Login As
You can log in if you are registered at one of these services:
საბავშვო
ფოლკლორი
პროზა
ინტერვიუ
სამეცნიერო
ესე
ეპისტოლარული მემკვიდრეობა
ისტორია
დრამატურგია
სამართალი
პოეზია
პერიოდიკა
ლექსიკონები
აუდიო-ლიტერატურა
ნათარგმნები
ლექსი
მოთხრობა
პიესა
პროზა
პუბლიცისტიკა
რომანი
საბავშვო ლექსი
საბვშვო ლექსი
(მოიწყინა მერცხალმა, თბილ ქვეყნისკენ მიფრინავს...)



მოიწყინა მერცხალმა, თბილ ქვეყნისკენ მიფრინავს,
უკვე ცხრა ცა, ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადაიფრინა.
მზეს მისდევდა გზა და გზა, გუნდს ჩამორჩა, რა ექნა…
უნდოდა რომ წასვლამდე სიყვარული აეხსნა,
ბეღურასთვის რომელსაც არ აშინებს სიცივე
და ყინვაშიც პატარას ქურქი მოსავს იგივე.
მოერიდა მერცხალს, რომ ეთქვა მისთვის: მივდივარ!
ერჩივნა, რომ ეფიქრა: მე არ მცივა, დიდი ვარ.
და როცა მოეყიანა მაკრატელა კუდიო,
ცემინება დაიწყო, გულმაც უგრძნო ცუდიო.
ბეღურასთან მივიდა, უთხრა:- ჩემო ლამაზო,
არ მინდოდა გაფრენა მაგრამ დახე ამასო,
მოყინული კუდისკენ გაიშვირა ნისკარტი,
უთხრა: - ისე მიყვარხარ როგორც შარშან მიყვარდი.
შეეცოდა ბეღურას, ჩაეხუტა ძალან,
ცოტა კი გაიპრანჭა, რა ქნას მაინც ქალია.
მერე დაემშვიდობა, ფრთები დაბლა დაუშვა
და მერცხალი სამხრეთით თავის ქურქით გაუშვა.