ნისლი წევს საჯიხვეშია
ნისლი წევს საჯიხვეშიანისლი წევს საჯიხვეშია, მზედ რად არ ჩამოჰშუქდები?
გადაგდებული ვეფხვისა ბეჩავი ეხში ვბღუნდები!
რას დამყეფ, შავო ყორანო? განა შენთვისა ვსუქდები?
შავკაზმავ ჩემსა ლურჯასა, გავაზე მაუცურდები,
მიუვალ თავის დედასა, თუ ღმერთსაც არ მოვსძულდები..