ელექტრონული ბიბლიოთეკა
» პროზა » პოეზია » ესსე » ფოლკლორი » ინტერვიუ » საბავშვო








 ნიკოლოზ  ბარათაშვილი
თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნას           გაზიარება გადმოწერა
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ხმით მშვენიერით,

ტკბილის სიმღერით

ჰაეროვანო, სულს ელხინები;

თვალთ არონინებ,

გულს დააწყლულებ

და ღიმილითა ესალბუნები!


სადც ხარ, იმ არეს

მოჰფენ სიამეს, —

უშენოდ მოსცდეს მხიარულება!

შენის ენითა,

სავსე ლხენითა,

ვინ არა იგრძნოს გულკეთილობა!


მახსოვს სიამით,

ოდეს ტკბილის ხმით

ვარდსა და ბულბულს* მოელხინარე,

პირმცინარითა

სინარნარითა

მგოსნის ყარიბს გულს ესხივმფენარე!


1839 წ.


* “ვარდი და ბულბული ლექსია სამღერალო, რუსულიდამ ნათარგმნი თ-ის ჭავჭავაძისაგან”.