(..იყო ერთი ბავშვი ნინო,)
(..იყო ერთი ბავშვი ნინო,)იყო ერთი ბავშვი ნინო, მოუტანეს პიანინო,
არ იცოდა რა ექნა: ემღერა თუ დაეკრა?
დააწვება კლავიშებს პაწაწინა თითებით,
ხმა რომ არ მოეწონა წამოიცვა წინდები.
წინდიანი თითებით აბა როგორ დაუკრავ?
უთხრა ბაბუმ ჩუმად და ბებოს თვალი ჩუკრა.
ნინო რას არ ეცადა, არ მოსწონდა დკრული.
მერე ფოტო შენიშნა ინსტრუმენტთან გარული,
იქ გიტარა უკრავდა ლამაზად მოხატული.
დააკვირდა კლავიშებს, არსად ჩანდა ფერები,
შეეცოდა გააათბო პიანინო ფერებით.
მერე ფუნჯი აიღო და ჩააწო მწვანეში
სხვა ფერებიც მოსინჯა, ცრემლი ედგა თვალებში.
ამ დროს ბაბუც მოვიდა... გაუკვირდა ძალიან,
ბავშვის ცხარე ცრემლები, ნეტავ რისი ბრალია?
_ რატომ ტირი ნინია რამე ხომ არ გწყენია?
_ კალვიშები მოვხატე და ძალიან მრცხვენია..