ელექტრონული ბიბლიოთეკა
» პროზა » პოეზია » ესსე » ფოლკლორი » ინტერვიუ » საბავშვო








 ნიკოლოზ  ბარათაშვილი
ნა... ფორტოპიანოზედ მომღერალი           გაზიარება გადმოწერა
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ხმა საკრავისა,

ნელ ნარნარისა,

სულს განახარებს;

და მშვენიერის

ენა ამიშლის

გულისა ჭირებს!

ვჭვრეტდი ლამაზსა,

სევდითა ნაზსა,

და შევეტრფოდი;

ყოველთ გრძნობათა,

ყოვლთ გონებათა

მას მივაპყრობდი.

ღაწვნი ნაცრემლნი,

ტრფიალთ დამწველნი,

უფროს შვენოდენ;

თმანი ნაშალნი,

მკერდზედ დაყრილნი,

ემუქმკებოდენ.

ჟუჟუნა თვალნი,

გულთა მომკვლელნი,

მოცინარობენ;

პაწაწა ტუჩნი,

ვარდებრ ნაფურცლნი,

ლხენას მოჰბერვენ.


1841 წ.