30.08.2015

ბარონი დე ბაი

ავტორი: ზაალ ჩხეიძე

ამებიბისა მჯერა, ჭრელ–ჭრელი, ნაირ–ნაირი ამბებისა. მჯერა, რო ამბებს კაცივით დაყვებათ ხოლმე ბედი, ზოგზე გვარიანი რომანიც დაიწერება ხოლმე, სხვანი, მრავალნი კიდევ დავიწყების ხაროში სამუდამოდ ჩასანთქმელად არიან განწირულები. ქართველებს წერა არ გვიყვარს, ერთობ ...

29.08.2015

გაბო

ავტორი: ზაალ ჩხეიძე

გაბოზე როცა წერას იწყებენ, პირველ რიგში ერთ ცნობილ ფრაზას იხსენებენ ხოლმე, დასახრეტად გამზადებული კაცის მოგონებას, ბალღობისას ყინულის სანახავად წასვლის ამბავს. ან კიდევ მარტოხელა პოლკოვნიკს, ან კიდევ გემზე ასულ და მდინარეს დაყოლებულ თავისანთქვამა მოხუცებულს. თუმცა ყველაზე ხშირად მაინც იმ ისტორიით იწყებენ ხოლმე წერას, დახრეტის თუ დასახვრეტის ისტორიით.

29.09.2015

ჯუნა ბარნსი, მშვენიერი და მივიწყებული

ავტორი: ზაალ ჩხეიძე

იყო ორი დიდებული კაფე იმ დროინდელ, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის, ახლადმსოფლიოომგადატანილ პარიზში, ორი კი არა მეტიც იყო ეგებ, ოღონდ სადაც რომ მოგახსენებთ, ესე იგი, სენ ჟერმენის ბულვარზე ნაღდად ეს ორი იყო გამორჩეული, les deux maggots (გაგეცინებათ და სანამ ეს კაფე მსოფლიო სახელს მოიხვეჭდა, სანამ ხელოვნების ისტორიას შეცვლიდა, სანამ მისი სახელობის ლიტერატურული პრემია დაწესდებოდა, იქამდე, ამ ორიოდე ასწლეულის წინათ, სულ თავდაპირველად, აბრეშუმის საცვლების მაღაზია ყოფილა თურმე აქა, მისი მოსახელე საცვლების მაღაზია) და...

26.08.2015

ანა მარია მატუტე

ავტორი: ზაალ ჩხეიძე

მოხდება ხოლმე, რომ რომელიმე ისტორიული მოვლენა განსაზღვრავს მთელი თაობის საფიქრალს, საჯავრებელსა და თავში საცემს. ჩვენშიც ეგრეა ხოლმე და რა გასკვირია ესპანეთშიც რომ მასე იყოს. თუ გენიალური 98–იანელებიბის მთელი შემოქმდება აშშ–ისთან 1898 წელს წაგებულმა ომმა განაპირობა და