Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
მოთხრობა
პიესა
პროზა
პუბლიცისტიკა
რომანი
საბავშვო ლექსი
საბვშვო ლექსი
(ათხოვებენ კუს სპილოზე...)


 

ათხოვებენ კუს სპილოზე,
გაგონილა ასეთი,
ვინც ესენი დააწყვილა
ბრმა არის და თავხედი.
კუმ თქვა:- ერთი ბეწო ვარ და
გამისკდება გულიო,
ბოლოს მომიღებს მაგსთან
ყოველ დღე სიარულიო.
მელამ ყველა დაამშვიდა
მე მოვუვლი საქმესო
მეოჯახე კაცი არის
სპილო ტყეში აქესო,
თან გატარებს ზურგით ყველაგან
მაინც ნელა დადიხარ
ასეთ ბიჭებს რომ იწუნებ,
ამას როგორ ჩადიხარ.
ეხვეწება კუს: გაყევი,
მელა ლამის ატიდა,
-იცით, სპილო კუს სანაცვლოდ
თავის ეშვებს დამპირდა.
დაითანხმეს კუ როგორღაც
გაათხოვეს ძალითო,
ეს ამბავი პატარებო არ დამთავრდა ამითო.
უეშვებო სპილო დადის
კუსთან ერთად ტყეშიო,
ერთი გზა აქვთ, ერთი სახლი,
ერთი ჭიქა-თეფშიო.
კუს ხორთუმით აბანავებს
და თმას უშრობს სუნთქვითო
ერთი ბეწო ცოლუკუნას
სულ ბავშვივით უვლისო.
კუც რაღაცა გახალისდა
დაფუსფუსებს ოჯახში,
წმინდავს, რეცხავს, აუთოვებს
ფარდებს კიდებს ოთახში.
მოუქსოვა ქმარს პერანგი
დააკერა ღილუკა
და სულ იმას გაიძახის:
-მიყვარს ჩემი სპილუკა!