ბინა მჭირდება, _ თქვა ცოტა ხანში.
_ ნაცნობი მაკლერი მყავს.

ვნახოთ და არ დაგვზარდება.
_ ისევ, რო...
_ ე, არა! თუ რამ მოხდება, ის აგებს პასუხს. ასე რომ, მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. გუშინაც გითხარი, სანამ ბინას იქირავებდი, ჩემთვისაც უნდა გეთქვა.
ისაუზმეს, მაგიდა აალაგეს და ქუჩაში გავიდნენ. ტაქსით მშრალ
ხიდთან გავიდნენ. პაჟარამ ნაცნობი მაკლერი ნახა. პატარა ტანის სქელი კაცი იყო. დიდი პატივით მიესალმა პაჟარას.
_ ამას ბინა სჭირდება!
კაცმა ტიტე დაზვერა.
_ აქ ქერა ქალი ხომ არ მუშაობს? _ იკითხა ტიტემ.
_ რამდენიც გინდა.
_ ხნიერია და თმა აქვს შეღებილი.
_ სულ მასეთები არიან.
პაჟარამ თვალით ანიშნა ტიტეს, მორჩიო.
_ ბინა, ერთოთახიანი, არა? _ იკითხა მაკლერმა.
_ კი, ასეა!
_ გირაოთი თუ ქირით?
_ ქირით მინდა!
_ რამდენს გადაიხდი?
_ ორას ლარს.
_ ასე ღირს.

მეც ერთი თვის უნდა მომცე! ასე რომ, ეს სიამოვნება პირველ თვეს ოთხასი ლარი დაგიჯდება, მერე კი _ ორასი.
_ მასე იყოს, _ დაეთანხმა ბიჭი კაცს.
_ პავლოვზეა ერთი ბინა. პატრონს ვეტყვი, ჩემი ნათესავია-მეთქი. მარა, არ აურიოთ! ჩხუბი და აყალმაყალი თუ იქნა, ბინიდან გაგიშვებენ.
_ წყნარად ვიქნებით.
_ ხუთ საათზე წიგნების მაღაზიასთან იყავით! ახლა კი, არ მცალია, უნდა ვიმუშაო.
_ წამო! _ უთხრა პაჟარამ ტიტეს და რუსთაველზე გავიდნენ, _ გინდა კინოში? _ ჰკითხა მან ამხანაგს.
_ ე, არა!
_ რატო?
_ გვერდით ბებია და შვილიშვილი მოგიჯდება და უსმინე იმათ ჩიფჩიფსა და ტიკტიკს.
_ აბა, რა ვქნათ?
_ ლუდი დავლიოთ!
კაფეში შევიდნენ და ლუდი აიღეს. სვამდნენ და ლაპარაკობდნენ. გაბერა ბიჭები ბევრმა ლუდმა.
_ ას-ასი გრამი, ა? _ იკითხა პაჟარამ.
_ `სტრელზე~ ფხიზელი სჯობია მისვლა!
პაჟარას გაეცინა.
_ იცი, ეგ ვინ არის?
_ არა.
_ `ნაკოლშიკია~ და რაღაც პატარა საქმეები ერთად გვაქვს ნაკეთები.
_ არ ეტყობა.
_ იმიტომაც არის გარეთ და `ნაკოლსაც~ კარგად იძლევა! ეს იმის ამბავი.

ქურდის მტერი

ახლა კი, შენზე! მისმინე! შენს მარცხს ნურასდროს ნურავის მოუყვები!
_ ვის რა მოვუყევი?
_ ცოტა ხნის წინ კინაღამ უთხარი იმ ნაბიჭვარს, როგორ გადაგაგდო შავი გაგების კაცი ვიღაც ჩათლახმა.
ტიტე ახლა მიხვდა, რატომ გააჩუმა ის პაჟარამ მაკლერთან ლაპარაკისას.
დრო მოვიდა და ბიჭები პავლოვზე გავიდნენ. წიგნების მაღაზიასთან ჯერ ბიჭები და მერე მაკლერი და შუახნის სათვალაინი კაცი მოვიდა.
_ გაიცანით! _ თქვა მაკლერმა.
_ ტიტე.
_ გურამი.
_ ტიტე ჩემი დეიდაშვილის შვილია, როგორც გითხარი. ორას ლარს იხდის, როგორც წესია, და წინასწარ.
ეჭვით უყურებდა კაცი ბიჭს.

არ მოეწონა მას ასეთი კლიენტი, მაგ¬რამ ბინის გაცდენას და ფულის დაკარგვას საქმე არჩია. იქვე ექვს ნომერში ავიდნენ. ჩვეულებრივი `ხრუშჩოვკა~ იყო. ტიტეს მამის სახლი გაახსენდა, მერე წინა დღის ამბავიც, როგორ `გადააგდეს~ და გულში იფიქრა: „აქ, მგონი, კარგა ხანს ვიქნები“. ტიტემ ჯერ გურამი გაისტუმრა, შემდეგ _ მაკლერი. ბიჭები მარტო დარჩნენ ბინაში.
_ ნივთები სარდაფში მაქვს.
_ მოვიტანოთ!
_ ბიჭებმა, ცოტა იყო, მაგრამ რაც იყო, ნივთები მოიტანეს და ბინაში მოეწყვნენ.

მაგნიტოფონი ჩართეს და ერთხანს მუსიკას უსმენდნენ.
_ დამღლელია რეპი! _ აღნიშნა პაჟარამ.
_ თავისუფალია და უჩვეულო.
_ თავი მატკინა.
_ გინდა, ბაღში გავიდეთ!
_ წამო! თემოს ენას, აბა, რა დაღლის!
_ აი, ზუსტად მაგ პრინციპზეა რეპი აწყობილი.
_ რა პრინციპზე?
_ ლაპარაკის პრინციპზე.
_ ერთი რა! _ თქვა პაჟარამ და ბიჭები ბუკიას ბაღში გავიდნენ.
თემო ლაპარაკობდა და ბიჭები უსმენდნენ. ვიღაც სცემა, ვიღაც ქალი დააბა... ტელეფონზე არ ასვენებენ და ახლა აქ, ბუკიას ბაღში ემალებოდა თემო ერთად ინტერპოლსა და მაფიას.
დაღამდა.
_ დავიშალოთ? _ იკითხა წერომ.
_ ის არ მომიყოლია! _ აღშფოთდა თემო.
_ ხვალეც ამ კვირისაა! _ დააიმედა წერომ თემო და ბიჭები დაიშალნენ.
„სახლში მარტომ რა ვქნა?“ _ გაიფიქრა ტიტემ და სახლის ნაცვლად `ხიბლში~ გავიდა.
_ სიძე! _ ძველი მისალმებით შეხვდა ნორა ტიტეს.
_ ლეი მინდა!
_ ისევ მიგყავს?
_ კი!
_ გიყვარს, შე ეშმაკის ფეხო!
ტიტეს გაეცინა.
ნორამ ლეის დაუძახა. ტიტემ ასი ლარი მისცა და გოგო-ბიჭი აბანოდან გავიდა.

ტაქსში ჩასხდნენ და პავლოვზე გავიდნენ.
_ ადრე ხომ?.. _ გაიკვირა ლეიმ.
ტიტეს პაჟარამ შეგონება გაახსენდა.
_ ეს ბინა უბანთან ახლოა, _ ეს თქვა და მარტივად დამალა თავისი წინანდელი მარცხი.
სავარძლებში ჩასხდნენ და ტიტემ სასმელი მოისაკლისა სუფრაზე.
_ ახლავე მოვალ! _ უთხრა მან გოგოს და სახლიდან წავიდა. შამპანური და შოკოლადი იყიდა და უკან დაბრუნდა. სუფრის გაშლაში ლეიც მიეხმარა და უცებ ბედნიერ კაცად იგრძნო ბიჭმა თავი. „ცუდს კარგი ენაცვლება,“ _ აუხსნა მან საკუთარ თავს და ლეის ლამაზ სახეს სიყვარულით შეხედა იმ წამით ბედნიერმა ბიჭმა.
XV თავი
ლეისთან ჩახვეულს გაეღვიძა დილით ტიტეს. იგრძნო, კიდევ სწყუროდა ქალის სითბო.
_ გაიღვიძე! _ სთხოვა მან გოგოს და ლეიმაც თვალი გაახილა.

ბალიშის ხაზების ანბეჭდი ეტყობოდა გოგოს სახეზე.
_ ჯერ შხაპი მივიღოთ! _ ითხოვა ბიჭმა.
გოგო მიუხვდა, დაეთანხმა და აბაზანის ოთახში გავიდა. მერე ტიტემ მიიღო შახაპი და ორივე დაბალ მაგიდას მიუსხდა. სექსი აღარ უნდოდა ბიჭს, შიმშილი კი იგრძნო.
_ ახლავე მოვალ! _ თქვა მან და გარეთ გავიდა. ნამცხვარი, შოკოლადი, ყავა და შამპანური მოიტანა.

ლეის კი ჭურჭელი დაერეცხა. სუფრა ერთად გააწყვეს და გოგომ იკითხა:
_ ტიტე! ნელ-ნელა ხომ არ ლოთდები, ა?
_ ა, არა! მე ვვარჯიშობ!
_ მაშ, მალე „ის“ და მეც წავალთ!
_ სულ რატომ გეჩქარება?
_ პროფესია მაქვს ასეთი.
ეწყინა ბიჭს გოგოსგან ამის გაგონება. არ შეიმჩნია და შამპანური გახსნა. თითო ჭიქა დალიეს და ტიტეს მთელ ტანში სითბომ დაუარა.
_ გაგიმარჯოს! _ უთხრა მან გოგოს და კიდევ დაისხა და დალია.
ერთხანს ლეის უყურა ბიჭმა. ეცოდებოდა, მოსწონდა, უყვარდა და, თუნდაც ახლავე მოიყვანდა ცოლად.
_ მე შენ მიყვარხარ!

ლეიმ ბიჭს შეხედა.

გოგოს გრძლად გაზიდული ჭრილი და შიგ ჩამსხდარი მომწვანო, მარჯნისფრად დაწინწკლული ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა.
„ამას მე აქედან აღარ გავუშვებ,“ _ გაიფიქრა ტიტემ და ამაყად გამოაცხადა:
_ შენ აქ რჩები!
_ არა, მე ჩემი საქმე მაქვს!
_ რა საქმე?
_ ჯერ ერთი, შენზე უფროსი ვარ! მეორე კი, ბოლოს და ბოლოს მაინც მოგწყინდები. თან ედო გაიგებს და ორივეს შავი დღე დაგვადგება.
_ ის მე ვერ მომერევა.
_ რა პატარა ბიჭი ხარ!
_ რატომ?
_ ჩემამდე თუ გიკეთებია `ეს~?
ტიტე დაფიქრდა და მაშინვე ბრძანების კილოთი განაცხადა:
_ მე შენ მიყვარხარ და მორჩა!
_ შენ ჩვიდმეტის წლის ხარ, მე კი _ ოცდაორის, _ ღიმილით თქვა გოგომ.
მარგალიტივით პატარა ცრემლი აკიაფდა ბიჭის თვალზე.
_ შენი მუდმივი ქალი ვიქნები, _ შესთავაზა ლეიმ ბიჭს.
კარზე ვიღაც იყო. ზარის ხმა გაისმა. „პაჟარა,“ _ გაიფიქრა ბიჭმა და ეწყინა. რა უნდა ახლა აქ?! კარები გააღო და ორი უცხო ბრგე კაცი დახვდა სადარბაზოში. ორივეს ჯინსები და შავი მაისური ეცვა.
ერთი ორმოცი წლის იქნებოდა, მეორე კი _ ასე, ოცდაათის.
_ შენა ხარ ტიტე კედია? _ იკითხა ხნიერმა.
_ მე ვარ!
_ კაი ბიჭი, სიმართლის მთქმელი ბიჭი! ჰოდა, ახლა შენ ჩვენთან წამოხვალ!
_ რატომ?
_ როგორ?! საქმის კაცი, ძველი ბიჭი ხარ და, არ იცი, პოლიციაში რატომ მიჰყავთ?
_ მე სტუმარი მყავს.
_ აბა, ერთი ვნახოთ, ვინ არის? _ თქვა ასაკით უფროსმა და ორივე ბინაში შეიჭრა.

თან ტიტეც შეიყოლეს. გოგოს დანახვაზე ორივეს გაეცინა.
_ ესე იგი, დილის ათ საათზე გოგო გყავს სტუმრად და მეტი არც არაფერი?!
_ ეგ შენი საქმე არ არის!
_ ახლა მაგასაც დავიჭერთ არასრულწლოვანთან ღამისთევისთვის და მერე ვნახოთ, რა არის ჩვენი საქმე და რა არა!
_ მე ოცდახუთი წლისა ვარ!
ორივე `ოპერს~ გაეცინა.
ბიჭი მოკრივის პოზაში დადგა და ავად ამოთქვა:
_ თუ ამ გოგოს ხელს ახლებთ, ან თქვენ მოკვდებით, ან მე!
_ შენ! _ თქვა ორივემ ერთად და იქვე, სწრაფად ჯიბიდან მაკაროვის სისტემის პისტოლეტები გააძრეს.
წიხლის დარტყმით გააგდებინა ტიტემ ხნიერ `ოპერს~ იარაღი. წელში ეცა და მეორემ იარაღის ტარი დასცხო ბიჭს თავში. ტიტეს გრძნობა არ დაუკარგავს, ძირს დავარდნილმა ფეხზე უკბინა ისევ ხნიერ `ოპერს~. ამჯერად მთელი ძალით დასცხო ახალგაზრდა `ოპერმა~ კეფაში იარაღის ტარი ტიტეს და ბიჭმა გონება დაკარგა. ხელებზე ბორკილები დაადეს და ახლა კედელზე აკრულ გოგოს მიხედეს.
_ აბა, ბოზო, ახლა შენ თქვი, ვინა ხარ და აქ რა გინდა?
_ მე ედიკ სააკიანზე ვმუშაობ!
_ ვა, ედოს `ტავარი~ ხარ?
_ კი, ასეა!
_ ეგეც გაირკვევა! _ თქვა ოპერმა და სახლის ჩხრეკა დაიწყეს.

რაც იყო _ ფული, მაგნიტოფონი _ კარგი და გამოსადეგი, ერთად შეაგროვეს და ტიტე გონზე მოიყვანეს.

ქურდის მტერი

კისრისტეხით გაირეკეს წინ გოგო-ბიჭი და სამმართველოში მივიდნენ. ტიტე და ლეი დააცალკევეს. ტიტე მიმკვლევის კაბინეტში შეიყვანეს და უფროსს წარუდგინეს.
_ ამას ჩხუბი უყვარს, უფროსო! _ დაასმინა ტიტე მიმკვლევთან `ოპერმა~.
_ რა ხდება? _ გულგრილად იკითხა უფროსმა. მისი ჭაღარა პენსიასთან ახლოს ყოფნას მიანიშნებდა.
_ ჯამბურიას ძმა რომ დააყაჩაღეს, ერთ-ერთი მათგანი ეს არის.
_ ჩვენს ოჯახებსაც უტევენ ოხრები!
_ არავინ არ დაგვიყაჩაღებია ჩვენ!
_ ვინ თქვენ?
_ არავინ.
_ ვის ფარავ, მაინც?
_ არავის.
_ ის გოგო ვინ არის?
_ მეგობარია.
_ სააკიანს `კალიმი~ გადაუხადე, თუ ისე დააწერე?
_ `კალიმს~ თათრები იხდიან.
_ ვა, განათლებაც რო ჰქონია?!
_ აბა, ერთი ედოს დაუძახეთ!
`ოპერი~ გარეთ გავიდა და კაბინეტში დაბალი, სქელი, თმახუჭუჭა და ცხვირხორთუმა სომეხი შემოიყვანა.
_ ამას იცნობ?
_ არა.
_ მიმკვლევმა ისევ ტიტეს მიმართა:
_ პირდაპირ იტყვი საქმეს, თუ უნდა გვაწვალო და ასე ცემაში უნდა ამოგხადოთ სული?
_ რა საქმე?
_ ის წილი, შენ რომ შეგხვდა, სად არის, თქვი და მორჩა შენი და ჩვენი წვალებაც!
_ არ მეშინია მე თქვენი და თუ კაცები ხართ, ხელი გამიხსენით და ერთი ერთზე გაჩვენებთ, ვინ არის აქ სულის ამომხდელი!
_ ეს მთვრალია!
_ რო მივედით, სვამდა.
_ კარგი, აბა, ერთი, ამის ძმაკაცები ამოიყვანე და კიდევ ერთხელ გავაცნოთ ერთიმეორეს. იქნება და, გაუხარდეს!
ხუთ წუთში კაბინეტში პაჟარა და `ნაკოლის~ მიმცემი გვერდიგვერდ იდგნენ.

ორივე მაგარი ნაცემი იყო და ორივე თვალს არიდებდა ტიტეს. ბიჭმა პაჟარას შეხედა და ნაცნობი გიას ნაცვლად ნებაწართმეული ცოცხალი ლეში იდგა კედელთან.
_ ამათ იცნობ?
_ არა! _ უარი თქვა ტიტემ.
_ თქვენ თუ იცნობთ ამას?
,,ნაკოლის~ მიმცემს კანკალი აუტყდა, პაჟარამ კი თვალები დახუჭა.
_ რა არი, უფასო მასაჟი გავიმეოროთ, თუ საქმეს მივყვეთ?
_ ჩვენთან იყო, _ თქვა `ნაკოლშიკმა~.
_ შენ რას იტყვი? _ მიმართა მიმკვლევმა პაჟარას.
_ კ, რაა, კ..., _ უცებ ატირდა პაჟარა.
_ იქნებ კითხვა გაქვს? _ მიუბრუნდა მიმკვლევი ტიტეს.
„ბოზები!“ _ გაიფიქრა ბიჭმა და გადაწყვიტა ორივე მწარედ დაესაჯა.
_ ეს დატოვეთ, ესენი კი გაიყვანეთ!
ორივე პატიმარი გარეთ გაიყვანეს.
_ ახლა მისმინე! ვიცი, ათი ათასი შენ შეგხვდა. სამი ათასში `გადაგაგდეს~. შვიდი ათასი სად არის, თქვი და, მორჩა შენი და ჩემი წვალება!
ტიტე უხმოდ იდგა.
_ ჰა, ხო თუ არა?
ბიჭი ისევ უხმოდ იდგა.
_ ბიჭი, პოლიციელის ოჯახი გყავს დაყაჩაღებული.

პატარა ხარ და ამიტომ გაფრთხილებ, ფული დააბრუნე, თორე ვერ იცოცხლებ შენ აქ დიდხანს!
ისევ დამუნჯებული იდგა ტიტე.
_ ბადრაგს დამიძახე! _ ბრძანა მიმკვლევმა და კაბინეტში ორი ზორბა ზემდეგი შევიდა, _ ამას მიხედეთ! _ დაასაქმა მიმკვლევმა ორივე ზემდეგი.
ჯიკავით გაიყვანეს ტიტე კაბინეტიდან და სარდაფში ჩაიყვანეს. რკინის კარები გაიღო და გრძელ და ბნელ დერეფანში შევიდა ეს სამკაციანი მწყობრი.
_ ამას ჩვენიანი ჰყავს გამწარებული, _ წარუდგინა ზემდეგმა ტიტე სარდაფის მორიგეს.
_ ვინ?
_ ჯამბურიას ძმა დააყაჩაღა!
_ ხოო, კაი ბიჭი ყოფილა!
_ აბა, ერთი წამო! _ უბრძანა მორიგემ ტიტეს და გრძელი დერეფნის ბოლოში ოთახის კარები გააღო, _ მიბრძანდი, თუ შეიძლება! _ უთხრა მორიგემ ბიჭს და ხუთნი შეჰყვნენ ტიტეს ერთი ციდა ოთახში.
_ სად არის ფული? _ იკითხა მორიგემ.
„მაინც მცემენ,“ _ გაიფიქრა ტიტემ და თავი ხეთქა სახეში მორიგეს.
დასცხეს და, რა დასცხეს! ფეხი, ხელი, ტერფი, მუშტი... იატაკზე აგორავეს და ჰაერში აბურთავეს. მალე დაკარგა გრძნობა ტიტემ და აზრზე მოსული უცხო გარემოში აღმოჩნდა.
ორი პატიმარი ადგა ბიჭს თავზე და სხეულით იგრძნო, ხის ნარზე იწვა ის ახლა საკანში.
_ ეი, როგორ ხარ? _ ჰკითხა შავგვრემანმა ბიჭმა.
ძლივს სუნთქავდა ნეკნებდამტვრეული ბიჭი და არა უთქვამს რა.
_ ნუ გეშინია, გაგივლის! _ იმედი მისცა ბიჭმა ტიტეს და წყალიც მიაწოდა.


ჩაკეტილ სივრცეში დრო მხოლოდ სიკვდილს აახლოებს. ამის უცოდინარ ბიჭებს კი მხოლოდ ერთი რამ აწუხებდათ. მოსაწყენი იყო საკანი და დრო, აზრი და სიტყვა, ანი და ბანი, მიზანი. აქ ყოფნა სხვის ნებას ექვემდებარებოდა. აქედან წასვლის სურვილი მხოლოდ ოცნებასა და წარმოსახვაში იხატებოდა. ტყუილი იმედი იყო.
XVI თავი
„კლუჩნიკმა~ კარები გააღო და მკაცრად ბრძანა:
_ აბა, გარეთ ,,მარშ~!
ორი პატიმარი მორჩილად გავიდა დერეფანში.
_ ე, შენ ცალკე გინდა პატიჟი?! _ უყვირა „კლუჩნიკმა“ ნარზე უძრავად მიგდებულ ბიჭს.

ტიტე არც განძრეულა.
_ ახლა ამას კი არ გამოვიყვან, გამოვიტან! _ იყვირა ზემდეგმა ბიჭის გასაგონად.
_ ცუდად არის, _ ამოთქვა შავტუხა ბიჭმა.
_ ნაბიჭვარო, შენ ადვოკატი ხარ, თუ `პალაჟენიას~ უყურებ აქ, ა? _ ყვირილით ჰკითხა შავტუხას ზედამხედველმა.
ხმაჩავარდნილ ბიჭს კითხვაზე არ უპასუხია. ზემდეგი საკანში შევიდა და პატიმარს დახედა. ძლივს სუნთქვდა ცემისგან გონება და ძალაწართმეული ბიჭი. „იყოს,“ _ გაიფიქრა ზემდეგმა და საკნიდან გავიდა.

საკანში პატიმრები დააბრუნეს და რკინის კარები დაიხურა.
_ რამე თუ არ ვაჭამეთ, მოკვდება, _ იაზრა შავტუხა ბიჭმა. ტიტეს ხელი შეახო და ოდნავ შეანჯღრია.
_ ჰმ! _ ძლივს ამოთქვა ტიტემ.
_ მისმინე, ცოტა პური გვაქვს და უნდა ჭამო! მოდი, წყალი დავალევინოთ! _ თქვა ჩხუბში ცხვირგატეხილმა ბიჭმა. პლასტმასის თასში წყალი აიღეს და ტიტე ნარზე წამოსვეს.
_ დალიე! _ უთხრა შავტუხამ და პირთან თასი მიუტანეს.


ცივ წყალზე ტანში შეამცივნა ტიტეს და ბიჭებს თვალი შეავლო. ცემით დასიებული და დაწვრილებული თვალებით ძლივს გაარჩია აქაურების სახე.
_ ვინა ხარ? _ დახეთქილი ტუჩების ძლივს გასარჩევი მოძრაობით ბლუყუნით იკითხა ტიტემ.
_ გერო მქვია, _ თქვა შავტუხამ, _ ეს კი ლონდრეა. შენ რა გქვია?
_ ტიტე.
_ ახლა უნდა ჭამო! _ თქვა ლონდრემ და ცივ წყალში დამბალი შავი პური მიუტანა ბიჭს. მან კი მხოლოდ ორი ლუკმა გადაყლაპა და ჭამაზე უარი თქვა. კედელს მიეყრდნო და მალე ნარზე ჯდომას მიეჩვია.
_ რომელ უბნელი ხარ? _ ჰკითხა ლონდრემ.
_ ბუკიას ბაღელი ვარ.
_ მე ლოტკინელი გერო ვარ, ეს კი ავლაბრელი ლონდრეა.
ტიტემ ლონდრეს შეხედა და ბიჭი მიხვდა, რა გაუკვირდა მის ახალ ამხანაგს.
_ რო ამიყვანეს, მარტო საცვლებში ვიყავი.
_ ეგ როგორ?
_ `ბაითზე~ ვიყავი, ოპერბრიგადა რო დაგვადგა.

მე ტანზე გავიხადე და ლოგინში ჩავწექი. `არიფის~ მეზობელი შემოიყვანეს და იმან მიცნო, აქ არ ცხოვრობსო და, როგორც ვიყავი საცვლების ამარა, ისე წამომიყვანეს.
_ მე ქუჩის ძარცვაზე ვარ.
_ პატარა სროკია?
_ `ძაღლის~ ძმა იყო.
_ მოწმე ჰყავთ?
_ ჰყავთ!
_ პატრულმა `აგაგდო~?
_ არა, `ნაკოლშიკმა~ ჩაუშვა `პადელნიკი~ და იმან _ მე.
_ ხელი რომელმა დაგადო?
_ ორივემ.
_ ბოლო ვინ აიყვანეს?
_ მე.

ქურდის მტერი


_ ზონაზე მოსთხოვ!
_ რა, აქვთ რა უნდა მოვთხოვო?
_ მისმინე, თუ ქალს ხმარობ, გამრავლდება. თუ ბოზს _ ბერწი ხდება. `პიდარი~ შვილს არ აჩენს.
ტიტე გაოცდა და გაგონილიც გაიხსენა. არასრულწლოვანებში „ბეზპრიდელი“ ჩვეულებრივი რამეაო.
_ კაცი გიხმარია? _ ჰკითხა ტიტემ გეროს.
_ იყო რა, ერთი, საშკა რუსი.

საათი მივეცი და ვუთხარი, არავის არ ვეტყვი, თუ მომცემ-მეთქი. დაიჯერა და დავსაჯე. რა თქმა უნდა, საათიც უკან `ავახიე~ და საქმეც `გავუბაზრე~.
ცოტას დააკლდა, გული აერეოდა ტიტეს. თავი შეიკავა, იცოდა, თუ აქ სისუსტეს გამოავლენდა, მაშინ თვითონ იყო სუსტი კაცი.
_ გიყვარს რუსები?
_ კი. კაცია თუ ქალია, ყველა ძალზე ნაზია.

ოი, რა გავა ჰქონდა საშკას!!
ტიტემ ბიჭის ხუჭუჭა თმას და ყვავის ნისკარტს შეავლო თვალი.
_ შენ რა ეროვნებისა ხარ?
_ თბილისელი ვარ.
_ ეგ ეროვნება არ არის.
_ სომეხი ვარ, რა! გერო პეტროსიანი!
საკანში კარები გაიღო და ტიტე გარეთ იხმეს. ტიტე ძლივს ადგა ფეხზე. დერეფანში გავიდა და ორმა ზემდეგმა ბიჭი რკინის ჭიშკრის გავლით კაბინეტში შეიყვანა. მაგიდას პოლიციის კაპიტანი ეჯდა.
_ ეს არის? _ ჰკითხა კაპიტანმა ზედამხედველს.
_ ეს არის.
_ ნაგავო! თუ იცი, რო შენ ჩემი ძმა, ესე იგი, მე დამაყაჩაღე, ა!_ იკითხა ოფიცერმა.
_ ნაგავი თვითონა ხარ! _ ამ სიტყვების თქმის დროს მშვიდი იყო ტიტე.
_ რა თქვი?
_ რაც გაიგე!
_ ოი, ოხერია! მუდრეგო, ახლავე მოგკლავ!
_ თუ არ მომკლავ, მე შენი დედა...! _ დაიგინა ტიტემ და კაპიტანი უცებ აფეთქდა. ბიჭს მისცხო და იმანაც უპასუხა. უცებ გაიგდო ფეხქვეშ ოთხმა კაცმა ტიტე და ისედაც ძალაწართმეულმა ბიჭმა მალე დაკარგა გონება.
_ ეყოფა! _ თქვა მორიგე ოფიცერმა.
_ რა ეყოფა, ძმა კინაღამ მომიკლა!
_ შენი ძმა ცოცხალია და ორმოცი ათასიდან ოცდაათი დაიბრუნე!
_ მაშ, ათი?
_ ბინა ჰქონდა ნაგირავები და იქ გადააგდეს.


_ რა, ამის გჯერა?
_ ამის არა! ჩემი ცოდნის და იმის, ვინც გაბოზდა და ეს გვაპოვნინა.
_ რა, ფული უნდა შერჩეს?
_ მისმინე! რო აიყვანეს, `ბაითში~ `ნაშა~ ჰყავდა მთელი ღამით. ეს ორას ორმოცდაათი ლარია. აბა, იანგარიშე, ამის ასაკში ქალი, შამპანური, ტაქსი და მიხვდები!
_ უ, ამის! უნდა მოვკლა!
_ უმუშევრად ვინ დარჩება, შენ თუ მე?
კაპიტანი გაჩერდა, მაგრამ იქვე ჯიბრით თქვა:
_ სად წავა?! ამ ქალაქში მე მაგას მაინც არ ვაცხოვრებ!
_ ეგ შენი საქმეა! _ დაეთანხმა ზედამხედველი `ოპერს~ და ბიჭის საკანში დაბრუნებაც ბრძანა.
ნაწყენი ოპერი კაბინეტიდან ისე გავიდა, თანამშრომლებს არ დამ¬შვიდობებია.
_ ზოგი მართლა ისეთი ნაგავია, რო ეს `პაცნები~ სჯობიან მაგათ!
_ ეცი ახლა ამისთანებს პატივი! მადლობის მაგივრად გაგვიბრაზდა! _ მხარი აუბა უფროსს ზემდეგმა.
ისევ უგონოდ დააგდეს ტიტე საკნის კარებში. ბიჭებმა ხელში აიყვანეს და ნარზე დააწვინეს. სახეზე წყალი ასხეს.

პირშიც წყალი ჩაასხეს და ტიტე ძლივს მოვიდა აზრზე.
_ ნაღდად პირადი ანგარიშია! _ თქვა ლონდრემ.
_ ასეა, _ დაეთანხმა გერო.
_ ადვოკატი სჭირდება.
_ ადვოკატს ფული უნდა, ამას კი ფული საიდან ექნება?
ტიტე ბიჭებს არ უსმენდა. მამა და ოჯახი გაიხსენა. „ნეტა, თუ იციან, რა ხდება?! ანეტას შეიძლება გულიც გაუსკდეს. არა, რაც გავაკეთე, ჩემი არჩევანია და პასუხს მე ვაგებ. არც ადვოკატი მჭირდება და არც ოჯახის შეწუხება! ,,მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა~, _ გაიხსენა ნაწყვეტი გალაკტიონის ლექსიდან და უცებ შინაგანი სიამაყე იგრძნო. იმასაც მიხვდა, რომ აქ ყოფნა მას კიდევ დიდხანს მოუწევდა. „თავისუფალი მე ჩემს შინაგანად ვარ.

ფიზიკური თავისუფლების სურვილმა კი შეიძლება სენტიმენტებით ამავსოს და სისუსტე დამჩემდეს,“ _ ეს გაიფიქრა და გაეცინა.
_ რა არის? _ იკითხა ლონდრემ.
ტიტემ არაფერი თქვა და ზურგით კედელს მიეყრდნო. ბიჭების მზერა დაიჭირა და მიხვდა, ვინც ცოტას ილაპარაკებდა, მეტი საიდუმლო და ძალა მის მხარეს რჩებოდა.

XVII თავი
დრო მიიზლაზნებოდა, უძრავი სამყარო კი ორსულ ქალებივით ბერავდა ბიჭებს მოწყენითა და დაღლილობით. ლონდრე და გერო ცოტას ფიქ¬რობდნენ, ეძინათ ან ლაპარაკობდნენ. ტიტე კი ბევრს ფიქრობდა და ვარჯიშობდა. ეს იყო სუნთქვითი ვარჯიში, გაწელვა, იატაკიდან აწევა. გარდა ამისა, კინგ ბოქსინგის ყველანაირ ილეთს მთელი მონდომებით ამუშავებდა წარმოსახვით სპარინგპარტნიორთან. ლონდრეს და გეროს არც ადრე უვარჯიშიათ და არც ახლა აპირებდნენ ოფლის აქ ღვრას.

შავ პურსა და ცხიმიან ნახარშსაც შეეჩვია ტიტე. ცივი წყალი ხომ, ყველაზე გემრიელი რამ იყო საკანში და ასეთი აზრი გამოიტანა ბიჭმა: ფილოსოფიური `ქვა~ თხევადია და მას წყალი ჰქვია. ამ აზრის საბუთად კი ის ფაქტი მოიყვანა, რომ წყალი ყველანაირ ცუდ გემოს ანეიტრალებდა და მისი შეშველებით მიეჩვია ბალანდასა და ამ ცხოვრებას. ასეთი ფიქრითა და ვარჯიშით მიაღწია ტიტემ სიმშვიდეს. გარეთ გასვლის მერე საკეთებელიც იპოვა ბიჭმა და გეგმაც დააწყო. იმ `ძაღლს~ მოვიშორებ. თან ის ოხერი ჯიშადაც მახინჯია.

ერთდროულად ძაღლია და `სუტენიორი~. რად უნდა ამძიმებდეს დედამიწას?! მის გარეშეც ზედმეტად ბინძურია ეს ქვეყანა. ლეის გამოვიხსნი! გამოვიხსნი და ვიცხოვრებ ისე, როგორც მე მინდა. ისევ და ისევ გალაკტიონის ლექსის ფრაზას იმეორებდა ბიჭი გონებაში: ,,მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა’’. დღე, კვირა და თვე _ მოძრავი დრო უძრავად ქცეულიყო, ვით ცოცხალი კუბოში. გავიდა და გაილია. დილით კი საკანში კარები გაიღო და ზემდეგმა ტიტე კედია გაიხმო გარეთ.
_ რა ხდება? _ იკითხა ბიჭმა.
_ რა, არ იცი? _ იქით ჰკითხა ზემდეგმა.
_ არა!
_ აწი, ჭირიმე, მუქთად უნდა გარჩინოთ და ამისათვის სასამართლო ნებართვაც გვჭირდება!
ტიტეს გაეცინა.
_ აქ აღარ მოხვიდე, _ დაიძახა ნარიდან ლონდრემ.
_ ეს ისე იქნება, მე როგორც მინდა! _ თქვა ტიტემ და ზემდეგს გაჰყვა.
,,ვარონკაში~ ტიტეს პაჟარა და `ნაკოლშიკი~ დახვდნენ.

ტიტე და პაჟარა ცალკე გალიაში ჰყავდათ ჩაკეტილი, როგორც არასრულწლოვ¬ნები. ტიტე არხეინად იჯდა სკამზე და ფიქრში ხან ლეის და ხან თავის მიერ დახვრეტილ ედიკას ხედავდა ფიქრში.
_ თუ მაპატიებ? _ გაისმა პაჟარას ჩურჩული.
ტიტეს ხმა არ გაუცია.
_ რა არის, ხმას არ მცემ?
_ რა გინდა?
_ თუ მაპატიებ?
_ თუ არ გაპატიებ? _ იკითხა ტიტემ.
_ მაშინ ერთი ბოზით მეტი იქნება ამქვეყნად და მკვდარიც ეგ არის!
ტიტეს არაფერი უთქვამს. იჯდა თავის ადგილას და როგორც პატ¬რონი თავის სახლს, ისე შეჰყურებდა კაბინის კედლებს. ახალი ინტერესიც გაუჩნდა. ნეტა სასამართლოზე რას იტყოდნენ? ვინ იქნებოდა დარბაზში, მოვიდოდა თუ არა ,,სუდზე~ წერო და ის, მთავარი, მისი ლეი, ლეილა!
„ვარონკა“ სასამართლოს ეზოში შევიდა. რიგრიგობით გადაიყვანა პატიმრები ბადრაგმა მანქანიდან.

ქურდის მტერი

პატარა ოთახში სამ პატიმარს სამი ადვოკატი დახვდა.
_ შენ, _ უთხრა `ნაკოლის~ მიმცემს მისმა ადვოკატმა, _ ჯგუფის ორგანიზებისა და არასრულწლოვნების ამ საქმეში ჩათრევისათვის კანონით თორმეტ წლამდე მოგისჯიან და, ალბათ, ბოლომდე `დაგჭედავენ~.
პაჟარას კი შეღავათს შეჰპირდა მისი ადვოკატი:
_ ძიებასთან თანამშრომლობისთვის ორ წელს მოგცემენ, მაგრამ ეს არაფერი! ერთ წელში გარეთ გამოხვალ, რა თქმა უნდა, თუ ჭკვიანად იქნები! _ დაარიგა მან ბიჭი.
_ შენ კი, ჩემო ტიტიკო, _ უთხრა ტიტეს მისმა ადვოკატმა.
_ ტიტიკო შენა ხარ და შეგიძლია, ასე მამაშენს დაუძახო! _ უცებ აფეთქდა ბიჭი.
_ კარგი, ბატონო, ტიტე იყოს! _ შეასწორა თავისი ნათქვამი ადვოკატმა, _ იმის გამო, რომ ჯიუტი ხარ, სამ წელს მოგცემენ. განახევრება კი შეიძლებოდა, მაგრამ შენს ხასიათს რომ ვაკვირდები, ვხვდები, არ გამოვა, ალბათ, ეს საქმე. ერთსაც გეტყვი, _ შენიშნა ბიჭს ადვოკატმა, _ თუ ფულს დააბრუნებ, სარჩელის აქტივი შემცირდება.
_ ნეტავ, ფულს შენ მომცემდე! _ დაცინვით უთხრა ტიტემ ადვოკატს.
_ დაზარალებულის ძმა პოლიციის კაპიტანია და ეს ცოტა არ არის.


_ ჰოდა, შეუძლია ქრთამში აღებული ფული გაყოს და მადლობა კეთილ ხალხს!
ადვოკატი იქვე მიხვდა, აქაური იყო ეს ბიჭი.
ამ ლაპარაკის მერე სამივე კაბინეტიდან გამოიყვანეს და სასამარ¬თლო დარბაზის გალიაში შერეკეს.
ტიტემ დამსწრე საზოგადოებას შეავლო თვალი. მისი ოჯახის ყველა წევრი დარბაზში იჯდა. ბუკიას საძმოც აქ იყო. მკვდარი იდო ზაქრო სკამზე. ტიროდნენ მისი და, დედა და ბებია.

მხარზე ეფერებოდა სიძე ნიას და ტიტემ ახლა უბნის ამხანაგებს შეავლო თვალი. ყველა უღიმოდა. მარტო წერომ გაიქნია თავი უარყოფს ნიშნად. ტიტე მიხვდა, წერო საზოგადოდ, ამხანაგს და კერძოდ, ტიტეს არასდროს მიატოვებდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ არც არავის გაამართლებდა, თუ ცუდსა და ავს აკეთებდა, თუნდ ამ საქმის ჩამდენი თვით მისი ღვიძლი ძმა ყოფილიყო.
ახლა დაზარალებულები იპოვა ბიჭმა დარბაზში. ჩია ტანის კაცს ძმა და ბუღალტერი ეჯდა გვერდით. „აქედან რომ გავალ, ნიღაბჩამოცმული გავწეწავ ასეთ ღორებს და ვეღარ მიცნობენ,“ _ გაიფიქრა ტიტემ და უნებლიეთ სიცილი წასკდა ბიჭს.


ყველამ მას შეხედა და ლაპარაკ-ზუზუნით გაყრუებული დარბაზი წამით სიჩუმემ მოიცვა.
დარბაზში მოსამართლე შევიდა. ყველა ფეხზე ადგა და სასამართლოც დაიწყო.
სარჩელი პროკურორმა წაიკითხა: ამა და ამ მუხლის შესაბამისად, ყაჩაღური ჯგუფის შექმნა, არასრულწლოვანთა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩათრევა... ,,ნაკოლშიკი~, სკოლის გაცდენა, მშობლებისა და პედაგოგების გულგრილობა და, ვინ მოთვლის, რა სიტყვა და მუხლი არ იხმარა სქელო პროკურორმა ყველა დანაშაულის ერთად თავმოსაყრელად.
ახლა ადვოკატი გამოვიდა. პირველი შემთხვევააო და, მ. მუცლიაშვილის წვრილშვილი, ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანთა ასაკის არცოდნა და კიდევ რაღაც გარემოებები ახსენა.
პაჟარას ადვოკატმა მისი გულწრფელი აღიარება და ასაკი გამოიყენა დანაშაულის შესამსუბუქებლად.
ტიტეს ადვოკატი უფრო მოკრძალებული იყო.

პირველი შემთხვევის და ბიჭის აფექტური ხასიათის, როგორც ასაკობრივ და საპატიო მიზეზად წადგენას შეეცადა სასჯელის შესამსუბუქლებლად.
ბოლოს და ბოლოს, ყველა ერთად _ მომჩივანი და მსჯავრდებული, პროკურორი, მოსამართლე და ადვოკატი _ დაიღალა წინასწარ ცნობილი შედეგის ლოდინით და მოსამართლე განჩინების გამოსატანად გავიდა გვერდით ოთახში. იქ ყავა დალია და მალევე დაბრუნდა დარბაზში.
_ მსჯავრდებულ ნ. მუცლიაშვილს მიესაჯოს თორმეტი წლით პატიმრობა. ტიტე კედიას _ სამი წელი, გია ჯგერენაიასა _ პაჟარას კი ორი წლით განუსაზღვრეს ციხეში ჯდომა.
ყველა უკმაყოფილო იყო, გარდა ტიტესი. ყველა შეხვდა ოჯახის წევ¬რსა თუ ამხანაგს. მარტო ტიტემ არ ისურვა ვინმეს ნახვა და ბადრაგს თავი პირდაპირ ,,ვარონკაში~ ააყვანინა.

პაჟარა და მ. მუცლიაშვილიც მალე აიყვანეს ,,ვარონკის~ კაბინაში. კაცს საჭმელი ეჭირა ხელში და ღორივით ხარბად თქვლეფდა ნამცხვრის ნაჭერს. პაჟარა უხმოდ დაჯდა ტიტეს გვერდით და მანქანაც დაიძრა.
ციხეში მიიყვანეს და აქ გაანაწილეს აწ უკვე პატიმრები: მ. მუცლიაშვილი _ დიდებში და ბიჭები _ არასრულწლოვანთა საკანში. წინ და უკან უხმოდ დადიოდა პაჟარა. არც ვინმეს ელაპარაკებოდა და არც ვინმე ეკითხებოდა რამეს.

ტიტე მაგიდასთან იჯდა და ზონაში მოსალოდნელი ხიფათის შესახებ გაგონილს იქ ნამყოფი პატიმრის ნაამბობით ამოწმებდა. ,,რასკრუტკაზე~ ჰყავდათ იქაური ბიჭი ციხეში მოყვანილი. როგორც ყვებოდნენ, გაქცევა უცდია და ახლა ისევ `სროკს~ უმატებდნენ. რას არ ყვებოდა ეს ბიჭი: ,,ზა ნი დაჩუ პადპისკი კარცერიაო’’, ბოზებთან ომებსა და კაცის კვლაზეც ასევე. ტიტე მიხვდა, ბევრ პრობლემას გადააწყდებოდა ზონაში, მაგრამ რასაც ეს ბიჭი ყვებოდა, შიშის დასათესად მოყოლილი ზღაპარი იყო. „გვაშინებს, ესე იგი, `ავყავართ~,“ _ იაზრა ტიტემ და ბიჭს ჰკითხა:
_ შენ რა გქვია?
_ როსტიკა.
_ ა, არა.
_ რა, არა?
_ თუთიყუშს გავხარ. ჩიტი უნდა გერქვას შენ!
ბიჭი და მსმენელი _ ორივე ერთად გაშრა.


როსტიკამ ტიტე შეათვალიერა. მშვიდი და ღიმილიანი სახით უყურებდა ბიჭი მას. იერი და ტანი კი მარტივად ხსნიდა, ეს ბიჭი არ იყო აქ შემთხვევით. როსტიკამ დანარჩენებს თვალი მოავლო და მიხვდა, ვინც აქ იყო, ყველა ჩხუბსა და სეირს ელოდა.
_ ისე, ჭინკას მეძახიან, _ თქვა ბიჭმა და ბანზე აგდებული პასუხით `ბაზარიც~ დამთავრდა.
ტიტე ფეხზე ადგა და საკანში ბოლთის ცემას მოჰყვა, წინ და უკან ნება-ნება დადიოდა.
მალე საკანი აყაყანდა, ყველა ბაზრობდა, ყველა ტრაბახობდა. ,,რასკრუტკის’’ავტორიტეტი უცებ ჩაქრა და ისევ დაიწყო საკანში ,,ლო ბაზარი’’, ოღონდ ამჯერად ყველა ,,ბლატაობდა’’, ვინ ნაცნობ განაბს იგონებდა, ვინ გარეთ დარჩენილ მაგარ საძმოს.

ერთი ჟღალი ბიჭი კი ისე გათამამდა, რომ თავი მომავალ განაბად დაასახელა. ყველა თავს იქებდა. ყველა ამაყი იყო და ყველას ზონაში ცხოვრების შიში უჭამდა გულსა თუ გონებას. მარტო ტიტე და პაჟარა დადიოდნენ საკანში ცალ-ცალკე და უხმოდ.
ამ ყოფაში დაღამდა და ბიჭებიც ლოგინებზე დარიგდნენ. ცოტას ეძინა და ბევრი კი ფიქრით იწვოდა.
პაჟარა წინ გადაუდგა ტიტეს და მშვიდი ხმით უთხრა:
_ თუ რამე გინდა, აქ გააკეთე! ზონაში შესვლას ნუ დაელოდები!
ტიტემ ხელის კვრით მოიშორა პაჟარა და საკანში ნელი სეირნობა განაგრძო.
ისევ წინ გადაუდგა პაჟარა ტიტეს.
_ ან მაპატიე, ან მომკალი!
_ ესე იგი, შენია ამ საქმეში წესი და პირობა? _ იკითხა ტიტემ და ისევ ხელის კვრით მოიშორა პაჟარა. წამში კი საწოლის მეორე სართულზე შეხტა და ჭუჭყიან ლეიბზე დაწვა.

ქურდის მტერი

ბევრი იწვა აქ ასე და ცოტას თუ ვინმეს ეძინა. ვინ შამფურივით ბრუნავდა ლოგინში, ვინ ოხრავდა და ვის აბოდებდა კიდეც. საკუთარი თავის გარდა აქ არავის სხვა არ ადარდებდა. ზოგი ერთობოდა კიდეც სხვისი აქ და ასეთი ყოფით. ტიტემაც იწვალა კარგა ხანს ლოგინში და როგორც იქნა, ჩაეძინა. მარტო პაჟარა დარჩა ფეხზე, ვით უპოვარი თუ საკუთარ თავში დაკარგული, გზააბნეული _ კაცი ცხოველი. წინ და უკან დადიოდა უცხო სამყაროს გალიაში გამომწყვდეული, აკვიატებული ფიქრით შეპყრობილი, სახელგატეხილი, ავის მომლოდინე ეჭვებით გონებაარეული პატარა ბიჭი.
XVIII თავი
ერთი ახლადგაღვიძებული ბიჭი ლოგინის მეორე სართულიდან ჩამოვიდა და ტუალეტში შევიდა.

ჩაცმული ბიჭი იჯდა თუ იწვა პირდაპირ ,,აჩკოზე~.
_ ეი, აქ რა ხდება? _ გაიკვირვა ბიჭმა უძრავი, გაქვავებული სხეულის დანახვა. დააკვირდა და, შემხმარი სისხლი და გადახსნილი ვენები შენიშნა გვამის ხელებზე. „თავი მოიკლა,“ _ გაიფიქრა ბიჭმა და ხვანჯარგახსნილი გაიყინა ტუალეტის კარში. „ა, თავი მოიკლა?“ _ ჩაეკითხა საკუთარ თავს და იღრიალა:
_ ააა, მოკვდა, აააა! _ ყვირილით ხმა ჩაეხლიჩა და როგორც სირენის ხმაზე, საკანმა უცებ გაიღვიძა.
_ რა ხდება? _ ისმოდა ყოველი მხრიდან.
ახავლებული ბიჭი კი თითს იშვერდა გვამისკენ და სულ მალე ტუალეტის წინ რიგი დადგა. ყველას უნდოდა ენახა, ვინ იყო მკვდარი.

ტიტემ ბრბოს მოავლო თვალი და პაჟარა ვერ დაინახა. გულმა რეჩხი უყო. „ცუდი ამბავია,“ _ გაიფიქრა მან და ხელის კვრით გაიკვლია გზა ბიჭებს შორის. ტუალეტში შევიდა და დაიზაფრა. ვერაფერი თქვა, დამუნჯდა და თავზარი დაეცა, აზროვნების უნარიც კი წაერთვა. ვიღაცამ ხელის კვრით გამოაგდო ტიტე კარიდან და სხვამ დაიკავა მისი ადგილი. ვიღაცამ კი რკინის კარებზე დასცხო მუშტი და ,,კლუჩნიკი~ ზოზინით მივიდა შესახედად.


_ რა არის? _ იკითხა ზემდეგმა.
_ ბიჭმა თავი მოიკლა.
_ რააა?
_ ბიჭმა თავი მოიკლა!
_ მე თქვენი დედა! _ იყვირა ზემდეგმა და სადღაც გაიქცა. სამ წუთში კარები გაიღო და სართულის უფროსი, ექთანი, ყველა ზეამხედველი დედის გინებით ერთად შეცვივდა საკანში. ექთანმა ბიჭი გასინჯა. გადახსნილ ვენებს დახედა და ხელის მტევანი გაუშალა. სისხლიანი ბრიტვა ჰქონდა აკრული ცერა თითზე. ექთანი გვამს გაშორდა და განზე გადგა.
_ რა არის? _ იკითხა უფროსმა.
_ ერთი საათის მკვდარია.
_ მოკლულია?
_ არა, ბრიტვა ცერა თითზე აქვს აკრული და არც ჩხუბის კვალი ამჩნევია ტანზე.
_ ოხ, თქვე საქონლებო! თქვენ ხო ხალხი არა ხართ! რად გინდათ თქვენ ციხე ან სასამართლო! პირდაპირ კედელთან ხართ დასაყენებელი და ყველა ერთად დასახვრეტი! _ ყვიროდა მორიგე და თავის ბედზე კი ფიქრობდა.


_ გარეთ, ყველა გარეთ! _ იყვირა მორიგემ და პატიმრები დერეფანში გაყარა. დაიწყო ჩხრეკა. ჯერ საკანი გაჩხრიკეს. ,,შტირი~, ბრიტვა, კოვზი და თეფში, რაც კი, რამ იყო, ყველაფერი გარეთ გამოყარეს.
სამსახურში ახალ მოსული რეჟიმის უფროსიც სართულზე ამოვიდა და ახლიდან დაიწყო ჩხრეკა. პატიმრებს პირდაპირ დერეფანში გახადეს ტანზე სამოსი საცვლებიანად. ჯერ სამოსი გაჩხრიკეს და მერე ბიჭებს იღლიები და დუნდულები შეუმოწმეს.

სამოსში იყო ცოტა ფული და სიგარეტი. რაც ნახეს, აიღეს. ბიჭები სხვა საკნებში გადაანაწილეს და ყველა საკნის კარი ჩაკეტეს.
_ იქ რა მოხდა? _ იკითხა ჭროღა თვალება ბიჭმა და ტიტე გონს მოეგო. ახალ საკანს მოავლო თვალი და მოკლედ თქვა:
_ პაჟარამ თავი მოიკლა.
_ ვა, ხანძარი გააჩინა? _ იკითხა ბიჭმა და ტიტე გიჟივით უცებ აფეთქდა.
ჯერ შუბლი ხეთქა ბიჭს ცხვირში, ინერციით უკან წასულს მუშტი მიაყოლა სახეში და ძირს დავარდნილს კი წიხლებით შესდგა. გამეტებით ურტყამდა თავში, მუცელში, სახეში, ფეხებში... უხმოდ, ვით მუნჯი და გააფთრებით, ვით მხეცი.

ცემით გონდაკარგული ბიჭი ცემაშივე მოვიდა აზრზე, ტკივილს ვეღარ გაუძლო და საკანში ამ ამბის მაყურებელ ბიჭებს დახმარება სთხოვა. უცხოსთან მიკარება ვერავინ გაბედა. ის კი არ იღლებოდა და ხან ყბაში ურყამდა ფეხს, ხან _ ფერდებში. ბიჭი ისევ გაითიშა. აღარც ტიტე იყო გონზე. ბოლოს ძალა გამოელია და ავზნიანივით პირზე დუჟმორეული თვითონვე ჩაიკეცა და ზედ დაეცა გრძნობადაკარგულ ბიჭს.
_ აი, გიჟიი! _ აღმოხდა ერთს და საკანში მყოფმა ყველა პატიმარმა თავი დაუქნია თანხმობით ნიშნად.
_ ადექი! _ გაისმა ხმა და ტიტემ ხელის შეხებაც იგრძნო.

უცხო ბიჭი დასდგომოდა თავზე, _ ადექი, თორემ ბალანდიორი მალე, საუზმეს მოიტანს და შენ და ამას ასე რომ დაგინახავთ, ახალი პრობლემა ზედა გაქვთ!
მშვიდი ხმა ჰქონდა ბიჭს და დალაგებულად ლაპარაკობდა. ტიტე ფეხზე ადგა და მეორემ ახლა ნაცემი ბიჭის ფეხზე აყენებაც სცადა. მკვდარივით იდო ბიჭი იატაკზე.
_ მოდით, _ თქვა ამ ბიჭმა და ორი პატიმარი მიეხმარა. ნაცემი საწოლზე გადაიყვანეს და სახეზე წყალი ასხეს. ძლივს მოასულიერეს და ისიც გონზე მოვიდა.
_ როგორ ხარ? _ჰკითხა ბიჭს ამხანაგმა, თავზე რომ ადგა და იმანაც სცადა პასუხის გაცემა.

იმავ წამს ხელი იტაცა ყბაზე და ყველა მიხვდა, ბიჭს ყბა ჰქონდა გატეხილი.
ხრიგინით გაიღო. „კარმუშკა~ და ყვირილიც გაისმა: ბალანდაა!
ბიჭები რიგში ჩადგნენ და საუზმე აიღეს. ყბაგატეხილი პატიმრის მაგიერ ნარის მეზობელმა აიღო მისი კუთვნილი ,,პაიკა~. მაგიდასთან დაუძახეს, მაგრამ ვერ მივიდა. საწოლთან მიუტანეს `პერლოვკა~, ვერ ჭამა. ჩაი მიაწიდეს, ძლივს მოსვა ერთი ყლუპი და ხელი გააქნია.

წყალიც კი ტკივილს აყენებდა.
ტიტე ცალკე იწვა ლოგინზე და არავის არ აქცევდა ყურადღებას.
_ ხო არ ისაუზმებ? _ ჰკითხა ისევ იმ ბიჭმა ტიტეს.
_ არა! _ უარი თქვა ბიჭმა.
არც ის მისძალებია. საუზმის მერე კი გვერდით მიუჯდა.
_ მე პელეს მეძახიან, ისე კი ბადრი მქვია. ნახალოვკელი ძაგნიძე ვარ. შენ?
_ ტიტე მქვია და ტიტეს მეძახიან. კედია ვარ გვარად.

ბუკიას ბაღში გვაქვს საძმო ადგილი.
_ აქ რა სტატიითა ხარ?
_ ყაჩაღობის.
_ ის ბიჭი შენი რა იყო?
_ ძმა, ბავშვობის მეგობარი.
_ რა მოხდა ასეთი?
_ არ ვიცი, არ უთქვამს!
_ აქ ცუდი ბევრი რამ ხდება, მარა ხუმრობის გულისთვის კაცის ასე ცემა?! _ იკითხა პელემ და ბიჭს თვალი თვალში გაუყარა.
_ მისმინე, შენ ჩემს საქმეში ნუ ჩაერევი და ცუდიც ნაკლები მოხდება!
_ აქ ყველა ერთ ვაგონში ვართ და ერთი ბილეთი გვაქვს. თუ ერთმანეთს შევჭამთ, გაგვიჭირდება აქ ყოფნა!
_ კარგად იყავი!
_ რა?
_ კარგად იყავი!
პელე მიხვდა, ჩხუბი ახლოს იყო. ჩხუბის არ ეშინოდა ნახალოვკაში გაზრდილ ბიჭს, მაგრამ ისედაც არეული ამქარი უფრო აღარ არია და თვალების ბღვერით ანიშნა, აქ ჩხუბი მარტო შენ არ იციო.
მთელი დღე ლოგინზე იწვა ტიტე. არც სადილს მიჰკარებია და არც _ ვახშამს. დაღამდა და ფეხზე ადგა.

ქურდის მტერი

კიდევ ორი ბიჭს არ ეძინა საკანში.

მაგიდასთან ისხდნენ და ნახატ ნარდზე პურით ნაკეთები კამათლით ნარდს თამაშობდნენ. ტიტე ტუალეტში შევიდა და დაიცალა. უცებ ბიჭმა გაიფიქრა, „ასე შევიდა პაჟარა ტუალეტში, ,,აჩკოზე~ ჩაჯდა და ბრიტვით ვენები გადაიჭრა.“ მისი მისამართით პაჟარას ნათქვამი სიტყვა თითქოს ახლა ხმამაღლა გაიგონა ტიტემ: „თუ არ მაპატიებ, ერთი ბოზით მეტი იქნება ამ ქვეყანაზე და მკვდარიც ეგ არის.“
„ეს რა ვქენი, ა? უარი რატომ ვუთხარი პატიებაზე. რომელი მოსამართლე მე ვარ, კაცს რომ განაჩენი გამოვუტანო! არ მეპატიოს პაჟარას არპატიება!“ _ ეს გაიფიქრა და თავიც დაირწმუნა, რომ სწორად განსჯიდა საკუთარ თავს. „ვინ უნდა გამასამართლოს, რო?“ _ ჰკითხა თავის თავს და მიხვდა, თვითონ შეეძლო ყველაზე სასტიკი განაჩენის გამოტანა. „პაჟარას რა არ ვაპატიე? ცემას ვერ გაუძლო. მე რა არ უნდა მეპატიოს? ალბათ, ცემაში რამე საქმის დათმობა.

რა საქმე მაქვს რო აქ?“ _ გაიფიქრა ბიჭმა და მიხვდა, აქ ყოფნა და ომი იყო აწი მისი ერთადერთი საქმე და თვით სარწმუნოებაც კი. „ვინც კი პაჟარას აწყენინა, ყველა დაისჯება.“ `ნაკოლის~ მომეცემი გაიხსენა და მისი ჭიანი კბილები. „თორმეტი წელი აქვს მისჯილი. არა უშავს, გამოვა.“ უთო გაახსენდა. „ეგ ხო გარეთ არის. გივი. ის ოპერიც უნდა ვნახო, ვინც დაკითხვაზე პაჟარას ურტყამდა.“ გივის ხელის დარტყმა გაიხსენა.

ერთად, განაბი და ძაღლი ერთად უნდ დაისაჯოს! საქმე იპოვა და გულზე მოეშვა. ტუალეტიდან გამოვიდა და საკანს მოავლო თვალი. იაფი თამბაქოს და პატიმრის ფილტვებში დამწვარი ჰაერი მძიმედ ეკიდა ოთახში. „ესეც განაჩენი და ესეც პაჟარას სიკვდილის წილ სასჯელად იყოს!“ _ გაიფიქრა ტიტემ და ლოგინზე მიწვა.
XIX თავი
ნაშუადღევს გარეთ გაიხმეს ტიტე. ერთი სართულით ქვევით ჩაიყვანეს და მიმკვლევის კაბინეტში ბიჭს გამხდარი და შავთვალება კაპიტანი დახვდა. ერთხანს უსიტყვოდ უყურა ოფიცერმა ბიჭს. ზიზღი გამოისახა მის სახეზე და როგორც ძაღლს, ისე უბრძანა მის წინ სკამზე დაჯდომა.

ტიტე სკამზე დაჯდა და მშვიდად დაიწყო კაბინეტის ინვენტარის შესწავლა. მიმკვლევის მაგიდა და მისი სკამი _ სულ ეს იყო აქაური სიმდიდრე.
კაპიტანი მიხვდა, არ ეშინოდა ამ ბიჭს არც მისი და არც სხვისი.
_ მკვლელობის შესახებ რა იცი?
ტიტემ მიმკვლევს შეხედა და თავის თავს კითხვა დაუსვა: „ამას რა, პასუხი უნდა გავცე?“ _ ერთ წამს იფიქრა, ხმა კი არ ამოიღო.
_ რა, ენა ჩაყლაპე?
ბიჭი ისევ ჩუმად იჯდა.
_ შენ და ჯგერენაია იმ საქმეში ერთად იყავით. იმან `ჩაგიშვა~, შენ კი მოკალი. _ ასეა, არა ეს?
ტიტეს გაეცინა.
_ რა გაცინებს?
_ თუ საშუალება მექნა, შენ მოგკლავ, გიას კი ძეგლს დავუდგამ!
კაცი გაოცდა.
_ რა თქვი? _ ჰკითხა ბიჭს.
_ შენი მოკვლა მინდა!
_ კარგია! _ თქვა მიმკვლევმა და მაგიდის ფრთის ქვეშ დამონტაჟებულ ღილაკს თითი დააჭირა.
ორი ზორბა ზემდეგი შევარდა კაბინეტში.
_ რა არის, უფროსო? _ იკითხა ორივემ ერთხმად.
_ ამ ვირთხას ჩემი მოკვლა უნდა. აუხსენით, რა და როგორ არის აქ! _ ეს თქვა კაპიტანმა და კაბინეტიდან დერეფანში გავიდა.
_ ვინ უნდა მოკლა, ბიჭო, შენ? _ იკითხა დიათეზით სახეაწითლებულმა ზემდეგმა და ბიჭს სახეში გაარტყა ხელი.
„ახლა აქ არის სამაგიეროს ზღვევის ჟამი,“ _ გაიფიქრა ტიტემ და პაჟარას სიკვდილამდე ჩხუბს შეჰპირდა.

ქვევიდან ზევით ნიკაპში ამოსცხო თავი ზემდეგს და ასეთ პატიმრებს ნაჩვევმა ზედამხედველმა გადაწყვიტა, რომ მომავლის მაძიებელ `შავთან~ ჰქონდა მას საქმე. ორივე ეცა და ომიც დაიწყო. ურტყამდნენ ბიჭს და ისიც ურტყამდა. ტიტე ძირს ეგდო, ისინი ზემოდან ადგნენ. სადაც მისწვდა და სადაც მოუხვდა ხელი თუ ფეხი, იჩხუბეს და მკერდსქვემოთ ჩარტყმულმა წიხლმა ტიტეს გონი დააკარგვინა. კიდევ კარგა ხანს ურტყეს და ბოლოს წითურმა შეაჩერა. ამხანაგი თუ მოკვდა, იცი, ეს ნაბიჭვარი ხელს ჩვენ შეგვაწმენდს.

ტიტეს ყელი გაუსინჯეს. წყალი მოიტანეს, ასხურეს და გონზე მოიყვანეს. გინებით ფეხზე ააყენეს და ჯიკავ-ჯიკავით საკანში დააბრუნეს.
პელემ დაინახა თუ არა ტიტე, მაშინვე მივარდა, ხელი შეაშველა და ლოგინზე დააწვინა.
_ რა იყო?
_ არაფერი!
_ ვიცი, რაც იყო. იმ საკნიდან ყველა გაიყვანეს დაკითხვაზე და რაღა მარტო შენ გცემეს?
არ მოეწონა ტიტეს პელეს ბევრისმცოდნეობა და ინტერესი. არც რაიმე უთქვამს და თვალები დახუჭა.

პაჟარა წარმოიდგინა და თავისთვის იფიქრა: „პაჟარ, რასაც შეგპირდი, არ დაიკარგება! სანამ ცოცხალი ვარ, არც მე არ მოვისვენებ და არც ამათ მოვასვენებ!“
ოთხი დღე გავიდა და ტიტე ისევ გაიხმეს საკნიდან. სართულის კარებთან კიდევ იყო რამდენიმე ბიჭი თავშეყრილი. ტიტე ოდნავ მედიდურად მიესალმა ჯგუფს და კედელთან დადგა. კიდევ მოიყვანეს ორი ბიჭი. `კლუჩნიკმა~ სართულის კარები გააღო და ქვედა სართულზე ჩავიდნენ. აქ ბიჭებს თავი გადაპარსეს. აქედან ეზოში გაიყვანეს და ,,ვარონკაში~ შეყარეს.

მანქანა დაიძრა და ტიტეს რაღაც მოეწონა. რა, ჯერ ვერ გაერ¬კვია. მანქანამ ორთაჭალიდან ავჭალისკენ ქალაქის გზა გადაჭრა და ,,ვარონკა~ არასრულწლოვან პატიმართა კოლონიის ეზოში შევიდა. თითო-თითო ჩაჰყავდათ პატიმრები. ვიწრო დერეფანში რაღაც დახლისმაგვარი მაგიდის უკან გამხდარი ქალი და მუცელამობრუნებული კაცი ისხდნენ. ორივეს ხაკისფერი ხალათი ეცვა და ორივე მტრულად შეხვდა ტიტეს. მისი საბუთები ორივეს წაკითხული ჰქონდა და ახლა უკვე პირისპირ ეცნობოდნენ ახალ პრობლემას.


_ აი, აქ მოაწერე ხელი! _ ბრძანა ქალმა და ტიტეს დაწერილი ფურცელი მიაწოდა.
_ არა! _ მოკლედ თქვა ტიტემ.
_ რაო, შავი ხარ, ბიჭო!
_ თვითონ ეშმაკების ანგელოზი გეახელით აქ და, რა თქმა უნდა, თქვენდა არგასახარებლად! _ იმედი მისცა ტიტემ თავის ახალ აღმზრდე¬ლებს.
_ კარცერში! _ თქვა კაცმა და ტიტეს ორმა ზედამხედველმა, კაცმა და ქალმა ერთად მოჰკიდეს მკლავში ხელი.
_ არ გავიქცევი, _ იმედი მისცა მათ ბიჭმა.
_ ვერ გაიქცევი! _ აუხსნა მას ძუკნა ძაღლივით გამხდარმა ქალმა.
პატარა ბნელი ოთახი იყო ზონის კარცერი. საწოლი თუ რაღაც ფიცარი კედელზე ისე იყო მიჯაჭვული, რომ ფეხზე მდგარი თუ მიეყ¬რდნობოდა კაცი ზედ. ისე კი, თითქოს არც ყოფილა ის აქ, ამ ოთახში. ჯერ წინ და უკან იარა ტიტემ. მერე დაიღალა და ჩაბუქნა. ისევ დაიღალა და ახლა საწოლზე თუ ფიცარზე ჩამოჯდა.

ვერც აქ მოისვენა. ახლა იატაკზე დაჯდა. სველი და ცივი იყო ქვისა და ცემენტის იატაკი. ასე ბრუნავდა დიდხანს და როგორც იქნა, საკანში ზედამხედველი შევიდა. საწოლი ჩამოშალა და ბიჭს ურჩია:
_ თუ აქ ყოფნა არ გინდა, ითხოვე! ხელწერილი გარეთ გასვლის შანსია.
_ აქაც კარგად ვარ, _ იმედი მისცა ტიტემ ზემდეგს და ასე მთელი კვირა მარტომ გაატარა კარცერში.

ქურდის მტერი

ერთი რამ აძლევდა ბიჭს აქ ძალას _ საკუთარი თავისთვის თუ პაჟარასთვის მიცემული სიტყვა, რომელსაც არ გატეხდა. ის მის შეცვლას არც აპირებდა.
XX თავი
რკინის კარები გაიღო და ზედამხედველი შევიდა საკანში.

ნარი კედელზე ააკრა და ბიჭს ცერად ახედა.
_ არ იშლი არა, შენსას? _ იკითხა მან.
_ `მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა!“
_ ვა, სკოლაშიც სწავლობდი?
_ ხანდახან.
_ მაშ, წამო, სკოლა აქაც არის!
ტიტე მიხვდა, მორჩა მისი კარცერში ყოფნა. ზემდეგმა სარდაფიდან ამოიყვანა, სართულის დერეფანი გაატარა და ღია კარებთან ბიჭი შეაჩერა.
_ მისმინე! _ თქვა ულვაშა კაცმა, _ აწი მეტი ჭკუა გმართებს! იქ შენზე უარესი ბევრია და ეცადე, ბოლომდე აქაური რომ არ გახდე!
„აქაური ვარ,“ _ გაიფიქრა ტიტემ და ,,ლაგერის~ ეზოს გახედა. რამხელა ყოფილა, გაიოცა ბიჭმა ბანაკის გაშლილი ფართი. აქ არეულ შავ სპეცტანსაცმლიან ბიჭებს შეავლო თვალი. ზოგი სეირნობდა, ზოგი სკამზე იჯდა და ზოგიც სტადიონზე თამაშობდა ფეხბურთს.

კარგა ხანს უყურა ეზოს კიბის თავიდან. ყველა ბიჭი ერთიმეორეს ჰგავდა. ზოგიერთს ხელზე სამკლაური ეკეთა და ტიტე მიხვდა, აქ მისი მთავარი მტრები, სწორედ ესენი იქნებოდნენ. კიბესთან მხარბეჭიანი, შავგვრემანი ბიჭი მივიდა. ზემდეგს თვალი ჩაუკრა და ტიტეს მიესალმა:
_ რავა ხარ, ჯიგარო?
ბიჭმა ბიჭს შეხედა და, თან იცნო და თან _ ვერა.
_ უთო ვარ, _ თქვა ბიჭმა და ტიტეს პაჟარა გაახსენდა; ამის დამსახურება იყო გივის და ქურდის განჩინებით გალახული ძმაკაცი.
„აი, ძველი მტერი და ისიც აქ არის,“ _ გაიფიქრა ტიტემ.
უთომ მიიპატიჟა:
_ წამო, კაი ბიჭობა გელის!
ტიტე მიხვდა, თუ უთოს არ გაჰყვებოდა, მაშინ იმ სამკლაურიან ბიჭებთან მოუწევდა ყოფნა.


_ კარგი! _ თქვა მან და უთოს გაჰყვა.
_ გავიგეთ, კარცერში რო იყავი, მარა არა უშავს! ვინც კი ვართ შავი გაგების, ყველანი ვართ იქ ნამყოფი.
„არ გიშველის ეგ ლაქლაქი,“ _ გაიფიქრა ტიტემ და უთოსთან ერთად შევიდა ბარაკში.
_ იქით `კაზლიატნიკია~. ამ კუთხეში ჩვენა ვართ, იმ კუთხეში _ ბოზები, _ პლედით გადატიხრულ საწოლებს იქით შევიდა უთო და ტიტე. რამდენიმე ბიჭმა ერთად გამოხედა უთოს და ახალს.
_ ნაცნობია? _ იკითხა კედელზე მიჯრილ საწოლებზე მიგორებულმა ბიჭმა.
_ უცნობია, _ უთოს მაგივრად თქვა ტიტემ.
_ უბნელია, კაი ბიჭია! _ შეაქო ტიტე უთომ.
ბიჭი საწოლზე წამოჯდა და ახალს მიაჩერდა თვალებში. მშვიდი და ღიმილიანი მზერით უყურებდა მას ტიტე. ისიც მიხვდა, ამ ბიჭს ტანში ეშმაკები ჰყავდა.
_ დაჯე! _ უთხრა მან უცხოს.
ტიტე საწოლზე დაჯდა და ბიჭებს მოავლო თვალი.

ყველა თავგახოტრილი და მახინჯი იყო. ერთი-ორს თუ ჰქონდა ადამის შვილის მსგავსი სახე. გარეგნობით დაიწუნა ტიტემ კამპანია და ბუკიას ბაღი გაიხსენა. „არა, _ გაიფიქრა მან, _ იქ უსაქმური ხალხი ზის და ჭორში იხრჩობს თავს“.
_ გავიცნოთ ერთმანეთი! _ თქვა უთომ.
_ ეს ტიტეა. ეს ჩვენი სალაა. ამას კიტო ქვია. ოთხთვალას პუშკინას ვეძახით.

ეს ჩომბეა და ეს კი _ პატარა ცხვირო. დიდი სადღაც არის, მოვა და გაგაცნობთ.
ორს ერთი სახელი აქვს? _ იკითხა ტიტემ.
_ ჰო, რა, ძმები არიან!
_ აქ `პალაჟენია~ მე მიმყავს! _ უცებ თქვა სალამ.
_ არც მე ვარ მუქთა, _ შენიშნა უთომ.
_ `ობშიაკი~ გაბარია, რა!
_ `ობშიაკი~ წესის მიხედვით მაბარია! _ აუხსნა უთომ თავისი საქმე სალას.
ტიტე მიხვდა, ამ ორს `განაბის~ ტიტული ჰქონდა მიზანში. „ლაპარაკით გინდათ ფული იშოვოთ,“ _ გაიფიქრა ტიტემ და ორივე შეიძულა. უთოს გახედა. ამას ისედაცა აქვს ჩემი ვალი.

ჰოდა, ამ ვალს ,,ვერხის~ სურვილიც ზედ ემატება.
_ ეშიება ამას! _ შენიშნა ლაპარაკში პუშკინამ.
_ კონსერვია და პური. ყველიც გვაქვს.
უცებ გაიაშალა, რაც ჰქონდათ და ტიტეც სუფრას მიუჯდა. გაოცდა, ისეთი გემრიელი იყო ზეთში ჩადებული ხამსა.
_ გარეთ რომ გავალ, სულ ამას ვჭამ! _ შეჰპირდა ტიტე საკუთარ თავს. ბიჭებს კი გაეცინათ.
_ გარეთ რო გახვალ, ის გარეთ იქნება და სხვა იქნება, _ მიანიშნა ტიტეს სალამ.
ცოტა იყო და რაც იყო, უცებ შეჭამეს.

ორმა ნარდის თამაში დაიწყო და ზოგიც ლოგინზე მიწვა.
_ გინდა, ზონას დაგათვალიერებინებ? _ ჰკითხა უთომ ტიტეს.
_ სხვა რა საქმე მაქვს? _ იქით ჰკითხა ბიჭმა.
უთო და ტიტე გარეთ გავიდნენ. გზა სტადიონს უვლიდა გარს. შავსამოსიანი ბიჭები მძიმე `ბათინკებით~ თამაშობდნენ ფეხბურთს. ერთი-ორ სამკლაურიან ბიჭს სპორტული ფეხსაცმელი ეცვა ფეხზე და ყველაზე მეტსაც ისინი ყვიროდნენ თამაშის დროს.
ისინი ბოზები არიან! _ ამოიცნო ტიტემ.
_ არიან, არიან!
სტადიონს გასცდნენ და ოთხსართულიან შენობას გაუარეს წინ.
_ ეს რა არის?
_ სკოლაა.
გზას გაჰყვნენ და ერთსართულიანი შენობა დაანახა უთომ ტიტეს.
_ ეს ტუალეტია. იმის უკან კი _ `კაჩიგარნია~. მათ შორის გზიდან ხარივით ზორბა და ღონიერი ბიჭი გამოვიდა.

ბიჭს ჯინსები და ქურთუკად გადაკეთებული შავი `სპეცოვკა~ ეცვა. გამომწვევი, დამცინავი მზერით გადახედა ახალ და ძველ პატიმრებს. გრძელი და ბატონკაცური ნაბიჯით ჩაუარა ბიჭებს.
_ ეს რა ცხოველია? _ იკითხა ტიტემ.
_ მთავარი ბოზია ,,ლაგერში~!
_ მთავარი რას ნიშნავს?
_ გრძელი ისტორიაა, მარა, თუ გინდა, მოგიყვები!
_ გისმენ!
_ `პადელნიკთან~ ერთად იჯდა ის ამ ზონაში. ორივე ავტორიტეტში იყო. რაღაც ვერ გაიყვეს და ითამაშეს. კალე ერქვა იმ ბიჭს.

მოუგო კალეს ციკლოპამ.
_ ამას ციკლოპა ჰქვია?
_ რა, არ ჰგავს?
_ კი.
_ ჰოდა, ვერ ჩააბარა კალემ თავანი და ციკლოპამ `ფუფლო~ ხარო და ხელიც გაარტყა. ასე გადააბრძანეს ის ბიჭი ,,ხარაშნიაკიდან~ ,,კაზლიატნიკში~. ხან რას ეუბნებოდა ციკლოპა კალეს და ხან რას. კბენდა და ისიც გიჟდებოდა. იქამდე მიიყვანა ის ბიჭი, რო ავი საქმე განიზრახა იმ კაცმა. დარაჯობდა თურმე.

ხან სად დახვდება და ხან _ სად. ერთხელაც ტუალეტშია ციკლოპა და შარდავს. მიეპარა თურმე კალე უკნიდან და თავში აგური ჩასცხო. მერე ამოიღო `ის~ და გონდაკარგულ ბიჭს შიგ პირში სთხარა თურმე. ნახა ეს ამბავი იქ ხალხმა. გავარდა მერე კალე და ადმინისტრაციულ შენობასთან, ძაღლების თვალწინ, თავი დაიჭრა. წაიყვანეს კალე `რეზბალნიცაზე~.

ციკლოპა კი აღარ მიიღო კაიბიჭობამ ოჯახში. მართლა, ძალით იყოო, გონზეც არ იყავიო, მარა ჩვენთან ვეღარ იქნებიო. არც `კაზლიატნიკში~ გაიკარა აქტივმა. `პიდარებთან~ კი ეს არ შევიდა და იმის მერე `კაჩიგარნიაში~ ცხოვრობს. მარა, ეს არც არაფერი. ეს მოხდა და, იმის მერე ციკლოპამ ყველა შეიძულა, ხელზე სამკლაურიც შეიბა და ყველაზე საშიში ბოზი გახადა `ლაგერში~. ერთი ბიჭი იყო აქ, ჟორიკა ერქვა.

ქურდი უნდოდა რო გამხდარიყო და კიდეც იცნობდნენ. `შუმოკი~ იყო ლაგერში და ზემდეგიც დაჭრა სახეში. შეუგდეს ჟორიკა კარცერში ციკლოპას და გასკდა `ცელკა~ და ვიწრო ნახვრეტი კარცერში.

ქურდის მტერი

მერე ჟორიკა გაგიჟდა. იმის მერე ის ფსიქიატრიულშია, იმიტომ რომ თვითონაც აღარ იცის, ბიჭია თუ გოგო.
_ რას არ გაიგებ! ოი, ციკლოპას დედაც!..
_ პატარა ცირეკიძეა ოხერი.
_ ეგ ვიღა იყო?
_ შევარდნაძის ბუღა. პირადი პატიმრები ვინც ჰყავდა ედვარდია ბოზს, ყველა კაცი იმას გააფუჭებინა ციხეში.
_ ქურდები?
_ ეჰ, ძმაო! რა ქურდი მოერევა ავტომატიან სალდათებს, ზედამხედველებს, ბოზებს და ამდენ `კაზიოლს~ ერთად.


_ აბა, შერჩა?
_ თუ კალე ბოლომდე კაცია, ნახავს გარეთ და მოკლავს!
ტიტე მიხვდა, ძალით აქ ლელოს ვერ გაიტანდა.
_ ,,ხარაშნიაკს~ თავზე რო დაგვესხნენ, რა უნდა ვქნათ?
_ ყურადღებით ვართ. შტირები ადგილზე გვაქვს და ღამ-ღამობით ერთიმეორეს ვდარაჯობთ.
ტიტემ უთოს გახედა და დაფიქრდა: „მე ამის, ლამაზი თუ მახინჯი დედაც, მარა აქ სჯობია ცოტა ხანს დავაცადო. პაჟარას `აბაროტი~ კი იქნება, თორე, არ არის აქ ისე საქმე, მე როგორც მეგონა.“
ეზოს ბოლოში გავიდნენ და ტალავერში თავშეყრილი ბიჭები ახალ პატიმარს შორიდან უყურებდნენ.
_ ესეც ჩვენი ლამაზი გოგოები!
_ რა, იძლევიან?
_ `სგუშონკა~ ან `პაჩკა~ სიგარეტი და ასოდან თირკმელს ამოგწოვენ.
_ ესენიც ძალით იხმარეს?
უთოს გაეცინა და მოუყვა:
_ იქ ორია, მაშკას და დაშკას ეძახიან. კარცერში მოხვდნენ ერთად. შესცივდათ თურმე ღამე და გასათბობად ერთმანეთი იხმარეს.

გარეთ კი, რაც იქ მოხდა, თვითონვე მოყვნენ. დაშკა კი მიხვდა მერე, რაც ქნა, მარა იმას იქიდან ვინღა ამოაგდებს და ასე დამუნჯდა კიდეც. მაშკა კი `სგუშონკისა~ და სიგარეტის გულისთვის, რასაც გინდა, იმას გაგიკე¬თებს. არ ენაღვლება. მგონი, მოსწონს კიდეც.
_ ფუ, შენი! _ გადააფურთხა ტიტემ.
_ პირველად მეც მასე ვიყავი, მარა ის რო მოგინდება, კი არის ისე, ერთი საშველი! ხელში ნაშის სურათი გიჭირავს, ის კი პირში იღებს. გსიამოვნებს და არც კი გახსოვს, იმ საქმეს ბიჭი აკეთებს თუ გოგო.


კიდევ ერთხელ ამოაფურთხა ტიტემ და კიდევ ერთხელ გაიცინა უთომ.
წრე დაარტყეს და სტადიონთან მივიდნენ. დიდი გაწევ-გამოწევა ჰქონდათ სამკლაურიან ბიჭებს.
_ დაგიხოციათ ყველას ერთმანეთი! _ დალოცა ყველა ერთად უთომ და ბიჭები ბარაკში შევიდნენ.
_ კარგია ტურიზმი? _ ჰკითხა ტიტეს სალამ.
_ ჰო, რაღაცით პარიზს ჰგავს ეს ადგილი.
ბიჭებს გაეცინათ.
ტიტე საწოლზე ჩამოჯდა.
_ შენი უბნელია და შენს გვერდზე იწვეს, _ უთხრა სალამ უთოს.
_ ეს უშენოდაც ასე იქნება!
_ ყველაფერზე რატო დავობ?
_ რასაც მინდა, იმას ვაკეთებ!
_ აქ `პალაჟენია~ მე მიმყავს, ჭკუას იქით გასწავლი!
ტიტე მიხვდა, ამ ორ ბიჭს შორის მშვიდობა არ ჩამოვარდებოდა. უთო კი ტიტესაც მტრად მიაჩნდა და პაჟარას ცემისთვის სამაგიერო, მისი აზრით, გადაწყვეტილი საქმე იყო, მაგრამ ჯერ აქ ბანაკის საქმეში უნდა გარკვეულიყო.
ბარაკში ზედამხედველი შევიდა და მწყობრში დადგომა ბრძანა. კაი ბიჭების გარდა, ყველა საწოლის წინ ჩამწკრივდა. ზემდეგმა მწყობრი დათვალა.

მერე კაი ბიჭების ნაწილში შეიხედა, ყველას ერთად მიაგინა და ბარაკიდან გავიდა. ერთ წუთში სინათლე ჩაქრა.
_ ამაღამ ვინ გვდარაჯობს? _ იკითხა სალამ.
_ ორივე ცხვირო.
მეორეს არ ვიცნობ, გაახსენდა ტიტეს.
ძმები სადარაჯო საწოლზე ჩამოსხდნენ. არ ჰგავდნენ ძმები ერთმანეთს. პატარა წაბლისფერთმიანი და ნაზი გარეგნობის იყო. არც ცხვირი უჩანდა დიდი.

უფროსი კი შავი იყო და ყვავივით გრძელი ცხვირი ორ ადგილას ჰქონდა გატეხილი.
ბიჭებმა თავი ბალიშზე დადეს და... ვის დაეძინა და ვინ ოცნებაში გაფრინდა.
ტიტემ ფიქრი დაიწყო. ციკლოპა გაიხსენა და მიხვდა, რატომ მოიკლა თავი პაჟარამ და არ შემოვიდა ასეთ ზონაში.
„არ შერჩება,“ _ გაიფიქრა და ახლა უთოზე დაიწყო ფიქრი, „ეს სადღა წავა! აქ ვერ `დავშტირავ~, მაგრამ გარეთ ხომ ჩემია თავისი ცარიელი თავით!“
ბიჭები გაიხსენა უფრო სახით, რადგან ჯერ იმათი ხასიათი არ იცოდა ტიტემ. ერთი-ორი ბიჭი ერია ოჯახში გაზრდილი ადამიანის იერით. დანარჩენი, ყველა მახინჯი იყო. „სადაც კი, დედამ შვილი დაწყევლა, ყველა აქ არის,“ _ გაიფიქრა ტიტემ და ლეი გაახსენდა, მერე `პიდარები~ და მიხვდა, ცუდი ცხოვრება აირჩია, თუმცა ახლა მისი იყო ეს ცხოვრება და არჩევანი, მთელი თავისი მკაცრი და სასტიკი შინაარსით.


XXI თავი
სალა და უთო ნარდს თამაშობდნენ. ბიჭები, ზოგი ლაპარაკობდა და ზოგიც ნარდის თამაშს უყურებდა. ტიტე კი ორ ძმა ცხვიროს აკვირდებოდა. უფროსს ცხვირი ჰქონდა გატეხილი და შავგვრემანი იყო. სულ სხვა იერი ჰქონდა მის უმცროს ძმას. თეთრი კანით, წაბლისფერი თმით და ღია ფერის თვალებით სულაც არ ჰგავდა თავის ძმას და აქაურებს.
_ შენ რატო გქვია ცხვირო? _ ჰკითხა ტიტემ უმცროს ძმას.
_ ამის გამო.


_ ტიტე მიხვდა, უფროსი ძმის მეტსახელი გადავიდა უმცროსი ძმის ქუჩურ პასპორტში.
_ ისე რა გქვიათ?
_ ამას _ თაზო, მე კი _ ლეო.
_ მე ლეოს დაგიძახებ.
_ როგორც გინდა!
_ დავიღალე! _ თქვა სალამ.
_ სხვა ითამაშებს, _ შენიშნა უთომ.
_ ჯობია ფეხბურთი ვითამაშოთ. ცოტა ჯანზე მოვალთ!
_ შეიძლება, _ დაეთანხმა უთო სალას და ბიჭები ბარაკიდან ეზოში გავიდნენ. სტადიონზე არჩევანი სალას ერგო, არადანი _ უთოს. ტიტე მიხვდა, საძმოში ეს ორი იყო მთავარი და ასევე, ერთმანეთის მტრებიც. სალა, კიტა, პუშკინა და ჩომბე ერთად მოხვდნენ.

უთო, ტიტე და ორი ძმა _ ერთად. ორ ტაიმად გაყვეს თამაში, თითო ტაიმი ხუთ გოლამდე იყო. თამაში დაიწყო და უთოს გუნდის უპირატესობაც უცებ გამოჩნდა. ყველაზე სხარტი და მოქნილი ბიჭებში ტიტე იყო. ვერც სუნთქვაში გაუწია ვინმემ მეტოქეობა და ათ წუთში გატანილი პირველი ხუთი ბურთიდან ხუთივე ტიტეს ვაჟკაცობა იყო.
_ შენ რა, ფეხბურთზე დადიოდი? _ გაიკვირა სალამ მისი თამაში.
_ კინგ ბოქსინგზე დავდიოდი, მარა არც ფეხბურთის თამაშზე ვამბობდი უარს.
კარების მხარეები გაცვალეს და თამაშიც განაგრძეს.
ოცამდე ბიჭი შევიდა სტადიონზე.

კარებთან და გვერდებში ისე დადგნენ, თამაში გაჭირდა.
_ გვაცალეთ, რა, თამაში! _ ითხოვა ლეომ.
_ ჩვენ გვეთამაშეთ!
_ ე, არა! _ უარი თქვა სალამ.
_ `რავნიხ ნი ვიჟუ~! _ იყვირა ყველაზე მაღალმა და ღონიერმა ბიჭმა.
_ რას ვერ ხედავ? _ ჰკითხა ბიჭს ტიტემ.
_ `რავნიხ ნი ვიჟუ~! _ გაიმეორა ნათქვამი ბიჭმა.
_ არ გინდა, _ ანიშნა უთომ ტიტეს.
_ აა, გეშინია? _ შენიშნა ბიჭმა უთოს.
_ ეს შენ შეგეშინდება, დანაზე რო დაგახევ! _ უცებ აფეთქდა უთო.
ტიტე მიხვდა, `ბოზბანდა~ შარზე იყო და ჩხუბიც მალე დაიწყებოდა. ისეთი ადგილი იპოვა, საიდანაც ყველაფერი კარგად ჩანდა და უყურებდა კამათში გართულ ბიჭებს.
_ რა გინდათ? _ იკითხა სალამ.
_ მაზიანზე ვითამაშოთ!
_ მერე რა, თქვენთან `ფუფლო~ `გრეხია~, თუ ისედაც იცით, ვინა ხართ?
_ ეი, დაფიქრდი და ისე ილაპარაკე!
_ მისმინე! _ უთხრა უთომ აქტივის მეთაურს, _ ჯერ მკლავზე ,,პავიაზკა~ მოიხსენი და მერე `იბლატავე~! ფრთხილად იყავი, ჩხიკვმა არ წაგიღოს!
_ თუ ასე გეშინია, ეგეც შეიძლება!
_ ოღონდ, `პავიაზკა~ მარტო ხელიდან არ უნდა მოიხსნა, ტვინიდანაც უნდა ამოიღო!
_ შენ, მგონი, ჩხუბი გინდა!
_ რატო არა! მუდამ მზად ვარ!
_ ვიცი, მაგარი ხარ! ღამე დარაჯი ყარაულობს შენს უკანალს!
_ აბა, რაც ამ ზონაზე ბოზია, ყველას პირში რო მოგცეთ, ხო მომძვრა თქვენი საოცნებო ასო!
უცებ აუტყდა შავ საძმოს სიცილი და წითლები დაიბოღმნენე.
_ ვიცი, ვიცი! თქვენი ძმა არ იყო ციკლოპა, კალემ რო ტუალეტში გააფორმა განაბის სახელზე? ერთი საძმო ხართ თქვენ და ერთი პირი გაქვთ! უფრო ზუსტ ამბავს გეტყვით! ციკლოპას და თქვენ ერთი მამა გყავთ და თქვენი ლამაზი დედიკოები არც სხვას ეტყვიან, ალბათ, უარს!
_ ნაბიჭვარო, დედას ნუ ეხები!
_ დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე.

ქურდის მტერი

შემთხვევით ბოზი არ არსებობს. ბოზი მშობლები გყავთ და თქვენც ბოზები ხართ!
უცებ იხუვლა აქტივმა და შავი საძმოც ყელში ეტაკა მტერს. მთელი ძალითა და გამეტებით ურტყამდნე წითლები და შავები ერთმანეთს. წითლები ბევრნი იყვნენ. შავების მარცხი გარდაუვალი იყო და, ალბათ, ამიტომაც თავგანწირვით იბრძოდნენ.

თავი, ფეხი ხელი... თვალში, ყვერებში, ყელში, სადაც კი მისწვდნენ, არ ინდობდნენ, ასახიჩრებდნენ ერთმანეთს. ზოგიერთი ძირს დავარდნილი ჩამტვრეული კბილებითაც კი იკბინებოდა. ერთი იყო, ვისაც ვერც მოარტყეს და ვერც შეაჩერეს. კატასავით დარბოდა ტიტე ამ ქაოსში. მისი ყველა მუშტი თუ წიხლი მიზანში ხვდებოდა და ასე მარჯვედ ძალიან ბევრი ჩხუბს გამოთიშა. სტვენის და ყვირილის ხმა გაისმა.

ყველა ერთად, შავი იყო თუ წითელი, უკანმოუხედავად გაიქცა სტადიონიდან. ტიტემ იქაურობას თვალი მოავლო და ჩხუბის დამთავრებით განაწყენებული თხების მზერს წააწყდა. ამათ არ იჩხუბეს, გაიკვირა ტიტემ და ახლა მიწაზე დაგდებული პატარა ცხვირო დაინახა. მივიდა. მიწაზე წამოსვა და თვალზე აფარებული ხელი ჩამოაღებინა. გახეთქილ წარბზე შეხედა და მიხვდა, თვალი მთელი ჰქონდა.
_ საშიში არ არის, _ უთხრა მან ბიჭს და ფეხზე წამოაყენა.
_ რატო ცემე აი ბოვში? _ გაისმა კითხვა ტიტეს ზურგს უკან და ბიჭმა მოიხედა.

სქელო ზემდეგი დაინახა. მისი ღიმილიანი სახის დანახვისთანავე ტიტე მიხვდა, ზემდეგმა ყველაფერი იცოდა და ახლა მას, უბრალოდ, კარცერში წასაბრძანებელი პატიმარი ჰყავდა მიზანში ამოღებული.
_ წადი შენიც! _ გამოსცრა ტიტემ.
_ ა, იგინები კიდეც!
_ აბა, მალე! _ ბრძანა ზემდეგმა და ხუთმა, ათმა თუ ურიცხვმა ხელმა ბიჭი ხელში აიტაცა და ციმციმ გაარბენინა შენობისკენ. აქ ტრადიციის პატივსაცემად ცოტა მისცხეს და კარცერშიც მიაბრძანეს. რკინის კარები დაიხურა და ბიჭმაც ამოისუნთქა. ნაცნობი ოთახი დაათვალიერა და გაიზმორა. იცოდა, დიდხანს მოუწევდა აწი მას აქ ყოფნა. კედელზე აკრულ ნარს უკანალით მიეყრდნო და ფიქრს მიეცა.

პაჟარა რომ აქ იყოს, ის რას იზამდა? არ ვაპატიე და არ მეპატიოს! გაიხსენა მან თავისი პირობა და გადაწყვიტა, ბოლომდე ეცხოვრა არპატიებით. „არ შევიცვლი მე ამ აზრს, გარეთ ვიქნები თუ აქ. სისხლს გავუშრობ, ვინც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე _ ქურდი თუ ძაღლი, შავი თუ წითელი. ციკლოპა!“ _ უცებ გაიხსენა ტიტემ: ძმაკაცს არ აპატია და მე დამინდობს?.. ამის გაფიქრებაზე ავი ეჭვი გაუჩნდა: „აქ რომ შემომიგდონ?! თვალებს ამოვთხრი, იპოვა გამოსავალი. ციკლოპას აღნაგობა და სახე გაიხსენა. ხარივით ღონიერი ჩანდა ჭიდაობაში კისერდაბერილი ბიჭი.

კეხიანი ცხვირი და ფართო სახე ავი კაცის იერს აძლევდა ოხერს. მოვკლავ და თავსაც მოვიკლავ! ასჯერ სიკვდილი არაკაცის საქმეა. ერთხელ და კაცური სიკვდილი სჯობია ცოცხალ ლეშად ყოფნას.“ მაშკასა და დაშკას ამბავიც გაიხსენა. დაშკა დამუნჯდა. მაშკა კი შედედებულ რძესა და ერთ კოლოფ სიგარეტზე.... სიცილი აუტყდა ტიტეს. თავისივე ხმა გაიგონა და სიცილი ხარხარში გადაეზარდა.

იცინა ყელის ჩახლეჩამდე. ძალაც გამოელია და გულ-გვამიც ეტკინა.
_ ეი, რა ხდება მანდ? _ გაისმა ძახილი გვერდით საკნიდან.
„ვიღაც არის,“ _ გაიფიქრა ტიტემ და ნელ-ნელა გამოერკვა და
სიცილიც შეწყვიტა.
_ რა ხდება? _ გაისმა ისევ ძახილი.
_ შენ ვინა ხარ? _ შეუბრუნა კითხვა ტიტემ.
_ მე ქუთაისელი ბეკოიე ვარ!
_ თუ ჭიჭიკიე?!
_ მაგი მამაშენს ჰქვია! _ გაბრაზდა ბიჭი.
_ მამაჩემს რა ჰქვია, ზევით აგიხსნი! _ იმედი მისცა ბიჭს ტიტემ.
_ არც მე ვარ მუნჯი! _ არც ბეკოიამ დაიხია უკან.
ორივე გაჩუმდა. დრო კი მძიმედ მიზოზინებდა. „ის ერთნაირად ნელა მოძრაობდა გონებასა და ამ საკანში. დრო არ იღლება,“ _ გაიფიქრა ტიტემ და სიბერე და ბებია გაახსენდა.

„ცუდი `გამოგონებაა~ სიბერე. მისგან ერთადერთი საშველი კი სიკვდილია,“ _ ისევ გაიცინა.
_ ჩვენც გვითხარი, რა ხდება! _ გაისმა ბეკოიეს ხმა.
ტიტემ არ უპასუხა და ისევ გაიცინა.
მკვდარ ოთახში კარები გაიღო და ზემდეგმა კედელზე აკრული ნარი ჩამოხსნა. სქელი ზემდეგი გარეთ გავიდა და ტიტე მიხვდა, ღამის ათი საათი იყო ახლა და კიდევ ერთ დღე გავიდა ცოცხალი კაცისთვის შექ¬მნილ სამარეში. აქ დაიბადა სიბერე, დაასკვნა ტიტემ და ჩამოშლილი ნარის წინ კედელს მიეყრდნო. ქალაქი და უბანი გაიხსენა, კინგ ბოქსინგის დარბაზი... „თუ ვმოძრაობ, ვცოცხლობ,“ _ იაზრა ბიჭმა და ამ აზრით გახალისებულმა ვარჯიშიც დაიწყო.

აწ უკვე, თავისი მიგნების წყალობით, საკანი სამარედ აღარ ეჩვენებოდა.
XXII თავი
ზედამხედველმა ნარი აკეცა, კედელზე მიაბა და კარი გაიკეტა. ტიტე მარტო დარჩა საკანში. ერთხანს წინ და უკან იარა ამ მცირე ფართობში. დაიღალა და შედგა. ნარზე მიყრდნობა არ უნდოდა და ქვის იატაკზე დაჯ¬და. უცებ გაუცივდა კუდუსუნი. ფეხზე ადგა და ისევ სიარული დაიწყო.

„ნეტა, იმქვეყნად თუ რამეა, პაჟარას რა ელის?“ _ ადრე გაგონილი გაიხსენა. თვითმკვლელი იქ შენდობას ვერ იღებსო. იმათ რა იციან, ღმერთს იცნობენ თუ რა? ეშმაკი? _ გაახსენდა ბიჭს და ედო სააკიანი წარმოუდგა გონებაში. „ლეის რო კაცი ბორდელში ჩააბარებს, ეშმაკია ის კაცი, აბა, სხვა რა უნდა დაარქვა! რამდენი ძაღლი და ქურდია ამქვეყნად! ჰოდა, მეც ომი მექნება ამ ეშმაკებთან. ვნახოთ, ვინ ვის არ პატიებს!“ _ ასეთი ფიქრებით შეპყრობილს თავი ეტკინა და დაეჭვდა, ხომ არ ვგიჟდებიო.
„ციკლოპა ვინ არის?! ეშმაკის ჯალათია და აქ ჩემ წინ კი დადის!“ ტიტემ ბიჭი და მისი აღნაგობა გაიხსენა: „კარგი ნავარჯიშებია! მეტი რა საქმე აქვს, რო?! მე რა საქმე მაქვს?“ _ ჩაეკითხა საკუთარ თავს, საკანს თვალი მოავლო და ვარჯიშიც დაიწყო. კარგად და დიდხანს ივარჯიშა.

დაიღლა და შედგა. დასაჯდომი ადგილი, აქ არ იყო და ჩაიმუხლა. მალე ფეხები დაუბუჟდა. „ახლა რა ვქნა?“ _ გაიფიქრა და ფეხზე ადგა. სიარულის ნაცვლად ადგილზე იხტუნა და ბოლოს დაღლილი ნარს მიეყუდა. საკანში `კარმუშკა~ გაიღო. `ბალანდიორმა~ სადილი მიაწოდა და `კარმუშკა~ დაიკეტა.

შავი პური და ჭარხალის ქონგარეული ნახარშის იყო; ტიტემ დასუნა და ჭამა დაიწყო. შინ დაწუნებული კატლეტი და ბულიონი გაიხსენა. „ა, ანეტა, როგორ ვერ დაგიფასე შრომა და სადილი!“ _ აქედან მიაწოდა გზავნილი ბებიას. ბუკიას ბაღი გაიხსენა და იქვე ვიოლინოც. „, არა! „ოჯახის ტრადიციულ პროფესიას _ მუსიკოსობას და სულ `სკრიპკის~ ხერხვას დროებითი ბალანდა სჯობია. აქედან უკეთ გავიგებ რეპს. კარგი რამეა ქუჩის პოეზია, კაცი რომ მშიერი არ იყოს და ასე არ ურტყამდნენ!“
წერო გაახსენდა.

არ უყვარდა წეროს პაჟარა. მაშ, მე წერო არ მიყვარს? როგორ? თავი გაიქნია. ტიტემ თავისი სასამართლო გაიხსენა და იქვე კარგი ამბავიც მოაგონდა: „გოგის ჩემი ფული აქვს, კინაღამ დამავიწყდა!“ _ გაიფიქრა და გაიხარა.

ქურდის მტერი

უცებ აქედან გასვლის სურვილი მოეძალა. „ეჰ, ლეის ვნახავდი,“ _ გაიფიქრა და ოცნების ბურანში ჩაიძირა. კარის ხმაურზე გამოფხიზლდა. ზემდეგმა ნარი მოხსნა კედელს და გარეთ გავიდა.

იმავ წამს დაიღლა ტიტე. ნარზე დაწვა და მკვდარივით დაეძინა. დილით ადრე გააღვიძეს და ზემდეგმა ნარი ისევ კედელს ააკრა. ისევ ივარჯიშა ტიტემ და ისევ ლეი გაიხსენა. სცადა, ოცნებით სიამე განეცადა და არ გამოვიდა. გვერდით საკანში კარების ხმაური და კვნესა გაიგონა.
_ რა ხდება? _ იკითხა ტიტემ.
_ კიდევ მცემეს!
_ ასე იციან ოხრებმა!
_ მამაშენს შეაგინეო, მეუბნებიან.

ვერ მოესწრებიან ბოზები!
_ მამაშენი რა შუაშია?
_ განაბი იყო ადრე მამაჩემი და იმას ჩივიან.
_ რა ჰქვია მამაშენს?
_ წიაგო.
_ არ გამიგია.
_ ახლა მძღოლად მუშაობს. ადრე იყო საქმეში.
„ერთი კაცი დაგვემატა,“ _ გაიფიქრა ტიტემ, _ „კარგია! აწი ცხრა ვიქნებით.“
_ მერე, ეგ რა მიზეზია?
_ ქურდებს შეაგინეო.
ტიტეს გაეცინა.
_ რა გაცინებს?
_ ძაღლებისთვის უნდა შეგეგინებინა!
_ მასეც ვქენი!
სალას ნათქვამი გაახსენდა ტიტეს, ორასი კაციაო. იმ დღეს ყველას არ უჩხუბია. ერთი, გარეთ რომ გავალ, სალას უნდა ვკითხო, ეს გაიფიქრა და ისევ ბოლთის ცემას მოჰყვა. ეს დღეც გავიდა.

ღამით ნარი ჩამოუშალეს და დილამდე ეძინა. კარი გაიღო და საკანში შესულმა ზემდეგმა ტიტეს ხელით ანიშნა, აბა, გარეთ!
თავისუფალი ვარ, _ გაიხარა ტიტემ და სირბილით გავარდა ბანაკის ეზოში. იქაურობა სავსე იყო პატიმრებით. საოცრად ლამაზი ეჩვენა აქაურობა ტიტეს. ჰაერი სუფთა, ფართობი ბევრი. ძნელი არ არის აქ ყოფნა, _ გაიფიქრა ბიჭმა და თავისიანებთან მივიდა. იმათაც დაინახეს და ყველა მის შესახვედრად წამოვიდა.

როგორ ხარ? _ ეკითხებოდნენ და მხარზე ხელს ურტყამდნენ. ყველას უყვარდა ახლა ტიტე და კინაღამ თვითონაც ყველა შეიყვარა, მაგრამ უთოს შეხედა თუ არა, პაჟარა გაახსენდა. სიყვარულიც იქვე გაქრა და არპატიების პირობაც თავანში დაბრუნდა.
_ ამას ეშიება, _ თქვა პატარა ცხვირომ.
_ სკამზე დაჯდომაც მინდა!
_ არა, ძმაო! შენ ფეხზე უნდა ჭამო!
ტიტეს გაეცინა და ყველა ერთად შევიდა ბარაკში.
თევზის კონსერვი, პური, ყველი, ცოტა მწვანილი და კარგი ხასიათი! ყველაფერი დედის რძესავით შეერგო ბიჭს. ჭამდა და იცინოდა. საკანში ნაფიქრი გაახსენდა და სალას ჰკითხა:
_ რატო არ მიეხმარნენ `თხები~ `ბოზებს~?
_ აბა, ის ჩხუბი რა იყო?
_ არა, ის ორასი კაცი!
_ ის აქტივი არ არის. ისინი სხვის ვაგონში მგზავრობენ, მარა თუ რეჟიმის უფროსმა უბრძანა, ისე აღარ იქნება ყველაფერი, როგორც იმ დღეს.

ყურებით აღარ გაეართობიან. ძვალზე ხორცს აგვაგლეჯენ.
_ მართლა, კარცერში ბიჭია. `პადპისკას~ არ იძლევა. ასე თქვა, მამაჩემი ადრე განაბი იყოო.
_ ვიცი. ბეკო ჰქვია.
_ იცნობ?
_ არა.
_ ჩომბე იცნობს!
_ კი, ძმაო, იქაური ვარ და ესე იგი, აქაური!
_ ეს როგორ?
_ ქუთაისი, ძმაო, შავი გაგების ქალაქია!
ბიჭებს გაეცინათ.
_ თბილისი? _ იკითხა სალამ.
_ კაი ქალაქია, ძმაო, და ძმებიც ვართ!
_ იმათ რა ვუყოთ? _ იკითხა ტიტემ.
_ კიდევ გინდა კარცერში?
_ იქ არც ისე ცუდია. ვვარჯიშობდი და ვიყავი!
_ აქ ივარჯიშე, ვინ გითხრა უარი?
ტიტეს გაეცინა და ბიჭებიც აყვნენ.
_ ბოზის ხელი საწყენია, მარა, ეგ არა უშავს! ჩხუბში ყველას ხვდება!
_ იმათგან არ უნდა მოგხვდეს!
_ მისმინე! აქ `პალაჟენია~ მე მიმყავს და ხშირად მიწევს ამის გამეორება შენი თუ შენი უბნელი უთოსთვის!
_ საძმოს საქმეს საძმო წყვეტს! _ იქვე უპასუხა უთომ სალას.
_ მისმინეთ! შენ რო ჭიდაობაზე დადიოდი და შენი ძმაკაცი მუსსკოლაში, მე ასი `ბაითი~ მქონდა უკვე `წაღებული~!
_ ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს!
_ ვითომ რატომ?
_ შენ განაბი არა ხარ!
_ ვიქნები.
_ იქნება გრამაფონშია.

ვინ რა არის, საქმეში ჩნდება. თუ გაიგე, რაც გითხარი, ხო კაი, თუ არადა, ისევ და! . . _ ავად ლაპარაკობდა უთო.
თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა! _ შენიშნა ტიტემ.
_ არ გინდა!
_ მინდა!
_ მაინც რა?
_ ბოზები უნდა `დავშტიროთ~!
_ თუ იცი, მერე რა იქნება?!
_ მაინც?
_ რეჟიმის უფროსი მთელ ზონას მოგვისევს და მორჩა! მალინა! აქ კი სუფთა უკანალის შენახვა ძნელი საქმეა. აქ ჩვენ `მალალეტკებში~ ვართ. უფროსები კი აქედან სუფთად გასულ კაცებს მეტ პატივს სცემენ.


_ ესე იგი, თუ ბოზებს `დავშტირავთ~ ცუდად მიგვიღებენ?
_ თუ ეს საქმე ასეთი პრინციპულია, ქურდებს ვკითხოთ!
_ მაინც როგორ?
_ წერილი მივწეროთ!
ტიტეს გივი გაახსენდა და მიხვდა, რა უნდოდა ამ ბიჭს. თვითონ კი რაც უნდოდა, ის მარტო მან იცოდა. შავი ეთქმოდა თუ წითელი, შურისძიება სწყუროდა.
ტიტე ჭამას მორჩა და ფეხზე ადგა.
_ არა, მე ამათ ადვილად ვერ გავანძრევ. ფაქტზე უნდა დავსვა, აი ეს არის აქ ჩემი ერთადერთი ძალა.
სალა ამოუდგა ტიტეს გვერდში.


_ უჩემოდ არაფერს არ იზამ! _ უთხრა მან ტიტეს.
_ შენ რა გქვია? _ ჰკითხა ტიტემ.
_ რა, არ იცი?!
_ არა, ძმაო!
_ სალა ვარ მე, ბიჭო!
_ მე კიდევ სხვა სახელს დაგარქმევდი!
_ მაინც?
_ ჯერ ვერ მოვიფიქრე. გავარკვევ და გეტყვი!
_ შენთვის სჯობია, თუ ჭკვიანად იქნები!
ბიჭები ერთიმეორეს გაშორდნენ და ტიტემ ცუდი კაცების სია კიდევ ერთი კაცით შეავსო. თან იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ დაეწყო ბანაკში საყოველთაო ომი და როგორ დაემთავრებინა ავი შურისძიებით. `შტირი~ მინდა, მაგრამ ამათ ხომ არ ვეტყვი! ხვალ რაიმეს მოვძებნი შრომის გაკვეთილზე ან სულაც ეზოში. ამხელა ზონაში რკინა როგორ არ იქნება!“ _ გეგმაც დააწყო: „ბოზებს `დავშტირავ~ და ომიც დაიწყება. ოღონდ ჩუმად უნდ ვქნა ეს საქმე, ისე რომ, ვერ გაიგონ, ვინ იყო და რა მოხდა.
აქ ჩემი ერთადერთი რელიგია თუ ფარიც ის იქნება, რომ ყველაფერი საიდუმლოდ დარჩება ერთადერთი მიზნით.

ამ მიზანს კი სამაგიერო ჰქვია!“
XXIII თავი
ხაზზე გასვლის შემდეგ, როგორც მოწადინებული მოსწავლე, `თხებზე~ ადრე შევიდა ტიტე სკოლაში და ყველა გაკვეთილს დაესწრო. შრომის გაკვეთილზე კი. ყუთი, კუთხე და კუნჭული არ დაუტოვებია, რომ არ გაეჩხრიკა. ლითონის ნაჭერი შეარჩია და კითხვა გაისმა:
_ რას ეძებ? _ ტიტემ მიიხედა და ოსტატს შეავლო თვალი.
_ არც არაფერს! _ აგდებით თქვა ბიჭმა და თავის ამხანაგებთან მივიდა. `წითლები~ ცალკე იდგნენ უსაქმოდ. `შავები~ ცალკე იდგნენ და არც მათ ჰქონდათ საქმე.

მარტო `თხები~ მუშაობდნენ დაზგებთან და რაღაცას სწავლობდნენ კიდეც. ერთხანს საძმოს ლაპარაკს მიუგდო ყური. ტრაბახობდნენ, ოცნებობდნენ და იყვნენ ერთიმეორის გაბრუების სურვილით ენის ძრავაჩართულები. „ამათ რომ ყბაში ძალა აქვთ, ის ძალა რომ მკლავში მომცა, ხომ გადავდგამდი ამ ზონას?!“ _ გაიფიქრა ტიტემ და გუშინდელი გაიხსენა: ეზოში იქნება რამე! _ ასეა, დაასკვნა ბიჭმა და შრომის გაკვეთილიდან თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.

ქურდის მტერი


_ საით? _ მოესმა ხმა კარებში.
_ ოხ, შენი! _ ამოიგინა ტიტემ და უკან მიიხედა. სალა უყურებდა.
_ პატმას, ტუალეტში შეიძლება? _ იკითხა ტიტემ.
_ პატ მასწი ვარ? _ ჰკითხა სალამ.


_ მიდი რა, შენი! _ ჩაიბურტყუნა ტიტემ და ოთახიდან გავიდა.
სტადიონის ირგვლივ სიარულს მოჰყვა. ყველა ადგილს ზვერავდა. ვერაფერი ნახა, რაც გამოადგებოდა. ნაგავი კი ბლომად იყო. ჯერ სტადიონს, მერე კი ზონას შემოუარა და მართლა მოუნდა ტუალეტში. ჭუჭყიან იატაკზე აქეთ-იქით ხტუნვით „აჩკომდე“ მივიდა და ტუალეტზე გადადგა.
ფუ, რა სუნია! _ გაიფიქრა მან და ცხვირზე ხელი მიიჭირა.
ფეხის ხმა გაისმა და ორნი შევიდნენ ტუალეტში.


_ მოდი!
_ არა!
_ იცოდე, მოგხვდება!
_ ჯერ საქმე!
_ ხომ გითხარი სიგარეტს მოგცემ-მეთქი!
_ გადამაგდებ!
_ მოდი!
_ ა, არა, დაგვინახავენ!
_ სიგარეტს თუ მოგცემ, არ დაგვინახავენ?
_ ა, არა, არ მინდა!
_ მოდი, შენი! _ გაისმა ბრძანება და ტყლაშუნის ხმაზე ტიტე მიხვდა, ვიღაცას სახეში მოხვდა.
პირველ `აჩკოზე~ ორნი შევიდნენ.
_ მიდი, გაინძერი! _ გაისმა ხმა.
_ რა გინდა?
_ შარვალი გამიხსენი!
ცოტა ხანს სიჩუმე იყო და თავისი გულისცემა ესმოდა ტიტეს.
_ ჰე, ნუ ჩქარობ, ჯერ აკოცე, ტუჩებით ქენი, შე ნაბიჭვარო!
წამს ისევ სიჩუმე ჩამოვარდა და ცოტა ხანში ვიღაც ახვნეშ-აკვნესდა.
ტიტე სმენად იქცა. გასაგები იყო, ორი ნომრით იქით რაც ხდებოდა, მაგრამ რა უნდა ექნა, ის კი არ იცოდა. აქედან წასულიყო, არ განძრეულიყო, თუ ორივე ერთად ეცემა.
_ ოოიი, ჰჰჰ! _ გაისმა ხვნეშა. მალე გამეფებულ დუმილს ნეხვის ბუზის ბზუილის ხმაღა არღვევდა.
_ სიგარეტი მომე! _ გაისმა ხმა.
_ არ დაგიმსახურებია!
_ რატო?
_ ცუდად გააკეთე მინეტი!
_ ესე იგი, გადამაგდე!
_ შენ ვალდებული ხარ, რომ მე მემსახურო!
ეზოდან ნაბიჯის ხმა და ყვირილი ერთდროულად გაისმა:
_ ვიცი, ციკლოპ, როგორ ასიამოვნე კალეს და თან უფასოდ! _ ისევ ფეხის ხმა გაისმა და ტიტე მიხვდა, ციკლოპა `პიდარს~ მისდევდა საცემად.
ტიტე დაიცალ-დასუფთავდა და სკოლაში დაბრუნდა.

ბიჭები სტადიონზე იდგნენ და ლაპარაკით იხრჩობდნენ თავს. გაკვეთილები დასრულდა.
„მინდა მე ახლა ამათი ლაქლაქის მოსმენა?“ _ თავისთვის გაიფიქრა ბიჭმა და ბარაკში შევიდა. ლოგინზე წამოწვა და თვალები დახუჭა. ტუალეტის ამბავი გაიხსენა და ისე, რომ ეჭვი არ შეჰპარვია, დაასკვნა: „აქ ყველა დასახოცია ყოველგვარი `შუმოკის~ გარეშე. ამ ნაბიჭვარ ხალხს მე ვერ მოვსპობ.“
_ აქა ხარ, ჯიგარო! _ გაისმა ხმა და ტიტემ ჩომბე დაინახა.
_ აბა, სად უნდა ვიყო?
_ გარეთ, ძმაო!
_ ყრუ-მუნჯი რომ ვიყო, ვერ დამიჭერდნენ არა? _ იკითხა ტიტემ.
ჩომბე დაიბნა, მაგრამ წამში რაღაც მოისაზრა და ღიმილით უთხრა:
_ ყრუ-მუნჯი რომ იყო, ვერც ქურდული გაგების იქნები!
ტიტემ გაზომა ბიჭის ინტელექტუალური პოტენციალი და ჰკითხა:
_ ქუთაისში წიგნების მაღაზია თუ არის?
_ რაი ვიცი, სიმონ! მეშვიდე კლასში ვიყავი, სკოლიდან რო გამრიცხეს! ისე, არც მანმადე მქონია ჩანთაში წიგნი.
_ აბა, რა გქონდა ჩანთაში?
_ არც რა!
ტიტეს გაეცინა.

ჩომბემ იფიქრა, კარგი რამ ვთქვიო და თვითონაც გაიცინა. სიცილს სიცილი აჰყვა და სხვადასხვა რამეზე ერთად იცინოდა ორი, ერთიმეორესთვის ერთდროულად უცხო და ნაცნობი ბიჭი.
ბარაკში საძმო შემოვიდა. თან დაბალი და გამხდარი ბიჭი მოჰყავდათ. ტიტე მიხვდა, ეს ბიჭი იყო ბეკო.
ჩომბე და ბეკო გადაეხვივნენ ერთიმეორეს. მოკითხვის მერე ჩომბემ ტიტე წარუდგინა ძმაკაცს:
_ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს! _ თქვა ტიტემ.
_ კარცერში შენ იყავი?
_ კი, ჯიგარო!
_ ჭიჭიკიე მქვია, არა?
_ არა, პლატონს გავხარ და დაგაბრალე ქუთაისში დაბადება!
_ პლატონი ვინ არის? _ იკითხა ჩომბემ.
_ იყო ერთი ბერძენი. `კაიბიჭობა~ პატივს სცემდა ელადაში.
პუშკინას სიცილი აუტყდა.
ბეკოს გაეცინა და ღიმილით თქვა:
_ გამოჩნდება, სიმონ, კარგი ბიჭი და ჩვენც იმიტომ ვართ აქ!
ყველა საწოლზე ჩამოჯდა და ლაპარაკი ახლა აქ გაიბა. სტატია, განაბი, ფული, გოგოები და...
ტიტე გარეთ გავიდა.

საღამომდე ეზოში იარა და უკან მიბრუნებულს სალამ ახარა:
_ ამაღამ შენ გვდარაჯობ!
_ ასეა! _ დაეთანხმა სალას ტიტე და საწოლზე ჩამოჯდა. გვერდით უთო მიუჯდა.
_ შენც შენ უბნელთან ერთად არა?
_ არა, ჯიგარო, მე `ობშიაკი~ მაბარია!
_ ვინმე სხვა იქნება ღამე ტიტესთან.
_ მე ვიქნები ამაღამ! _ გამოაცხადა პუშკინამ.
_ მასე იყოს, _ დაეთანხმნენ ბიჭები.
ცოტა კიდევ ილაპარაკეს, ითამაშეს და ზემდეგმა პატიმრები დათვალა, სინათლე ჩააქრო და ბიჭები საწოლებზე დაწვნენ.
პიშკინა და ტიტე დარჩნენ ბნელ ბარაკში ღამის სათევად.
XXIV თავი
ნაშუადღევი გადასული იყო. სალამ ტიტე შეანჯღრია და ღამენათევ¬მა ბიჭმა ძლივს გაახილა თვალები.
_ სამახარობლო რა იქნება? _ იკითხა სალამ და ბურანში მყოფმა ბიჭმა ისევ დახუჭა თვალები.
_ ეი, შენთან არიან!
_ ვინ?
_ ოჯახი!
„აქ რა უნდათ? _ იკითხა თავისთვის ტიტემ და გამოფხიზლდა, _ „ცუდია, თუ მე ოჯახს ასეთ ადგილას სიარული ვასწავლე, _ გაიფიქრა მან და შერცხვა. „ისინი და, აქ? სევდა და წყენა დაეუფლა. ქალები?“ _ იმედი იპოვა, _ „იქნება და, ზაქრო მიხვდა და ქალები აქ არ მოიყვანა!“
_ ეი, აზრზე მოდი! _ იყვირა სალამ.
_ კარგი! გავიგე! _ თქვა ტიტემ და ფეხზე ადგა.

`კაზიონკა~ ჩაიცვა, ხელ-პირი დაიბანა და ,,კპპ~-ზე გავიდა.
_ გელიან! _ უთხრა ზემდეგმა და მისაღებ ოთახში კარები გაუღო.
დედა, მამა, ნია, ბებია და სიძეც კი აქ იყო. „რა ვქნა?“ _ გაიფიქრა ბიჭმა. კარებში შედგა და იქვე გაშეშდა.
_ დედა, შვილო! _ იყვირა ბებიამ და ქალები, ყველა ერთად მოეხვია ტიტეს. ვინ კოცნიდა, ვინ მკერდზე ეხუტებოდა და ვინ ზურგზე უსვამდა ხელს.

კარგა ხანს გაგრძელდა ეს და ცრემლმორეული ზაქროც მიუშვეს შვილთან. ხელი ჩამოართვა კაცმა შვილს და ძალაწართმეულმა ხმა ვერ ამოიღო. შემდეგ სიძე მიესალმა:
_ რას შვრები, როგორ ხარ, ხო არ გაწუხებენ?
ქალები არ ისვენებდნენ და ტიტემ გაბერილი მუცელი შეამჩნია დას. „ორსულადაა,“ _ გაიფიქრა მან და იმავ წუთს ერთი აზრი და მიზანი გაუჩნდა თავში, როგორმე გაეშვა ეს ხალხი აქედან და თან ისე, რომ ესენი აქ აღარასოდეს მოსულიყვნენ.
_ აქედან მალე გამოხვალ და ერთი ჯიშიანი ლეკვიც ჩემზეა! _ უცებ თქვა გიზომ.
_ არ მიყვარს ძაღლები!
_ როდის აქეთ? რატომ? _ ვერ გაიგო ზაქრომ შვილის ნათქვამი.
_ ძაღლები განავალს ჭამენ. მე თვითონ ვნახე.
ყველა გაჩუმდა.
ნიამ სათქმელი სხვას არ დაანება:
_ გიზოს ბიძაშვილი შეწყალების კომისიაში მუშაობს და შენი საბუთები უკვე მზად არის. სულ მალე სახლში იქნები!
_ აქ არის ჩემი სახლი და თქვენც მეტი აქ აღარ მოხვიდეთ!
_ რაა? _ იკითხა ზაქრომ და ტიტეს ნახვამდისაც არ უთქვამს, ისე გავიდა ოთახიდან.

ქურდის მტერი


ეზოში შესულ ტიტეს საძმო გარს შემოეხვია. ტიტე მიხვდა, საჭმელი აიტერესებდათ ბიჭებს.
_ გავყარე! _ მოკლედ თქვა მან და ბარაკში შევიდა. საწოლზე დაწვა და თვალები დახუჭა.
„გიზოს ბიძაშვილი შეწყალების კომისიაში მუშაობს. პაჟარა მკვდარია და მე გარეთ გავიდე?! არა!“ _ თქვა და იქვე მიხვდა, რაც უნდა ექნა. მალე ფეხის ხმა მოესმა და თვალი გაახილა.

ცელოფანის პარკებით დატვირთული ბიჭები შემოვიდნენ ბარაკში.
_ აი ეს შენ! _ უთხრა ტიტეს სალამ და მისი საწოლის წინ მაგიდის გაშლა დაიწყეს. სკამები მიატყუპეს, გაზეთი გაფინეს და ამოალაგეს სურსათი: მოხარშული დედალი, შემწვარი წიწილი, თევზი, ძეხვი, სოკო, ყველი, ხაჭაპური, ნამცხვრები.
_ ძეხვი შვინახოთ, არ გაფუჭდება!
ძეხვი შეინახეს და ჭამა-ყლაპვა დაიწყო რვა ბიჭმა ერთად. უცებ გაქრა დედალი, წიწილა, თევზი ხაჭაპური. ნამცხვარზე გადავიდნენ.
_ ცოტა შეინახეთ! _ იაზრა ცხვირომ.

ჩომბემ კი იკითხა:
_ ეს რა არის, `იდეალი~?
_ ეს? _ იკითხა ბეკომ.
_ კარონა.
_ ეს იმას კი ჰგავს, მარა გემრიალია! _ აღნიშნა ცხვირომ და ეკლერი ჩაიტენა პირში.
_ მე კი ნაპოლენი მიყვარს! _ თქვა უთომ და მთელი ნაჭერი, ისე, რომ არ დაუღეჭავს, ერთ ლუკად გადაყლაპა.
_ შენ რატო არ ჭამ? _ ჰკითხა პუშკინამ ტიტეს.
_ არ მშია, _ თქვა ტიტემ და ბარაკიდან გავიდა. სატადიონზე `თხები~ ფეხბურთს თამაშობდნენ.
ტიტე შორიახლოს დადგა და ფიქრში წავიდა: „ბიჭმა პაჟარას ხელი დაარტყა და ჩემი დის გამომცხვარი ნაპოლეონით კი სკდება. ნაბიჭვარი!“ _ სხვა ბიჭების ჭამის მანერა გაიხსენა და იგრძნო ყველა ერთად სძულდა.
_ კეიდია! _ გაისმა ხმა და ტიტე უკან მიბრუნდა.
_ ოჯახმა ფული დაგიტოვა.
_ არ ვიღებ!
_ რატომ?
_ `რასხოდში~ ვარ ოჯახთან!
ერთ წამს დაფიქრდა ზემდეგი და ყველაფერს მიხვდა.

ცოტა ხანში კი ღიმილით თქვა:
_ ეს ფული ჩემთან იქნება. როცა დაგჭირდება, მეტყვი, სიგარეტი იქნება თუ სხვა რამე! _ ეს თქვა და გახარებული გაშორდა ბიჭს. უცებ ასი ლარი იშოვა და ეს უხაროდა სქელ ზემდეგს.
„იარაღი მინდა! იმ დღეს მთელი ზონა გავჩხრიკე,“ _ მშენებარე ობიექტი გაახსენდა. იქ არ შევსულვარ, გაიფიქრა და უნახავ ადგილზე სწრაფად მივიდა. აგური, ცემენტი და ქაღალდი ეყარა შენობის შიგნით. ლითონის პატარა ნაჭერი კი არსად იყო.

უკან გამობრუნდა ბიჭი. კოვზი! _ უცებ იაზრა მან და ახლა სასადილოში გავიდა. შმორიან დარბაზში არავინ იყო. სწრაფად და უხმაუროდ გაიარა გზა იმ მაგიდამდე, სადაც ტოლჩა და კოვზები ეწყო. კოვზი აიღო და უცებ გამოვიდა გარეთ ჯიბეში `განძით~. მშენებარე თუ მიტოვებულ ბარაკში დაბრუნდა და ორი აგურ აიღო. ერთი მიწაზე დადო, ზედ კოვზი დაადო და მეორე აგური დასცხო.

აგური დაიფშვნა და კოვზი გაიშალა. გაჭყლეტილი ლითონი ხელით გასინჯა და ძლიერ რბილი იყო. „დანისთვის ეს მასალა იქნება კარგად გაილესოს,“ _ გაიფიქრა ბიჭმა და აგურზე დააფურთხა. გაჭყლეტილი კოვზი ზედ დაუსვა და სანამ არ მოსაღამოვდა, გულდასმით ლესავდა ლითონს. შებინდდა და მიხვდა, ბარაკში დაბრუნების დრო იყო. ალესილ ლითონს ცერა თითით დააწვა და იგრძნო, ადვილად გაჭრიდა ეს ნივთი კანსა თუ ხორცს. იარაღი აგურებში დამალა და თვითონ ბარაკში დაბრუნდა.


_ ამაღამ ბეკო და კიტა გვდარაჯობენ! _ გამოაცხადა სალამ.
_ შენ რატო არ დარაჯობ? _ იკითხა ტიტემ.
_ მე მაყურებელი ვარ, ბიჭო!
_ ერთი სარკე გაკლია. იქნებ თავში ტვინის ნამცეცი იპოვო! _ ეხუმრა ბეკო სალას.
_ რა არ მოგწონს, ქუთაისი?
_ მე არ მჭირდება შენი ყურება!
_ რაო?
_ რაც გაიგე!
სალა ფეხზე ადგა. ბეკოც წინ აეტუზა.
_ არ გვინდა! ხო იცით, არა! აქტივი მუდამ ყველაფერს გებულობს. ჰოდა, თუ გაიგეს, იჩხუბესო, არ წაადგება ეს ჩხუბი ჩვენს საქმეს! _ შენიშნა ბიჭებს პუშკინამ.
_ მე ხვალ, ზეგ განაბი ვარ!
_ ჯერ შენ ღლაპი ხარ! _ მოკლედ აუხსნა ბეკომ სალას.
_ მერე?
_ მერე ის, რომ შენს `ბაზარს~ არცერთი განაბი ჯერ არ `აწევს~.
_ შენ რა იცი?
_ ჩემს უბანში, სიმონ, ყველა სახლს იქით `ნასროკალი~ კაცები ცხოვრობენ და იმათ ნათქვამს გეუბნები, სანამ განაბთან ერთად არ მოიპარავ და `ობშიაკში~ შენატანი არ გექნება, არავინ მოისმენს შენზე `ბაზარს~. შენ კი უწლოვანი ხარ და მეტი არც არაფერი.


_ მერე? _ უმისამართოდ თქვა სალამ ეს მერე.
_ მისმინე! _ უთხრა ბეკომ სალას, _ აქედან რო გავალთ, გაგაცნობ მე შენ მაგ ხალხს. ერთი მამაჩემს ძმაკაცობს, გოჭი ჰქვია.
სალა დაფიქრდა. იცოდა, ეს ბიჭი ,,პრაშლაიკის~ შვილი რომ იყო და მიხვდა, ბეკოსთან დავას და ჩხუბს მასთან ძმობა ერჩია.
_ რასაც აკეთებ, აკეთე! არავინ არ გედავება კედელთან ლოგინზე წოლას! ისე კი, ძმები ვიყოთ და არ გინდა იქედნობა!
_ მომავალი ვარ მე! _ მოკლედ თქვ სალამ და ბეკოს გაუღიმა. იმანაც გაუღიმა და ყველა თავის ადგილზე დაჯდა.
ცოტა ხანს მჯდომარედ იწრიალა სალამ, ბოლოს ვერ მოითმინა და ბეკოს ჰკითხა:
_ გოჭი აქ თუ მოგაკითხავს?
_ ეგ იმან იცის!
_ ზონას მე ვუყურებ! _ უცებ დაიჟინა სალამ.
_ უყურე ძამია, მარა ისე უყურე, რო თვალები არ დეივსო! _ დაეთანხმა ბეკო.
ბარაკში ზემდეგი შევიდა, პატიმრები მოაწყო, გადათვალა და სინათლე ჩააქრო. გარეთ გავიდა და ბნელში განაგრძო ბარაკმა ცხოვრება.

ტიტე თავის ლოგინზე დაწვა და ფიქრს მიეცა. ჯერ უთო იყოს თუ ციკლოპა? ის რომ საკანში შემომიგდონ, თუ მოვერევი? უცებ გაიაზრა: თუ ციკლოპას მოკლავდა, ბანაკში `შუმოკი~ დაიწყებოდა და მაშინ... არც უთო იყო მისგან შორს და მიუწვდომელი. ეს იფიქრა და პატარა ცხვირო დაინახა სიბნელეში. „ალბათ, ძმას გაჰყვა,“ _ გაიფიქრა და უცებ მიხვდა, უყვარდა ტიტეს ის პატარა და ლოყებდაბერილი ბიჭი. „არც პუშკინაა ნაგავი,“ _ გაიფიქრა მან და ლოგინში გვერდი იცვალა. ბეკო და სალა კი...

არც უფროსი ცხვიროა კაი კაცი.
ძილი მინდა! გაიფიქრა მან და ბიჭი მიხვდა, ძილში რაღაც მძიმეს იშორებდა გონებიდან.
XXV თავი
დილის საუზმის შემდეგ სკოლა და... საკლასო ოთახიდან ვითომ ტუალეტში აითესა ტიტე. სტადიონს წრე დაარტყა და მშენებარე ბარაკში შევიდა. აგურებში დამალული კოვზი აიღო და პირი გაუსინჯა. მთლად კარგი არ არის, იეჭვა მან და ბავშვობის ხსოვნამ უკარნახა, ადრე დალაქები საპარსის პირს ტყავზე ლესავდნენ. შარვალს ქამარი გამოაძრო და ტერფქვეშ ამოიდო.

დაჭიმა და დანად გადაკეთებული კოვზი პირით დაუსვა ქამარს. დიდხანს იმუშავა ასე და ისევ გასინჯა დანის პირი. კვლავ არ მოეწონა და კითხვაც გაუჩნდა: „იქნება და, ციკლოპას მოკვლის მეშინია, ჰა?“ _ ბიჭის სახე და აღნაგობა გაიხსენა. დიდი და ღონიერია ოხერი! ჭიდაობაზე ნავარჯიშევ ბიჭს გრძელი ხელ-ფეხი და გრძელი კუნთები ჰქონდა. არც წონით არ იყო ტიტე მისგან სიკვდილმისჯილი ბიჭის ტოლი. ალესილ კოვზს თითი აუსვა და ცერა თითის კანი გაეჭრა.

ქურდის მტერი

სისხლი აილოკა და მიხვდა, შიშის იყო ახლა მისი ეს ფიქრი.

„გეგმა უნდა დავაწყო! იარაღი მაქვს,“ _ გაიფიქრა ტიტემ და უკვე იარაღად ქცეული ნალესი კოვზი ისევ აგურებში დამალა. შარვალზე ქამარი შემოირტყა და უკან გაბრუნდა. სწავლა უკვე დამთავრებული იყო და მისი `ოჯახიც~ სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდა.
მის დანახვაზე უთომ თამაშს თავი მიანება.
_ შემცვალეთ! _ დაუძახა ამხანაგებს და ტიტესთან მივარდა.
_ გეძებ! _ თქვა უთომ.
_ აქა ვარ!
_ მისმინე, ნამცხვარი მინდა!
_ ჭამე!
_ არა, საჭმელად არ მინდა!
_ აბა?
_ `პიდარს~ უნდა მივცე! იცი, მუქთად ისინი `იმას~ არა აკეთებენ!
უფრო შესძულდა ტიტეს ახლა ეს ბიჭი.
_ აიღე! _ უთხრა უთოს და ცივად გაშორდა.
_ კაცი გვაკლია! _ დაუძახა სალამ ტიტეს და ისიც სტადიონზე შევიდა.

ირგვლივ `წითლები~ და `თხები~ იდგნენ. `შავებს~ თვალს ადევ¬ნებდნენ. თამაში განახლდა და ტიტეს გუნდმა წინ წასულ სალას გუნდს სამი ქულა მოუგო და თამაშიც ხუთით ოთხი დამთავრდა.
_ ახლიდან! _ იყვირა სალამ.
_ ჩვენი რიგია! _ იხუვლეს `წითლებმა~ და ოცი ბიჭი ერთად შევიდა სტადიონზე, რვა ოცის წინააღმდეგ არ იყო კარგი შეფარდება და `შავები~ ხმადაბალი გინებით გავიდნენ მოედნიდან. ყველანი ბარაკში დაბრუნდნენ. ვინ ნარდი გაშალა სკამზე და ვინ _ დომინო. ტიტე ლოგინზე მიწვა და ფიქრი დაიწყო. „ახლა რომ `კაჩიგარნიაში~ შევიდე, ვიღაც `დამწვავს~.

`წითლები~ ფეხბურთს თამაშობენ, `თხები~ კი უყურებენ.“ ბარაკს მოავლო თვალი და საქმე იპოვა. „ბანაკს ,,აბხოდით~ დავუვლი და მერე ვნახოთ!“
ასეც მოიქცა. საწოლიდან ადგა და ბარაკიდან გავიდა. სტადიონზე შეკრებილ `წითლებსა~ და `თხებს~ თვალი შეავლო და ,,კაჩიგარნიისკენ~ წავიდა. ნელა მიდიოდა და ყურადღებით ათვალიერებდა გზად კედელსა და შენობას. კოშკურაზე მდგარ ჯარისკაცს მიაჭდო მზერა. სადღაც შორს, ქუჩის მხარეს იყურებოდა საგუშაგოზე მდგარი.

„ესეც პატიმარია, თვალმოუშორებლად სულ ჩვენ უნდა გვიყუროს,“ _ გაიფიქრა ბიჭმა და გზა განაგრძო. ტუალეტიდან `პიდარი~ გამოვიდა. არც მიუხედავს მისკენ, ისე აუარა ტიტეს გვერდი. ერთ წამში კი უთო გამოვიდა იმავე შენობიდან. ტიტეს გაუღიმა და თითით ანიშნა `პიდარზე~.
_ გინდა დავუძახო?
_ არა, _ უარი თქვა ბიჭმა და გზა განაგრძო. უთო თავის გზას დაადგა და ტიტემ იაზრა, სხვა დრო უნდა შეერჩია.

ამ ფიქრში `კაჩიგარნიას~ მიადგა და კარები დაზვერა. მიხურული იყო კარები და კოშკს ახედა. ჯარისკაცი ქუჩის მხარეს იყო გაკიდებული. „ვითომ შემთხვევით,“ _ გაიფიქრა ტიტემ და კართან მივიდა. ყური უგდო და კარს იქით ლაპარაკი შემოესმა. მიხვდა, გარედან მოყვანილი, დაქირავებული მუშა და ციკლოპა იყვნენ ოთახში. უკან გამობრუნდა.

ცოტა ხანს კიდევ წრეზე იარა. რა და როგორ გაეკეთებინა, გეგმა ვერ დააწყო. ბარაკში შებრუნდა და ლოგინზე მიწვა. სალა და ბეკო ნარდს თამაშობდნენ. სალა ყვიროდა და შეშინებით ცდილობდა თამაშის მოგებას. ბეკო კი იცინოდა და ისე თამაშობდა. თანდათან აიშალა სალა და ცოცხალ ტყუილზე გადავიდა.

ხელი გაუკავა ბეკომ სალას და მკაცრად უთხრა:
_ დაიწვი და წააგე!
_ არა!
_ ე, ადექი ახლა და სხვას დაუთმე თამაში!
_ არ ავდგები!
_ არ ადგები და არჩაბარების იქნება, მიხვდი?
_ რა თქვი?
_ რაც გაიგე!
_ თქვენ მითმობთ თამაშს? _ ჰკითხა სალამ ბიჭებს.
ისინიც დაეთანხმნენ.
_ თამაშს გიცხადებ! _ უყვირა სალამ პარჭყს.
_ ფული მანახე!
_ `პოსლეზე~!
_ `პოსლეზე~ შენს თავს ეთამაშე!
_ ესე იგი, თამაშზე უარს ამბობ?!
_ რატო? ჩაბუქნაზე ვითამაშოთ და წაგებული აქ და ახლავე ბარდება!
`დავი დაუბასე~, კონი ათი ბუქნი! _ ბიჭები შეთანხმდნენ და თამაშიც დაიწყო. სალა ყვიროდა და წიოდა. ბეკო იცინოდა და სალა გონებას კარგავდა. ნახევარი დღე ითამაშეს და სალამ ათას ორასი ბუქნი წააგო ბეკოსთან.
ბეკომ ნარდი დახურა და მშვიდი ხმით თქვა:
_ ჰე და, მივიღოთ ახლა!
_ კიდე ვითამაშოთ! _ იყვირა სალამ.
_ არა, ჯიგარო, ჯერ მივიღოთ!
_ რა, წამომიკიდე!
_ ძმებო, თქვით, ოჯახში თამაში ვინ გამოაცხადა?
არავის არაფერი უთქვამს.
_ შენ რას იტყვი, ტიტე?
_ ბევრს იცინოდი!
_ რა?
_ რაც გაიგე!
_ `შავს~ გეკითხები! მოგებული მეკუთვნის თუ არა?
_ გეკუთვნის! _ დაეთანხმა ტიტე.
_ ჰოდა, მივიღოთ!
სალა საწოლებშუა დადგა და ბუქნა დაიწყო. ორასზე ავიდა და გაუჭირდა. სამას ბუქნამდე ავიდა და მუხლში დგანდგარი შეუდგა.
_ მიდი, ჰე! _ შეახსენა საქმე ბეკომ.
სალამ ორ-სამჯერ კიდევ ჩაბუქნა და პატარა გოგოსავით უკანალით ჩაჯდა იატაკზე. იჯდა ბიჭი იატაკზე და ვეღარ ინძრეოდა.
_ ეი, დასვენება არ მოსულა, თორე რაც ჩაბუქნე, არ ჩაგითვლი! _ ეს თქვა და თვალი ჩაუკრა ბეკომ სალას.
_ გავყოთ! _ ითხოვა სალამ.
_ არა! _ თქვა ბეკომ და ჩომბეს ჰკითხა:
_ `თხებთან~ ადგილი ბევრია თუ ერთი, ისე, ყოველი შემთხვევისათვის?!
_ მასე რად გინდა, ფულში გადავუყვანოთ და ხეირი იქნება!
_ გინდა მასე? _ ჰკითხა სალას ჩომბემ.
_ კი, _ თქვა სალამ და თვალზე ცრემლი მოადგა.


_ ორი ათასი მოიტანოს და ეყოფა, _ ჩაერთო პუშკინა.
„ნაგავი მუდამ ახალი ცოცხის მხარეზეა,“ _ გაიფიქრა ტიტემ.
_ ცხრაასი დამაკლდა! _ ბავშვის ღმუილით ამოთქვა სალამ.
_ შენ რა, სახელზე ვაჭრობ? _ იკითხა ბეკომ.
სალა გაჩუმდა.
_ აქ გინდა თუ?..
_ რა ვქნა, მითხარით და აქა ვარ! _ დანებდა წაგებული.
_ წერილი სახლში და ძმაკაცებთან!
პუშკინამ ქაღალდი და კალამი გამოიღო ბალიშის ქვეშიდან, სკამზე დადო, სალა ფეხზე ააყენა, სკამთან მიიყვანა და საწოლზე დასვა.
_ რა დავწერო? _ იკითხა სალამ და ტიტე გაოცდა. ახლა უცხო ღლაპი იჯდა მის წინ სკამზე. ორი საათის წინ კი ამაყი და თავდაჯერებული იყო ეს ბიჭი.
_ ერთ თვეში ორი ათასი ლარი აქ უნდა იყოს!
სალამ წერილი დაწერა და პარჭყს გაუწოდა. მანაც წერილი წაიკითხა და სალას საწოლზე დაჯდა.
_ ეს `განეცს~ მიეცი! _ უთხრა მან ჩომბეს და იქვე სალას შენიშნა, _ ამ საწოლიდან მე უფრო კარგად გავხედავ ბარაკს, რა იცი, რა ხდება!
სალა უხმოდ იჯდა დარაჯის საწოლზე.
_ ეჰ, გითხარი მე შენ! უყურე, უყურე, მარა ისე, რო თვალები არ დეივსო-მეთქი. ვერ გაიგე, მარა არა უშავს.

კაი კაცის ხელშია ახლა საძმო საქმე! _ გაიცინა ბეკომ და ჩომბეს ანიშნა მის გვერდით დამ¬ჯდარიყო.
ტიტე მიხვდა, ქუთაისლების შემდეგი მიზანი `ობშიაკი~ იყო. უთოს გახედა. იღიმებოდა უთო და ტიტეც მიხვდა, ადვილად არ დათმობდა უთო თავის ადგილს. ოჯახში ომი ახლა იწყებოდა.
„მე? გაიფიქრა ტიტემ, _ სალა აღარ ითვლება. ორი ცხვირო რა, ისინი არაფერს წარმოადგენენ.

პუშკინაც ამათია.“ კიტას გახედა. მერე ისევ უთოს და პაჟარა გაიხსენა. „მოგხვდება შენ, უთო, და ეს კარგია! ამ ჭიჭიკიებს კი მერე მე თვითონ მივხედავ.“ მათგან არცერთი არაფერს წარმოადგენდა მისთვის.

ქურდის მტერი

ტიტე თავის ლოგინზე მიწვა და ბუკიას ბაღი გაიხსენა. თითქოს ტელევიზორი ედგა ბარაკში, თვალნათლივ დაინახა წერო, გოგი და ბიჭები. წეროს მონაყოლიც გაიხსენა მძღოლის შესახებ. სალას გადახედა და სიცილი აუტყდა.

თოჯინასავით იდო სალა საწოლზე და ხანდახან შავ წამწამებს თუ აფახულებდა და მათი ჩრდილი სასაცილოდ ეფინებოდა მსუქან სახეზე.
_ რა გაცინებს, სიმონ? _ ჰკითხა ბეკომ ტიტეს.
ტიტე მიხვდა ბიჭის ქედმაღალი კითხვის აზრს.
_ რაღაც გამახსენდა.
_ მაინც?
_ ერთი `ნაშა~ დავაბი. პირში მივეცი და რაღაც ვერ აკეთებს `იმას~ ისე კარგად. ვეკითხები, საიდან ხარ-მეთქი. ქუთაისელი ვარო, მითხრა და კიდეც გავათავე.
გაშრნენ ბეკო და ჩომბე. პუშკინამ მომლოდინე პოზიცია დაიკავა.
_ რა გინდა, ბიჭო, მაგით რო თქვა? _ იკითხა პარჭყიმ.
_ არ იციან ქუთაისში კაი `მინეტის~ გაკეთება.
აფეთქდა ბეკო. მშვიდი და ღიმილიანი იყო ტიტე.

ფეხზე წამოხტა ჩომბე და თავზე დაადგა ბიჭს მასზე მაღალი და ღონიერი ტიტე. უთოც იქვე გაჩნდა და ბეკომ ნაზი ღიმილი აიკრა სახეზე.
_ არ გიმართლებს, არა, ბოზებში, სიმონ? _ იკითხა მან.
ტიტე მიხვდა, ჭკვიანი და `შავი ცხოვრების~ წესის მცოდნე მტერი გაიჩინა ბარაკში. ღიმილზე ღიმილით უპასუხა და იქვე დაამატა:
_ რაც მთავარია, ბოზებს უმართლებთ, იმხელა მაქვს ის საოხრე რო!..
ყველამ ძალით გაიცინა და ახალი ომის წინ მშვიდობა ჩამოვარდა საძმოსა და ბარაკში.
XXVI თავი
სკოლაში ჩვეულებრივ მიიზლაზნებოდა ალგებრის გაკვეთილი. მასწავლებლისა თუ მოსწავლისათვის _ ყველასთვის სულერთი იყო, ვინ რას აკეთებდა. ერთი დაფასთან ყვებოდა თავისთვის რაღაცას, დანარჩენები კი ისე, ლაპარაკში იყვნენ გართულნი. `შავები~ და `წითლები~ კი საკლასო ოთახში, როცა უნდოდათ, მაშინ შედიოდნენ ან გამოდიოდნენ.

მარტო `თხები~ ისხდნენ მერხებთან და ბზუილში კლავდნენ დროს.
ცალ-ცალკე იდგნენ დერეფანში `წითლები~ და `შავები~. აქტივმა იცოდა, რაც გუშინ მოხდა და ინტერესით უყურებდნენ სალას, ბეკოს და მათ ერთ ჯგუფში ყოფნას.
_ იციან ოხრებმა! _ თქვა პატარა ცხვირომ.
_ მაინც რა? _ იკითხა სალამ.
_ თვითონ დაფიქრდი! _ ურჩია ბიჭმა სალას.
_ მე, ძმაო, მაგ ფულს ჩავაბარებ!
_ იმედია! _ დაეთანხმა ბიჭი მას და სალას უფრო გაუფუჭდა ისედაც წამხდარი გუნება.
ტიტე მარტო დადიოდა და ფიქრში გართული ვერ ამჩნევდა, როგორ არღვევდა `შავებსა~ და ~წითლებს~ შორის გავლებულ უხილავ ზღვარს. ღამით ბარაკის ფანჯრებზე გისოსი გაიხსენა და მიხვდა: ეს საიდუმლო დღის სინათლისთვის უნდა მოეპარა. „რამდენჯერაც გადავდებ ამ საქმეს, მით უფრო დავშინდები,“ _ გაუტყდა ტიტე თავს და საძმოს გახედა. ორ ჯგუფად იყო ოჯახი გაყოფილი. ორივე ცხვირო და უთო ერთად იდგნენ.

ჩომბე, პუშკინა, კიტა და ბეკო _ ცალკე. მარტო სალა იყო განმარტოებული. „უნდა გავიპარო, იაზრა“ _ ტიტემ და უჩუმრად გაძვრა კარებში. სტადიონს ირგვლივ შემოუარა. კოშკს ახედა. გუშაგი ჩვეულებრივ ქუჩაში იყურებოდა. ტუალეტში შევიდა და არც აქ იყო ვინმე.

უცებ მოეშარდა. დაიცალა და დაუმთავრებელ შენობაში შევიდა. აგურებიდან გალესილი კოვზი ამოიღო და გასინჯა. „ისევ ეჭვი მღრღნის,“ _ უთხრა საკუთარ თავს და ნალესი ლითონი ცხვირსახოცში გაახვია. ტარი გრძელი იყო. გადასწია და გადატეხა. „ასე კი ადვილად ამოვიღებ.

ეშმაკიც ვერ მიხვდება, ხელში რა მაქვს.“ ნახვევი ჯიბეში ჩაიდო და შორიდან გამოელაპარაკა ბიჭს: „ნახვამდის, ციკლოპ! მალე პაჟარასთან იქნები!“ ეს გაიფიქრა ბიჭმა და `კაჩიგარნიასთან~ გავიდა. კარებს ყური მიადო. იქიდან წყლის ხმაური ისმოდა. რკინის კარს ხელი ჰკრა და ჭრიალით გააღო. ტიტე შიგ შევიდა და ოთახს მოავლო თვალი. მსხვილი დიამეტრის მილები და ცარიელი საწოლი იდგა. ,,კაჩიგარნიაში~ მილებში წყალი შხუოდა და ბიჭმა უცებ დევის ქვაბში წარმოიდგინა თავი.
_ რა ხდება? _ გაისმა კითხვა და ტიტეც მიხვდა, ახლა ციკლოპა იდგა მის უკან.
რაც შეიძლება სწრაფად, ურჩია ტიტემ თავს და ჯიბიდან ცვირსახოცი ამოიღო.

თხელ ქსოვილში გახვეული ბასრი ლითონი მობრუნებისთანავე შიგ ყელში სთხარა ციკლოპას. თითებიანად შევიდა ტიტე ბიჭის ყელში. გაჭრილი არტერიიდან სისხლმა უცებ იფეთქა. ციკლოპამ ხელი იტაცა ჭრილობაზე, ტიტესკენ წავიდა და ისიც განზე გახტა. თქრიალით მოსდიოდა დაჭრილს სისხლი. მაინც არ გაჩერდა და კიდევ გადადგა ორი-სამი ნაბიჯი. ძალა გამოელია და შედგა.


მომაკვდავს სისხლიან ხრიალში ამოსცდა:
_ ვიცოდი!
_ რააა? _ იკითხა შიშით გაფითრებულმა ტიტემ.
ციკლოპა ძირს დაეცა და ტიტე მიხვდა, მისი გაქცევის დრო იყო. გარეთ გავარდა და ახალი აზრიც აეკიდა, ფაქტი უნდა მოესპო. ტუალეტში შევარდა და სისხლიანი ცხვირსაოხოცი ,,აჩკოში~ ჩააგდო. უცებ რაღაც მოაწვა ყელში და თუ რამ ჰქონდა კუჭში, ყველაფერი ამოაღებინა. დედის ხსენი არ შეარჩინა ბიჭს ნერვებმა. ბოლოს აბლოყინდა. აღარც არაფერი ჰქონდა საყლაპავში.

თანდათან დაწყნარდა და ფიქრი დაიწყო. „თუ ვინმემ დამინახა, მორჩა ეს ჩემი `ყომარი~. თვრამეტი წლის ჯერ არ გავმხდარვარ და ესენი მე აქ არ მაცოცხლებენ.“ დის ნათქვამი გაახსენდა: შენს საბუთებზე ხელი მოწერილია. ერთ კვირაში ყველაფერი დამთავრდებაო. „იქიდან ორი დღე ხომ გავიდა! ესე იგი, წნეხს სულ ხუთი დღე უნდა გავუძლო.“
ზარის ხმა გაიგონა შორიდან და მიხვდა, ახლა სკოლაში შესვენება იყო. ტუალეტიდან გამოვიდა და გარემო დაზვერა. არავინ ჩანდა გზაზე.

კოშკზე მდგარი გუშაგი ისევ ქუჩას უყურებდა. ტიტე სკოლის ეზოში დაბრუნდა. შადრევანზე ხელი დაიბანა და წყალიც დალია. მას ყურადღებას არავინ აქცევდა. ისიც უხმაუროდ შეერია ოჯახს. ზარი დაირეკა და საკლასო ოთახში შევიდა. მერხთან დაჯდა და მასწავლებელს უგდო ყური.

ხმადაბლა ჩიფჩიფებდა ას წელს მიღწეული ქალი. ვერცერთი სიტყვა ვერ გაარკვია ტიტემ. ისევ ფიქრში წავიდა. „თუ `ამაგდეს~, შავი დღე მელის და შეიძლება ციკლოპას მე მივასწრო პაჟარასთან მისვლა.“ იქვე კითხვაც გაუჩნდა: „უნდა რო, პაჟარას ჩემი ეს `ვენდეტა~?! ხო არ ვიგონებ რაღაცას, ჰა?!“ _ ისევ ჩაეკითხა თავს და უთოს ნათქვამი გაიხსენა: იმას უკან ვერ ამოაგდებ! „ეჭვი მჭამს. ესე იგი, მეშინია.“ _ ეს გაიფიქრა და მიხვდა პაჟარა არაფერ შუაში არ იყო. თვითონ უნდოდა იმის კეთება, რასაც აქ ჩადიოდა.
უჩვეულოდ გაბმული ზარი გაისმა. კარებში ზემდეგი გამოვიდა და იყვირა:
_ ყველანი გარეთ! მალე ხაზზე! მე რო თქვენი, ყველას დედა!..
პატიმრები სკოლიდან გავიდნენ და ყველა მოედანზე გავლებულ ხაზ¬ზე მოეწყო.


მთელი ადმინისტრაცია აქ იყო _ ფორმიანები თუ გარედან მოყვანილი, დაქირავებული ხალხი.
_ იცით, არა, ნაბიჭვრებო, აქ რატომ შეგკრიბეთ? _ იღრიალა რეჟიმის უფროსმა.
არავის გაუცია პასუხი.
_ თუ ჩუმად იქნებით, გგონიათ, რო საქმე დამთავრდება?! არა, ნაბიჭვრებო, დღეიდან იწყება თქვენი ,,ტყ~....

ქურდის მტერი

და შიმშილი!
_ კარანტინს გამოაცხადებს და `დაჩკას~ აღარ მივიღებთ, _ მიხვდა პუშკინა.
უფროსმა და უმცროსმა, ყველა ზედამხედველმა ერთად შემოაურა ხაზს. ერთიც სამოქალაქო პირი ახლდათ თან. ,,შავების~ წინ გაჩერდა მთელი ეს ბრიგადა. რეჟიმის უფროსმა ბეკოს მიაპყრო მზერა და ჰკითხა:
_ მამის კვალს ადგახარ, არა, ნაბიჭვარო?!
ბიჭს არაფერი უთქვამს.
_ აქამდე სიწყნარე იყო. დანარჩენს სარდაფში აგიხსნი და თან გულდასმით! _ დაჰპირდა რეჟიმის უფროსი ბეკოს და სამოქალაქო ტანსაცმლიანმა კაცმა ტიტეს ჰკითხა:
_ რომელი საათია?
ბიჭი დაიბნა.
_ ა ვ ა ა.
_ გასაგებია, _ თქვა კაცმა და ზედამხედველებმა გზა განაგრძეს.
_ ეს გამომძიებელია? _ იკითხა ტიტემ.
_ არა, ფსიქოლოგია, _ აუხსნა პუშკინამ.
_ აქ რა უნდა?
_ ფული, ჯიგარ, ფული!
`შავების~ ოჯახთან ორი ზემდეგი მივარდა და უკან გაყოლა უბრძანა.

დანარჩენები კი იქვე მოედანზე დაშალეს.
შენობაში ცალ-ცალკე ოთახებში შეიყვანეს ბიჭები.
ტიტეს ფსიქოლოგი დახვდა კაბინეტში.
_ დაჯექი! _ უთხრა მან ბიჭს და ისიც დაჯდა.
_ მისმინე, თუ იცი, რომ აქედან ვერ გახვალ?
_ სამ თვეში თვრამეტი წლის გავხდები და გავალ!
_ მაგას არ გეუბნები.
_ აბა?
_ შენი ამნისტია გაუქმებულია!
ტიტეს არაფერი უთქვამს.
_ ესე იგი, ელოდი ამას!
უცებ მიხვდა ტიტე, რაც ახლა აქ ხდებოდა და მშვიდი ხმით თქვა:
_ მე ამ ლაპარაკის დამთავრებას უფრო ველი. საწყენია ასეთი ლაპარაკი, უფროსო!
_ რატომ?
_ ბიბლიოთეკაში წიგნი მინდოდა, რომ ამეღო!
_ დღემდე რას კითხულობდი?
_ აქამდე თამაშით ვერთობოდი.
_ ბანაკში თამაში აკრძალულია!
_ აბა, ეს სტადიონი რა არის?
ფსიქოლოგმა ბიჭი შეათვალიერა და გაიფიქრა: „გაფითრებულია და ცივი ოფლი ასხამს. პასუხს კი სწორად იძლევა. ჭკვიანია ოხერი!“
_ გარეთ რას საქმიანობდი?
_ `სკრიპკაზე~ ვუკრავდი.
_ ეგ საბუთებშიც წერია.

სხვას რას აკეთებდი?
_ რეპი მიყვარს მე, უფროსო!
_ ესე იგი, თავისუფალი სტილი გიყვარს!
_ უფრო მარტივად გეტყვით, ქუჩის პოეზია მომწონს!
_ ჰოდა, დღეს ამ ლექსის ავტორიც შენა ხარ, არა?
_ თვითონ არ ვწერ. ისე ვუსმენ ხოლმე.
_ ქვევით სხვანაირად გკითხავენ!
_ ვიცი! _ დაეთანხმა ფსიქოლოგს ტიტე და იმანაც ზემდეგი გამოიძახა.
ტიტე სარდაფში ჩაიყვანეს. საკანში პუშკინა დახვდა.
_ ვა, ორნი ერთ საკანში? _ გაიკვირა ტიტემ პუშკინას დანახვა.
_ პრესი იწყება, ძმაო, და ერთ საკანში იმიტომ ვართ, რომ ერთიმეორე დავჭამოთ!
_ რატო?
_ ასე უნდათ, რო საქმე გახსნან!
_ რა საქმე?
ციკლოპა მოკლეს და ვინც რა იცის, აქ უნდა გამოჩნდეს!
„ჭკვიანი გველია,“ _ გაიფირა ტიტემ და კედელს მიეყრდნო.

კარების ღრჭიალის ხმა გაისმა და ყრუ ბრაგვანი. ისე დაიღრჭიალა კარმა და ფეხის ხმაზე ტიტე და პუშკინა მიხვდნენ, ზემდეგი გავიდა სარდაფიდან.
_ რომელი ხარ? _ იკითხა პუშკინამ.
_ კიტა.
_ ბევრი გირტყეს?
_ ფეხის გულები აღარ მივარგა, ძმაო!
_ გაუძელი, `შავს~ `წითელი~ ვერ მოერევა!
ისევ გაისმა ხმაური და ბიჭები მიხვდნენ, ამჯერად ორი კაცი ჩამოიყვანეს კარცერში.

ზემდეგს წასვლა აცადეს და პუშკინამ იკითხა:
_ რომელი ხარ?
_ ჩვენ ვართ,_ძლივს დაიკვნესა ცხვირომ და ტიტემ ხმაზე იცნო ბიჭი.
_ შენ თუ გელაპარაკა ფსიქოლოგი? _ ჰკითხა ტიტემ პუშკინას.
_ არა. ეგ აღზრდის განყოფილებაში მუშაობს და დახასიათების გარდა სხვა არა ეკითხება რა. თუმცა, ადრე რომ გაგიშვან, ფული უნდა მისცე, ისე კარგს არაფერს არ დაგიწერს იმ ქაღალდზე.
ისევ ატყდა ხმაური. საკანში ვიღაც დააგდეს და ორი ზემდეგი გარეთ გავიდა.
_ ვინ არის? _ იკითხა ტიტემ. ბიჭს პასუხი არ გაუცია.
_ ეი, ცოცხალი ხარ? _ იყვირა ტიტემ.
_ მაცადეთ! _ ძლივს თქვა ბიჭმა და ტიტე მიხვდა, ბეკო იყო ნაცემი და სხვაზე უარესად.
ისევ ხმაური და მიხვდნენ, ამჯერად სალა ჩამოიტანეს კარცერში.
„ჩვენ არ გვეხებიან. რატომ?“ _ ჩაფიქრდა ტიტე და ფეხის ხმა მათი საკნის კარებთან გაჩერდა.

ურდული გასწიეს და კარი გაიღო.
_ აბა მოდით, ჯიგრებო! _ ორივე სიცილ-სიცილით მიიპატიჟა ზემ¬დეგმა და მოსალოდნელს მიმხვდარი ტიტე და პუშკინა მას გაჰყვნენ. დერეფანი გაიარეს და ორივე კარის წინ შეაჩერეს. ზემდეგი შევიდა საკანში და იკითხა:
_ ჯერ რომელი?
_ კიკვიძე! _ გაისმა პასუხად.
_ მოდი! _ დაუძახა ზემდეგმა პუშკინას და ბიჭი კაბინეტში შევიდა. ორივე ზედამხედველი ტიტესთან ერთად დარჩა დერეფანში. კაბინეტიდან ძლივს ისმოდა ხმა.

ტიტე კარებთან ახლოს მივიდა და ზემდეგმა ხელით დაითრია ბიჭი და უკან დაახევინა.
_ აქ დადექი, შე შობელძაღლო! _ იყვირა მან და ბიჭმა მშვიდი მკაც¬რი ხმით უპასუხა:
_ ნუ მაგინებ!
_ ვითომ რატომ?
_ `პაგონზე~ დაიხედე და `ძაღლი~ ვინ არის, თვითონვე მიხვდები!
_ აქვე ხო არ, ა? _ ჰკითხა ზემდეგმა კოლეგას და კაბინეტიდან ყვირლის ხმა გამოვიდა.
ვააიიი!... _ ღრიალებდა პუშკინა და მალე მისი ხმა კივილში გადავიდა, შემდეგ კი _ ტირილსა და ხავილში.
_ თქვი მალე! _ ეს ერთადერთი ბრძანება ისმოდა კაბინეტიდან.
არ ვიცი! აა, ვა-უუ-ააა! _ და უცებ გაწყდა ხმა.
ტიტე მიხვდა, ბიჭმა გონება დაკარგა.
ხუთი წუთი გავიდა და ისევ გაგრძელდა ასეთი დაკითხვა. კიდევ დაკარგა ბიჭმა გონება და ბოლოს გრძნობადაკარგული ბიჭი გამოიტანეს კაბინეტიდან.
_ გინების გარეშე, თუ შეიძლება, შებრძანდით! _ მიიპატიჟა ზემდეგმა ტიტე კაბინეტში.
„რაიმე უნდა ვიღონო, რომ მალე გამთიშონ,“ _ გაიფიქრა ტიტემ და გადაწყვიტა რომ ეჩხუბა.
კაბინეტში ზედამხედველები შეყვნენ. იქ კი რეჟიმის უფროსი და ფსიქოლოგი დახვდათ.
_ აბა, მალე! _ იყვირა რეჟიმის უფროსმა.
_ რა? _ იკითხა ტიტემ.
_ ან შენს თავზე აიღე ის საქმე, ან სხვა დაასახელე!
_ კარგი! _ თქვა ტიტემ და უცებ მოყვა, _ აი, ამ ბატონმა თქვა, რომ ის ბიჭი მან მოკლა.


_ ვიინ?
_ აი, ამან! _ თქვა ტიტემ და ზემდეგს ხელი დაადო.
_ ოხ, შენი! _ იყვირა რეჟიმის უფროსმა და ზემდგებს საქმე ანიშნა. ტიტემ დაასწრო და სანამ ხელს მოჰკიდებდნენ, სკამზე მჯდარ რეჟიმის უფროსს სახეში ჩააზილა წიხლი. სკამიანად ყირამალა გადატრიალდა ოფიცერი და იატაკზე გაიშხლართა.
_ მოკალით! _ იყვირა ზემდეგმა და ხორცის ბეგვა დაიწყო. ნიკაპი მიუშვირა ტიტემ მუშტს და არ გაითიშა. თავი ამოსცხო ზემდეგს და ძირს დააგდეს. ამჯერად ფეხსაცმლის წვერი მოხვდა ნიკაპში და გონებაც დაკარგა.
_ შენ რას იტყვი? _ ჰკითხა ,,რეჟიმმა~ ფსიქოლოგს.
_ ძალიან ჰგავს ეს ამბავი ამის გაკეთებულს, მაგრამ ეს იმ დათვს მარტო ვერ მოერეოდა.


_ შენ კიდევ ვინ გგონია?
_ ბეკო. ყოფილი განაბის შვილია. თვითონაც განაბი უნდა რომ გახდეს. იცით, უცებ გახდა ზონის `მაყურებელი~. ეს ამბავი თუ ფიზიკურად არა, `ჩაწყობით~ მაინც იმის გაკეთებულია.
_ ისა, რა ჰქვია...

ქურდის მტერი

სალაც იმას ადებს ხელს!
_ შემსრულებელს ეს უფრო ჰგავს! ბეკო იმხელა კაცის მომრევი არ იყო!
_ ამას ხელებზე სამაჯური გაუკეთეთ და ნიშადური ასუნთქეთ!
უცებ შეასრულეს უფროსის ბრძანება ხელქვეითებმა.
_ ფეხის გულიდან დავიწყოთ!
გონზე მოსული ბიჭი ფეხებით დაკიდეს და ფეხის გულზე რეზინის ჯოხი დასცხეს.

აუტანელი ტკივილსგან კინაღამ ჭკუაზე შეიშალა ტიტე. „თავი უნდა გავითიშო,“ _ ეს ერთადერთი აზრი გაუჩნდა და კეფა იატაკს დასცხო.
_ ასე მოკვდება! _ ანიშნა ,,რეჟიმმა~ ზემდეგს. ფეხი დაუდო თავქვეშ ტიტეს ფსიქოლოგმა და ფეხისგულზე ცემაც გაგრძელდა.
ბიჭი ყვიროდა და კიოდა, წიოდა და ტიროდა. თვითონ ვერც გაიგო, გული წაუვიდა. ისევ ასუნთქეს ნიშადური. ისევ დასცხეს... ღამის სამ საათამდე გრძელდებოდა მისი ასეთი ყოფა, სანამ ხმა არ ჩაუწყდა და არც მის ცემას აღარ ჰქონდა აზრი.


_ გაათრიეთ! _ ბრძანა უფროსმა და ტიტე ზედამხედველებმა კარცერში ჩაათრიეს.
_ რას იტყვი? _ ჰკითხა ფსიქოლოგს `რეჟიმმა~.
_ ზოგმა თავის თავზე აიღო, ზოგმა სხვას დააბრალა. ეს და ბეკო კი ჩუმად არიან.
_ ესენი არიან, რა!
_ ალბათ.
საკანში იატაკზე დააგდეს ტიტე და კარები მიიხურეს. ძლივს ადგა პუშკინა ნარიდან. ტიტესთან მივიდა.
_ ადექი! _ უთხრა მან ბიჭს და მიხვდა, ის ახლა ფეხზე ვერ ადგებოდა.
_ ყველა აქ ვართ, _ გაისმა კარცერში სალას ხმა.
_ რა არის, რო? _ იკითხა კიტამ.
_ ის კაცი უნდა შევინახოთ!
_ ვინ კაცი? _ იკითხა ისევ კიტამ.
_ ვინც ქურდის საქმე გააკეთა და ციკლოპას ყელი გამოსჭრა!
კარცერში სიჩუმე ჩამოვარდა.
_ განაბის სახელის ღირსია ის კაცი! _ არ ისვენებდა სალა.
ვიღაც აქ გაბოზდა! _ გაისმა ბეკოს ხმა და ყველა მიხვდა ახალი ბოზის მისამართს.


წამის დუმილის მერე სალამ იყვირა:
_ ბოზის დამალვა არ იქნება! ვინ არის, თქვი!
ყალბი ნოტი დაიჭირა მის ხმაში კარცერმა და რამდენიმე გატეხილ კაცს შორის ერთი ვინ იყო, საძმომ უკვე იცოდა.
თუმცა კიდევ ორს ჰქონდა სხვაზე ცრუ ჩვენება მიცემული და უფროს ცხვიროს კი თავის თავზე აეღო ეს საქმე. ცემას ან გაბოზებას `სროკის~ დამატება არჩია. თან ზემდეგი უმტკიცებდა, მაინც ჩაგიშვესო. ჩაშვებით არა, მაგრამ მისმა მოძულე კიტამ კი დააბრალა ის, რისი გაკეთება არც კი უფიქრია. ასე ხდება ხოლმე ზონაში რაიმე მიზეზის გამო. შეიძლება ჭამის დროს პირის წკლაპუნის გამო ბიჭს ბიჭი შესძულდეს და ეს, ერთი შეხედვით `უმიზეზო~ მიზეზი გახდეს გაწირვის საფუძველი. კარცერში სიჩუმე ჩამოწვა.

არც ცხვირო იღებდა ხმას. მასაც აინტერესებდა, ვინ რას გაუძლო და ვინ რა თქვა.
სალა კი შეშინდა. „ალბათ, `წითლებში~ გადასვლა მომიწევს,“ _ გაიფიქრა მან და ახლა გაიხსენა, რა მწარედ კბენდა კეზერას. სალამ უფრო საშიში რამ დაინახა წინ _ `პიდარების~ პატარა ბარაკი ზონის ბოლო კუთხეში. მერე `ნახალკადადებული~ პუშკინა გაახსენდა. არა, ის მე ვერ მომერევა, მაგრამ იქნებ სხვაც გატყდა.

მაშინ ეს საქმე მე არ მიქნია. გადაწყვიტა, თავი გამოეჩინა მკვლელის გადარჩენაზე ზრუნვით.
_ რამე უნდა ვქნათ! _ იყვირა მან.
_ ესე იგი, არ იცი, რომ გვისმენენ?! _ იკითხა ბეკომ.
სალა გაჩუმდა.
„აი, ვინ შეიძლება, რომ განაბი გახდეს,“ _ გაიფიქრა ტიტემ და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, ერთადერთი იმედი აქ მყოფი კაცისთვის მისი ნება, ფიზიკური ძალა და გამძლეობა იყო, რა თქმა უნდა, ყველასგან ფარული საქმით. ტიტემ პუშკინას გახედა. ბიჭს ეძინა. თვითონაც თვალები დახუჭა და მიხვდა, ასე უფრო ადვილი იყო ამჯერად აქ ყოფნა.
_ იშხნელი გაგიგიათ? _ გაისმა სალას ხმა.
არავინ უპასუხა.
_ აი, ის ბოზების მოჭრილი თავებით დადიოდა შორეულში.
_ ა, ეს შენ `დაბრიდე~ ციკლოპა?! _ გაისმა ბეკოს საკნიდან მისი ხმა და სალამ გაიფიქრა, რომ ბეკო მიუხვდა, რაც გააკეთა.


„ვერ დამიმტკიცებს. რეჟიმი საიდუმლოს შენახვას შემპირდა,“ _ გაიფიქრა მან და ის მწარე სინამდვილეც გაიაზრა, რომ აწი ის რეჟიმის უფროსის მონა იყო სამარადისოდ.
XXVII თავი
კიდევ ორი დღე გავიდა და ცემაში ამოხადეს სული ბიჭებს. რაც იცოდნენ, იმაზე მეტი მაინც ვერ გაიგეს. მესამე დღეს კიდევ დაიწყეს ბიჭების გარეთ გაყვანა, უკან კი აღარ მოჰყავდათ. ტიტე ჯერიც დადგა. მას კაბინეტში ხნიერი პოლკოვნიკი დახვდა.

ზიზღით ახედა ოფიცერმა ბიჭს. რეჟიმის უფროსი და სხვა ოფიცრები კედელთან ისე იდგნენ, თით¬ქოს პატარა ბიჭები არიან და მამისგან სასჯელს ელიანო.
_ რას იტყვი? _ იკითხა პალკოვნიკმა.
_ არაფერს!
_ ძველი ბიჭი ხარ?
ტიტეს პასუხი არ გაუცია. იდგა და ელოდა, როდის დაუწყებდნენ ცემას.
_ კარგი, ვნახავ, რა ბიჭიცა ხარ!
_ გაუშვი! _ თქვა და ტიტე კაბინეტიდან ბანაკის ეზოში გაიყვანა ზემდეგმა.
_ მიდი! _ უთხრა ზემდეგმა ტიტეს და თვითონ უკან შებრუნდა.
უჭირდა ტიტეს ნაბეგვი ფეხისგულებით სიარული. ნელი ნაბიჯით გაიარა ეზო.

მზერა იგრძნო და გახედა. `თხები~ და `წითლები~ ნასიამოვნები ღიმილით უყურებდნენ ტიტეს. „ვერ მოესწრებით,“ _ გაიფიქრა და წელში გასწორდა. მტკიცედ დაადგა ტერფი მიწაზე და ისე შევიდა ბარაკში.
საწოლებთან მარტო სალა იჯდა.
_ ვა, მარტო ხარ?
_ ჰო, ბიჭები მედპუნქტში არიან.
_ ეგ არაფერი. მე უფრო კარგი ამბავი ვიცი!
_ რა არის ასეთი?
_ `სხოდკამ~ გადაწყვიტა, `ჩამშვები~ წამებით უნდა ვიხმაროთ ყველა ნახვრეტიდან, მაგრად უნდა ეტკინოსო.
_ მე რატო არ მითხრეს?!
_ შეენ? შენ ცალკე გეტყვიან და ყველაზე საიდუმლოდ!
სალა აენთო. ფეხზე ადგა და ტიტეს წინ გაიჭიმა.

ტიტე მას მშვიდი და ღიმილიანი სახით უყურებდა.
_ რა ქორფა ხარ! _ უთხრა და გაიცინა.
დაბალი და მსუქანი ბიჭი იყო სალა. მაღალი და გამხდარი, ნავარჯიშები და გაწვრთნილი ბიჭი ზევიდან ისე დაჰყურებდა მას, სალა მიხვდა, ტიტე მარტოც ადვილად მოერეოდა მას, არამცთუ, მთელ ბრიგადასთან ერთად. თან წაგებული ორი ათასი ლარის მოსვლის იმედიც ჰაერში ეკიდა. თითქოს ფიქრს მიუხვდა ტიტე.
_ ის ფული როდის უნდა ჩააბარო? _ ჰკითხა და გაიღიმა.
„აი, რა უნდათ,“ _ გაიფიქრა სალამ და შიშის დასამალავად საწოლებს შორის სტვენით გაისეირნა. „ფულს აიღებენ და მერე...“
ტიტემ რაც იცოდა, იმაში დარწმუნდა და ბარაკიდან გავიდა.

მედპუნქტში მივიდა, უნდოდა გაეგო, იქ რა ხდებოდა. პალატაში შესულ ბიჭს სალამიც კი არ უთხრეს, ისე აუწყეს:
_ ცუდი ამბავია, ძმაო!
_ რა ხდება?
_ რეჟიმის უფროსს ცვლიან და რა იქნება, არ ვიცით!
_ ახალი ცოცხი უფრო კარგად გვის, არა?!
_ მოგვდგება, ალბათ!
„გარეთ მე მოგდგები შენ!“ _ გაიფიქრა ტიტემ და უთოს ღიმილით შეხედა. მაგარი ნაბეგვი იყო აქ ყველა.
_ რაო, ხო არ ვნებდებით? _ იკითხა ტიტემ.
_ ცხვირომ თავის თავზე აიღო ეს საქმე, მარა არ მიქნიაო, ასე შემოთვალა.
ტიტე გაშრა, მაგრამ წამში გონს მოეგო და იკითხა:
_ სად არის?
_ უკვე ციხეში ჰყავთ, _ ამოიბლუყუნა პატარა ცხვირომ.
ტიტე დაფიქრდა.
_ ნეტა, ის გამაგებინა, ან ის საქმე ვინ ქნა, ან ცხვირო ვინ ჩაუშვა? _ ღმუილით ამოთქვა ბეკომ.
_ ყველაფერი გაირკვევა! _ იმედი მისცა ჩომბემ ძმაკაცს.
_ რეჟიმი ბოზს არ `დაწვავს~, _ აღნიშნა პუშკინამ.
_ ჩვენ `დავწვავთ~!
_ ეგ როგორ? _ იკითხა კიტამ.
_ როგორ და, ხო ყველა აქა ვართ?
_ სალა არ არის.
_ მაგას ცალკე მივხედავ! ახლა კი მისმინეთ! რაც გვაქვს _ შტირი, დრინი, ქვა და ტვინი _ ყველაფერი გვჭირდება.

ქურდის მტერი


_ მაინც? _ იკითხა ბეკომ.


_ რეჟიმს უნდა დავასწროთ!
_ რა უნდა დავასწროთ?
_ რახან მივდივარ, თქვენც თან გაგიყოლებთო, ასე მითხრა. მაინც როგორ-მეთქი. მეუბნება, თქვენი ადგილი `პიდარებთან~ არის და მალე ყველას `გაგიყრით~ ვიწრო `კანალშიო~.
_ ყველას? _ გაიოცა კიტამ.
_ შენ შეღავათს ელოდები? _ ჰკითხა მას ტიტემ.
_ ეგ მუქარაა და მეტი არც არაფერი!
_ მისმინე! ბარაკში რო შევალთ, როგორც კი დაღამდება, `აქტივი~ და `თხები~ თავზე დაგვესხმებიან. ცუდი რაღაც აქვთ გამიზნული!
_ გვცემენ რა!
_ არა, უარესი!
ბეკო მიხვდა, ავი დრო ელოდა შავ საძმოს და მის ოცნებას, მამის მაგიერ თვითონ ეტარებინა განაბის სახელი.
_ აქ ვიყოთ! _ თქვა პუშკინამ.
_ როდემდე?
_ მოკლედ თქვი, რა გაქვს ჩაფიქრებული!
_ `ბოზები~ უნდა `დავშტიროთ~ და სანამ ისინი დაიწყებენ ჩვენს `გაფუჭებას~, ჩვენ უნდა დავასწროთ ომი.
_ მერე?
_ ვინც არ წამოვა, ბოზია!
ყველა გაჩუმდა. კარგა ხანს იყვნენ ასე და დუმილი კიტამ დაარღვია.
_ მე დედისერთა ვარ! ცოდოა დედაჩემი! ვიმუშავებ და ვიქნები! არ გამოვა ჩემგან მაინც ძველი ბიჭი!
_ აი, ერთიც! _ ზიზღით თქვა ბეკომ.
_ რა, `თხებთან~ შენი ფეხით გადახვალ? _ იკითხა ჩომბემ.
_ ჩათრევას ჩაყოლა სჯობია!
პალატაში ფერშალი შევიდა, ბიჭები გადათვალა და ტიტე ამოარჩია.


_ ხაზზე მალე! _ უბრძანა მან ბიჭს.
_ რა ხდება? _ იკითხა ბეკომ.
_ კომისია ბანაკს ამოწმებს.
ტიტე ფეხზე ადგა.
_ ხაზის მერე მოდი და რაც ხდება, გვითხარი!
_ კარგი, _ დაეთანხმა ტიტე ჩომბეს და ხაზზე გავიდა. ყველა პატიმარი მწყობრში იდგა. მარტო ტიტე იდგა ოჯახის ადგილზე მარტო. წამით თავი ობოლი ეგონა ბიჭს. „ის ნაბიჭვარი სად არის?“ _ გაიფიქრა და სალა მოიძია, რომელიც არსად ჩანდა. კომისიამ ჩამოვლა დაიწყო.

უცხო ახლები და ნაცნობი ძველები ერთად ამოწმებდნენ მწყობრს.
_ შენ მარტო რატომ დგახარ? _ ჰკითხა მას ბარაკის მორიგემ.
_ მედპუნქტში არიან.
_ ყველანი?
_ მე აქა ვარ.
_ კაცაძე სად არის?
_ ეგ ვინ არის?
_ ხალხია ახლა ესენი? ერთად არიან და ერთიმეორის სახელი და გვარი არც კი იციან! სალა სად არის? _ აუხსნა ტიტეს კითხვა
ზემდეგმა.
_ ბარაკში.
_ დაუძახე! _ უბრძანა უფროსმა ტიტეს და თვითონ პატიმრების დათვალიერება განაგრძო.
ტიტე ბარაკში შევიდა. არც არავინ იყო ოთახში. მიხვდა, გაქცეულიყო სალა ბანაკიდან. „რა ვქნა?“ _ ჩაეკითხა საკუთარ თავს და ლოგინზე დაჯდა. „აი, ახლა ისევ მომხვდება,“ _ გაიფიქრა მან და იქვე დაასკვნა, _ „გაქცევის ამბავს მაინც არ ვიტყვი. ასე მეც საქმის მონაწილე ვხდები.“ სალა, შენი დედაც! _ იყვირა ტიტემ და პაჟარა გაიხსენა.

მგონი, რასაც შევპირდი, კიდეც ვასრულებ. აქ ვრჩები, ამ ოხერ ჭაობში!
ბარაკში ზემდეგი შევიდა.
_ სადა ხარ? _ იკითხა თუ არა, ბიჭის სახის გამომეტყველებით ყველაფერს მიხვდა, _ ნაბიჭვრებო, _ იყვირა ზემდეგმა და იმავე წამს წიხლებით შესდგა ტიტეს. უცებ დაწყებული ცემა უცებვე შეწყვიტა. გარეთ გავარდა. სულ მალე სირენამ გააყრუა ზონის ტერიტორია და ბარაკში შეცვენილმა ზედამხედველებმა კინწისკვრით გაიგდეს ტიტე წინ, პირდაპირ კარცერისკენ.
_ რა მაჭამა! მე მაგის! _ ყვიროდა რეჟიმის უფროსი თავის კაბინეტში, _ ჩვენება მომცა, `ნახალკაზე~ წამომიკიდა და თვითონ კი არ გაიქცა? ასეთი პატარა და ასეთი ნაბიჭვარი! რო გაიზრდება, მაშინ რა იქნება, ჰა?!
ტელეფონზე დაკიდებულმა რეჟიმის უფროსმა ბანაკიდან გაქცევის შემთხვევა ყველას შეატყობინა. შემდეგ ბანაკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ახალი დავალება მისცა ზემდეგს:
_ ის ნაბიჭვარი აქ ამოიყვანეთ!
კისრისტეხით შეაგდეს ტიტე უფროსის კაბინეტში.

არც არაფერი უკითხავთ, ისე დასცხო ყველამ ერთად ნიკაპსა და თავში. გონება დაკარგა ბიჭმა და აღარც ტკივილი უგრძვნია.
XXVIII თავი
პალატაში ზემდეგი შევიდა, ლოგინზე მიწოლილ პატიმრებს ერთი გადახედა და თავის ქნევით თქვა:
_ მოგწონთ, ნაბიჭვრებო, სუფთა თეთრეულში წოლა?! _ არავის გაუცია ხმა, _ აბა, ახლა უცბად ყველანი ბარაკში! _ ბრძანა ზემდეგმა და ისევ არავის უპასუხია, _ მალე, მე რომ თქვენი დედა! _ იყვირა ზემდეგმა და ბიჭები ლოგინზე წამოსხდნენ.
ვისაც არ ეცვა, ჩაიცვა. ვისაც ეცვა, სხვას დაელოდა და ყველა ერთად გავიდა ეზოში. სტადიონზე ჯგუფ-ჯგუფად მდგარმა `წითლებმა~ და `თხებმა~ ლაპარაკი შეწყვიტეს და `შავ~ საძმოს გახედეს.
_ თქვენ გამო ერთი თვე `დაჩკა~ არ იქნება! _ დაიძახა კეზერამ და `წითლების~ ლიდერის ხმაში მუქარა ნათლად ისმოდა.
`შავები~ ბარაკში შევიდნენ.

`მაყურებლის~ საწოლთან თავი მოიყარეს და უხმოდ უცქერდნენ ერთმანეთს.
_ ჰა, რა ჩამოყარეთ ყურები! _ იკითხა ბეკომ.
_ რაღაცას აპირებენ, _ ძლივს თქვა კიტამ.
_ ამაღამდელო ღამეო, _ წაიმღერა ჩომბემ.
_ ვერ გათენდები მალეო, _ მიეხმარა ძმაკაცს ბეკო.
_ რა უნდა ვქნათ? _ იკითხა პატარა ცხვირომ.
_ ომია და ვიომებთ.
_ ფეხისგულები მტკივა და ნეკნები მაქვს გატეხილი.
_ სუფთა უკანალი გირჩევნია თუ სიცოცხლე?
_ ჩემი ძმა „რასკრუტკაზე“ წავიდა.
_ ჭკვიანი კაცია და ჩვენც ასე ვიზამთ!
_ ვერ გავიგე?!
_ სანამ დაღამებულა და ბარკში ჩაგვკეტეს, უნდა მოვასწროთ ომის დაწყება!
_ კომისიაა ბანაკში. იქნებ ვერ გაბედონ.
_ შენ ხო არ აფრენ! ჯალათი მოუკლავთ. სალა გაიქცა და ესენი ჩვენ დაგვინდობენ?!
_ გინდათ, აქვე მომკალით! მე ომი არ შემიძლია! _ უარი თქვა კიტამ.
_ ერთით ნაკლები.
_ მეც `პას~! _ უარი თქვა პუშკინამ.
_ ეს ორი! _ მიითვალა ბეკომ და პატარა ცხვიროს შეხედა, _ მესამეც გვყავს? _ იკითხა თუ არა, და ბიჭმაც თავი დახარა, _ ტიტე სად არის?
_ ჰო, სად არის? _ იკითხა ყველამ ერთად.
_ ახლავე, _ თქვა უთომ და გარეთ გავიდა.
_ თუ იმანაც უარი თქვა, სამი კაცი ვრჩებით.

არა, ის კაცია და თავის უკანალს წრეში არავის დაატრიალებინებს, _ ეს თქვა ჩომბემ და პუშკინა, კიტა და პატარა ცხვირო კინაღამ ერთად ატირდნენ. ბეკომ გაიცინა. პუშკინამ კი უცებ იაზრა რაღაც და სიტყვის უთქმელად გავიდა ბარაკიდან. იმავე წუთს უთო დაბრუნდა.
_ რა ხდება? _ იკითხეს ჩომბემ და ბეკომ.
_ კარცერშია და მაგარი ნაცემია.
_ რა ქნა, რო?
_ სალა არ გათქვა!
_ ოოო! _ წამოიძახა ჩომბემ.
_ მე სხვა გზა არ მაქვს, ახლავე გავდივარ ეზოში და ბოზებ
`ვშტირავ~.
_ მეც მოვდივარ! _ თქვა ჩომბემ.
_ მეც! _ მხარი აუბა უთომ და სკამი სკამზე შედგეს, ჭერიდან `შტირები~ ჩამოიღეს.

ათამდე წვეტიანი, გალესილი, სწორი და უდრეკი მავთული ,,შავების~ ხელში იყო.
_ თქვენ რას იზამთ? _ ჰკითხა ბეკომ პატარა ცხვიროს და კიტას.
ორივე ჩუმად იდგა.
_ არაკაცები და ბოზები ხართ თქვენ! _ აუხსნა თავიანთი რაობა ბეკომ ბიჭებს და `შტირები~ სამ კაცში გაიყო. სამივეს ორივე ხელში თითო შტირი ეკავა.
_ შეტევაზე! _ ბრძანა ბეკომ და სამივე ბიჭი ერთად და ღრიალით გავარდა გარეთ.

ქურდის მტერი


პუშკინა `წითლებთან~ იდგა და რაღაცას ამტკიცებდა. ბიჭების დანახვისთანავე მოდიანო, იყვირა და გაიქცა. წითლებიც უკან მიჰყვნენ. სამივე შედგა.

არ იცოდნენ, საით უნდა წასულიყვნენ. ყველა, ვინც კი იქ იყო, სხვადასხვა მხარეს გაიქცა.
_ რა ვქნათ? _ იკითხა ჩომბემ.
_ ბარაკში შესვლა არ შეიძლება! _ იმავ წამს ახსნა ბეკომ.
_ რატომ?
_ მამაჩემი ათი წელი განაბი იყო და მოყოლილი აქვს, რა ხდება `შუმოკის~ დროს. აქ ასე, შტირებით მდგართ, `ძაღლები~ დაგვხოცავენ. _ ერთია, აწი ეგ უკვე! _ ეს თქვა ბეკომ და `წითლებიც~ გამოჩნდნენ. `თხები~ თან ახლდათ და წინ კეზერა მოუძღოდათ. ხელში შტირი, დრინი და რა არ ეკავათ.

წრეში მოაქციეს სამი ბიჭი და გინება დაიწყო. არც ამათ არ უჭირდათ ეს საქმე და კეზერას დედის გინების პროცესში ახალმა აზრმა გაუელვა:
_ მოდი, იარაღი ავართვათ! `ცელკები~ არიან და საოხრეს ისე მოუჭერენ, ქალწულზე მეტ სისხლს დაღვრიან ერთი ადგილიდან.
_ სწორია! _ დაეთანხმა ბიჭს მისი განუყრელი ჯუჯა „შუსტრიაკი~.
_ მე პირველი! _ დაიძახა კეზერამ, _ სამივე „ცელკაა~ და სამნი ვართ. ბეკო მე! _ გამოაცხადა კეზერამ და ნახტომით ერთ წამში მისწვდა ბეკოს შტირი კეზერას მუცელს. ორად მოიკეცა კეზერა და ბეკოს რკინის მძიმე დრინი მოხვდა თავში. ძირს დაეცა თუ არა, ყველა ფეხებით ზედ შესდგა ძირს დავარდნილ ბიჭს. ჩომბე გაიქცა და უთოც უკან მიჰყვა.

ცალ-ცალკე მიიმწყვდიეს ორივე ბიჭი კუთხეში.
_ ასე წვალების დედაც! _ იყვირა ჩომბემ და თავისი `შტირი~ თვითონვე გაიყარა ყელში. უთო კი არ დანებდა და ჟღალ ბიჭს შიგ თვალში გაუყარა რკინის ჩხირი. იქვე მისცეს „აბაროტი~. წაქცეული ბიჭი უცებ იქცა დასაგლეჯ მსხვერპლად. შტირი და დრინი ერთად ამუშავდა აქტივის ხელში. ზოგი ჭრიდა, ზოგი ბეგვავდა, ხოლო ვინც ვერ სწვდებოდა, მოკალის ძახილითა და გინებით აგულიანებდა დანარჩენებს.
დინჯი ნაბიჯით მივიდა ათამდე ზედამხედველი ამ ჯგუფთან.

ვინც გინებით იყო გართული, ერთი ბრძანებით მწკრივში მოაწყვეს. ჩხუბში გართული ბიჭები კი ნება-ნება ლაპარაკით, ხუმრობით და მხარზე ხელის სმით მოაშორეს უძრავ და უსულო გვამს. ზემოდან დახედეს და იქვე აღნიშნეს, ცოტა მეტი კი მოგსვლიათო.
_ კეზერა `დაბრიდეს~!
_ დაჭრილია! _ დაამშვიდა `აქტივი~ ლეიტენანტმა და მეორე გვამ¬თან გადაინაცვლა. ყელიდან სისხლი სდიოდა ბიჭს.
_ ამის მოკვლა ვინ გითხრათ, ა? _ იყვირა ლეიტენანტმა.
_ თვითონ! _ შესძახა ყველამ ერთხმად.
_ რა თვითონ?!
_ თვითონ ითხარა ყელში თავისი შტირი.
ლეიტენანტმა გვამს დახედა და მიხვდა, ბიჭი არც ნაცემი იყო და არც ნაწვალები.
_ ერთ დღეს ამდენი ამბავი ბევრია, _ აღნიშნა ზემდეგმა.
_ უფროსი მაინც მიდის, _ არხეინად თქვა ლეიტენანტმა და ექიმი და ფერშალი გამოიძახა.
`წითლები~ ჩუმად იდგნენ და ბიჭების გვამებს თვალს არ აშორებდნენ.


_ ბარაკში! _ უბრძანა მათ ოფიცერმა და `აქტივიც~ უხმოდ გაშორდა იქაურობას.
ექიმი და ფერშალი მოვიდნენ ადგილზე. გვამები დაათვალიერეს, აღწერეს. ჩომბეს თვითმკვლელობა დაადასტურეს და ზედამხედველებ¬მა მედპუნქტში გადაიტანეს სამივეს გვამი.
ტიტეს გარდა ყველა ბარაკში იყო. პუშკინა `წითლებში~ აირია.
_ შენ იქით, `თხებთან~! _ უბრძანა მას `წითლების~ ახალმა ლიდერმა.
_ მე ხო გაგაფრთხილეთ!
_ ამ ჩემს ,,ყ’’-ს! _ იყვირა ჩაფსკვნილმა, დათვივით ბიჭმა და პუშკინა უხმოდ გადავიდა `თხებთან~.
_ აწი მე მივხედავ აქაურ საქმეს! _ თქვა დათვისტანიანმა ბიჭმა.
_ კეზერა არ მომკვდარა, _ შეახსენა მას კეზერას ,,შუსტრიაკმა~.
_ სანამ კეზერა ,,რეზბალნიცაზე~ იქნება, აქ `პალაჟენიას~ მე მოვიყვან! _ თქვა ახალმა უფროსმა და ასეც გადაწყდა.


`წითლებში~ ვინც უფრო ღონიერი და აგრესიული იყო, სწორედ ის ხდებოდა ლიდერი.
კიტა და პატარა ცხვირო ერთად იდგნენ კუთხეში, ერთმანეთზე მიკრულები და ერთიმეორეზე უფრო შეშინებულები.
_ ამათ რა ვუქნათ? _ ჰკითხა ახალ უფროსს ძველის ,,შუსტრიაკმა~.
_ დაღამდება, ცოტას გავერთობით და ორი `პიდარით~ მეტი იქნება „ლაგერში“.
ამის თქმა და, კიტა და ცხვირო ბარაკიდან გაიქცნენ.
_ დაიჭირეთ, დედოფალი გარბის! _ იყვირა „აქტივმა~ და ხარხარი ატყდა. სანამ ესენი სიცილს მორჩნენ, ცხვირო და კიტა უკვე ადმინისტრაციულ შენობაში იყვნენ.
ორივემ ერთად ჩაუშვა `წითლები~ და ზედამხედველებს იმასაც შეჰპირდნენ, რაც აქ ხდებოდა, ყველაფერს მშობლებს მოუყვებოდნენ, თუ ახლა მათ კარცერში არ ჩაკეტავდნენ.
_ თქვენ რომ მშობელი ან პატრონი გყავდეთ, აქ არ იქნებოდით! _ დასცინა ბიჭების მუქარას ოფიცერმა, _ ხოლო თუ კაცური ღირსების გადარჩენა გინდათ, განცხადება უნდა დაწეროთ აქტიურ თანამშრომლობაზე, _ ურჩია ზემდეგმა ბიჭებს და ისინიც იქვე დაეთანხმნენ ყველაფერზე ერთად.
ორივე კაბინეტში შეიყვანეს და ჯერ განცხადება დააწერინეს შეცდომის აღიარებასა და თანამშრომლობის სურვილზე. შემდეგ კი, ჩვენებაც უკარნახეს, რომელშიც მითითებული იყო, თუ როგორ აპირებდნენ ომსა და აჯანყებას აწ უკვე დახოცილები ბიჭები. ციკლოპას მკვლელობა ბეკოს და უთოს დაბრალდა. პატარა ცხვიროს გაეხარდა კიდეც.

ასე მან თავისი ძმა გადაარჩინა ახალ „სროკს~. ასეთი სამსახურის ნაცვლად ორივეს უკანალის კაცურად გადარჩენას შეჰპირდნენ და ბიჭები კარცერში ჩაიყვანეს.
_ ვინ არის? _ გაისმა ტიტეს ხმა კარცერში. ფეხის ხმაზე ხვდებოდა ტიტე, ვინ სად იყო და რას აკეთებდა, ზედამხედველი იყო ეს თუ პატიმარი. გაუპატიურებას გადარჩენილმა ბიჭებმა მცირე შვება იგრძნეს, თუმცა ტიტეს ხმის გაგონებაზე ისევ `მარტივ მამრავლებად დაიშალნენ~ სხეულითაც და გონებითაც.
_ რა არის, არ გესმით? _ იყვირა ტიტემ.
_ ჩვენ ვართ! _ უპასუხა კიტამ.
_ მერე, რა გჭირთ, რა, ენა ჩაგივარდათ?!
ორივე ჩუმად იყო. ტიტე მიხვდა, რაღაც მოხდა.
_ სჯობია თვითონვე თქვათ!
_ ბარაკში რო შეხვალ, ვნახავ, შენ რას იტყვი! _ ბრაზით თქვა ცხვირომ.
_ რა არის, რო?
_ ბეკო უთო და ჩომბე დაბრიდეს!
_ რააა?
_ რაც გაიგე!
_ თქვენ რა ქენით?
_ მე უარი ვთქვი `შავ გაგებაზე~! _ მოკლედ თქვა კიტამ.


_ მეც! _ შეუერთდა მის ნათქვამს ცხვირო.
„სწორად მოვიქეცი, ციკლოპა რომ მოვკალი. `შავი~ და `წითელი~ ერთად მოვიშორე. პაჟარაზეც შური ვიძიე.“ ტიტეს ეჭვმა გაუელვა თავში: „აი, ახლა კი მართლა მარტო ვარ. იქნება და, ნამდვილი სამაგიერო თვითონ ჩემი სიკვდილი იყოს პაჟარასთვის, ა?“ _ გაიფიქრა ტიტემ და იქვე უარყო ეს აზრი. „არა, მე იმასთან `რასხოდში~ ვარ.“ ეჭვი მაინც ღრღნიდა და შიშისგან კინაღამ იყვირა ბიჭმა. უცებ მოეგო გონს და ფიქრი დაიწყო: რა უნდა ვქნა ახლა მე, მარტომ, ისეთი, რო ,,ლაგერში~ თავი გადავირჩინო. ჯერ ამათ ვკითხავ, რა და როგორ მოხდა.
_ კიტა, რაც ნახე მოყევი!
_ ჩვენ ბარაკში ვიყავით, როცა ის ამბავი მოხდა.

ქურდის მტერი


_ მერე?
_ რა მერე? ღამე ამდენ ხალხთან ორი კაცი როგორ დავრჩებოდით?!
_ მიატოვეთ ბიჭები?
_ შენ ნახავ იმათ, ალბათ, მალე!
ტიტე მიხვდა, გაუპატიურების შიშის გამო ორივე ბიჭი ენით გაბოზდა.
„ალბათ, ასეც სჯობია,“ _ გაიფიქრა მან და პაჟარასთვის მიცემული პირობა გაახსენდა: „ძაღლს დავბრიდავ და მეც მომკლავენ.“ ეს გაიხსენა და მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. „მოვკლავ ან მომკლავენ!“
გარითმა თუ აუღლა ფიქრში ბიჭმა. კარგის იმედი კი აღარ ჰქონდა. ერთადერთი კაცი იყო ბანაკში დარჩენილი, ვისაც მორჩილების ხელწერილი არ ჰქონდა მიცემული ბანაკის უფროსებისათვის.
XXIX თავი
დილით `ბალანდა~ დაარიგეს და მცირე კალორიით ძალამიცემულმა ბიჭებმა ლაპარაკი დაიწყეს.
_ სამ თვეში თვრამეტი წლის ვხდები და მერე არა მიშავს, _ თავის იმედის საფუძველს უხსნიდა კიტა ცხვიროს.
_ რაც აქ მოხდა, დიდებში არასერიოზულად უყურებენ.
_ მაინც?
_ კარგ ბიჭებთან ვერ იცხოვრებ, მარა შენ შენი `პაიკა~ გექნება, იმუშავებ და იქნები!
_ მე იქ ჩემი ძმა დამხვდება და კარგ ბიჭებთან ვიქნები.
_ შენი ძმა რა, განაბია?
_ ვიღაც-ვიღაცებივით ხელწერილი არა აქვს დაწერილი და ბოზიც დაბრიდა ზონაში!
_ ჯერ ერთი, იმ კაცმა თქვა, მე ციკლოპა არ მომიკლავსო. მერე კიდევ, ხელწერილი ვის არა აქვს დაწერილი?! იქნება და, მითხრა, ა? _ ჩაეკითხა კიტა ცხვიროს.
ორივე გაჩუმდა.
ტიტეს გაეცინა.
ცხვიროს ნერვები აეშალა და იკითხა:
_ ერთი ეს მითხარი: გუშინ რო გარეთ ყოფილიყავი, რას იზამდი?
_ ძაღლი მგელს ვერ მოერევა!
_ მთელი ზონის პირისპირ?
_ თუნდაც მთელი შინაგანი სამინისტრო იყოს თავისი სრული შემოდაგენლობით!
_ შენ რა, განაბი გინდა რო გახდე?
_ მე თქვენი ყველას დედა ერთად..., _ გაიფიქრა ტიტემ და ხმამაღლა კი ასე უპასუხა:
_ მე თვითონ ვარ ის, რაც ვარ და სხვა სახელი არ მჭირდება!
_ ვა, `ამერიკანსკი განგსტერი~ ხარ?
_ არა, სომეხი სუსანას შვილი ვარ და ეზოს დაგვას თქვენს ჭკუაზე სიარული მირჩევნია!
_ შავ გაგებაში ეროვნებას ნიშანი არა აქვს!
_ კომუნისტები ყოფილხართ, აბა, `შავები~!
_ შენ რა, ხელწერილი მიეცი? _ იკითხა კიტამ.
_ გარეთ რო გავალთ, იქ აგიხსნი, ხელწერილი ვისა აქვს მიცემული და ვის _ არა!
_ ჩვენ რო გარეთ გავალთ, ვიცით რაც გველის, მარა შენ რო არ იცი, ჯიგარო?
_ რა ვიცი და რა არა, ნახავთ! _ ეს თქვა ტიტემ და მიხვდა, მტერი გაიმრავლა ახლა მან ასეთი ლაპარაკით.
კიტა ისედაც არ უყვარდა ტიტეს.

პატარა ცხვიროც, ადრე რო ეცოდებოდა, ახლა ვეღარ იტანდა, მაგრამ, რაც ყველაზე მეტად არ მოეწონა მის ლაპარაკში, ეს სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა იყო. ფეხის ხმა გაისმა კარცერის სარდაფში. ზემდეგმა ტიტეს საკანი გააღო და გარეთ გასვლა უბრძანა.
_ აბა, შენ იცი, `მგელი~ ხარ! _ დაცინვით მიაძახა საკნიდან კიტამ ტიტეს.
_ მგელს გარეთ განახებ! _ უპასუხა ბიჭს ტიტემ და გულმა რეჩხი უყო. მარტო შედიოდა ბიჭი ამჯერად `ბოზურ~ ზონაში.
სარდაფიდან პირველ სართულზე აიყვანეს ტიტე. ზემდეგმა კარზე დააკაკუნა და კაბინეტიდან აგდებით გაისმა:
_ მოდი!
ზედეგმა ტიტე კარებში შეუშვა და თვითონ დერეფანში დაელოდა ბიჭს.
ასე ოცდაათი წლის იყო მაიორი.
„ახალი უფროსი,“ _ გაიფიქრა ტიტემ.
ოფიცერმა გამოცდილი თვალით ახედა ბიჭს და თითქმის ფერებით ჰკითხა:
_ ჩემგან ხო არ გინდა რამე?
„ხელწერილ უნდა,“ _ გაიფიქრა ტიტემ.

„მგელი ომში კვდება!“ _ სიამაყემ თავისი ათქმევინა ბიჭს:
_ არა, უფროსო, თუ რამე მომინდება, მე თვითონ ვიზამ!
მაიორს გაეცინა და ღიმილით ჰკითხა:
_ მოგწონს აქ ყოფნა?
_ არა უშავს რა, არ მოვიწყენ!
_ ოო, რა ჯიუტი ვინმე იქნები! შოთა! _ დაიძახა მაიორმა და კაბინეტში ზემდეგი შევიდა, _ ეს მედპუნქტში გაიყვანე! _ უბრძანა მაიორმა ზემდეგს და ტიტე ადგილზე მიიყვანეს. ფერშალმა ბიჭი ჩაიბარა. მან აბანოში შესვლა უბრძანა და ტიტე შხაპის ქვეშ აღმოჩნდა. დაიბანა, დასუფთავდა და ახალი `სპეცოვკა~ ჩააცვეს. ახლა ექიმთან გაიყვანეს.
_ გტკივა რამე? _ ჰიკითხა ექიმმა.
_ ნეკნი.
_ გაიხადე!
ტიტემ გაიხადა.
ექიმმა დაათვალიერა და მშვიდი ხმით თქვა:
_ უკვე ხორცდება. ახლა კი წადი და პალატაში დაისვენე!
ტიტე პალატაში შევიდა. იქ მის გარდა არავინ იყო.

კუთხის საწოლზე დაჯდა, საიდანაც პალატის კარის გაკონტოლება შეიძლებოდა. „რა ხდება?“ _ გაიფიქრა თავისთვის. „თუ რამეს მიწყობენ, ბარაკში უფრო ადვილია ცუდი საქმე. ღამე აქ ვინ შემოვა? მოიცა! ოთხი ,,ტრუპია ლაგერში~. იქნებ მოულოდნელობებს ერიდებიან, ა? არა, ამათ ჩემი მტერი ენდოს! ამაღამ არ დავიძინებ,“ _ გაიფიქრა და პალატაში ,,ბალანდა~ მიართვეს. ისადილა და ეჭვგამჯდარი ხან საწოლებს შუა დადიოდა. ხან იმედი ეძლეოდა და ხან ისევ უიმედოდ რჩებოდა.

მთელი ღამე რაღაცას ელოდა და ამიტომ უსასრულოდ გაგარძელდა ეჭვებით აღსავსე ღამე.
XXX თავი
პალატაში ზემდეგი შევიდა და ლოგინზე მიწოლილ ტიტეს მიაჩერდა. მერე კი დამცინავი კილოთი იკითხა:
_ ჰა, ჯიგარ! ბრუნდები ბარაკში თუ არა?
ტიტეს გაეცინა. ლოგინიდან ფეხი ჩამოიღო, ფეხსაცმელი ჩაიცვა და ზემდეგთან ახლოს მივიდა. ბიჭმა მშვიდი ხმით უთხრა:
_ მგელს ძაღლის არ ეშინია!
პალატის კარი გააღო და გარეთ გავიდა.
„ოი, რა ოხერია!“ _ გაიფიქრა ზემდეგმა და უკან აედევნა.
_ მოიცა, მოიცა! _ დაუძახა ბიჭს და ადმინისტრაციის შენობაში შეიყვანეს, იმავე დერეფანში, სადაც მოსვლის დღეს მიიღეს. საკუჭნაოს ფანჯარა გაიღო. იქიდან მხიარულად გამოყო თავი მსახურმა.
_ ამას თავის ნივთები მიეცი! _ ბრძანა ზემდეგმა.
„მიშვებენ!“ _ კინაღამ იყვირა ტიტემ.
_ ვაა, მომილოცავს! _ უფრო გამხიარულდა მსახური.

ტიტეს ნივთები მიაწოდა და წინ ქაღალდი დაუდო. ტიტემ ქაღალს დახედა. მისი ნივთების ჩამონათვალი იყო. ხელი მოაწერა და ტანსაცმელი გამოიცვალა.
_ მეტი აქ აღარ მოხვიდე! _ უბრძანა მსახურმა ტიტეს.
_ ერთ თვეში თვრამეტი წლის ვხდები! _ მოკლედ თქვა ტიტემ და ზემდეგს გაჰყვა. მბრუნავი კარები გაიარეს. ტიტე შეცბა და შედგა. შესასვლელში წერო და გოგი იდგნენ.


_ მოდით! _ დაუძახა ზემდეგმა ბიჭებს. ისინიც ეახლნენ, _ ამას ჭკუა ასწავლეთ, თორემ ორჯერ არავის არ ეპატიება! ამის საქციელი კი ცუდ მომავალზე მეტყველებს. დაიმახსოვრეთ, იშვიათად მეშლება!
_ მივხედავთ! _ შესძახა გოგიმ, _ აწი სულ ჩვენთან იქნება!
ბიჭები ერთიმეორეს გადაეხვივნენ და ბანაკის წინ მოედანზე გავიდნენ. ტიტემ ბანაკის მესერს შეავლო თვალი და იქ დარჩენილი ბიჭები გაიხსენა. პუშკინა ოხერია. კიტა მშიშარა და ცხვირო... ერთი რა! მაგათი მახინჯი და ლამაზი დედები ერთად...
ამხანაგებს შეხედა და ჰკითხა:
_ ეს ამბავი იმათ გითხრეს?
_ ოჯახს ოჯახი ჰქვია და ნაცვალსახელით ნუ იხსენიებ!
_ აუუ! ესენი ისევ დავობენ! წამო მანქანაში! _ იყვირა გოგიმ.

ქურდის მტერი

ტიტემ მიიხედა და ჭადრის ხის ქვეშ ,,გ-4’’ იდგა.
_ ეს წეროს მანქანაა! _ ამოიცნო ბიჭმა.
_ აბა, მამაჩემი ერთი თვის წინ ასანთის საყიდლად ფულს ესესხა მეზობელს და ახლაც ემალება, ლიფტში არ მცემოსო.
_ აგეღო ჩემი ფულიდან, _ შენიშნა ტიტემ.
_ ცოტა ავიღე, მაგრამ მთავარი შენახულია!
_ რა ქენი?
_ ხუთასი ლარი დამეხარჯა, მაგრამ უეჭველად გაგისტუმრებ!
_ მე მოგცემ იმ ფულს! _ იხსნა გოგი წერომ.
_ არ არის საჭირო, _ უარი თქვა ტიტემ.
მანქანაში ჩასხდნენ. წერომ მანქანა დაქოქა და რადიო ჩართო.
_ შენ რეპი გიყვარს, არა? _ ჰკითხა წერომ მეგობარს.
_ ოღონდ ლექსენი არა.
_ მაგას მარტო მიშა და მიშას ბებია უსმენენ.

იცი, განათლებული ხალხია სომხები.
ბიჭებს სიცილი აუტყდათ. ტალღაზე რეპი იპოვეს და მანქანაც დაიძ¬რა. უცებ შეიცვალა სამყარო. თითქოს სხვა განზომილებაში მოხვდა ტიტე. თითქოს სხვა პლანეტაზე იყო ახლა ის და ქვეყანაც მის გარშემო ბრუნავდა. გოგი რაღაცას გაუთავებლად ლაპარაკობდა.

წერო მიხვდა, სხვაგან იყო ახლა ტიტე.
_ აცადე! _ ურჩია მან გოგის და ავჭალიდან საბურთალომდე ათკილომეტრიანი გზა როგორ გაიარა, ვერ მიხვდა და ვერ გაიგო ტიტემ. თავისი სახლი და ეზო კი უცებ იცნო. ბანაკიდან გაგდებული ოჯახის წევრები გაიხსენა, მერე _ ვიოლინო და მისი კნავილი. და იქვე შეეცვალა გუნება.
წერო მიხვდა და დინჯი, გულში ჩამწვდომი ხმით უთხრა:
_ თუ მართლა ვაჟკაცი ხარ, ახლა სახლში ახვალ!
_ თუ არა?.. _ იკითხა ტიტემ.
_ დედ-მამისა და დის უარყოფა ეშმაკის გარდა, სხვას არავის შეუძლია.

შენ კი კაცი ხარ, არა? _ ჰკითხა წერომ.
_ შენ მღვდელი უნდა იყო!
_ მე ბიზნესმენი ვარ და ვიქნები, და თუ შენც ეს საქმე გინდა, მაშინ ორივემ ერთად ვაკეთოთ!
_ რაც არის, არის! ერთს კიდევ ვნახავ იმათ, _ გაიფიქრა ტიტემ და მანქანიდან გადავიდა, _ თქვენც ამოდით! _ მიიპატიჟა ბიჭები.
_ არა, დღეს ოჯახისა იყავი, ხვალე კი თავ-ფეხინად ჩვენი ხარ!
ტიტეს აღარაფერი უთქვამს. სადარბაზოში შევიდა და მეხუთე სართულზე ავიდა. უცებ შედგა ბინის კართან. „მე სახლში ვარ და პაჟარა _ მიწაში?“ _ გაიფიქრა ბიჭმა და ხელი გაუშეშდა, ზარის ღილაკთან.
თვითონ გაიღო კარი და ბინიდან გამოცვივდნენ ქალები: ნია, დედა, ბებია. ყველა ერთად კოცნიდა და ეფერებოდა ბიჭს. დიდხანს იყვნენ ასე.
_ მანახეთ ჩემი შვილი! _ გაისმა ბოხი ხმა და ზაქრო გამოვიდა ბინიდან. შვილს ჩაეხვია და აკოცა.

იქვე გიზო მიესალმა ცოლისძმას და ბებიამ შეიცხადა:
_ კი, მარა გარეთ რა გვინდა?
ოჯახი შინ შევიდა. მისაღებ ოთახში სუფრა იყო გაშლილი. „მელოდნენ,“ _ გაიფიქრა ტიტემ და მამამ გვერდით მოისვა ბიჭი. მას ნია მიუჯდა და იმავე წამს ლაპარაკში ჩაიძირა ოჯახი. როგორც ყოველთვის, ახლაც მთავარი ქადაგი ნია იყო სუფრასთან. რას არ ჰპირდებოდა ძმას. შიგადაშიგ ბებიაც ერეოდა ლაპარაკში და აცრემლებულ დედას სუფრის მომსახურების გარდა, არაფერი რჩებოდა საქმედ.

როგორც იყო, ზაქრომ სიტყვის ნებართვა აიღო და შვილს სადილი შესთავაზა: თევზი, სოკო, ხორცი, ფხალი, შემწვარი და მოხრაკული, კონიაკი და შამპანური, კოკა-კოლა და ბორჯომი. ნაცნობი თუ უცნობი _ ყველაფერი იდო მაგიდაზე. ისადილეს და დალიეს. უცებ დათვრა ტიტე.
_ მართლა, გიზოს ბიძაშივილი გყავს სანახავი. კაპიკი არ აუღია, ისე გააკეთა შენი საქმე!
ტიტემ ნიას შეხედა. დაფიქრდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
_ არ არის საჭირო, _ უარი თქვა გიზომ.
„არ მინდა აქ ყოფნა,“ _ გაიფიქრა ტიტემ და აბაზანის მიღება ითხოვა.
_ უი, როგორ დაგვავიწყდა! _ შეიცხადა ბებიამ და ბიჭი სააბაზანოში გაუშვეს.

ტიტემ შხაპი მიიღო.
ცხელი წყალი ნასვამზე ეამა და დიდხანს იდგა წყალქვეშ. ბოლოს დაღლილი აბაზანიდან გამოვიდა და ახლა დაწოლა ითხოვა. უცებ გაუშალეს ლოგინი. თავთან დედა დაუჯდა და ხმადაბლა ჰკითხა:
_ იქ ხო არ გიჭირდა, შვილო!
_ ა, არა!
_ იმ ბიჭს რა მოუვიდა, დედა?
ტიტემ თავზე ბალიში გადაიფარა და დედა შვილს გაშორდა.
„პაჟარა მკვდარია და მე სახლში ვარ. ვალი ამოვიღე. არც უთოს და `ბოზებს~ დააკლდათ ხელი.

გივი დარჩა, ოხერი, დაუსჯელი. სად წავა?“ _ გაიფიქრა და მიხვდა, ისევ თავის სურვილს პაჟარას სულსა და ხსოვნას მიაწერდა. სუნთქვა შეეკრა და თავზე საბანი გადაიხადა. ჯერ გვიან არ იყო და გარედან ქუჩაში მოძრავი მანქანების ხმაური ისმოდა. „რა უნდა ვქნა აწი?“ _ ჰკითხა ბიჭმა თავის თავს და წეროს წინადადება გაიხსენა. ისევ პაჟარა დაუდგა თვალწინ. „ეე, არა! ჩემს საქმეს მე მივხედავ! თუ მგელი ვარ ბოლომდე მგელი ვიქნები! ძაღლებს და ქურდებს და ყველას, ვინც კი არ მიყვარს, ვანანებ, რომ ამქვეყნად არიან.“ ლეი გაიხსენა და გული აუჩვილდა.

„სულ დამავიწყდა! არადა, იმაზე უკეთესი ვინა მყავს?!“
ასეთი იყო ნასვამი მგლის გულაჩუყება და აზრები. „ფული?“ _ გაიფიქრა და ინანა, რომ გოგის დროზე არ გამოართვა ფული. ,,ჭუჭყი~ რომ მქონდეს ახლა ხომ ჩემთან იქნებოდა ლეი. ბინა გაიხსენა ბიჭმა... ჯერ ბინა უნდა ეშოვა და მერე უნდა ენახა ლეი ნაცნობ ჯოჯოხეთში.
XXXI თავი
დილის შხაპის შემდეგ თავის ოთახში გავიდა ტიტე. ნია და ბებია დახვდნენ ოთახში. ფუთა დაანახა ნიამ ძმას და ჰკითხა:
_ აბა, გამოიცანი!
_ `შმოტკა~.
გოგომ გაიცინა და ფუთა გახსნა _ ჯინსები და მაისური, სპორტული ფეხსაცმელი ალაგებულ საწოლზე დააწყო და გაშალა ნიამ.

ძმას კი ჰკითხა:
_ მოგწონს?
_ ფული საიდან?
_ გიზო მუშაობს. მაისური ბებომ გიყიდა, ფეხსაცმელი კი _ ზაქრომ.
_ არ იყო საჭირო!
ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია ნიამ ძმის ნათქვამი.
ტიტე მიხვდა. არ მინდა მე ამათი არაფერი, მაგრამ არც ამათი წყენინება მინდა.
_ გმადლობთ! _ თქვა ბიჭმა და გაიღიმა.
უცებ გაიხარეს ნიამ და ანეტამ.
ბიჭს გაეცინა ქალების ასეთ სიხარულზე.
_ მაცალეთ, ახლავე ჩავიცვამ!
ნია და ანეტა ფეხზე ადგნენ და დის გაბერილი მუცელი ახლა უფრო ნათლად შეამჩნია ტიტემ.
„ახალი ჟღარუნა მუსიკოსი დაიბადება ამ ოჯახში,“ _ დაასკვნა ბიჭმა და ტანზე ჩაიცვა. თითქოს ზომა აეღოთ მისთვის. ზუსტად მოერგო ტანსაცმელი ტანზე. მისაღებ ოთახში გავიდა ტიტე და ნიასა და ბებიას დაენახა ღიმილმორეული.


_ კარგია, უხდება!_მოიწონეს ქალებმა ბიჭი და თავისი ნაწვალები ერთად.
_ კი, მარა, შენ საიდან გქონდა, ანეტა, მაისურის ფული?
_ ვაგროვებდი.
_ ახლა დას ჰკითხა:
_ შენ?
_ გიზო მუშაობს. მუსიკალური სკოლის დირექტორია.
_ ოო, დიდი ხელფასი ექნება მაშინ!
_ ხელფასი _ ხუთასი ლარი. კეძო მოსწავლეებიც ჰყავს და ასე თვეში ათას ლარამდე ადის. მალე ნახმარი `ფორდი~ გამოგვყავს განვადებით.
_ გამდიდრებულხართ, აბა!
_ შენც გამდიდრდები, თუ გინდა!
_ ოო, ეგ მართლა მინდა!
_ გიზოს ძმას სარეკლამო ფირმა აქვს.
_ ეგ მერე ან არასოდეს! _ წამოიძახა ბიჭმა, სახლიდან წავიდა და გაქრა.

ქურდის მტერი

ბუკიას ბაღში დიდიან-პატარინად ყველა მას ელოდა. ბიჭის დანახვისთანავე ყველა ერთად მიესია, ზოგი ესალმებოდა, ზოგი რას ეკითხებოდა და ზოგი _ რას.

ტიტე პასუხობდა. უცებ მხარზე დაბალი კაცის ხელის სიმძიმე იგრძნო. მიხედა და გოგი ედგა გვერდში.
_ დანარჩენი მერე! _ ამაყად გამოუცხადა გოგიმ ამხანაგებს და უცებ ავტორიტეტად ქცეული ტიტე ჩვეულ სკამზე დასვა. პირველი თემო მიესალმა ტიტეს. წეროს მარტო ღიმილი ჰქონდა სახეზე. ამხანაგს აკვირდებოდა ბიჭი.

აინტერესებდა, შეიცვალა თუ არა ტიტე. მოეწონა თუ არა აქ ასეთი მიღება. ისევ წრე შეიკრა ტიტეს სკამის ირგვლივ და ყველა „ლაგერის~ ამბების მოსასმენად მოემზადა.
თავისი ისტორიის გარდა ყველაფერს მოყვა ტიტე. არც იქ დარჩენილი კიტას და ცხვიროს პრობლემა გამორჩენია და უფროსი ცხვიროს ,,რასკრუტკაც~ საქმედ გაასაღა. მშვიდი იყო და სასხვათაშორისოდ ყვებოდა მომხდარ საქმეს.
ბიჭებმა საბოზეთი მტრად გამოაცხადეს და ომი _ წმინდა საქმედ. მარტო წერო იყო ჩუმად. ტიტეს უსმინა და მიხვდა, რომ, რასაც მოყვა, მართალი იყო, მაგრამ რაღაც მაინც დამალა.

„ვნახოთ, პირისპირ რას იტყვის,“ _ გაიფიქრა მან და წრეზე მდგარ, ლაყაფში აჯანყებულ ბიჭებს თვალი აარიდა. „თუ ასეთი ცხოვრება და სახელი ირჩია, დამთავრებულია მაშინ ამისი კეთილი საქმე,“ _ გაიფიქრა წერომ და თემოს ჰკითხა:
_ რა ვქნათ?
_ აღვნიშნოთ! _ იყვირა გოგიმ.
_ გშია? _ სიცილით ჰკითხა მას თემომ.
_ მუდამ და არც ვმალავ.
ბიჭებს გაეცინათ.
_ ხინკალი თუ მოგენატრა? _ ჰკითხა გოგიმ ტიტეს.
_ ისე რა.
_ მწვადი?
_ გუშინ იმდენი მაჭამეს, რო...
_ გვაქვს ერთი საიდუმლო! _ აღნიშნა გოგიმ.
_ მაინც?
_ ამდენი ხანი გაძელი იქ და ცოტას ვერ მოიცდი?
_ წამო, წამო! _ გადაწყვიტეს ბიჭებმა და ბაღთან მდგარ წეროს მანქანაში ჩალაგდნენ.
_ ის ოთხთვალა სად არის? _ იკითხა ტიტემ.
_ ფოთში გადავიდნენ. სამსახური იშოვა იქ მამამისმა.
მანქანა მცხეთაში ჩავიდა და სვეტიცხოვლის ტაძრის წინ გაჩერდა. ბიჭები ეკლესიაში შევიდნენ და სანთლები დაანთეს. ტიტემ პაჟარას დაუნთო სანთელი და იქვე გაიხსენა, თვითმკვლელს ღმერთი არ შეუნდობსო. შესაწირავის ყუთთან შავებში ჩაცმული ხნიერი ქალი იჯდა.

ტიტე მივიდა და ჰკითხა:
_ თვითმკვლელზე წირვა თუ შეიძლება?
_ არა! _ უპასუხა ქალმა.
_ რატომ?
_ წესია ასეთი.
„მაშინ არც მე არ შემინდოს,“ _ გაიფიქრა ტიტემ და ქალს და ყუთს უხმოდ გაშორდა.
ტაძრის მერე გზისპირა რესტორანში შევიდნენ.
_ ხინკალი! _ დაიძახა გოგიმ.
_ ოი, ჰა ჰა ხი ხი! _ სიცილი აუტყდათ ბიჭებს.
_ მწვადიც! _ დაამატა ნათქვამს გოგიმ და სუფრა გაიშლა. სვამდნენ და ლაპარაკობდნენ. უმთავრესად ზონაში ცხოვრების წესზე, `წითლებსა~ და `შავებზე~. ერთნაირი გულგრილობით ლაპარაკობდა ტიტე ორივე „მასტზე~.
წერო საჭესთან იჯდა, არ სვამდა და ვერ გაეგო, რას აპირებდა ეს ბიჭი.

რა უნდა ეკეთებინა. ბოლოს პირდაპირ ჰკითხა:
_ აწი რას აპირებ?
_ ვერ გავიგე!
_ სწავლა გინდა თუ მუშაობა?
ტიტეს გაეღიმა და არაფერი უპასუხა.
არც ეს ღიმილი და არც ეს დუმილი არ მოეწონა წეროს. უცებ თითქოს უხილავი და გადაულახავი ზღვარი გაჩნდა მასა და ტიტეს შორის.
ბიჭები შეთვრნენ და ისევ გოგიმ თქვა:
_ ახლა კი მთავარი!
_ მთავარი რა არის? _ იკითხა ტიტემ.
_ ნახავ!
წერომ ფული გადაიხადა და უკვე მანქანაში ჩამსხდარ ბიჭებთან ერთად თბილისის გზას დაადგა. დიღმის გზაზე სასტუმროს წინ გააჩერა მანქანა და ბიჭები ახლა იქ შევიდნენ. „ქალები!“ _ გაიფიქრა ტიტემ.
_ პირველი შენ ირჩევ! _ ახარა ტიტეს გოგიმ.
ტიტე კი ლეიზე ფიქრობდა. ჰოლში სამი გოგო გამოვიდა. თითქოს სხვადასხვანაირად ეცვათ, თითქოს მაკიაჟიც არ ჰქონდათ ერთნაირი, მაგრამ ტყუპისცალებივით ჰგავდნენ ერთიმეორეს.

„სუნამო! ერთი სუნამო ასხია სამივეს,“ _ გაიფიქრა ტიტემ.
ყველაზე მაღალ გოგოს დაადო ხელი ტიტემ და ბიჭები თავ-თავიანთ ნომრებში შევიდნენ. მბჟუტავ ნათურას სხვა ნათურებიც დაამატა ტიტემ და ქალს ტანზე გაახდევინა. ბოლომდე დაათვალიერა ბიჭმა ქალის შიშველი ტანი. ასე ოცდაათი წლისა იყო ეს ქალი და რაღაცით დიასახლისს ჰგავდა. ბიჭმა უნებლიეთ ლეის შეადარა იგი. არა, ლეი გოგოა, ეს კი ქალია.
ტიტემ თვალებში შეხედა ქალს და მიმართა:
_ კითხვა მაქვს!
_ ვიცი, რა კითხვა გაქვს.
_ მაინც?
_ მე აქ ოჯახს ვარჩენ.
_ შვილი გყავს?
_ ქმარ-შვილი.
_ მერე, ის რას ამბობს?
_ იმასაც შია და მე ვაჭმევ.
ტიტემ ისევ ლეი გაიხსენა. ქალი კი ბიჭთან მივიდა.

_ ჯერ ფრანგული თუ სულერთია?
ქალმა ბიჭის ასო პირში ჩაიდო და ტიტემ ისევ ლეიზე იწყო ფიქრი. უცებ დაუარა ტანში ორგაზმმა. დაცლილმა აბაზანა იკითხა. ქალიც შეჰყვა და ორივემ შხაპი მიიღო.
_ კიდევ გინდა? _ იკითხა ქალმა.
_ არა.
ორივემ ჩაიცვა და გარეთ გავიდნენ. ტიტე ჰოლში დაჯდა, ქალი კი მოსაცდელ ოთახში დაბრუნდა.
_ ჯერ მიხმარა და როცა მოვწყინდი, ბორდელში ჩამაბარა. როგორც ცხადში, ისე დაინახა ბიჭმა ლეი.

სამმართველოში ნანახი ედიკაც გაიხსენა. „ოო, რა მახინჯი იყო ოხერი. დამპალი! აწი კი ცოტა აქვს ცოდვად დარჩენილი სიცოცხლის დღეები! არც ჩემს შენდობას ვთხოულობ. ცოდვა მთხოვ¬ნელს რჩება ვალში. ის კი, მორჩა, უნდა მოკვდეს! ოხერი და ნაბიჭვარი!“ უცებ აენთო. ჰოლში თემო და წერო გამოვიდნენ. გოგი კი არ ჩანდა.
_ ოო, ეგ დილამდე არ გამოვა! _ აბუზღუნდა თემო.

წერო გოგის ნომერთან მივიდა და კარებზე დაუკაკუნა.
_ მაცადეთ რა! _ იყვირა ბიჭმა.
_ სანამ ზედ არ დააკვდება, ეგ იმას თავს არ დაანებებს, _ აღნიშნა თემომ.
ტიტე მიხვდა, ბიჭებს ესწავლათ ასეთი ადგილები. წერო კი, თუ რამ ადრე ხდებოდა, ყველაფერს პაჟარას აბრალებდა. „კარგია არა, ჯოჯოხეთში,“ _ გაიფიქრა ტიტემ და თავის წინ მჯდარ წეროს თვალი თვალში გაუყარა.
გოგი გამოვიდა და ბიჭებმა დაისვენეს. მანქანაში ჩასხდნენ და საბურთალოზე გავიდნენ. დაემშვიდობნენ ერთიმეორეს და დაიშალნენ.
_ სად იყავი, შვილო! _ ჰკითხა კარებში ტიტეს ბებიამ.
_ იქ, სადაც პატიოსანი წერო სცოდავს და უხარია.
ქალმა ვერ გაიგო.

ბიჭმა არ აუხსნა ნათქვამი. დაღლილი და ძილმორეული ტიტე უცებ ჩაწვა ლოგინში.
XXXII თავი
ქუჩაში გამოსულ ტიტეს გარემო ნაცრისფერი ეჩვენა. დააკვირდა და თითქოს არაფერი იყო შეცვლილი. ქუჩა ხმაურობდა და დილის მზე სასიამოვნოდ ათბობდა მის სხეულს. ზონა გაიხსენა და მიხვდა, ის თავის სახლში დაბრუნდა და ძველის ნახვა აღარ აღანთებდა მის აღქმასა თუ გონებას. ბაღში სკამზე კი მის მეგობრებთან ერთად ორი უცხოც იჯდა. ტიტე სკამთან მივიდა და ყველას მიესალმა.
_ მე უთოს ძმაკაცი ვარ.

ლაშა მქვია. ეს კაცი კი მისი ბიძაშვილია, ზაზა, _ ბიჭებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ლაპარაკიც დაიწყო.
_ ერთი გვითხარი, ძმაო, რა მოხდა იქ?
_ ბევრი ცუდი რამ.
_ მაინც რა?
_ `პიდარი~ იყო ერთი, ციკლოპა ერქვა.

ქურდის მტერი

`ძაღლები~ იყენებდნენ. თუ დასჭირდებოდათ, `კაი ბიჭს~ საკანში შეუგდებდნენ და `ხმარობდა~ ის ოხერი, ვინც კი ხელში მოხვდებოდა.
_ მერე?
_ დაბრიდა ვიღაცამ ოხერმა და ატყდა ომი. მერე რა და როგორ მოხდა, მე კი არა, თვითონ ეშმაკმაც კი არ იცის.
_ უთოზე რა იცი?
_ მე კარცერში ვიყავი, უთო რო `რასხოდში~ გაუშვეს.
_ ციკლოპა ვინ `დაბრიდა~?
_ ერთი ზონიდან გაიქცა. ერთმა კი თავის თავზე აიღო.

ახალ `სროკზე~ მიდის ახლა.
_ ცხვიროს ეგ სტატია მოუხსნეს. ბეკოს საქმე ყოფილა ის მკვლელობა.
_ მე არ გამიგია. თქვენ საიდან იცით?
_ განაბია ამ საქმის ყურში. იმან მოიკითხა ეს საქმე.
_ ჰო, მაგდენი არ ვიცი!
_ შენ ვისთან ერთად ცხოვრობდი?
_ ყველანი ერთად ვიყავით. უთოც ჩვენს ოჯახში იყო.
_ დედა ჰყავს იმ ბიჭს. რამეს ხო არ ეტყოდი?
_ არა, აბა, რა უნდა ვუთხრა?!
_ ეგეც არის!
_ შენდობა არ ვუთხრათ? _ იკითხა ზაზამ.
_ ვუთხრათ, _ დაეთანხმა ლაშა და ხუთნი _ ორი სტუმარი, ტიტე წერო და თემო _ ახლოს მდებარე სახინკლეში შევიდნენ და მცირე სუფ¬რა გაშალეს. `ბოზებს~ აგინეს, `შავი~ ადიდეს, შესანდობარი დალიეს.

ტიტე უსმენდა, ეთანხმებოდა და ორივე ბიჭი ერთად ეკიდა, თან ცალ ფეხზე. წერო მიხვდა ტიტეს განწყობას. არც ამ ბიჭების ნერვიული ლაპარაკი არ ართობდა და უცებ თქვა:
_ სულის ხსენებას ქეიფად ნუ ვაქცევთ!
ბოლო ჭიქა არაყი დალიეს და დაიშალნენ.
ისევ ბაღში დაბრუნდა სამეული და ახლა გოგი დახვდა ტიტეს სკამზე. არყის სუნი იგრძნო ბიჭმა და ეჭვით იკითხა:
_ სად იყავით?
_ სახინკლეში!
_ მე?
_ უთოს ძმაკაცები იყვნენ. უთო და ზონის ამბავი გავიხსენეთ. არ გვიქეიფია, _ აუხსნა თემომ გოგის.
_ იქნებ მეც მაინტერესებს, რა ხდება იქ?!
_ რა ხდება და, ზოგს ხმარობენ, ზოგს კლავენ და არის ის, რაც არ უნდა იყოს.
_ მაინც რატო?
_ აბა, რა ვიცი! ვინ ვის რატომ მოსწონს, ან არ ეპიტნავება!
გოგი დაფიქრდა.
_ არა, მე ისევ აქ მირჩევნია.

თუნდაც ხინკალი არ იყოს.
უცებ სიცილი ატყდა. ნასვამი ბიჭები გულიანად იცინოდნენ. ბურთივით მრგვალ ბიჭს უყურებდნენ და სიცილიც აღარ წყდებოდა.
_ რა გაცინებთ? _ იკითხა გოგიმ და მოეწონა თავის ხუმრობაზე ასეთი გამოძახილი.
_ არა, ისე... _ ძლივს ამოთქვა ტიტემ.
_ მისმინე! _ უთხრა გოგიმ წეროს, _ ხო მიმიღებს მამაშენი სამუშაოზე?
_ კი, და თან _ დეგუსტატორად.
_ ზუსტად ჩემი საქმეა! _ აჭყივლდა გოგი.
_ კი, მარა, აკი ბიძაჩემთან ვიწყებ მუშაობასო?
_ ეჰ, იმაზე მეტი ააშენეს, ვიდრე იყიდება.
სამუშაოს ხსენებაზე ტიტეს ფული გაახსენდა.
_ შენთან საქმე მაქვს, _ უთხრა მან გოგის.
_ ვიცი!
_ მაშ, წამო!
_ წამო და წამო!
წერო მიხვდა, რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც მან არ იცოდა. ამან თუ გოგი ჩაითრია, მორჩა სქელოს საქმე.


_ რუსთაველზე გავიდეთ! _ მიაძახა ზურგში ბაღიდან მიმავალ ბიჭებს.
_ ეს მოვა, მე საქმე მაქვს! _ უპასუხა ტიტემ და ორივე გოგის ეზოში შევიდა.
_ ქვემოთ დაგელოდები!
_ მალე ჩამოვალ!
ტიტე სადარბაზოს წინ სკამზე დაჯდა და ფიქრი დაიწყო. „დღეს ლეის ვნახავ. რა ხდება უნდა გაირკვეს. მერე კი საქმე თვითონ იტყვის, რა და როგორ!“ ხუთ წუთში გოგი გამოვიდა სადარბაზოდან და ტიტეს პარკი მიაწოდა.
_ რაც დავხარჯე, დავაბრუნებ!
_ ხუთასი ლარი, არა?
_ ხო.
ტიტემ პარკი გახსნა და ასი ლარი ამოიღო. გოგის მისცა და თან თვალიც ჩაუკრა.
_ სულ ხინკალსა და ქაბაბში დავხარჯავ.
_ აბა, შენ იცი, არ გახდე!
_ მეგრელებმა ჭამის ფასი არ იცით და იმიტომ დამცინი!
_ მაინც?
_ აი, ჩვენ, კახელებმა, კარგად ვიცით, რომ საჭმელს თოხლი ჰქვია და კარგადაც ვსადილობთ.
_ ჰოო, მაგრები ხართ! ახლა კი წერო და თემო გელოდებიან.
გოგი ბაღში დაბრუნდა, ტიტე კი სახლში ავიდა. სამასი ლარი აიღო და დანარჩენი ფული საიმედო ადგილას დამალა. სახლიდან გავიდა და სასტუმრო `ხიბლს~ მიაშურა.

ნესტიანი და მძიმე ჰაერი იდგა აბანოში. ტიტე ბარში შევიდა და `მამაშამ~ უცებ იცნო სტუმარი.
_ შენ პაჟარას ძმაკაცი არა ხარ?
_ ეგრეა!
_ ის ამბავი მართალია?
_ ასეა.
_ საწყალი!
„საწყალი სხვა იქნება, ოღონდ ჯერ ცოტა მაცალეთ,“ _ გაიფიქრა ტიტემ და `მამაშას~ ჰკითხა:
_ ლეი სად არის?
_ ჯერ ადრეა.
_ აბა, რა ვქნა?
_ შამპანური ჩემს ხარჯზე! `მამაშა~ უბანში ახალ ლიდერს იმეგობ¬რებდა. კოჭებში ცნობდა `სროკგამოვლილი~ ქალი ასეთი ტიპის ბიჭს და გრძნობდა მის ძალას.
ტიტეს შამპანური დაუსხეს და ისიც ნება-ნება სვამდა სასმელს.
_ პაჟარას დედა დარჩა, არა? _ იკითხა ქალმა.
_ დარჩა.
_ ცოდოა ქალი!
_ გიას ვერ გავაცოცხლებ, მარა დედამისს მე მივხედავ!
_ ვაჟკაცი ხარ! _ შეაქო ქალმა ბიჭი.
ტიტე სვამდა. ქალი ელაპარაკებოდა და დერეფანში გოგოს ხმა გაისმა.
_ დავუძახო?
_ მე ლეი მინდა!
_ მოვა, იმან დაგვიანება არ იცის.
დიდი დრო არ გასულა და ლეიც შემოვიდა ბარში.
_ აი, გელოდება! _ უთხრა `მამაშამ~ და ლეიც ტიტეს მიუჯდა გვერდში.
ისეთი გულგრილი სახით უყურებდა გოგო ბიჭს, რომ ტიტე დაიბნა.
_ რა არის, ვერ მიცანი? _ ჰკითხა ბიჭმა.
_ კი! _ უპასუხა გოგომ.
_ მერე?
_ აქა ვარ.


სული შეეხუთა ტიტეს. ბარს თვალი მოავლო და `მამაშას~ ჰკითხა:
_ სასტუმროში მეტი ჰაერია, ალბათ.
_ ადით!
ტიტემ ფული ამოიღო ჯიბიდან და ლეის წაყვანის საფარური _ ასი ლარი მიაწოდა ქალს.
_ არა, დღეს `პრეზენტია~, _ უარი უთხრა ფულზე `მამაშამ~.
ტიტე მიხვდა, რა და რატომ იყო `პრეზენტი~. მადლობა თქვა და ლეისთან ერთად ავიდა `ხიბლის~ ნომერში. პატარა ოთახი და აბაზანა _ სულ ეს იყო აქაური ნომერი. ლეი საწოლზე ჩამოჯდა, ტიტე _ სავარძელში. კარგა ხანს უყურა გოგოს. თითქოს და, თოჯინა იდო ვიტრინაში.

გაუნძრევლად იჯდა ლეი საწოლზე.
_ იმ ამბის მერე სამმართველოში რა მოხდა? _ იკითხა ტიტემ.
გოგოს ხმა არ ამოუღია.
_ რა არის, ჩუმალა დაგემართა?
_ რაც აქ არ ხდება, ,,ის~ არც იქ არ ხდება.
ტიტე მიხვდა, ლეი წრეში `იხმარეს ძაღლებმა~ იმ დღეს.
_ ისევ უხდი იმას ფულს?
_ სანამ არ დავბერდები, არ ჩამომწერენ.
ტიტე მიხვდა, არ სიამოვნებდა გოგოს ეს მისი ლაპარაკი და ასე ამიტომ პასუხობდა. „იმის მისამართი რომ ვკითხო, შეიძლება `ჩამიშვას~. ისე უნდა გავარკვიო, რომ ვერ მიხვდეს.“
_ აქედან როდის მიდიხარ? _ იკითხა ტიტემ.
_ დილით, რვა საათზე.
ტიტემ ჭაღი ჩააქრო და აბაჟურის სინათლეზე უფრო ლამაზი გამოჩნდა ლეი.
_ გაიხადე! _ სთხოვა მან გოგოს და ისიც უცებ გაშიშვლდა. მაღალფეხება გოგოს ფართო ბეჭები და ვარდის კოკრებივით მკვრივი მკერდი ჰქონდა.

მრგვალი ლოყები კი ბავშვს ამსგავსებდა ლეის. „ამას რომ კაცი ბორდელში ჩააბარებს, ძაღლი არ უნდა ერქვას?! ხვადი ძუს არ დათმობს. ქაქია ის, ვინც არის და ჩავრეცხავ!“ _ ეს გაიფიქრა ტიტემ და ქალის სურვილი იგრძნო. ლოგინზე წამოწვა და ლეიც გვერდით დაიწვინა.

ქურდის მტერი

აკოცა და იქვე გეგმაც დააწყო, _ „სანამ კიდევ დამიჭერენ, ლეი ჩემთან იქნება.“ ეს აზრი მოეწონა და მთელი არსებით მიენდო ბიჭი გოგოს სურვილსა და სხეულს.
XXXIII თავი
ექვს საათზე სახლში იყო ტიტე. ისე, რომ ბებიის ბუზღუნისთვის ყური არ უგდია, უცებ გამოიცვალა სამოსი და სახლიდან გავიდა.
_ სულ გაველურდა ეს ბიჭი, _ მოესმა ბებიის ხმა ტიტეს და ლიფტისთვის არ მოუცდია, ისე ჩაირბინა კიბე.

პეკინზე ცდამ მოუწია. ტაქსი გააჩერა და მძღოლს ვაკეში გაყვანა სთხოვა. ჭავჭავაძეზე ჩამოვიდა და სხვა ტაქსში გადაჯდა. ახლა სასტუმრო `ხიბლთან~ მიიყვანა მანქანა და შენობის შორიახლოს მოპირდაპირე მხარეს გააჩერებინა. კარგა ხნის ლოდინის შემდეგ მძღოლმა იკითხა:
_ დიდხანს უნდა ვიდგე აქ?
_ რა ღირს შენი დრო?
_ საათი ათი ლარი!
_ გიხდი!
სასტუმროს ეზოდან გოგოებმა იწყეს გამოსვლა. „ბოზების სამუშაო დრო დამთავრდა,“ _ გაიფიქრა ბიჭმა და ლეი მოძებნა. ამოიცნო და თვალი გააყოლა.

მწვანე `ბეემვესთან~ მივიდა ლეი. მძღოლს რაღაც მისცა და თვითონ ტაქსის გაჩერებასთან მივიდა. „ჩემი ფულიც იქ არის,“ _ გაიფიქრა ბიჭმა და მძღოლს დაავალა `ბეემვეს~ გაჰყოლოდა.
_ რა ხდება? _ იკითხა ტაქსის მძღოლმა.
_ არც არაფერი!
მანქანა მანქანას ვაჟაზე დაეწია. იქიდან ნუცუბიძეზე გავიდნენ. ასე მესამე პლატოზე აუხვიეს და თოთხმეტსართულიანი სახლის ეზოში შესული მანქანა დაინახა თუ არა, ტიტემ ტაქსი გააჩერა. მძღოლი გაისტუმრა. სადაც ,,ბეემვეს~ მძღოლი შევიდა, იმავე სადარბაზოში შეირბინა და ლიფტის ხმა გაიგონა.

სირბილით აჰყვა ლიფტი მეექვსე სართულზე შეჩერდა. ტიტე ერთი სართულით ქვევით შედგა და კარების ხმაზე მიხვდა, მარცხენა მხარეს შევიდა კაცი ბინაში. იმავე წამს ზედა სართულზე ავიდა და ბინის ნომერი დაიმახსოვრა. ,,18’’ ეწერა ბინის კარზე. „აწი მე შენი დედა!..“ _ გაიფიქრა ტიტემ და უკან დაბრუნდა. ფერდობი ფეხით ჩამოიარა და ნუცუბიძეზე ტაქსი გააჩერა. ცხრა საათზე სახლში იყო ბიჭი.
_ სად იყავი? _ ჰკითხა ბებიამ.
_ ვვარჯიშობ, ანეტა?
_ არ მჯერა, შვილო! _ დარდით თქვა ქალმა.
ტიტეს გაეცინა და ისე იკითხა:
_ სად დევს ნიას `სკრიპკა~?
_ მისაღებში.
ტიტე ოთახში შევიდა, ვიოლინო ჩანთიდან ამოიღო და `სულიკო~ აამღერა.


_ სხვა აღარ გახსოვს?
_ მოცარტი, ბეთჰოვენი, ფალიაშვილი.
_ მარტო გვარები?!
_ არ მჭირდება და მაინც ვიცი. ზედმეტად მდიდარი კაცი ვარ! _ აუხსნა ტიტემ ბებიას საკუთარი განძის რაობა და თავის ოთახში შევიდა. ტანზე გაიხადა და ლოგინში ჩაწვა. პირველ საათამდე ეძინა ბიჭს. გაიღვიძა და ოთახის ჭერს მიაპყრო მზერა. „დანა უნდა ვიყიდო!“ _ ჩაიცვა და ბინიდან გავიდა. კიბეზე ჩაირბინა და ქუჩაში ტაქსი გააჩერა.

„მოდი, ჯერ ბინის საქმეს გავარკვევ,“ _ ურჩია თავის თავს და მძღოლს მშრალ ხიდთან გაყვანა სთხოვა. უამრავი ხალხი ირეოდა ხიდთან, ლაპარაკობდნენ, დაობდნენ. ერთიმეორეს ეცნობოდნენ და მალევე შორდებოდნენ. ტიტემ ახალგაზრდა მაკლერი შეარჩია და მასთან მივიდა.
_ სწრაფად თუ შეგიძლია მუშაობა? _ ჰკითხა მან მაკლერს.
_ აბა, ვგავარ ახლა მე მსუქან და ზარმაც კაცს? _ გურულად მოუქცია მაკლერმა და თვალი გაუსწორა ბიჭს.
ტიტეს გაეცინა.
_ რაი გაცინებს?
_ გურული ხარ?
_ აბა, გერმანელი რო ვიყო, რა მინდა ამ უსაქმურ და აბდალა ხალ¬ხში?!
ტიტეს სიცილი აუტყდა.
_ რაი ვთქვი ახლა მე ისეთი?! _ ვითომ ვერ გაიგო მაკლერმა ბიჭის სიცილის მიზეზი.
_ რა გქვია?
_ სოსიე ვარ მე, საბაშვილი!
_ მისმინე, თუ სოსიე ხარ და ბინას მიშოვი, წინასწარ ორმოცდაათ ლარს მოგცემ. მერე _ როგორც გეკუთვნის!
_ აუჰ, რანაირი ბაღანე ხარ შენ?
_ რა იყო?
_ სუ იცინი!
_ კარგი აბა, ბინას რო მიშოვი, შენი ხათრით ერთს ვიტირებ!
_ რა იყო, საფლავიზა გინდა, ა?
ტიტეს კიდევ გაეცინა და სოსიეს ორმოცდაათი ლარი მისცა.

ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და მალე საქმის მოგვარების პირობით კმაყოფილი მაკლერს გაშორდა. ფეხით ავიდა ტიტე თავისუფლების მოედანზე. მონკავშირის მაღაზიაში შევიდა და დანა იკითხა.
_ ყველა ვიტრინაში დევს და აირჩიე!
ტიტეს გაეცინა.
_ რა იყო? _ იკითხა ნოქარმა.
_ შენც გურული ხარ?
_ აბა, ვგავარ ახლა მე ობამას?
_ სოსიე ხო არ გქვია?
_ არა მინდიე ვარ, ფიცხელაიშვილი.
ტიტეს სიცილი აუტყდა.
_ რაი გაცინებს, ბიჭო, შენ?
_ გურულები მიყვარს ნამეტნავად!
_ ჰოდა, თუ მასეა, იყიდე მალე დანა და მორჩი აქანა ლიკლიკს!
_ ეს დანა რა ღირს?
_ ასი ლარი.
_ რა ამბავია?
_ `კრუპის~ დაზგაზეა ეს დანა გაჩარხული, ისე კი არ გეგონოს! გეიგე, რაფერ გითხარი?
_ შევარდნაძეც მაგ დაზგაზე ხო არ გყავთ გურულებს გაჩარხული?
_ ა, არა! აღარ არის მაი კაცი გურული, ჩამოერთვა!
_ რეიზა?
_ აღარ არის პრეზიდენტი და იმიზა! აბა, რავა! თუ ხარ კაცი, კი უნდა იყო მაშინ ბოლომდე კაცი!
ახლა კი მართლა ახარხარდა ტიტე და ასევე მოცინარ ნოქარს ასი ლარი მისცა. დანა ყუთში ჩადო მინდიემ და ტიტეს მიაწოდა. მოედანზე ტაქსი გააჩერა ბიჭმა და შინ მისული პირდაპი თავის ოთახში შევიდა.
_ ისადილებ? _ ჰკითხა ბებიამ.
_ არ მინდა! _ თქვა ტიტემ და ტანზე გაიხადა. ლოგინში ჩაწვა და გაოცებული ქალი სამზადში გავიდა.


რა არის ეს?! ღამე გარეთ დადის, დღე სძინავს. მამამისს ვუთხრა, რა შეიცვლება? ქალმა ვერ მოითმინა და რძალთან შევიდა ოთახში.
_ რა ვუყოთ ამ ბიჭს? _ ჰკითხა მოხუცმა რძალს.
_ თავი დაანებე! ფსიქოლოგს უთქვამს, სანამ მიზანს თვითონ არ მოძებნის და არ გაითავისებს, ნებისმიერი სახის ჩარევა უკუქმედებას გამოიწვევსო.
_ იმან რა იცის?
_ იმის პროფესია ეს არის და იმ დაწესებულებაში ათი წელია, რაც მუშაობს.
_ ესე იგი, რა, ხმა არ გავცე?
_ არ ვიცი. ზაქრომ კი თქვა, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვიღაცას ვიცნობ და როგორმე ისე უნდა შევახვედროთ ტიტეს ის კაცი, რომ ბიჭი ვერ მიხვდესო.
_ როდის და როგორ იქნება ეგ საქმე?
_ ნიას დაბადების დღეზე მოიყვანს ზაქრო იმ კაცს ჩვენთან. უცხო ხალხში ვინ ვის გამოარჩევს?!
ღამის თორმეტი საათი იყო. ტიტემ გაიღვიძა. ფანჯარაში გაიხედა და ფეხზე ადგა.

ჩაიცვა და დანა ქამარში გაირჭო. ქუჩაში ტაქსი გააჩერა და პლეხანოვზე გავიდა. აქ ახალი ტაქსი აიყვანა და პოლიციელის სახლთან მივიდა. `ბეემვე~ ადგილზე იდგა. მეექვსე სართულზე ავიდა და იმ კარზე დარეკა ზარი, რომელზეც ,,18~ ეწერა.
სახლის პატრონმა დააგვიანა კართან მისვლა და ტიტემ გარედან დაუგდო ყური. ტელევიზორის ხმა გაიგონა და ისევ დარეკა. ფეხის ხმას იქვე კითხვა მოჰყვა:
_ ვინ არის?
_ მეზობელი ვარ!
_ ასე გვიან?
_ თქვენი მანქანა გატეხეს!
_ რააა?
_ თქვენი მანქანა გატეხეს!
უცებ კარი გაიღო და ტიტემ მთელი ძალით, საოცარი სისწრაფით ყელში სთხარა დანა კაცს.

ტანითაც დაეჯახა და ყელგამოჭრილი უკან შეაგდო, წინკარში.

ქურდის მტერი

კარი მიხურა და დანა ახლა მუცელში ატაკა.
ორად მოიკეცა კაცი და ტიტემ ზურგშიც ჩასცხო. უსულოდ დაეცა სამგან დაჭრილი კაცის გვამი იატაკზე. ტიტემ კარი მიხურა და იეჭვა, კიდევ ხომ არ იყო ვინმე სახლში. ოროთახიანი ბინა უცებ ,,დაშმონა~. ცარიელი იყო ოთახები და ტუალეტი. „კარგია,“ _ გაიფიქრა ბიჭმა და ახლა ნივთები გაჩხრიკა.

კარადაში რაც კი რამ ნახა, ყველაფერი გარეთ გამოყარა. სამოსის ჯიბე და სარჩული ხელით გასინჯა. არაფერი არ იყო აქ მისთვის საინტერესო. მისაღებ ოთახში გავიდა. გასაშლელი დივანი იდგა ტელევიზორის წინ. დივანს სახურავი ახადა და ნივთები ამოაწყო. `კეისი~ დაინახა.

იმედი მიეცა და `კეისი~ გახსნა. ჩემოდანი სავსე იყო დოლარის შეკვრებით.
„რა მდიდარი ყოფილა ეს ცვედანი,“ _ გაიფიქრა ტიტემ და ახლა სხვა ნივთები ამოყარა დივანის სათავსოდან. შავ ჩანთაში რაღაც ახმაურდა. გახსნა და აბები შერჩა ხელში. `სუბოტექსი~ _ წაიკითხა ტიტემ „ლისტზე“ და მიხვდა, რატომ ჩააბარა ნაბიჭვარმა ლეი ბორდელში.
კიდევ რაღაც პარკი იპოვა დივანში ბიჭმა. მძიმე იყო. გახსნა და გაიხარა.

`შავხრომიანი~ ნაგანი და წითელი ყუთი იდო შიგნით. ნაგანი გასინჯა. `ბარაბანი~ სავსე იყო ტყვიებით. ყუთშიკი ბრილიანტისთვლიანი ოქროულობა ეწყო _ ბეჭედი, საყურე, გულსაკიდი. „ამას სხვა იარაღიც ექნება,“ _ გაიფიქრა ბიჭმა და წინკარში გავიდა. გვამი გასინჯა და ქამარში `მაკაროვი~ უპოვა. „ამით რომ ამიყვანონ, საქმეს არც გამოიძიებენ, ისე დამხვრეტენ,“ _ გაიფიქრა ბიჭმა და `მაკაროვი~ ისევ ქამარში გაურჭო გვამს.

„წინკარში ამის დატოვება ფაქტია,“ _ იაზრა ტიტემ და სამზადში გაათრია მოკლული. ეჭვი გაუჩნდა და დივანი ისევ გაჩხრიკა, სათავსოში საბუთები იპოვა. გადაშალა და წაიკითხა. სულ ქალების პასპორტები იყო. ლეის პასპორტი მოძებნა, ისიც აქ იყო. ოო, რა ნაბიჭვარია! გაბრაზდა ტიტე. სხვა რამ საინტერესო ვერ იპოვა და რაც ჰქონდა ის შეაფასა: „ნარკოტიკი რა ოხრად მინდა! ოქრო უნდა დავმალო! პასპორტებიც არ მინდა.

დოლარი კი კარგია! ნაგანი _ მარსის საჩუქარი! ანაბეჭდი?“ _ გაიფიქრა და ადვილად მიხვდა, რაც უნდა ექნა. სამზადში გავიდა, გაზქურა აანთო და მაცივრიდან არაყი გამოიღო, სამზადსა და წინკარში პარკეტზე მოასხა, რაც სახლში ჟურნალი და გაზეთი იყო, სამზადში შეიტანა და გაზქურას ნელ-ნელა შეუნთო. მალე აბრიალდა ცეცხლი და იატაკზეც გადავიდა. ბიჭმა დანა გარეცხა და გაამშრალა. შემდეგ კარადაში სხვა დანა-ჩანგალთან ჩადო და დამწვარი ლინოლეუმის ხრჩოლაზე მიხვდა, თუ არ იჩქარებდა, თვითონაც აქ ამოიწვებოდა. `კეისი~ და ყუთი პარკში ჩადო და ხელში დაიკავა. ნაგანი ქამარში გაირჭო და კარებთან მივიდა.

სადარბაზოს მიუგდო ყური. ხმა არ ისმოდა გარედან. ფრთხილად გავიდა ბინიდან, უხმაუროდ მიკეტა კარები და ლიფტს არ დალოდებია, ისე, ფეხის წვერებით ჩაირბინა კიბეზე. ეზოშიც არავინ იყო. „ჩემი ღამეა,“ _ გაიფიქრა ტიტემ და ფეხით ჩაიარა პლატო. ნუცუბიძეზე ტაქსი გააჩერა და ვერაზე გავიდა. ისევ გამოიცვალა ტაქსი და სახლში დაბრუნდა.

კარზე ზარი დარეკა და ნივთები კედელთან დააწყო ისე, რომ ვერ დაენახათ. როგორც ელოდა, ანეტამ გაუღო კარი.
_ სადა ხარ? _ ჰკითხა და სახლში შებრუნდა. ტიტემ უცებ აიღო ნივთები და პირდაპირ აბაზანაში შევარდა. სინათლე აანთო და `კეისი~ გახსნა. ყველანაირი კუპიური იდო _ ათიანი, ასიანი _ და რომ დათვალა, ასი ათასი დოლარი ჰქონდა უნიტაზზე ჩამომჯდარ ბიჭს მუხლებზე დაწყობილი. ახლა ოქრო შეამოწმა.

იცოდა, ძვირფასი იყო, მაგრამ რა ღირდა, თვითონ ვერ შეაფასა ნივთები. „არა, ამის გამოჩენა ასი წელი არ იქნება! ვერც ლეის ვაჩუქებ! მასე ნაღდად დავიწვები! ნაგანი გასინჯა. აი, ეს კი მესმის!“ _ გაიფიქრა მან და გივი გაიხსენა. „დაგენძრა~ ქაქანში ფულის მქაჩველო და პაჟარას მოსამართლევ! „ავად ვარ, ცოტა დამითმეთ!~ _ გაახსენდა ტიტეს განაბის ნათქვამი. უთოს კი პაჟარასთვის ხელი გაარტყმევინა. დედა! _ უცებ გაახსენდა პაჟარას დედა და მისთვის ფულის მიცემა გადაწყვიტა. „უნდა მივცე, მაგრამ ისე, რომ ვერ მიხვდეს, ფული ვისგან არის.

ის ქალი ჩემგან ფულს არ აიღებს,“ _ დაწყობილი გეგმა მოიწონა და `კეისი~ და ცელოფანის პარკი აბაზანის ქვეშ კედლამდე შეტენა. აბაზანის ოთახს თვალი მოავლო. „აქ მე მოწმე არა მყავს,“ _ გაიფიქრა ბიჭმა და უნიტაზში წყალი ჩაუშვა. ნაგანი ქამარში დამალა და თავის ოთახში გავიდა. გაიხადა, ლოგინში ჩაწვა და ხელში ნაგანი ატრიალა. ძილი მოერია. იარაღი ბალიშის ქვეშ დამალა და იქვე დაასკვნა, _ „ასე ცხოვრება საინტერესოა.

ესე იგი, კარგია. თან ბოროტ ხალხს მოვიშორებ და თან კეთილ საქმესაც გავაკეთებ. ჯერ ლეის გამოვიყვან იმ ჯოჯოთა სამყოფიდან. პაჟარას დედას კი ისე ვარჩენ, თავი ცხრა ვაჟის დედა ეგონოს!“ ამ ფიქრში რული მოერია და ვით უცოდველ ბავშვს, გაუნძრევლად ეძინა ბიჭს მთელი ღამე.
XXXIV თავი
_ ტიტე, გაიღვიძე! ტელეფონზე გირეკავენ!
ბიჭმა თვალი გაახილა და ბალიშის ქვეშ ნაგანის ტარი მოსინჯა. „აქ არის ჩემი ახალი ძმა,“ _ გაიფიქრა მან და იქვე მიხვდა: ეს ამათ არ უნდა ნახონ. საწოლქვეშ გადამალა ნაგანი და წინკარში გავიდა.
_ გისმენთ! _ ჩაძახა ყურმილს.
_ სოსიე ვარ.
_ ა, ბინა!
_ კი, ძამა, გიშოვე ბინა და კაი უბანში, მარა ძვირია. შენც იცი, ალბათ, რა ოხერი ხალხი ცხოვრობს ვაკეში?!
_ რამდენი უნდა?
_ სამასი ლარი.

და მეც ასევე!
_ ჰოო, ბევრია!
_ კაი ავეჯი გვაქო.
_ ერთი, თუ ძმა ხარ, იმ ხალხს ჰკითხე, იმ ბინაში რო ავეჯი დგას, იმ ავეჯმა ლაპარაკი თუ იცის-თქო.
_ შენ რა, ძამია, გურულს მასხარაობაში მეჯიბრები?
„ბინა არ დავკარგო,“ _ გაიფიქრა ტიტემ და უცებ დაეთანხმა მაკლერს:
_ კაი, სოსიე, ვიხდი, რაც არის!
_ აგაშენა, ძამა, ღმერთმა! პირველ საათზე ვაკის პარკთან იყავი!
_ კარგი, კარგი! _ იქვე შეთანხმდნენ; კლიენტი და მაკლერი.
ტიტე თავის ოთახში დაბრუნდა. კარები მიხურა და საწოლის ქვეშიდან ნაგანი გამოიღო. უცებ მტვრიანი იარაღის დანახვაზე ეჭვი გაუჩნდა. ცუდად ხომ არ მოექცა ის თავის ახალ `ძმას~! იარაღი გაწმინდა, ლულაზე აკოცა და ხმამაღლა უთხრა ნაგანს:
_ ამაღამ შენ იმუშავებ პაჟარას ,,ვენდეტის~ აღასასრულებლად! _ ერთი წამით დაფიქრდა და იქვე დააამატა, _ „ეჰ: გივი, გივი! ამაღამ დაგერხა და ვეღარ გიშველის სახელი და შენი საძმოს მიერ შექმნილი კერძო კანონები! განაბზე ხელის დარტყმა არ შეიძლება, არა? ეს რატო, ა?“ _ ამჯერად საკუთარ თავს ჰკითხა ტიტემ ამ კანონის წესისა თუ შინაარსის შესახებ. მაშინვე ადგილი მოძებნა იარაღის დასამალად. ვერცერთ კუთხეს ვერ ენდო.

აბაზანის ოთახი გაიხსენა. არა, იქ ნესტია და ახლა ფულზე დაიწყო ფიქრი. „სანამ ვაკეში წავალ, პაჟარას დედას ფული უნდა მივცე. მართალია, ჩემგან ფულს არ აიღებს.

ქურდის მტერი

ავდგები მეც, რაღაც თანხას კონვერტში ჩავდებ და ფოსტის ყუთში ჩავუგდებ. მაინც ელის ის ქალი ქმრის გზავნილს. ჯანო ჯგერენაია, ასე მივაწერ კონვერტზე და მორჩა!“ ჩაიცვა.

იარაღი ცხვირსახოცში გაახვია და კარადის თავზე, სულ უკან დამალა. ბინიდან გავიდა და ბებიას ხმა მოესმა:
_ საით?
_ ლომებზე სანადიროდ!
_ იყავი შენ იქ და აღარ გინდა მეტი იქ მოხვედრა!
ტიტემ ჯიხურში კონვერტი და კალამი იყიდა. შიგ ფული ჩადო, ჯანო ჯგერენაია წააწერა კონვერტს და პაჟარას სახლში მივიდა და `ჯგერენაიას~ გვარით აღნიშნულ საფოსტო უჯრაში კონვერტი ჩააგდო და სადარბაზოდან გამოვიდა. პაჟარას შეეხმიანა თავის ფიქრსა და წარმოსახვაში: „ამაღამ გივის შემოგწირავ, ძმაო!“ ძალა და ხალისი იგრძნო ბიჭმა ტანში. კარგ ხასიათზე დადგა და ბუკიას ბაღში შევიდა.
ტიტე დაინახეს და წამით შეწყდა სკამზე მსხდარი ბიჭების საუბარი. ტიტე მიხვდა, მასზე იყო ახლა იქ ლაპარაკი.

ახლოს მივიდა და იკითხა:
_ რა არის, რას მიმალავთ?
_ არ ვმალავთ და არც ის არ ვიცით, სად დადიხარ და რას აკეთებ! _ უპასუხა წერომ.
_ სულ აქ არა ვარ?
_ არა, აქ არა ხარ და უცხოც გახდი!
_ ვა, უნარ-თვისებებში გასწავლეს კაცის ამოცნობა?
_ ძმაკაცი ვარ და ისედაც გიცნობ!
_ კაი, ძმა! აგერ ვარ და რაც გინდათ, ის ვაკეთოთ!
_ ისწვალი თუ იმუშავებ?
_ ოო, მე მგონი, შენ ძმაკაცი კი არა, მამაჩემი გგონია შენი თავი!
_ შენ თქვი, რა გინდა! _ მხარი აუბა წეროს თემომ.
_ ვიცი? არ ვიცი, რა მინდა!
_ ვინც ეძებს, ის პოულობს!
_ მაინც?
_ მე ბიზნესი მინდა, შენ?
ტიტეს ნაშოვნი ფული გაახსენდა და ახალი აზრი გაუჩნდა:
_ შენთან საქმე მაქვს! _ უთხრა მან წეროს.
_ თქვი!
_ ეს მერე.
_ ახლა ვინ გიჭერს?
ტიტემ ბოდიში მოუხადა ბიჭებს და წერო გვერდზე გაიყვანა.
_ მისმინე! _ უთხრ მან მეგობარს, _ ცოტა ფული მაქვს, მამაშენს რომ ვუთხრათ, საქმეში არ ჩამადებინებს?
_ ფული საიდან?
_ მაჩუქეს!
_ რამდენი?
_ ასი ათასი დოლარი!
წერო გაშრა. ერთ წამში კი მტკიცედ უთხრა:
_ ასეთ ფულს მამაჩემი საქმეში არ მიიღებს. ის ბიზნესშია და ცუდი ფული არ უყვარს. მე კი ასეთი რამ მითხრა: ყველაფერში შენთან ვარ, მაგრამ, თუ მოიპარავ ან ნარკოტიკს გაიკეთებ, სასამართლო რა არის, იქაც კი არ მოვალ შენს სანახავადო. ის კი ისეთი კაცია, რადგან მითხრა, გააკეთებს კიდეც.
_ ბოდიში ბატონო! და, არავის არ უთხრა, რაც გაგანდე!
_ როდის მითქვამს მე შენთვის სხვისი საიდუმლო, შენი ნათქვამი რომ სხვას ვუთხრა?!
ბიჭები სკამთან დაბრუნდნენ. თემო და გოგი მიხვდნენ, რაღაც აღარ იყო მთლად კარგად საქმე.

გოგიმ ძველი ხუმრობა მოიშველია:
_ თუ არ მაჭმევთ, იცოდეთ, გავხდები და გავხმები!
_ მაინც, რა უფრო გინდა? _ ჰკითხა წერომ.
_ ყველაფერი და ხაშლამაცა!
ბიჭებს ძველ ხუმრობაზე არ გაეცინათ.
_ წავედით! _ თქვა წერომ და საძმო სადილზე დაპატიჟა.
_ მე საქმე მაქვს! _ უარი თქვა ტიტემ.
_ მაინც? _ ჰკითხა წერომ.
_ ბინა ვიქირავე და შეხვედრა მაქვს.
ბიჭები წეროს მამის რესტორანში წავიდნენ. ტიტე კი ვაკის პარკთან გავიდა.
ჩია ტანის გამხდარი ქალი ახლდა თან სოსიეს.
_ ე, მოვიდა! _ უთხრა კაცმა ქალს ტიტეს დანახვაზე.
ქალმა ბიჭს შეხედა. რაღაც მკაცრი და ძლიერი დაინახა მის მზერაში. უცხო რამ იგრძნო და ქალი შეშინდა.


_ იქნებ სხვა გვენახა? _ ჩურჩულით ჰკითხა მან მაკლერს.
_ შენს ჩიტის ბუდეში არწივი არ დაეტევა! _ მკაცრად აუხნა მას სოსიემ.
ქალი გაჩუმდა. სამივე ერთიმეორეს მიესალმა და ვაკის პარკის წინ მაღლივი კორპუსის სადარბაზოში შევიდნენ. ერთოთახიანი ბინა, აფთიაქივით სუფთა და წკრიალა იყო. თითქოს ბრწყინავდა. ბინის ასეთი მოვლა მარტო შინაბერა ქალებმა იციან, თავის ბუნებიდან გამომდინარე. დგამი _ გასაშლელი დივანი, „სტენკა~, მაგიდა, ოთხი სკამი და, მორჩა ამ ბინის მთელი სიმდიდრე.


_ საბუთი? _ იკითხა ქალმა.
_ ერთ თვეში ავიღებ და მოგართმევთ.
_ რატომ ერთ თვეში?
_ ერთ თვეში თვრამეტი წლის ვხდები.
ქალმა მაკლერს შეხედა.
_ არ არის ახლა კაპრიზის დრო. შენ კი ფული გადაიხადე! _ უბრძანა სოსიემ ტიტეს.
ბიჭი რაღაცას მიხვდა და რაც ჯიბეში ფული ჰქონდა, სულ ამოიღო.
_ ორი თვის წინასწარ! _ უთხრა მან ქალს და ფული მიუთვალა.
გაოცდა ქალი, პატარა ბიჭის ხელში ამდენი ფული რომ დაინახა.
_ მე? _ იკითხა სოსიემ.
ტიტემ მასაც ცოტა მეტი ფული მისცა და ქალმა გასაღები მიაწოდა მისთვის უკვე შიშისმომგვრელ არსებად ქცეულ ბიჭს.
_ თუ შეიძლება, არ იხმაუროთ რა! _ ძლივს ამოთქვა ქალმა და იქვე გადაწყვიტა, რომ ეს ბიჭი ნამდვილად განგსტერი იყო და თუ ხმას ამოიღებდა... აზრის დამთავრების შეეშინდა და უცებ გაიქცა თავისივე კუთვნილი ბინიდან.
ტიტემ ბინის პატრონი და მაკლერი გაისტუმრა. ბინა დაათვალიერა.

სუფთაა, კარგია და ასეც მინდოდა.
დივანზე წამოწვა და ფიქრს მიეცა: „ამაღამ გივის....“ _ უცებ გაიაზრა: „სახეზე მიცნობს, ნიღაბი მჭირდება!“ ფეხზე წამოხტა და ბინიდან წავიდა. სპორტულ მაღაზიაში მივიდა და ნაქსოვი ქუდი იყიდა. უკან დაბრუნდა და უჯრაში მაკრატელი იპოვა. ქუდის კიდე ჩამოშალა და სათვალე ამოჭრა.
იარაღი გაიხსენა იქვე და ახლა სახლში დაბრუნდა.
_ ანიუტ, ანეტა! _ მიეფერა ბიჭი ბებოს და თავის ოთახში შევიდა. ნაგანი მაისურის ქვეშ დამალა და ისევ გავიდა სახლიდან.
_ რა ხდება? _ მიაძახა ბიჭს ქალმა.
_ ლომი ხაფანგში გაება და ახლა ტყავი უნდა გავაძრო!
ქალმა რაღაც ცუდი იგრძნო, მაგრამ შვილიშვილი აღარ ჩანდა მოხუცის ხმის მისაწვდომ მანძილზე.
ტიტე ახლად ნაქირავებ ბინაში მივიდა და დივანზე წამოწვა.

„ის საქმე გვიან უნდა გავაკეთო. ისე, რომ არვინ გაიგოს.“ ბანაკი გაიხსენა. „საიდუმლომ მომაგებინა მე იქაური ომი. ერთმა კაცმა ჯოჯოხეთში ეშმაკებისთვის დიდი ცეცხლი დავანთე და ისე, რომ თვითონ ეშმაკები ამოვხრუკე იმათ კუთვნილ ქვაბში.“ `ძაღლი~ გაიხსენა _ „ხმის ამოღება ვერ მოასწრო! ნაბიჭვარი თან ქალებს ყიდდა, თან _ ნარკოტიკს, მხარზეც ,,პაგონი~ ეკეთა. განაბი პატარა ეშმაკია, ძაღლი კი _ დიდი,“ _ დაასკვნა ტიტემ და სიცილი აუტყდა. დიდხანს იცინა ასე თავისთვის. როგორც იყო, დაიცალა და დაწყნარდა.

„ჯერ ადრეა. ცდა და ფიქრი კი მღლის. სჯობია, ახლა დავიძინებ და ღამე უფრო ყოჩაღად ვიქნები.“ _ ეს აზრი მოეწონა. გვერდი იცვალა და თვალი დახუჭა. ჯერ ოთხი საათი არ იყო და დაღამებამდე დიდი დრო ჰქონდა.
XXXV თავი
შუაღამით გაიღვიძა ტიტემ. ბნელოდა. ქუჩიდან მანქანის უწყვეტი ხმაური ისმოდა და ისიც მიხვდა, ჯერ კიდევ ადრე იყო.

„დღეობაზე მივდივარ და კარგად უნდა მოვემზადო,“ _ გაიფიქრა ბიჭმა და თავს მიხედა. შხაპი მიიღო და სველიღა მიხვდა, არც პირსახოცი ჰქონდა და არც სხვა რამ სამოსი. ტიტველი და სველი ოთახში გავიდა.

ქურდის მტერი

სუფრის გარდა ვერანაირი ქსოვილი ვერ იპოვა. რაც არის, არის, თქვა თავისთვის და სუფრით გაიმშრალა ტანი. ჩაიცვა და ნაგანი აიღო ხელში. ალბათ, მეათედ გასინჯა იარაღის მჭიდი.

ტყვიის ოქროსფერი თავები თითით გადაწმინდა და იარაღი ნიღაბში გაახვია. ქამარში გაირჭო და სარკეში ჩაიხედა. ვარ რა! _ უთხრა თავს და ბინიდან გავიდა. ქუჩაში ტაქსი გააჩერა და თავი კანდელაკის ქუჩაზე გააყვანინა. ლისის ტბის აღმართთან ჩამოვიდა მანქანიდან და აქედან ფეხით გაუდგა გზას. კანტიკუნტად მოძრაობდა ქუჩაში მანქანები. ეს კარგად ენიშნა ტიტეს და იმაზე დაიწყო ფიქრი, რა და როგორ მოხდებოდა.

„კარებს, ალბათ, ბალუ გამიღებს. სტუმარი რომ ჰყავდეთ? არა, ჯერ უნდა დავზვერო. კედელზე გადავალ, ვნახავ, რა ხდება, მერე კი ვიმოქმედებ. თუ დამინახეს და, ჩემი ახალი და ერთგული `ძმა~ აქ არ არის?!“ _ გაიფიქრა ტიტემ და ხელის მოჭერით მოსინჯა იარაღის ტარი. გზა აიარა და კედელზე შეხტა. არავინ იყო და ეზოში ჩახტა. სახლის კართან მივიდა და ყური უგდო ბინას.

ჩამიჩუმი არ ისმოდა შიგნიდან. „რაო, რა, უკვე სძინავთ?“ _ იკითხა საკუთარ თავში ბიჭმა და ცას ახედა. მთვარე და ვარსკვლავები ანათებდა ცის ლურჯნარევ კაბადონზე. თავზე ნიღაბი ჩამოიცვა, ხელში ნაგანი დაიჭირა და უცებ გაიხსენა ,,მაიგერი~. კინგ ბოქსინგის პოზიციაში ჩადგა და კარგად ნასწავლი დარტყმა ადვილად შეასრულა უძრავ კარზე. უცებ ლიწინით დაიმტვრა საკეტი.
_ ვინ არის? _ გაისმა ყვირილი და ტიტემ ,,შუსტრიაკი~ ბალუს ხმა ამოიცნო ამ ძახილში.

ბიჭი ბინაში შევარდა და ოთახიდან საცვლების ამარა გამოვარდნილ ბალუს შიგ გულში ესროლ ტყვია. ზუსტად გარტყმულმა ტყვიამ ადგილზე მოცელა დათვივით ბამბურა კაცი. ტიტემ იცოდა, სადაც იყო გივის ოთახი და ახლა იქ შევარდა. ცარიელი დახვდა ბიჭს ოთახი. თუმცა რაღაც მაინც მოძრაობდა. ტიტემ ანარეკლის ციაგი იგრძნო და კარადის კარს ჰკიდა თვალი. თითქოს კანკალებდა მისი ანარეკლი კარის სარკეში.

„აი, აქ არის!“ _ იაზრა მან და ერთი ნახტომით, მისწვდა კარადას. ერთი დაქნევით გამოგლიჯა ჩარჩოს კარები და ოთხად დაკეცილ გივის ქეჩოში ჩაავლო ხელი. კარადიდან გამოათრია და გივი აჭყიპინდა:
_ აარა, არ მომკლა! თქვენი ვარ! ჩიტოს ბრალია ანზორას არაქურდად დატოვება. მე უმრავლესობას დავემორჩილე. არ მინდოდა მე ანზორაზე `ობშიაკის~ ახევა!
ტიტე უცებ მიხვდა, ვიღაც არაქურდად დატოვეს და ამას კი ტიტე „კილერი~ ეგონა.
_ აბა, შენ რატო გაქ ის `ობშიაკი~, პროჭო! _ სისინით იკითხა ტიტემ.
_ იმათ დატოვეს, მე არ მინდოდა!
„ამას თუ მოვკლავ, ერთი იქნება. თუ ცოცხალს დავტოვებ, ერთიმეორეს დაჭამენ.

დაე, ბევრი იყოს მკვდარი!“ _ ეს გაიფიქრა და იკითხა:
_ ფული სად არის?
_ `ობშიაკის~ ფულს შავი გაგების კაცი ხელს ვერ ახლებს!
_ მალე, თორე გაგიხეთქე პ-ჭი!
_ არა `ობშიაკს~ ვერ მოგცემ, მომკლავენ ოხრები!
ყურის ნიჟარაზე დაადო ნაგანის ლულა ტიტემ და ჩახმახს თითი გამოჰკრა. ნიჟარაწაცლილი და დაყრუებული კაცი ძირს დავარდა.
ტიტემ კარადაში შეიხედა და დიდი ყავისფერი ჩანთა მოხვდა თვალში. ჩანთა გამოიღო. მძიმე იყო. გახსნა და გაოცდა. კინოში ენახა მას ამდენი ფული.

`განაბს~ გახედა და ზუსტად მიხვდა, აი, რატომ დარჩა ანზორა არაქურდად. ბიჭმა ისევ დაკეტა ჩანთა და წიხლი ამოარტყა განაბს.
_ რატო მირტყამ?
_ იცი არა, ის საქმე როგორც უნდა დაამთავრო?
_ რა გინდა?
_ ერთ კვირაში ანზორა ისევ `განაბია~!
_ კი, ჯიგარო! _ დაეთანხმა `განაბი~ ბიჭს და ტიტე სახლიდან წავიდა. ამჯერად კარი გააღო და ისე გავიდა ეზოდან, პირდაპირ ნაძვნარში შევარდა და ლისის ტბის მოვლითი გზით დაბრუნდა ქალაქში. გზაში თანდათან მძიმდებოდა ჩანთა. „ნეტა რამდენია აქ, ა?“ _ გაიფიქრა ტიტემ და ძლივს მოუარა ტბას ირგვლივ. გზაზე გასვლის წინ ნიღაბი მოიძრო სახიდან და ტბაში ჩაძირა.

პლატოს აღმართ-დაღმართებით იარა, ნუცუბიძეზე ტაქსი გააჩერა და ვაკის პარკთან ჩამოვიდა. ორასამდე მეტრი აქ იარა ფეხით და ბინაში შესული დივანზე მოწყვეტილი გაიშალა. ცოტა ხანს უძრავად და უაზროდ იწვა ბიჭი ლოგინზე. ფიქრმა წაიღო და დივანზე წამოჯდა.
„იქნებ ისიც უნდა მომეკლა, ა? ვაი და, მიხვდა, რომ ანზორას მიგზავ¬ნილი არა ვარ?! აწი ასე მარტო აღარ იქნება, მარა ,,ობშიაკი’’თუ არ დაიბრუნა, მორჩა მაგის `ყომარი~! მე?“ _ ჩაეკითხა ტიტე თავის თავს და იქვე გაიფიქრა: „ეჭვი შიშისაა. მთავარი კი ის არის, რომ არავინ იცის ჩემი ეს საქმე და ვერც ვერასდროს გაიგებს. ფული!“ _ უცებ იაზრა ტიტემ და ჩანთა მაგიდაზე დადო.

გახსნა და ფულის ამოწყობა და თვლა დაიწყო. მთელი ღამე თვლიდა და კინაღამ ზედ დაეძინა. ნახევარი მილიონი დოლარი იდო ჩანთაში. „არა, ქურდები უფრო მდიდრები ყოფილან, ვიდრე ძაღლები,“ _ გაიფიქრა ტიტემ და ფული ისევ ჩანთაში ჩააწყო. ამდენი ფულის ერთად შენახვა არ იქნება, _ თქვა და გადაწყვიტა, ფული გაეყო და სხვადასხვა ადგილას დაემალა. საათი არ ჰქონდა. გარეთ გაიხედა.

სინათლის სხივი შეჰპარვოდა ღამის ბნელს. „ხვალ საათს ვიყიდი!“ _ დაგეგმა ბიჭმა და დივანზე მიწვა.
„პაჟარას `მაგიერი~ ავიღე,“ _ ამუშავდა ტიტეს ტვინი. „ფული?“ _ გაჰკრა ეჭვმა გონებაში, _ „იქნებ ფული არ უნდა ამეღო? არა, რადგან პატიებაზე უარი ვთქვი! ყველა ცუდი საქმე ჩემია, გარდა ბოზობისა, და ამ აზრს არასდროს აღარ შევიცვლი. ცუდია განა `სუტენიორისა~ და `ბარიგა ძაღლის~ მოკვლა?! ან ლაყაფსა და ძარცვაში ნაშოვნი ფულის წართმევა?!„ „ავად ვარ! ცოტა ფული სამკურნალოდ დამითმეთ!~ _ გაიხსენა ტიტემ გივის ,,ბაზარი’’ და ავად გაეღიმა. „აი, ახლა, გივი, მართლა ავად ხარ და შენი ძმების, ქურდების ,,პრესიც~ არ აგცდება. ვნერვიულობ,“ _ გაიფიქრა ტიტემ და წეროსთვის განდობილი ფულის არსებობა გაიხსენა. „არა, ის არასოდეს...“ _ გაიფიქრა მან და მიხვდა, ახლა ფიქრს ძილი ერჩია.


XXXVI თავი
გაიღვიძა თუ არა, მაშინვე ფულზე დაიწყო ფიქრი. ბალუ და გივიც გაიხსენა და მიხვდა, კაი `შტუკა~ გამოვიდა გუშინ. „რა ვუქენი? `განაბი~ განწირულია!“ _ გაიფიქრა და გაიცინა. „ახლა კი ფულს უნდა მივხედო! ჯერ ჩანთები მჭირდება! თან მშია.“ ხელ-პირი დაიბანა და გაახსენდა, სხვა ნივთებიც, ბევრი სჭირდებოდა. გარეთ გავიდა და ტაქსით დიდ უნივერმაღში მივიდა. ოთხი ჩანთა, პირსახოცი, ცხვირსახოცი, საპონი, შამპუნი, საათი, რაც კი რამ გაიხსენა, ყველაფერი იყიდა. შინ დაბრუნდა და ნივთები თავიანთ ადგილებზე დააწყო.

მერე გუშინ ნაშოვნი ფული გამოიტანა და ჩანთებში გაანაწილა. ოთხივე ჩანთა გაავსო და კითხვაც გაუჩნდა: „სად დავმალო? ერთი _ მარტყოფში აგარაკზე. იქ მიტოვებული ეკლესიაა. იქაც შეიძლება! ერთს აქ დავტოვებ. აბაზანის ქვეშ დავმალავ, როგორც სახლში. სარდაფში `სკრიპკა~ არ მოუპარავთ. ერთსაც იქ, ძველი ავეჯის ქვეშ დავმალავ.

ქურდის მტერი

იქიდან წამოღებული ჩანთა კი უნდა მოვიშორო.“ ტიტემ `განაბის~ სახლიდან წამოღებული ჩანთა ფულთან ერთად ჩატენა ახლადნაყიდში. ხელში ორი ჩანთა დაიჭირა და გარეთ გავიდა. ტაქსით კახეთის გზატკეცილს დაადგა. აქ ახალი ტაქსი გააჩერა და აგარაკზე მივიდა. მანქანა გაისტუმრა და დიდი ხნის უნახავ სახლში შევიდა. „მარტო აგვისტოში დადის აქ ზაქრო და კამაპანია. ეს კი კარგია.“ ჩანთები აივანზე დააწყო და სამალავიდან გასაღები აიღო.

კარები გააღო და ჩანთები შინ შეიტანა. ახალი ჩანთიდან ძველი ამოიღო და გვერდზე გადადო. მაგიდაზე სკამი შედგა და ფულიანი ჩანთით ზედ ავიდა. სხვენში აძვრა და ჩანთა კუთხეში მიყრილ ხაბაკხუბაკში დამალა. ძირს ჩავიდა და ავეჯი ძველ ადგილზე დააწყო. ეზოში გასულმა ირგვლივ მიმოიხედა. არავინ ჩანდა ახლო მიწის ნაკვეთებში.

ფარდულში ბარი აიღო და ეზოდან გავიდა. კარგა ხანს იარა აღმართზე და მიტოვებულ ეკლესიას მიადგა. ირგვლივ მიმოიხედა და მოშორებით მდგარი მძლავრი მუხა მოხვდა თვალში. „იქ სჯობია,“ _ გაიფიქრა მან და მუხის ძირში ორმო ამოთხარა. ჩანთა შიგ ჩადო და მიწა მიაყარა. ხმელი ფოთლები მოაგროვა და ნათხარ მიწას ზედ წააყარა. „ესეც ასე,“ _ გაიფიქრა მან და აგარაკზე დაბრუნდა.

ცარიელი ყავისფერი ჩანთა ბინიდან გამოიტანა. სახლი დაკეტა და გასაღები ძველ ადგილზე დადო. ტრასაზე გავიდა და ახლა იგრძნო, რომ შიოდა. ჩანთა შორს მოისროლა და ფეხით გაუყვა გზას. სატვირთო მანქანამ ჩამოიარა, ბიჭმა ანიშნა, წამოგყვებიო და მძღოლმაც გაუჩერა.
_ თბილისამდე გამიყვან?
_ დაჯე, იქით მივდივარ!
დიდხანს იხრიალა სატვირთო მანქანამ და, როგორც იქნა, თბილისში ჩავიდნენ.
_ აქ გამიჩერე! _ სთხოვა სატვირთოს ჯანჯღარით დაღლილმა ბიჭმა მძღოლს.


_ ავლაბრამდე მივდივარ!
_ არა, ძმაო, აქ ჩამოვალ! _ უარი თქვა ტიტემ და მძღოლს ფული მიაწოდა.
_ არა, ჯიგარო! _ ეს ისე, სასხვათაშორისოდ თქვა მძღოლმა და ხრიალით განაგრძო გზა.
„მადლობა, მაგრამ ასეთ მგზავრობას, ფეხით სიარული მირჩევნია,“ _ გაიფიქრა ტიტემ და ცოტა ხანს ფეხით იარა. შემდეგ ტაქსი გააჩერა და მძღოლს ვაკეში გაყვანა სთხოვა.
_ შორს არის. იქამდე ოცი ლარი მინდა!
_ მასე იყოს! _ დაეთანხმა ბიჭი და მანქანა ვაკეში გავიდა. ტიტემ მძღოლი გაისტუმრა და ბინაში შევიდა. საათს დახედა და ხუთი საათი იყო უკვე. „იმ ჩანთას მივხედავ და მერე ვჭამ, ვსვამ და რასაც მინდა, ზუსტად იმას ვიზამ.“ ერთი ჩანთა აბაზანის ქვეშ დამალა. მეორე ხელში აიღო და საბურთალოზე გავიდა.

ნაცნობ სარდაფში ჩავიდა და გადაყრილი ავეჯი გადმოალაგა კუთხიდან. ჩანთა ძირში ჩადო და ისევ ავეჯის დეტალები დააწყო ზევიდან. „მშია,“ გაიფიქრა და ზევით ავიდა. ბუკიას ბაღთან გაირა და ბიჭებს მოჰკრა თვალი. „ამათაც დავპატიჟებ,“ _ გაიფიქრა და სკამთან მივიდა.
თემო და გოგი ღიმლით შეხვდნენ ტიტეს.
_ სადა ხარ? _ ჰკითხა გოგიმ.
_ აქა ვარ.
_ ჰოო, ეგ რო არ გეთქვა, ვერ გხედავდი!
_ ხაშლამაც გინდა?
გოგის გაეცინა.
წავედით. გოგი და თემო ფეხზე ადგნენ და ვაჟა-ფშაველას პროსპექ¬ტზე რესტორანში შევიდნენ.

ცოტა ხალხი იყო დარბაზში. რაც კარგი იყო, ყველაფერი შეუკვეთა ტიტემ.
_ რა იშოვე? _ ჰკითხა თემომ.
_ ხილი იხილე, მებაღეს რას კითხულობ?! _ იქით ჰკითხა ტიტემ.
ისადილეს და კარგად. ყველაზე კმაყოფილი კი გოგი იყო.
_ ხაშლამაცა? _ ჰკითხა გოგის ტიტემ.
_ აჰ, არა!
_ აბა, წავედით!
_ დროა! _ დაეთანხმა გოგი მას და სამივე გარეთ გამოვიდა.
_ მე წავედი! _ თქვა ტიტემ.
_ ჩვენ უბანში ვართ.
_ ხვალ გნახავთ. შეჰპირდა ტიტე ბიჭებს და უცებ გაახსენდა, რომ სახლში მარტო იყო. არც ტელევიზორი ჰქონდა და არც მაგნიტოფონი. ლეი მოაგონდა და უცებ კითხვაც გაუჩნდა: „მართლა მიყვარს მე ის გოგო თუ აკვიატებული აზრია? ვნახავ და გამოჩნდება!“ _ გაიფიქრა ტიტემ და სასტუმრო `ხიბლში~ გავიდა.

`მამაშა~ მხიარულად შეხვდა ბიჭს.
_ ლეი და შამპანური! _ დაასწრო ქალმა ბიჭს.
_ კი, მასეა!
_ დაჯექი!
ტიტე მაღალ დახლს მიუჯდა და სანამ ერთ ჭიქა შამპანურს დალევდა, ლეი გვერდით ეჯდა.
_ წაიყვან, ალბათ!
ტიტეს გაეცინა. ქალს ფული მისცა და გოგო-ბიჭი სასტუმროს აბანოდან გამოვიდა.
_ სად დავლიოთ?
_ სადაც გინდა! შენ იხდი, შენ უკვეთავ!
_ არ შეიძლება, ცოტა ადამიანურად რომ მელაპარაკო?
_ ვერ გავიგე?
_ მითხარი, რა გინდა?
_ ფული!
_ რამდენი?
_ ბევრი!
_ ბინა უნდა იყიდო?
_ არა.
_ აბა?
_ გითხარი ადრე, ამერიკაში მინდა წასვლა.
„ახლა იმ ამბავს შევამოწმებ,“ _ გაიფიქრა ტიტემ და ლეის ჰკითხა:
_ აბა, `სუტენიორი~ არ გამიშვებსო?
_ ის დაიწვა.
_ რა, დაიჭირეს?
_ არა, სახლში ხანძარი გააჩინა და ისე დაიწვა.
_ ჰო, მაშინ აქაც შეგიძლია, რომ კარგად იცხოვრო!
_ არა, მე ეგ აქ არ გამომივა!
_ რატომ?
_ მინდა გავთხოვდე და შვილები მყავდეს.
_ აქ რა, კაცები არ არიან?
_ აქ კაცები ქალწულებზე ქორწინდებიან!
ტიტემ ტაქსი გააჩერა და წყვილი შარდენზე გავიდა. მიმტანს ფრანგული შამპანური შეუკვეთეს და ნელ-ნელა სვამდნენ. ბიჭი გოგოს უყურებდა, გოგო მუსიკას უსმენდა. არ აეწყო სიტყვა და არ გამოვიდა ერთობა. ტიტე მიხვდა, ის აქ ამ გოგოს ვერ დაიახლოვებდა.

აღარ შეუწუხებია. სვამდა, მუსიკას უსმენდა და არაფერს ამბობდა. გვიან ფული გადაიხადა, ერთი ბოთლი შამპანური კიდევ აიღო და ნაქირავებ ბინაში წავიდნენ. მაგიდას მიუსხდნენ, ტიტემ შამპანური გახსნა და ცოტა რომ დალიეს, ბიჭმა ჰკითხა გოგოს:
_ ვინც კი შემხვდა, ყველა მეკითხება, იქ რა ხდებოდაო, შენ _ არა. რატომ?
_ მე ბოზი ვარ და ჩუმად უნდა ვიყო.
_ ბოზი ხარ და ქურდულ გაგებას აწვები!
_ ისეთები მინახავს და გამიგონია, რომ აღარც კი ვიცი, სად რა ფერი თუ გაგებაა.
_ ესე იგი, რაც ხდება, შენთვის სულერთია!
_ ასეა!
_ გინდა, კარგი წინადადება!
_ გისმენ!
_ მარტო ჩემთან იყავი და ამერიკაში წასასვლელ ფულს მე მოგცემ!
_ მე დღეში ორას ლარს ვშოულობ!
_ მოიცა! _ თქვა ტიტემ და აბაზანაში გავარდა. ხუთ წუთში უკან დაბრუნდა და ათასი დოლარი მისცა გოგოს, _ ეს წინასწარ და აწი მუდამ წინასწარ იქნება!
_ პატარა ბიჭს საიდან გაქვს ამდენი ფული?
_ ეგ კითხვა პროკურორმა დასვას!
ლეი მიხვდა, ყაჩაღი იყო პატარა ბიჭი და პირველად, როგორც
ბევრს, ამასაც უმართლებდა. იმასაც გრძნობდა, რომ ამ ბიჭმა შეიყვარა.


ტიტემ შამპანური დაასხა და გოგოს სადღეგრძელო შესთავაზა:
_ ჩვენს ერთად ცხოვრებას გაუმარჯოს!
_ შენი მუდმივი გოგო ვიქნები! სხვა არ მთხოვო!
ტიტე მიხვდა, სიტყვა სხვაში სიყვარულს გულისხმობდა ლეი.
_ სხვა რა? _ ჰკითხა ტიტემ.
„მალე კიდევ დაიჭერენ,“ _ გაიფიქრა ლეიმ და იქით ჰკითხა:
_ რამდენი წლის ხარ?
_ თვრამეტის.
„თექვსმეტი წლის მე უკვე ბოზი ვიყავი,“ _ გაიფიქრა ლეიმ და ფული არჩია ამ ბიჭის შეცოდებას.
_ აწი ერთად ვიქნებით არა?
_ მე ამერიკაში უნდა წავიდე!
_ მეც წამოვალ!
_ შენ რატო?
_ შენთან მინდა!
ლეის გაეცინა.

ქურდის მტერი

ერთი წამით მასზე შეყვარებულ ბიჭს უყურა. მერე ფეხზე ადგა და მიუახლოვდა. ხელით დივანთან მიიყვანა, ჯერ თვითონ დაჯდა და მერე ბიჭი ჩაისვა კალთაში. ყურსა და კისერში დაუწყო კოცნა და ფერება. თითქოს შოკმა გამორთო ბიჭი. ბავშვივით მიენდო ტიტე ქალის უსაზღვრო ძალასა და ბრმა ვნებას.
XXXVII თავი
_ არ ვისაუზმოთ? _ იკითხა დილით ბიჭმა.
ლეიმ თვალები გაახილა და ოთახი მოათვალიერა.


_ შხაპს მივიღებ! _ თქვა გოგომ და ფეხზე ადგა წყლის ქვეშ. რაღაც ახალი ძალა იგრძნო მან სხეულში. უამრავი უძილო ღამის მერე ეს ორი დღე იყო, რაც მას ადამიანურად ღამე ეძინა და დღე ეღვიძა. შხაპი მიიღო, გაიმშრალა და ოთახში დაბრუნდა. ბიჭის ხარბი მზერა შეამჩნია და ღიმილიანი სიმკაცრით უთხრა:
_ მაცადე, უნდა ჩავიცვა!
ტიტე წინკარში გავიდა და ლეიმ ტანზე ჩაიცვა.
_ შემოდი! _ დაუძახა ტიტეს და ბიჭიც ოთახში დაბრუნდა.
_ მზად ხარ?
_ დიახ, ბატონო!
ტიტეს ფული გაახსენდა, აბაზანაში შევიდა, ქვეშიდან ჩანთა გამოათრია და იქიდან ერთი შეკვრა დოლარი ჯიბეში ჩაიდო.

ჩანთა უკან შეტენა და დაზვერა. არ ჩანდა არაფერი აბაზანის ქვეშ. ოთახში შებრუნდა და ლეის უთხრა:
_ წავედით!
ორივე გარეთ გავიდა. ქუჩაში ტაქსი გააჩერეს და გზად ბიჭმა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ათასი დოლარი ლარებად გადაახურდავა.
_ სად სჯობია საუზმე? _ ჰკითხა ტიტემ ლეის.
_ უნივერსიტეტის წინ კარგი კაფეა.
_ ჭავჭავაძეზე! _ უთხრა მისამართი ბიჭმა მძღოლს და ხუთ წუთში მიხვდა, ქალების სამყოფელში რომ ამოყო თავი. ყველაფერი ზედმეტად ტკბილი იყო. ერთი ნაჭერი ტორტი ძლივს შეჭამა ტიტემ და ყელის ჩასაწმენდად ორი ბოთლი კოკა-კოლა მიაყოლა ნამცხვარს. საუზმეს მორჩნენ და წყვილი გარეთ გავიდა.

უსაქმო გოგო-ბიჭი ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა ქუჩას. ორივე თავისას ფიქრობდა. დიდი ხანია ლეის ამ დროს გარეთ არ უსეირნია და თითქოს თბილისში კი არა, სხვა ცა-მზის ქვეშ და უცხო ქალაქის ქუჩაში სეირნობდა ახლა. ტიტე, თავისდა უნებურად, ქუჩაში გამვლელ გოგოებს ადარებდა ლეის. შვლისფეხება მაღალი გოგო ქუჩაში ისე მიდიოდა, თითქოს ნაბიჯში ცეკვა ერეოდა და გამვლელი, კაცი იყო თუ ბიჭი, ყველა ხანგრძლივი, უკან მიდევნებული მზერით მიაცილებდა გავამრგვალ გოგოს. ტიტე სხვა ქალებს ადარებდა ლეის. არავინ არ იყო აქ მასავით ნატიფი და თვალში მოსახვედრი.

ბიჭმა უნებურად ახლა ლეის სამოსს შეავლო თვალი. შავი თურქული ჯინსები და ბერძნული სანდლები ეცვა გოგოს. წითელი, შავწარწერიანი მაისური კი უხეშად თვალშისაცემი იყო ქალის ლამაზ ტანზე. „ამას მეტი ეკუთვნის,“ _ გაიფიქრა ბიჭმა და გოგო ბუტიკში დაპატიჟა.
_ მე ფულის ნაცვლად საჩუქარს არ ვიღებ!
_ ეს ისე, არ ითვლება! _ დაამშვიდა ლეი ბიჭმა.
ბუტიკში შევიდნენ და, „რაც კარგია“, მოკლედ მოსთხოვა ნოქარს ტიტემ.
ლამაზი გოგო იყო ნოქარი. პატარა ბიჭს ღიმილით შეხედა და უთხრა:
_ ეს „პრადას“ მაღაზიაა და აქ ყველაფერი ძვირია!
_ ფეხსაცმელი, იუბკა და მაიკა! _ მკაცრად თქვა ტიტემ.
ნოქარმა გოგო-ბიჭი დაზვერა. ქალის თვალმა ასაკში სხვაობა და ბიჭის ფულის წარმომავლობა ინტუიციით იგრძნო და რაც კარგი იყო, ყველაფერი დახლზე დააწყო.
_ მოგწონს? _ ჰკითხა ტიტემ ლეის.
_ უნდა გავიზომო!
_ აი, აქ მობრძანდით! _ მიიპატიჟა ნოქარმა გოგო გასახდელში.
ტიტემ გამოფენილ სამოსს თვალი შეავლო და რომ არ მოეწყინა, სალონში გაისეირნა. სარკის წინ გაჩერდა და საკუთარი თავი შეათვალიერა.

„გასაპარსი ვარ,“ _ გაიფიქრა და ჯერ კიდევ რბილ ღინღლზე ხელი დაისვა.
_ თუ შეიძლება! _ დაუძახა ტიტეს ნოქარმა.
ბიჭი შებრუნდა და შედგა. პოდიუმიდან გადმოსული ტოპმოდელი იდგა სალონის მეორე მხარეს.
_ კარგია? _ იკითხა ნოქარმა.
_ უუ, ჰოო! _ უპასუხა დაჰიპნოზებულმა ბიჭმა, _ შენ მოგწონს? _ ჰკითხა ლეის.
_ მე რაც მეცვა, ისიც მომწონდა!
ტიტე მიხვდა ნათქვამის აზრს.
_ რამდენი? _ ჰკითხა ნოქარს.
_ ოთხი ათასი!
_ ეს რამდენი დოლარია?
_ ჩვენ ლარებზე ვვაჭრობთ!
_ ახლა რა, ფულის გადასახურდავებლად ვირბინო?
_ ესეც ხარჯია! _ აუხსნა ნოქარმა ბიჭს.
_ აქ მიანგარიშე.
ქალმა აპარატზე თანხა ჩამოყარა და ორი ათას ასი დოლარი ითხოვა. ასი დოლარი იქვე `აახია~ მდიდარ და უცოდინარ ბიჭს.
ტიტემ ფული გადაიხადა.
_ ეს ძველი! _ თქვა ნოქარმა და ძველი სამოსი პარკით მიაწოდა გოგოს.
_ არ არის საჭირო! _ უარი თქვა ბიჭმა.
ლეიმ სამოსი მაინც აიღო და ორივე გარეთ გავიდა.
_ მოდი ეგ გადავაგდოთ! _ სთხოვა ტიტემ ლეის.
_ რატომ?
_ ახალ ცხოვრებას იწყებ!
_ არა!
ტიტე მიხვდა, გოგო ამ უარში რასაც გულისხმობდა.
_ მაშინ მომყიდე ეგ ნივთები!
ლეის გაეცინა. ტიტემ პარკი ჩამოართვა და გზად ნაგვის ყუთში ჩააგდო. მიდიოდა წყვილი ქუჩაში და ტიტე თვალს ვერ აშორებდა.
_ ახლა რა ვქნათ?
_ არ ვიცი!
_ ადრე რითი ერთობოდი?
_ ხო გითხარი, ამ დროს მძინავს-მეთქი.
ტიტე მიხვდა, ეს არ უნდა ეკითხა.
_ გინდა კინოში?
_ მინდა!
კინოთეატრ `რუსთაველში~ შევიდნენ. ცოტა ხალხი იყო ჰოლში.

კაფეში წვენი აიღეს და სეანსის დაწყებას დაელოდნენ. ტიპური ამერიკული ფილმი აჩვენეს დარბაზში. ჩხუბი, სექსი, გაქცევა, და მაინც, ორივე კარგად გაერთო.
კინოდან ბარში გადავიდნენ. კოქტეილი აიღეს და ნება-ნება სმაში გაერთნენ. ტიტე თვალს ვერ აშორებდა ლეის და უნებლიეთ წამოსცდა:
_ აწი ღამე დაიძინებ და დღე ისეირნებ! შენ კარგად უნდა იცხოვრო!
ლეიმ ბიჭს თვალებში შეხედა და უთხრა:
_ კარგი ბიჭი ხარ და გეტყვი, მე სიყვარული არ შემიძლია!
_ რატო?
ლეი ჩუმად იჯდა სკამზე.
_ რატო?
ისევ ჩუმად იჯდა გოგო თავის ადგილზე.
_ რა, პასუხი რო გამცე, ფული უნდა გადაგიხადო?
გოგო ბიჭს უყურებდა და უცებ იგრძნო, რომ არც ის იყო მისდამი გულგრილი. არა, ჩემნაირი გოგოსთვის სიყვარული დამღუპველია, გაიფიქრა მან და ბიჭს უთხრა:
_ მარტო შენ გეტყვი ამ ერთხელ და მეტი არ მკითხო!
_ კარგი! _ დაეთანხმა ბიჭი.
_ „ის~ იმდენჯერ მაქვს გაკეთებული, რო კაცს საერთოდ ვეღარ ვგრძნობ, _ ეს თქვა ლეიმ და გაირინდა.
ბიჭი მიხვდა, რაღაც ბოლომდე არ თქვა გოგომ.
_ ბოლომდე თქვი! _ უთხრა მან ლეის.
_ კარგი! _ თქვა გოგომ და იქვე ჰკითხა, _ სიმართლე რომ გითხრა, ხო არ გეწყინება?
_ არა.
_ შენ „იმ~ საქმის არაფერი იცი!
ტიტე გაშრა და გახევდა.
_ ვიცოდი, რომ გეწყინებოდა, მაგრამ სჯობია, რომ ყველაფერი თავიდანვე იცოდე.
თითქოს გაიყინა ბიჭი.

მოეჩვენა, რომ გულიც აღარ უცემდა. ეს რა თქვა, რა მითხრა! ამ სიტყვებს აბრუნებდა ბიჭი თავში და ჭიქის დაუცლელად ახალი ულუფა შეუკვეთა მიმტანს. ასი გრამი არაყი უცებ დალია და ცოტა ხანში გათბა. გაიხსენა, თუ რამ ენახა ეკრანზე ან მოესმინა. ყველაფერი ერთად დაუტრიალდა და უცებ დაიბნა.

ქურდის მტერი


_ წამო! _ უთხრა ლეის. ფული გადაიხადა და ბინაში დაბრუნდნენ.


_ ერთად ვიბანაოთ! _ თქვ ბიჭმა და ტანზე გაიხადა. ლეიმაც გაიხადა და აბაზანაში შევიდნენ. შხაპი მიიღეს და უცებ გაუქრა სურვილი ტიტეს. _ გადავდოთ! _ თქვა მან და ოთახში დაბრუნდნენ. ლეიმ ჩაიცვა და მაგიდას მიუჯდა. ტიტემ შარვალი ამოიცვა და წელსზემოთ შიშველი დაჯდა ლეის წინ.
_ პირველად რა იგრძენი? _ ჰკითხა ტიტემ.
გოგოს გაეცინა.
_ რა გაცინებს?
ლეის ბიჭი შეეცოდა და ხმადაბლა უთხრა:
_ შენ ბიჭი ხარ და მე კი მეძავი!
_ აბა, გოგო ხო არ ვიქნები!
_ ბავშვი ხარ შენ, ტიტიკო ბატონო!
_ ვითომ რატომ?
_ განცდა სიტყვაში იკარგება!
_ მაინც?
_ მიყვარდა მე ის ბიჭი!
_ ვინ გიყვარდა, წამლის `ბარიგა~?
_ მაშინ ის ნარკომანი არ იყო.

მერე დაემართა ეგ უბედურება.
_ რა უბედურება?
_ ჯერ ცივი გახდა და მერე ვაჭრობა დაიწყო. მარტო ნარკოტიკის საშუალებით ხვდებოდა, რომ ცოცხალი იყო.
_ შენ ის ახლაც გიყვარს!
_ მეცოდება.
ბიჭს გაეცინა.
_ რა გაცინებს?
_ ბევრი რამ არ ვიცი ამქვეყნად! ქალი კი, მართალი მითხარი, სულ არ მცოდნია!
_ არა უშავს! ისეთი ბიჭი ჩანხარ, ბევრს გაიგებ, მაგრამ ცუდი გზით!
_ რატომ ცუდი გზით?
_ შენს ასაკში არცერთ ბიჭს არ შეუძლია საყვარლის ყოლა და მისი ასე ჩაცმა! შენ ფული ვინ მოგცა? დედამ თუ მამამ?
ტიტე მიხვდა, ეს ქალი მარტო დამარცხებული და ლამაზი ქალი არ იყო. ადამიანის ცნობაც იცოდა ლეიმ. ოთახს მოავლო თვალი. არც მუსიკა მაქვს და არც ტელევიზორი!
_ გინდა დისკოტეკაზე წავიდეთ? _ ჰკითხა მან ლეის.
გოგო მიხვდა, ბიჭი ზედმეტად დაამძიმა და ვითომ ძალიან გაიხარა, უცებ დაეთანხმა.
ტიტემ ჩაიცვა და სულ მალე `მღვიმეში~ იყვნენ. ახალი გახსნილი იყო ეს ადგილი და პერსონალი კლიენტის მისაჩვევად ყველა შეკვეთას უმაღლეს დონეზე ასრულებდა. კარგი მუსიკა იყო და ორივეს ერთად მოუნდა ცეკვა.

კოქტეილი დახლზე მიატოვეს და ცეკვა დაიწყეს. მცირე ალკოჰოლსა და სასიამოვნო მუსიკას არ გასჭირვებია ლეის აბანოში ტყვედქმნილი ნერვების გათავისუფლება. ცეკვამ და მუსიკამ ისე გაიტაცა, ვინ იყო და სად იყო, მალე დაივიწყა ლეიმ. გაერთო სხეული და გამოირთო გონება. დიდხანს იცეკვეს და იხტუნეს. ვეღარც სხეულს გრძნობდა ლეი და ვერც _ გარემოს.
ყველაზე ბოლოს გამოერკვა ეს წყვილი. მიმტანები და ბარმენი იდგნენ და მათ როკვას უყურებდნენ.

ტიტეს პირი გაუშრა და დალევა მოუნდა. მიმოიხედა და მიხვდა, მარტო ისინიღა იყვნენ დარბაზში.
_ ლეი! _ გოგომ ტიტეს მიხედა. იმანაც დაინახა, რომ დარბაზში მარტო დარჩენილიყვნენე და სიცილი აუტყდა. ტიტესაც გაეცინა და დახლთან მივიდნენ. ხარჯი დაფარეს, პერსონალს დაემშვიდობნენ და დისკოტეკიდან გავიდნენ. გარეთ ბნელოდა და გრილოდა.


_ კარგი ღამეა! _ მოიწონა ლეიმ.
ტიტემ ცას ახედა.
_ თუ არ ვიჩქარეთ, დავსველდებით!
ტაქსი გააჩერეს და შინ დაბრუნდნენ.
ლოგინში ჩაწვნენ და ერთმანეთს მიეხუტნენ. ორივეს მოსწონდა ასე უძრავად წოლა და ერთიმეორის ტანისა თუ სითბოს განცდა. იქნებ დაღლილობის ბრალი იყო განცდის ეს წრედი რომ შეიკრა?..
XXXVIII თავი
დილით პირველმა ლეიმ გაიღვიძა. საწოლში წამოჯდა და ტიტეს დახედა. პატარა ბიჭს ეძინა თავის ლოგინში. „იყოს,“ _ გაიფიქრა გოგომ და თავს მიხედა. შხაპი მიიღო, ტანზე ჩაიცვა და მაგიდას მიუჯდა.
ტიტეს დახედა და გაიფიქრა, რომ ამ ბიჭს სულის სიღრმეში რაღაც აწუხებდა.

ქალური გუმანი კარნახობდა ამას. ტიტემ მზერა იგრძნო და თვალი გაახილა. ლეის ახედა და მიხვდა, გოგო მას უყურებდა. არ ცდებოდა. ლეი კი მკითხაობდა, ვინ იყო ეს ბიჭი _ კაცი, რომელიც მას „იმ“ საქმეში ფულს უხდიდა, თუ ბიჭი, რომელსაც, ის უყვარდა. გულში კი, რაღაც მივიწყებული და ნაცნობი, თბილი და სველი წვეთი მოძრაობდა, ვით ცრემლი დავიწყებული წყენისა. გარეთ გაიხედა და მზის ათინათი ამოიცნო გოგომ ფანჯრის მინაზე.

ყველაფერი მოსწონდა და ართობდა მას ამ დილით. და მაინც, კიდევ რაღაც სწყუროდა სულს, გონისთვის უცხო და ბუნდოვანი.
_ ახლავე! _ თქვა ტიტემ.
_ არ მეჩქარება.
ტიტე ფეხზე ადგა. დაიცალა, დასუფთავდა. ჩაიცვა და ლეის მოპირდაპირე მხარეს მიუჯდა მაგიდას.
_ ჩვენ ახლა საუზმე არ გვაწყენდა!
_ შეიძლება!
_ არ გშია?
_ ისე რა!
_ გუშინ დავლიეთ, ხინკალი გამოგვიყვანს, შავი „პერიცა“! ლუდი მიინდაა! _ წაიმღარა ტიტემ და წყვილი ბინიდან გარეთ გავიდა.
ტაქსი გააჩერეს და „ზარმაცების“ მისამართი უთხრა ბიჭმა მძღოლს.
რესტორნის ეზოში ჩამოვიდა გოგო-ბიჭი ტაქსიდან. გოშია ძაღლი გამოიქცა მათკენ.
_ ბაჩო! _ წამოსცდა ლეის.
_ რა ბაჩო?
_ ბავშვობაში ძაღლი მყავდა, ზუსტად ასეთი იყო!
ბიჭმა ძაღლი შეათვალიერა.

შვიდი-რვა თვის ლეკვი იყო შავი ბეწვით, თეთრი მკერდით და აცქვეტილი ყურებით.
ლეკვი წყვილის წინ ხტოდა, თითქოს პატრონები ნახა და იმათ ეთამაშებოდა. ლეი მიეფერა, ყურები დაუსრისა და სულ გადაირია ძაღლი. ცოტა დააკლდა, რესტორნის დარბაზში შეჰყვებოდა, დარაჯი რომ არა.
ხელები დაიბანეს, კედელთან მაგიდას მიუსხდნენ და ხინკალი, მოხარშული ენა ლუდი და კოკა-კოლა შეუკვეთეს. ხორცმა და ბევრმა სითხემ უცებ მოუკლა შიმშილი ორივეს.
_ დილით ჩაი სჯობია! _ აღნიშნა ლეიმ.
_ ჩაიც დავლიოთ?
_ ახლა არა!
_ აბა, წავიდეთ!
_ კარგი!
ტიტემ ხარჯი გადაიხადა, გოგომ ენის ნაჭერი ხელსაწმენდში გაახვია. ტიტე მიხვდა, ეს ძაღლისთვის იყო. ტანგო გაიხსენა და გაიფიქრა: „როგორ უცებ გავიმეტე!“ _ გარეთ გავიდნენ და ლეკვიც იქ დახვდათ.
ლეიმ ხელსაწმენდი გაშალა და ლეკვს წინ დაუდო.

არსაიდან ქოფაკი გამოხტა და ლეკვს ეცა ყელში. ლეიმ ლეკვის დაცვა სცადა და ძაღლი ახლა ლეის ეცა. სხარტად ამოსცხო ტიტემ ფეხი ძაღლს. მისკენ მიბრუნებულს კი კიდევ მოუქნია წიხლი და ყირამალა გადატრიალებული ძაღლი წკმუტუნით გაშორდა ავ ბიჭს.
ტიტე ლეის მიუბრუნდა.
გულში ჩაეხუტებინა გოგოს ძაღლი და ხელით აჭმევდა, თან დაბლი ხმით ეჩურჩულებოდა:
_ ბაჩო, ბაჩო!
ტიტემ ირგვლივ მიმოიხედა და მანქანების დარაჯს უხმო.
ისიც უმალ მივიდა.
_ ვისია ეს ძაღლი? _ ჰკითხა მან კაცს.
_ თვითონ მოვიდა და აქ ცხოვრობს.
_ ოც დოლარს მოგცემ და ძაღლი ჩემია!
_ კი, ძმაო! _ დაეთანხმა დარაჯი ბიჭს.
ტიტემ კაცს ფული მისცა და ლეის უთხრა:
_ ეს ძაღლი შენია!
_ მერე სად უნდა წავიყვანო?
_ იქ, სადაც ჩვენ ვართ!
_ მერე?
_ მერე დიდი გახდება და ქოფაკები ვეღარ დაგლეჯენ!
ლეიმ ძაღლი ხელში აიყვანა და სამნი ეზოდან გავიდნენ. ტაქსი დაიჭირეს და ცოტა ხანში სამივე შინ დაბრუნდა.
_ ამას თავისი ნივთები და საჭმელი უნდა!
_ ვიყიდოთ!
_ ცოტა ხანს მარტო უნდა დარჩე, ბაჩო! _ უთხრა ძაღლს და თავზე ხელი გადაუსვა ლეიმ ლეკვს.
სპეცმაღაზიაში გავიდნენ.

ქურდის მტერი

შამპუნი, საჭმელი, ვიტამინი, საბელი, საყელური და...

სამასი დოლარი დახარჯეს. უკან მობრუნდნენ და ლეკვი ყეფით შეხვდა კარებში ახლადშეძენილ პატრონებს.
_ მოგწყინდა, ბაჩუნია? _ მიეფერა ლეი.
_ უნდა დავბანოთ!
_ დავბანოთ!
ბაჩო აბაზნაში შეიყვანეს და შხაპის ქვეშ ომი შეიქნა. არადა, არ უნდოდა ლეკვს წყლისა და შამპუნის ქაფის ატანა. ადამიანის ძალამ თავისი გაიტანა და კარგად დაბანილი და შეშინებული ლეკვი აბაზანიდან ამოიყვანეს. გაამშრალეს და ოთახში შეუშვეს. ტანი დაიბერტყა ლეკვმა და ისევ ხასიათზე მოვიდა. ჯერ მუხლებზე შეახტა ლეის.

რაკი ხელში აიყვანეს და მოეფერნენ, სახეც აულოკა გოგოს და ისევ მხიარული ბაჩო იყო ყურცქვიტა ლეკვი.
ტიტე გოგოს უყურებდა და ფიქრობდა: „ამას ეს ლეკვი უყვარს, მე _ ეს გოგო. სამივეს აქ ვიღაც გვიყვარს. ალბათ, შეიძლება ასე კარგად ცხოვრება,“ _ ნია გაიხსენა უცებ.
„უნდა ვნახო, გაიფიქრა და ლეის ჰკითხა:
_ ცოტა ხნით რო გავიდე,“ _ ხო არ გეწყინება?
_ არა! _ თქვა გოგომ და ლეკვს მიეფერა.
ტიტე სახლიდან გავიდა, ტაქსი გააჩერა და ოჯახში მივიდა.
_ სადა ხარ? _ იკივლა ანეტამ.
_ საიდუმლო ადგილას!
_ არა, მეტი არა! _ იყვირა ქალმა.
_ ამდენი დრო არა მაქვს, ნია სად არის?
_ წევს.
_ რატო?
_ რა, არ იცი?
_ დაუძახე, საქმე მაქვს!
_ შემოდი! _ გაისმა გვერდით ოთახიდან დის ხმა.
ტიტე ოთახში შევიდა.
ხალათში ჩაცმული ნია ლოგინზე მიწოლილიყო.
_ მისმინე! _ დაიწყო ტიტემ, _ მე შენთვის არასდროს არაფერი მითხოვია. ახლა კი მინდა, რო გთხოვო, ოღონდ სიმართლე მითხარი!
_ თქვი!
_ არა, დაიფიცე, რო არ მომატყუებ!
_ გეფიცები!
_ ქალისთვის რა არის კაცში მთავარი?
_ შვილი!
_ შვილი?
_ ჰო, შვილი!
_ მეც ასე მივხვდი, ლეკვმა მითხრა!
_ ვინ გითხრა?
_ ბოდიში! _ უცებ თქვა ტიტემ და სახლიდან გაიქცა.
ვაკეში თავისი ბინის კარზე ზარი დარეკა და ძაღლი აყეფდა. ლეიმ კარები გაუღო და ოჯახის მარჩენალი შინ შევიდა.
საღამომდე ლეკვს ეთამაშნენ. საღამოს კი ბაჩოს ბოდიში მოუხადეს და მარტო დატოვეს. `მღვიმეში~ გასართობად წავიდა წყვილი.

იცეკვეს და დალიეს. მუსიკის ხმაზე ერთმანეთის ლაპარაკი არ ესმოდათ და ისევ კოქტეილს და ცეკვას მიენდვნენ. დაღლილები და მხიარულები სახლში დაბრუნდნენ.
ისევ ყეფით შეხვდათ ბაჩო. ცოტა საჭმელი მისცა ლეიმ ლეკვს და თან დაარიგა:
_ გვიან ბევრი ჭამა არ შეიძლება, იცოდე! პატარა მუცელი გეტკინება!
ჯერ ტიტემ, შემდეგ ლეიმ შხაპი მიიღეს და ლოგინში ჩაწვნენ. ლეი ტიტეს ჩაეხვია და თავიდან ფეხებამდე მართლა ლეკვივით ალოკა. ცეცხლი მოედო ტიტეს. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს მთელი მისი ტანი თუ გვამი ასოდ გადაიქცა.
„ახლა დაორსულდები,“ _ გაიფიქრა მან და ლეი გულაღმა ამოაბრუნა.


_ პრეზერვატივი, _ ამოთქვა ლეიმ და უკვე გვიან იყო.
ტიტეს `გასაღები~ `საკეტში~ იყო და ენერგიულად მოძრაობდა ქალის მრგვალ და უძირო სივრცეში.
_ ამყვება! _ დაიკვნესა ლეიმ და სცადა თავი გაეთავისუფლებინა.
ძლიერ ღონიერი და მონდომებული იყო ბიჭი. ძვრა ვერ უყო ლეიმ მას და მალე თვალები დახუჭა. რაღაც სხვა იგრძნო გოგომ რეზინის გარეშე, მაგრამ ეჭვი არ ასვენებდა: რო ამყვეს?..
ნასვამზე დიდხანს და საამოდ იშრომა ბიჭმა და ქალიც ფიქრს მოეშვა. ტიტე აღელდა, აივსო და დაიცალა. ლეის ტუჩებში აკოცა და დამ¬შვიდებული ქალის სხეულს გემოეყო.
_ ასე არ შეიძლება!
_ რატო?
_ შეიძლება დავორსულდე!
_ ფიქრი აწვალებს ადამიანს. არ იფიქრო და ბედნიერი იქნები!
_ ოჰ! _ იწყინა ლეიმ.
ბიჭმა დაისვენა და ისევ მიეფერა ლეის.

ნელ-ნელა ისიც აჰყვა და ანთებული ტიტე ისევ რეზინის გარეშე შეერთო გოგოს.
„თუ ამყვა, რაღა აზრი აქვს,“ _ გაიფიქრა ლეიმ და ქალური მორჩილებით დაჰყვა კაცის ვნებას და სურვილს. ცოტა ხანში კი რაღაც სხვა იგრძნო და მიხვდა, ეს ცოცხალი სექსი იყო და არა პრეზერვატივის გრილი რეზინი..