ელექტრონული ბიბლიოთეკა
» პროზა » პოეზია » ესსე » ფოლკლორი » ინტერვიუ » საბავშვო








 ნიკოლოზ  ბარათაშვილი
(შენნი დალალნი ყრილობენ გველად...)           გაზიარება გადმოწერა
ნიკოლოზ ბარათაშვილი

შენნი დალალნი ყრილობენ გველად

სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად,

და თვალთა ჩემთა ადავრიშებენ

ხან ნუგეშისთვის, ხან დასაწველად!


ოდეს ნიავი ლამაზს დალალებს

მიგიშლ-მოგიშლის და სიამოვნებს,

მაშინ ჩემს თვალებს აღაგზნებს შური

და გლახ ჩემს გულსა ის ავალალებს!


1842 წ.